სოფლელი სანდრა მინდა მეე?(13)დასასრული
რიჩარდი გვერძე გადაბრუნდა და ბალიშზე კომფორტულად დადო თავი.კი გააპროტესტა ხელი რომ გაუშვა სანდრამ მაგრამ ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა.ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში გავიდა მთელი ღამე იმაზე ფიქრში გაატარა როგორი ბედნიერება იყო რიჩარდის სიყვარული.იხსენებდა და ეღიმებოდა რიჩარდის გაცნობას,დაახლოების პერიოდს,საშინლად არ ესიამოვნა იმის გახსენება როგორ მიატოვა,მაგრამ ესეც ერთ ერთი დამადასტურებელია რიჩარდის სიყვარულისა,ასე ძლიერ რომ არ ყვარებოდა საქართველოში არ გამოყვებოდა.გაბადრულს ჩაეძინა,მთელი ღამე სასიამოვნო სიზმრებში გაატარა.დილით გვიან გაეღვიძა,მისაღებში რომ გავიდა მარტო დედამისი დახვდა -დედი გაიღვიძე? გელოდებოდი მოდი ჭამე და ავალაგებ -რიჩარდი ადგა? -თანაც ადრე, ისაუზმეს უკვე და ახლა ეზოში არიან -დე იცი ვერასდროს წარმოვიდგენდი ასე საჩემოს თუ ვიპოვნიდი მითუმეტეს ინგლისში. -კარგი ბიჭია დედი გაუფრთხილდი -აბა რას ვიზამ დეე გავუფრთხილდები სანდრა კაცებთან გავიდა,თავის უსაყვარლეს კაცებთან,დავითი აკლდათ მხოლოდ თავისი გაბერილი ცოლით. -ბიჭებო რას აკეთებთ? -არაფერს ვლაპარაკობთ -აბა რას ვაპირებთ დღეს?შენ დაბრუნდები? -უყურე ახლა ამას სტუმარს მიგდებ სახლიდან გოგო? -რა ვიცი აბა დავიტოვოთ? -იცი რა?მე შენს ძმას დავურეკავ და ისიც ჩამოვიდეს ერთი კარგად ვიქეიფოთ -მაშ ანას დავურეკავ მე -კარგი დაურეკე თაზო სახლში შევიდა,სანდრამ მობილური მოიმარჯვა ანასთან დასარეკად.ჩემი ქალბატონი ზარის ხმამ გააღვიძა,ღამით ჩემთან იყო, -ანა როგორ ხარ? -ოხ ვის გავახსენდიო? -კარგი ერთი შენ ეს მითხარი გცალია? -იმას თუ არ ჩავთვლით რომ ამ წამს ერთი ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა მელოდება როდის გავთიშავ მობილურს კი მცალია -მოიცა რა?ვინ ახალგაზრდა რა სიმპათიური კაცი რო გყავდა ახლა უნდა ვიგებდე? -რა გაიგე საინტერესოა ჯერ ვერაფერსაც ვერ გაიგებ -ანა -რა ანა კაცო მითხარი რა საქმე გქონდა? -რა და ჩამო ჩემთან სოფელში ვართ მე და რიჩარდი -აჰაა და მერე მე მეუბნება რატომ არ მიყვები არაფერსო უჩემოდ გათხოვდი გოგო? -რა გავთხოვდი მეჯვარის გარეშე როგორ გავთხოვდებოდი ერთი -აბა მანდ ერთად რა გინდათ? -თუ ჩამოხვალ ძალიან მაგარ ამბავს დაგახვედრებ,ხო დავითიც მოდის და დაურეკე წამოგიყვანს,ისე თუ გინდა ეგ შენი კაციც წამოიყვანე თუ სერიოზული თემაა -დავურეკავ დავითს და ჩამოვალთ ვქეიფობთ ანუ? -ეგრე გამოდის სანდრამ გაღიმებულმა გათიშა მობილური.ანა ისეთი სახით მიყურებდა ვიფიქრე წერა ცოტა ხნით ხომ არ შევწყვიტო მეთქი მაგრამ ჯობს მოვამთავრო და მერე,მერე სულ ერთად ვიქნებით -იცოდე ვეჭვიანობ შენს ლეპტოპზე -სულ ცოტაც ჩემო ქალბატონო მალე მოვრჩები -როგორი ბოლო იქნება? -რეალური -მაშ მალე ვერ მორჩები მაგათი ამბავი წლები გაგრძელდება -მესამე შვილზე შევწყვეტ წერას -მესამე ბევრი არაა? -ნწ არა მალე იქნება -ვითომ -ხო -მაშ კარგი -მეც მინდა -რა მესამე შვილი? -არა ჯერ პირველი -ხვდები რასაც ამბობ? თავი დავუქნიე,სრულიად გააზრებული მქონდა რაც ვთქვი და მართლა მინდოდა ანასთან შვილი,უკეთესს განა ვინმეს ვნახავდი?არა არასოდეს. -ხვდები რომ ახლა ჩემგან თავს ვეღარ დააღწევ? -თუ გგონია ეგ სასჯელია ძალიან ცდები წერა მართლაც შევწყვიტე ცოტა ხნით,სხვაგვარად შეუძლებელი იყო,ანას შემხედვარე ნამდვილად ვერ იფიქრებდი მის გარდა სხვა რამეზე.მერე მალევე გაიქცა,დავითს უნდა შეხვედროდა,მთხოვა წამოდიო მაგრამ ჯერ არაა ამის დრო.სოფელში მხიარულად ჩავიდნენ.თამთა ძლივს დადიოდა,უკვე 6 თვის ორსული იყო,.ბიჭს ელოდნენ.ჭიშკარში სანდრა და რიჩარდი გამოეგებნენ,უკან თაზო და ლალიც გამოჩნდნენ -როგორ მომენატრე შე გაბერილო ჰა? -მეც მომენატრე სან,რიჩარდ შენ როგორ ხარ? -როგორ არის კი არა სოფელში თუ მოდიოდი არ უნდა გეთქვა ერთი? -კარგი ანა არ გინდა ყველა მოეხვია ერთმანეთს,მერე მშობლებს მოეფერნენ,სახლში უკვე გაშლილი იყო უზარმაზარი სუფრა,მხოლოდ მწვადი იყო გამზადებული შამფურებზე და დავითს ელოდა. -ვახ ვახ აქ რა ამბავი დაგიტრიალებიათ ყველა სუფრას შემოუსხდა,სანამ დაიწყებდნენ თაზომ ყველას ახარა რიჩარდის ამბავი. -ტყუილად კი არ მოგიპატიჟეთ,უნდა აღვნიშნოთ ჩვენი მომავალი სიძის გიორგი რიჩარდის გაქრისტიანება -მოიცა გიორგი რიჩარდი? -ხო დავით გუშინ რიჩარდი მოძღვარმა მონათლა -გილოცავ ძმაო მიხარია ყველას გაუხარდა,თითქოს ყველამ ერთბაშად ამოისუნთქა,ანას კი ერთი აზრი დაებადა თავში,ვერ ვიტყვი რომ წინააღმდეგი ვიყავი და მე არ მიფიქრია მაგაზე,განსაკუთრებით მცხეთაში ყოფნის შემდეგ.კაცები მწვადის შესაწვავად გავიდნენ,უკვე საღამო იყო და კარგად იყვნენ ნასვამები.რომ შეგეხედათ უბედნიერესები იყვნენ და მართლაც ასე იყო.ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი.მწვადების მერე ისე იყვნენ სიმღერაზე გადავიდნენ.სანდრამაც დალია მაგრამ ცოტა,თუმცა კი საკმარისი იყო ზომაზე მეტად გამხიარულებულიყო.ეამაყებოდა რომ რიჩარდი ყველას მოსწონდა.შუაღამისას დაიშალნენ,ქალებს უკვე გამზადებული ჰქონდათ ოთახები,სანდრამ რიჩარდი მიაცილა ოთახამდე,ბევრი ეცადა მაგრამ არაფრით გაუშვა,ახლა თუ არ დარჩები მოვკვდებიო აიჩემა. -კარგი მაშინ ორ წუთში შემოვალ სანდრა მისაღებში გავიდა დედამისი უკვე ოთახში აპირებდა შესვლას,კედელს აეყუდა და დედას გახედა. -რას მიყურებ ერთი ეგეთი თვალებით -უბრალოდ არ მიშვებს -იცოდე არ იმაიმუნოთ -პირობას გაძლევ ჩავეხუტები და დავიძინებთ სანდრამ სასაცილოდ მიიტანა საჩვენებელი და ცერა თითი პირთან და სასაცილო მოძრაობა გააკეთა,მერე ოთახში შებრუნდა რიჩარდი საწოლზე იყო გადაწოლილი,ხელი გვერძე დაკრა და სანდრას ანიშნა დაწექიო -რაო სიდედრმა? -არ იმაიმუნოთო -რომ გაკოცო მაიმუნობა გამოდის? -სულ ცოტა მაგრამ ეგ არაუშავს კოცნით რომ გული იჯერა ხელები მაგრად მოხვია და მიიხუტა.სანდრა მკერდზე აეკრო და გაიტრუნა -იცი რა გამახსენდა? სანდრა მიხვდა რაც გაახსენდა რიჩარდს და გაეღიმა -დაახლოებით ვხვდები -მაინც რა სულელი იყავი ჰა? -ერთ დღეს ალბათ ვილაპარაკებთ იმ ყველაფერზე რაც გამოვიარეთ -ოღონდ ახლა არა,ეს საუკეთესო წუთებია,შენი სუნი შენი სახლის ოჯახის სუნი,იცი როგორ მეგემრიელა შენი ოჯახი? -შენ ის თუ იცი როგორ მიყვარხარ? -დაახლოებით ვხვდები უტკბილესი ღამის მერე დილა არც ისეთი ტკბილი გამოდგა.ორივეს თავის სტკიოდა,განსხვავება ის იყო რომ სანდრას ოდნავ აწუხებდა რიჩარდს კი საშინლად. -რა დამალევინეთ კი მაგრამ გუშინ? -არაუშავს მიეჩვევი ნელ ნელა თაზომ ხელი დაჰკრა ბეჭებზე და მაგიდისკენ უბიძგა. -შენ კი არა მეც კი ნაბახუსევი მაქვს იმ საღამოს ქალაქში უნდა დაბრუნებულიყვნენ. -სანდრას ყველა ახლობელი აქაა და მინდა რომ ქორწილის თარიღი დავთქვათ.სანდრას უკვე ვთხოვე ცოლობა არც ისე რომანტიკულად მაგრამ მაინც,თქვენგანაც ნებართვა მაქვს და გაწელვა რაღა საჭიროა?სანდრა ერთ თვეში ყველაფერს მოასწრებ? -რად მინდა ერთი თვე კი მაგრამ -რავიცი კაბა,წვეულება,სტუმრები ათასი რამე იქნება მოსაგვარებელი -არ მინდა მე დიდი და პომპეზური ქორწილი.ყველაფრის მოგვარება 2 კვირაშიც შეიძლება -მით უკეთესი ჩემთვის -დედი 2 კვირა გვეყოფა მერე? -რად გვინდა მეტი,კაბას გოგოები შევარჩევთ,შენ სტუმრებს დაპატიჟებ,მთელ სანათესაოს არა ოღონდ,აი მამაჩემის ბიძაშვილის შვილიშვილის ძმიშვილები არ გვინდა კაი? -კარგი დედი კარგი -მაშ გადაწყვეტილია 2 კვირაში ჩემი ცოლი გახდები გზაში კიდევ ბევრი ილაპარაკეს ქორწილზე,რა თქმა უნდა ქორწილი ყველა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,მაგრამ არც ისეთი გრანდიოზული ყოფილა როგორიც ეგონა,ალბათ იმიტომ რომ მათ უკვე ჰქონდათ ოჯახი,ქორწილი უბრალოდ ფორმალობა იყო.და ჯვრისწერა რა თქმა უნდა აუცილებელი იყო ღმერთს დაელოცა მათი კავშირი.მართალია ბევრი რამ რელიგიისათვის მიუღებელი გააკეთეს მაგრამ ყველაფერი ხომ მიტევებადია.მეორე დღეს სამსახურში გავიდნენ.ლიკას ძალიან გაუხარდა მათი ამბავი.რაღაც ახალი საქმე უნდა მიეცათ სანდრასთვის მაგრამ ვერ აიღო,ალბათ შვებულებასაც ითხოვდა.რიჩარდი დაგროვილ საბუთებს ახარისხებდა და ცდილობდა ყველაფერი რიგზე ყოფილიყო შვებულება რომ დაემსახურებინა.მის მაგიდასთან ერთი თანამშრომელი მივიდა და გაბრაზებული დაებერტყა სკამზე.რიჩარდი ფაქსით მისულ საბუთებს უყურებდა,როგორც ჩანს უფროსმა ახალი საქმე ჩააბარა,მაგრამ მას რომ არ უნდოდა არაფრის აღება.მის წინ მჯდომი ბექას სიტყვები არც კი ესმდა თავიდა,ის აშკარად ვიღაცას ლანძღავდა -აი ასე დამტოვა ცარიელზე...მისმენ? რიჩარდი იცნობდა ბექას და კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ,უბრალოდ მასთან ასე არასდროს ულაპარაკია ბექას,თავისი პრობლემები არასდროს მოუყოლია -მაპატიე საბუთებს ვუყურებდი რა მითხარი? -რა და რაღაც ახალი საქმე გამოჩნდა და უარი მითხრეს,სხვას გადავუგზავნე უკვეო -საქმის აღება გინდა? -ხო აბა ისე ხო არ ვიქნები -რა დამთხვევაა მე არ მინდა აღება,უფრო სწორად არ შემიძლია ქორწილის სამზადისი ამბები ხო აზრზე ხარ რა -ვა ცოლს ირთავ?გილოცავ ძმაო მაგარია ბექასნაირი მხიარული არავინ იყო მთელ კომპანიაში.და როგორც ჩანს არ გავდა სხვა თანამშრომლებს,სხვა შემთხვევაში ეცოდინებოდა რიჩარდის და სანდრას ამბავი და მათი ქორწილიც არ გააკვირვებდა. -დახმარება გჭირდება რამეში?ხო იცი თუ რამე შენ გვერძე ვარ რიჩარდს გაეღიმა,მიხვდა რომ გულწრფელად იყო ეს სიტყვები ნათქვამი.უკვე აღარ უკვირდა ქართველების ასეთი ხასიათი,უანგაროდ შეუძლიათ დაგეხმარონ.ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბექასთან და ხვდებოდა რომ კარგი ადამიანი იყო. -მადლობა ძმაო ალბათ არ დამჭირდება დახმარება,თუმცა აი ამ საქმეს თუ შენ აიღებ დიდად დამეხმარები რიჩარდმა საბუთები მიაწოდა ბექას და სახეზე დააკვირდა.როგორც ჩანს ძალიან გაუხარდა,გულწრფელი სიხარული, დატვირთული საქმის მიღების გამო ყველას არ ეხატება სახეზე.ბექამ თავი საბუთებში ჩარგო და თავისი მაგიდისკენ წავიდა,გზაში მოტრიალდა და რიჩარდს მადლობა გადაუხადა -მადლობა ძმაო ეს იმაზე მაგარია რომელსაც მე ვითხოვდი -რის მადლობა უფროსთან მე მოვაგვარებ. ნიკოს ბექაზეც შეუთანხმდა და იმაზეც რომ ორი ერთთვიანი შვებულება უნდოდა თავისთვის და სანდრასთვის.ბევრი იჯუჯღუნა თქვენს გარეშე რა ვქნაო მაგრამ ქორწილის ამბავი რომ გაიგო სხვა გზა აღარ დარჩა,ასეთი კადრების დაკარგვას,რომელთაც ნებისმიერი კომპანია სიამოვნებით მიიღებდა ისევ შვებულების დამტკიცება არჩია.რიჩარდი სანდრას მაგიდასთან მიდიოდა რომ ეთქვა ყველაფერი მოვაგვარეო,გზად ბექა შეხვდა,ისევ მადლიერი უყურებდა,უცბად ბექას სიტყვები გაახსენდა ყველაფერში დაგეხმარებიო -ეი მეგობარო -ჰოუ -დახმარება შემომთავაზე არა? -რაც შემეძლება ნებისმიერი -როგორ ფიქრობ სმოკინგი მოგიხდება? ბექა ვერ მიხვდა და ცოტა დაიბნა -ჩემი მეჯვარე თუ იქნები -რა?მეჯვარე?შენი მეჯვარე ?სერიოზულად მეუბნები? ბექა ისე დაიბნა რიჩარდს გაეცინა -ხო ჩემი მეჯვარე,აქ არავის ვიცნობ წესიერად შენს გარდა,თან კარგი ადამიანი ხარ ადრე თუ გვიან მაინც დავახლოვდებით და არ ჯობს თან დავნათესავდეთ? -დავნათესავდეთ? ბექამ ორი წამით ჩაწია თავი და მერე ელვისსისწრაფით აიხედა -აბა არ ჯობს?მიხარია რომ მე მითხარი -კარგი მაშ ხვალ საღამოს გელოდები სახლში კარგი?მისამართს მოგწერ ნომერზე -კარგი მოვალ აუცილებლად მეორე დღეს სანდრა რიჩარდი ანა და ბექა ისხდნენ და ერთობლივად მსჯელობდნენ რა და როგორ იქნებოდა ქორწილში.ანამ და ბექამ კარგად გაუგეს ერთმანეთს,ჭკუამხიარულებს არ უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობა.რიჩარდი იმდენად მალე დაუახლოვდა ბექას და ბექაც ისე მალე შევიდა ყველასთან ურთიერთობაში ორი კვირის შემდეგ ვერ იტყოდი თუ ისინი ძველი მეგობრები არ იყვნენ.ორი კვირის შემდეგ ქორწილის დღეც დადგა.მიუხედავად ყველაფრისა ორივე ნერვიულობდა.ჯვარი სოფლის ეკლესიაში დაიწერეს,არ იყო გრანდიოზული ტაძარი,არც მორთულ მოკაზმული ეზო იყო,მაგრამ განა საჭიროა ტაძრის სიდიდე და მორთვა?ის ხომ ისედაც გრანდიოზულია თავისი არსით.ვის უნდა დაეწერა ჯვარი სხვას თუ არა მათ მოძღვარს და ნათლიას.ულამაზესი სადა კაბა ეცვა წელში გამოყვანილი და დაბლა დავარდნილი,რიჩარდიც კარგად გამოიყურებოდა.მეჯვარეები მათზე მეტად ღელავდნენ.მართალია გრძელი გზა გამოუვიდათ წინ და უკან მაგრამ არ შეეძლოთ სხვა ეკლესიაში სხვა მოძღვარისთვის ეთხოვათ ჯვრისწერა,რესტორანი ღია ცის ქვეშ იყო,თბილისში.მრგვალი მაგიდები შორიახლოს იყო განლაგებული.უკვე ჯვარდაწერილი და კანონიერი ცოლქმარი რესტორანში წავიდნენ,ხელისმოწერის რიტუალი იქვე ჩატარდა.ყველა ახლობელი იქ იყო მათ შორის მზია,გოგი,ალექსანდრე და რა თქმა უნდა ლიკა.ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ და როგორც მე ვიცი პატარასაც ელოდებიან.ნამდვილად უკეთესი დასანახია ასეთნაირად გამოცვლილი ალექსანდრე.ლიკას გვერდიდან არ შორდება.ლამის ჭიქის დაჭერაც აუკრძალოს და თვითონ დაალევინოს წვენი.არადა ჯერ მუცელიც არ ეტყობა.ყველა ბედნიერი შესცქეროდა ულამაზეს წყვილს.თვითონაც უბედნიერესები იყვნენ.ეგრედ წოდებულ თაფლობის თვეში ესპანეთში წავიდნენ.სანდრას ძალიან უყვარს ესპანეთი. -მალე წავიდეთ რა მაინტერესებს პირველ ღამეს რა გემო აქვს რიჩარდმა ღიმილით გადაულაპარაკა სანდრას -პირველი ღამე მაშინაა განსაკუთრებულად გამრიელი როცა მართლა პირველია -იყოს მეათასე წავიდეთ რაა მალევე წავიდნენ,გამოიცვალეს და აეროპორტში მივიდნენ.ესპანეთის ორი კვირა უთბილესი უტკბილესი და ულამაზესი იყო.სანდრას გარუჯული სხეული ათასჯერ უფრო მიმზიდველი ეჩვენებოდა რიჩარდს და ლამის ნახევარი შვებულება სასტუმროს ოთახში გაატარეს.თავიდან გარეთ გასვლის სურვილი არ ჰქონდათ იქ უკეთ ერთობოდნენ,ბოლო რამდენიმე დღე კი სანდრა ჭირვეულობდა,არც მზე აღარ უნდოდა და არც ზღვა.საქართველოში ერთი დღით ადრე დაბრუნდნენ,ასე რომ არავინ დახვდა.სახლში დაღლილები შევიდნენ და საწოლზე მიესვენენ -რა საშინელებაა ეს მგზავრობა ნუუ საერთოდ აღარ მინდა არაფერი -... -რიჩარდ არ მისმენ?მიდი რა რამე წვენი ამომიტანე ძალიან მცხელა -ახლა არ ამბობდი არაფერი არ მინდაო? -წვენი მინდა -კარგი კარგი მივდივარ. სანდრამ ტანსაცმელი გაიძრო და აბაზანაში შევიდა.რიჩარდს თხელი ატლასის ხალათით დახვდა. -შენით ვერასოდეს გავძღები რიჩარდმა კოცნა დააპირა მაგრამ სანდრამ გვერძე გასწია,ისეთი სახით იყურებოდა თითქოს რაღაც მყრალი ედო ცხვირწინ -რა სუნია რიჩარდ? -რა სუნი უნდა იყოს,მშვენიერი სუნი გიდის -მაშინ შენ გიდის ცუდი სუნი,მეძინება უნდა დავწვე. არაბუნებრივი ჭირვეულობა ერთი კვირა რომ გაგრძელდა,სანდრამ რაღაც იეჭვა და ექიმთან წავიდა,სამსახურში უკვე გასულები იყვნენ და რიჩარდი სახლში არ იყო,თვითონ ცუდად ყოფნის გამო ვერ წავიდა.ექიმმა რომ უთხრა ორი თვის ორსული ხარო ტვინში თითქოს რაღაც გადაუტრიალდა,იმ წამიდანვე ყველაფერს სხვანაირად შეხედა,თითქოს ექიმიც ოთახიც თვითონ კლინიკა სამყაროც კი სხვანაირი წარმოიდგინა მაშინ როდესაც მუცელში პატარა ჰყავდა.აღფრთოვანება ვერ მოასწრო ექიმმა რომ სახე მონიტორთან ახლოს მიიტანა და რაღაცას დააკვირდა,ექიმს ღიმილი შეეპარა სახეზე -რა ხდება ექიმო? -პირველი ბავშვია თქვენთვის? -დიახ რამე პრობლემაა? -არანაირი პრობლემა უბრალოდ პირველივე ჯერზე ორი პატარა გეყოლებათ -რა? -დიახ ტყუბები გეყოლებათ -ტყუპები? დამეფიცება სრული ერთი საათი საავადმყოფოს კიბეზე იჯდა და გაოგნებული იყურებოდა.ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ტყუპები ეყოლებოდა,მერე უცბად გაეღიმა,ყველას ჰგონია რომ ერთი კვირის წინ გათხოვდა ის კი 2 თვის ორსულია.როგორც ჩანს მამიკოს საჩუქარი გაუკეთეს. -ღმერთო ჩემო ორი მეყოლება ორი პაწაწინა არსება,ნეტავ გოგოები იქნებიან თუ ბიჭები?იქნებ გოგო და ბიჭი,სასწრაფოდ რიჩარდს უნდა ვუთხრა. სახლში წავიდა და რიჩარდს დაურეკა სასწრფოდ მოდიო.რიჩარდი და ბექა ისედაც სახლში მიდიოდნენ და ახლოს იყვნენ,20 წუთში სახლში გაჩნდნენ სანდრამ ისეთი ხმით დარეკა. ეშმაკური ღმილით გააღო კარი,კი გაუკვირდა ბექას დანახვა მაგრამ არ შეიმჩნა -ბიჭებო მოდით დასხედით ორივე დივანზე დასხა და თვითნ მათ წინ დადგა. -კი ვიფიქრე პირველი მას ვეტყვი მეთქი მაგრამ რადგან მარტო არ ხარ -რა ხდება საყვარელო? რიჩარდმა წამოდგომა დააპირა მასთან რომ მისულიყო. -არ ადგე ჯობს იჯდე -აღარ იტყვი? -ბიჭებო უმაგრესი საჩუქარი მივიღე -ვისგან კი მაგრამ -ტყუპები გვეყოლება რიჩარდ,შენ კი ნათლულები ბექუშ რიჩარდმა მადლობა უთხრა გულში სანდრას ადგომა რომ არ დაანება თორემ აუცილებლად მოეკვეთებოდა მუხლები.აზროვნების უნარი დაკარგა.არასდროს არ უფიქრია ოჯახზე ახლა კი ერთბაშად სამი ანგელოზი ჰყავს ცოლი და ორი პატარა.ბექა გაოგნებული იყურებოდა,ისეთი გახარებული იყო ლამის მივარდა სანდრას და ჩაეხუტა მაგრამ მიხვდა რომ რიჩარდისთვის უნდა დაეცადა -ტყუპები?ორი პატარა გყავს მანდ? რიჩარდი მასთან მივიდა და მუცელზე მოკიდა ხელი -სანდრა რა მაგარია წარმოგიდგენია ორი ერთად. უეცრად სანდრა ხელში აიტაცა და დაატრიალა -ორი მეყოლება,ორი,ყველაზე მაგარი ცოლი მყავს მთელს მსოფლიოში მერე სანდრა დასვა და ბექას გადაეხვია -ბიჭო აზრზე ხარ ორი პატარა,შენ წარმოგიდგენია რა მაგარია? ბექამ ანას მისწერა სასწრაფოდ სანდრასთან გაჩნდიო ისიც მალე მივიდა. -რა ხდება ამ ოჯახში რა ხმაურია რიჩარდი ახლა მას მივარდა და მაგრად ჩაეხტა -ანა ანუშკი ანიკოო ტყუპები მეყოლება წარმოგიდგენია? -რა ტყუპები მოიცა ერთი....რა თქვი?ტყუპები? -ხო ანეტ ტყუპები ანა სანდრას ისე მოეხვია კინაღამ გაჭყლიტა. -ორი ნათლული ერთად რა ბედნიერებაა. მეორე დღეს სოფელში წავიდნენ,თაზო და ლალი ჯერ ერთი შვილიშვილის დაბადებით იყვნენ აღტაცებულნი და ახლა ერთბაშად ორის ამბავი წარმოუდგენლად დიდი სიხარული იყო მათთვის.დავითს ბიჭი შეეძინა პატარა და საყვარელი ბიჭი,ნიკოლოზი დაარქვეს.მთელი ოჯახი ხარობდა მათი ბედნიერებით.მზიამ რომ გაიგო სახლშიც კი მივიდა სანდრასთან მისალოცად.გულწრფელად უხაროდა მათი ამბავი.თვითონაც ელოდებოდა შვილიშვილს და იცოდა რამხელა ბედნიერება იყო თაზოსთვის და ლალისთვის.არ ყოფილა სანდრა ჭირვეული ორსული.ათასში ერთხელ თუ მოითხოვდა რამეს,ერთი ეგაა ქმრის ყურადღება უნდოდა მაქსიმალური დოზით.არც აკლდა არასდროს,რიჩარდი იმაზე კარგი მამა გამოდგა ვიდრე ვინმე წარმოიდგენა ოდესმე.ბავშვი პირველად რომ აიყვანა ხელში სერიოზულად შეეშინდა არ წაქცეულიყო სიამოვნებისგან ისე დაეხვა თავბრუ.სანდრას შეწუხებული სახეც მაშინვე გაქრა როცა მეორე ბიჭი თვითონაც მიაწოდეს.ორი ბიჭის მშობლები იყვნენ.დავითი და კონსტანტინე.დავითი ირჩარდმა დაარქვა,ბევრი ფაქტორის გამო,კოსტა სანდრამ.დავითი და კოსტა,ყველაზე საყვარელი ყველაზე იდენტური და ყველაზე ჭკვიანი ბავშვები იყვნენ.დედიკო და ბავშვები თავიანთ უზომოდ გახარებულ მამასთან ერთად სოფელში იყვნენ.ყველა გარს ევლებოდა პატარებს.ანაც ცდილობდა ხშირად ენახა.მეორმოცე დღეს მონათვლას აპირებდნენ ანა ემზადებოდა წასასვლელად.მივხვდი რომ დრო იყო.ანას რომ ვუთხარი როგორც იქნაო აღმოხდა. -სანდრას უკვე ვეღარ ვატყუებდი -ხოდა აწი აღარავისი მტყუება მოგიწევს სოფელში ერთად წავედით,არ დამავიწყდება მათი სახე ჩემი დანახვისას,კარი რომ შევაღეთ და მისაღებში შევედით ყველა იქ იყო ბავშვებიც კი.ყველა გაოცებული იყო,ერთ სახეს შეეპარა მხოლოდ ეჭვი,ჭორჭმანი თითქოს მიცნო და თან ვერც მიცნო,ვერ მიცნობდა რა თქმა უნდა მაგრამ აშკარად გავახსენდი,გაეღიმა,ახსნა ის ფაქტი რომ ძალიან ხშირად მხედავდა მის გარშემო,ამაზე ალბათ ჩემმა იღლიაში ამოჩრილმა ლეპტოპმა მიახვედრა.არ ვიცი ასე უსიტყვოდ როგორ მაგრამ მიხვდა მხოლოდ ის მიხვდა და იმხელაზე გამიღიმა ლამის ჩავიკარგე.დღითიდღე ვრწმუნდები რომ სანდრაში არ შევმცდარვარ.უკეთეს პერსონაჟს ვერც ვიპოვნიდი. -ეს ჩემი ბიჭია -მე შენ მახსოვხარ სანდრა მის წინ დადგა და კარგად დააკვირდა -კი კი მახსოვხარ. -ერთ დღეს როცა დავამთავრებ წაგაკითხებ იმას რის გამოც გახსოვარ ყველა დაიბნა ვერავინ ვერაფერს მიხვდა,გარდა სანდრასი.აღარ ჩამძიებია არავინ.ყველა გავიცანი.მე კი ისედაც ყველას ვიცნობდი მაგრამ მათთან ურთიერთობა სულ სხვა ყოფილა.ულამაზეს სოფელში ულამაზეს ოჯახთან ერთად ყოფნას არაფერი ჯობს.ანას მთელი დღე ეჯუჯღუნებოდნენ რიჩარდი და სანდრა ეს როგორ დაგვიმალეო.ლალი და თაზოც კარგად შემხვდნენ.ეკლესია და ნათლობა ულამაზესი იყო.მიყვარს როდესაც ეკლესიაში ვარ.დავითი და კოსტა გაქრისტიანდნენ,ცოტა ხნის მერე მეც,მერე ანა ჩემთან გადმოვიდა,ბავშვები გაიზარდნენ,ტყუპები ორი წლის არიან,და მე ვწყვეტ, სანდრა მესამეს ელოდება.მესამეზე იყო ფეხმძიმედ სტივმა რომ შეახსენა თავი,არ უნდოდა ეზარებოდა,მაგრამ პირობა პირობაა,წავიდა,კიდევ უფრო მეტად შეიყვარა ყველამ,მის შესახებ თითქმის ყველაფერი გაიგეს და ლონდონში კიდევ უფრო შეუყვარდათ,საქართველოში მეტად უყვარდათ ეამაყებოდათ მათი რომ იყო.რიჩარდსაც ეამაყებოდა.ყველაზე ლამაზი,ძლიერი,ჭკვიანი და თბილი ცოლი,სამი შვილის დედა.ახლა არდადეგები გვაქვს,მთაში ვართ,მე როგორც იქნა დავითანზმე ანა და ახლა პატარას ველოდებით,აივანზე გავედი რიჩარდი და ბიჭები იქ დამხვდნენ,საუბრობდნენ არ ჩავერიე,ბოლო აბზაცის წერა დავიწყე.აშკარად ინგლისურად ლაპარაკობდნენ ბავშვები.მერე კარგა ხანი ჩუმად იყვნენ და მთებს გასცქეროდნენ.მერე ქართულად დაიწყეს. -მამი მითხარით ხომ გიყვართ აქაურობა? -როგო არ გვიყვარს ეს ხომ ჩვენი საქართველოა -ჩვენი საქართველოა მამი და ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეთ იმიტომ რომ აქ სასწაულები ხდება და აქედან სასწაულები მოდიან,აი მაგალითად თქვენ რიჩარდი ბიჭებს მოეხვია და მუხლებზე დაისხა.აივანზე სანდრა გამოვიდა გაბერილი მუცლით ცოტა ხანს უკნიდან უყურა მოსიყვარულე მამაშვილს მერე მათთან მივიდა -ჩემთვის არის ადგილი? -მოდი დაჯექი შენთვის ყოველთვის იქნება აგილი ჩემ გვერძე სანდრამ თავი ჩამოსდო მხარზე და მუცელზე მოისვა ხელი. -ბედნიერი ვარ რიჩარდ -ყველაზე მეტად ჩემია ეს ყველაფერი,თქვენ ხართ ჩემი სასწაული,ეს ქვეყანაა ჩემი სასწაული,იცი სანდრა როგორ მეშინოდა რომ ვერ მიმიღებდა?მეგონა ყოველთვის უცხო ვიქნებოდი,ლონდონიდან ჩამოსული,მაგრამ მიმიღო დამიტოვა და ყველანაირი სურვილი გამიქრო აქედან წასვლის,ამ ქვეყანამ თქვენი თავი მაჩუქა,მე ამ ქვეყნად ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ თქვენ რომ მყავხართ. -მამი მამი ნახე შენ რომ გვიყვებოდი ზუსტად ისეა დაჭრილია ეს არწივი. -ეგ არაფერი მამი ძლიერია არწივი და ვერაფერი ვერ მოერევა -მაგრამ ყვავები მერე? -ყვავები ვერაფერს დააკლებენ მა,იქ სადაც არწივების ქვეყანაა ყვავები ვერაფერს გახდებიან -მართლა? -ხო დედი მამა ყოველთვის მართალს ამბობს. ბედნიერი ვუყურებდი უკვე დიდ ოჯახს,მინდოდა ჩემი ბიჭიც მათნაირი ყოფილიყო,დიდი ჭკვიანი თვალები ჰქონოდა.დაბლიდან ხმა მომესმა როგორც ჩანს ბექა მოვიდა შეყვარებულთან ერთად,როგორც იქნა ეღირსა მაგ ბიჭს სიყვარული,ხვალ ლიკა და ალექსანდრეც გვესტუმრებიან რამდენიმე დღით. ეს მთა ეს ბუნება,ეს ხალხი უბრალოდ ბედნიერებაა ეს ყველაფერი.სანდრა არ მოტრიალებულა ისე დამიძახა -ჰეი დრო არ მოვიდა წამაკითხო? -მოვიდა უკვე მოვიდა. მერე როცა გაიზარდნენ ხშირად კითხულობდნენ მშობლების ამბავს ბავშვები,თავიდან ვერც ვერაფერს ვერ იგებდნენ,მერე მიხვდნენ,თვითონაც იმ სასწაულის ნაწილები იყვნენ რაზეც მამა და დედა ლაპარაკობდნენ ძალიან ხშირად. დავამთავრე ბავშვებო,მგონია რომ რაღაც დავაკელი,არ ვიცი თქვენთვის მომინდვია შეფასება,იმედი მაქვს გაიგებთ და მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.