შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 17) დასასრული


25-02-2016, 18:12
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 094

მკვეთრი ხმით ჩავახველე და დედა- შვილს მივუბრუნდი.
_ ახლა არ წახვალ_ხმა საკმაოდ შეუვალი მქონდა,გაოცებულმა შემომხედა თათომ და მკითხა:
_ და მიზეზი?
_თათო შენ ახლა ეიფორიაში ხარ,მხოლოდ და მხოლოდ საათებია,რაც მეხსიერება დაგიბრუნდა,ჯერ კიდევ არ ხარ ჩამოყალიებებული ემოციურად,ასე ეეთბაშად,ერთი ხელის მოსმით ვერ გაგიშვებ ბათუმში.ჯერ ექიმის კონსულტაცია გაიარე,გაესინჯე,სხვა თუ არაფერი დაგარიგებს,პრაქტიკულ რჩევებს მოგცემს,ეს თხოვნა არაა ,ეს მოთხოვნაა.ჯერ ექიმთან ვიზიტი და მერე იფიქრე წასვლაზე.დაჯექი და გაანალიზე ყველაფერი_ ნამდვილად არ მსურდა მასთან ამ ტონითბდაუბარი,მაგრამ ჩაურევლობაც არ იქნებოდა,ასე ხელაღებით ვერ გავუშვებდი იქ ,სადაც მისი სიკვდილი უფრო გაახარებდათ ,ვიდრე ის,რომ ცოცხალია.
_ მართალს გეუბნება თემო შვილო_ მამაჩემიც ჩაერია საუბარში_ შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ემოციურად,შენ ხომ არ იცი რა სიტუაცია განვითარდა ავარიის შემდეგ შენი მეუღლის ოჯახში? არც ქმრის დაკრძალვაზე ყოფილხარ,არც მისი ოჯახის წევრები გინახავს.შენ ხომ არ იცი რა დღეები გაიარა დედაშენმა,შენ ,რომ უგონოდ იწექი საავადმყოფოში? ჯერ მოუსმინე დედას,მოუსმინე ექიმს,ჰოდა მერე გადაწყვიტე რას და როგორ გააკეთებ.
_თათო_ მის წინ სავარძელზე ჩამოვჯექი და გავბედე და მისი ხელები ჩემს მტევნებში მოვიქციე,არ შემეწინააღმდეგა,მესიამოვნა მისი ნდობა_ არ იფიქრო,რომ შენს ცხოვრებაში ვცდილობ ჩარევას,ამას იმიტომ მოვითხოვ,რომ მინდა კარგად იყო,უსაფრთხოდ იყო,ახლაც და მომავალშიც და თუ ასე ცხელ გულზე აპირებ ყველაფრის გარკვევას,შენ თავსაც ატკენ,დედაშენსაც და ….მეც.
მთელი ეს ხანი ჩუმად იყო,ყურადღებით გვისმენდა და გვაკვირდებოდა მე და მამაჩემს,მერწ ლიას მიუბრუნდა.
_ შენ რას მირჩევ?
_ მე?მე შვილო თემოს ვეთანხმები,სანამ ცოცხალი იყო შენი ქმარი სულს გომწარებდა,მე კი შენი ცოდვით ვიტანჯებოდი,შენი დედამთილ მამამთილი კი სიტყვას არ გაწევდნენ და არ გიცავდნენ,ყოველთვის მის შვილს ამართლებდნენ,რომ სტრესი მიიღო,რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ფსიქიკა დაუზიანდა,იმას ვერ ხედავდნენ რომ მისი შვილი შენც გინადგურებდა ფსიქიკას და არა მარტო.მერე ის ავარია,ერთხელაც არ მოუნახულებიხარ შენს ოჯახს,ბავშვიც კი არ უნახავთ_ ლიამ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა_ყველაფერში შენ დაგდეს ბრალი,მიწასთან გაგასწორეს ბოროტი ენებით,შენს სიკვდილს ნატრობდნენ.ყველამ მიგვატოვა თათია შვილო ყველამ,ჩვენ არავინ გვყავს კი იცი და გიგის ხალხმა სულ გადაგვიარა,ზურგი გვაქციეს,საბასაც კი,აი ამ ხალხმა_ ხელი ჩვენკენ გამოიშვირა_ აი მარტო ამ ბიჭმა არ მიგვატოვა,არ მიგატოვა თათო,მხოლოდ ის და მისი მეგობრები ათენებდნენ და აღამებდნენ შენი პალატის წინ,მხოლოდ თემო დარბიდა ექიმებთან,მხოლოდ თემო და მიაი მეგობრები ზრუნავდნენ შენ შვილზე მთელი ის ხანი,მხოლოდ ამათმა ,აი ამ კაცს გიორგი ძიას ემადლოდე,რომ ცოცხალი ხარ,მან დააფინანსა შენი მკურბალობა,მხოლოდ ამათმა არ მიგვატოვეს თათო,მხოლოდ ამათმა,ამიტომ შვილო ვალდებულიც კი ხარ ისე მოიქცე,როგორც ისინი გეტყვიან,მხოლოდ ამათ უნდათ შენი ბედნიერება და სიკეთე,ხელს ნუ კრავ მათ დახმარებას და რჩევას,ისე მოიქეცი,როგორც თემო გეუბნება,მე მას შენი და შენი შვილის სიცოცხლე თვალდახუჭული ვანდე,შენც უნდა ენდო შვილო,აუცილებლად უნდა ენდო_ მხრებში ჩაფრენილი უმეორებდა ამ სიტყვებს და მსუბუქად არხევდა.
აცრემლევული,სევდიანი და ტკივილიანი თვალები შემომანათა თათომ,მე მასში მთელი სამყარო დავინახე,მთელი ჩემი არაება,ვიგრძენი,წავიკითხე თუ როგორ მემუდარებოდნენ მისი თვალები პატიებას,როგორ მემადლიერებოდნენ ყველაფრისათვის და ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის.მე ეს მის თვალებაში ამოვიკითხე და ვიგრძენი.
_ კარგი,ყველაფერი ისე იქნება ,როგორც თემო მეტყვის_ მერე ადგა და მამაჩემს მიუახლოვდა.
_ შეიძლება გიორგი ძია? _ კიატხა და პასუხა არც დალოდებია,ხელები მჭიდროდ შემოხვია და როფორც მოსიყვარულე ქალიშვილი მონატრებულ მამამს ისე ჩაეკონა.გიორგისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს მოქმედება,რომ წამით დაიბნა,მალევე მოვიდა გონს და თავადაც ჩაიკრა გულში თავისი შვიილობილი.
_ მადლობა გიორგი ძია,უღრმესი მადლობა,მე ამას ვერასოდეს გადავიხდი_ მის მკერდზე მიყრდნობილი ბუტბუტებდა.
_ ეგ არასოდეს თქვა შვილო,მამის ვალი შვილს არასოდეს არა აქვს,მე ვალდებული ვარ ჩემს შვილებს გვერდით ამოვუდგე_ ამშვიდებდა და თავზე ეფერებოდა.მათი შემყურე მე და ლიას თვალზე ცრემლი მოგვადგა.
მერე ჩემკენ აიღო გეზი,უკვე ვგრძნობდი,ვიცოდი ეს ,რა იყო და გული გამიჩერდა,სუნთქვა შემეკრა.
_ მადლობა ყველაფრისათვის_ თქვა და მისი ნაზი და თბილი ხელები სხეულზე შემომიცურა,მჭიდროდ მომეკრო მკერზე,ისე,რომ ვგრძნობდი როგორი გამალებით უფეთქავდა გული და როგორი გახშირებული ჰქონდა სუნთქვა.
_ ყველაფერი მაპატიე_ ყურთან ჩამჩურჩულა და სწრაფად გამეცალა.მე კი ისევ ისე ვიდექი,მონუსხული და პულს აჩქარებული.
მეორე დღესვე ექიმთან წავიდა.სავედნიეროდ,მიუხედავად ამ. ერთბაშად დატეხილი უსიამოვნებისა მისი გონება საღად და ჯამრთელად აზროვნებდა და იკრებდა ძალებს.თუმცა წამლები მაინც დაუნიშნა და სთხოვა,რომ ისეთი ემოციური სტრესის გადასატანად ,რაც ბათუმში ელოდა ერთი კვირა მაინც მოეცადა,მომზადრბულიყო,შინაგანად დ ა ემოციურად და მერე წასულიყო.თათო ასეც მოიქცა.
როცა მისი წასვლია დრო მოვიდა მარტო არ მემეტებოდა ამ სატანჯველისათვის,მაგრამ არც ჩემი გაყოლა იქნებოდა მართებული ,ამიტომ დახმარება გოჩას და მის დას ვთხოვე,რომ მათ სახლში მიეღოთ და როცა დასჭირდებოდა გაჰყოლოდნენ და დახმარებოდნენ.
_ დე პატარას მიმიხედეთ,მაქსიმუმ ერთი კვირა დამჭირდეს ყველაფრისათვის,სახლსაც გავყიდი და სამუდამოდ მივატოვებ იქაურობას_ თან ხელჩანთა მანქანის სავარძელზე მისდო.
_ ჩვენზე ნუ ინერვიულებ,შენს თავს მიხედე,ემოციურად არ გადაიღალო,წამლების მიღება არ დაგავიწყდეს_ დედის გული მაინც ვერ ისვენებდა.
პატარას აკოცა,მოეფერა და მანქანაში მოკალათდა.
_ ჯიუტი ხარ თათო,აქედანვე ტაქსით გაგიშვებდი,რას აიჩემე ეს მარშუტი_ რბილად ვუსაყვედურე და თან მაქნანა დავქოქე,რომ სადგურამდე მიმეყვანა.
_ ჩემთვის ასე სჯობს თემო_ მტკცედ ჩაილაპარაკა და. ფანჯარაში გაიხედა.აღარ შევეპასუხე,მან უკეთ იცოდა ,რა და როგორ სჯობდა ამ სიტუაციაში.
სადგურამდე უხმოდ ვიარეთ.მივედით თუ არა ბათუმში მიმავალი მარშუტიც მალე ვიპოვეთ,რომელიც ათ წუთში გადიოდა.პატარა ჩანთა,უკანა საბარგულში მოვათავსე და ისევ თათოსკენ მივბრუნდი,რომელიც კართან მელოდა.
_ სადგურზე გოჩა დაგხვდება_ ვთქვი და დაძაბულმა შევიშმუშნე,სულ სხვა რამ მსურდა მეთქვა და
_ვიცი_ ჩაილაპარაკა და თავი დახარა.
_ თათო_ მისი სახე ხელებში მოვიქციე და მაღლა ავაწევინე თავი_ჩემი სული და გული შენ მოგყვება,თავს მიხედე,ნერვებს მოუფრთხილდი,გოჩა ძმად იგულე,ყველაფერში დაგეხმარება,თუ რამე გაგიჭირდეს დამირეკე,ხომ იცი,რომ უზომოდ მიყვრხარ,რაც არ უნდა მოხდეს ამ ერთ კვირაში შენს ცხოვრებაშიხრაც არუნდა შეგეცვალოს გეგემები გჯეროდეს,რომ მე აქ ვარ,მე ყოველთვის დაგელოდები,მე ისეთი მიყვარხარ და მჭირდები,როგორიც ხარ._ აღარ დავლოდებივარ იმას თუ რას მეტყოდა ან გააკეთებდა,მონატრებულ ტუჩებს სიამოვნებით დავეკონე,ოდნავ შეირზა მაგრამ მალევე დანებდა,თავადაც ჩამომისვა ლოყაზე ხელი,მსუბუქად ამყვა კოცნაში და მალე მიბიძგა გავწეულიყავი.
_ მე ეს დრო მჭირდება,რომ ჩემს თავში გავერკვე,ჩემს გრძნობებში გავერკვე.მადლობა,რომ გესმის და მიგებ_ მითხრა თუ არა შებრუნდა და მარშუტში შეაბიჯა.რაღაც დრო ვიდექი და თვალს ვაყოლებდი თუ როგორ ეფარებოდა ნელნელა თვალს ჩემი სიყვარული.მერე კი განახევრებული სახლოსაკენ შემოვბრუნდი,სადაც” ჩემი “ შვილი მელოდა.
წინ ემოციურად დამღლელი და მოლოდინით სავსე ერთი კვირა მელოდა,ისეთკ კვირა,რომლის ბოლოს ჯერ კიდევ არ ვიცოდი,რა იქნებოდა წარმატება თუ წარუმატევლობა,ბედნიერება თუ უბედურება.
…………
იმაზე მეტად მტკივნეული და მძიმე არაფერია შეხვდე შენს ცუდ მოგონებება,შენს მძიმე წარაულს და ამ ყველაფერს ხედავდე და აღიქვამდე,როგორც ცალკე მდგომს შენგან გარიყულს და გამოცალკავებულს.გრძნობდე უფსკრულს ამოუვსებელს,რომ შენ სხვა ხარ,აღარ ეკუთვნი მის რეალობას და არსებობას.
ჩემმა დედამთილმა არ ისურვა ჩემი ნახვა,არხ მამამმთილმა.პირიქით კეთილი სურვილებით მალე სიკვდილი,პლიუს ტანჯვით სიკვდილი მისურვეს და რაც ყველაზე სამწუხაროა ჩემი საბა არც კი მოუკითხავთ.მათი პასუხი ასეთი იყო:
_ ჩვენი შვილის გარეშე არავინ და არაფერი გვინდაო.
აი ასე დაესვა ჩემს ორწლიან ურთიერთობას ამ ოჯახთან წერტილი.
მადლობა გოჩას,რომ ამ მძიმე წუთებში არასოდეს მტოვებდა.და რათქმაუნდა თემო.ყოველ საღამოს მისი ზარი,ხმა ჩემი ცხოვრების აუცილებლობა და მოთხოვნა გახდა.
არანაკლებ მტკივნეული იყო გიგის საფლავზე ასვლა.გული მომეწურა,როცა მისი მემორიალური წვა დავინახე,მიწისთვის არ მემეტებოდა.მიუხედავად ყველაფრისა,სიკვდილისთვის არ მემეტებოდა.წამოვედი და მასთან ერთად დავმარხე ჩემი მწარე თუ ტკბილი მოგონებები,რომელიც საერთო გვქონდა.
_ როგორ ხარ თათო?_ მხოლოდ ამ ხმას შეუძლია მტანჯველი დღის შემდეგ ერთიანად მომადუნოს და სიმშვიდე მომგვაროს.
_ კარგად თემო შენ როგორ ხარ? საბუკა,გიო ძია და დედაჩემი როგორ არიან?
_ კარგად,ყველანი კარგად არიან,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა_ ვატყობ ხმაზე ეღიმება.
_ რა? _ ცნობისმოყვარეობა მკლავს.
_ საბამ დღეს პირველი სიტყვა თქვა_ მახარა მოულოდნელად.
_ რას ამბობ?_ ლამის შევიკივლე_ ჩემმა ბარტყმა დედა თქვა და მე იქ არ ვიყავი? _ სიხარულის ცრემლები წამომივიდა.
_ დედა? შენ წარმოიდგინე დედა არ უთქვამს.
_ არა? დედა არა?_ გაოცებულმა გავიმეორე_ აბა რა თქვა?
_ მამა,საბამ დღეს მამა დამიძახა_ დავმუნჯდი,ერთდროულად გამიხარდა და მეტკინა,მეტკინა და მესიამოვნა.
_ მამა?_ ისევ გავიმეორე და მივხვდი,რომ ამის მოსმენა უფრო სასიამოვნო ყოფილა ვიდრე რეაქცია მქონდა.
_ ჰო,მამა,მე მამა დამიძახა_ ვგრძნობდი,სიტყვებშიც კი ვგრძნობდი თუ რამდენად ბედნიერი იყო ამით თემო,უნდა ვაღიარო მეც ბედნიერი ვიყავი.
_ ეგ მოღალატე ეგა_ ვეცადე ჩემი დაძაბულობა დამემალა_ ყველაფერს წარმოვიდგენდი,მხოლოდ მაგას არა.
_ მოღალატე კი არა მამას კაცია_ სიამაყით სავსე იყო მისი ხმა_ თათოს როდის გაძლევს მაკლერი ბინის ფულს?_ საქმეზე გადავიდა.
_ ხვალ დილით.
_ და სახლში,როდის წამოხვალ?
_ სახლში?_ რაღაც უცნაური იყო ამ წუთას ამის მოსმენა ჩემთვის,სახლში,ჩვენ სახლში,მის სახლში,რომელიც ახლა ჩემიცაა,მე სახლში მელოდებიან….მეც მინდა იმ სახლში,მეც მინდა….._ხვალვე,ხვალვე მოვდივარ_ მტკიცედ ჩავილაპარაკე,საკუთარ თავში და გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა და ტელეფონი გავთიშე.
……..
სახლში სამარისებული სიჩუმე იდგა,როგორც ჩანს არავინ არ იყო.კარგი ამინდია,ეტყობა საბას ასეირნებენ.ჩანთა შესასვლელშივე მივდე ,ფეხსაცმელები გავიხადე და მისაღებისკენ ავიღე გეზი.შევედი თუ არა მაშინვე მოვკარი თვალი საქანელა სკამზე ჩამოძინებულ თემოს.ისე მშვიდად ეძინა.ფეხაკრებით მასთან მივიპარე,ფრთხილად დავიხარე,ჯერ ინტერესით შევათვალიერე მისი უბოროტო და თბილი სახე,მერე კი ხმადაბლა ჩავჩურჩულე:
_ ჯეიმს ბონდ.
ხმაზე შეიშმუშნა,ოდნავ შეარხია მხრები და შეშუპებული,მძინარე თვალებით გვერდულად ამომხედა,გაოცება და სიხარული ერთდროულად აღებეჭდა სახეზე.
_ მოხვედი?_ჩვეული თბილი ხმით ჩაილაპარაკა და სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი.
_ ჰო მოვედი_ ისევ ჩურჩულით გავაგრძელე ლაპარაკი.
_ რაო რა დამიძახე?_ ახლაღა გამოერკვა.
_ ჯეიმს ბონდი_ ღიმილით ვუპასუხე_ როგორ ფიქრობ ორი აგენტისგან კარგი წყვილი შედგება?
_ მატა ჰარი?_ თვალები საეჭვოდ მოჭუტა და გამიღიმა_ რატომაც არა,მისტერ და მისის სმიტები.
_ კიდევ გახსენდება ვინმე? _არ ვეშვები.
_ მეტი არავინ_ დარწმუნებით მიპასუხა.
_ მე კი.
_ ვინ?
_ მისტერ და მისის ბერიძეები_ ვუპასუხე და წარბები ავათამაშე.
ერთ ხანს გაოცებული მიყურებდა,მერე მთელ სხეულზე შემომავლო მისი ძლიერი ხელები და წამში აღმოვჩნდი მის კალთაში.
_ დღესვე_ მტკიცედ წარმოთქვა.
_ რა დღესვე?
_ დღესვე გახდები ჩემი კანონიერი ცოლი_ თქვა და ტუჩებზე დამეკონა.
დიახ ჩვენ სანამ კანონი გაგვაერთიანებდა ბუნებამ შეძლო ეს.სიყვარული ყოველთვის მოვა,მთავარია შენ იყო მზად.
და ბოლოს---


ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც, რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა. წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ
სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები. მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს. სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს.

-სიყვარული არასოდეს მთავრდება-

P.s.ესეც დასასრული.მადლობა ყველა მკითხველს.რამოდენიმე დღეში დავბრუნდები.ახალი ისტორიით,რომლის წერაც უკვე დავიწყე.სხვათაშორის იქ განსხვავებული მამაკაცი მეყოლება :) ისტორიის სახელი იქნება_ ღირსების საფასური



№1 სტუმარი kati

კარგი იყო,მაგრამ მეორე ისტორიაზე ამდნი არ გვალოდინო ხოლმე რა.

 


№2  offline მოდერი ლილიანა

kati
კარგი იყო,მაგრამ მეორე ისტორიაზე ამდნი არ გვალოდინო ხოლმე რა.

არა მეორეზე პირობას ვდებ love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუუუუ მომენატრება მე ჩემი თემო და თათო.... ძალიან მომწონს ეს გმირები და უფრო საინტერესო იქნება თემოსგან და უჩასგან გასხვავებული პერსონაჟი ახალ ისტორიას ველოდები მოუთმენლად... მე ხო შენი ისტორიების გმირების ფანი ვარ და დარწმუნებული ვარ ახალი ისტორიის გმირის ფანიც გავხდები მალე... მოკლედ მალე დაგვიბრუნდი ტკბილოოო....

 


№4  offline მოდერი tsn

ძალიან კარგი იყოო ♥♥♥♥

 


№5  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
აუუუუ მომენატრება მე ჩემი თემო და თათო.... ძალიან მომწონს ეს გმირები და უფრო საინტერესო იქნება თემოსგან და უჩასგან გასხვავებული პერსონაჟი ახალ ისტორიას ველოდები მოუთმენლად... მე ხო შენი ისტორიების გმირების ფანი ვარ და დარწმუნებული ვარ ახალი ისტორიის გმირის ფანიც გავხდები მალე... მოკლედ მალე დაგვიბრუნდი ტკბილოოო....

ჰო რადიკალურად სხვა იქნება :) მოვსინჯო ძალები ასეთი პერსონაჟის შექმნაშიც :) მეც მომენატრება უჩაც თემოც ,დათაც და ყველა ჩემი პერსონაჟიც love მადლობა ჩემო გოგო
tsn
ძალიან კარგი იყოო ♥♥♥♥

გაიხარე გენაცვალე love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი Diosa Dela Tristeza

აუ დამთავრდა.
დასასრული რა ტკბილი იყო როგორ გამბერე დადებითი ემოციებით ძალიან მომეწონა როგორც შენი ყველა ისტორია
"ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება"❤❤❤❤

ველი ღირსების საფასურს
ვნახოთ იქ როგორი მამაკაცი გეყოლება :დ

 


№7  offline წევრი kaxelii

Dzalian kargi iyo chemo sayvarelo love velodebi azal istorias da imedi maqvs ese agar gvalodineb

 


№8  offline წევრი ჭირვეული

კარგად გადმოქართულებული ბოლივუდური დრამა. აიშვარია რაისა და არჯუნ რამპალის სურათი ბევრად მოუხდებოდა ))))

 


№9  offline წევრი kora

სიტყვები არ მყოფნის, არ მეგონა დღევანდელი, მეტისმეტად მძიმე დღის მერე რამე თუ გამახარებდა ასე ძალიან, იმდენად მესიამოვნა ასეთი თბილი და ემოციური დასასრული, რომ ჯერაც ვერ გამოვსულვარ ამ ემოციებისგან. ვგიჟდები მე თემოზე და საერთოდაც ვაბოდებ მისის და მისტერ ბერიძეებზე love
პ.ს. ზოგადად კი, შენ ის ავტორი ხარ, რომლის ისტორიის გმირები თანაბრად მიყვარდება, ასე რომ ეჭვიც არ მეპარება, რო ახალი გმირიც ასევე დაიპყრობს ჩემს გულს love
პ.ს.ს. ეს ახალი ისტორია ისააა, რაც მე მგონია, თუუუ ჯერ სხვაა ???
ლილიანა, ძალიან მაგარი გოგო ხარ და მიყვარხარ უზომოდ love
--------------------
kira.G

 


№10  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
აუ დამთავრდა.
დასასრული რა ტკბილი იყო როგორ გამბერე დადებითი ემოციებით ძალიან მომეწონა როგორც შენი ყველა ისტორია
"ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება"❤❤❤❤

ველი ღირსების საფასურს
ვნახოთ იქ როგორი მამაკაცი გეყოლება :დ

მადლობა ჩემო კარგო,,მიხარია რომ დადებითი ემოციებით გავსებ❤❤❤❤
nino k.d.
Dzalian kargi iyo chemo sayvarelo love velodebi azal istorias da imedi maqvs ese agar gvalodineb

ასე ნამდვილად აღარ ამის პირობა უკვე დავდე❤❤❤
Chirveuli
კარგად გადმოქართულებული ბოლივუდური დრამა. აიშვარია რაისა და არჯუნ რამპალის სურათი ბევრად მოუხდებოდა ))))

მეც ვუყურებ ხოლმე ინდურ ფილმებს,მაგრამ შენ რომელ ფილმზე ამბობ არ ვიცი,თუ დამილიკებ სიამოვმებით ვნახავ
kora
სიტყვები არ მყოფნის, არ მეგონა დღევანდელი, მეტისმეტად მძიმე დღის მერე რამე თუ გამახარებდა ასე ძალიან, იმდენად მესიამოვნა ასეთი თბილი და ემოციური დასასრული, რომ ჯერაც ვერ გამოვსულვარ ამ ემოციებისგან. ვგიჟდები მე თემოზე და საერთოდაც ვაბოდებ მისის და მისტერ ბერიძეებზე love
პ.ს. ზოგადად კი, შენ ის ავტორი ხარ, რომლის ისტორიის გმირები თანაბრად მიყვარდება, ასე რომ ეჭვიც არ მეპარება, რო ახალი გმირიც ასევე დაიპყრობს ჩემს გულს love
პ.ს.ს. ეს ახალი ისტორია ისააა, რაც მე მგონია, თუუუ ჯერ სხვაა ???
ლილიანა, ძალიან მაგარი გოგო ხარ და მიყვარხარ უზომოდ love

მიხარია თუ ჩემმა ისტორიამ დაგამშვიდა და პოზიტივით დაგმუხტა.ახალი ისტორია ის არ არის რაც შენ გგონია❤❤❤❤მაგრამ პირობა,პირობაა.ვნახოთ ახალიც თუ შეგაყვარებს თავს ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline წევრი kora

მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს, იმდენად მიყვარს შენი წერის სტილი, რომ შეუძლებელია არ შემიყვარდეს. გენდობი ბოლომდე, თან ისე დამაინტრიგე, რომ მოუთმენლად დაგიცდი შენ და ახალ პერსონაჟს love
--------------------
kira.G

 


№12  offline მოდერი ლილიანა

kora
მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს, იმდენად მიყვარს შენი წერის სტილი, რომ შეუძლებელია არ შემიყვარდეს. გენდობი ბოლომდე, თან ისე დამაინტრიგე, რომ მოუთმენლად დაგიცდი შენ და ახალ პერსონაჟს love
ჩემი ერთერთი ძლიერი სტიმული ხარ ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№13 სტუმარი ემი

ლილიანა, ჩემო ტკბილო და გემრიელო...
არ ველოდი ჯერ დასასრულს, ერთი თავი მაინც დაგეთმო ამათი სიყვარულისთვის....
მინდოდა თემო მენახა ბედნიერი...ასე მგონია, რაღაც იჩქარე...

ველოდებით შენს ახალ ისტორიას... love

 


№14  offline მოდერი ლილიანა

ემი
ლილიანა, ჩემო ტკბილო და გემრიელო...
არ ველოდი ჯერ დასასრულს, ერთი თავი მაინც დაგეთმო ამათი სიყვარულისთვის....
მინდოდა თემო მენახა ბედნიერი...ასე მგონია, რაღაც იჩქარე...

ველოდებით შენს ახალ ისტორიას... love

მადლობა გენაცვალე❤ ჰო შეიძლებოდა კიდევ მაგრამ ასე ვარჩიე ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№15  offline წევრი Marusia123

Rogor gamaxare shen xom ar ici ♥♥♥ iseti daglili viyavi magram mainc shemovedi iqneb axali tavi dadotqo ♥♥♥ sitkboti da sitboti avivse: *** vgijdebi me am wyvilze ♥♥♥ meimedebi me shen darwmunebuli var axali istoriac umagresi iqneba ♥♥♥ geli tkbilo

 


№16  offline მოდერი ლილიანა

Marusia123
Rogor gamaxare shen xom ar ici ♥♥♥ iseti daglili viyavi magram mainc shemovedi iqneb axali tavi dadotqo ♥♥♥ sitkboti da sitboti avivse: *** vgijdebi me am wyvilze ♥♥♥ meimedebi me shen darwmunebuli var axali istoriac umagresi iqneba ♥♥♥ geli tkbilo

ჩემი ტკბილი გოგო❤❤❤❤❤❤მახარებს ის,რომ ასე გახარებთ❤❤❤❤ მაქსიმუმს ჩავდებ იმედი მაქვსს არანაკლებ შეგიყვარდებათ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№17  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტწრესო ისტორია იყო , სიუჟეტი ერთი ჩემთვისსაყვარელი ფილმიდან ცოტა შეცვლილი მაგრამ ძალიან კარგი ყოჩაღ.

 


№18  offline მოდერი ლილიანა

lalita
ძალიან საინტწრესო ისტორია იყო , სიუჟეტი ერთი ჩემთვისსაყვარელი ფილმიდან ცოტა შეცვლილი მაგრამ ძალიან კარგი ყოჩაღ.

მადლობააა love love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№19  offline წევრი მეამეა

რა კარგი იყო და რა კარგი ხარ საერთოდ შენ. ავივსე დადებითი მუხტით, განსაკუთრებით კი კარგი დასასრულის ბოლოს- შენი საყვარელი სიტყვებით :* :* მეტი ვერაფერი გაგვაბედნდიერებს თუ არა უნაგარო და წრფელი სიყვარული. :* თემო ძალიან კარგი პერსონაჟი იყო <3

 


№20  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
რა კარგი იყო და რა კარგი ხარ საერთოდ შენ. ავივსე დადებითი მუხტით, განსაკუთრებით კი კარგი დასასრულის ბოლოს- შენი საყვარელი სიტყვებით :* :* მეტი ვერაფერი გაგვაბედნდიერებს თუ არა უნაგარო და წრფელი სიყვარული. :* თემო ძალიან კარგი პერსონაჟი იყო <3

მადლობა ჩემო ნახევარო <3 არ მოგკლებოდეს ეგ ბედნიერება love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№21  offline წევრი giji gogo

ვაიმე მინდა გითხრა რომ უბრალოდ საოცრება ხარ საყვარელო :-* ყველა ემოცია, ყველა დადებითი წერტილი შეძარი ჩემში ამ ისტორიით.. ერთად წავიკითხე მთელი ისტორია და მინდა გითხრა რომ სითბოთი აღმავსე.. მივხვდი რომ ერთი " თემო" მეც მჭირდება :-) :-*

 


№22  offline მოდერი ლილიანა

giji gogo
ვაიმე მინდა გითხრა რომ უბრალოდ საოცრება ხარ საყვარელო :-* ყველა ემოცია, ყველა დადებითი წერტილი შეძარი ჩემში ამ ისტორიით.. ერთად წავიკითხე მთელი ისტორია და მინდა გითხრა რომ სითბოთი აღმავსე.. მივხვდი რომ ერთი " თემო" მეც მჭირდება :-) :-*

მადლობა ჩემო კარგო❤❤❤❤❤იმედი მაქვს იპოვი❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent