შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (1-2)


23-02-2016, 05:28
ავტორი lipsspil
ნანახია 13 769

რა საშინლად დამღლელია გზა, კიდევ რამდენი უნდა იაროს ამ ძველმა სამარშრუტო ტაქსმა, რომ სოფლამდე მივიდეს?.. სად არის საერთოდ ეს სოფელი, რა ელოდება იქ.. მგზავრობისგან საშინლად დაღლილი გოგონა ცდილობდა შუბლი მიედო მანქანის ფანჯარაზე, მაგრამ ყოველი შემხვედრი ორმო აიძულებდა სხვანაირად მოკალათებულიყო ისედაც მოუხერხებელ სავარძელში.
_ უკაცრავად, მალე მივალთ? – ჰკითხა მძღოლს
_ ორმოცი წუთის სავალიღა დარჩა შვილო, მერე გადაჯდები
_ იქ სულ დგას ის მანქანები თუ დალოდება მომიწევს?
_ ყოველ ორ საათში დადიან, მაგრამ შენზე დარეკილი აქვთ უკვე და ალბათ გელოდება
_ მადლობა – თავაზიანად გაუღიმა და ფიქრი განაგრძო.. საშინლად არ უნდოდა ეხლა რაიმეზე ეფიქრა, მაგრამ საშინლად გაწელილი გზა მეტ გამოსავალს არ უტოვებდა. როგორ მოხვდა აქ.. რატომ? რატომ არავინ არაფერი აუხსნა.. წამოსვლის წინ მამამ მარტო ის უთხრა, რომ ყველაფერი უნდა გადაედო და რომელიღაც მივარდნილ სოფელში დასახლებულიყო, დანარჩენს მერე გააგებინებდა. ეს წინა ღამით მოხდა, ბარგის ჩალაგებაც ვერ მოასწრო ნორმალურად, გაურკვევლობით და მამის უპასუხობით დათრგუნულმა მეგობრებთან დამშვიდობებაც ვერ მოასწრო, არც ტელეფონი გამოატანეს და არც ლეპტოპი, ის კი არა სად მიდიოდა ისიც არ იცოდა. როგორ უნდა იცხოვროს ამ ყველაფრის გარეშე? არანაირი კომუნიკაცია, ალბათ არც ცივილიზაცია, არაფერი.. ალბათ რაიმე პრობლემა აქვს მამას, მაგრამ ნუთუ ისე გართულდა საქმე, რომ მისი გადამალვა გახდა საჭირო? სიცილიაა? ბოლოს ასეთი ისტორია სმენოდა კი არა წიგნშიც როდის წაიკითხა აღარ ახსოვდა. მამას წარმატებული ბიზნესი აქვს, მაგრამ ყველა როგორც უაღრესად პატიოსან კაცს ისე იცნობს, განა რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ შვილის გატაცებით ან მოკვლით ემუქრებიან? იქნებ არც ასე დრამატულადაა ყველაფერი, მაგრამ ეხლა, ამ წუთას სხვა მიზეზს ვერ ხედავდა. ჯობია დაელოდოს ვინმეს, ვინც დაწვრილებით აუხსნის ყველაფერს. აამოიოხრა და ჩანთიდან წიგნი ამოიღო, სადაც წინა დღეს რამოდენიმე ფოტოს ჩადება მოასწრო. ფოტოზე მეგობრებთან ერთად იყო. დიდხანს უყურა უკვე ათასჯერ ნანახ ფოტოებს და ნანატრმა ფრაზამ გამოარკვია..
_ მოვედით.. – მძღოლი ბარგის გადატანაში დაეხმარა, მისი ჩანთები ერთ ძველ, მომწვანო მანქანაში გადააწყვეს. მანქანასთან შუახნის ღიპიანი, ულვაშა მამაკაცი იდგა, რომელიც სავარაუდოდ მძღოლი უნდა ყოფილიყო. მანქანას მიუახლოვდა და ახლოს გაჩერდა.
_ თქვენ თამთა ხართ? – კილოთი ჰკითხა მამაკაცმა
_ დიახ.. თქვენ?
_ მე ბაგრატა ვარ შვილო, მძღოლი, მე უნდა წაგიყვანო.
_ შორსაა ის სოფელი?
_ როგორ გითხრა, თუ წვიმს ან თოვს დიდხან ვუნდები, თუ არადა ერთ საათში იქა ვართ. გზა მაინცდამაინც შორი კი არ არის, მაგრამ ჩქარა ვერ ივლი. წავედით?
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი. მოღრუბლული იყო და ციოდა, არადა თბილისი იწვის ამ დროს. ჟაკეტი შემოიცვა და მანქანის უკანა კარი გააღო
_ უკან ბარგი ჩავდე შვილო, წინ დაჯექი – თამთა ცოტა შეცბუნდა, რატომღაც ისევ ეგონა რომელიღაც წვეულებიდან ბრუნდებოდა და ტაქსის უჯდებოდა უკან.ცივად დახურა კარი და მანქანაში ავიდა. გორაკს რომ გაცდნენ მზემ გამოანათა, საკუთარი თავი ისევე კარგად დაინახა, როგორც სარკეში. ულამაზეს თაფლისფერ თვალებში დაღლა და ძილი ჩადგომოდა, ხვეული,გრძელი, ქერა თმა აბურდვოდა და თხელ, ნატიფ სახეზე ელამუნებოდა. პატარა ცხვირიდან თმა მოიშორა, ხელით მოიხვია და ზურგს და სკამს შორის მოაყოლა. მოთენთილს დაემთქნარა.
_ მალე მივალთ და დაისვენებ შვილო – მიუხვდა მძღოლი. გოგონამ თავაზიანობის ნიშნად გაუღიმა და ქათქათა, ჩამწკრივებული კბილები შეანათა. ნეტავ რა ჯანდაბა აცინებს.. გაურკვევლობისა და უამრავი შეკითხვისგან ლამისაა გაგიჟდეს, მაგრამ დედის ნასწავლი თავაზიანობა თითქოს თანდაყოლილი თვისებასავით შერწყმია. მსხვილი, ვარდისფერი ტუჩები საწყის მდგომარეობას დაუბრუნა და სადღაც კიდევ შემორჩენილი მოთმინებით დაელოდა დანიშნულების ახალ ადგილს.
ხედების თვალიერებით დრო მალე გავიდა, მანქანა ერთ პატარა სოფელში, განმარტოებით მდგარ ტყისპირა სახლთან გაჩერდა. ორსართულიანი, თუმცა პატარა, უბრალო სახლი იყო, ხის აივნით და მწვანე, ხეხილიანი ეზოთი. კარიდან გამხდარი, თავშლიანი, შავებში ჩაცმული ქალი გამოვიდა ხელების წმენდით და თამთას დანახვაზე დიდი ხნის ნაცნობივით გაუნათდა სახე.ნათელი, თუმცა ცემენტით გალესილი პატარა ოთახი იყო, ჩაშენებული განჯინით, ერთი ძველებური ბუფეტით,რომელზეც ქათქათა, ხელით ნაქარგი ტილო იყო გადაფარებული, უზურგო ტახტით და მაგიდით. გვერდზე ოთახში ერთ მხარეს ძველი, სარკიანი გარდერობი იდგა და რკინის საწოლი, მეორე მხარეს ხილის და კონსერვების სათავსო მოეწყო, კიდევ რამოდენიმე შტოფიც ელაგა სასმლით.
_ აქეთ მოდი შვილო, ცოტა რამე ჭამე – ფიქრებიდან ქალის ხმამ გამოარკვია და პირველ ოთახში დაბრუნდა. ქალს ხის მაგიდაზე ქათქათა, გახამებული სუფრა გადაეკრა და ცხელი ხაჭაპურები დაეწყო, არც სოფლის არაჟანი, რძე, ყველი და კარაქი დავიწყებოდა და არც შემწვარი წიწილა, გამოყვანილი სალა, სტაფილოს კონსერვი და ყაბაყის მწნილი. თამთამ თვალი გადაავლო სუფრას და მიხვდა, ძალიან მოშიებოდა. ხაჭაპური ლამის ჩაადნა პირში, ასეთი არასოდეს არაფერი ეჭამა.
_ ძალიან გემრიელია ქალბატონო..
_ ფროსა მქვიან შვილო. ეგ ოსური ხაჭაპურია, შეგარგოს ღმერთმა.
_ ძალიან დიდი მადლობა.. მიჭამია ოსური ხაჭაპური, მაგრამ ასეთი.. თქვენი ნახელავია?
_ ჰო, ჩემია, თერთმეტი წლისა ვიყავი დედა რომ მომიკვდა და მარტონი დავრჩით მე და ჩემი ძმები, მამა სულ სამწემსათ იყო. მაშინ დავიწყე და მას მერე სუფრა არ გაშლილა ფროსას ხაჭაპურის გარეშე.ეხლა სადღა შემიძლიან.. ეჰ..გაგალაყე შვილო ჩემი ბოდვებით, დაღლილი ხარ, დასვენება გინდა – მოხუცი ნელა წამოდგა და თამთას მეორე სართულისკენ გაუძღვა. სახლში უბრალოების მიუხედავად საოცარი სიმყუდროვე სუფევდა, დერეფნის ძველი, ყვავილიანი ფარდები და ყველგან დაგებული ფიცრის ოდესღაც გალაქული იატაკი, შეუღებავი კედლები და უძველესი აბაჟურები. ქალი გოგონას ერთ პატარა ოთახში შეუძღვა.
_ აი შვილო, შენი საკადრისი ვერ არის, მაგრამ სუფთაა და ალალი გულით დახვედრებულია.
_ დიდი მადლობა ამისთვისაც
_ მოისვენე, თუ რამე დაგჭირდეს მე დაბლა ვიქნები – დაემშვიდობა მოხუცი. ოთახი კვადრატის ფორმის იყო, ერთი დიდი ფანჯარა ჰქონდა ფართო რაფით, რომელიც ხის ღობიან გხას გაყურებდა ხეხილის ბაღიდან რომ მოჩანდა, ღია ფანჯრიდან მიწის, ბალახის და ყვავილების სუნი აღწევდა ოთახში და მყუდროებას მატებდა. დაღლილმა ლოგინი გაშალა, ფროსა ბებოს ქათქათა, გახამებული, მოქარგული თეთრეული არ დავიწყებოდა, არც საკუთარი ხელით ნაკეთი პლედი. გვერდით ტუმბოზე ძველებური სანათი იდგა, კომოდზე კი ლამფა და სანთელი “ალბათ შუქი ხშირად ქრება” გაიფიქრა და ოთახის თვალიერება განაგრძო.პატარა, ძველი, სარკიანი გარდერობი აქაც იდგა, თამთა სარკესთან დადგა, ჩახედვა უნდოდა, მაგრამ საკუთარი ანარეკლის ნაცვლად უამრავი სიძველისგან გაჩენილი ლაქა მოხვდა თვალში.გარდერობის გვერდით სკივრი იდო, რომელზეც ძველებური საკერავი მანქანა იდგა. კედელთან კი პატარა ტახტი, რომელზეც თვითნაკეთი გადასაფარებელი და ბალიშების არმია მოეთავსებინა მოხუცს. ტანსაცმელი გაიხადა და ლოგინში შეწვა, ასეთი შვება საუკუნეა არ უგრძვნია, ეხლა ესე ეჩვენებოდა.. ვინ არის ეს ქალი, რა უთხრეს თამთაზე, რატომ უვლის? ღოდის გაიგებს რა ხდება ბოლოს და ბოლოს? მმუდამ აქტიურს და ინტერესიანს შეკითხვის დასმის უნარიც წაერთვა, წინა ღამით მამასთან წასვლა-არწასვლის თაობაზე კამათმა თავისი ქნა და ცხვარივით მორჩილი გახადა.. რამოდენიმე წამში თამთას ძილმა წაართვა თავი.

***
გამოღვიძებულმა საშინელი დაღლილობა იგრძნო, თავიც სტკიოდა, ამიტომ ადგომა არ დაუჩქარებია, ცემენტით მოსწორებულ კედლებზე ფიგურების მიმსგავსება დაიწყო. ჩოტა ხანში მოხუცმა ფრთხილად შეაღო კარი
_ გაიღვიძე შვილო? რამე ხომ არ გინდა
_ არა ქალბატონო ფროსა, ეხლავე ჩავიცვამ და ჩამოვალ
_ იწექი თუ გინდა, მაინც საქმე არაფერია
მოწყენილობა..ღმერთო რა უნდა აკეთოს ამ სოფელში? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს.. ოთახში ყოფნას ჩასვლა ამჯობინა. საგრძნობლად გრილოდა, არადა ივლისის დასაწყისი იყო. ქვემოთ ჩავიდა და ხელები იდაყვებზე შემოიხვია, კედელს მიეყრდნო და მოხუცის საქმიანობას მიადევნა თვალი. მოფუსფუსე ქალმა ვერც კი შენიშნა თამთა, პირველი სართულის გადახურულ აივანზე მდგარ შეშის ძველებურ ღუმელს დასტრიალებდა ასანთებად. მოხუცი, მაგრამ მხნე ქალი იყო ფროსა ბებო, გამხდარი, თავშლიანი, შავებში ჩაცმული. სახეზე ძველი სილამაზის კვალი შერჩენოდა, ტანით კი ბევრს ახალგაზრდასაც გააკვირვებდა. “აი, რას შვრება მუდმივად მოძრაობაში ყოფნა..ნეტავ მე როგორი ვიქნები ამ ასაკში..ან სად..”
_ კი ვერ დაგინახე – ჩაიკისკისა მოხუცმა – ექ დაჯექი შვილო, წვნიანს გავაკეთებ და ბაღში უნდა წავიდე კიტრი მოვკრიფო რაც იქნება. შენ წიგნი წაიკითხე, ე იმ გარდერობის ზედა თაროებზეა..
_ მეც წამოვალ ბაღში..
_ ბაღში? თუკი იკადრებ წამო შვილო, მაგრამ რიყეზე ტალახი იქნება, გუშინ მოვრწყე, კიტრსა წყალი უნდა თორემ მერე მწარდება. ფეხზე რას ჩაიცვამ გაქვს რამე? – თამთამ ფეხზე დაიხედა, მარტო გამოსასვლელი, საზაფხულო ჩექმა, ბალეტკები და კედები ჰქონდა.. ქალი მიუხვდა
_ თუ იკადრებ შვილო, ე მანდა კუხნაში ახალი კალოშებია, წინასწარ ვიმარაგებ ხოლმე, თორემ მალე იხვრიტება ეს ოხერი.. გამოგიტან მაიცა, ხელები გავიწმინდო..
_ იყოს, მე მოვძებნი
_ აი შეხვალ თუ არა მარჯვენა მხარეს დევს – მოხუცმა აივნის ბოლოსენ გაიშვირა ხელი და ხახვის ჭრა განაგრძო “სამზარეულოც ჰქონია სახლს” გაიფიქრა თამთამ და კარისკენ წავიდა, მაგრამ გაოცებული შედგა, რადგან ეგდერ წოდებული “კუხნა” სხვა არაფერი იყო, თუ არა ვიწრო და გრძელი სათავსო, სადაც გამხმარი, სამკურნალო ბალახები და ტოტები, ნაჭრის ტომარაში ჩაყრილი ნიგოზი და ჩირები, კვახები, ხის უზარმაზარი, ფქვილის სათავსო, ცომის საზელი ხის ვარცლი და ქარაქის სადღვებელი ეწყო. მმარჯვნივ გაიხედა დაინახა კალოშებიც და ბოტებიც.. “დაახლოებით ესეთები დარჩიას ეცვა, სეილზე ვნახეო, მე კიდევ სად წავაწყდი..”კუხნაში”” ჩაეღიმა და ბოტებს ხელი დაავლო.
_ ამას ჩავიცვამ, შეიძლება?
_ როგორ არ შეიძლება შვილო, მაგრამ განა მაგხელა ტალახიც იქნება
_ იყოს – გაეღიმა ისევ და ბოტები მოირგო.
_ ხვალ ბერდია გადმოვა და ატამს დამიკრეფამს, აღარ შემიძლიან ზემოთ ყურება, წნევები მაქვს, იმას უყვარს ჩიხირთმა. განჯინაში შეიხედე შვილო, კამპოტები და მურაბები დევს, რაც გინდოდეს არ მოგერიდოს, აგე ხვალა ახალ კამპოტსაც დავხუფამ და ამ ზამთარ გვექნება. “ზამთარს? გამოდის თვეები მომიწევს აქ ყოფნა..”
_ ზამთარიც აქ უნდა ვიყო?
_ მე არ ვიცი შვილო, ბაგრატამ მითხრა ჩამოაკითხავენ მისიანები ამ დღეებში და ყველაფერს გეტყვიანო.. ეტყობა გიტაცებენ ქალაქელები აქ რომ დაგმალა მამაშენმა – ჩაიღიმა მოხუცმა – ეეჰ ჩემ ახალგაზრდობაში თხუთმეტ წელს ზემოთ გოგოს არ აჩერებდნენ, მეც ეგრე დამმალა მამაჩემმა, მაგრამა მაინც მომაგნეს. ჩვიდმეტისა არ ვიყა რომ გავთხოვდი.. – თამთა მოხუცს უკვე აღარ უსმენდა..ცრემლები მოადგა..საშინელებად ეჩვენებოდა უცხო სოფელში, უცხო გარემოში რამოდენიმე თვის კი არა საათის გატარება.. ეს ქალი კი ვიღაც ბერდის დაკრეფილი ატმის კომპოტზე გამოზამთრებას სთავაზობდა.. თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა
_ რა გატირებს შვილო.. აბა მოიხედე.. შენც კი აღარ წაგიყვანენ ეგრე, ეხლა სხვა დროა, რომც წაგიყვანონ უცებ გიპოვნიან და დაგაბრუნებენ, ნუ გეშინიან.. ადე ბაღში წავიდეთ გულს გადააყოლებ. – რა ჯანდაბა უნდა ბაღში, რას გადააყოლებს გულს, კიტრების მოკრეფას? თუ უაზრო ისტორიებს ბავშვობის დაკარგვაზე? სახლში უნდა.. თავის სახლში! მართალია პირობა მისცა მამას, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაძლებს, ბაგრატას ჩუმად ჩაუჯდება მანქანაში და თბილისში წავა! ალუბლის ძირში დაჯდა, ხის ტოტები მწიფე ნაყოფს დაემძიმებინა და შედგმული ორკაპები რომ არა მიწაზეც დაეთრეოდა. ერთი ტოტი მოიწია და ჭამას შეუდგა, აკვიატებული ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა..”როდის გავა დრო..” მალე ფროსა ბებომ სიამაყით დაანახა ნადავლით ნახევრამდე გავსებული ვედრო, რამოდენიმე პომიდორიც მოეწყვიტა და სტაფილოებიც ამოეღო. დრო საშინლად იწელებოდა.. სახლში ამოსულებს ბაგრატა დახვდათ კართან..თამთა შორიდანვე გაექანა და კითხვით სავსე თვალები შეანათა.
_ აი ეს გამომატანეს.. – უთხრა და წერილი გადასცა
_ ვინ..ვინ გამოგატანათ? არავინ ჩამოვა? რამდენ ხანს უნდა ვიყო აქ, რა გითხრეს?
_ აბა მე რა ვიცი შვილო, წერილი მამცეს წაუღეო, მეც წამოვიღე – თამთამ სწრაფად გამოართვა წერილი და კიბეები აირბინა, ოთახისა კარო და საწოლზე დაჯდა. მოუთმენლად გახია კონვერტი და წერილი გაშალა. წერილი ნაბეჭდი იყო:
“იმედია კარგად მოეწყვე, ვიცი მოწყენილი იქნები, მაგრამ დამიჯერე შვილო, ყველასთვის ესე ჯობია. ჯერ ვერაფერს გეტყვი, მინდა გთხოვო, რომ დაიცადო, ამ დღეებში გამოვგზავნი ვინმეს და ყველაფერს მოგიყვებიან, საშიში არაფერია, ჩვენ კარგად ვართ, არ ინერვიულო. ფროსა კარგი ქალია, ჭკვიანად მოიქეცი და არ ანერვიულო.. მამა”
სულ ეს არის? ეს არის მისი ახსნა? პატარა ბავშვივით აფრთხილებს ბებო არ გააბრაზოო.. საშინლად გაბრაზდა, ტირილი დაიწყო და ფანჯარასთან მივიდა, ბაგრატა ისევ მოხუცს ელაპარაკებოდა. დაბლა აღარ ჩასულა, წიგნის კითხვაში ჩაეძინა. დილით საუბარმა გააღვიძა, ფროსას ხმა იცნო, ფანჯარასთან მივიდა და ატმით სავსე ვედროთი მომავალი მოხუცი დაინახა. “ატამს კრეფენ, დღეს კომპოტების დღეა..ზამთარში რომ უნდა დალიონ მან და მოხუცმა ერთად იმ კომპოტების..” ბრაზმა ისევ გაუელვა გულში, მაგრამ მზიანმა დილამ უცებ გამოუკეთა გუნება. ბანაობა საუკეთესო რამ იქნებოდა ეხლა მის სიტუაციაში…ჰო მართლა..ნეტავ სად უნდა იბანაოს? ჩაიცვა, დაბლა ჩაირბინა და მოხუცს მიესალმა
_ დილა მშვიდობისა.. იცით რა მაინტერესებს, აბაზანა საით არის?
_ ბანაობა გინდა შვილო?
_ კი, ვიფიქრე..
_ აგერ ეხლა ფეჩს ვახურებ, წყალს გაგიცხელებ და ბერდიას ვეტყვი ბაკში ჩაგისხას. ზამთარში სახლში ვბანაობთ შვილო, ზაფხულკში კიდევ საველე აბანო გვაქვს უკანა მხარეს.
_ საველე აბანო? სად არის? - იკითხა გაოცებულმა
_ მანდა უკანა, საბძლის გვერდზე. - თამთა საოცრების მოლოდინში ნელი ნაბიჯით გაეშურა მითითებული ადგილისკენ, “საოცრება” კი ასე გამოიყურებოდა: წითელი ტყემლის ხეზე დიდი ბაკი იყო დამაგრებული, რომელსაც ონკანი ჰქონდა, “აბაზანის” კედლებს ჩვეულებრივი ბრეზენტი შეადგენდა. დიდხანს ათვალიერა “სველი წერტილი”, სანამ მოხუცმა არ დაუძახა.
_ თამთა მოდი შვილო პური ჭამე, წყალი უკვე დაგიდგი.. – გოგონა სწრაფი ნაბიჯით გაეშურა სახლისკენ და მისულს ვიღაც უცხო მამაკაცი დახვდა მაგიდასთან.
_ დაჯექი – სკამი გამოუწია მოხუცმა – ეს ბერდიაა, ჩემი მშველელი და გადამრჩენელი, ამის იმედი მაქვს – ხელო მოუთათუნა ბეჭებზე ფროსამ. თამთა ჩამოჯდა და ფროსას მშველელს შეხედა.. წინა დღით წარმოდგენილი ატმის მკრეფავი ბერდია სულაც არ შეესაბამებოდა წარმოდგენილს..



№1  offline წევრი tskvito

მომეწონა...საინტერესოთ წერ...
აუცილებლად გააგრძელე.

 


№2 სტუმარი nia

საინტერესო დასაწყისია გელოდები მოუთმენლად... მალე დადე გაგრძელება <3

 


№3 სტუმარი ანი88

ვაიმე, მგონი მეჩვენება

ვგიჟდები ამ ისტორიაზე, ალბათ, 5-ჯერ მაინც წამიკითხავს… ძალიან თბილი და საინტერესოა. გული დამწყდა რომ წაშალეს, მადლობა სასიამოვნო საჩუქრისთვის.

 


№4  offline წევრი nestanuka13

ვაიმეე როგორ მიყვარა ეს ისტორია მაგრამ მერე აღარ იდო ხოლმე წაიშალა და ეხლა რომ დავინახე გამიხარდა, ავტორი არ მახსოვდა და შენ თუ ხარ შევსებული არსებობაც დადე რა

 


№5  offline წევრი BASI

როგორ გამეხარდა ისევ ამ ნიკის დანახვა. ეს ისტორია "რჩეულებში" მქონდა და პერიოდულად გადავხედავდი ხოლმე.ახლაც რა თქმა უნდა ისევ იქ მოხვდება winked მოკლედ გამიხარდი და გელი სულმოუთქმელად.

 


№6  offline ადმინი ano23

rogor gamixarda sheni dabruneba ^_^ :-* imedia dzvelebsac dadeb srulad da axlebsac shemogvtavazeb ^_^

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ხომ ძველია ისედაც, მაგრამ კარგია რომ დადე ხელახლა. არ იყო ეს გასაქრობი ისტორია wink . მაგრამ, ეჰ რა სიამოვნებით წავიკითხავდი შენს ახალ ისტორიას. თავის დროზე მგონი დავიზეპირე ეს ისტორია

 


№8  offline წევრი tebea

როგორ მიყვარს ეს ისტორიაა

 


№9  offline წევრი dotschio

ძალიან მიყვარს ეს ისტორია და გული მწყდებოდა ყოველთვის რომ აღარ იდო. :-*

 


№10  offline წევრი lipsspil

იმასაც დავდებ, თუ იმასაც არ წაშლიან რა თქმა უნდა :)) ორჯერ წაიშალა და ვცდი მესამედაც

 


№11  offline წევრი tea

არ არსებობსსსსსს love ეს ჩემი პირველი წაკითხული ისტორია იყო ამ საიტზე წლების წინ love მერე მოყვა ავტორო ისევ შენი შევსებული არსებობა ორივეზე ვაფრენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით love მიხარია რომ ისევ დადე წაშლილი იყო, თუმცა მე შენახული მაქვს feel არ აპირებ ახალი ისტორიის დაწყებას????? საოცრად გამოგდის წერა love

 


№12  offline წევრი dodiko

ar mjeraa, vedzeb ramdeni xania :3 gtxov male atvirte dzaalian gamaxare, shen yvelaze nichieri xar chemo kargo <3 <3

 


№13  offline წევრი teddy))

Damainteresa! Vatyob chveni berdiaa romeo :D

 


№14 სტუმარი კოკო

ძალიან მიყვარს ეს სტორია????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent