შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური ბიძაშვილი (თავი6)


24-02-2016, 18:01
ავტორი Havai
ნანახია 1 754

მოვშორდი, არ მინდოდა ასეთი სიტუაცია ჩამეგდო
-კარგი დაწყნარდი, არაფერია.
-შენ აქ რა გინდა?
მხოლოდ ახლა დავინტერესდი.
-მამაჩემთან მოვედი.
სახე შეეცვალა, გაფთრდა, უკან გაიხედა, მეც მას მივბაძე, საფლავის ქვაზე ზუსტად მისნაირ თვალებს წავაწყდი, ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ მამამისია. იმ მომენტში ძალიან შემეცოდა გუგა, ნატუკასგან ვიცი, ძნელია უმამოდ ყოფნა.
-ვიზიარებ.
მეტი არაფრის თქმა არ შემეძლო, არ ვიცოდი რითი დამემშვიდებინა, სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ეგრევე შემამჩნია, თუმცა რა გასაკვირია, რასაც გავიფიქრებ ყველაფერს ხვდება.
-არ იცი როგორ დამამშვიდო არა? -თავი ჩახარა და განაგრძო. -მე, იცი, არც კი მახსოვს, პატარა ვიყავი, დედა მეუბნება 7 წლის იყავი რომ გარდაიცვალაო, წესით უნდა მახსოვდეს, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ.
-სამწუხაროა.
მხოლოდ ამის თქმა შევძელი.
-კითხვაზე არ მიპასუხებ?
განაგრძო, გაკვირვებულმა შევხედე, საფლავს დახედა და ისევ მე ამომხედა.
-თომა ვინაა?
მეორედ გამიმეორა, თუმცა პასუხს თავს ვარიდებდი.
-ადამიანი, რომელსაც ვუყვარდი, მე კი ზუსტად მაშინ მივატოვე, როცა ვჭირდებოდი. -არ შემეძლო იმის აღიარება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, -შემდეგ... მოკვდა... დღეს კი მისი დაბადების დღეა.
არ ვიცი რატომ, მასთან მალევე გავიხსენი.
-იცოდა რომ გიყვარდა?
მხოლოდ გამიღიმა.
-მიყვარდა?
ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი
დასკვნა.
-მაშინ დღეს აქ არ იქნებოდი,თანაც ასეთ დღეში, სარკეში ჩაიხედე, ამდენი ტირილისგან თვალები დაგისივდა, ფერიც არ გადევს ნერვიულობისგან. -ამაზე არაფერი მითქვამს, ვიცოდი ასე იქნებოდა.
-ნარკოტიკები გასინჯა, დოზა ზედმეტი მოუვიდა, ზუსტად იმ დღით, როცა მითხრა მიყვარხარო, მე კი....
-არ უთხარი რომ გიყვარდა, ახლა კი ნანობ...
"ჩემი ამოუცნობი ბიძაშვილი(ჩემი?), ერთი შეხედვით მხიარული, სიმპათიური, უდარდელი და ამავე დროს, რამდენი რამ გავიგე მასზე"-გავიფიქრე და მომინდა მეც მეკითხა რაიმე, ამით ყურადღებასაც გადავიტანდი.
-მამაშენი როგორ გარდაიცვალა?
-მოკლეს.
მისგან ასეთ პასუხს ნამდვილად არ მოველოდი.
-მერე, დაიჭირეს?
-არა. ამის დედა......., ცოცხლია და თავისუფლად დადის, მე კი არც კი ვიცი ვინ იყო... გესმის?
ძალიან იყო გაბრაზებული, შემეშინდა, გუგა ასეთი არასდროს მინახავს.
"ესეც გუგას მეორე მხარე"-გავიფქრე და გამეღიმა.
-იქნებ დაიჭირეს კიდეც, შენ ხომ პატარა იყავი, იქნებ არ გახსოვს.
-არა არ დაუჭერიათ, ზუსტად ვიცი, ვიპოვი და არ შევარჩენ.
-შენ ვერაფერს გახდები,თან თუ პოლიციამაც ვერაფერი იღონა, დიდი ხნის საქმეა უკვე.
-ალბათ ცოცხალია, იქნებ ვინმე ახლობელია, აღარ ვიცი ვისზე ვიფიქრო.
-ახლობელზე რატომ ეჭვობ?
-ამ საქმეში ვერავის ვენდობი.
მტკიცედ თქვა და თვალებში შემომხედა, სულ ჩაწითლებული ჰქონდა.
-მაშინ იქნებ მე მოგზავნილი ვარ შენთან?
-შენ არ იქნები!
გამიღიმა, მივედი და ჩავეხუტე, ეს მხოლოდ მეგობრული ჩახუტება იყო. დავწყნარდით, მეც მომეშვა თომაზე ფიქრი. ხმა აღარ ამოგვიღია, მალევე მოვშორდით ერთმანეთს და გზა განვაგრძეთ, მხოლოდ ერთხელ მოვიხედე უკან და ბოლოჯერ დავხედე საფლავს. სახლში როგორც მივედი, მაშინვე დავიძინე. თაკო მეუბნებოდა სად იყავი, დედა ნერვიულობდაო, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა მხოლო ძილი თუ მიშველიდა.
ღამე გამეღვიძა, ტელეფონს დავხედე, გუგა მწერდა.
-უკეთ ხარ?
-შედარებით, შენ?
-მეც.
აღარაფერი მიმიწერია, ძილი შევიბრუნე.
დილით შედარებით ნორმალურად გავიღვიძე და სკოლაში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ უკვე გვიანი იყო და აზრი აღარ ჰქონდა, სახლშიც მარტო ვიყავი. გამიკვირდა, ცუდად აღარ ვიყავი და შედარებით უკეთ გავხდი.
ნატუკამ დამირეკა ჩემთან მოდიო, მეც გამზადება დავიწყე, ჩანთა ავიღე და კარები გავხსენი, რომ ყვავილები დავინახე კონვერტით.
სახლში შევედი და კონვეტრი გავხსენი.
"გამიხარდა რომ უკეთ ხარ"
გეგაა? არაა, არამგონია. სხვა ვინ უნდა იყოს ასეთი წერილით, ვერაფერი გავიგე. ყვავილები ლარნაკში ჩავაწყვე და სახლიდან გავედი. სადარბაზოდან გავდიოდი ზუსტად იმ შავ მანქანას რომ მოვკარი თვალი, მთელი სისწრაფით მიდიოდა, გამიკვირდა რამეს რომ არ მიეჯახა. თუ ყვავილები გუგამ გამომიგზანა, ანუ გუგა მითვალთვალებს? და ამდენი ხანი გუგას დავალებით მითვალთვალებენ? არ არსებობს. რაუნდა ჩემგან ვერვხვდები. ფიქრებში გართული მივედი ნატუკასთან.
-ყავა გამიკეთე რა.
-რაღაც კარგად ხარ.
-ხო მაგრამ გუნება გამიფუჭდა.
ყველაფერი მოვუყევი.
-არ ვიცი გუგა რატომ გითვალთვალბს, მაგრამ ყვავილებმა დამაეჭვა.
-მეც, მაგრამ არ მინდა რაიმეს ნიშნავდეს.
-აღარ მოგწონს?
-შეიძლება ეგრეც ითქვას.
-მაშინ არ ვიცი რა გითხრა.
ნატუკასგან წამოვედი, სახლში მივედი და ისტრიის წერა დავიწყე, მალევე ავტვირთე და მასწავლებელთან წავედი. სახლიდან გამოსვლისას მანქანა დავინახე. ახლა კი ხელს აღარაფერი მიშლიდა, რომ მივსულიყავი. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და შევჩერდი, თითქოს შემეშინდა. დავინახე ფანჯარა იწეოდა, მივხვდი არ უნდოდა დამალვა, მასთან მივედი. ქერა საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო, 20დან 23წლამდე. ხმის ამოღება არ მაცადა ისე მითხრა.
-ნათიას გადაეცი ჭკვიანად მოიქცეს, ისე როგორც საჭიროა.
თვალი ჩამიკრა, ფანჯარა აწია, კიდევ ერთხელ გამომხედა, გამიღიმა და წავიდა. ერთ ადგილზე გავშრი, ხმა ვერ ამოვიღე, თავში ათასი აზრი ირეოდა, ყველაფერს ერთმანეთს ვუკავშირებდი, მაგრამ ბოლომდე აზრების დალაგება მაინც მიჭირდა. მხოლოდ ტელეფონის ამოღება და ნათიასთან დარეკვა შევძელი, აუცილებლად უნდა მენახა.



№1  offline წევრი cancara

რატო აგვიან ერთი ნერვებს მიშლი კარგიან გაგრძელე

 


№2  offline წევრი Havai

cancara
რატო აგვიან ერთი ნერვებს მიშლი კარგიან გაგრძელე

მთავარია თუ მოგწონს

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუუუ ძალიან მომწონს ეს ისტორია... ძალიან დაძაბულ ადგილას გაწვმყვიტე მალე დადე ახალი თავი რა მოუთმენლად ველი... გუგა მომწონს ძალიან და იმედია იმედებს არ გამიცრუებს...

 


№4  offline წევრი Metalhead

მალე დადე ხოლმე ♡♡♡♡ და ჰო თავები გაზარდე♡♡♡ ძალიან მაგარია

 


№5  offline წევრი სალი-სალი

აუ ძალიან კარგია გთხოვ გააგრძელე რაა ძალიან მომწონს ეს ისტორია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent