სათნოების ორმოცდაათი ელფერი
მეცხრე თავი იმ დღის შემდეგ, როცა თითქოს პირველი მუხტი გაჩნდა მათ შორის აღარაფერი მომხდარა.მხოლოდ ის შეიცვალა რომ ჟურნალისტებს აღარ უშვებდნენ ახალ დაქორწინებულთა სახლში.უზარმაზარი სახლიც ნელნელა მილაგდა,მხოლოდ მათი ურთიერთობა რჩებოდა დაულაგებელი.რამდენი ხანია ასადი სიმართლის თქმას აპირებდა ნურას შესახებ მაგრამ ყოველ მცდელობას რამე შემთხვევითობა შეუშლიდა ხოლმე ხელს... დილა ჩვეულებრივად დაიწყო,როგორც ყოველთვის საპირისპირო ოთახებიდან გამოსული ჰანანი და ასადი ერთმანეთს შეეჩეხნენ. -დილამშვიდობის-უთხრა ჰანანმა და კიბეზე ისე დაეშვა ,რომ პასუხს არ დაელოდა. -დილამშვიდობისა,თუმცა რა აზრი აქვს-უკვე ქვევით მყოფ ჰანანს ასადის სიტყვები არც კი გაუგონია... -შენი შვებულება აღარ დამთავრდა? -ვიცი ,რომ ვერ მიტან მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა. -მაგიტომ არ გეკითხები-უთხრა ჰანანმა და ყავა ჩვეულებისამებრ მხოლოდ მისთვის დაისხა. -აბა რისთვის?-მამაკაცმა თვალი აარიდა ქალის უკვე ნაცნობ ქცევას და ახლა თვითონ შეუდგა შავი სითხის ფინჯანში ჩასხმას. -მე აქ მატო უნდა ვიყო?-იკითხა ჰანანმა და ასადს გახედა. -ააა აი თურმე რაა ! ნუ ღელავ ასე არ გაგწირავ -ირონია არ გვინდა რააა-გოგონამ ყავა მოსვა და გვერდი აუარა . -დღეს მხოლოდ მე და შენ ვართ სახლში ასე რომ მოგიწევს ირონიაც აიტანო და მეც-უთხრა ასადმა და უკან გაჰყვა. უზარმაზარ ოთახში ზარის ხმამ გაიწკრიალა და იქ მყოფნი ოდნავ შეაშფოთა. -გააღებ თუ რა ვქნა ?-იკითხა ჰანანმა და ასადს გადახედა. -კარგი მივდივარ. მამაკაცმა კარები გააღო და გაოცებისაგან ადგილზე შედგა.მის წინ ნურა იდგა და აღელვებისგან სახეზე ალმური მოსდებოდა. -შემიშვი-თქვა ნურამ და ოთახში შეიჭრა.მაშინვე მოკრა თვალი სავარძელზე ოთხად მოკეცილ ჰანანს,რომელიც შორიდან აკვირდებოდა ნაცნობ სილუეტს და მის ამოცნობას ცდილობდა...ნურა თავშალს ისევ ატარებდა.შავგვრემან სახეზე კულულა თმა ისევ ძველებურად ჰქონდა ჩამოყრილი და ალმურმოდებული სასაცილოდაც კი გამოიყურებოდა. ჰანანი წამოდგა.გამოზომილი ნაბიჟებით უახლოვდებოდა მთრთოლვარე გოგონას ,რომლის იერი მის წარმომავლობას ნათელს ყოფდა...რამდენიმე წუთის შემდეგ ჰანანი მის წინ დადგა...ასადი სწრაფად გამოფხიზლდა და ნურასკენ გაექანა. -რატომ მოხვედი?-პირველად დაუყვირა ნურას .-ჯერ არა...ჯერ არ უნდა მოსულიყავი,კიდევ უფრო შევძულდები -მისკენ შემოტრიალებულ ნურას სახე შეეცვალა...ყელში მომდგარი ბურთი გადაყლაპა და როგორც კი შეეძლო,ისე ხმამაღლა უთხრა. -შენ მას ისედაც ძულხარ,რა აზრი აქვს ?მითხარი რა აზრი აქვს ? -გოგონა ჰანანისკენ შებრუნდა.ჰანანი ტიროდა ,მთელი სხეუული ეწვოდა.თითქოს შიგნიდან ღღრნიდნენ,კბენდნენ და სათითაოდ აცლიდნენ ხორცს...ასეთი ტკივილი მაშინაც კი არ უგრძვნია,როცა ასადმა დაჭრა.რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ნურას მთელი ძალით მოეხვია.თავი მის თმაში ჩარგო და ოდესღაც შორეულ ბავშვობაში მისთვის ყველაზე საყვარელი სურნელი შეისუნთქა. -ნურა-აღმოხდა და კიდევ ერთხელ მოეჭიდა მისი დის ათრთოლებულ მხრებს... -მომენატრე-ამოთქვა ნურამ და მისი მკლავებისგან გათავისუფლებულმა ახლოდან შეათვალიერა ჰანანი. -როგორ?-როცა პირველმა აღელვების წამებმა გაიარა ჰანანს ლოგიკური კითხვები დაებადა და ამ დროის განმავლობაში ჩუმად მდგარი ასადიც იძულებული გახდა საუბარში ჩართულიყო. -ასადმა ჩამომიყვანა-თქვა ნურამ და ასადს გახედა. -კი მაგრამ როგორ ? საიდან გიცნბდა?როგორ მოგაგნო ?ან საერთოდ რა მოხდა?-გაოცებული ჰანანი ათას კითხვას აყრიდა ნურას. -ნუ ეტყვი-მთელი საუბრის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ასადმა. გაცოფებული ჰანანი სავარძლიდან წამოდგა და ასადის წინ დადგა. -რა გინდა ? ხომ მომატყე ! კიდევ ერთხელ დამინგრიე ცხოვება,ახლა შენი ცოლიც ვარ.მეტი რა შემიძლია გავაკეთო ? მითხარი და გავაკეთებ!ეგოისტი ხარ ,ნამდვილი ეგოისტი...გინდა გითხრა რა იყო მთელი ჩემი ცხოვრება?! არაფერი ,საერთოდ არაფერი...არც ტკივილი,არც ტანჯვა და არც სიყვარული და იცი რატომ?...ქვად მაქციეთ,ყველამ ქვად მაქციეთ...შენთვის არასოდეს მითქვამს მაგრამ ახლა პირადპირ გეტყვი იცი რა შემემთხვა? გამაუპატიურეს !...მაშინ ერთი პატარა,ტიპური არაბი გოგონა ვიყავი...ყოველთვის ვოცნებობდი პატარა და ლამაზი ოჯახი შემექნა...ჩვენთვის პატარა სახლი გვქონოდა და ბაღში გვემუშავა...მაგრამ,ეს ყველა სასაცილო და ბანალური ოცნება ერთ წამში დამინგრიეს...იმ მინდორში სადაც ვიცნებობდი ხოლმე ,სწორედ იქ...ვგრძნობდი რომ ვიღაც მიყურებდა,ვცადე თავი ამერიდებინა,მაგრამ არა ...მივხვდი ჩემკენ წამოვიდა და მაშინ გავიქეცი,გავიქეცი,მაგრამ...-ასადის წინ მდგარი ჰანანი ტიროდა ,მთელი სხეული უკანკალებდა.სახეზე მისთვის უჩვეულო ფერი დასდებოდა და ყოველი კუნთი ეტყობოდა...ყოველი კუნთი ტკიოდა ,როგორც მაშინ. -გაჩუმდი-ასადი სავრძლიდან წამოიჭრა და ჰანანთან მივარდა,ძლიერი ხელები მხრებში ჩაავლო გოგონას. -ვიცი,ვიცი,ვიცი-იმეორებდა მამაკაცი. ჰანანი მეორედ გაოცდა.საიდან უნდა სცოდნოდა ეს ასადს ? ვინ იყო სინამდვილეში?... -ვინ ხარ ?-იკითხა ჰანანმა და ასადს თვალებში ჩააშტერდა. -დაჯექი -მამაკაცმა გოგონა სავარძელძე ძალით დააჯინა და მის წინ დადგა. ასადმა ღრმად ჩაისუნთქა ოდნავ ნესტიანი ჰაერი...წამით თვალები დახუჭა ,შემდეგ ისევ გაახილა და მის წინ მჯდარ,მომლოდინე ჰანანს გადახედა.გონებაში აგოო უხვად დაგროვებული სათქმელის პირამიდა და მისი წვერიდან დაიწყო თხრობა... თანმიმდევრულად ყვებოდა ქალაქელი ბიჭის ამაბავს..არაბი ბიჭის ,რომელსაც საცოლე შეურჩიეს და მხოლოდ სურათი მისცეს ,სიყვარულის ილუზიის საშენებლად.მაგრამ სწორედ ეს პატარა ქაღლდი გამოდგა საფუძველი უცნაური,სათნო და სპეტაკი სიყვარულისა რაც მას ჰქონდა...ასე ჩაეყარა საფუძველი სათნოების ორმოცდაათ ელფერს...ყოველდღე როცა ამ სურათს უყურებდა გრძნობდა ,რომ გოგონას სახე ორმოცდაათამდე ელფერს იღებდა და მაინც,ყველაში მომავლის იმედი ჩანდა...ბიჭს თავის მხრივ იმედი ჰქონდა რომ ის გოგონაც შეეძლებდა მისი სიყვარული ასე აეშენებინა. მაგარმ მერე გაიგო,რომ მან უღალატა,გაწირა და შეკოწიწებული კედელი დაანგრია...თუმცა საძირკველს ვერაფერი დააკლო...წლების განმავლობაში მოღალატეს დასჯის მეტი არაფერი უტრიალებდა თავში...მერე ის ცოცხლად დაწვეს,თუმცა გადარჩა და მასთან ამერიკაში აღმოჩნდა... პირველად ოფისში შეხვდნენ ერთმანეთს ...როგორც დავიდი და ჰანანი...მერე იყო რამოდენიმე ღამეც,მერე გასროლა და ბოლოს შეიძლება გვიანაც კი შეცდომის აღიარება და იმ საძირკველის აღდგენა ,რაც არასდროს დანგრეულა... მალე პირამიდის ბოლოს დროც დადგა და ასადმა მოყვა თუ როგორ ჩავიდა არაბეთში,შემთხვევით ნახა ნურა და წამოიყვანა... გონებაში აგებული პირამიდა მალევე დამთავრდა ,არადა რამდენი რამე იყო თითქოს მასში... ასადი ჰანანის გვერდით ჩამოჯდა და სახე მისკენ მიატრიალა. სამივე დუმდა.რამოდენიმე წუთი დუმილმა წაიღო...ბოლოს კი ისევ ჰანანი შეირხა. -ნურა მივდივართ ! -თქვა მან და წამოოდგა. ნურაც და ასადიც ყველაფერს ელოდნენ გარდა ასეთი ქცევიას. -კი მაგრამ სად ? რატომ ?მან ხომ ყველაფერი გითხრა !-ნურა ცდილობდა შეეჩერებინა მაგრამ ჰანანმა ხელი მაგრად ჩასჭიდა და კარისკენ გაათრია. -ასად რამე გააკეთე!-იყვირა ნურამ,მაგრამ არა,ასადი არ აპირებდა შეეჩერებიანა. მას პირამიდის ერთი ნაწილი უთქმელი დარჩა...თუ ჰანანი სიმართლის გაგების შემდეგ ,უბრალოდ ადგებოდა და წავიდოდა ასადიც გაუშვებდა და ამით დაასკვნიდა ,რომ გოგონას ის უბრალოდ არ უყვარდა...სწორედ ამას მიხვდა ასადი და თავისი თავი დააკვა ,რომ არ გაჰყოლოდა... ლეტიცია დღეს პირველად გადმოაბიჯა იმ კედლების გარეთ სადაც უკვე კარგა ხანია თავს პატიმარივით გრძნობდა.დღეიდან არანაირი ფსიქიკური გადახრა აღარ ადარდებდა და შეეძლო თავისუფლად ეცხოვრა.კლინიკაში დრო ტყუილად არ დაუკარგავს და რაღაცრაღაცეებიც ისწავლა.ხატვა ბავშვობიდანვე ეხერხებოდა ,კლინიკაში კი კერვაც ასწავლეს და ახლა უკვე ახალი მიზნით მიიწევდა თავისი ბინისაკენ.იცოდა რომ ჰანანი გათხოვდა,მართალია თავიდან ვერაფერი გაიგო მაგრამ ერთერთი სტუმრობისას ჰანანმა ყველაფერი უთხრა და მისთვისაც ნათელი გახდა ყველაფერი. მაქსი ? მაქსი კარგა ხანია დავიწყებას მისცემოდა მისთვის ...მისი აზრით ის მხოლოდ დედამისის მიერ მოჩენილი გადია იყო და მეტი არავინ... ახლა სწორედ დედამისის მეგობრის ბინაში მიდიოდა.დედასთან ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებდა...ამაყობდა კიდეც მისით,ის ხომ ჰანანის მსგავს ბევრ გოგონას ეხმარებოდა ... არ მოსწონდა დედამისის მეგობრის ბინაში რომ უწევდა ცხოვრება ,მაგრამ დასაწყისისთვის ასე იყო საჭირო და იძულებულ გახდა სიტუაციას შეგუებოდა... ******************* ოდანავ ანერვიულებული ,ცოტაც შეშინებული მაგრამ ბედნიერი შედიოდა იმ შენობაში ,რომელსაც დიდი ასოებით ეწერა ხელოვენბის აკადემია.დიახ,ბავშვობიდან ეხერხებოდა ხატვა და ახლა კი გადაწყვიტა გასაქანი მიეცა მისი ნიჭისთვის...შესასვლელში ვირაც შავგვრემანი მამაკაცი შეეჩეხა და ხელიდან უამრავი ქაღალდი გადმოუცვინდა.ლეტიცია აკრეფაში მიეშველა უეცრად ერთ ძალიან ლამაზ ნახატს მოკრა თვალი...ქაღალდზე თითქოს ლურჯი ტალღები ბობოქრობდნენ და ჩარჩოებიდან გადმოდიოდიონენ.ჩამავალი მზის ფონზე ტალღებში სტაფილოსფერი სხივები თამაშობდნენ... -რა ლამაზია,თქვენია ?-კითხა ლეტიციამ უცნობს. -დიახ ჩემია.-მამაკაცმა ისე უპასუხა ლეტიციას ეჭვი გაუჩნდა ,რომ მართლა მისი იყო. -ნამდვილად საუუცხოაა,ბოდიში.ჩემ გამო კინაღამ ეს ნახატი გაფუჭდა. -არაუშავს.თქვენ ახალი ხართ? -დიახ.სასწავლებლად მოვედი. -სასიამოვნოა.კარგი ახლა უნდა წავიდე.იმედია კიდევ შევხვდებით-მამაკაცი გამოემშვიდობა და გზა განაგრძო. -უცნაურია-ჩაილაპარაკა ლეტიციამ და ისიც თავის გზას დაადგა... უცნაური გრძნობა ჰქონდა ,თითქოს ეს კაცი სადღაც ენახა...თითქოს ნაცნობი იყო მისთვის.პირველი გაკვეთილიც დაიწყო და მასწავლებლად სწორედ ის კაცი მოუვლინა ბედმა ან შეიძლება სხვა ვინმემაც. -ჩვენი მასწავლებელი ძალიან კარგად ხატავს.-ლეტიციამ თავის გვერდით მჯდომს გადაულაპარაკა. -არა ის არ ხატავს.მხოლოდ თეორიას გვასწავლის. ასეთმა პასუხმა ლეტიცია კიდევ უფრო გააკვირვა,მაგრამ არაფრის მომცემ ფიქრებს აღარ ჩაუღრმავდა და სხვა თემაზე განაგრძო საუბარი. **************************************** ამასობაში კი სათნოების ორმოცდაათი ელფერი,ისევ და ისევ იცვლებოდა...სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც,ჰანანი ასადისგან წვაიდა,მას შემდეგ რაც მარტო დატოვა და გაიქცა...გაიქცა ისე როგორც მაშინ ჰასანთან ერთად...თუმცა რატომღაც ბედნიერი არ იყო,რაღაც ტკივილს გრძნობდა,მიუხედავდ იმისა რომ ახლა ყველაფერი ქონდა რაზეც ოცნებობდა...სახელოვანი მწერლის ტიტული და და ...ეს ორი რამ მისთვის ყველაფერი იყო.მაგრამ ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა..ვერც წიგნის დაწერას ახერხებდა და არც რაიმე იდეა ჰქონდა თავში.უკვე მერამდენეჯერ შლის ორ სტრიქონს და ეკრანზე დარჩენილ სიცარიელეს თვალს უსწორებს...მე კი მის გვერდით ვიზივარ და უკვე თავი მტკივა იმაზე ფიქრით თუ რატომ აწამებენ ერთმანეთს ასე.ვიცი ,რომ ჰანანსაც უყვარდა ასადი.მაშინაც კი,უბრალოდ სახელზე აშენებული სიყვარულით...ზოგჯერ ფიქრში წასულს სახეზე ღიმილი გადაურბენდა და ადვილად ვხვდებოდი ,რაზეც ფიქრობდა...ცხოვრება ეთამაშებოდა...ასადი და ის,ეს ორი-მე კის სულ ამაზე ვფიქრობდი და როგორც ჩანს ამ ფიქრება რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას მომწყვიტა...ყველაფერს მაშინ მივხვდი ,როცა ეკრანზე ერთ პატარა ფაილს წავაწყდი და გავხსენი...ახლაც კი მახსოვს რამხელა ტკივილი იდო შიგნით... და მაინც ისევ ვფიქრობ ამ ორზე და ისევ მინდა რომ ერთად იყვნენ...მინდა ის ბარიერი დაიმსხვრეს რასაც წარსული,სიამაყე და ცრურწმენა ჰქვია... ______________________________________________________ ბოდიში მეგობრებო ! პირველ რიგში ბოდიშით ვიწყებ და არა გამარჯობით რადგან ვიცი რომ არ ვიქცევი კარაგდ.ისედაც მცირე მკითხველს კიდევ უფრო გიცრუებთ იმედებს.ძალიან დავიგვიანე ... მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი პატარა და უხარისხო ნაწერი არც საინტერესოა და ვერც მკითხველთა სიყვარულს მჩუქნის,მაინც მინდა გავაგრძელო.არ ვიცი რა მჭირს ,მაგრამ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ რაღაც მექაჩება რომ ვწერო,რაღაც გაუგებარი და ბუნდოვანი ნათლად გამოვსახო.ვიცი,არც ორიგინალურობით გამოვირჩევი და არც საინტერესოობით ,მაგრამ მაინც ვკადნიერდები და თქვენ აზრს ჯიუტად ვითხოვ ! არ ვიცი ,ვის რამდენად მოეწონება ჩემის სიტყვები მაგრამ უბრალოდ ვფიქრობ ,რომ ყველამ უნდა ვეცადოთ ის გავაკეთოთ რაც ძალიან გვინდა ,მეც სწორედ ამას ვცდილობ. მადლობა ,ალბათ თავი შეგაწყინეთ მაგრამ უბრალოდ ეს უნდა მეთქვა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.