გზა მთებისკენ (სრულად)
მე თათია ვარ.მეგორებისთვის თათული.ერთი ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული გოგო.სკოლაში ვსწავლობ და მყავს დიდი ოჯახი,დაქალები,უამრავი ნაცნობი,ბევრი მეგობარი და შეყვარებული. ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს და ბედნიერი უნდა ვიყო ყოველივე ამით ,თუმცა ისევე როგორც ადამიანს ვერ შეაფასებ მისი გარეგნული იერით,ძნელია შეაფასო ჩემი ცხოვრება ერთი შეხედვით. ბევრი ჩემს ადგილას ბედნიერი იქნებოდა ,თუნდაც იმით რომ ყავს ოჯახი რომელიც ჩემს კაპრიზებს წუწუნით მაგრამ მაინც ასრულებს ან იმით რომ მას ყველა იცნობს და ყველას უყვარს. მე კი .. მე კი არ ვარ ბედნიერი. იყო მაქსიმალისტი,ეს დამღუპველია. მინდა დავიმალო როგორც მზე იმალება ღრუბლებში ,თუმცა მზისგან განსხვავებით გამოჩენას აღარ ვლამობ. როგორც ყველა ბანალური თინეიჯერი მეც გაგიჟებული რომანტიკოსი ვარ . ყველაფერს ბუნების,ხელოვნების თვალით ვუყურებ და სხვებისგანაც იმავას მოვითხოვ .თუმცა როდესაც ვერ ვიღებ სასურველ შედეგს ,მწყინს. მწყინს ,როგორც პატარა ბავშვს რომელსაც საშობაო ტკბილეულს დაუმალავენ და საძინებელ ოთახში გაგზავნიან. მე არ ვარ ბედნიერი. მე მხოლოდ თანამედროვე,პროგრესული ადამიანი ვარ რომელიც ელტვის თავისუფლებას თუმცა... ამაოდ. ეშინია თავისუფლების რაგან ზუსტად იცის რომ ვიღაცას გულს აუცილებლას ატკენს. ძნელია როცა ყველა შენგან მოელის რაიმეს. საყვარელი ადამიანები სიყვარულს,მასწავლებლები შრომას,ოჯახი წარმატებას,შენი შენაგანი ,,მეც" არ გრჩება ვალში , მამაოც კი მოელის შენგან რაღაცას და შენკი ტრადიციულად ყველას ჯიუტად უფანტავ იმედს . თავისუფლება სულ სხვა რამაა . როცა არ გეშინია იყო ის რაც ხარ,არ გეშინია შენი გადადგმული ნაბიჯისა და გამომჟღავნებული გრძნობებისა,არ გჭირდება ნიღაბი რათა დამალო შენი არაოდინალური გარეგნობა ან თუნდაც ალტერნატიული სულიერი მდგომარეობა. ესაა თავისუფლება ტკბილი და საოცნებო. მეც ვესწრაფი მას . მივრბივარ მისკენ, ვეჭიდები,ვებღაუჭები და მახსენდება რომ ჩემს სამყაროში დაბრუნების დროა. ბევრად ბინძურ,უღირს სამყაროს ვუბრუნდები. მაღვიძარას ვრთავ . -ადექი და რომ ჩამოხვალ კარი გამოხურე. -მოვდივარ. ჩავდივარ პირველ სართულზე. ის მომენტი როდესაც ფიქრობ გულში ნეტავ მანქანამ გამიტანოს და მორჩეს ყველაფერიო, თუმცა გახსენდება რომ მხოლოდ და მხოლოდ 15წუთი გრჩება იმითვის რომ მოწესროგდე. მზადების პროცეს თან ახლავა ბებოს გამუდმებული საყვედურები . პაექრობა სხვადასხვა თემებზე. ბოლოს კი ჩხუბი ,მაგრამ უმთავრესად მესამე მსოფლიო ომი კოცნით მთავრდება . -ჩკვიანად იყავი თათული. -ვიცი ბებო. და ქუჩის გამაყრუებელი ჯახუნი. ნეტავ მიწამ ჩამიტანოს და დამთავრდეს. ჩემი ყურსასენები და 15 წუთი სახლიდან სკოლამდე. ალბათ დღის საუკეთესო მომენტი . დღის ან ცხოვრების. სკოლა. ადგილი სადაც ყველა მიცნობს. ყველა მიცინის და ყველასთან ხანმოკლე ბანალური საუბარი მიწევს . ხოლო როდესაც შევდივარ კლაში ყველაფერი დანარჩენი რჩება მკვდარი სახეებით გაჯერებულ დერეფანში. კლასში კი შემაქვს პოზიტივი,სიხარული და მხიარულება. მიყვარს ყველა თუმცა ზოგჯერ იმდენად მძულს ხალხი რამდენადაც მიყვარს ისინი. ხანმოკლე დიალოგები ჩვენი სოციუმის ყველა მცირე თუ დიდ წევრთან და მასწავლებლების გადაღლილი,მაგრამ კვლავაც ბობოქარი სახეების ყურება. ვინ იცის რა იმალება მათი ასეთი სახეების უკან. პირველი გაკვეთილი . უკანა მერხზე , ჩემს ფიქრებში გართული მივცურავ სხვა სამყაროში . იქ ყველაფერი ბევრად ფერადია ვიდრე აქ . იქ თავისუფლებაა . ვხედავ გვირილებს . ოქროსფერი ცხენიც დავინახე . მეკი ვცდილობ ჩემს ოცნებას საიმედოდ ჩავჭიდო თუმცა ამაოდ . მაფხიზლებს გამაყრუებელი ზარი რომელიც უკვე მერამდენეჯრ მაბრუნებს ამაზრზენ დღევანდელობაში. ყოველივე ეს კი იმის მანიშებელია რომ ჟურნალსტა კლუბი მელოდება . მომღიმარი სახით გავუყევი სკოლის დერეფანს ,ჩემი ფიქრები სურნელით გაჯერებული ვერაფერს ვამჩნევ და უეცრად ძლიერი შეჯახება ვიგრძენი. ყველაფერი ერთიანად დაბინდდა. შავი ფერი გადაეკრა ყოველივეს. თვალებს ვახელ და გაფითრებულ მარიამს რომ ვუყურებ მეცინება. ჩვენს მედდას კი თავი ხელებში ჩაურგავს და ბჭობს გამოიძახოს თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მე გამეღიმა და წამოდგომა ვცადე. მათემ იმხელა შეჰყვირა ლამის დამაყრუა. -რა მოხდა? გაკვივებულმა ვიკითხე და მშვიდად დაველოდე პასუხს. -ვიღაც ორმეტრიანი დაგეჯახა. იკადრა რომ მედდასთან ჩამოეყვანე და შემდეგ წავიდა. ბოდიშიც კი არმოიხადა თავხედმა. ბობოქრობს მარიამი და თან საათს უყურებს არ უნდა ბიოლოგიაზე დაგვიანება. მცირე ინციდენტის შემდეგ დღე ჩვეულებრივად გაგრძელდა. არაფერი განსაკუთრებული. გამოვედი სკოლიდან და კვლავ ჩემი სამოთხე,ჩემი ორი ყურსასმენი და 15 წუთიანი ბედნიერბა. გარშემო ყველაფერი თეთრი და ლამაზია.თოვს ისე როგორც არასდროს. მე მიყვარს თოვლი. თითქოს თავისუფლად ვსუნთქავ და საუკუნო სიმშვიდე ისადგურებს ჩემში. უეცრად ვჩერდები მგონია ვიღაც მეძახის რამდენიმე წამი ასე გაჩერებულმა დავყავი, შემდეგ უკან მივბრუნდი. გარშემო არავინ იყო. სუჩუმე და მეტი არაფერი სხვა. თავი უიმედოდ გავიქნიე ზოგადად ხშირად მემართება აგვარი რამ მერამდენე შემთხვევაა უკვე. სულ ვიღაცას მოველი,რაღაცის მოლოდინი გამაჩნია მაგრამ ყველაფერი ფუჭი ამაოებაა და მეტი არაფერი სხვა.ჩემი სრული ნეტარება სულ მალე დამთავრდა უკვე სახლის კარებთან ვიდექი. სახლში უხალისოდ შევაბიჯე , ოჯახობასთან საუბარს რომ თავი ამერიდებინა მაშინვე სამზარეულოს მივაშურე და ყავის მომზადებას შევუდექი . სულ მალე გავაღწიე გაჩერებული კადრებით სავსე სახლიდან ,ასე ხდებოდა ყოველდღიურად .ვცდილობდი ჩემი ოჯახის ,,სითბოს" გავქცეოდი და ზოგადად სამუდამოდ დამეღწია თავი ჩაკეტილი ჩარჩოებიდან.მათემატიკის მასწავლებლისაკენ გავუყევი გზას. ყოვთვის მიხაროდა მათემატიკის გაკვეთილი რადგან შორი გზა მქონდა გასავლელი , ხოლო მარტო ყოფნას და სიარულს არაფერი მერჩივნა.ამოჩემებულ სიმღერას ვუსმენ და მეღიმება . ზოგადად უფრო ხშირად აუდიო პოეზიით ვარ გატაცებული თუმცა არსებობს გამონაკლისი დღეებიც. არაფერს ვფიქრობ,უბრალოდ მივდივარ და მორჩა. უეცრად მხარზე ხელი ვიგრძენი. მცირე ბრუნი გავაკეთე და ხელში სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა. ვიფიქრე ,ალბათ შევეშალე თქო და გზის გაგრძელებას ვაპირებდი , თან თორნიკე მელოდებოდა.თორნიკე ჩემი შეყვარებულია,თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ამ ბოლო დროს შევიცვალე და ყველაფერი ზედმეტად ბანალური გახდა ჩემთვის.მინდა ვაღიარო რომ აღარ მიყვარს.უფრო მეტიც ხანდახან ზიზღს ვგრძონ.ალბათ ყველაზე ბოროტი ადამიანი ვარ რადგან იგი უბრალო სათამაშოდ,მარიონეტად ვაქციე. არ უყვარს თორნიკეს როცა ვაგვიანებ ,თან ისედაც იშვიათად ვნახულობ და სწყინს . ძნეელია როცა საყვარელ ადამიანს ხშირად ვერ ხედავ , განსაკუთრებით მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება მისი ჩახუტება,მაგრამ ეს ყოველივე მისი გადმოსახედიდან.მე განსხვავებულად ვფიქრობ.თაიმაუთის დროა. თუმცა ამ მომენტში უცნობით გატაცებულს თორნიკე სულ დამვიწყნოდა. საგულდაგულოდ ჩავათვალიერე უცნობი. მაღალი იყო ,მოზრდილი წვერით . ეტყობოდა აქაურობას შეუჩვეველი,საკმაოდ ხისტი ადამიანი ჩანდა. -ბოდიში ძალით არ მინდოდა. თავდახრილი იწყებს საუბარს . როგორცკი მისი ხმა გავიგონე თვალები გამოფართოვდა, გაოგნებული დავრჩი ისეთი მომხიბლავი ხმა ჰქონდა .არ ვიცოდი რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები.მე ხომ მას საერთოდ არ ვიცნობდი,მაგრამ ფაქტი იყო საკმაოდ დავინტერესდი მისით.იშვიათი ადამიანი იდგა ჩემს წინ და მე ამას თავიდანვე მივხვდი.მე გაჩერებული ვიდექი და ფიქრებმა შორს გადამისროლეს , თუმცა თორნიკეს ზარმა დამაბრუნა ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ტელეფოს ხმა გავუთიშე და დავიწყე საუბარი. -კი მაგრამ რისთვის? გამეღიმა. -დღეს კი ჩაგიყვანეთ მედდასთან მაგრამ ბოდიში არ მომიხდია. სახეზე კვლავ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა . არც მცირე ჩაღიმება , არაფერი . მეკი სულელურად მეღიმება,რადგან ამგვარი ფაქტი დღევანდელობაში ნამდვილად გასაოცარია.ადამიანი გამომყვა უკან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ ბოდიში მოეხადა.ღმერთო რა განსხვავებულია . უკვე ვიცინი კიდეც . თითქოს ამ უმნიშვნელო ინციდენტმა ჩემი ცხლვრება სრულიად თავდაყირა უნდა დააყენოსო... სისულელეა. - არაუშავს. ახლა კი მეჩქარება უნდა წავიდე . ისე მე თათია მქივია , იმედია კიდევ შევხვდებით. მომღიმარი სახით წარმოვთქვი ეს სიტყვები და ჩემმა ნათქვამმა შემდეგ გამაოცა . დღემდე არასდროს გავცნობივარ ვინმეს ჩემი ნამდვილი სახელით. - მე .. მე ჯარჯი მქვია . მომაძახა და თავის გზას გაუყვა იმ საღამოს ბედნიერების ტალღებში დავცურავდი.მე და თორნიკემ სერიოზულად ვიჩხუბეთ.ვიცი რომ არ ვიყავი მისი სიყვარულის ღირსი მაგრამ ეს მხოლოდ არაფერის მომცემი ფრაზაა და არაფერი მეტი. ახლა კი ბედნიერების ღიმილი დარბოდა ჩემს სახეზე. პარასკევი დღე იყო და ორმაგად ბედნიერი ვიყავი. ჩემს სამყაროში გაადავეშვი. დავივიწყე ბებერი,ნაოჭებიანი და მოწყენილი დღევანდელობა. მერე ნისლში გავეხვიე და დავდუმდი. ორშაბათი გათენდა და ჩვეულებრივი არაფრის მთქმელი სახით გავუყევი სკოლისკნ მიმავალ გზას. თავი ჩახრილი მაქვს და თოვლში დანატოვარ ჩემს ნაბიჯებს საგულდაგულოდ ვაკვირდები. თავი ავწიე და ნაცნობი სილუეტი ვიცანი თუმცა ზოგჯერ ზედმეტად განსხვავებული ვარ. არავისი საუბრის მოსმენა არ მსურს და ჩემს თავში ვიკეტები.ჩემმა სიამაყებ ,უახსიათობამ ყოველივემ ერთად არ მომცა უფლება მისთვის დამეძახა . მივდივარ ჩემთვის. ყველანაირი ფიქრი გადავიყარე გონებიდან და კონცენტრირება ვცადე. ვცდილობდი ჩემთვის უკვე ნაცნობ ჯარჯის თვალში არ მოვხვედროდი,თუმცა გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა მასთან საუბარი. ნამდვილად მაინტერესებდა რა იმალებოდა მისი გოროზი სახის უკან . გულში კი ვფიქრობ: -აუ ოღონდ ამ ტიპის ისტორია მომასმენინა და მაგარი სტატია გამომივა.ალბათ ასეთი სათაური ექნება ,,უხასიეთო ანგელოზი" მე თვითონ გამეღიმა ჩემს ფიქრებზე. ჯარჯიმ გზიდან გადაუხვია და მეც დავრჩი ჩემს ფიქრებთან მარტო. თუმცა ვინ მაცდის მარტოობას . თორინიკეს სსიყვარულით გაჯერებული ესემესი მომივიდა . უიმედო,უმეტყველო ღიმილის გარდა არაფერი ყოფილა. კვლავ სკოლის საზოგადოება. რადიოს ოთახი და ჩემი ყოველდღიური რუტინა. ყველაფერი უცვლელია . მალე დამთავრდება პირველი სემესტრი . მოუთმენლად ველი არდადეგებს და თოვლის ბაბუას. სასაცილოა მაგრამ თოვლის ბაბუას ველოდები.მჯერა რომ სასწაულები ხდება . წელს სანტასთვის დიდი დათუნიას მეტი არაფერი მითხოვია. ძალიან სასაცილოა მაგრამ ასეა.მაგრამ ალბათ ადამიანს თუ გულით სჯერა რამის ,არსებობს კიდევაც. მეორე დღეს მათესთან ვაპირებდით წასვლას. მათე ხევსურია. ცოტა უცნაურია ,ცუდი ხასიათი აქვს მაგრამ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ძალიან მიყვარს და ვუძლებ მის ხასიათს. მე და მარიამმა უკვე ვიცოდით რომ მათეს სტუმარი ჰყავდა მთიდან. დღეს უნდა გაგვეცნო.ვიყიდეთ სასუსნავები და მივადექით სახლს.რათქმაუნდა დაუკაკუნებლად შევედით მათეს სახლში და თამუნა დეიდას დანახვისას სიხარულის კივილი დავიწყეთ. ძალიან გვიყვარდა თამუნა დეიდა და მისი გაკეთებული ნამცხვრები. სკოლის გაცდენა რომ გვინდოდა მე დამარიამი ყოველთვის აქ მოვდიოდით. სამზარულოსკენ წავედი ,რადგან ვიცოდი იქ აუცილებლად ჩემი საყვარლი ნამცხვარი დამხვდებოდა მაცივარში. სამზარეულოში შესვლისთანავე ბედნიერი ღიმილი სახეზე შემაშრა . ჯარჯი რომ დავინახე გავშრი . ალბათ ჩემი საყვარლი ბენდი რომ დამენახა ახლა იმდენად არ გამიკვირდებოდა ,ვიდრე ყოველივე ეს .ვიცი რომ დამთხვევები არსებობს ,მაგრამ ჩემს თავზე ამგვარ რაღაცას თუ გამოვცდიდი არ მეგონა.გამიხარდა თან როგორ.ნამდვილად დამაინტერესა ამ ადამიანმა,არადა ყოველთვის თავდაჭერილი ვარ არავისით ვინტერესდები რადგან ყურადღების ეპიცენტრში ყოველთვის მე ვარ. ჯარჯი კვლავ არაფრის მთქმელი, უღიმღამო სახით მიყურებდა . ძალიან მეწყინა. არ ვიცი რატომ მაგრამ მეწყინა, არ ვიცი რატომ მაგრამ მეწყინა.მე ხომ არავინ ვიყავი მისთვის თუმცა გულში რაღაც ჩამწყდა.მივხვდი რომ ვერ გავხდებოდი მისი ყურადღების ღირსი.თავიდანვე მივხვდი რომ მიუწვდომელი იყო. შემდეგ მათემ ჯარჯი გაგვაცნო. მთელი საღამო ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა მისი ცხოვრების თითოეული დეტალი. არასდროს დავინტრესებულვარ უცხო ადამიანით. ზოგადად ხევსურებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება მქონდა ,რადგან ჩემი შეყვრებულიც ხევსურია მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა მივდგომოდი ამ ადამიანს. არ ვიცოდი დამეწყო თუ არა დიალოგი ან რა გამეკეთებინა . ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და სახლში წასვლა დავაპირე. - ბავშვებო მე უნდა წავიდე. მარიამ შენ დარჩი და შენი მათე წაგიყვანს მერე. ვთქვი და ჩავიკისკისე. -და შენ თორნიკე არ წაგიყვანს? მკითხა გაოცებულმა მარიამმა. -არა. მოკლედ მოვჭერი და თამუნა დეიდა ჩავკოცნე. -მე გაგაცილებ. მითხრა ჯარჯიმ და წამოიწია .მე გამიკვირდა მაგრამ მივხვდი რომ შანსი მეძლეოდა მასთან საუბრის ოღონდ ინიციატივა მე უნდა გამომეჩინა. თუნდაც ყველაზე არაფრის მთქმელი დიალოგი ყოფილიყო მაინც უნდა დავლაპარაკებოდი მას. გამიხარდა მაგრამ რაღათქმაუნდა არაფერი შევიმჩნიე. გავუყევით გზას. თოვდა.ძალიან ლამაზი იყო ქუჩა ხალხის გარეშე . გზას მხოლოდ და მხოლოდ ლამპიონის მკრთალი შუქი ანათებდა . - რამდენი წლის ხარ ან აქ როგორ მოხვდი? ვცადე სერიოზული და საქმიანი საუბრის წამოწყება. -18 წლის ვარ. არ მინდოდა აქ ჩამოსვლა მაგრამ მომიწია. მე აუცილებლად დავბრუნდები იქ . აქ არ დავრჩები. ხმაში სევდა ეტყობოდა . მისი ხმა კი .. მისი ხმა საოცრება იყო. არაამქვეყნიური. -სად ცხოვრობ ? საუბრის გაგრძელების პერპექტივით ვკითხე. -არხოტის ხეობა,. მოკლედ და ლაკონურად მიპასუხა. მე კიდეც მინდოდა საუბრის გაგრძელება,ამიტომ განვაგრძე უინტერესო დიალოგი -მომიყევი არხოტზე . -რაივიცი სულ რამდენიმე ოჯახი დავრჩით. ხალხი ბარში მოდის სოფლები გაუკაცრიელდა.მე ახიელიში ვცხოვრობ. იქ ყველაფერი სულ სხვანაირია.სულ ესაა თათია. მეტი ვერაფერი ვეღარ ვკითხე. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მან განაგრძო საუაბარი. -თათია რატომ ხარ მოწყენილი? ასეთი კითხვა არასდრო არავის დაუსვამს ჩემთვის . ყოველთვს მხიარულ ადამიანად მივიჩნეოდი. ყველას ვამხნევებდი და ვერავინ ამჩნევდა ჩემს ცუდად ყოფნას. არც არავისგან მოველოდი ასეთ კითხვას.ჯარჯი სულ ერთი დღეა მიცნობდა.არ იცოდა როგორი ვიყავი ,როგორ ვცხოვრობდი.არასდროს ვაჩვენებდი ხალხს ყოველივე ამას . ეს ის იშვიათი მომენტი იყო როდესაც ვიღაც უცხომ, შორეულმა მიგრძნო. დიახ , მთელი სულით მიგრძნო. მხოლოდ მანდ . მეტმა ვერავინ. მხოლოდ ჯარჯიმ. -გაწუხებს რამე ? -შენ საიდან იცი? როგორ მიხვდი? შენ ვერ მიხვდებოდი... განერვიულებული ვლუღლუღებდი. -თვალები.თვალები სულის სარკეა. მან მე გამაოცა. აფორიაქების და ქაოსის მეტი არაფერი იკითხებოდა ჩემს სახეზე.ყოველთვის ვამაყობდი რომ მიუწვდომელი ვიყავი ხალხისთვის და ვერავინ იგებდა ჩემს ,,რაღაცნაირ" ხასიათს.ახლა კი თითქოს მეწყინა რომ ჯარჯიმ ამომიცნო.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი,რომელიც საგულდაგულოდ იყო დამალული რათა მისთვის განკუთვნილი ფაფა არ ეჭამა მაგრამ იგი დედამ მაინც იპოვა .მან თავი თითქოს დამნაშავედ იგრძნო და უნდოდა დავემშვიდებინე . ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა .თავის შეკავებას ვცდილობდი არ მინდოდა მასთან ამომენთხია მთელი ცხოვრების ნაგროვები სევდა და ტანჯვა. ჯარჯი მოვიდა და ჩამიხუტა. უსიტვოდ ჩამიხუტა. ძალიან მაღალი იყო,ძალიან. გულამდე ძლივს ვწვდებოდი. გაშლილ დათოვლილ თმაზე ხელს მავლებს და ელოდება ჩემს დაწყნარებას. შემდეგ თავს ძალა დავატანე და დავმშვიდდი,უჩვეულო სიმყუდროვე ვიგრძენი.ჯარჯის მოვშორდი და ასლუკნებულმა საუბარი დავიწყე. -იცი მე მხიარული ვარ,ძალიან მხიარული. ყველას ვუყვარვარ . მეც მიყვარს ყველა . ყველას ვამხირულებ. მე,მე კიდე ცუდად ვარ. მეც ვარ ხოლმე ცუდად და მე არავინ მამხიარულებს . ანერვიულებული ვუხსნიდი მას და ამასობაში ჩემს სახლსაც მივუახლოვდით. უბრალოდ მოვახერხე რომ თავი დროზე მომეთოკა ,თორემ უარესი ისტერიკის გამართვაც შესაძლო იყო. -დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება . კიდევ ერთხელ მანუგეშა ჯარჯიმ და დათოვლილი თმები გამისუფთავა. ბოლოა გულთბილი ღიმილი და მეტი არაფერი. შევედი შინ და დავწექი. არავინ და არაფერი მიდოდა . უცებ დავფიქრდი კვლავ ნანატრ თაავისუფლებაზე და მთა მომაგონდა. ,,მხოლოდ მთებშია თავისუფლება!" ამ დღის შემდეგ უფრო ჩავიკეტე ჩემს თავში და უცნაური გავხდი. არასდროს მჩვევია სიმშვიდე. ყოველთვის ქაოსური,ხმაურიანი და სცილიანი ვიყავი..ყველას გაუკვირდა ჩემი ასეთი ცვლილება თანაც უარესობისკენ. სწავლას ძველებურად კარგად ვაგრძლებდი თუმცა ჩუმი ვიყავი. მეგობრებიც აღარ მყავდა. მარიამი და მათე პროექტიდან ბაკურიანში იყვნენ . თავს ერთიორად მარტო ვგრძნობდი.თორნიკესთან კონტაქტი გავწყვიტე. ვიცოდი რომ ცუდად იყო , ვიცოდი რომ მე დავაშავე . ისიც ვიცოდი რომ ყველაზე ამორალური ადამიანი ვიყავი თავისი გაუმართლებელი საქციელით. ჩემ თავს ვლანძღავდი და გაჩენის დღეს ვწყევლიდი. აღარ მინოდა ჩეკეტილ ჩარჩოებში ყოფნა. სიგიჟის ზღვარზე ვარ,ასე ვთქვათ გაფრენის. მინდა დავარღვიო ოქროს შუალედი ბინძურ სამყაროსთან და გავეცვალო მას . ბოლოს ვნატრობ ვინმე ჩემსავით გიჟი და ყველაფერზე წამსვლელის არსებობას . ჯარჯის ნახვა მინდოდა . უბრალოდ დანახვა . მხოლოს დანახვაც საკმარისი იყო რომ სიმშვიდე მეგრძნო. ადამიანი მხოლოდ მისი არაფრისმთქმელი მზერით ახერხებდა ჩემი ყურადღების მიპყრობას . მეკი ადამიანებით იოლად არასდროს ვინტერესდები .ეს გამონაკლისია. მიზეზად თამუნა დეიდას ნახვის სურვილი მოვიფიქრე და ვეწვიე მათეს სახლს. კარზე ტრადიციულად არ დამიკაკუნებია. -თამუნა დეედიკოო. ნახევრად წართმეული ხმით დავიძახე . ჩემდასასიხარულოდ ჯარჯი შემეგება. -თამუნა სახლში არ არის . მითხრა ხისტი ხმით. -კარგი. მაშინ წავალ. ესეც ჩვენი მეორე მცირე დიალოგი თოვლიანი ღამის შემდეგ. კვლავაც არაფრის მთქმელი. წასვლა დავაპირე და ყურსასმენები მოვიზმადე. -რას უსმენ ? -Pink floyd -,,wish u were here " -საინტერესოა. -მოდი ჩაი დავლიოთ გარეთ ძალიან ცივა და თან ბუხარი ავანთე. რათქმაუნდა თუ არ გეჩქარება. ასეთი შანსი მომეცა და სულ რომ მესამე მსოფლიო ომი გამოეცხადებინათ არსად წასვლას არ ვაპირებდი.მე ჩაი მოვამზადე და თან ჯარჯიც მეხმარებოდა . უსიტყვოდ . სიჩუმეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გახშირებული სუნთქვა არღვევდა . ბოლოს ბუხართან დავსხედით და კვავაც მე გამოვიჩინე ინიციატივა. ,,-შანსი, რომ გქონდეს რას ეტყოდი მამა ზეციერს? -მე მას მადლობას გადავუხდი ქალის შექმნისთვის..! -და ზოგი "კაცი" ქალში შედევრს რატომ ეძიებს? -ალბათ ძალ-ღონე მათ არ შესწევთ გამოძერწისთვის..! -რას იყვირებდი ცას, რომ მიწვდეს შენი ყვირილი? -მიყვარხარს..! - ამას დავიყვირებ ალბათ ოდესმე..! -რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი? -სამშობლო, - თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..! -შენი ოცნების ქალს, რომ შეხვდე მას რას ეტყოდი? -არაფერს მხოლოდ დაჟინებით თვალებს ჩავხედავ..! -და შენ ოდესმე გაგიჟებით რამეს ეტრფოდი? -მე ახლაც ვეტრფი, თუმცა ამ წამს არ ღირს გამხელად..! -და სიბრალულზე რაღას იტყვი ფერფლად, რომ იქცა? -მეფე, რომ ვიყო ავაზაკსაც შევიწყალებდი..! -რომელი უფრო შორი არის, ზეცა თუ მიწა? -შენი თვალები! " გავჩუმდი. ეს მეორე მცდელობა იყო როდესაც მან აქცენტი ჩემს თვალებზე გააკეთა . თოვლიან ღამეს გამალებით ჩამაშტერდა.მეც ვუყურებდი მის კუპრივით შავ,სევდიან თვალებს.შორეული და ღრმა იყო.ცასავით უსასრულო. ის სხვაა, მე სხვა . აკრძალულია! როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას . არადა მე მინდა ჩემს სურვილებს გრძნობებს კივილის საშუალება მივცე თუმცა ამაოდ. შევწყვიტე ყველანაირი ფიქრი და ასეთი მრავამხრივი დიალგი არაფრად ჩავთვალე. შემდეგ მთაზე მელაპარაკა თურმე მამა აღარ ყოლია . დედამ აქ გამოუშვა,თუმცა თვითონ არუნდოდა. დასანახად ეზიზღება ბარი და ყველაფერი ბილწი რაც თანამედროვეობას თან სდევს . საინტერესო იყო. თავისი საუბრის ალში გამახვია,გამაბრუა და სახლამდე მიმაცილა. მეც ამეკვიატა მთა ,მასაც გავუღვივე დაბრუნების ინიციატივა .თუმცა მე ვინ ვიყავი ?! არავინ. გათამამებული, სიამაყით სავსე არსება რომელიც ,,მისი ხმის გასაგონად ყველაფერს ხაზს გადაუსვამდა. საინტერესოა როგორ შეუძლია ერთ პატარა ინციდენტს მთელი შენი ცხოვრების თავდაყირა დაყენება.მას შეუძლია უცნობი ადამიანი ყველაზე ნაცნობად ჩაგისახლოს სულში და თავბრუ დაგახვიოს,კარგად გათვლილი დღის და არა მარტო დღის,ცხოვრების რუტინა აგირიოს. დაგტოვოს შენთავთან მარტო და დაიმალოს შველივით, რომელიც მონადირეს დანახვაზე შეცბა,გაიქცა. მე და ჯარჯი ყოველდღე ვსაუბრობდით ,მაგრამ საუბარზე უფრო ორი ალტერნატიული ხასიათის გამოვლინება,ამავდროულად ქიშპობა იყო. არმესმოდა რატომ არავისთან არ სურდა კონტაქტი. გოგოების განხრით ვგულისხმობ. არადა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი,გოგოთუ ქალი მასზე გიჟდებოდა . ალბათ უფრო იმიტომ რომ მიუწვდომელი იყო. ადამიანებს ხომ ყველაფერი მიუწვდომელი,აკრძალული იზიდავთ და სურთ ხელში ჩაიგდონ,თუმცა უმეტეს შემთხვევაში ცდა კრახით სრულდება . არ ვიცი რატომ მესამუბრებოდა ჯარჯი გახსნილად მხოლოდ მე ან რატომ დავიმახურე ეს ,,პატივი" მაგრამ ცხადია კარგად გავუგეთ ერთმანეთს . იმდენი მელაპარაკა ხევსურეთზე,რომ მეც ამეკვიატა მთა . მივხვდი რომ ის ნანატრი თავისუფლება რომელიც მე მინდოდა მხოლოდ მთაში იყო . სხვაგან არსად . ადრე ამერიკაში მინდოდა წასვლა და გაქცევა , თუმცა ამაოდ. მივეჯაჭვე კვლავ საქართველოს რომელიც მხოლოდ ნამთვრალევ ,,ქართველ ვაჟკაცს" ახსენდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას. იგი სამშობლოს ამკობს უამრავი ეპითეტით და ამატებს რომ თამარის და დავითის სამშობლოში პროევროპელების აადგილი არ არის . ახლა კი მთა ამეკვიატა ისე როგორც აარასდროს. ადრეც ბევრჯერ უთქვამს თორნიკეს როგორ ვიცხოვრებდით ჯუთაში თუმცა სერიოზულად არადროს მიმიღია. როდესაც თორნიკე მეუბნებოდა ჩემი ცოლი უნდა იყოო ,მაშინაც სიცილად არ მყოფნიდა მისი ნათქვამი რადგან ,ჩემი გრძნობა ვიცოდი მხოლოდ თინეიჯერული გატაცება იყო და მეტი არაფერი. მას კი მართლა ვუყვარდი, უფრო სწორედ ვუყვარვარ . მე კი უსინდისოდ დავაიგნორე და გავუშვი ოთახის ბნელ კუთხეში,თუმცა ჩემნაირ ადამიანს რა უნდა მოსთხოვო?! ყველაზე ამორალურს. გიჟს . დიახ გიჟს. გიჟების ადგილი თავისუფლებაშია სადაც მათ არავინ შეავიწროებთ . თავისუფლება კიდევ მთაშია . ჯარჯიმ მათემატიკიდან სახლამდე გამაცილა. გზაში კვლავ ბევრი ვილაპარაკეთ . მე ვიცინოდი , ისკი ჩვეული ჯმუხი სახით მომყვებოდა გვერდით. მაგიჟებდა მისი სიცივე ,მაგრამ როდესაც ვთხოვდი ლექსი წაეკითხა არასდროს მეუბნებოდა უარს . იცოდა მიყვარდა ლექსები . ისიც დიდი სიხარულით მიკითხავდა ლექს. მისი ხმა,ლექსი და ხევსურული საუბრის კილო ერთად არაჩვეულებრივი რამ იყო . გულს მიჩქარებდა და მთელი დღეების ბედნიერრბად მიმყვებოდა. ყველას უკვირდა რატომ მაინც და მაინც მე და არა სხვა ? აქ ხომ უამრავი მთიდან ჩამოსახლებული ხევსური ცხოვრობდა ,ჯარჯის შეეძლო მათთან ეპოვა ერთგვარი ,,თავშესაფარი" თუმაცა არა ! მან თავბრუდახვეულს უარესად ამიბნია გზა . მართლაც მეც მიკვირდა,ძალიან მიკვირდა რატომ ამირჩია მე თავის მეგობრად და რატომ იჩენდა მზრუნველობას. თითქოს არ ჩანდა მისი დამოკიდებულება ჩემდამი ,თუმცა ვგრძნობდი შეფარულ სითბოს. თვალებში ვერასდროს ვუყურბდი. სასაცილოა,ძალიან სასაცილო. მე,ჯიუტი და თამამი გოგო რომელიც ლაპარაკობს იმას რაც უნდა ამ მთის კაცს თვალებში ვერ ვუყურბდი. ჯარჯი მაღალი იყო ,შავი წვერით და შავი თვალებით . გარეგნობით ნამდვილად გამოირჩეოდა ,მაგრამ მე კი დაბალი ვიყავი თანაც კარგი ტანითაც ვერ დავიკვეხნიდი თუმცა ჯარჯის ჩემი გრძელი ოდნავ ხვეული თმები უყვარდა . ბევრჯერ გაუსუფთავებია თოვლით დაფარული ჩემი თმები და შემდეგ თმებზე თამაში დაუწყია. ის მთის წესებს მიყვებოდა ,მეკი ჯიუტადვცდილობდი ჩემთვის საყვარელი მუსიკა მისთვისაც შემეყვარებინა . თავდაპირველად გაუძნელდა მაგრამ მერე თვითონ თვითნებურად მოეწონა. სკოლაში სიარული არ უყვარდა , სახლში კითხულობდა წიგნებს . კითხვა ძალიან უყვარდა . მეც ჩემ არჩეული წიგნები მიმქონდა მასთან და შემდეგ ვსაუბრობდით და განვიხილავდით. საოცარი იყო 17 წლია თინეიჯერი ახალგაზრდა შუა საუკუნეების ინტელიგენტ,თბილად მოსაუბრე ქალბატონს დავემსგავსე. ჯარჯიმ შემცვალა ,გამზარდა და ბევრი რამ მასწავლა . სტატიების წერაშიც მეხმარებოდა მაგრამ გარეთ საზოგადორბასთან ურთიერთობა არ უნდოდა. ვერ იტანდა ხალხს. კარნავალისთვის დიდი სამზადის გვქონდა .თორნიკე მომადგა კლასში , მე რეპეტიციას ვატარებდი და სასტიკი ისტერიკა გამართა. ეტყობოდა ნასვამი იყო. თორნიკეს პათოლოგიური სიმთვრალე ახასიათებდა. ადამიანის მოკვლაც კი შეეძლო ასეთ დროს . მე ეზოში ჩავიყვანე და ყველაფრის დიპლომატიურა მოგვარება ვცადე, როგორც მჩვევია. თუმცა უფრო გაგიჟდა გადაირია და ისეთი მწარედ გამარტყა არასდროს დამავიწყდება. - ის გიყვარს ხომ? იმის გამო მიმატოვე? არ შეგარჩენ ჩემი თავის გამოყენებას. ძარღვები დაეჭიმა . მეკი ვიდექი როგორც ქვა ,უგრძნობი ქვა და თითქოს მისი საუბარი არაფრად მეჩვენებოდა. ორმაგად აგიჟებდა ჩემი სიმშვიდე . მწარედ გამარტყა,ისრ მწარედ რომ კანის ნაწილი გამისკდა და სისხლი წამომოვიდა. თორნიკემ ძირს დამიფურთხა და წავიდა. ძლივს გადიარა თვალებში ბინდმა და მაათეს მივწერე ჩამოსულიყო. ესეთი რომ დამინახა გაოცება ვერ დამალა. ვერ წარმოიდგენდა ვინმე თუ ამას ოდესმე გამიბედავდა. მედდასთან წამიყვანა . იმდღეს ჯარჯისთან შეხვედრას თავი ავარიდე რადგან არ მინდოდა ამხელა იარით ვენახე . თუმცა მას ჩემგან დამოუკიდებად უკვე შეეტყო ჩემი ,,გალამაზდბის" ამბავი და არ მოისვენა. მაინც მოახერხა ჩემი ნახვა . დიდხანს მიყურა . არ იცოდა რა გაეკეთებინა . -როგორ გაბედა. მის ხმაში პირველად ვიგრძენი აფორიაქება . -რავიცი აბა , ღირსი ვიყავი. თავი ჩავხარე და იქვე სკამზე დავჯექი. ჯარჯიც დაჯდა . დიდხანს იფიქრა და ოდნავ მიმიხუტა . თმას დაუწყო თამაში . გამახსენდანპირველი მეგობრული ჩახუტება . ეს კი .. ეს კი არ გავდა პირველა შედარებით ცივი იყო თუმცა არა მარტო მეგობრული არამედ უფრო მეტიც იგრძნობოდა . -თათია არ ინერვიულო მე მივხედავ ყველაფერს. სითბო,ნუგეში,მზრუნველობა ყველაფერი ერთად . მე უფრო მეტად ჩავეხუტე და ხმა არ ამომიღია დიდხნს . -ჯარჯი.... -რა მოხდა? -ლექსი წამიკითხე რა. ,,შენს თვალებს - როშკის ტბებს, შენს ხელებს.. შენს თითებს - ნაწვეთარს გუროსას.. მე მხოლოდ სიზმარში შევეხე - შენს სხეულს - ნედლ ყვავილს, სუროსას.. შენს ნეკნებს, შენს მკლავებს, შენს ხალებს, შენს წარბებს, წამწამებს - თავშავას, მე მხოლოდ სიზმარში გიხილე და მერე სიზმარმაც წამშალა.. შენს თვალებს, შენს სუნთქვას.. ვიგონებ შენს ფრაზებს, შენს სიტყვებს - ავკარგებს.. მე მხოლოდ სიზმარში გიპოვე და მერე სიზმარიც დავგკარგე." თვალები დავხუჭე და ჩემს სამყაროში გადავეშვი. მინდოდა ეს წუთებისაუკუნოდ გაგრძელებულიყო .თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე ბედნიერი ვიყავი. კარნავალის წინა კვირა იყო. სიტუაცია იძაბებოდა. სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. მე და მარიამს აქეთ იქით სირბილი გვიწევდა დეკორაციებზე. გრანდიოზულ საღამოს ვგეგმავდით.რათქმაუნდა მათეც გვეხმარებოდა . ყველასგან გასაკვირად ჯარჯიც ჩავრთე საქმიანობაში და როცა რაიმეს კარგად შეასრულებდა და შევაქებდი უხაროდა,თუმცა კი მეტად არ იმჩნევდა. საკარნავალო თემად საქართველოს კუთხეები ავირჩიეთ. ყველას ძალიან გაუკვირდა თუმცა წინააღმდეგობა არავის გაუწევია ,რადგან იცოდნენ აზრი არ ჰქონდა . ზოგადად მე და ჩემი გუნდი თუ რამეს დავგეგმავდით აღარ გადავთქვამდით, თანაც ყოველივე ამ ფაქტის საკმაოდ გამცდილება ახსოვს ჩვენს სკოლას. რათქმაუნდა კრიტიკა დიდი იყო. ჩვენ კი მოულოდნელობით აღსავსე დღის ჩატარებას ვაანონსებდით. კარნავალის წინა დღეს მათესთან ვიყავით. საბოლოოდ გავიარეთ მთლიანი პროგრამა, ცოტა კორექტირება გავუკეთეთ და ამოვუსნუთქეთ . საღამოს წამყვანები მათე და მარიამი იყვნენ . განუყრელი დუეტი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან ბედნიერები იყვნენ. არასდროს ჩხუბობდნენ და მე მიკვირდა. ერთის მხრივ ბედნიერი ვიყავი რადგან ერთ თვიანი წვალება ამოვწურეთ,თუმცა ჯარჯი იყო ცუდად. მაღალი სიცხეები ჰქონდა და არც უწევდა. ძალიან ვნერვიულობდი . ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა და ჩუმად იწვა. მხოლოდ მისმენდა და პასუხის ნიშნად თავს მიქნევდა. ლამის გავგიჟდი იმ ღამეს ,თუმცა პანიკის დრო ნამდვილად არ იყო . კონცენტრაცია ვცადე . ხვალ მნიშვნელოვანი დღე იყო. ღამე არ მძინებია იმედნად ვიყავი ემოციებით გაჯერებული. დილას მარიამმა გამაღვიძა. ჩემი ადგომის დრო იყო,თუმცა მარიამს კიდევ ჰქონდა დრო გამსაძინებლად. წუწუნით ავდექი ,ჩავიცვი და სკოლისკენ გავემართე . გაკვეთილები არ ტარდებოდა თუმცა მე ჯერ დარბაზი უნდა მენახა ,შემდეგ რესტორანში წავსულიყავი მეორე დღისთვის დასაჯავშნად ხოლო საბოლოოდ კი აპარატურა უნდა შემემოწმებინა.ყოვლივე ამის გაკეთება კი მარტოს მომიწევდა. უხალისოდ ვიყავი რადგან ვიგრძენი ჯარჯი მომენატრა. აქამდე არასდროს მქონია ეს შეგრძნება რადგან სულ ჩემს გარშემო ტრიალდებდა , ახლა კი მომენატრა თან ძალიან თუმცა წინ გრძელი დღე მელოდა და უნდა ორგანიზებულობა გამომევლინა. დარბაზში ყველაფერი სათანადოდ იყო . რესტორანში წასასვლელად მოვემზადე . გარეთ ძალიან ციოდა თუმცა მე მხოლოდ თხელი ჟაკეტი მეცვა რადგან დილას მხოლოდდა მხოლოდ მისი პოვნა მოვახერხე. ჩავედი ეზოში . ისეთი ნისლია ვერაფერ ვხედავ. მივაღწიე კარებამდე და ნაცნობი სილუეტი დავინახე . -ყოველთვის ჩემთან ხარ როცა მჭირდები ჯარჯი . ვთქვი და გამეცინა. მას გაეღიმა . ეტყობოდა კვლავ ავად იყო მაგრამ ჩემს დასახმარებლად მოვიდა . ჯარჯი შეიცვალა . თბილი გახდა ,ხოლო ადრე კი ქვასავით უგრძნობი იყო. როდესაც დამინახა თუ როგორი გალურჯებული ვიყავი თავის ქურთუკი ჩამაცვა . დიდი წინააღმდეგობისდამიუხედავად მაინც თავისი გაიტანა. რესტორანში საქმეები რომ მოვაგვარეთ მათესთან წავედით. თამუნა დეიდას ჩემი და ჯარჯის ფორმა უკვე მოეწესრიგებინა. რათქმაუნდა არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ დღევანდელ საღამოს მე და ჯარჯი ხევსური წყვილის როლში უნდა მოვლინებოდით ჩვენს სკოლას. მე ბევრს ვფიქრობდი ხალხის რეაქციაზე ჩვენი დანახვის შემდეგ. ძალიან მიხაროდა ,მაგრამ მხოლოდ ერთი ფაქტი მაშინებდა. თორნიკე თავის მეგობრებთან ერთად აპრებდა მოსვლას . უბრალოდ არ ვიცოდი როგორ შემეხედა მისთვის თვალებში. მრცხვენოდა,თან ძალიან. თავდაპირველად უარის თქმას ვაპირებდი ჩემს დაკისრებულ მოვალეობაზე ,ვიფიქრე სახლში ყოფნა იქნებოდა უკეთესი თუმცა მერე ყველა მცდარი ფიქრი გონებიდან გავფანტე და შევუდექი სამუშაოს. აი ნანატრი საღამოც დადგა. გამოვეწყე გრძელ შავ კაბაში . კაბას ხევსურული ორნამენტები და მათთვის დამახასიათებელი სისადავე ამშვენებდა. ვერცხლის ფერი ქამარი კი სიმკაცრეს მატებდა. მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი სწორედ დღევანდელ საღამსთვის შეიქმნა . ფეხსაცმელი თანამედროვე იყო თუმცა ხევსურული ორნამენტები მასაც ქონდა . გრძელი ნაწნავი,სადა მაკიაჟი და დედა სიდონიას დამზადებული აქსესუარები ერთად დიდ სილამაზეს ქმნიდა. ჯარჯი ხევსურულ სამოსში გამოწყობილიყო და დიდხანს მაკვირდებოდა. არასდროს უთქვამს ჩემთვის კომპლიმენტი ამიტომ რაღაც განსაკუთრებულს არც ახლა ველოდი. -ძალიამ გიხდება. ხევსურის ქალს გავხარ ... თუმცა.... გაჩუმდა. დაფიქრდა -თუმცა რა ? ვკითხე სიცილით. -არ გავხარ. ხევსურის ქალი ხარ . ასე უკეთესია. მეც გავჩუმდირადგან ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები. ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მეტი არაფერი. ბანაური მეგობრები. დაგვაგვიანდა. საღამო უკვე დაწყებული იყო. ჯარჯის ხელი ჩავჭიდე და ამაყად შევაბიჯე დარბაზში. რათქმაუნდა ყველას ყურადღება მივიქციეთ . მე ცოტა დავიბენი თუმცა ჯარჯიმ როგორცკი გამიღიმა ყველა სხვა გრძნობა გაქრა. ჯარჯი არ მომშორებია იმ საღამოს . ერთად ვიყავით და მრავალი კომპლიმენტიც დავიმსახურეთ. ორივე ბედნიერები ვიყავით. ჯარჯიმ ლექსი წაიკითხა და მთელი სკოლა შოკში ჩააგდო . გოგოების ყურადღების ცენტრში მოექცა . ყველა მის გაცნობას ცდილობდა . ყველას მასთან სურდა ახლო ,,მეგობრობის " დამყარება. ჯარჯი ისე გაეხვია ახალი ნაცნობების კორიანტელში რომ მე მივავიწყდი. მე კი ცეკვა დავიწყე. ჩემი საყვარელი მუსიკა ჩაირთო და ჩემს მეგობარ მაქსიმეს გავყევი საცეკვაოდ. მაქსიმესთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა . მუსიკის სამყაროში გადავეშვი. ეს რომ ჯარჯიმ დაინახა ,ჩვენკენ გამოემართა და მაქსიმეს თხოვა ადგილი დაეთმო . ისიც სიამოვნებით დასთანხმდა. მუსიკა არჩერდებოდა . ჩვენ კი ვცეკვავდით. დარბაზში მოთამაშე მკრთალ სხივებს ვერეოდით. ვცეკვადით ნელა და ნაზად . თუმცა თითქოს ეს ცეკვაზე მეტიც კი იყო. თორნიკე ამ სანახაობას შესცქეროდა და ერთი სული ქონდა ჯარჯი მოეკლა.საბედნიეროდ ვერაფერი გაბედა იმ საღამოს. -მაჩნიხარ! ჩამჩურჩულა ჯარჯიმ. სიცილი ამიტყდა რადგან უკვე საკმაოდ ბევრი ალკოჰოლი მქონდა მიღებული,ხოლო ნამთვრალევ მდგომაარეობაში კი ზედმეტად თამამი და ორმაგად ხალისიანი ვარ. არც ჯარჯი იყო ფხიზელი თუმცა არ იმჩნევდა. ჩემზე მტკიცედ იდგა. -გულში მაჩნიხარ! გამიმეორე ჯარჯიმ ნელა . მე არაფერი მითქვამს ან რაღა უნდა მეთქვა ჩავეხუტე ორმაგად და სამმაგად და უფრო მეტად. ბოლოს ღამის 3:00 იყო. სიცილით მოვდივართ დათოვლილ გზაზე . თმა გავიშალე და თითქოს თავისუფლება ვიგრძენი. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ჯარჯიმ ხელი ჩამკიდა და ჩემთან ერთად განაგრძო გზა. ოღონდ დასერიოზულდა კიდვ ერთხელ მოკლედ, ორმაგად სუფთად გამიმეორა: -მაჩნიხარ! -და რატომ მე? -შენ არავინ გგავს . მოკლედ და ლაკონურად . სახლამდე მიმაცილა. ვიდექით ასე უბრალოდ,ბანალურად გაუგონარ სიცივეში და ყინვაში . მე მისი ცაზე უფრო ღრმა ,შორი თვალბი მათბობდა მას ჩემი ღიმილი. დავემშვიდლბეთ და ყურში კვლავ ჩამჩურჩულა: -გახსოვდეს , მაჩნიხარ ხევსურის ქალო. მე გამეცინა . სახლში შევედი და ჩემი ოთახსკენ გავემართე. ფიქრებს ალში გავეხვიე. ალკოჰოლის სიხალისე მიიჩქმალა და მეც ჩამეძინა . ღრმა ძილით .საუკუნო ძილით . უფრო შორით ვიდრე ოდესმე. მეორე დღეს მარიამთან ვიყავი. სახლში მარიამი მარტო იყო და ამ ღამეს იქ ვრჩებოდი. მარჯეტში ვიყავით ,პროდუქტები მოვიმარაგეთ და საჭმლის კეთებას შევუდექით. ყოველივე ეს რათქამაუნდა მუსიკის თანხლებით ხდებოდა.მზადებას რომ მოვრჩით მათეც მოვიდა. ერთად ვისადილეთ და ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. ფილმს ვარჩევდით როდესაც ჯარჯიც მოვიდა. რატომღაც დანახვისთანავე მივხვდი რომ აფორიაქებული იყო თუმცა არ შევიმჩნიე. ავარჩიეთ ფილმი და დავიწყეთ ყურება . მარიამი პატარა ფისუნიასავით აეკრო მათეს და ჩაეძინა. მათემ რომ დაინახა ჩაძინებული მარიამი თვითონაც დაძინება გადაწყვიტა . საგულდაგულოდ მოეხვია თავის ქალბატონს და გაჩუმდა. მე ფილმი გამოვრთე და სამზარეულოში გადავინაცვლე. ცოტა შეყოვნების შემდეგ ჯარჯიც გამომყვა.ზამთარი იყო თუმცა მარკეტიდან უკანასკნელი ნაყინის ულუფა მაინც წამოვიღე. მოვკალათდი და ჭამა დავიწყე . ჯარჯის გაეცინა . -პატარა ხარ . -ძალიან. მეკი გამეცინა. -მოდი ჩემთან. წყნარად და თბილად მითხრა. -არ მოვალ. ენა გამოვუყავი და ნაყინის ჭამა ბედნიერად გავაგრძელე. -მაშინ მე მოვალ. თვალი ჩამიკრა და წამოიწია. მართლაც მოვიდა . წინ დამიდგა. მე ქვემოდან ავხედე თუმცა ადგილდან დაძვრას არ ვაპირებდი.შემდეგ ისე შემომხედა მივხვდი რომ უნდა ავმდგარიყავი. საოცარი იყო, მხოლოდ ერთი შემოხედვით ვგრძნობდი ჯარჯის თხოვნას თუ მოთხოვნას. იმდენად გავითავისე , იმდენად შევეჩვიე და შევისისხლხორცე რომ უკვ ნათელი იყო ყველაფერი. როდესაც ავდექი ჩემს ადგილას ის დაჯდა,ხელი მომკიდა და თავის მკლავებში მომაქცია. პატარა ბავშვივით მუხლზე ჩამომისვა,სწორედ იმ ბავშვივით რომელმაც საშობაო ტკბილეული უჩუმრაოდ მოიპაარა და ახლა კი უნდა დაეტუქსათ. -თათია იცი მე... და სიტყვა გაუწყდა. -შენ? -უნდა წავიდე. -სად? -მთაში ვბრუნდები. -მალე ჩამოხვალ? მივხვდი რომ პასუხი სავარაუდოდ უარყოფითი იქნებოდა რადგან მთა მისთვი ყველაფერი იყო ,მაგრამ ვიმედოვნებდი რომ ასე არ მოხდებოდა. -აღარასდროს. გავჩუმდი. თავი დავხარე და როდესაც გავაანალიზე რა მოყვებოდა მის წასვლას თავის მოკვლისსურვილი გამიჩნდა. არ ვიტირე. იმდენად ამაყი ვიყავი არ მივეცი ჩემთავს უფლება მეტირა. დიდ ნერწყვის ბურთულა ყელში გამეჩხირა. ძლივს ამოვიუნთქე. ავდექი და მარიამის ოთახში წავედი. შევედი და დავწექი. არ მეძინებოდა უბრალოდ არავისთან საუბარს არ ვაპირებდი. ჯარჯი შემოვიდა ფრთხილად ,საწოლედაჯდა ხოლოშემდეგ კი გვერდით მომიწვა. მიმიხუტა და თმაზე ფერება დამწყო. -წამოხვალ მთაში? მხოლოდ მე და შენ და არავინ სხვა . შოკში ჩამაგდო მისმა ნათქვამმა. მე ვოცნებობდი თავისუფლებაზე თუმცა ასე მალე ხაზზს ვერ გადავუსვამდი ყველაფერს. ყოველთვის ვამბობდი რომ საუკეთესო ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი . ახლა კი... ახლა კი რას იტყოდნენ . სიძნელეებმა შეაშინა და ვიღაც უცხო ხევსურთან ერთად გაიქცაო? მაშინვე შემრაცხავდნენ ოჯახის შემარცხვენელ და თავის მომჭრელ ადამიანად. ყველა ფიქრი გავიფანტე . აკრძალულია! -არა. მე არ შემიძლია. შენ წადი. მე .. მეეე და ტირილი დავიწყე . ორმაგად მივეკარი და ყველა გრძნობას მივეცი გათავისუფლების უფლება. დღემდე მხოლოდ ჯარჯიმ იცოდა რას ვგრძნობი . უსიტყვოდ იცოდა . ახლაც ყვლაფერს გრძნობდა. მეც მგრძნობდა. -მე ხვალ მივდივარ. შენ კარგად იცი სადაც უნდა მომძებნო. იცოდე რომ ხევსურის ქალი ხარ და მაინც მოხვალ ჩემთან,მთაში. ისიც იცი სადაა ჩემი სახლი ,უფრო სწორედ ჩვენი სახლი. მე ვუსმენდი მერეკი თვალები დავხუჭე დაა დამეძინა. დილით ჯარჯიმ გამაღვიძა. დიდხანს ვეხუტებოდი არ ვუშვებდი მაგრამ მაინც წავიდა და თან წაიღო ყოველივე ის სულიერი,ადამიანური რაც კი შემრჩენოდა. სიცარიელე ვიგრძენი. ახლა ყვაფერი სულ ერთი იყო .,ერთიორად ცივი გავხდი,შეუვალი და მიუწვდომელი ციხე-სიმაგრე. ყოველ დილას და ყოველ საღამოს ვფიქრობდი ნუთუ ასე როგორ წავიდა და დამტოვა მარტო. ძალიან კარგად იცოდა რომ შევეჩვიე ,რომვერ გადავეჩვეოდი. ისიც იცოდა რომ მე მიყვარდა,მერე რა თუ მას არ ვუყვარდი. განა ის არაა საკმარისი როდესაც ადამიანი თავის გულ და არსებას გჩუქნის?! თუმცა არა ის სხვა იყო მე სხვა ვარ . ის მიუწვდომელი იყო,ის აკრძალულია.მაგრამ ძალიან კარგად ვიცი რომ ის მელოდება . ის იქ მელოდება მთებში. ვიცი რომ სულ დამელოდება. არ ვიცი რატომ მაგრამ დამელოდება. ,,ჩვენ" სახლში. ერთი თვე გავიდა. ვეღარ ვძლებდი. კივილი მინდოდა. გამოვედი მათემატიმკდან. თმა გავიშალე და მკაცრი გადაწყვეტილება მივიღე. ვიცოდი რომ არასწორს ვაკეთები,ვიცოდი რომ ჩემზე გიჟი ამ მომენტში არავინ იყო,ისიც კი ვიცოდი რომ ბევრს გულს ვატკენდი მაგრამ მე თავისუფლება მინდოდა. მაგრამ არა მარტო.. მასთანერთად. სახლში წავედი.ავიღე ჩანთა.ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე გრძელი კაბა,ორი ჟაკეტი და სპორტულები ჩავალაგე. სახლში დავიბარე რომ მარიამთან დავრჩებოდი,რადგან მეორედღეს ბიოლოგიისთვის უნდაგვემეცდინა.საბოლოოდ მოვავლე თვალი ჩემს ,,დაწყევლილ" სახლს თავი.რამდენჯერ მიოცნებია ამ სახლიდან გაქცევაზე,მაგრამ ახლა კი გულში რაღაც პატარა ადამიანური ნაწილი მწიწკნიდა და ბოლმდე არ მაძლევდაწასვლის უფლებას. დავძლიე ყველანაირი სინდისის ქენჯნა და დანაზოგს გადავხედე . იმდენი იყო არხოტამდე თავისუფლად მეყოფოდა.დავურეკე მთეს. -მათე რაღაც უნდა გითხრა მაგრამ იცოდე რომ მოგკლან და გაწამონ მაინც არაფერი არ უნდა თქვა. -რა მოხდა? მკითხა მოუთმენლობით შეპყრობილმა. -ჯარჯისთან მივდივარ. -რამდენხანში ჩამოხვალ? მკითხა სიცცილით. ეგონა ვხუმრობდი. -აღარ ჩამოვალ. იმდენად სერიოზილად ვუთხარი დაფიქრდა და ჭკვაზე დარიგება დამკიწყო თუმცა აზრი არ ქონდა . დავემშვიდობე და ვუთხარი მარტო დედაჩემისთვის ეთქვა ჩემი ამბავი. რეალურად ჩემი აუხლოესი მეგობარი დედა იყო. ვიცოდი დედას გულს ვატკენდი მაგრამ გარკვეული დროის მერე აუცილებლად გამიგებდა. თბილისში ჩავედი. ზურგჩანთა და საჭირო ტანისამოსი ვიყიდე. ჩავჯექი ავტობუსში და ვოტახანში გავუყევით გზას არხოტისაკენ. ცხადია ავტობუსი ბოლომდე ვერ ავიდოდა და ნაწილი გზის ფეხით გავლა მომიწევდა უცხომხარეში,მაგრამ არ შევშნებულვარ. დავტოვე ყველაა და ყველაფერი დაწყევლილ ბარში. ყვეაფერი ძველი და ბინძური უკან დარჩა. წინ კი ახალი ცხოვრება მელოდა კომპიუტერის,ინტერნეტის და ტელეფონის გარეშე.მე ყოველთვის თანამედროვეობის მხარდამჭერი ახლა ხევსურობას ვლამობდი. ჯარჯი მხოლოდ დამხოლოდ ჯარჯი იყო ყველაფრის სათავე და ბოლო. ღამე ჩავედით. რომ დავინახე სიბნელე შემეშინდა,თან ძალიან შემეშინდა. ტელეფონი უკვე აღარ იჭერდა. ავიღე ჩანთები და გავუყევი გზას. ძალიან ციოდა .საშინლად წვიმდა. არავინ ჩანდა გზაზე,მაგრამ მგლების ყმუილი მესმოდა. გათენებამდე ვიარე.სულ გავილომპე,ტალახში ამოვიგანგლე.უცნობ მხარეში სრულიად მარტო ვიყავი. გზა ასეთი მტანჯველი არასდროს ყიფილა. ადამიანს აღარ ვგავდი. განა მიღირდა ჯარჯი ასეთ წვალებად.კი მიღირდა. მის გამო ყველაფერს გავაკეთებდი და ფაქტიც სახეზე იყო. როდესაც ცხენოსანი შევნიშე სიხარულით გამინათდა თვალები. -გამარჯობათ . დამეხმარებით ? ისეთი გასაცოდავებული ვიყავი არავის მისცემდა სინდისი უფლებას უარი ეთქვა ჩემთვის. -ტურისტი ხარ? მკიცხრა ზედაპირულად. -თან კი თან არა. ჯარჯი ნაროზაულს იცნობთ? ვიცი რომ აქ მცირედი ხალხია შემორჩენილი,დარწმუნებული ვარ უნდა იცნობდეთ.გთხოვთ მომეხმარეთ.შემათვალიერა მერე კი გზა მიმასწავლა. ამჯერად ცოტა სიარული მომიწია და დანიშნულების ადგილას რომ მივედი ამოვისუნთქე . არაფრის თავი აღარ მქონდა . კიბეზე ავედი,უფრო სწორედ ძლივს ავბობღდი. და კარებზე დავაბრახუნე. ნაბიჯების ხმა გავიგონე და ამოვისუნთქე. რომ დამინახა გაუკვირდა არ იცოდა რა ექნა.ანერვიულდა,გაშრა.სიხარულმა დაისადგურა მის სახეზე.მოვიდა ახლოს და ხელში ამიტაცა. -ჩამოხვედი ? ვერ ვიჯერებ. და ჩამეხუტა. -კი მე შენთან ჩამოვედი და აღარსად ვაპირებ წასვლას. ეს რომ გაიგო უფრო მიმიხუტა. სახლში შემიყვანა . ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა გული ეტკინა. თავის თავს აბრალებდა ყველაფერს. მე კი უხმოდ მივედი,ჩავეხუტე და მის მკლავებში მოვკალათდი.თავი დავადე და ჩამეძინა . გაღვიძებას აღარ ვაპირებდი ისე თბილად მეძინა. მხოლოდ და მხოლოდ გვიან ვიგრძენი ჯარჯი როგორ ეფერებოდა ჩემს თმას . ბედნიერი ღიმილი გადამეფინა სახეზე . -დილამშვიდობის თათია. მითხრა და ყელში მაკოცა. ძალიან მიყვარდა მისი კოცნა. ყველაფერზე უკეთსი იყო. მას კი ჩემი სუნამოს სურნელი უყვარდა. -დილამშვიდობის ჯარჯი. ვთქვი და გამეცინა. -ადექი მოწესრიგდი და აქაურობას დაგათვალიერებინებ. გახსოვს ცხენზე რომ ოცნებობდი . ცხენით გაგასეირნებ . მე ბედნიერიერი წამოვხტი და გავემზადე.დავათვალიერე ყველაფერი. ისეთი ლამაზი იყო გარემო ერთი წამითაც არ მინანია რომ ყველაფერი დავტოვე . ვიცოდი მარიამი და მათე აუცილებლად ჩამოვიდოდნენ ჩვენთან. ჯარჯი სახლში მარტო ცხოვრობდა,იმიტომ დაბრუნდა მთაში რომ დედაც გარდაეცვალა. მეკი არც კი მიკითხავს მისი გადაწყვეტილების მიზეზი. ახლა კი როდესაც მოვისმინე მისი ისტორია ვერაფერი ვეღარ ვთქვი , ავდექი მივედი და მოვეხვიე. აღარ ვუშვებდი.ისიც ბედნიეერი იყო ვატყობდი. კარგად დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. ტელეფონი არ იჭერდა ,ამიტომ ორმაგად ბედნიერი ვიყავი. საერთოდ არავინ მომნატრებია ისე კარგად ვგრძნობდი ჯარჯისთან თავს. ალბათ ჩემი ოჯახის წევრები გაგიჟდნენ,წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადეს მაგრამ ზუსტად ვიცი აქ ვერასდროს მომაგნებენ. შეიძლება ყველაზე უმადური ადამიანი ვარ ,რადგან ჩემი ოჯახი უარვყავი,მაგრამ მათში არ ყოფილა ჩემი ბედნიერება,რადგან ჩემი ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ ჯარჯია. ძალიან ციოდა მეკი თან შესაფერისი ტანსაცმელი არ წამიღია.ჯარჯის სქელი სვიტრი მუხლებამდე მწვდებოდა,საერთოდ არ უხდებოდა ჩემს გრძელ კაბას თუმცა ამაზე არ ვდარდობდი. გარეთ დიდი თოვლი იყო ამიტომ მხოლოდ დილაობით გავდიო გარეთ. ძალიან მიყვარს სეირნობა. ჯარჯისაც შევაყვარე სეირნობა. ცხენით ვსეირნობდით და ვცხოვრობდით ბედნიერად.დიდი დიასახლისობით ვერ დავიკვეხნიდი თუმცა მხიარულად ვაკეთებდი ყველაფერს. -გვრიტეეებოოო. მომესმა მარიამის კივილი და სიხარლის ცრემლები წამომივიდა. წამოვხტი და გავვარდი გარეთ. -მააარიამოოო. მოდი ჩემთან . ისე ჩავეხვიეთ ერთმანეთს ვერავინ გაგვაშორა. მერე მათეს ავეკარი. ბედნიერი ვიყავი ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ერთად . მარიამმა ახალი ტანსაცმელი ჩამომიტანა და კიდევ შოკოლადები. პატარა ბავშვივით ბედნიერი ვიყავი. ადრე ურიაქციოდ გავატარებდი ამგვარფაქტს ახლა კი ძალიან გამიხარდა. ზოგადად ძალიან სენტიმენტალური გავხდი.მიზეზი ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ფაქტი სახეზეა.ადრე ყოველთვის მომთხოვნი და კაპრიზებიანი ვიყავი ,ახლა კი შეიცვალა ყველაფერი. ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია. ყველაზე მეტად კი ის მიხარია ჯარჯის გვირილები რომ მოაქვს . ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი როდესაც ჯარჯიმ პატარა ბაჭია მომიყვანა. იცოდა ძალიან მინდოდა. ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია. მთის ცხოვრება იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა,თუმცა კი მალე გავითავისე. ყვლაფერი კარგად და წესისამებრ გრძელდებოდა. უკვე ერთი წელია მე და ჯარჯი ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ არასდროს გვიჩხუბია და მახარებდა ეს ფაქტი. ისევ ისე ვიყვარდა ერთმანეთი როგორ თავიდან.ასე მეგონა ეს იყო საუკუნო ბედნიერება რომელიც არასდროს დასრულდებოდა,თუმცა კი შევცდი. ჩვენს მეზობლად ერთი სახლი იდგა კარგად მოვლილი იყო ,არც მიტოვებულის ეტყობოდა რამე უმთავრესად ტურისტებზე ქირავდებოდა ზაფხულში. შემოდგომის სუსხიანი დღე იყო . ასეთ დღეებში კი სულ მეზარებოდა ადრე ადგომა და გვიანობამდე ვიძინებდი თან საპატიო მიზეზიც მქონდა უკვე 7 თვის ორული ვიყავი ,ძლივს დავგორავდი. ჯარჯი არაფერს მაკეთებინებდა და ამიტომ ყველაფერს წოლა მერჩივნა. ხმაური იყო გარეთ არადა დილაობოთ სრული იდილია სუფევდა ხოლმე . გამიკვირდა ,ძალიან განიკვირდა და გარეთ გასვლა დავაპირე. აივაზე რომ გავედი ცივმა ქარმა თმები სულ გამიწეწა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -ჯარჯი რა ხდება? ვიკითხე ნამძინარევი ხმით. -არაფერი ისეთი... ვიღაცეები ჩაოვიდნენ. ჯარჯი ანრვიულებული მეჩვენა,მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. მოვიდა მუცელზე მომეფერა ,მაკოცა და სახლში შევიდა. მას მეც უკან მივყევი. ჩავიცვი და ჯარჯისთან ერთად ვისაუზმე. გასეირნება გადავწყვიტე. გარეთ გავედი და გავუყევი გზას. ყვითელ ფოთლებს ვაკვირდებოდი და თან მეღიმებოდა. მიყვარს ბუნება და ხელოვნება სწორედ ამიტომ ყვრლაფერს სხვა თვალით ვუყურებ. თავი ავწიე და გავშრი. ყველაფერ ვიფიქრებდი მაგარამ ყოველივე ამას არა . თორნიკე იდგა . ის იდგა და ცინიკურად მიყურებდა . თავიდან მოჩვენება მეგონა მაგრამ რომ მომიახლოვდა ყველა ფიქრი გაიფანტა და სისხლი გამეყინა. -ვა ,თათული როგორი დიდი გოგო გაზრდილხარ. და ისტერიკული სიცილი აუტყდა. -ხო გითხარი არ შეგარჩენ რაც გააკეთე თქო. ახლა ჩემი რევანშის დროა. -თორნიკე სრულ ჭკუაზე ხარ? ხომ იცი ჯარჯი არ შეგარჩენს თუ რამეს დამიშავებ და ჯობს მშვიდობიანად წახვიდე. -და ვინ თქვა რომ შენთვის ვაპირებ რამის დაშავებას? იმდენად მიყვარხარ რამდენადაც მძულხარ ,მაგრამ ხშირად უფრო სიყვარული გადაძალავს. -პათოლოგი ხარ თორნიკე პათოლოგი.ყვირილი დავიწყე. -წადი გამანებე თავი შენ რა ადამიანი ხარ ? -არა თათია . ჩემი სახელი მკაფიოდ,ირონიულად და ხმამაღლა წარმოთქვა. ბოლოდ ცხენზე შეჯდა და წავიდა. სუნთქვა მიჭირდა და ძლივს მივაღწიე სახლამდე . ჯარჯის ანერვიულების მიზეზიც უკვე ცნობილი გამხდარიყო. -მოვიდა ჩემი გაბერილი? და მომეფერა. არაფერი ვუთხარი მარტო ჩავეხუტე და ხელს აღარ ვუშვებდი. ვგრძნობდი რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და არ მინდოდა ამის დაჯერება. -წავედი მე შეშა უნდა დავჭრა. თორე გამეყინები და მერე მე რაღა მეშვეება. -არ წახვიდე რა ჯარჯი. -ნუ გეშინია . წადი ჯერ ბაჭიას აჭამე და მერე დაიძინე მეც მალე მოვალ . -კარგი მაგარამ მალე მოდი. კარებთან შეჩერდა და გამომხედა,გამიცინა. მე გავუღიმე და ცუდიაზრები გავიფანტე. გამეღვიძა.ყინავდა. პირი მიშრებოდა. ჯარჯი გვერდით არ მყავდა . არც დაწოლილა. ავნერვიუდი უკვე 5საათი ხდებოდა . ავდექი და ნელი ნაბიჯით საჩეხისკენ წავედი. ბნელოდა. ხოლო სანთელს კი ყინვა აქრობდა. დიდი უბედურებით მივედი საჩეხამდე და ადგილაზე ჩავიკეცე. სულ სისხლი იყო ირგვლივ. ჯარჯი სისხლის გუბეში ცურავდა. გავშეშდი. ყვირილი მინდოდა ვერ ვყვიროდი. სულ გავლურჯდი და წამში დავბერდი ჯერ კიდევ 18წლის ახალგაზრდა. ისტერიკა დამემართა . ჯარჯი ჩავიხუტე ,ვკოცნიდი. ხელს არ ვუშვებდი . ციოდა მაგრამ არ მაინტერესებდა. უდიდრსი ტკივილი განვიცადე და ცხოვრება ჩემი სწორედ აქ დამავრდა,უბრალოდ ხაზი გადაესვა. გადაესვა რადგან ჯარჯი იყო ყველაფრის საწყისი და საბოლოო. გათენდა წყეული დილა. ნაცრისფერი. ბუნებამ იგრძნო ჩემი ტკივილი. წვიმდა. წვიმდა როგორც არასდროს . მეზობელმა გვიპოვა მე და ჯარჯი საჩეხში. ხმას არ ვიღებდი ჩუმად ჩემთვის ვტიროდი. დავრჩი მარტო . უფრო სწორედ დავრჩით მარტო მე და ჩემი შვილი. მთაში აღარ დამედგომებოდა. ჩავალაგე ბარგი და დავტოვე არხოტი.მოვდიოდი და ვიხსენები ჯარჯისთან გატარებულ დროს.მეღიმებოდა.თან ვტიროდი და თან ვიცინოდი. ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა. ჩვენი გაცნობა და თითოეული მომენტი. გაჭაღარავებულმა,არაფრის მქონემ და ფსიქიკურად განადგურებულმა დავტოვე თავისუფლება. 18 წლის გავხდი ზუსტად ამ დღეს. წყეული 18წელი ვატარე ზურგით და ახლა კი.. ახლა კი მეც მკვდარი ვიყავი და ჯარჯისთან მინდოდა რადგან სიცოცხლეს აღარ ქონდა ფასი. დავბრუნდი ბარში. ოჯახში არ მივსულვარ. არც მიკითხავს მათი ამბავი . მათესთან მივედი . თამუნა დეიდამ ჩამიხუტა და აღარ მიშვებდა. მეკი სითბოს ვეღარ ვგრძნობდი ყველაფერი სულ ერთი იყო. სახლიდან არ გავდიოდი. 2 თვეში კი ქვეყანას ჩემი შვილი მოევლინა . მე მას ჯარჯი დავარქვი. ჩემი ჯარჯი ულამაზესი ბავშვი იყო თუმცა მე სიცოცხლის უნარ დაკარგულს აღარ შემწევდა ძალა მისთვის მეპატრონა. დავუტოვე ბავშვი მათეს და მარიამს. ზუსტად ვიცი არაფერს მოაკლებენ. ზუსტად 1 წლის შემდეგ . ჯარჯის სიკვდილის დღეს თათია ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის წავიდა მასთან იმ ქვეყანაში. ლანდების სამყაროში. წავიდა და წაიყოლა დიდი ცოდვა ,მრავალი დამცინავი აზრი და მოსაზრება. თუმცა კი ცოტაოდენი სიყვარულიც. ის წავიდა სამუდამოდ და მასთან . ყველაფრის საწყისი ის არის . ყველაფრის საწყისი ჯარჯია და საბოლოოც. ჯარჯი ,მხოლოდ ის . მეტი არავინ სხვა. ( ძვირფასო მკითხველო ეს ისტორია ერთხელ უკვე მედო საიტზე თუმცა ახლა მცირეოდენი კორექტივება გავუკეთე და ოდნავ გაუგებარი ადგილები უკეთესად გავშალე. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.^^ იმედია მოგეწონათ <3 ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.