შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაეწყობიან დღეები და გადიან გაღმა (სრულიად)


24-02-2016, 17:41
ავტორი wripawripa123456
ნანახია 3 611

ასე... უბრალოდ, რაღაც უნდა შეცვალო, ძველებურად აღარ გაგრძელდეს.

ხანდახან დგება მომენტი როცა ყველაფერზე უარის თქმა გიწევს გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომ საჭიროა წახვიდე სამუდამოდ ან დროებით.

ხშირადაა როცა მთელი არსებით გიყვარს და ოცნების კოშკებს აგებ, მაგრამ ყველაფერი მარადიული ვერ იქნებაო ამბობენ და მეც ვიწამე.

1 მაისი იყო, საშინლად წვიმდა, თითქოს დედამიწა რაღაც ცუდს გვიმზადებდაო.

მაშინ დავკარგე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, ნიკა.

დღემდე ვერ მომინელებია ის განცდილი ტკივილი და დღემდე მღრღნის.

ამბობენ ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს რასაც ვერ გაუძლებო.
ნაწილობრივ მართალიცაა, ჩვეულებრივ წამოდგები ფეხზე, გააგრძელებ ცხოვრებას მაგრამ ისე ვერა როგორც ადრე, ვეღარ იქნები ისეთი მხიარული და დროსაც ვერ დააბრუნებ უკან.

რჩება მხოლოდ მოგონებები, რომლებიც არ იკარგება და შენც ცდილობ არასოდეს ამოიშალოს შენი გონებიდან.

***
-ნიკუშააა გაიღვიძე გვაგვიანდება ნინეს და გიოს ქორწილში.
-აუუ თაკო დამანებე თავი მეძინება.
-ნიკა ადექი დროზე თორე გადაგასხი ყინულიანი წყალი. ხოიცი ეწყინებათ რო დავაგვიანოთ, მეჯვარე ხარ ადამიანო ბოლოსდაბოლოს.
-ყინულიანი წყალი? მეჯვარე? ვაიმე ჩქარა ტანსაცმელი.
-მოხვედი გონზე? რო ჩაწექი გუშინ სასმელში რაიყო ეგ, ბოლო დღეა ჩემი ძმაკაცის თავისუფლად ყოფნისო, რო გაეფინე ნინეს ფეხქვეშ ხო იქნებოდი ღირსი. სკამზეა შენი ტანსაცმელი გაემზადე და გავდივართ.
-ჩემი სიკვდილი რეები მილაპარაკია, გადაიხარხარა თან და სააბაზანოში შევიდა.

ნახევარ საათში მზად იყო და მანქანის გასაღებს ეძებდა.
ყოველთვის ასე ხდება, ხან სად აგდებს, ხან სად და ბოლოს იხსენებს რომ ან მანქანაში დატოვა ან კიდევ საწოლთან უგდია.
როგორ ჰყავს ჩემს ძმას მანქანა დღემდე არ ვიცი.
-მაკაა, წავედით ჩვენ და არ ინერვიულო, სახსალამათს დავაბრუნებ ამ ბიჭს, მაგრამ საღგონებაზე თქო ვერ შეგპირდები.
-მჯერა შენი ხო იცი, უარესი ხარ ძმაზე შენ!
-კარგი მაკოო რა მოგივიდა, წავედით მოკლედ და გავერთობით რა.
-ტვინი გამოგეცალათ ტვინი! ასე საყვარლად იცის დედამ ჩხუბი და ბოლოს ჩახუტებით ამთავრებს ხოლმე.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო ქორწილი იყო საოცარი, ტრადიციულადაც არ გადაიხადეს. ხელი მოაწერეს და კლუბი დახურეს, დაპატიჟეს მხოლოდ ახალგაზრდები, მოტეხეს მშობლები და სანათესაოები.
ასეთი არაორდინალური მეგობრები გვყავს.
ერთ წუთში შეგვიძლია თბილისიდან კოჯორში აღმოვჩნდეთ, ან სადაც მოვიდომებთ,
მთავარია ვთქვათ.
ასე აღმოჩნდნენ ნინე და გიორგიც პარიზის მაგიერ მუცოში.

თითქოს ბედნიერი დღე ჩანდა, მაგრამ ბედნიერებას უბედურება მოსდევსო ასეა ნათქვამი.
წყვილი მუცოში წავიდა, პარიზში რაგვინდა მერამდენედ წავიდეთო, ჩვენ კი სახლში ვბრუნდებოდით, ნიკაც ფხიზელი იყო და მეც.
ეს იყო პირველი შემთხვევა.
-მიდი თაკო მუსიკას აუწიე და ვიგიჟოთ ცოტა.
-რას აპირებ ნიკუშ?
-ოოოო საიდუმლოა.
ვერასკენ მიმავალი გზის მაგიერ რუსთავის გზას დაადგა.
-მითხარი ხომ გიყვარს სიჩქარე და რბოლა?
-აუ ნიკუშ ეხლა არ მითხრა რბოლაზე გავდივარო?
-მიხვედრილი ქალბატონი მყავს მე, თავს იქნევდა და თან იღრიჭებოდა.
-აუუ რა მაგარი ტიპი ხარ, ვგიჟდები შენზე, მეც ხო დამსვავ?
-ამ ერთხელ კი.

მივედით თუ არა რუსთავში მაშინვე გამოელაპარაკა რამდენიმე ადამიანს და ტრასაზე დადგა, ჩვენი თეთრი მუსტანგი შავის წინააღმდეგ იყო.
რამდენიმე მეტრი იყო ფინიშის ხაზამდე დარჩენილი რომ საბედისწეროდ ამოტრიალდა მანქანა ჰაერში.
ნამსხვრევებად იყო ქცეული.
იმ დღის შემდე შემზიზღდა რბოლა და სიჩქარე.
წამართვა ერთადერთი ძმა, ერთადერთი სიყვარული და მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ადამიანი.
იმ დღის მერე შევიცვალე მეც
ტკივილი რომელიც დამრჩა და ვერ ვინელებ.
ეხლაც თვალწინ მიდგას დედაჩემის ცრემლიანი თვალები და გაწეწილი თმები.
ბოლოს კი ოპერაციამდე ნიკუშას ნათქვამი სიტყვები:
მე არ მჭირდება დრო, მე ვიქნები შენთან ყველა ბრძოლაში, შენი ფეხის ხმა მზესავით ამოდის ჩემი სახლის კიბეზე. იცოდე მიყვარხარ და მე აღვსდგები მვდრეთით, დედას მიხედე თაკო, ვიცი ეს ბოლო ჩემი სიტყვებია, იყავი ძლიერი.
ეს თქვა და თავლებიც დახუჭა, მისი გულის ცემა ჯერ შენელდა შემდეგ კი შეწყდა.
მერე იყო ძმაკაცების გაგიჟებული სახეები, დედაჩემის სასოწარკვეთილი ხმა.
მერე დაკრძალვა და გაუფასურებული დღეები.
***
დაეწყობიან დღეებიი და გადიან გაღმა.
მას შემდეგ სამი წელი გავიდა.
ვცდილობ ავასრულო ჩემი ძმის დანაპირები და ბედნიერი ვარ რომ დედაჩემის სახეზე ისევ ვხედავ ღიმილს.

მამაჩემის კომპანიას ვხელმძღვანელობ ნიკუშას დაღუპვის მერე, დაქალები და მისი ძმაკაცებიც ყველაფერში მეხმარებიან.

-თაკო, არ მაინტერესებს შენი აზრი ნიკუშას ყოველთვის მხიარული მოსწონდი და ვერ იტანდა შენს მოღოშულ სახეს, ხოდა ეხლა ადგები ჩაიცვამ ყველაზე სექსუალურ კაბას და წავაკთ კლუბში, მეუბნება კოტე
-კოტე, ვიცი,მაგრამ რთულია გესმის?
-მესმის, ნუ გავიწყდება, რომ მეც დავკარგე ძმაკაცი, უარს არ მივიღებ, მეწყინება, თან სალოს დაბადების დღეა.
-კარგი, შენი ხათრით.

ყვითელი, ტანზე გამოყვანილი კაბა ჩავიცვი, ისეთი ნიკუშას რომ უყვარდა.
ლამაზი კულონი ვუყიდე სალოს და კლუბის გზას დავადექი.
ყველა გაოცებული იყო ჩემი გამოჩენით, ამდენი ხნის შემდეგ პირველად მხედავდნენ ასეთ ფორმაში.
-სალო გილოცავ, არ დავიწყებ ზედმეტ ლაპარაკს, იცი რასაც გისურვებ, თვალი ჩავუკარი და ხომერიკს გადავხედე.
-მადლობა ყიფიანის ქალიშვილო.

-ეს რა კრასავჩიკაა, აქამდე ვის ემალებოდი გოგო? ეხლა გინდა მთელი კლუბის ბიჭები მაცემინო? იცინის და ისე მეუბნება გაბრიელი.
-კარგი გაბრიელ რა, შენ ისევ ისეთი მასხარა ხარ არ იცვლები რა, ჩემი გოგოები სად არიან?
-კუთხეში მაგიდასთან არიან.

ვიხედები აქეთ-იქით და გოგოებს ვპოულობ, თან ვხვდები როგორ მომნატრებია ასეთი სიტუაცია,ხოდა მეც გადავწყვიტე რომ ვიყო ისეთი, როგორიც ნიკუშას ვუყვარდი.

-ჩემიი გოგოებიი, აბა ხო ვსვავთ ბოლომდე?
-ეს ვინ ამბობს ამას თაკო? (ნინა)
-მომესმა? (ნიტა)
-კარგით რაიყოთ ვახ, ძლივს ხო ხედავ დაგიბრუნდით და სანამ რამე მიმიქარავს მარტოს..
-კარგი, კარგი. უცებ დამეთანხმნენ აჟუტურებული გოგოები.

ოფიციანტ, გაჰყვირის ნიტა.
-სამი ტეკილა მოგვიტანეთ.
-კარგით.

ნახევარი საათიც არ იყო გასული და უკვე სასმლის ზემოქმედებას ვგრძნობდი, ახლა ყველაზე მეტად ცეკვა მინდოდა, მაგრამ ყველა ისეთი გალეწილი მთვრალი იყო ენას პირშვი ვერ ატრიალებდნენ და მე ვინ მეცეკვებოდა.

მარტოს მომიწია ცეკვა, ამიტომ შუა ნაწილში დავდექი და დავიწყე ჩემთვის ცეკვა, ამ დროს ყველაფერი მავიწყდებოდა და ფიქრებში ვვარდებოდი ყოველთვის, ახლაც ასე მოხდა.

ნიკუშას დაბადების დღე იყო, სიურპრიზი,რომ მოვუწყე და კლუბში ჩვენი მეგობრები დავახვედრე, მერე სცენაზე ავედი და DJ-ს როლი მოვირგე.
კლუბში მოსული ხალხი კინაღამ უკან გაბრუნდა, ისე უნიჭოდ ვუკრავდი.
ბიჭები გაიგლიჯნენ სიცილით, გოგოებმა კი მე ჩამომიყვანეს სცენიდან.
ახლაც მომინდა ასეთი სიგიჟის ჩადენა, ამიტომ სცენას მივუახლოვდი და DJ-ს დავუწყე თვალების ციმციმი.
ყურადღებაც კი არ მოუქცევია, ისე იყო გართული,რომ ჩემი უცნობოს ძახილიც არ ესმოდა, ხოდა მეც პირდაპირ მივედი მასთან, მოვხსენი ყურსასმენები და გავაგრძელე მისი საქმე, ოღონდ ამჯერად წინა ცდასთან შედარებით უფრო დახვეწილად.
გაოცებული იყო ჯერ ვერ ხვდებოდა რას ვაკეთებდი, ბოლოს გადაიხარხარა და ყურში ჩამძახა:
-მთლად უნიჭოც არ ხარ, მაგრამ დახვეწა გესაჭიროება.
-შენ მაინც გაჯობებ, დავემუქრე და სიცილი ძლივს შევიკავე, მერე თვითონაც მომეხმარა და ასე, რაღაც ერთდ შევქმენით და ავაცეკვეთ ხალხი.

გოგოები თურმე ვიდეოებს იღებდნენ, ბიჭბი კი დამცინოდნენ, ძმის ალიკვალიაო.

ბოლოს უცნობს მივუბრუნდი და ვუთხარი
-შენც არაგიშავს თქო.
მაჩუქა თავისი ჰოლივუდის ღიმილი და ხელი გამომიწოდა
-ვინოცბდეთ ერთმანეთს, მე მალხაზი, თან სიცილს ვერ იკავებდა, მიხვდი რომ მამასხარავებდა.
-სასიამოვნოა მე ელიკო.

ვერცერთმა ვეღარ შევიკავეთ სიცილი და ბოლოს ორივემ ვუთხარით ერთმანეთს ნადვილი სახელები.
-დაჩი დანელია.
-თაკო ყიფიანი.

მეორე დღეს საშინელ ნაბახუსევზე ვიყავი, სულ გავგიჟდი ამხელა გოგო ვარ და ისევ ვლოთობ, თავი თინეიჯერი მგონია, კიდევ ვერ გამოვედი ამ მატრაკვეცა გოგოს ასაკიდან.
კომპანიაში არ ვიყავი დღეს წასასვლელი, მაკოც დაქალებთან იყო გასული, ხოდა მეც გოგოებს დავურეკე და ამოვიყვანე ჩემთან.
ზუსტად ვიცი არც ისინი იქნებიან კარგ დღეში.

ნინა და ნიტა როგორც კი შემოლაგდნენ სახლში ეგრევე გუშინდელზე დაიწყეს დაცინვა, თან ყავას მიირთმევდნენ.
-არა, გადარეული რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ასეთიც არ მეგონე. (ნიტა)
-რამ გადაგრია გუშინ გაფიცებ? (ნინა)
გულიანად გამეცინა გუშინდელის გახსენებაზე და გოგოებს მივუბრუნდი.
-ძველ ცხოვრებას ვუბრუნდები, დანაკარგით, მართალია, მაგრამ რაც არის არის, წარსულს ვერ დავაბრუნებ უკან და ნიკუშასაც არ მოეწონებოდა ჩემი ქცევა,არც ისეთი მოვეწონებოდი როგორიც აქამდე ვიყავი, ხოდა დაგიბრუნდათ ძველი თაკო და ეგარის.
ისე ჩამეხუტნენ, რომ სავარძელმა უკან სვლა დაიწყო და ასე ავღმოჩნდით სავარძლის ქვეშ ჩვენ და სავარძელი ჩვენს ზემოდან.

ვიღაცების სიცილიც შემომესმა მაგრამ არ შევიმჩნიე, როგორც კი გავსწორდით ბიჭები დავინახე ერთმანეთზე დაწყობილები, მუცლები რო ხელით ეჭირათ.
-რას ხედავთ სასაცილოს? შეუბღვირა ნიტამ, თან მიშიკოს გახედა და სირცხვილისგან სად წასულიყო აღარ იცოდა.
-არაფერს კაცო, რაარი სასაცილო,სავარძელი გადევთ ზემოდან.
ყველამ გლულიანად გავიცინეთ როცა მივხვდით თუ რა სანახავები ვიქნებოდით.

-კი მაგრამ აქ როგორ შემოხვედით? კარი ჩავკეტე და..
-ხოდები ვიცით ჩვენ საყვარელო (მიშიკო)
-ხო აბა, თქვენნაირი მოუხერხებლები არ ვართ (კოტე)
-გამასწარით!

***
ჩვენს ცხოვრებას წუთები განსაზღვრავენ,წუთები, რომლებსაც ვერ გააკონტროლებ.
წუთები, რომლებიც გავსებენ ბედნიერებით და შენს ცხოვრებას უამრავი შენი საყვარელი ადამიანი ალამაზებს.

დედაჩემს გადავაბარე კომპანია, მინდოდა სახლიდან უფრო ხშირად გასულიყო, დატვირთვითაც არ დაიტვირთებოდა, უბრალოდ ხელს მოაწერდა რაღაცებს და ეგ იქნებოდა.
-დე მე ბავშვებთან ერთად სვანეთში მივდივარ ხო იცი, დამირეკე თუ რამეა, ახლა წავედი მელოდებიან დაბლა ტვინშერყეულები.
-არ იცვლები შენ დე, მიდი და ჭკვიანად იცოდე!
-კარგი, მიყვარხარ.

22 წლის გოგო ვარ და მაინც რა ბავშვურად მაფრთხილებს ხოლმე, ჩემს თავზე მეცინება, ასაკი რას მიშველის ტვინით ვარ ბავშვი.
დაბლა ჩავედი და ეგრე მანქანაში შემტენეს, გვეჩქარება, სვანეთშიც ბევრი საქმე გვექნებაო.
სიხარულისაგაც სად წავსულიყავი არ ვიცოდი, როცა ჩემს თოვლიან მთებს ვხედავდი, როგორ მომნატრებია აქაურობა.
მთების მიმართ განსაკუთრბული სიყვარული გამაჩნია, სისხლში მაქვს, რავქნა.
ვუყურებ ჩემს საყვარელ სახლს და ბედნიერებისაგან ვივსები.
იმდენი რამეა შეცვლილი, ახალი მეზობლები, ახალი ნაგებობობები, მაგრამ საიდუმლოებით მოცული ძველი კოშკები.
კაი ჭორიკანა მოხუცი ქალივით დავინტერესდი ვინ შეიძინა ჩემს გვერდზე სახლი, რომლისგანაც რამდენიმე წლის უკან ერთი აგურიც არ იყო დარჩენილი, ახლა კი საოცარი სახლი იდგა.
ისეთი, ოცნებებში, რომ წარმომედგინა.
მეც კი შემეძლო ამეშენებინა ეგეთი, მაგრამ ჩემს სიძველეს ვუფრთხლდებოდი, რომელიც მამაჩემსა და ჩემს ძმას ყველაზე მეტად უყვარდა.
მამა 32წლის გარდაიცვალა, მოკლეს.
მოგეხსენებათ ალბათ როგორ იციან ფულით შეპყრობილმა ხალხმა. ოღონდ ძლიერი მეტოქე ჩამოიშორონ ყველანაირ ხერხს მიმართავენ.
ხოდა ასე წამართვეს საყვარელი მამა, რომელიც მეუბნებოდა რო მისი ახდენილი პრინცესა ვიყავი და მეც სულ ვეუბნებოდი, რომ ტუ ვიპოვიდი ჩემს პრინცს, ის ყოველთვის მეფე იქნებოდა.
ჯერ-ჯერობით არც პრინცი მიპოვია და აღარც მამა მყავს, მაგრამ როგორც ვამბობდი ის ყოველთვის იქნება მეფე. წამართვეს მისი სითბო, მაგრამ ვერ წამართვეს ის სიყვარული, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ.
***
სვანეთში ძალიან მაგარ დროს ვატარებდით, მერამდენედ ვათვალიერებდი ამ კუთხეს და მაინც გასაოცარი გრძნობა მიპყრობდა, განსაკუთრებით მაშინ მივედი ბედნიერების ზღვარზე როცა სალომე და ხომერიკი ჩამოვიდნენ, გამიღიმებული სახეებით.
-მგონი კარგი ამბავის სათქმელად ხართ ჩამოსულები ხო? (მე)
-ისე უჟუჟუნებენ ესენი თვალებს ერთმანეთს, აშკარად ახალ ამბავს დავასველებთ (კოტე)
-ბევრს ნუ ტლიკინებთ თქვენ! შემოგვიბღვირა ერთდროულად მორცხვმა და ბრაზიანმა სალომემ.
მის სახეზე ყველას გაგვეცინა.
-ბევრი რო არ ვიბარზრო სასტავ, გეტყვით რომ სულ მალე ჯვარს დავიწერთ.
-ვაიმეე რამაგარია, ძლივს დაგადგათ საშველი გვრიტებო, ახლა ბავშვზეც იმუშავებთ და ეგაა (ნიტა)
ჭარხლისფერი დაედო სალომეს, მაგრამ ხმასაც ვეღარ იღებდა.
-ძალიან კარგი, ახლა დროა დავლიოთ, დამისხით დამალევინეეთ გაჰყვიროდა მიშიკო.
-ამას დალევა უხსენე და მიზეზი შეიძლება ყვავლის გაფურჩქვნა იყოს.
ვუყურებდი მეგობრებს და მეც მათი ბედნიერებით ვივსებოდი, საღამომდე ბუხართან ვისხედით და ვლაპარაკობდით.
ბავშვობიდან ერთდ მოვდივართ. ბაღი, სკოლა, ნუ, რათქმაუნდა, ასაკში განსხვავება იგრძნობა, მაგრამ მცირე.
მასწავლებლები გაგიჟებული გვყავდა.
იმის მიუხედავად, რომ ფრიადოსანი ვიყავი მასწავლებელი მაინც ჩემს ლანძღვაში იყო, სულ ბიჭებთან ერთადაა, ყველაფერში იმათ ყვებაო.
მშობლებიც გულიანად იცინოდნენ მასწავლებლის გაბრაზებულ სახეზე, კი მეჩხუბებოდნენ, მაგრამ ვის ესმოდა. გადარეული ძმა მყავდა და მეც გადამრია.
როგორ მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, საკონტროლოს ვწერდით, მე და ნინა ერთად ვიჯექით, როცა გაბრიელი და ნიკუშა შემოვარდნენ და ჩვენი სკოლიდან გაშვება ითხოვეს.
მასწავლებელმაც კივილი დაიწყო გაეთრიეთ აქედანო.
ნორმალური ადამიანი გაბრუნდებოდა, მაგრამ ამათ მაგის არაფერი ეტყობოდათ.
ხოდა გაბრიელიც წამოუხტა და ახლა ან გამოუშვებ ან მესამედან გიფრენო.
ქალსაც ხმა არ ამოუღია,თვითონ მოგვაწოდა ჩანთები და ისე გაგვიშვა გარეთ, მერე წავედით ზოოვპარკში და ბევრი ვიცინეთ თუ როგორ ვვარდებოდი გემიდან.
სიფრიფანა გოგონა ვიყავი და მეც ვერ დამიჭირა იმ დამცავებმა ნორმალურად.
რამდენი საოცარი მოგონება მაქვს გასახსენებელი.
***
ადამიანის ცხოვრება მოულოდნელობითაა აღსავსე. რას წარმოვიდგენდი სვანეთიდან დაბრუნებულს დაჩი დანელია რომ შემხვდებოდა.
გაინტერესებთ ალბათ როგორ ხო?
კლუბში ვაპირებდი წასვლას, მაღლები ცხოვრებაში რომ არ მცია ახლა ჩავიცვი, რამ წამომიარა არ ვიცი.
ხოდა, ასე მივდივარ ტაქსი უნდა გავაჩერო და შუა გზაში ქუსლი სტყდება ფეხსაცმელს და მეც ძირს ვეცემი, თან მრცხვენია, თან მეცინება ჩემს მდგომარეობაზე.
ვიღაცამ შემაშველა ხელი და ამაყენა. გავიხედე და რას ვხედავ დაჩი არ დგას ჩემს წინ სასაცილო გამომეტყველებით?
-ვაა ელიკოს გაუმარჯოს.
რა ელიკო ეს გიჟი ხოარაა თქო გავიკვირვე, მაგრამ გამახსენდა თავიდან რა სახელებით გავეცანით ერთმანეთს.
-ვაა მალხაზ.
-რაღაც ბედი არ გწყალობს, ჯერ ქუსლი მოგტყდა, მერე წაიქეცი, ახლა სწავლობ სიარულს?
-ხო, ჯერ ეხლა ავიდგი ფეხი და სწორად ვერ დავდივარ.
-სად მიდიხარ?
-უკვე არსად.
-მაშინ სად მიდიოდი?
-კლუბში.
-ხოდა წავედით.
-სად წავედით კაცო, გაგიჟდი? ფეხშიშველმა ვიარო?
დამავლო უცებ ხელი და გზის იქით მაღაზიაში შემიყვანა, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მიყიდა და გამეღრიჭა.
-გაჭირვებულს გასაჭირში ხომ არ მივატოვებდი, ხოდა ეს შენ და წავედით.
სიცილისაგან ცოტაც და ვიხოხებდი. ასეთ სიტუაციაში არასოდეს არ ვყოფულვარ, დამცინოდა ორიგინალურად და მეც ვერაფერს ვეუბნებოდი.
-მეგობრები მელოდებიან მალხაზ.
-დაჩი დამიძახე თორე დაგაკლავ სადმე, მეგობრები კი მოიცდიან, სულ მაგათთან ერთად ხარ, დღეს ჩემს განკარგლებაში ხარ, ვითომ მე გამიჭირდა ახლა რამე.
-ტვინი გამოგირეცხეს?
-გადაწყვეტილია მივდივართ!
-კი, მაგრამ სად?
-ოოო, საიდუმლოა.
ბევრი წუწუნი აღარ დამიწყია, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს და ტყუილად ენას ხო არ დავიღლიდი არა?
დავიწყე ჩემი თავის გამართლება, ისე თითქოს მე არ მინდოდა მასთან ერთად წასვლა.
სულ მეორედ ვხედავ ამ ადამიანს, მაგრამ რავქნა?
პოზიტივს ასხივებს და ადამიანი თავის ჭკუაზე დაჰყავს.
ნინას გავუგზავნე შეტყობინება, ბავშვები გააფრთხილე ვერ მოვალ სხვაგან მივდივარ თქო, მანაც ეგრევე განახორციელა ზარი ჩემთან.
-სად მიდიხარ თამრო?
-თამროს განახებ მე შენ, საიდუმლოა.
თან გულში ვხარხარებდი როცა ნინას სახეს წარმოვიდგენდი.
-მეორედ აღარ გავიმეორებ, გაისმა მისიი მბრძანებლური ტონი.
-არვიცი, დაჩის მივყავარ სადღაც და არ მეუბნება.
-რაო, რაო? დაჩიო? ეგ ის სიმპატიური DJ-ია?
-ხო ეგარის, კარგი წავედი და არ დაგავიწყდეს უთხარი სხვებსაც და თუ რამდენიმე საათში არ დავბრუნდი პოლიციას შეატყობინეთ, რავიცი იქნება მანიაკია.
-მასხარა ხარ თამრო.
***
- კარგი ახლა ბატონი დაჩი სად მივდივართ?
-ხომ გითხარი საიდუმლოა თქო და მაინც, რომ იცოდე მანიაკი არ ვარ!
-ჰაჰაჰა რა დაბღვერილი სახით მიყურებ, რავიცი რომ არ ხარ. დაამტკიცე!
-გიჟებს არაფერს ვუმტკიცებ მე, ახლა კი ჩაჯექი მანქანაში, გველოდებიან.
ვუყურებ ნაცნობ ადგილს და მეღიმება, რამდენჯერ ვარ nine-ში ნამყოფი და რამდენი სიგიჟე მაქვს ჩადენილი.
ნიკუშამ აქ ცემა პირველად ჩემს გამო ბიჭი, ნუ რა ჩემი ბრალი იყო, მე ვცეკვავდი ის კი არ მეშვებოდა, ნიკუშა ამას მოითმენდა? ადგა და მაგრად ცემა.
კი შემეცოდა საცოდავი ბიჭი ტრამვატოლოგიურში წაიყვანეს.
მე მგონია,რომ მეღიმება და თურმე ხმამაღლა ვხარხარებ თან ცრემლებით მევსება თვალები.
-თაკოო, ეიი, აქ ხარ? რა გაცინებს მე დამცინი ასეთ სანაქებო ბიჭს?
ფიქრებიდან დაჩის ხმამ გამომიყვანა და აცრემლიანებული თვალებით გავხედე.
-აუ, კაი ტო ეხლა არ მითხრა რომ ჩემგან გეწყინა რამე.
-არა, შენ რა შუაში ხარ, უბრალოდ რაღაც გამახსენდა.
-მეტყვი?
-ეხლა ვერა, არ შემიძლია, მაგრამ ალბათ იქნება დრო, როცა შენთან ამაზე საუბარს შევძლებ.
-კარგი, გვეყოს ახლა სენტიმენტალები, ის გოგო დაბრუნდეს კლუბში იყო, გადახტი მანქანიდან მიდი.
-კარგი, ვუყურებ და მეც სულელივით მეცინება მის გამომეტყველებაზე.
კლუბში შევედით და ეგრევე მეცა ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი ერთმანეთში არეული.
დაჩიმ თავისი მეგობრებისკენ წამიყვანა, რომლებიც გაოცებულები შემომცქეროდნენ.
-ვაა დაჩი ვინარი ეს გოგო?
-ჩემი შეყვარებულია. სახეზე მკვდრის ფერი დამედო.
სულ გაუბერა ამ ბიჭმა, რა შეყვარებული, რის შეყვარებული, ველაპარაკებოდი ჩემს თავს და მინდოდა რამე ჩამერტყა მისთვის თავში.
-გაიცანი თაკო, ეს ნოდოა, თორნიკე, ანინე და გიგი.
-სასიამოვნოა, მაგრამ შესწორებას შევიტან, ამ მასხარამ მოიტყუა არ ვართ შეყვარებულები.
-არხართ? (გიგი)
-არა.
-მერე რა პრობლემაა ახლო მომავალში ხო იქნებით (ანინე)
-ხო და გვეყოლება ახალი წყვილი, როგორც ანინე და თორნიკე. ბევრი კი აწვალეს ერთმანეთი ამ ოხრებმა და ძლივს გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში. (ნოდო)
-ნუ ფანტაზიორობთ ხალხო.
-ჩვენს ფანტაზიაში სიმართლეს ვპოულობთ ხოლმე (დაჩი)
-გარეკილი გაქვთ, თან ღიმილისგან სახე მეხევა.
-მოდით, ეხლა ყველა ვსვავთ პროტესტი არ მიიღება, თან შენი გაცნობაც ხომ უნდა ავღნიშნოთ არა? სასტავში ახალი შემოსული ხარ, თან ვინმე კაი დაქალიც გეყოლება, გამაცნობ, აბა შინაბერა ხომ არ ვიქნები არა? (ნოდო)
წარმოვიდგინე ნოდოს და ნიტას წყვილი და ცუდად გავხდი კინაღამ. ბომბები იქნებოდნენ ერთმანეთისთვის, ეს დალაგებული არ ჩანს და ის ხო საერთოდ.
-ისეთი მყავს ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები.
-ეე ჯიგარი, დავაი დაურეკე.
არადა დღეს ნიტა დასვენებას აპირებდა, სოფლიდან ახალი ჩამოსული იყო და კლუბშიც არ წავიდა მეგობრებთან ერთად, მაგრამ დავურეკე. რა ბზიკმა მიკბინა მეც არ ვიცი.
-ნიტა, ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე მოხვალ nine-ში, გელოდები.
-აუუ არა რა, მეზარება.
-არანაირი მეზარება და რაღაც მიზეზები, ბრძანებააა გოგო, ჩავყვირე ტელეფონში.
-კარგი,ვინები ხართ?
-არ იცნობ არავის, მოხვალ და გაიგებ.
კარგად მთვრალები ვიყავით ნიტამ რომ შემოანათა კარებში, ხელი დავუქნიე და ჩვენთან მოვიყვანე, გავაცანი ახლად შეძენილი მეგობრები და ბრახ, ხომ ვთქვი ბომბები იქნებიან თქო.
-მოდი კრასავიცა, ჩემთან ჩამოჯექი (ნოდო)
-კრასავიცა სახლში გეჯდება შენ. წაიკბინა თავისებურად.
-ბევრი მყავს, მაგრამ შენ მაინც სულ სხვანაირი ხარ, მოდი დაგვიანებისთვის ჯარიმას სვავ.
-მოვიდე არა კვახი! აიწურა ნიტა და გვერდზე მომიჯდა.
ამ სცენის შემხედვარე ყველას გვეღიმებოდა.
დრო ისე გავიდა ვერც მივხვდით ცეკვა-ლოთობაში.
დაჩიმ ჯერ ნიტა დატოვა სახლში, შემდეგ კი მე.
მანქანიდან გადმოსვლისას ლოყაზე მაკოცა და ჯერ არ განცდილმა ჟრუატელმა დამიარა, ვერ მიხვდი რისი ბრალი იყო და ბოლოს სიმთვრალეს დავაბრალე.
დილის ცხრაზე მივედი სახლში, დედაჩემი კი მექოთქოთებოდა.
-მესმის რომ მეგობრებთან ერთად ხარ, მაგრამ დამირეკე გამაფრთხილე ადამიანო, მოკვდები?
-კაი მაკაკოო რა ( მოფერებით ხანდახან ასე ვეძახდი ხოლმე) ხო იცი რო ტელეფონს ნაკლებად ვიყიენებ ხოლმე, მაგრამ ბოდიში, ჩავილაპარაკე დასჯილი ბავშვივით, მეორეჯერ მასე აღარ ვიზავ.
-ტუტუცი ბავშვი ხარ რა, მიყურებს და სიცილს ვერ იკავებს ჩემს სახეზე, მერე მოდის და ცივ წყალს მასხამს, გამოფხიზლება გჭირდებაო და ისე გარბის კარებიდან გონზე მოსვლას ვერ ვასწრებ.
აჰა, დედაც ასეთი უნდა მე მეძახის ტუტუც ბავშვს და თვითონ რას აკეთებს?
აბანოდან როგორც კი გამოვედი მაშინვე საწოლისაკენ გავემართე, გამოძინება მჭირდებოდა.
ემოციებისგან დატვირთულს ჩამეძინა.
საღამოს კი ნიტას და გაბრიელის ყვირილი მაღვიძებს, ადექი მალე პოლიციაში გველოდებიანო.
გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი კარებთან და როცა მათი სიცილის ხმა გავიგე მივხვდი, რომ გამამაიმუნეს.
-მოგკლავთ! მეზიზღებით!
-ადექი გოგო, რაარის საღამომდე ლოგინში რო ნებივრობ, ჩვენ საქმიანი ხალხი აქეთ-იქით დავრბივართ და ეს ნახე რა (გაბრიელი)
-რომელ საქმიან ხალხზე მელაპარაკებით, შენ ნაშებთან დადიხარ და ეს კიდე ჩემთან ერთად სვავს, არ გეძინებოდა მაინც ნიტა?
-მერე მაგ ნაშებსაც ხო უნდა მიხედვა, დამღლელი საქმეა ჩემო თაკო, ადვილიც ნუ გგონია.
-არა რა დროს ძილია, მე დილიდან აუზზე ვიყავი, მერე მოვიარე მაღაზიები და ბოლოს ის იდიოტი ნოდო შემხვდა, ტვინი ამომიღო გინდა თუ არა მოგწონვარო, არაა ეგ დალაგებული.
-მაგარი სანახავები იქნებოდით.
-მერე გაბრიელიც მოვიდა და იმას დაუწყო რაღაცეები, ნიტასთან რაგინდაო, კინაღამ გადაამტვრია ამან ძვლებში.
-აუ მართლა მაგარი ტიპია ეგ ნოდო თუ ვიღაც, რეები ილაპარაკა რო გენახა გაიგლიჯებოდი, ნეტა ამისი თავი ვინმემ მოგვაცილოს და ახლა იმ ბიჭვს ძვლებში გადავამტვრევდი? უბრალოდ ცოტა წავითამაშე რა.
-აუუუუუუ ყოჩაღ, მაგარი ხარ გაბრიელ, ხელი გავუწოდე და იმანაც ჩარტყმა არ დააგვიანა.
-მე კიდე ვამბობ ნამდვილი მეგობრები მყავსო. ესაა თქვენი მეგობრობა?
-გეყოს, ძლივს ბედი გაგეხსნა შვილო.
-კარგი თაკო, ახლა გაემზადე, კოჯორში ავდივართ.
-ვინები?
-ვინც ვართ სასტავი და ერთი ჩემი მეგობარიც წამოვა ძმაკაცთან ერთად.
-საცოდავი ისინი, გაგიჟდებიან ჩვენს ხელში.
-აბა გოგო.
მაკოს დავურეკე და გავაფრთხილე, რომ დღეს არ დავბრუნდებოდი სახლში, კი გამომლანძღა კარგად, მალე სახლის გზა დაგავიწყდება შენო.
რამდენიმე საათის მერე კოჯორში ვიყავით უკვე და გაბრიელის მეგობრებსაც ველოდებოდით.
შავმა, ნაცნობი მანქანა შემოვიდა ეზოში, თავიდან მჩვენება თქო, თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ დაჩის არ ვხედავ?
-გაბრიეეელ! ესაა შენი ძმაკაცი საჭესთან რომ ზის?
-არა, მეორე.
-გაიცანით ეს გიორგი მენაბდეა, მიგვანიშნა მაღალ, შავგვრემან ბიჭზე, რომელიც გაღიმებული სახით გვიყურებდა.
-გიო, ეს თაკოა, ნიტა, ნინა, კოტეს და მიშოს კი იცნობ.
-სასიამოვნოა გოგოებო, ეს კი დაჩია დანელია.
მე დებილივით ვიყურებოდი, გოგოები კი მიხვდნენ ვინც იყო და ეგრევე სიცილი დაიწყეს.
შემდეგ დაჩი მომიახლოვდა და ყველასგან შეუმჩნევლად ჩამჩურჩულა მიყვარს სასიამოვნო დამთხვევებიო.
ხოარ შემხებია არა? მაგრამ მისი ხმის ტემბრის გაგონებისთანავე ჟრუანტელი განმეორდა.
გოგოებმა მაგიდა გავშალეთ და ყველა ერთად ვსვავდით, გიორგი სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა, საკმაოდ მხიარულიც იყო, თავისი ბავშვების ისტორიებს გვიყვებოდა.
-ერთი გოგო იყო ბაღში მაგრად მომწონდა რა, ხოდა ერთ დილას ყვავილები ვიყიდე ბაღში წასვლამდე და რომ მივედი ეგრევე მივეცი თან, დავუწყე მომწონხარ თქო და ის კიდე ქაჯი ზედ შემომაყარა სიმწრით მოგროვებული ფულით ნაყიდი ყვავილები.
ისე გავბრაზდი ისე, სულ ნაპერწკლებს ვყრიდი თვალებიდან, ავდექი მერე და თმებით ვითრიე. მერე მაგის მშობლებმა ისე მლნაძღეს ისე რო არ ვიცი, არადა არაფერი დამიშავებია. დაამთავრა მოზეიმე სახით.
სიცილისგან ძირს ვხოხავდით.
-არა არაფერი დაგიშავებია, ბავშვი თმებით ითრიე და არაფერიო აზრზე ხართ ? (დაჩი)
-აუუ რამაგრად ვიცინე ეს რა იყო. (ნიტა)
დაჩი ჩემს წინ იჯდა და თვლას არ მაშორებდა.
რომ ვთქვა არ მსიამოვნებდა მეთქი მოგაყტყუებთ.
-გავალ ყავას გავაკეთებ, ვის გინდათ? გამოვედი სიტყვით რადგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ზედმეტად მაბნევდა მისი მზერა.
-რა კითხვაა თაკო, რათქმაუნდა ყველას, მებნება მიშო.
-გამოგყვები, მოგეხმარები მეც. (დაჩი)
კინაღამ თმები გავიწეწი და ზედ მოვიყოლე დაჩიც, მე მაგისგან თავის დასაღწევად მოვიმიზეზე ყავის გაკეთება, თორე მე კი არ მეხალისებოდა ათი ჭიქა ყავის გაკეთება.
ამან კიდე მოგეხმარებიო.
სულელი, იდიოტი.
ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი, მხოლოდ თავი დავუქნიე და სამზარეულოსაკენ წავედი.
-დაჩი, შაქარი რამდენი ჩაგიყარო?
უცებ წელზე ხელების შემოხვევა ვიგრძენი, ყელთან კი თბილი სუნთქვა.
ისევ თავგზას მიბნევს ეს ბიჭი.
-შაქარი არ მინდა, მაგრამ შენს წითელ, გაფურთულ ტუჩებს კი დავაგემოვნებდი.
-საზიზღარი ხარ, მომაშორე შენოო ხელები და გაიწიე.
-არა! მითხრა უცებ და ტუჩებზე დამაცხრა.
გონების დაკარგვამდე მესიამოვნა. სულ აღარ მახსოვდა არც ყავა და არაფერი.
-ხომ ხედავ გესიამოვნა შენც. საოცრება ხარ თაკო!
-რა მესიამოვნა, ისე დამეტაკე ტუჩებზე ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი, გაიწიე თქო.
-კარგი, ახლა უარყოფ მაგრამ როდემდე?
-ცხოვრების ბოლომდე! გამატანინე ახლა ყავები.
მანაც მორჩილად აიღო მეორე ლანგარი ხელში და სასტუმრო ოთახში გამომყვა.
ისე დაგვათენდა თავზე ვერც გავიგეთ, ყველა დასაძინებლად წავიდა მე კი ვარჩიე გარეთ გავსულიყავი და მზის ამოსვლისთვის მეყურებინა.
ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო, ბავშვობაში მშობლებს ამოვყავდით აქ და ერთად ვიმხობდით ხოლმე თავზე ყველაფერს, ერთხელ დახუჭობანას ვთამაშობდით.
ხშირ შემთხვევაში ან მე ვიხუჭებოდი ან ნიკუშა, მაშინაც მისიი ჯერი იყო.
ზოგი სად აძვრა, ზოგი სად დაიმალე მე კიდე ხეზე აძრომა გადავწყვიტე, რამეგონა ნეტა მე დებილს ვერ დამინახავდა?
თან დღე იყო, ღამე რო ყოფილიყო კიდე მესმის.
ხოდა გაიხილა გაიარ-გამოიარა და ხეზე შემოსკუპებული რო შემნიშნა ეგრევე დასასტუკებლად გაექანა, მე კიდე აღარ მახსოვდა რო მიწისგან საკმაოდ შორს ვიყავი და ძირს ვისკუპე.
ჩემი იქიდან ჩამოხტომა ფეხის მოტეხვით დასრულდა.
როგორ მახსოვს, სულ შოკოლადები მოჰქონდა ხოლმე.
ფიქრებიდან თმებზე ხელის შეხებამ გამომიყვანა, თვალებიდან ცრემლი მოვიწმინდე და უკან გავიხედე და ისევ დაჩი შემეფეთა.
-რა გჭირს?
-მოგონებები დაჩი.
-მოდი მომიყევი.
ზოგადად არ ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ ახლა ყველაფრისგან დაცლა მომინდა, ვეღარ ვიტევდი გაუსაძლის ტკივილს.
-სამი წელია რაც ძმა დამეღუპა, ჩვენი მეგობრის ქორწილიდან მოვდიოდით, როცა რუსთავისკენ გადავუხვიეთ, უზომოდ გვიყვარდა მე და ნიკუშას სიჩქარე და შეჯიბრი, ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ გავდიოდით, ხან მე ხან ის, უფრო ხშირად კი ის გადიოდა და ყოველთვის გამარჯვებით ასრულებდა ხოლმე, არვიცი ეს რაიყო, მუსტანგი ადგილს მოსწყდა თუ არა რამდენიმე მეტში ამოტრიალდა, ნამსხვრევებად იყო ქცეული, ნიკუშაც სავაადმყოფომდე მძიმე მდგომარეობაში მივიყვანეთ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს, ხელიდან გამომეცალა დაჩი და ახლა ასე მარტოსულად ვარ და გიყვები ამ ყველაფერს, შენც ცუდ ხასიათზე გაყენებ ამის მოსმენით, მაგრამ არ შემიძლია, ვეღარ ვიტევ ამ მონატრებას, იმის მერე საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ბოლოს კოტემ გამიჭედა, მეც დავკარგე ძმაკაცი და შენს ძმას ასეთი თაკო არ მოეწონებოდა, როგორიც ახლა ხარო, ზუსტად იმ დღeს გაგიცანი შენც, მაშინ წამოვედი კლუბში, და სცენაზე რომ ამოგივარდი ჩემი და ნიკუშას ერთ-ერთ სიგიჟეს ვიხსენებდი.
ბოლოს გავჩუმდი, ხმას ვეღარ ვიღებდი, დაჩის თბილი ხელები ვიგრძენი წელზე და ტუჩები შუბლზე.
-არვიცი, ვერ გეტყვი რო ადვილი გადასატანია, ვერ დაგამშვიდებ და ვერც გეტყვი გამოცდილი მაქვს თქო, მაგრამ ერთი იცოდე შენს ტკივილს მეც ვგრძნობ, იცოდე რომ მუდამ შენს გვერდით ვიქნები.
თითქოს თაკოს არ გაეგონოს ეს სიტყვებიო, ხმა არ ამოუღია, მაგრამ გაეღიმა დაჩის ნათქვამზე.
კოჯორიდან ჩამოსვლის მერე დედას ვეხმარებოდი კომპანიის საქმეებში, ხან მეგობრებთან ერთდ დავდიოდით, გიორგისთანაც კარგად ვიყავით სამეგობრო და იყო ჩემი და დაჩის უფრო დამთბარი ურთიერთობაც.
ლაშქრობაში გადავწყვიტეთ წასვლა.
რამდენიმე დღე ვარჩევდით საჭირო ნივთებს, ბოლოს კი ყაზბეგისაკენ ავიღეთ გეზი.
მარშუტი, რათქმაუნდა ავტოსტოპი, აბა ლაშქრობაში მანქანით ხო არ წავიდოდით.
მიშო და გაბრიელი ორი დღის მერე აპირებდნენ ჩამოსვლა, რაღაც საქმეები ჰქონდათ მოსაგვარებელი.
ნოდო და ნიტა როგორც ყოველთვის ერთმანეთის გამწარებაში იყვნენ, მაგრამ ხო ვამჩნევდი ჩემი დაქალის სხვანაირად მოელვარე თვალებს არა?
მე რა უნდა გამომაპაროს.
გზაში კარგად ვიხალისეთ, ბევრი ფოტოებიც გადავიღეთ და საღამოს უკვე გერგეტის სამების წინ ვიდექით ბედნიერი სახეებით.
მერე კარვებიც გავშალეთ და ემოციებისაგან დატვირთულებს ჩაგვეძინა.
-თაკოო, მოდი ცეცხლი დავანთოთ და ჩაი გავაკეთოთ მერე კი ჯუთის გზას დავადგეთ.
-კარგი დაჩი.
-ნიტა საყვარელოო, შენ არ გამიკეთებ ჩაის? (ნოდო)
-ჩაის კი არა ნავთს დაგალევინებ შენ!
მოდი და არ გაგცინებოდა.
ნოდომ რომ უთხრა მომწონხარო ნიტას ხო სულ გადაირია, არა და ესიამოვნა.
ოხ, რაარის ეს სიამაყე.
მეც კი არ მიტყდებოდა, რომ მოსწონდა.
მაგრამ ბოლოს ჩემთვის არა მაგრამ ნოდოსთვის მაინც ვათქმევინე, აბა დავიღალე მაგათი საცოდავობით მე და.
მივუყვებოით ჯუთის გზას და ძველ ამბებს ვიხსენებდით.
მაშინ მე, ნიტა და ნინა მოვდიოდით, ზუსტად ამ გზაზე, არც დასაკარგი ადგილია არადა, მაგრამ როგორ მოახერხა ნინამ დაკარგვა არ ვიცი.
ყოველთვის სწრაფად დავდიოდი, ის კი ნელა მოღოღავდა და ფოტოებს იღებდა, რამდენიმე კილომეტრი, რომ გავიარე ნინას სიცილი დამაკლდა და უკან რომ გავიხედე სადაა ნინა?
უკან გავბრუნდი და ნინას ყვირილის ხმა მომესმა, ხალხი არა ხართ? დამეხმარეეთ! დავიკარგე, სად წავიდე ახლა მე? დაქალებს დავავიწყდი, სადაცაა დაღამდება ტურები შემჭამენო. კი ვიფიქრე გავაწვალებ კიდე ვალოდინებ თქო, მაგრამ ხმა მესმოდა და ნინას ვერ ვხედავდი, ხევისაკენ არ დაშვებულა?
ცოტაც და გადავარდებოდა, ბეწვზე მივუსწარით. იმის მერე აღარ დადის მთაში, ამიტომ ვართ ახლა ორნი და არა სამნი.
სიცილისაგან გადაყირავდნენ.
-ორნი რატომ, ოთხნი ხომ ვართ? თან წყვილებად, ამის თქმა იყო და ნიტას გადახვია ხელი.
-თქვენ კი ხართ წყვილი, მაგრამ ჩვენ არა, უცებ ავკისკისდი და გზას გავუყევი როცა დაჩი ამეკრა ზურგიდან და ყურში ჩამჩურჩულა:
-საყვარელო, ცხოვრება მოულოდნელობით არის აღსავსე და არ გაგიკვირდეს, როცა მომავალში ჩვენც წყვილი გვერქმევა.
სიამოვნებისაგან გამაჟრჟოლა.
რა უცებ შეუძლია ადამიანს შენთვის ბედნიერების მოტანა,ზოგისთვის ეს უბრალო სიტყვები იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის არა, როცა ვიცი რომ მის მიმართ რაღაც გრძნობა მაქვს.
ჭიუხებთან ვიყავით მისული უკვე, თან დაკარგულ ტურისტებზე ვხალისობდით, ბატებივით რომ დააბოტებდნენ აქეთ-იქით.
მერე ჩვენთან ერთად დალიეს ჩაი და წასვლას აპირებდნენ, ცოტაც და მთვარე გამოანათებდა სად უნდა წასულიყვნენ, დღე დადიან დაბდურასავით და ღამე საად წავიდოდნენ, ხოდა კარვები გაშალეს და ჩვენთან ერთად მხიარულობდნენ, მართალია ყველაფერს ვერ იგებდნენ, მაგრამ რაღაცეებს თუ არ გვეზარებოდა ვუთარგმნიდით ხოლმე.
რამდენიმე წუთში დაჩის ხმა გაისმა, ალუდა ქეთელაურის მიყვარხარს მღედოდა.
ამ ბიჭში ყველაზე მეტად ეს მომწონს, მღერის მთელი გრძნობით და ემოციით, ამ დროს თვალებიი სულ დახუჭული აქვს ხოლმე, მაგრამ დღეს ასე არ იყო, თვალებში დაჟინებით მიყურებდა, თან ეღიმებოდა, ბოლოს სიმღერის დასასრულს მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა.
-მიყვარხარ თაკო. იმდენად მიყვარხარ დაგლოცოს უფალმა,იმდენად ჩემი ხარ უფალი გფარავდეს.
სიხარულის ცრემლები მომდიოდა, ნიტა და ნოდოც გახარებუები უხსნიდნენ ტურისტებს ამ მოულოდნელ ამბავს და ყველა ჩემს პასუხს ელოდა.
-დააყენე საშველი გოგო, მომესმა უცებ მიშოს და გაბრიელის ხმა.
ხოდა მეც არ დამიწყია თავის დაფასება, როცა გიყვარს არ უნდა გრცხვენოდეს შენი გრძნობების, პირიქით უნდა გიხაროდეს რადგან იცი რომ გყავს საყვარელი ადამიანი გვერდით.
მივუახლოვდი და მაგრად ჩავეხუტე, შემდეგ ყველასაგან შეუმჩნევლად ყურში დავჩურჩულე.
-მიყვარხარ და თუ არა შენ, ყველაფერი ნიშნავს არაფერს.
„ დედამიწას სიყვარული ატრიალებს“-ამბობს გურამ დოჩანაშვილი.
მე ვირწმუნე მისი სიტყვების.
ადამიანი არ არსებობს უსიყვარულოდ.
სიყვარილი მოწონებაა, გატაცებაა, საყვარელ ადამიანთან მიჩვევაა,სიყვარული სულიერია.
ერთხანს მაინც უნდა იყო ადამიანთან,რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს და დაინახოთ ნამდვილია თუ არა ეს გრძნობა.
შეყვარებული ადამიანისთვის დრო უცბად გადის.
ასე ვიყავით მე და დაჩიც და ვუყირებდით ნიტას და ნოდოს გაღიმებულ სახეებს, რომლებიც საკურთხევლის წინ დგანან და მამაოს სიტყვებს ელიან, რათა საბოლოოს გახდნენ ერთმანეთის ცხოვრების მეგზურები.
-გილოცავთ, როგორც იქნა დაგადგა საშველი და შინაბერა არ დარჩი. (გაბრიელი)
-დღეს მაინც ნუ დაიგესლებიი და ნუ გამაქაჯებ გაბრიელ, ეუბნება ნიტა გაღიმებული სახით.
-გილოცავ საყვარელო, ბავშვს ჩემი სიგიჟეები უნდა დავანათლო ხომ იცი. (ნინა)
-რათქმაუნდა, მაგრამ არა შენი შიშ მთის მიმართ. ახლა კი წავედით, რსტორანში გველოდებიან, ხო უნდა გავერთოთ არა? თან თაკო, შენი და დაჩის დაპირებული ტანგო ისე მაინტერესებს, თუ მალე არ ვნახე სულს განვუტევებ.
-კარგად გამაცინე ნიტა, რადროს სულის განტევებაა, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, თან ხოარ დატოვებ მარტო ამ ბედნიერ კაცს? (დაჩი)
-თან წავიყოლებ, რა პრობლემაა.
საოცრად ბედნიერი იყო ნიტა, მეც მისი ბედნიერებით ვივსებოდი.
დედაჩემი ცალკე გადამეკიდა, შვილო კარგი, რომ არ იყოს თქვენი ცეკვა მოგკლავო, შენ რო იცი ფეხის დადგმები ეგრე არ ქნა, არ გამიმწარო სიძეო.
გიჟდებოდა დაჩიზე, შვილივით მიიღო, ისიც კი უთხრა ნიკუშას დანაკარგი შენ შემიმსუბუქეო.
გინტერესებთ ხომ როგორი იყო მათი ცეკვა?
კადრების გადმოტანა, რომ შემეძლოს აუცილებლად გადმოვიტანდი.
საოცრება მოახდინეს ცეკვაზე, არც თაკოს გაუმწარებია დაჩისთვის სიცოცხლე ფეხის დადგმებით და არც დაჩის უწუწუნია.
საუკეთესო ნაცეკვი იყო, მათგან მოდიოდა ის ლტოლვა და სიყვარული, რომელიც ერთმანეთთან ასე იზიდავდა.
ცეკვის დასასრული ხომ საოცრება იყო, არც თაკო არ მოელოდა ამ დასასრულს.
მაგრამ დაჩის თავიდანვე ქონდა დაგეგმილი მისთვის ხელის თხოვა.
ცეკვის დასრულებისთანავე სცენასთან მივიდა, დიდი წითელი ვარდები აიღო და თაკოს მიუახლოვდა.
არ დაუწყია ისევ სიყვარულის ახსნები, თქვა ერთხელ და ეს ყველასთვის გასაგები იყო, განსაკუთრებით თაკოსთვის, ახლაც იდგა მის წინაშე.
-გამომყვები ცოლად? ეუბნება თვალებში ჭინკებ ათამაშებული და ხვდება თუ რამდენად ბედნიერი იქნება ამ პატარა არსებას გვერდით.
-რათქმუანდა დაჩი, ან რას მეკითხებოდი?
მთელი დარბაზი იცინოდა, რაღაც საოცრებას გრძნობდა ამ დროს თაკო.
რას ბუტბუტებდა თვითონაც არ იცოდა, არც ხალხი არ არინტერესებდა, მაშინვე დაჩის ტუჩემს წაეტანა.
-ოხ, როგორ მიყვარს თაკო შენი მარწყვივით ტუჩები.

მკითხველო გირჩევს, იცხოვროთ ლამაზი და დიდი გრძნობით.
იცოდეთ არ არსებობს სიყვარულზე დიდი გრძნობა.
სიყვარული ეს არი გრძნობა, რომელიც ყველა ტკივილს დაგაძლევინებთ.
გიყვარდეთ და არა გეზიზღებოდეთ ერთმანეთი.

თვალებში ჩაგხედე შორიდანვე
და
ვიგრძენი
როგორ
გაგიხარდი,
როგორ
გინდოდა მომვარდნოდი
და
ხელები შემოგეხვია მხრებზე,
ჩამხუტებოდი,
ჩაგესუნთქე მთელი ძალით
და
არ
გაგეშვი არსად.
ლაშა მარგიანი.

დასასრული.

ველოდები თქვენს შეფასებას და იცოდეთ მეთქვენ მიყვარხართ.



№1 სტუმარი darina

Miyvars aseti tbili istoriebi, gamatbo.

 


№2  offline წევრი wripawripa123456

darina
Miyvars aseti tbili istoriebi, gamatbo.

მიხარია თუ მოგეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent