შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოდესმე გყვარებია? (7)


26-02-2016, 00:05
ავტორი natia_888
ნანახია 2 071

წუთით ორივე გაუნძრევლად ვიდექით და სივრცეში ვიყურებოდით, შემდეგ გიორგი ჩემსკენ მობრუნდა და ალმაცერი ღიმილის თანხლებით ხელი გამომიწოდა. ჯერ მის ხელს მივაშტერდი, შემდეგ სახეზე გადავინაცვლე, მისი ღიმილითა და მოციმციმე თვალებით თავბრუ დამეხვა, კაბას ხელი გავუშვი და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე... როგორც კი შევეხე თავბრუსხვევა გაძლიერდა, მთელ სხეულზე ცეცხლი მომეკიდა და თვალთ დამიბნელდა... შევეცადე კიბეებისკენ წავსულიყავი, მაგრამ სიარულიც მიჭირდა, გიოს ხელს ძლიერად ვეჭიდებოდი, მასაც ძლიერად ვეჭირე. კიბეები ჩავიარეთ და წრის შუაგულში აღმოვჩნდით. ნაპირელი ჩემსკენ შემობრუნდა და მომიახლოვდა, ძალიან მომიახლოვდა, აი ისე, პირველ დღეს ლიდა რომ მიუახლოვდა გიორგის, ოცი მილიმეტრი დიამეტრით, მაგრამ ეს სულ სხვაგვარი სიახლოვე იყო, სიახლოვე რომელსაც ორივე ვგრძნობდით და ჩვენს გარდა ვერავინ ამჩნევდა...
რაც შეეხება ცეკვას... ხელოვნებისადმი ინტერესს ყოველთვის ვამჟღავნებდი, რაც ძირითდად ხატვაში გამოიხატებოდა ხოლმე, თუმცა მშობლებთან ერთად ხშირად მინახავ სატელევიზიო გადაცემები თანამედროვე ცეკვებსა და კლასიკურ ცეკვებზე. ასე თუ ისე ვიცოდი როგორ უნდა მეცეკვა ვალსი და ტანგო...
მელოდია გაჟღერდა, წყნარი მაგრამ რიტმული ჰანგები იყო... გიორგიმ ჩემი ცალი ხელი ხელში აიღო, ცალი კი წევზე შემომხვია... მოვკვდი... საცეკვაო ნაწილი დაიწყო თუ არა ჩემმა მეწყვილემ ცეკვა გახსნა. მის ხელში თავი უსულო თოჯინა მეგონა, ჰაერში მსუბუქად მატრიალებდა და არაჩვეულებრივ ილეთებს აკეთებდა... მის გევრდით უფლებაც კი არ მქონდა მეთქვა, ცეკვა ვიცითქო... მე ისღა დამრჩენოდა ბოლომდე ჩავთქმულიყავი თავდავიწყებაში. ასეც მოვიქეცი...
ცეკვა დავიწყეთ თუ არა, ვცდილობთი თვალი მომევლო ჩვენს გარშემო მყოფთათვის. ნიკა დავინახე... მის სახეზე ალმაცერ ღიმილს წავაწყდი და მიუხედავად იმისა, რომ ყოველივეს აღქმის უნდარი დაკარგული მქონდა, ის მაინც შევამჩნიე. ჩემში რაღაც მოხდა. თითქოს სხეულზე ათასობით ლითონი მქონდა მიკრული, უეცრად კი მაგნიტმა ნაწილი ჩამომაშორა. თითქოს ორად გავიყე, თითქოს ჩემი შეგრძნებებიც ორად გაიყო... როგორც კი უკანასკნელი მელოდია შეწყდა, ტაშის გუგუნი გასმა, გიორგიმ კი ხელი მომკიდა და რამდენჯერმა წრიულად დამატრიალა... მეც საბოლოოდ გამოვერკვიე... მალევე გაისმა ახალი მელოდია და ჩვენს ირგვლივ შეკრული წრეც დაირღვა... წყვილებმა ცეკვა დაიწყეს. აი ახლა კი მოხდა ის, რამაც საბოლოოდ დამაბნია, რამაც თავზარი დამცა. გიორგი კვლავ ჩემსკენ შემობრუნდა, და კვლავ უჩვეულოდ მომიახლოვდა, იმაზე მეტად ვიდრე ცეკვის დროს... თითქმის გულში ჩამიკრა... ხელი მის მხარზე დამადებინა, წამომიტაცა და ჰაერში დამატრიალა... შემდეგ ძირს დამსვა, სახით ჩემს სახეს შეეხო და ყურში ნაზი, ხავერდოვანი, მაცოცხლებელი და სასიკვდილო ხმით ჩამჩურჩულა
• ... მიყვარხარ...
აი აქ კი ნამდვილად დაასრულა არსებობა ყოველივემ... ლიდამ, დირექტორმა და სკოლის ასობით მოსწავლემ... საოცაარმა მელოდიამ, ნიკამ... და თავად გიორგი ნაპირელმაც კი... მხოლოდ მე და ჰაერი დავრჩით, უსასრულო უკიდეგანობაში მოვექეცი, უკიდეგანობაში საიდანაც თავს ვეღარასდროს დავაღწევდი...
გიორგის სიტყვების შემდეგ ჩემთვის წვეულება დამთავრდა... ფეხაბნეული გამოვეცალი მას... დღესაც არ მესმის როგორ შევძელი მის სხეულს, მის სითბოს, სურნელს მოწყვეტა, მაგრამ შევძელი... ნიკასთან მივედი დავთხოვე სახლში წავეყვანე. ნიკამ რათქმაუნდა მყისვე მიმიყვანა მანქანასთა, ჩამსვა შიგ და სახლამდეც მიმაცილა. ნიკას სიახლოვემ ცოტა დამამშვიდა, თითქოს ჩემი ემოციები ისევე მიიზიდა, როგორც ცეკვის დროს. სახლთან რომ მივედით შევთავაზე შემოსულიყო, მაგრამ უარი მითხრა... მისთვის არაფერი მომიყოლია.
სახლში ძალიან ადრე მომიწია დაბრუნება, ჯერ მხოლოდ პირველი საათი იყო. ოთახამდე შეუმჩნევლად ავედი, მარტო მინდოდა ყოფნა, ფიქრი იმ ყველაფერზე რაც ჩემს თავს ხდებოდა...
ოთახში შევედიი თუ არა საწოლზე ჩამოვჯექი და უსასრულობას დავუწყე მზერა... რამდენიმე წუთში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. პასუხის გაცემა არ მინდოდა, თავიდან ვიფიქრე არ ვუპასუხებთქო, მაგრამ რატომღაც ტელეფონი ავიღე, ნომერი არ მეცნო და გადავწყვიტე მეპასუხა...
• გისმენთ - სიჩუმეს შევეჯახე.. -გისმენთ - კვლავ არაფერი...
არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ რაღაც მწველს ვგრძნობდი, ტანში უცნაური ჟრუანტელი მივლიდა.
• გისმენთ - უკანასკნელად გავიბრძოლე...
• მიყვარხარ... - მდუღარე გადამესხა. ისევ ის თბილი, ხავერდოვანი ხმა მელაპარაკებოდა...
• რატომ? - გაუაზრებლად დავსვი შეკითხვა.
• რატომ?... - კვლავ დუმდა. - არაფრის და ყველაფრის გამო, სიცოცხლის და სიკვდილის გამო, ცხოვრების გამო, სამყაროს გამო, არსებობის გამო, მზის, მთვარის გამო... ზღვის, ცის, მიწისგამო, შენგამო, ჩემგამო... შენი თვალების,შენი ღიმილის, შენი მზერისგამო, შენთან ყოფნის გამო... უშენობის გამო... - კვლავ დუმილი...
თავისთავად გავთიშე ტელეფონი...
სიმართლე გითხრათ?.. დანარჩენი არ მახსოვს. ერთი ის ვიცი, რომ გონება განუწყვეტლივ იმეორებდა გიორგის წარმოთქმულ სიტყვებს. შეისისხლა და შეიხორცა თოთოეული ასო, სულმა შეითვისა გონებამ კი დაიზეპირა... მერე მოზეპირე სიტყვები, სივრცეში ფიქრებმა შეცვალა....
მეორე დღეს კვლავ სკოლა მქონდა. უკანასკნელი კვირა სკოლაში.
• რა უნდა ვქნა დღეს როცა მას დავინახავ? - ჩემ თავს ვუსვამდი კითხვას.
პასუხი არ არსებობდა, ვიზამდი იმას რასაც გული მიკარნახებდა და იმას რასაც გონებაც დაეთანხმებოდა...
მოვემზადე და მანქანაში ჩავჯექი... დედასთან გულწრფელობას მაინცდამაინც მიჩვეული არ ვიყავი, ადრე ხომ მოსაყოლიც არაფერი მქონდა, ახლა კი ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა მასთნ გიოზე საუბარი... ნიკასთან ყველაფერზე შემეძლო მელაპარაკა, მაგრამ რატომღაც იმის განხილვა, რაც ჩემს თავს ახლა ხდებოდა არავისთან არ მინდოდა. მიმაჩნდა რომ ეს ჩემი საკუთრება იყო, მხოლოდ ჩემი და სხვას ვერ გავუნაწილებდი...
მანქანას სწრაფად ვმართავდი. ჩვეულებრივ სიჩქარე მიყვარს, მაგრამ დღეს მიზეზი ეს არ ყოფილა. რატომღაც გული მიმიწევდა სკოლისკენ, თითქონ რაღაც მნიშვნელოვანი მელოდებოდა, თითქოს ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ უნდა შეცვლილიყო, ამჯერად სიღრმისეულად, სიღრმისეულად და საბოლოოდ...
სკოლაში მივედი, მანქანა ტრადიციულად გავაჩერე და შენობისკენ გავემართე. როგორც კი სკოლის კარი გაიღო ჩემს ირგვლივ გარემო გაუფერულადა. ადამიანები გარჩევით ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე მხოლოდ ბგერების უწესრიგობა მესმოდა, ნივთებიც თავის ადგილზე იყვნენ, მაგრამ მე ჩემი კარადის გარდა ყველგან უწესრიგობას ვამჩნევდი... თითქოს დღეს მხოლოდ კონკრეტულ რაღაცცებზე ვიყავი ორიელტირებული, თითქოს დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსხვავებბული დღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული დღე გახლდათ გარკვეული ჩვევა თუ ტრადიცია მანც უცვლელი დარჩა, მაგალითად ის რომ პირველად ჩემს კარადასთან უნდა მივსულიყავი, ასეც მოვიქეცი. გზაში მოსწავლეების ნაცნობი სახეები მხვდებოდნენ, მაგრამ არცერთი მათგანის შეცნობა არ შემეძლო, მხოლოდ ერთი მათგანი დავინახე მკვეთრად და გარკვევით... გიორგი.
როგორც კი ჩემს კარადასთან მივედი ისიც ჩემს გვერდით გაჩნდა, მისკენ შევბრუნდი და მის უძირო თვალებში ჩავიძირე, უდიდეს გაუგებრობაში აღმოვჩნდი... ბგერების უწესრიგობიდან ნათლად გამოკრთა ცხრა ბგერა და თანმიმდევრულად ჩამესმა ჩურჩურისებული, საამოდ მჟღერი ხმა
• მიყვარხარ
როცა ერთი ადამიანი ამ სიტყვას მეორეს ეუბნევა, როგორც წესი პასუხსაც ელის, და უმრავლეს შემთხვევაში იგივე პასუხს, თუმცა ზოგჯერ პასუხი უარყოფითია... არსებობს გარკვეული ალბათობა იმას შორის თუ, როგორი იქნება პასუხი - დადებითი თუ უარყოფითი. სამაგიეროდ არავითარი ალბათობა არ სჭირდება იმას, რომ მხოლოდ ორი
ვარიანტია - ან გიყვარს, ან არა. მე... მიყვარს თუ არა? მისი დანახვა საკმარისია რომ სხვა ყველაფერფი დამავიწყდეს, მისი ხმის გაგონება საკმარისია, რომ სამყაროს გამოვეთიშო, მისი თვალები საკმარისია რომ... მოვკვდე. კვლავ დავუსვამ საკუთარ თავს კითხვას... მიყვარს?
თვალები დავხუჭე, სხვა დანარჩენთან ერთად ვეღარც გიორგის ვხედავდი, ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი... თვალები დავხუჭე და ყველასა და ყველაფერთან ერთად საკუთარ თავსაც გამოვეთიშე. შევწყვიტე ფიქრი, აზროვნება, გრძნობა... სუნთქვა შევწყვიტე და უბრალოდ ვთქვი...
• მიყვარხარ არაფრის და ყველაფრის გამო, სიცოცხლის და სიკვდილის გამო, ცხოვრების გამო, სამყაროს გამო, არსებობის გამო, მზის, მთვარის გამო... ზღვის, ცის, მიწის გამო, შენგამო, ჩემგამო... შენი თვალების,შენი ღიმილის, შენი მზერისგამო, შენთა ყოფნისგამო... უშენობის გამო...
არ ვუსმენდი ჩემს სიტყვებს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რასაც ვამბობდი...
თვალები გავახილე და მისი უძირო თვალები დავინახე, თვალები რომელშიც უფრო მკაფიოდ გამოკრთა ის რასაც ადრე მკრთალად თუ მავჩნევდი... სიყვარული
• საჩუქარი ხარ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი საჩუქარი. - მის სახეს ალმაცერი ღიმილი ამშვენებდა და ამ საოცნებო სიტყვებს კიდევ უფრო საამოდ მოსასმენს ხდიდა.
... და ვცხოვრობდით დიდხანს და ბედნიერად. კარგი დასასრული იქნებოდა არა? კი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი ისტორია სხვაგვარად მთავრდება.
მისი სიყვარული ჩემთვის უფრო დიდი საჩუქარი იყო, უფრო ლამაზი საჩუქარი ვიდრე მე მისთვის. ის ჩემი ცხოვრების აზრი იყო, ადამიანი რომელიც მცვლიდა, მთელი არსებით... არ ვიცი უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, მაგრამ მცვლიდა და ეს ცვლილება მომწონდა.
სიყვარულის ისტორიები ერთმანეთისგან ყოველლთვის განსხვავდება რაღაცით, მაგრამ ამასთანავე რაღაც მაინც აქვთ საერთო. ჩვენს ისტორიაშიც დადგან ხანა, რომელსაც ყველა შეყვარებული წყვილი გადის. დრო, როცა ერთმანეთს უბრალოდ უმზერენ და დროის შეგრძნებას კარგავენ, როცა სულ ერთად არიან, მაგრამ მაინც სიშორეზე წუწუნებენ, როცა უყვართ და არც კი იციან რა არის სიყვარული. უცანურია არა? ხო რეალურად ასეა, ადამიანი მაშინ ხვდება სიყვარულის არსს როცა მას კარგავს, მანამდე უბრალოდ გრძნობს, ეს მოსწონს და სიყვარულს ეძახის, თორე თავადაც არ იცის რა ხდება მის თავს... ეს ეტაპი ყველაზე ლამაზი ხანაა. გამოსაცდელი ეტაპი, ეტაპი შრომასა და შრომის ნაყოფს შორის. ეს ის დროა, დიდი შრომის შემდეგ ყურძენს რომ მოკრეფ, ღვინოს დააყენებ და ელოდები როდის დაღვინდება, ელოდები კარგი გამოვა თუ არა. სიყვარულიც ასეა. ჯერ შენთვის გიყვარს და ცდილობ ეს გრძნობა დაანახო. ქმედებით მიახვედრო და არა სიტყვით. როცა გაიგებ, რომ მასაც უყვარხარ ცდილობ გაიცნო, ცდილობ გაიგო როგორი შეიძლება იყოს შენი მომავალი მასთან, კარგი თუ ცუდი . ქორწინება უკვე კარგად დაღვინებული სიყვარულია. თუ გამხელის შემდეგ ურთიერთობამ ქორწინებამდე ვერ მიაღწია, მაშინ სათანადოდ ვერ მოგინდომებია. ქორწინება უკვე სიყვარულის დასტურია, დასაბუთებული სიყვარულია, ყველაზე საინტერესო კი ის დროა სანამ დაამოწმებ რომ ნამდვილად გიყვარს.
მე გიო მიყვარდა, მასაც ვუყვარდი... მისადმი გრძნობა ნამდვილი იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მჯეროდა.. გიოს გამო შევიცვალე, არამხოლოდ ფიზიკურა სულიერადაც შევიცვალე... არაფერი მერჩივნა მისი თვალების ყურებას და საამო ხმის მოსმენას, მასთნ ყოფნას...
ჩემი ცხოვრება მშვენიერი იყო... ლიდას კვლავ ვხედავდი და მის ყოველ დანახვაზე ცოცხლად ვგრძლობდი იმ სიძელვილს რაც ბანკეტის საღამოს ვიგრძენი, მაგრამ აღარ მეშინოდა. თითქოს ლიდა ჩემი უბედურება იყო ერთ ოთახში დამწყვდეული, რომლის გასაღები მხოლოდ მე მქონდა. არც კი ვიცი როდის ან როგორ გავაღე საკუთარი უბედურების კარი...
გარდა სიძულვილისა ლიდას თვალებში ამბიციურ სიყვარულსაც ვხედავდი, ოღონდ ჩემი არა, გიორგის სიყვარულს, ეს კი ცოტა არ იყოს მაშინებდა. რეალურ სიყვარულში ადამიანებს მხოლოდ სიკვდილის ეშინიათ, ესეც იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია მათი გრძნობის გაყრა. მე კი ლიდასიც მეშინოდა, არც კი ვიცი რატომ, ამის მიზეზიც კი არ მქონდა. გიორგის ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის, ერთხელაც არ უგრძნოინებია ჩემთვის რომ, ჩემს გარდა მის გვერდით სხვა ვინმეც არსებობდა. ალბათ ეს ჩემი აკვიატებული ში ში იყო. მეშინოდა რადგან ადრე არასდროს მყვარებია და მეშინოდა რადგან არ ვიცოდი რას შეეძლო სიყვარულის წართმევა.მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული ვიყავი სწავლა არ დამივიწყებია, ჩემში ცოტაოდენი ძველი ბაბი მაინც შემორჩა. მითუმეტეს, რომ გამოცდები კარს მომდგარიყო. მეცადინეობის დროს გიორგი ძალიან ცუდი კომპანიონი იყო. იმიტომ არა, რომ ის არ სწავლობდა, უბრალოდ ჩვენ ერთად, ვერ ვსწავლობდით. ყოველთვის რამდენჯერაც ვცადეთ, საკმარისი იყო წიგნიდან ერთი სიტყვა ამოგვეკითხრა, რომ რაღაც გვახსენდებოდა და ისტორიების მოყოლას ვიწყებდით, სიცილსა და მოგონებებში ვერთობოდით და რამდენიმე საათის შემდეგ, სამას ურცლიანი წიგნიდან, მხოლოდ ერთი სიტყვა გვქონდა წაკითხული. ამიტომ მეცადინეობას ნიკასთან ვამჯობინებდი, თან მხოლოდ მაშინ ვახერხებდი მასთან საუბარს. ესეც უცნაურია. ნიკასთანაც შემეძლო მეცადინეობის მაგივრად საათობით მელაპარაკა და ეს ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ მასთან ამავე დროს, სამას ფურცლიანი წიგნიდან ას ფურცელს მაინც წავიკითხავდი ხოლმე. ნამდვილი საოცრება იყო, ჩემი საოცრება.
ვუყვებოდი გიორგის და ჩვენი სიყვარულის ისტორიას, ისიც ყოველთვის მისმენდა, თუმცა მის თვალებში რაღაც უკმეყოფილებას თუ იმედგაცრულებას, ამოუცნობ სევდას ან უფრო ზუსტად ცუდის მოლოდინს ვხედავდი. არ ვიცი რატომ, შეიძლება მეჩვენებაოდა კიდეც... თავად ის არაფერს ამბობდა. მხოლოდ მომღიმარი სახით მიყურებდა და თავს ზოგჯერ თუ დამიქნევდა, იმის ნიშნად რომ მისმენდა. მისი თვალები და ბაგეები ერთმანეთს არასდროს ეთანხმებოდნენ, ერთი იღიმოდა მეორე კი სევდას მოეცვა.
გამოცდების დროც დადგა... რვა გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა. დილის ათ საათზე გიორგი გამომივლიდა ხოლმე და სკოლაში ერთად მივდიოდით. საღამოს ოთხ საათზე ყველაფერი მთავრდებოდა, შემდეგ კი ბარში ყველა ერთად გადალახულ ბარიერს აღვნიშნავდით. ხო ბარიერის გადალახვას ყველა ვახერხებდით, მაგრამ მაქსიმალურ ქულებს მხოლოდ მე, ნიკა, გიო და ორი გოგონა ვიღებდით. ოთხი გამოცდა ჩავამთვარეთ, კიდევ ოთხი დღე კი წინ გვქონდა.
ერთ საღამოს გიომ დამირეკა. სახლში ახალი მისული ვიყავი, სწორედ მან მიმაცილა, ამიტომ ცოტა არ იყოს გამიკვირდა ასე სწრაფად რომ შემეხმიანა. როგორც წესი ძილის წინ ყოველთვის ვსაუბრობდით, მაგრამ ამჯერად ძალიან ადრე დამირეკა.
• რამოხდა? - მისი ასეთი მოულოდნელი ზარის გამო შევშინდი კიდეც და დამფრთხალმა ვუპასუხე. გიოს კი გაეცინა ჩემი ასეთი რეაქციის გამო.
• არაფერი პატარავ, უბრალოდ მომენატრე.
• ჰმ, ძალიან სასაცილოა. მხოლოდ ხუთი წუთია რაც ერთმანეთს დავცილდით.
• ხომ იცი, უშენოდ გატარებული ხუთი წითუ, ჩემთვის ხუთი საუკუნეა.
• შენ კი ხომ იცი რომ ვერ ვიტან ამ მოძვენებულ ფრაზებს.
• შენ კ ხომ იცი, რომ ვერ ვიტან, შენ რომ ვერ იტან ამ ვითომდა მოძველებულ ფრაზებს.
• ვითომდა მოძველებულს არა, მოძველებულს.
• არა არის მოძველებული.
• ვითომ რატომ? - მაღიზიანებდა როცა ასე ჯიუტობდა, მითუმეტეს ამ საკითხის ირგვლივ. როცა ასეთ სიტყვებს მეობნებოდა ისეთი შეგრძლება მეოფლებოდა, თითქოს გაზეპირებულ ტექსტს მიყვებოდა, ანდაც გაკვეთილს მაბარებდა და ველოდი რომ სადღაც შეეშლებოდა, აი მაშინ კი...
• იმიტომ რომ სიყვარულის გამოსახატავად არ არსებობს ძველი და ახალი ფრაზები.
• მაგრამ არსებობს შენი და სხვისი ფრაზები. არ მინდა რომ სხვისი სიტყვებით მელაპარაკო, მინდა რომ შენ შენ იყო.
• მე ყოველთვის მე ვარ.
• არა არ ხარ. როცა მეობნევი რომ შენი სიცოცხლე ვარ და უჩემოდ სუნთქვა არ შეგიძლია, ვგრძნობ რომ შენ შენ არ ხარ, შენ კი სულ ასე მეობნევი.
• აბა სხვაგვარად როგორ გითხრა რომ მიყვარხარ.
• როგორც გრძნობ რომ გიყვარვარ. თუ შენ შენეულად, ნამდვილად გიყვარვარ, სტანდარტული სიტყვები არაფერში უნდა გჭირდებოდეს, შენ კი სულ მათ იყენებ. ,,ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიხარულო, ჩემო ცხოვრებავ, ჩემი სუნთქვა ხარ, ჰაერი რომლითაც ვარსებობ, ჩემი საოცრება ხარ, ჩემი ღვთაება,,- ამ სიტყვებს ნებისმიერს ვეტყვი, მათ შორის მათაც ვინც არ მიყვარს.
• ანუ ფიქრობ რომ არ მიყვარხარ.
• ანუ არ მინდა ვიფიქრო, რომ არ გიყვარვარ და ზედაპირული ხარ. მითხარი ის რაც შენი გულიდან მოდის. შენი სიტყვებით მესაუბრე, ან არაფერი მითხრა, უბრალოდ მიმახვედრე...
• კეთილი ბარბარე, აწი ჩემგან ვერცერთ თბილ სიტყვას ვერ გაიგებ.
• მგონი შენ მართლა არ გიყვარვარ. - ტელეფონი გავუთიშე.
გონებაში უკვე დიდი ხანია რაღაც ეჭვი ჩამისახლდა. თითქოს ყველაფერი ხელოვნური მეჩვენებოდა ჩემსა და გიორგის ირგვლივ. თითქოს დასაწყისიდან დღემდე, მე ჩემი წარმოსახვა მიყვარდა და მასაც ვუყვარდი და არა გიორგი ნაპირელი. მაშინ როცა მისი დანახვა, მისი გაგონება მწვავდა, ძლიერი გრძნობით ვიყავი მოსილი და ახლაც ცოცხლობს ეს გრძნობა ჩემში, მაგრამ არ ვიცი რამდენად არსებობს იგივე გიორგიში... იქნებ მე მართლაც ჩემს წარმოსახვაზე ვარ შეყვარებული, იქნებ მართლაც გიორგის სიყვარული მიყვარს ასე ძლიერ, რადგან ვერ მეყვარება ადამიანი, რომელიც ხელოვნურია ჩემდამი, გიორგი კი დღითიდღე მარწმუნებს, რომ ასეა...
„ ჩემო სიყვარულო, ერთადერთი ხარ ვინც ჩემში ასე ღრმად შემოაღწია, ერთადერთი ხარ ვინც დამისაკუთრა... მიყვარხარ ბარბარე, მიყვარხარ და მინდა რომ ეს იცოდე. გინდა თუ არა შენ ჩემი საოცრება ხარ, გინდა თუ არა ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი მშვენიერი... მოძველებული სიტყვებია, მაგრამ ჩემთვის შენი სიყვარული სიცოცხლესავით და მასზე მეტადაც ძვირფასია. ყველაფერი ხარ ჩემთვის რაც მასულდგმულებს და არ ვიცი როგორ აგიხსნა და დაგაჯერო ყოველივე ეს... არ ვიცი როგორ გაგენდო...“
უცხო ნომრიდან შემოვიდა შეტყობინება, გამიკვირდა გიორგის რაში დაჭირდა სხვა ნომრით მოწერათქო...
ლამაზი სიტყვები იყო, თითქოს განსხვავებულიც კი, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი რომ გიო ამას მე მეობნებოდა...
ტელეფონი ავიღე და ნიკას დავურეკე.
• ბაბი? - შემკრთალი ხმა ჰქონდა.
• რამე მოხდა ნიკა?
• არა არაფერი, უბრალოდ გამიკვირდა რომ დარეკე. - უცნაუია, ნიკას პირვლად ხომ არ ვურეკავდი. ის ხომ ჩემი სულის სიშვიდე იყო.
მას შემდეგ რაც მე და გიორგი შეყვარებულების სტატუს ქვეშ ვცხოვრობდით არაერთხელ გვიჩხუბია, მიუხედავად იმისა რომ მასთნ ყოფნა ძალიან დიდ სიამოვნებასა და სიხარულს მგვრიდა, მაინც ხშირად ვჩხუბობდით. ლამაზი წუთები ჩვენი ისტორიიდან მოგიყევით, მაგრამ ლამაზ წუთებზე არანაკლები იყო ცივი, უგრძნობი წუთებიც... აი მაშინ კი ჩემს სახეზე ღიმილის მოგვრას მხოლოდ ნიკა ახერხებდა, ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაშიც ისევე მოულოდნელად და უჩვეულოდ გამოჩნდა, როგორც ამ იტორიის თხრობისას...
• ცუდად ვარ... - ჩემმა ხმამ მევე შემაშინა.
• რახდება?
• არ ვიცი, თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინში ვარ. თითქოს ყველაფერი თავდაყირა დადგა, თითქოს მთელი ცხოვრება თავზე დამემხო. არ ვიცი ვის რა ადგილი აქცს ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი ვინც მიყვარს მასაც თუ ვუყვარვარ. არ ვიცი... არაფერი არ ვიცი...
მშვიდად მისმენდა, როგორც ყოველთვის... ხშირად ადამიანებს გვჭირდება, რომ უბრალოდ მოგვისმინონ. არც დაგვეთანხმნონ, არც გაგვამართლონ და არც გაგვკიცხონ, უბრალოდ მოგვისმინონ. ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა, ადამიანი რომელიც მომისმენდა და არაფერს მეტყოდა. ნიკა ყოველთვის მზად იყო ჩემთვის მოესმინა, მაგრამ გიორგი? არ მახსოვს მასთან ბოლოს როდის ვილაპარაკე. მაშინ, როცა მდუმარედ მიყვარდა, ყველაზე ახლობელად მივიჩნევდი, ვგრძნობდი რომ ყველაზე ახლოს მასთან ვიყავი. ახლა კი, როცა მართლა ჩემს გვერდითაა ძალიან შორს ვგრძნობ ჩემგან. ..


(გაგრძელება იქნება)



................



№1  offline წევრი Firefly

მგონი ნიკასაც უყვარს ბარარე ...
არ მომწონს ესგოგო,არაპროგნოზირებადი და აურკვეველია...
ნიკა ძალიან მომწონს და ვრუნდები რომ რაღაც გრძნოა აქვს ბაბის მიმართ...
გიორგიზე ჩემი მოსაზრება მაქ თუმცა არმინდა გამართლდეს
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი darina

Ai es gogo ras uberavs vegar vxvdebi, chemi nikolozi ar damitanjo, giorgize metad nika momwons, dzalian sayvarelia.

 


№3  offline წევრი natia_888

კი ბაბი ნამდვილად არაპროგნოზირებადი და დაბნეული პერსონაჟია... ფინალი მეტად გაგიმყარებთ ამ აზრს ^__^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent