შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


25-02-2016, 21:07
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 567

მეათე თავი
ამ ჩემს უაზრო ფიქრებს გადავყევი და ისეთი რაღაც გამომრჩა ,რის გარკვევასაც სულ ვცდილობდი...სულ რამოდენიმე ხაზი იყო,არც სათაური ჰქონდა და ვერც მხატვრული ლიტერატურის შედევრობას დასწამებიდით ,მაგრამ მასში მე მთავარი ვიპოვე.
-თითქმის ერთი კვირაა რაც ასადი აღარ მინახვას და ჩემდა გასაკვირად ვერც შვებას ვგრძნობ და ვერც სიხარულს...მხოლოდ ახლა ვხვდები რომ შეიძლება არასწორად მოვიქეცი ,როცა ჩემ დას ხელი დავავლე და წამოვიყვანე მაგრამ მაშინ უბრალოდ არ შემეძლო იქ დარჩენა.რატომ?ალბათ,იმიტომ რომ მივხვდი ასადი არც ისეთი ურჩხული უნდა ყოფილიყო როგორც ჩემს ფიქრებში ვხატავდი...მან ჩემი და გადაარჩინა,მანაც იგივე განიცადა რაც მე...მაგრამ არა მე ბევრად უფრო მეტკინა,მაგარმ მასაც ვატკინე...უბრალოდ ხომ შემიძლია დავივიწყო და ცხოვრება გავაგრძელო,მაგრამ არც ეს მინდა ,არ ვიცი რა მინდა...მგონი აჯობებდა მაშინ ასრულებულიყო ჰასანისა და ჩემი მშობლების სურვილი და დავმწვარიყავი...ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ხელჩაქნეული ,მაგრამ დავიღალე...აღარ შემიძლია თითქოს ამ სიტყვებს შიგნიდან რაღაც ჩამძახის და მეც მას ისევე ვემორჩილები,როგორც თოჯინა ძაფებს.ეს ძაფები უკვე სუნთქვას მიკრავს,მახრჩობს...მას შეუძლია გამათავისუფლოს,მას ხომ ვუყვარვარ იქნებ მეც მიყვარს...იქნებ?არა,ეს სიტყვა მხოლოდ თავის მოტყუებააა მეც მიყვარს -აი რა არის ჭეშმარიტება...-წავიკითხვისთანავე მივხვდი ,რომ დრო იყო ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვედროდნენ,დრო იყო რამე მომხდარიყო თორემ ჩემი ამბავიც ხომ უფრო და უფრო უინტერესო ხდებოდა და მათზე აღარაფერს ვიტყვი...
სიამაყე და ბარიერი.
დრო შეუმჩნევლად გადიოდა ლეტიციასთვის ,რომელიც მთელი თავისი თავით სწავლაში იყო ჩართულა და თან უცანური მასწავლებლის ვინაობის გარკვევას ცდილობდა ,ხოლო საშინლად იწელებოდა ჰანანისთვის,რომელიც ამ ბოლო დროს არათუ წერდა არამედ აღარც ცდილობდა და არც სურდა რამე დაეწერა...მასში ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს...ერთს იმ მამაკაცთან სურდა დაბრუნება ,რომლის სახლიდანაც ერთი კვირის წინ დაუფიქრებლად წამივიდა,ხოლო მეორე კი ჯიუტად იცავდა სიამაყის მხარეს და ჰანანიც მას უფრო უჯერებდა ვიდრე პირველს.თან ისიც აკვირვებდა რატომ იყო რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ გახმაურებულა მათი დაშორების ამბავი.ამ კითხვაზე პასუხის მოძებნა არ გასჭირვებია.თავად ასადის ბიძა ესტუმრა და დაწვრილებით მოახსენა,უბრძანა რაც უნდა გაეკეთებინა.
-უნდა დაბრუნდე...
-ეს თქვენი საქმე არ არის-უთხრა ჰანანმა და თან სახეზე მონდომებით დააკვირდა,ცდილობდა რაიმე მნიშვნელოვანი ამოეკითხა მის სახეზე,რაიმე ასადის შეასხებ.
-ეს თამაში არ არის,როცა მოგინდება დაიწყო და როცა მოგინდება დასრულოო.აქ მარტო შენ და ის ვაჟბატონი კი არა მთელი კომპანიაა ჩართული.რა გეგონა იდუმალი ქალბატონის სახით რომ გამოგვეცხადე და პირობები წამოგვიყენე?ეს ასადის სურვილით არ მომხდარა .ყველაფერი შენ დაიწყე ასე რომ დაამთავრებ კიდეც.
-მან გამოგგზავნათ?
-ცდები,საყვარელო რძალო,ცდები.მას შემდეგ რაც სახლიდან წაბრძანდი შენთვის უცნობი მელოდრამის სიუჯეტი განვითარდა.
-რას გულისხმობთ?-ასეთმა სიტყვებმა ჰანანი შეაშფოთა.
-ვგულისხმობ რომ ,ასადს რომელიც ასე გვეწინააღმდეგებოდა საერთოდაც არ ანაღვლებ.ის ვაჟბატონი სადღაც მთებში გადაიკარგა და იქ ცხოვრობს.როგორც ვიცი გოგონებიც ხშირად სტუმრობენ ხოლმე.
-ხუმრობთ-თქვა ჰანანმა და თავი ოდნავ გადახარა,მაგრამ მერე ისევ დაიბრუნა თავისი ჩვეული თავშეკავებულობა და ცივი ხმით უთხრა-თუმცა ეს ჩემი პრობლემაა არ არის.
-რატომ ? იცი რა მოხდება ეს ამაბვი თუ გაირკვევა?
-მაინც რა ?
-პირველ რიგში შენ სახელს ჩირქს მოსცხებენ.აბა წარმოიდგინე გაზეთი სტატია:ახალგაზრდა მწერალმა საკმაოდ სარფიან ხერხს მიმართა იმისათვის რომ პოპულარობა მოეპოვებინა რა არი ეს ხერხი?-რამოდენიმე დღიანი ქორწინება ქვეყნის უმდიდრეს ინვესტორთან და შემდეგ სკანდალური გაშორება.
-შეწყვიტეთ!
-მართლა ? კარგი სხვასაც გეტყვი.როგორც ვიცი შენი და მხოლოდ 16 წლისაა და სკოლაში სიარულსაც აპირებს არა ? მერე შენ რა გგონია არ აითვალწუნებენ ასეთი დის გამო ?
-კმარა-თქვა ჰანანმა და ფეხზე წამოიჭრა-არ მაინტერესებს რას აკეთებს ასადი და რას იტყვიან ჩემზე,მაგრამ ჩემ დას არ შეეხოთ!თქვენი აზრით მე ერთი პატარა,სუსტი გოგონა ვარ ?! არა ცდებით თუ ასე ფიქრობთ.მე იმდენი შევძელი რომ გადავრჩი,წიგნი დავწერე,ასადის ტყვიამაც კი ვერ მომკლა,მერე კი მასთან ერთად ვცხოვრობდი.ფიქრობთ რომ ქალმა რომელმაც ამდენი რამ გააკეთა შეიძლება უკან დაიხიოს არც იფიქროთ!
-ვიცი რომ სუსტი არ ხარ.მაგრამ ისიც ვიცი რომ არც სულელი ხარ.უკანსაკნელად გეუბნები ,თუ ამ დღეებში ასადთან ერთად სადმე არ გამოჩნდები.შენ დას ისე არ წაუვა საქმე როგორც შენ გინდა.
-ამ ყველაფერს ასადს ვეტყვი!
-მართლა?ის შეიცვალა,რომ იცოდე როგორ შეიცვალა.ის შენთვის თითსაც არ გაანძრევს.მოკლედ ვიცით რომ მალე ნურას დაბადების დღეა და მისთვის სიურპრიზსაც მოვაწყობთ.აბა რას იტყვი?დიდი წვეულება და შენ და ასადი ერთად ხელიხელჩაკიდებული.
-არც იფოქრო.
-ეგოისტი ხარ,თითქოსდა გიყვარს შენი და არადა მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ.მისი საოცნებო დაბადების დღე მოდის,ის ხომ 16ის ხდება შენ კი დაბადების დღის გადასახდელი კი არა მალე საჭმლის საყიდი ფულიც არ გექნება.იფიქრე ამაზე!შენი და ოცენბის კოშკებს აგებს ,რომელთა ასრულება მხოლოდ ერთი ხელის ჩაკიდებითა და ღიმილით შეიძლება.
-კარგი,ვთქვათ დავთანხმდი.ის არასდროს დათანხმდება-თქვა ჰანანმა.
-დათანხმდება.ამჯერად მისთვის შენ აღარ არსებობ.მხოლოდ ნურას ხათრით დათანხმდება.
განადგურებული ჩაჯდა გვარიანად მოძველებულ სავარძელში.*შენ მისთვის აღარ არსებობ*-გამუდმებით ჩაესმოდა ეს სიტყვები და თავისდა გასაკვირად მხოლოდ ამაზე ფიქრობდა.მიხვდა რომ შეიცვალა,ადრე ხომ არასდროს დათანხმდებოდა ,მაგრამ ადრე სხვა იყო,მაშინ ხომ წერაც შეეძლო .ახლა კი ერთი წინადადებაც ვერ დაეწერა.
***************************
-აბა რას იტყვი?-ასადს ბიძამისმა იგივე ტექსტი გაუმეორა რაც ჰანანს და პასუხს დაელოდა.
-არა.
-როგორ თუ არა?
-აი ასე უბრალოდ არა და მორჩა.
-არ მითხრა რომ ისევ გიყვარს.-მამაკაცმა გაიცინა ,ასადმა კი თავი გააქნია უარყოფისნიშნად და ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე.
-კარგი.რა უნდა გავკეთო?
-მინიმუმ კამერების წინ უნდა გაიღიმო და ხელი ჩაკიდო,მაქსიმუმ აკოცო.
-აჰა,ესიგი კოცნა მაქსიმუმია?-ასადმა გაიღიმა ,მაგრამ ნათელი იყო რომ ეს ღიმილი ნიღაბი იყო და მეტი არაფერი.
-მართლა დაივიწყე ?
-რაში განიტერესებს ?
-ისე უბრალოდ.
-კარგი ,თანხმობა მიიღეთ ახლა წადით .მელოდებიან.
-ვინ ერთი ღამის ფერიები?
-არა დედოფლები-ასადმა კარი გაუღო და მალევე დაუბრუნდა სახლში,რომელშიც სრული სიცარიელე სუფევდა .არანაირი დედოფლები არ ყოფილან აქ ...უბარლოდ რაც ჰანანი წვაიდა მარტო ცხოვრობდა მაგრამ იცოდა რომ ეს ხმები ჰანანის ყურამდეც მივიდოდა.გადაწყვიტა ამჯერად თავად მოერგო ჯიუტი ქმარის როლი.
*************************
ყველაფერი საოცრად სწრაფად მომზადდა.უაზრამაზარი შენობა და მის წინ უზარმაზარ ენასავით გაშლილი წითელი ხალიჩა ,რომელზეც სტუმრებს უნდა გაევლოთ.გაკვირვებული და ბედნიერი ნურა და ჰანანი რომელსაც ვერ გაეგო უნდა გახარებოდა დის ოცნების ასრულება თუ თავის ბედზე ეტირა...ყველაფერი საოცრად ბრწყინვალე ,მდიდრული და საოცრად დამამცირებელი იყო ჰანანისთვის.საშინელ ხასიათზე იყო.წინა დღეს უზარმაზარი ყუთი მოუტანეს,რომელშიც უკვე ხვდებოდა რა უნდა ყოფილიყო.ყუთი გახსნა თუ არა წითელ ქაღალდს მოკრა თვალი.
*გამარჯობა ძვირფასო,ეს შენი კაბაა.მე გიყიდე და იცოდე ძალიან მეწყონება თუ არ ჩაიცმევ.ასადი*
ყუთში საშინალდ გამომწვევი ,სისხლისფერი კაბა მონდომებით ჩაეკეცათ.ჰანანმა კაბა გაშალა და მაშინვე მიხვდა მისი გამოგზავნის ნამდვილ მიზეზს.
-ესიგი შურის ძიება სწყურია ბატონს-მწარედ ჩაილაპარაკა და იგრძნო როგორ ჩაწყდა გულში რაღაც.
ასადის მიზანიც ეს იყო,უნდოდა ასეთი კაბის გაგზავნით ჰანანი დაემცირებინა და მისი ღირსება შეელახა.ის ხომ მაინც არაბი ქალი იყო და ასე თუ ისე მაინც ჰქონდა თავისებური კომპლექსები.მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული იყო რომ ჰანანი ასეთ კაბას არ ჩაიცვამდა.ამიტომ სულ სხვა ფერის სამკაული შერჩია.ლურჯი ჰანანის საყვარელი ფერი იყო.ასადიც თვლიდა რომ ჰანანი ასეთი ფერის კაბით გამოცცხადდებოდა წვეულებაზე და ასეთივე ფერის სამკაული უყიდა.ამ სამკაულში ნაწილობრივ სიყვარულსაც დებდა და ნაწილობრივ უნდოდა რომ ისევ შეხებოდა ჰანანს,თანაც იცოდა რომ ამით კიდევ ერთხელ ატკენდა გულს.
მალევე მოსაღამოვდა და სტუმრებმაც ჩვეულებისამებრ იწყეს სვლა...მალე მძღოლმა ჰანანი იმ სასტუმროში მიიყვანა სადაც ასადი იყო.გოგონა მანქანაში იჯდა და ოდნავ ათრთოლებული ელოდა კარის გაღებას,რომელსაც ასადის მოახლოებაც მოჰყვებოდა.უხერხულად იჯდა და კაბის ტანზე შემომდგარ ნაწილებს ისწორებდა,ცდილობდა შედარებით კომფორტულად მოწყობილიყო.უეცრად იგრძნო რომ კაბის გრძელი ბოლო ფეხსაცმლის ქუსლს წამოედო და დაიხარა რათა თავი გაეთავისუფლებინა .მოულოდნელად მანქანის კარი გაიღო და მის გვერდით მამაკაცი ოთხად მოიკეცა.ასადმა თავი ნელა შეატრიალა ჰანანისკენ და როგორც კი მის ტანზე სისხლისფერ კაბას მოკრა თვალი გაშეშდა.ჰანანი მიხვდა რაც ხდებოდა მაგრამ ფეხსაცმლის ქუსლზე წამოდებული კაბის ბოლო გამართვის საშუალებას არ აძლევდა.
მალევე ასადიც გამოერკვა და ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა დახმარებოდა.
-არა-ამოთქვა ჰანანამა და კაბის ბოლოს ქაჩვა განაგრძო.მოულოდნელად კაბის ბოლო გაიხა ხოლო მასზე მთელი ძალით ჩაფრენილი ჰანანი მამაკაცის მხარეს გადაქანდა.ასადმა უნებურად ჰანანს ხელები შემოხვია და გულზე მიკრაა...
რამოდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ აჩქარებული სუნთქვის ხმა ისმოდა...რამდენიმე წუთით მათ შორის ბარიერი გადაილახა და სიამაყე სადღაც ბნელ კუთხეში მიიკუჭა.რამდენიმე წუთიით ითქვა ის რასაც უამრავი დრო სჭირდებოდა სათქმელად.
-წავიდეთ?-იკითხა მძღოლმა და მისმა ხმამ ორი სხეული მალევე განაშორა ერთმანეთს.
-ააა..კიიი..კიი რათქმაუნდა.-თქვა ასადმა და ღრმად ამოისუნთქა.
ჰანანი მანქანის ერთ კუთხეში მიიკუჭა და გესლიანი სიტყვების ძებნას შეუდგა.
უცნაურია,ამ ბოლო დროს ხშირად ფიქრობდა ხოლმე ასადზე და სხვანაირად წარმოედგინა შეხვედრა ერთ კვირიანი განშორების შემდეგ.
-როგორც ვხედავ ჩემი საჩუქარი მოგეწონა-ასადის მზერამ გოგონას მხრები აუწვა.
-კი როგორ არა-თქვა ჰანანმა და წამით შეხედა ასადს მაგრამ მალევე გადაიტანა მზერა ფანჯაარაზე.
-გული უნდა დაგწყვიტო და გითხრა რომ გაიხა.
-არა უშავს შენი ბრწყინვალების გვერდით ამას ვერავინ შეამჩნევს.
-ეგ თავისთავად-სიცილით უპასუხა ასადმა-მაგრამ მაინც უნდა გამოიცვალო.
-მართლა ? როგორ?
-სასტუმროში დაბრუნდი-მიმართა ასადმა მძღოლს და მანქანაც მოტრიალდა.
ჰანანი ასადთან მარტო დარჩენის საფრთხემ შეაშფოთა და წინააღმდეგობის გაწევა ცადა,მაგრამ უშედეგოდ.
-მოკლედ აქ დარჩი მე კი კაბას მოვატანინებ.
ასადმა ტელეფონი ამოიღო და მოპასუხის ხმას დაუწყო ცდა.
-კი მაგრამ შენ რა იცი რანაირი კაბა მინდა .ისევ ამის მსგავს რამეს მიყიდი-თქვა ჰანანმა-მე ლ..
-გამარჯობა,დიახ....დიახ....ლურჯი,არც თუ ისე ღია ,გრძელი და სადა..კარგი გამადლობთ.
-რა იყო ასეთი კაბა არ გინდოდა ?თუ შეკვეთა შევცვალო და წითელი შევუკვეთო?
-არა,მადლობა.
ჰანანის მიერ ნათქვამი მადლობა იმდენად იშვიათი იყო ასადისთვის ,ცოტა ხანს გაკვირვებული იდგა ,მაგრამ მალევე მოეგო გონს და ოდნავ გასაგონი ხმით თქვა.-არაფრის.
კაბა მალევე მოიტანეს და ასადმა თავისი ხელით შეუტანა ჰანანს.გოგონა ფანჯარასთან იჯდა და ფიქრებს სადღაც შორს წაეღო.რამოდენიმე წამით ასადი კართან გაჩერდა და მოღებულ კაბაში თეთრად მოკიაფე ზურგს დააკვირდა...
ხელზე გადაკიდებული კაბა ჩამოცურდა და ხმაურით დავარდა იატაკზე.ჰანანი უეცრად შემობრუნდა და ასადს შეხედა.მამაკაცი სწრაფად დაიხარა და კაბა აიღო.
-აი აიღე მე გარეთ დაგელოდები.
კაბა მართლაც ლამაზი და რაც მთავარია ჰანანისთვის კომფორტული იყო.ტანზე შესანიშნავად მოერგო,თუმცა კაბის ელვა შესაკრავი ვერფარით შეიკრა რადგან შესაკრავი ზურგზე იყო მოთავსებული და ხელს ვერ აწვდენდა.
-ნეტა ამდენი ხანი რას იცმევს-გაიფიქრა ასადმა და კარზე დააკაკუნა ,მაგრამ თავის საქმეში გართულმა ჰანანმა ვერც კი გაიგო კაკუნის ხმა.
ამან კი ასადი შეაშფოთა და კარი შეაღო.
ადგილზევე გაშეშდა ,ჰანანი კი სწრაფად შემობრუნდა და კედელს აეკრა.
-რას აკეთებ ამდენ ხანს ?
-დაკაკუნება უკან დაგრჩა?
-დავაკაკუნე მაგრამ შენ როგორც ჩანს რაღაც უფრო მნიშვნელოვანს აპირებდი ვიდრე პასუხია-თქვა ასდამა და მიხვდა რა გასაჭიიც ადგა ჰანანს.
-სპეციალურად შემირჩიე არა ასეთი კაბა?
-როგორ ასეთი?-იკითხა გაკვირვებულმა მამაკაცმა.
-მე რომ ვერ შემეკრა.
-შენი ეროტიული ფანტაზიები შენთვის შეინახე და მოდი შეგიკრა.
ასადი მისკენ წავიდა ხოლო გოგონა უფრო მაგრად მოეკრა კედელს.
-ნუ ეწებები გაცივდები-თქვა მამაკაცმა მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ შეატრიალა.
ელვა სწრაფად შეიკრა.თუმცა ჰანანი კვალავ ერთ ადგილას გაეშეშებინა ზურგზე მოლამუნე თბილ სუნთქვას.
-წასვლის დროა თქვა ასადმა.
მანქანაში ხამ არ ამოუღიათ.მანქანიდან გადასულებს კი კამერების წინ ღიმილი არ გასჭირვებიათ,როგორც ორივეს ეგონა .პირიქით სასიამოვნოც კი იყო მათთვის ასეთი სიახლოვე.
ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო...დაბადების დღის სიმღერა ,ტორტი და საჩუქრები...
-ერთი წუთით ყურადრება,მინდა ჩემს საყვარელ მეუღლეს რაღაც ვაჩუქო.-თქვა ასდამა და ჰანანს მოუხმო.
ნეტავ რა უნდა გაიფიქრა გოგონამ და მის წინ აიტუზა.
-შებრუნდი-უთხრა ასადმა.
-რა?
-გთხოვ შებრუნდი.
მალევე ჰანანმა რაღაც ცივი და მსუბუქი იგრძნო ყელზე და თვალში ლურჯი თვლების ციალი მოხვდა.
-არაჩვეულებრივია-გაისმია ირგვლივ და მალე ჩვეუებისამებრს ნელმა მუსიკამ გაიტაცა დარბაზში მყოფი წყვილები.
-ვიცეკვოთ-თქვა ასადმა და ჰანანის პასუხს არც დაელოდა ისე შეერია მოცეკვავეტა რიგებს.
-უგემოვნო ხარ-უთხრა ჰანანმა.
-რატომ?
-როგორ თუ რატომ?წითელი კაბა მიყიდე და ლურჯი ყელსაბამი რად უნდოდა?
-როგორც ხედავ ახლა ლურჯი ყელსაბამი გიკეთია და ლურჯი კაბაც გაცვია ,ასე რომ არ ვარ უგემოვნო.
მამაკაცმა მჭიდროდ მიიკროო გოგონას სხეული და მსუბუქ მუსიკას აყვა...


_____________________________________________
ესააა მეათე თავი და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ და წაიკითხავთ.ბოდიში რომ დავაგვიანე და მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ.მაინტერესესბს თქვენი აზრიააა მიყვარხართთთთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent