შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლელი სანდრა მინდა მეე?(12)


24-02-2016, 15:58
ავტორი zoi
ნანახია 1 931

-დამიჯერე ნაცადი ხერხია და მოგეწონება
სახლში მალე მივიდნენ,ნაცადმა ხერხმა მართლაც გაჭრა და სანდრას მოუხსნა მთელი დღის დაღლილობა.დილით უამრავი ზარი დახვდა ლიკასგან.კიდევ უფრო მეტი შეტყობინემა ფოსტაში.როგორც ჩანს ყველა დაინტერესებულია ალექსის ამბით.ისიც უკვე ყველამ იცის რომ მას სანდრა დაიცავს.სიცილს ვერ იკავებდა სტატიებს რომ გადახედა სოციალურ სივრცეში.“როგორც ჩანს სიყვარული მართლაც უკვდავია,აბა სხვა რა შემთხვევაში დაიცავდა ალექსანდრე ნოზაძეს ყოფილი საცოლე სანდრა მეტრეველი?“.“აი თურმე რა იმალება უგრძნობის გოგოს იმიჯის უკან“ და ქვემოთ სანდრას სიტყები იყ ომოყვანილი მზიას რომ ეუბნებოდა,როგორც ჩანს მის თანამშრომლებს უყოჩაღით.“სასიყვარულო სამკუთხედი,ცნობილ ადვოკატს ალექსანდრე ნოზაძეს ყოფილი შეყვარებული და ცნობილი ინგლისელი ადვოკატი,როგორც ჩანს სანდრას მეგობარი დაიცავენ“რიჩარდი გაკვირვებული უყურებდა სტატიებს.გასაგებია რომ დამალული არაფერი რცება მაგრამ ასე ერთ დღეში ყველამ როგორ გაიგო მთელი ისტორია?
-რიჩარდ ეს ხომ პატარა საქართველოა,მართალია მარტო დადებით თვისებებს გიყვები ხოლმე მაგრამ როგორც ხედავ უარყოფითიც ბევრია
-კარგი რა ნერვებს ნუ მოიშლი,როგორც ჩანს სამშობლოშიც პოპულარული ყოფილხარ.
-პოპულარული არა ის ჭორაობა უყვართ ამათ და ეგაა
სანდრა და რიჩარდი განყოფილებაში იყვნენ,ექეპერტიზის პასუხები ორ დღეში იქნებოდა.დანაშაულის ადგილზეც მივიდნენ ცდილობდნენ რამე გაეგოთ მომხდარზე,ძალიან უცნაური შემთხვევა იყო,ალექსანდრეს ბრალდებოდა მკვლელობა,ცეცხსასროლი იარაღით,მაშინ როდესაც კლუბის დაცვამ,(რომელიც სხვათაშორის ზვიადს ეკუთვნის,აი იმას ეგრევე რომ გაამართლეს),შესვლამდე შეამოწმა ალექსანდრე.როგორ მოახერხა მან იარაღის შეტანა?
-რიჩარდ ძალიან საეჭვოა ზვიადის ასე ერთი შეხედვით გამართლება
-გეთანხმები და რამე უნდა გავიგოთ,ლიკას დაურეკე და სთხოვე ზვიადზე და გარდაცვლილებზე ინფორმაცია მომიძებნოს,განსაკუთრებით მათი ურთიერთობა მაინტერესებს.როგორც გავიგეთ ეს კლუბი ზვიადისაა და რაღაც არ მომწონს ეს ფაქტი
-კლუბში იმიტომაც მოხდა ეს ყველაფერი რომ ერთი შეხედვით უდანაშაულო ჩანს საკუთარ კლუბში ხომ არ დახოცავდა მტრებს?ზუსტად ამიტომ მგონია რომ ის ურევია ამ საქმეში
-წავალ მე შევეცდები პერსონალს გავესაუბრო
მთელი დღე წინ და უკან დადიოდნენ,საბოლოო ჯამში ის გაიგეს ერთი მიმტანისგან რომ ზვიადს გარდაცვლილებთან ხშირად ჰქონდა შეხვედრები,ყოველთვის არაფორმალური რა თქმა უნდა,ხშირად კამათობდნენ როგორც მიმტანი ამბობს,ერთ საქმეში იყვნენ.ლიკამაც მეტი ვერაფერი გაიგო მხოლოდ ის რომ ბიზნეს პარტნიორები იყვნენ ზვიადი და ორი გარდაცვლილი.ისიც გაიგო რომ ბოლოს მათი საქმე არც ისე კარგად მიდიოდა.ორი დღის შემდეგ ექსპერტიზის პასუხებიც იყო,გასროლა განხორციელდა შუაღამის პირველ საათზე,საკითხავია რატომ მივიდა იქ პოლიცია დილის 6 საათზე და თუ დამნაშავე იყო რატომ დახვდათ იქ ალექსანდრე.სანდრამ ალექსანდრეს შემოწმებაც მოითხოვა.მიიღო დასკვნა რომ ბრალდებულს აღენიშნება დაზიანებები თავის და კისრის არეში.როგორც ჩანს ძლიერი დარტყმის დროს მიღებული.სასამართლო პროცესი ერთ კვირაში გაიმართა,როგორც ჩანს სანდრას და რიჩარდის არგუმენტები დამაჯერებელი იყო მოსამართლესთვის.ძლივს დათანხმებულმა მოწმეებმაც დიდი როლი ითამაშეს ალექსის განთავისუფლებაში.კლუბის დაცვა,რომელმაც ალექსანდრე შეამოწმა ვერც იმას ამბობდა რომ მას იარაღი ჰქონდა და არც უარყოფდა ამას,ვიდეო კამერის ჩანაწერები ზუსტად იმ დრომდე იყო სანამ თამაშს დაიწყებდნენ,როგორც ჩანს მერე ვიღაცამ გათიშა.ზვიადი ადგილზევე გაამართლეს.ეს ყველაფერი ალექსანდრეს სასარგებლოდ ისეთი კარგად თქვა სანდრამ გაოცებული ვიყავი.ბევრჯერ მინახავს როგორ იცავს კლიენტს მაგრამ ასე მონდომებული არ ყოფილა არასდროს.საქემე არ დახურულა,პროკურატურამ ზვიადზე აღძრა საქმე.ალექსანდრეს ქალაქიდან გასვლა აუკრძალეს მანამ სანამ საქმე არ დაიხურებოდა.მზია ცრემლებს ვეღარ იკავებდა,სიმართლე რომ ვთქვა არც ცდილობდა შეკავებას.შენობიდან გამოვიდნენ თუ არა რიჩარდი სანდრას მოეხვია
-ხომ გითხარი იმ იდიოტს მალე გამოვიყვანთ მეთქი,,ისე ეს ზვიადი ვერ ყოფილა კარგი კრიმინალი ძალიან ცუდად დაუგეგმავს ყველაფერი
ალექსანდრეც გახარებული იყო რა თქმა უნდა მაგრამ,სახეზე სულ სხვა რამ ეხატა,არ ვიცი ეს სანდრას და რიჩარდის გამო იყო თუ,ატირებული ლიკას გამო.მზია სანდრას ეხვეოდა და მადლობებს უხდიდა
-სანდრა შვილო მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები,შენც დიდი მადლობა რიჩარდ მიუხედავად ყველაფრისა რომ დაგვეხმარე
-როგორ გეკადრებათ,არაა საჭირო ამდენი მადლობა
-არის როგორ არ არის
ალექსი თავჩაღუნული იდგა და ვერ გადაეწყვიტა მისულიყო ლიკასთან თუ არა.როგორც ჩანს სანდრას რჩევა გაითვალისწინა და პატიმრობის ერთი კვირა ფიქრში გაატარა.აშკარად ეძნელებოდა ნაბიჯის გადადგმა მაგრამ ისიც იცოდა რომ აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ეს.ლიკაც გრძნობდა ალექსის ფიქრებს და ადგილიდან არ იძვროდა.ელოდა.ალექსანდრემ როგორც იქნა გადაწყვიტა მასთან მივიდა,იმდენად მაღალი იყო ლიკაზე თავზე დაჰყურებდა,ლიკა კი ცრემლიანი თვალებით უყურებდა.ალექსმა თმაზე ჩამოუსვა ხელი
-ლიკა მისმინე
არ უნდოდა მისი ბოდიშების მოსმენა,არ უნდოდა მისი თავის მართლება ესმინა არ დაუშვებდა ასე ელაპარაკა ალექსს მთავარი იყო რომ მიხდა,აწი ყველაფერი შეიცვლებოდა,რა საჭირო იყო სიტყვები როცა ალექსის დანახვისთანავე მიხვდა რომ მან გადაწყვეტილება მიიღო.სანდრა საბოლოოდ გაუშვა.მიხვდა რომ ლიკა მნიშვნელოვანი იყო მისთვის.შეიძლება ისე არა როგორც ლიკას უნდოდა მაგრამ ეგ უბრალოდ დროის ამბავი იყო
-არ გინდა ალექს..გამიხარდა რომ გამოგიშვეს
-ლიკა მაპატიე
ალექსი მაგრად მოეხვია,ლიკას სახე მის გულმკერდში ჩაიმალა.ლიკას ლაპარაკი ჩურჩულად ესმოდა
-ალექს არ გინდა ნურაფერს მეტყვი დრო ჩვენს ხელშია და ვიცი რომ ერთ დღეს შემიყვარებ
-თუ გეტყვი რომ აქამდე ლაწირაკი ბიჭივით ვიქცეოდი და არაფრის მომცემ წარსულს მივტიროდი,ვცდილობდი ჩემი გაფუჭებული საქმე სინანულით გამომესწორებინა და გამეკეთებინა ის რაც უკვე დაგვიანებული იყო,თუ გეტყვი რომ ამ ერთი კვირის მანძილზე სასამართლო პროცესის ნაცვლად შენზე ვფიქრობდი,თუ გეტყვი რომ მივხვდი როგორ მყვარებიხარ,ჩემებურად ეგოისტურად,ალბათ უცნაურადაც დამიჯერებ? ხომ არ იფიქრებ რომ გატყუებ?ხომ არ იფიქრებ რომ უბრალოდ გარემოებების გამო გადავწყვიტე ასე.
-არ ვიფიქრებ არა...ბოლომდე გენდობი
-დამიჯერებ თუ გეტყვი რომ ახლა შენმა პასუხმა უფრო გამახარა ვიდრე მოსამართლის სიტყვებმა?
ამაზე მეტი რა უნდ აეთქა.არც ალექსანდრეს გაუხარდებოდა ამაზე მეტად არაფერი.მთელი ძალით მოეხვია დ ამიხვდა რამდენს კარგავდა როცა უარყოფდა მის სიყვარულს.სანდრამ გამოხედა და გაეღიმა.მიხვდა ფუჭად არ ჩაუვლია მის დამოძღვრას.
-რიჩარდ კუპიდონი ცოლი გყავს რა
-ცოლი?აბა ცოლი მე ჯერ მარტოხელა ვარ
-ეგრე არა? კარგი კარგი
მზია არაფრით არ მოეშვა,გინდა თუ არა რესტორანში უნდა წავიდეთო.უარს გაუბედავდნენ?მზიასთვის უარიც კი არაფერს ნიშნავს როცა რაღაცის გაკეთება უნდა.სანდრას და რიჩარდს უფროსმა დაურეკა.მიულოცა წარმატება.ყველანი რესტორანში წავიდნენ.მათ შორის ორ წყვილს ერთი სული ჰქონდათ ადგილიდან გამქრალიყვნენ და ეგრევე საძინებელში ამოეყოთ თავი.მაგრამ ასე უცბად გაქცევა არ გამოდიოდა.ანა უყურებდა ორივე წყვილს დ აარც კი ფარავდა სიცილს.უბედნიერესი იყო რომ ალექსანდრე გამოუშვეს და კიდევ უფრო უხაროდა მისი და ლიკას ამბავი.ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ რომ ყველაფერი მოგვარდა.
-სანდრა გინდა გაგიჩალიჩო და მოტყდეთ აქედან?
-რა გინდა ქალბატონო?
-არაფერი ნათლული მინდა მალე
-მოგიწევს ლოდინი მე ჯერ ცოლად არავის მოვყავარ და
-ოჰ სულ არ ჭირდება საბუთი მაგ საქმეს
სანდრა და ანა ჩურჩულებდნენ როგორც ჩანს რიჩარდსაც ესმოდა ღიმილით გადმოხედა
-მეც მაგას არ ვეუბნები ?მარა აბა ესმის?
იმ დღეს კარგად იმხიარულეს.გოგი და მზია ყველაზე ბედნიერები იყვნენ.კიდევ ბევრი მადლობა იხადა მზიამ.სახლში გვიან დაბრუნდნენ.სანდრა სიმსუბუქეს გრძნობდა თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.ყველაფერი მოგვარდა.ალექსი გამოუშვეს,რაც მთავარია ჭკუა ისწავლა და ლიკას არ დაკარგავდა.მზიასთან მოაგვარა ყველაფერი,თვითონაც კი უკვირდა ისე ბუნებრივად იყო ყველაფერი.თითქოს,წყენის უამრავი წელი არც კი ყოფილა.არავინ იხსენებდა იმ წლებს.ცუდი მხრიდან რა თქმა უნდა თორემ ხშირად აყოლებდა მზია სანდრას ლონდონურ ამბებს.სოფელშიც იყვნენ ერთად.
-ასე უნდა დედი იშვიათად რომ გვნახულობთ?
-გვნახულობთ?დავითმა მითხრა რომ თამთა და მე ვიყავით ჩასულებიო და
-მაგათ არ ვგულისხმობ კარგი კარგი რა კარში გავჩერდით მზია შემოდი თუ ჯერ შენებთან წახვალ
-შემოვალ და მერე გადავალ იქეთ
სანდრას დედა და მზია მთელი დღე სანდრაზე ჭორაობდნენ.მამამისი უცნაურად უყურებდა ვერაფერს მიხვდა.აშკარად რაღაც იცოდნენ.მამამისი რომ გამოვიდა სიცილით და სახლის ტელეფონი მიაწოდა გირეკავენო სულ გადაირია,მაგრამ რიჩარდის ხმა რომ გაიგონა მიხვდა რაშიც იყო საქმე.ოთახიდან აპირებდა გასვლას მამამისი რომ გავიდა
-სად მიდიხარ დაჯექი ერთი დაელაპარაკე მე გავალ
-ამიხსნი ვაჟბატონო საიდან გაქვს სახლის ნომერი?
-იქნე ბაჯობებს ეგრევე ის აგიხსნა მანდ რა მინდოდა?
-რაააააააა? აქ იყავი?
-როდის ჩამოდიხარ?
-რა იყო ერთი დღე გავიდა და ვერ მელევი უკვე?და ნუ გადაგაქვს თემა რა გინდოდა აქ?
-ხო ვერ გელევი ჩამო რა მალე
-ხვალვე გამოვიქცე?რას მთავაზობ
-თუ გინდა დღესვე ჩამოვალ და წამოგიყვან
-რიჩარდ ნუ ხარ გადარეული
-არა არა აუცილებლად ახლავე მოვდივარ
-რიჩარდ საღამოა უკვე
-მერე რა ერთ საათში ჰაჰა საათნახევარში მანდ ვიქნები
-კარგი და საინტერესეოა სახლში რომ არ შემოგიშვა სად წახვალ?
-ჩემი სიმამრი შემომიშვებს შენ ვინ გეკითხება
კიდევ აპირებდა გამოკითხვას როდის მოასწარით ასე დაახლოებაო მაგრამ გაუთიშა.ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი რომ მართლა ჩამოვიდოდა.ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი მამამისისთვის რა ეთქვა.
-მამაააა
მამამისი ოთახში შემოვიდა
-რა იყო?
-რაღაც უნდა გითხრა
თაზოს გაეღიმა,სანდრა ნერვიულად იმტვრევდა თითებს
-იცი რიჩარდი,რიჩარდმა მითხრა რომ
-რა გითხრა რიჩარდმა?
-მითხრა რომ
-შვილო ამოღერღე რა გითხრა იმ ბიჭმა ისეთი რაც მე არ ვიცი?
-და შენ რა იცი?
-არაფერიც არ ვიცი
-მამა მითხარი რა გითხრა,რაღაცას მიმალავთ
-შემეშვი ერთი
თაზო სიცილით გადიოდა ოთახიდან სანდრამ რომ მიაძახა
-შენი ძვირფასი რიჩარდი გადაირია და აქ მოდის
-უკვე?ასე მალე არ აპირებდა
სანდრას გასვლისას მოესმა ეს სიტყვები.ბევრჯერ დაურეკა რიჩარს მაგრამ გამორთული ჰქონდა საერთოდ ვერ გაიგო რა ხდებოდა.ერთი საათიც გავიდა და ორიც რიჩარდი არ გამოცნდა.ჯერ იფიქრა რომ აღარ წამოვიდა,ნერვიულობის დაწყებას აპირებდა საღამოს 9 საათზე ჭიშკართან რომ მისი მანქანა გაჩერდა.სანდრას თვალები ფურთისოდენა გაუხდა ზოგადად ავი ძაღლი მას რომ მიეალერსა და არც კი შეჰყეფა.კარი მზიამ გაარო და დიდისამბით მოიკითხა მომავალი სიძე.რა თქმა უნდა ისინი არ იყვნენ თანამედროვე ოჯახების მომხრე,რა თქმა უნდა მათ არ მოეწონებოდატ რომ გაეგოთ სანდრას და რიჩარდის თანაცხოვრების შესახებ მაგრამ ეს ხომ არ იცოდნენ,მათ იცოდნენ რომ რიჩარდს სანდრა უყვარდა.ხო ეს თვითონ რიჩარდმა უთხრა როცა პირველად ჩავიდა მათთან.და კიდევ უთხრა რომ სანდრას ცოლად მოყვანა უნდოდა.ბევრი იფიქრეს თაზომ და ლალიმ,რა თქმა უნდა რიჩარდი მოსწონდათ,მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური განსხვავება იყო.ამიტომაც იკარგებოდა რიჩარდი დრო და დრო და სოფელში მიდიოდა.
-რიჩარდ არ გელოდი მოდი შემოდი
რიჩარდმა მზია გადაკოცნა,შოკოლადის ყუთი მიაზოდა და მისაღებისკენ წავიდა
-ოხ შენ ხომ ისე არ მოხვალ არასდროს რაა
-დედა ვერ ამიხსნით ისე კი არა საერთოდ რატომ მოდის აქ ეს ვაჟბატონი?
-მიესალმე მაინც შე ქალო
-მამი შენ არაფერი გვითხარი და ადგა ბიჭმა და თვითონ გვითხრა ყველაფერი
-რა ყველაფერი საინტერესოა
-რა და სიგიჟემდე რომ გიყვარს
-ოჰო?ეს ამან თქვა?და მეტი არაფერი?
-კიდევ ის რომ თვითონ უფრო ძალიან უყვარხარ
-ჰმ უყურე ერთი რა
-სანდრა ნუ მეჩხუბები აბა არ დავლაპარაკებოდი მომავალ სიმამრს?
-ღმერთო მიშველე ამათ გადაუწყვეტიათ უკვე ყველაფერი
-ერთი დაბრკოლება იყო აქამდე ახლა კი თუ გამომყვებით ესეც აღარ იარსებებს.
-რიჩარდ რას ბოდავ ერთი?
-რას და გეუბნები რომ კაბა ჩაიცვა და გამომყვე
-რად მინდა კაბა ან სად მიგყავარ ხომ გითხარი სოფელში მინდა დავრჩე რამდენიმე დღით მეთქი.
-არ მიმყავხარ ადამიანო სოფლიდან წამომყევი კარგ ადგილას მივდივარ
-სიდედრო თქვენ არ წამოხვალთ?ვეღარ მოვითმინე და ჩვენ რომ ვიცით ის საქმე დავაჩქარე
მზია ეგრევე ოთახში შევიდა უცბად მოემზადა და სანდრასაც უთხრა ჩაეცვა.აზრზე არ იყო რას უპირებდნენ.მამა და დედა უცნაურად იცინოდნენ.მანქანის კარი რომ სოფლის შუაგულში მდგარ ეკლესიასთან გაჩერდა ენა ჩაუვარდა.რას იფიქრება თუ არა იმას რომ რიჩარდს ჯვრისწერა უნდოდა,მაგრამ ეგ ხომ შეუძლებელი იყო.ლალი და თაზო უკვე ეკლესიაში იყვნენ,სანდრა შესასვლელში იყო გაშეშებული
-სანდრა ნუ გაქ მასეთი სახე ცოლად არ მომყავხარ..ჯერ ყოველშემთხვევაში
რიჩარდმა სანდრა ეკლესიაში შეიყვანა.ყველაფერი განათებული იყო.რიჩარდი მამაოსთან მივიდა და გამოელაპარაკა,როგორც ჩანს წინასწარ ელაპარაკა მამაოს.სანდრაც მივიდა დალოცვა სთხოვა.მაგრამ ის ვერ გაიგო რიჩარდი საიდან იცნობდა მის მოძღვარს.ნათლობის რიტუალისთვის განკუთვნილ ნივთებს რომ შეხედა ეგონა სიხარულით მოკვდებოდა,აი ასე საშინლად აფართხალებული გული ამოხტებოდა და ხტუნვა ხტუნვით მოკურცხლავდა მისგან შორს.ასე არასდროს არაფერი გახარებია,ვერ წარმოიდგენდა თუ რიჩარდი ამაზეც ფიქრობდა.კიდევ ერთხელ გაიაზრა რამდენად გაუმართლა ცხოვრებაში მას რომ შეხვდა.ადამიანს რომელსაც ყველაფერი ესმის და ცდილობს ისე გააკეთოს რომ ასიამოვნოს.მისმა მოძღვარმა რიჩარდი მონათლა,ნათლიაც თვითონ იყო,სიხარულისგან ეგონა გაფრინდებოდა,არასოდეს აღუნიშნავს მაგრამ ძალიან დიდი დაბრკოლება იყო მათ ურთიერთობაში რელიგიური განსხვავება.მართალია რიჩარდი საერთოდ არ იყო მორწმუნე მაგრამ დაბადებით ხომ კათოლიკე იყო.მოძღვარმა გიორგი დაარქვა.ვერ იჯერებდა რომ მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი გაქრისტიანდა,მართლმადიდებელი გახდა.არ იყო დიდი ტაძარი არც გრანდიოზული ცერემონიალი მოუწყვიათ,მაგრამ ნათლობის რიტუალი იყო თვითონ განსაკუთრებული,ულამაზესი,რიჩარდის აწ უკვე გიორგის რწმენაჩამდგარი თვალები.ერთი წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი იმაში რასაც აკეთებდა.მოძღვარს ბევრჯერ გაესაუბრა და მიხვდა რომ თუ აქამდე არ დადიოდა ეკლესიაში მარტო იმიტომ რომ მართლმადიდებლურად მონათლულიყო.არასდროს უვლია ეკლესიაში არც აღსარება ჩაუბარებია და არც წმინდა ზიარება მიუღია.პირველად რომ ლოცვას დაესწრო და აღსარება ჩააბარა თავი უცოდველი ეგონა.იმხელა სიმსუბუქე იგრძნო თუნდაც უმნიშვნელო ცოდვების მონანიების გამო.სანდრას მოძღვარს ყველაფერი უთხრა,მამაო საათობით ელაპარაკებოდა და უხსნიდა მართლმადიდებლობის არსს,ალბათ დაუჯერებელიცაა მაგრამ რიჩარდს სწამდა,სჯეროდა რასაც მოძღვარი ეუბნებოდა.ყოველი ლოცვა ახარებდა,ერთი სული ჰქონდა მამაოს დაემთავრებინა რომ დალაპარაკებოდა.მონათვლა დიდი ხანი უნდოდა მაგრამ მოძღვართან საუბარმა უფრო განუმტკიცა გადაწყვეტილება.პირველად იგრძნო რწმენა,რას ნისნავს როდესაც იმედი გაქვს,იმედი რომ შენზე ზრუნავენ.გაჭირვების დროს შენს გვერძე არიან.შეგიძლია დახმარება ითხოვო და მიიღებ.სანდრა გაბრწყინებული შესცქეროდა რიჩარდს.მამაომ ყველაფერი დაამთავრა.ყველა ბედნიერი იყო,მოძღვარსაც უხაროდა სანდრას და გიორგის ამბავი.მამაო სულ გიორგით მოიხსენიებდა.მათთან მიიწვიეს მოძღვარი.სანდრამ და ლალიმ უცბად გააწყვეს სუფრა.კარგა ხანი ისაუბრეს.რიჩარდი უსმენდა მოძღვარს და ვერ ხვდებოდა,როდესაც ასეთი სიწმინდე ასეთი სარწმუნეობა და ასეთი მადლი არსებობდა,რატომ უნდა ყოფილიყო ხალხი ურწმუნო.მამაომ სახარება აჩუქა და კურთხევა მისცა რომ წაეკითხა.შუაღამე იყო ლალიმ და სანდრამ მაგიდა რომ აალაგეს და ყველაფერი მოაწესრიგეს.მამაო რიჩარდმა წაიყვანა კელიამდე.ლალი ბედნიერი შეჰყურებდა სანდრას
მაგიდასთან დაჯდა და სანდრა წინ დაისვა
-დედი ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ
-დე ესე იგი ეს ვაჟბატონი ჩემს გარეშე ჩამოდიოდა აქ?
-თან ხშირად,ტაძარში უკვე აღარც უკვირდათ მისი დანახვა,აღსარების დროს სულ ბოლოში იდგა ხოლმე რომ დიდხანს დარჩენილიყო მოძღვართან
-დე რიჩარდმა აღსარება ჩააბარა?
სანდრას თვალები აუწყლიანდა ისე გაუხარდა.
-ხო დე იცი როგორ მოგვწონს მე და მამას?ალექსანდრეს მერე არ მეგონა თუ ასეთ კარგ ბიჭს ნახავდი.არასდროს მითქვამს მაგრამ დედის გულმა ხომ ყოველთვის იცის რა უჭირს შვილს.ვიცი რომ ალექსია ყველაფრის მიზეზი,შენი წასვლის,მაგრამ ხომ ხედავ ჩვენ ვაპატიეთ მას როგორც შენ მოიქეცი ჩვენც ისე გავაკეთეთ,პირიქით მადლიერი ვარ მისი,ასეთ არაჩვეულებრივ ბიჭს შეხვდი ლონდონში,აღარც კი მეგონა რომ მაღირსებდი შენს გაბედნიერებას
-დე კარგი რა
სანდრას ცრემლი გამოეპარა,ბედნიერების,ოჯახის შეგრძნების,სიყვარულის ცრემლი.მამამისი გამოვიდა ოთახიდან და შვილს მეხვია მერე ცოლი დატუქსა ხუმრობით
-ნუ ამიტირე გოგო ბავშვი ისედაც იშვიათად მოდის
რიჩარდი მალევე დაბრუნდა,ატირებული სანდრა რომ დაინახა გაეღიმა,იმ დღეს უკვე მეათასედ გაიფიქრა რომ სწორად მოიქცა.
-მეც მოვედიი
-მოდი შვილო დაჯექი,როგორ გამიხარდა შენი ამბავი არ მეგონა ასე მალე თუ აპირებდი თქმას
-იცით სიდედრო არც კი მითქვამს მისთვის,არ ვაპირებდი ასე მალე მაგრამ რომ წამოვიდა ვეღარ მოვითმინე
-ლალი დამიძახე თუ გინდა,ტადიციების მომხრე კი ვარ მაგრამ დედიკოს დაძახებას არ მოგთხოვ
ყველას გაეცინა,რიჩარდსაც.სულ არ გაუჭირდებოდა დედის დაძახება.მშობლები არ ყავდა,რაც გაიზარდაარასდროს უგრძვნია დანაკლისი მაგრამ სიდედრ სიმამრის შემხედვარე მიხვდა რომ მათზე უთბილესი და უტკბილესი არაფერია,მშობლებზე კარგი არაფერია.
რიჩარდი და თაზო დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ.სანდრა და ლალი სამზარეულოში აგრძელებდნენ ჭორაობას.ლალი მისაღებში გავიდა რაღაცის ასაღებად,ქმარსა და სიძეს რომ გახედა გაეღიმა,თაზოს თავი დივანზე გადაეგდო და ისე ეძინა,რიჩარდს კი ეხლა თვალები მაგრამ დიდ ძალისხმევად უჯდებოდა.დივანს ოდნავ ჩამოცურებული ეყუდებოდა და გაშტერებული იყურებოდა.ლალი სამზარეულოში ფეხაკრეფით გავიდა.
-დედი დაიღალა ეტყობა ბიჭი ამდენი ემოციისგან,მგზავრობისგან მიდი გაუმზადე ლოგინი
სანდრამ სასტუმრო ოთახში გაუშალა ლოგინი და მისაღებში გავიდა.რიჩარდი ნახევრად თვლემდა,ისეთი საყვარელკი ეჩვენა უნდოდა ჩახუტებოდა და ოდნავ რომ გაეღო ის ტუჩები დაეკოცნა,გაფიქრება იყო და თაზოსკენ გაიხედა მამამისის სახლში ამას ვერ გაბედავდა,ნუ მანამდე მაინც სანამ ჯვარს არ დაიწერდნენ.რიჩარდს მიუახლოვდა უბრალოდ ლოყაზე აკოცა დაუჩურჩულა რომ გაყოლოდა
-რიჩარდ წამო დაგაწვენ
რიჩარდმა ხელი ჩაკიდა და უკან აედევნა.ფეხზე მდგომს ეძინა უკვე.
-ასე დაიღალე?
-იცი როგორ ვნერვიულობდი მთელი გზა შენს რეაქციაზე?
-სულელო რა განერვიულებდა არ იცი რომ მიყვარხარ
-ვიცი ვიცი
-ხო იცი აბა რა რო გკითხო რაზე გელაპარაკებოდი ვერც მიპასუხებ გძინავს უკვე
-აჰაამ
რიჩარდი გვერძე გადაბრუნდა და ბალიშზე კომფორტულად დადო თავი.კი გააპროტესტა ხელი რომ გაუშვა სანდრამ მაგრამ ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა.ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში გავიდა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent