სასურველი ხიზანი (7-8)
თემურმა ნერვიულად შემოიწყო თავს უკან ხელები _იქნებ სხვა გამოსავალი მოგვეძებნა _ თქვენ წარმოიდგინეთ არ მინდა! არც თქვენი უსამართლო სასჯელი იყო ლმობიერი.. ასე, რომ დაუძახეთ თქვენს ქალიშვილს და გადავწყვიტოთ ყველაფერი, მეჩქარება – საათზე დაიხედა და უტიფრად მიაჩერდა თვალებში. თემურმა ვისკი დაისხა, სულმოუთქმელად გამოსცალა და დათოს მიუბრუნდა _ჩემი შვილი ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანია..ამას არ დათანხმდება _დაარწმუნეთ! – მოთმინება გამოელია დოლიძეს _თამთას დაუძახე.. დათო გავიდა, ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ თამთას შემოუძღვა. გოგონა მოჩვენებითი სიმშვიდით მიესალმა თორნიკეს და მამას შეხედა. თემურს ყელში ბურთი გაეჩხირა და თავი მიაბრუნა _ კარგი, მაშ ასე.. ქალბატონო თამთა, საბჭომ გადაწყვიტა, რომ შეთანხმების იურიდიული მხარე შენ ჩაიბარო. მართლა აღგვაფრთოვანა თქვენმა საოცარმა დოსიემ და მეტიც, მინდა ჩემს კომპანიაშიც წაუძღვე საქმეს, ოღონდ ერთი დეტალია, მამას ვთხოვე საქმის უკეთესად გასაცნობად ჩემთან წამოსულიყავით და იქ დაგეყოთ გარკვეული პერიოდი, საუკეთესო გარემოს შეგიქმნი, მამაც დამთანხმდა, ის ნამდვილი პროფესიონალია! – ბოლო წინადადებაზე სარკასტულად გახედა თემურს, რომელიც ისევ ვერ იღებდა ხმას და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. გოგონამ ნათქვამის ერთბაშად აღქმა ვერ მოასწრო..ეს ძალიან მოულოდნელი იყო..რამდენიმე წამში მამას მიუბრუნდა კითხვით სავსე თვალებით.. მამა ისევ შეეცადა თვალი აერიდებინა მისთვის _გასაგებია.. ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის, მაგრამ საქმის უკეთესად გასაცნობად თქვენთან წამოსვლა რა საჭიროა ბატონო თორნიკე? _მინდა თვითონაც ვადევნო თვალი თქვენი მუშაობის სტილს, თვითონაც მივიღო მონაწილეობა რაღაცეების განხილვაში და ვიფიქრეთ ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა.. _საკმარისია! – იყვირა უცებ თემურმა – თამთა არსად არ წამოვა! დაგვტოვე ერთ წუთს! – მიმართა გოგონას _მეგონა შევთანხმდით! – ხმას აუწია დოლიძემ. თამთა გაშეშდა, ნაბიჯიც ვერ დაძრა, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა _თქვენ საქმის ვითარება ძალიან კარგად იცით და ნუ გავამწვავებთ სიტუაციას! _რა ხდება? – საუბარში ჩაეჭრა თამთა _თუ შეიძლება ჩემს ქალიშვილს მარტო დაველაპარაკები! _ რა თქმა უნდა შეიძლება..ოღონდ როგორც აღვნიშნე მეჩქარება ბატონო თემურ.. თამთას მანქანაში დაველოდები, დროებით ბატონებო.. – მოჩვენებითად დაუკრა თავი გაოგნებულ აუდიენციას და სახლი დატოვა. თამთას ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის.. მამას არ აცილებდა თვალს და ბრაზი ახრჩობდა _დედაშენს დაუძახე.. _მამა..ჯერ მე გამაგებინე რა ხდება, მგონი ემოციურ ფონზე აზრების დალაგება გაგვიჭირდება, ვხვდები რაღაც ძალიან ცუდი ხდება! _პირობა მომეცი, რომ მარტო საქმეს მიხედავ, პირობა მომეცი, რომ არაფერს გაგიბედავს და თუ ასე მოხდება მაშინვე გამოიქცევი, თამთა შემპირდი.. _მამა გეყოფა..ნუ ნერვიულობ, რა გაბედვებზეა ლაპარაკი, ქვის ხანაა? თუ ასე გეშინია რატომ დათანხმდი, რომ მასთან მემუშავა? _ეს გრძელი ამბავია, მეტი გამოსავალი მართლა აღარ მაქვს შვილო..ჩემი უტვინობით დაგღუპეთ და არც სიკვდილის უფლება მაქვს.. _ მამა.. – ხმას აუწია თამთამ და მამას ხელი ჩაკიდა – რა სისულელეებს ამბობ.. რა განერვიულებს? ხომ იცი, რომ ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს, ხომ იცი საქმეს არ გავაფუჭებ, ის მეორე მხარე რაც შენ განერვიულებს მგონი სრული სისულელეა.. დოლიძეს საცოლე ყავს და ის შენი თვალით ნახე! ასეც რომ არ იყოს მეც ხომ ვფიგურირებ შენს წარმოსახულ “სასიყვარულო ინტრიგაში”, ნუთუ გჯერა, რომ ჩემი სურვილის წინააღმდეგ წასვლის უფლებას მივცემ? ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს? _ეგ იმედი მაცოცხლებს..ნუ გამიცრუებ შვილო..გეხვეწები – პატარა ბავშვივით დაუწყო მუდარა თემურმა, საუბარი კარზე კაკუნმა გააწყვეტინათ _ბატონო თემურ, ჩავალაგებინო თამთას ტანსაცმელი? _თვითონ ჩავალაგებ დათო.. _შენ აქ დარჩი, ლუბა ჩაალაგებს.. თამთა.. ზედმეტად არც გაუღიმო იცოდე.. _ მამა მორჩი, უკვე გითხარი არაფერი მოხდება მეთქი, შენი ეჭვები მართლა შეურაცხმყოფელია, ვინ გგონივარ?!.. ვხვდები, რომ ასე მარტივად არ არის საქმე, ალბათ რაღაცით დაგემუქრა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, ამისთვის პასუხს მოვთხოვთ ნუ გეშინია, დარწმუნებული ვარ შენს მისდამი მიბარებულ კაპიტალს იყენებს ცუდად, გჯეროდეს ჩემი.. _პირობას გაძლევ, რომ ძალიან მალე დაბრუნდები უკან, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ შვილო.. დედას მე დაველაპარაკები, მერე დაემშვიდობე, ახლა არ ნახო.. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ზღურბლზე დათო გამოჩნდა ჩანთებით, უკან თამთა მიყვებოდა. თორნიკე ჯდომით დაღლილიყო, გადმოსულიყო და მანქანას ეყუდებოდა. პერანგი იდაყვებამდე აეკეცა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ფეხები გადაეჯვარედინებინა. “ალბათ ყველაზე მეტად ახლა ტერმინი განტევების ვაცი შემეფერება, მაგრამ თვითონ შევუქმნი თავს კომფორტს.. მე სოფელში გავძელი..საველე აბანოში ვიბანავე და უამრავი ატამი დავჭერი საკომპოტედ.. ფეშენებელურ ვილაშიც გავძლებ!” მტკიცედ აწია თავი და უდრტვინველად ჩაიარა კიბეები. დათომ მანქანის კარი გაუღო და ჩანთები ჩაულაგა. _ წინ დაჯექი, მძღოლი არ წამომიყვანია, თვითონ ვმართავ – მიმართა თამთას, მანქანის წინა კარი გაუღო და ფანჯრიდან მომზირალ თემურს ჯიქურად გაუყარა თვალი თვალში. დაინახა როგორ გამოსცალა თემურმა ჭიქა და სავარაუდოდ გინებით მოშორდა ფანჯარას. კმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა სახეზე, კარი დახურა და საჭეს მიუჯდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია თამთას, არც თორნიკეს დაუძალებია ლაპარაკი, ზარს ზარზე პასუხობდა. გოგონა ფიქრებში იყო გართული “ისევ ეს ბუნდოვანი მოგზაურობა, ისევ ათასი კითხვა..ნეტავ პატრულმა დააკავოს საჭესთან ამდენი ლაქლაქისთვის..არა, ჯობია ვინმეს შეასკდეს და საშინლად დააზარალოს, დოლიძეს დაიჭერენ, თამთა სახლში დაბრუნდება..ღმერთო რა საშინელებებს ფიქრობს..” ამასობაში მანქანა დოლიძის “მოკრძალებულ სამყოფელს” მიადგა, როგორც თვითონ ეძახდა. “იქნებ იმდენი ვიჭინჭყლო, რომ უკან გამომაგდოს?” ფიქრობდა გოგონა და ცხვარივით მიყვებოდა დოლიძეს. _ თქვენი ოთახი მეორე სართულზეა..იმედია მოგეწონებათ.. – “ხედავ შენ?უკვე მოუმზადებია, ესე იგი უკვე იცოდა მამას რომ დაითანხმებდა”. ოთახში შევიდნენ, თამთამ თვალი მოავლო.. კლასიკური, როიალ-დიზაინით გაწყობილი ოთახი იყო, უზარმაზარი ხის, ოთხრიკულიანი საწოლით და მასიური გარდერობით. ასევე დიდი, სქელი ფარდებით და დიდი, სამუშაო მაგიდით ფანჯარასთან. ოთახში კიდევ ორი კარი იყო _აქ სააბაზანოა, გარდერობის ოთახი.. იმედია მოგწონთ _მყუდროა და თავისუფლად შევძლებ მშვიდად მუშაობას.. _მაშინ დაგტოვებთ, ბარგის ამოლაგებაში ქალბატონი მოგეხმარებათ ‚ახლავე დავუძახებ.. _არ არის საჭირო მისი შეწუხება.. ბევრს არაფერს ამოვალაგებ, ვფიქრობ მალე დავბრუნდები უკან – თორნიკეს გაეღიმა _ დავუძახებ და ამოვა! არც ჩალაგება დაეზარება როცა იქნება.. დაისვენეთ – გაბრუნდა და გავიდა. თამთამ თვალიერება განაგრძო, ოთახში სასიამოვნოდ გრილოდა. სააბაზანო მომცრო ზომის იყო, საკმაოდ გემოვნებიანი და ძვირფასი მასალით გაწყობილი, გარდერობი რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ღია, ჩაშენებული კარადებით, უზარმაზარი სარკიანი მაგიდით და ფეხსაცმელების სათავსოთი. გარდერობიდან გამოვიდა და ფარდა გადაწია.. კიდევ ერთი, აივანზე გასასვლელი კარი. სახელური ჩამოწია და გავიდა. მოზრდილი აივანი იყო, ორიგინალური საყვავილეებით და დეკორატიული მცენარეებით მორთული, დოლიძეს არც პატარა მაგიდა და სკამები დავიწყებოდა, არც სარწეველა დივანი. საღამომდე დრო როგორმე უნდა გაეყვანა, საწოლზე მიწვა და მამას დაურეკა. _ მამა აქ ვარ უკვე.. კი, მშვიდობაა აბა რა უნდა იყოს?.. კარგად მოვეწყვე.. არა წასულია მგონი.. დედამ რაო?.. და რატომ უმალავ?გინდა დავურეკავ?.. კარგი, მაშინ გამაგებინე და მეც დაველაპარაკები.. გკოცნი და არ ინერვიულო.. “რა საჭირო იყო სასწრაფოდ წამოსვლა? ერთი ფურცელიც არ მოუცია გადასაკითხად, ჩემს სახლში ვერ ვიქნებოდი ერთიი?” კარზე კაკუნი შემოესმა, გააღო და დამხმარე ქალი შემოუშვა.ქალი ძლივს გასაგონად მიესალმა და ჩანთებთან ერთად გარდერობში გაუჩინარდა. თამთა შეყვა, ყველაფერს ადგილი მიუჩინეს. _სადილად ჩამობრძანდებით თუ ამოგიტანოთ? _არა ჩამოვალ, როდის ჩამოვიდე? _როცა მეტყვით – მხრები აიჩეჩა ქალმა _მაშინ ახლავე წამოვალ.. – ქალს გაყვა და სამზარეულოში მოიკალათა. _სასადილო ოთახში მოგართმევთ.. _არ არის პრობლემა, აქაც კარგად ვგრძნობ თავს.. _ბატონი თორნიკე სტუმრებს ყოველთვის სასადილო ოთახში უმასპინძლდება.. – უემოციოდ თქვა ქალმა და ლანგრიანად სასადილო ოთახისკენ დაიძრა. სადილის შემდეგ ისევ ოთახში ავიდა და ლეპტოპი ჩართო, როგორმე დრო უნდა გაეყვანა.. “იჯექი ახლა და ელოდე ამ იდიოტს” ბრაზობდა გულში. მიწერ-მოწერებით რომ გული იჯერა ფილმი გადმოწერა და ყურება დაიწყო. დრო ისევ საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა, ფილმიც სამსაათიანი მოეჩვენა. “სოფლისკენ მიმავალ მარშრუტკაშიც ესე იწელებოდა დრო” გაიფიქრა და ლეპტოპი დახურა. “რატომ მიშლის ყველაფერი ნერვებს?” გაიფიქრა და კაკუნიც მოესმა. ******** _ იმედია ძალიან არ მოიწყინე.. – თამთამ მისი სიტყვები უპასუხოდ დატოვა_ პირობას გაძლევ დღეიდან მოსაწყენად ვეღარ მოიცლი..ეს შეთანხმების დოკუმენტაციაა..გაეცანი და კომპანიისას მერე მოგაწვდი – თორნიკემ მისი ოთახი დატოვა, თამთა გულმოდგინედ ჩაუჯდა ქაღალდებს, არც სავახშმოდ ჩავიდა და ჩაიზეც უარი თქვა, არც დაუძალებიათ ჩასვლა “საქმეში ხელს არ მიშლის.. მაცდის როდის გამიჩნდება სულელური კითხვა, რომ მერე მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმოს” ღამე გაათენა და ყველაფერი თავის ადგილზე დააწყო, ცნობები მოიძია, ხელშეკრულებების რამდენიმე შაბლონი გააკეთა და წყალი გადაივლო. რამდენიმე საათით დაიძინა და შუადღისას შენიშვნებით და კითხვებით თორნიკეს შეხვდა.. _ნუთუ ყველაფერი მოასწარი?!.. _კი, მოვასწარი. თუ გცალიათ იქნებ რამდენიმე საკითხი განგვეხილა? _კი, მცალია, მაგრამ არ ველოდი დღეს თუ მომიწევდა ხელშეკრულებების განხილვა და განაწესი სამსახურში დავტოვე _ არა განაწესი არ მინდა, უბრალოდ სამართლებრივი ხარვეზები და შენიშვნები გავაკეთე და მერე ჩავანაცვლოთ თუ თანახმა იქნებით თქვენც და საბჭოს დანარჩენი წევრებიც. კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს.. იმ დაკარგულ ქეისებთან დაკავშირებით.. ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა? _რას გულისხმობ? _ ამის საფუძველზე ხელშეკრულება შეწყდა, პირგასამტეხლო ვის უნდა დაეკისროს, აღდგენა როგორ უნდა მოხდეს.. ეს საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი საქმეა.. ბანკი ფიგურირებს, საგადასახადო..ყველაფერი დალაგებული უნდა იყოს ამ მხრივ.. _ ეს გრძელი ამბავია..ხელშეკრულება თავისთავად გულისხმობს პირგასამტეხლოს გადახდას, რაც საქმეში წევრის მიერ ჩადებული საქმის გარკვეულ პროცენტს უდრის.. როგორც უკვე იცი ხელშეკრულების გაწყვეტა ბატონი თემურის ინიციატივა იყო.. ამას თან უამრავი უსამართლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდება ახლდა, საბჭოს წევრების საქმის კურსში ჩაყენება და საჯარო მოთხოვნა ვალდებულების შეჩერებაზე. ბატონი თემურს ღირსეული, სამართლიანი ბიზნესმენის სახელი აქვს, ამიტომ უნდობლად გადმომიგდეს “ვის არ მოსვლია შვილო..” და საფუძვლიანი კვლევა აღარავის დაუწყია.. ერთხმად დაუჭირეს მხარი საქმიდან თემურის გასვლას პირგასამტეხლოს პროცენტის გარეშე და პირობა მომცეს, რომ სასამართლოების გარეშე, შინაურულად მოგვარდებოდა ეს ყველაფერი.. _ანუ მამას სდებ ბრალს? _ თამთა.. მე არ მინდა უხეშად და ცუდად გამომივიდეს.. შენ ამიტომაც ხარ აქ, რომ ეს ორმხრივად საიმედოა! მე ჩემს სისუფთავეში ვარ დარწმუნებული და არ ვაპირებ ბრალის წაყენებებს გარკვეული მიზეზების გამო! შენი პროფესიონალიზმი და ის ფაქტი, რომ მისი შვილი ხარ ბატონ თემურსაც დაამშვიდებს, შენ ისე დააწყობ ყველაფერს, რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ შეილახოს.. _გამოდის ნეპოტიზმი აქ მთავარ როლს თამაშობს! _სანახევრო ნეპოტიზმი..თუ შეიძლება ნეპოტიზმი უწოდო საერთოდ! ეს შენი ოჯახის სასარგებლოდ კეთდება, მე ისიც შემეძლო სასამართლოსთვის მიმემართა.. დანარჩენს თვითონ მიხვდები! _მამას უნდა დაველაპარაკო! – წამოდგა აღელვებული და ჩანთა აიღო.. _ჩემთან ერთად.. _რას ნიშნავს თქვენთან ერთად? _ მინდა თვითონ დარწმუნდე ჩემი მონაყოლის მართებულობაში.. ეს ჩემი თავმოყვარეობის და სახელის საკითხია! – თამთას აღარაფერი უთქვამს, რამდენიმე წუთის შემდეგ დოლიძის მანქანა თამთას სახლთან გაჩერდა. “დედა ალბათ საშინლად ნერვიულობს, თამთა..გაიღიმე და წინ..” კიბეები სწრაფად აირბინა, დედას მხიარულად შეეგება, ლუბას თბილი მოკითხვა არ მოაკლო და მამის კაბინეტისკენ აიღო გეზი. თემური ჩვეულებრივზე უფრო გოროზი ჩანდა.. _მოვედით მამა.. – გადაეხვია თამთა და ჩანთა სკამზე დადო – რამდენიმე კითხვა მაქვს, რაღაც პუნქტები უნდა მოვაწესრიგოთ და ცალმხრივად მუშაობა არ ვარჩიეთ. _ დაბრძანდით.. – თვალი არ მოუშორებია თემურს თორნიკესთვის, მის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა, თითქოს ჩასაფრებულივით ეძებდა რაიმე ცვლილებას, რომ მაშინვე განგაში აეტეხა.. ყველაფერში გაარკვიეს, თუმცა ისედაც იცოდა. თამთამ ამომწურავად გამოკითხა ყველაფერი.. თემურს არაფერი დაუმალავს, წინდაუხედავად მოვიქეცი და ცილი დავწამე, სამართლიანი უფლება აქვს მიჩივლოსო. საუბრის ბოლოსთვის თამთას უკვე ნაძალადევად გაღიმების ძალაც აღარ ჰქონდა, ყველაფერს მიხვდა! დოლიძემ ეს ძალიან კარგად ამოიკითხა მის თვალებში.. _მე დაგტოვებთ.. გამოსვლის წინ შემეხმიანე თუ არ შეწუხდები – თავაზიანად მიმარტა თამთას და ოთახი დატოვა.. _დალაპარაკება მინდა..დედასაც დავუძახებ – ხმა უკანკალებდა თამთას. საუბარი ნინოს შემოსვლის მერე განაგრძეს _ხედავ? ხედავ სადამდე მიგიყვანა შენმა პარანოიამ? – ძლივს ამოხეთქა ყელში გაჩრილი ბურთი და ცრემლები წამოუვიდა _თამთა.. _ეს როგორ გააკეთე მამა? რატომ გააკეთე?!.. _მამა შენ გიცავდა დედიკო.. _ დედა გეყოფა! კი არ მიცავდა თავის წარმოსახვით მონსტრებს ებრძოდა! იცი რა გააკეთა? იციი? რომ მოგიყვები იქნებ მერე მაინც გაგიჩნდეს უნარი ეგ შენი ოქროს დიპლომატია ცოტა ხნით დაივიწყო და შეაჯანჯღარო..იმიტომ, რომ თვითონ უკვე არავისი აღარ ესმის და რატომ? რისი გულისთვის? _დამშვიდდი – მკაცრად მიმართა თემურმა _ მეყო რაც დავმშვიდდი! ამხელა სისულელე რამ ჩაგადენინა მამა..რატომ არავის კითხე? გაგეშვი ბოლოს და ბოლოს იმ დასაქცევ სოფელში და ამ შარში არ გაყოფდი თავს! – თამთა დედას მიუბრუნდა – იცი რა გააკეთა? დათოს დაავალა, რომ ის ქაღალდები მოეპარა! მერე კრება მოიწვია, დოლიძე უპასუხისმგებლობასა და პირობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, კიდევ არასათანადო მიდგომაში და მოითხოვა მხარი დაეჭირათ მისთვის, რომ საქმიდან ჯარიმის გარეშე გასულიყო! ოღონდ რა თქმა უნდა დათოს ქმედება დოლიძეს დაცვამ უყურადღებოდ არ დატოვა და დათო რასაც ჰქვია გაბაწრეს სანამ დოკუმენტებს დაწვავდა ან დახევდა! ეს კიდევ არაფერი! საბჭოს წევრებმა მამას დაუჭირეს მხარი, როგორც უფრო გამოცდილ და დინჯ ბიზნესმენს და ეს მარტო მამას სუფთად გამოძრომაში არ გამოხატულა! რამდენიმე კომპანიამ ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვა მასთან, ზუსტად მეორე დღეს! წარმოგიდგენია ერთი კვირის მერე რა იქნება? მისი ავტორიტეტიც და ბიზნესიც წამებში შეიძლება დაინგრეს ერთი სულელური არსაიდან მოთრეული ინტრიგის გამო! ეს ყველაფერი მე თვითონ ვნახე! მას კი არ უთქვამს! გუშინ ღამე გავათენე ათასი რაღაც მოვიძიე და აი ამას მივაგენი!ეს გამოიწვია ვიღაც სულელი ჟურნალისტის მოთითხნილმა ყვითელმა გვერდებმა! იცი დოლიძეს რა შეუძლია? გიჩივლოს და მერე გულზე ხელები გაიკრიფოს.. აღმასრულებლები და ადვოკატები უკვე უმისოდაც გაგვატყავებენ და გაგვანადგურებენ! მე კი ვზივარ ახლა მის ციხესიმაგრეში სამადლოდ და თვალებში შეხედვის მრცხვენია, იმიტომ, რომ ვიცი იმიტომ ვმუშაობ იქ არც მწვადი დავწვა არც შამფური..იმიტომ, რომ ვიცი ვალში ვართ მასთან და შეცდომის უფლება არ მაქვს, თავაწეული ვერ ვარ და ასე შემდეგ.. ახლა კმაყოფილი ხარ? ამის არ გეშინოდა მამა? _ თამთა.. მომისმინე..ჩემი შეცდომა მარტო ის იყო, რომ დათო გავუშვი იმ დოკუმენტებზე.. უნდა გამეთვალისწინებინა, რომ ვერ შეძლებდა, დათო წესიერი ბიჭია და მის წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს.. დანარჩენზე აზრს არ ვიცვლი! _თემურ რას ამბობ.. _დოლიძეს წინაშე არ გრძნოიბ თავს დამნაშავედ? შეცდომა ის არ იყო ათასი საშინელება რომ აიკვიატე? საკუთარი თავი და ოჯახი ლამის რომ გაანადგურე ამას არ ნანობ? _ არა მეთქი და უკვე გითხარი ეს! – იყვირა თემურმა..ირგვლივ სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა.. – მამა მომისმინე, უნდა დამეხმარო..კარგად ვხვდები ჩემს შეცდომას, მაგრამ არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ კარგი განზრახვით არ წაუყვანიხარ იქ! მითუმეტეს თუ იცის, რომ მთლიანად მე ვარ დამნაშავე და თუ შეუძლია მიჩივლოს და ამომძირკვოს ამ ქონების დედაც … მე!!!! რატომ არ აკეთებს?!.. ასე გულითადად შემინდო? არაა..შენ წაგიყვანა და ამ ქმედებას შენი იურისტის დიპლომით და ჩემი გამოუვალი მდგომარეობით ფარავს! თან მხსნელად მევლინება, რომ აქეთ მადლობელი დავრჩე!!! _თემო გონიერებას ნუ დაივიწყებ..თამთა მართალია.. – შეემუდარა ნინო _მოდი ასე მოვიქცეთ! მე აღარაფრის მტკიცებას დავიწყებ.. უბრალოდ ეგ დოკუმენტები დამიტოვე და დანარჩენს თვითონ მივხედავ და გავარკვევ _რას გულისხმობ? _მეც მინდა ჩემი მხრიდან მყარად ვიდგე _მამა მე ვარ იურისტი და მე მაბარია ეს ყველაფერი..სად რა უნდა გაარკვიო კიდევ? _გადამოწმების უფლება მაქვს! _ბავშვს არ ენდობი?!.. – აღშფოთდა ნინო _როგორც აღნიშნე ბავშვს! – გამოსცრა თემურმა – ზედმეტად ნუღარ დამისვამთ კითხვებს რამდენიმე დღე მაინც! დოკუმეტები დამიტოვე _მამა ეს ყველაფერი კონფიდენციალურია..ამის გამოაშკარავების უფლება არ მაქვს! არც მოცემის უფლება.. _ეგ მაშინ, როცა საქმე კომპანიის გარეშე, უცხო პირებს ეხება! მე მამაშენი ვარ და უნდა გჯეროდეს ჩემი, უნდა მენდობოდე _მეც შენი შვილი ვარ, მაგრამ გადამოწმებას ითხოვ!.. _ ჭკუიდან არ გადამიყვანო თამთა! რომ გეუბნები ესე იგი ესეა საჭირო! ეს ჩვენს ოჯახს ეხება და მორჩა! – თამთა გაცეცხლდა.. დოკუმენტები მიაყარა და ოთახი დატოვა. ყველაფერი აერია.. ბრაზისგან ვერ აცნობიერებდა სად მიდიოდა, ათასი პროცენტით მართალი იყო ყველაფერში, მაგრამ მისი ხმა არაბეთში უსამართლოდ გაწკეპლილი ქალის კივილივით იკარგებოდა. მისი ოჯახი დამნაშავე იყო! ოჯახი, რომელსაც სამართლიანობით მოჰქონდა თავი და საქვეყნო მასშტაბით სამაგალითო იყო, ახლა იგივე მასშტაბით რაღაც სულელურ აფიორაში ეხვეოდა და ამას თვითონაც ვერ უშლიდა ხელს..ის განათლებაც კი, რაც წლების განმავლობაში აგროვა პირველივე ჯერზე ტალახის მოწმენდას უნდა მოხმარებოდა..თანაც საკუთარი ოჯახის. აზრზე რომ მოვიდა რომელიღაც კაფეს წინ იდგა. შევიდა და ყავა შეუკვეთა. მოწესრიგდა, ცრემლები მოიწმინდა და თორნიკეს დაურეკა გამოვედი და თვითონ მოვალო. დიდხანს იჯდა კაფეში და გამოსავალს ეძებდა. ვერაფერი მოიფიქრა, იმიტომ, რომ მართალი არ იყო. დოლიძე კართან დახვდა _დაგაგვიანდა.. – აათვალიერა და ჰკითხა — საქაღალდეები სად არის? _სახლში დავტოვე, ჩემს ოთახში. _რატომ? _ხვალ მაინც უნდა წამეღო..გადაწყვეტილებამდე ხომ უნდა მივიდეთ.. _ივახშმებ? _დიდი მადლობა, დაძინება მირჩევნია თუ წინააღმდეგი არ ხართ _ძილი ნებისა.. – კმაყოფილი ღიმილი გამოესახა მამაკაცს სახეზე და თვალებით ააცილა თამთა კიბეზე. დილით თამთა საშინელმა ბრახუნმა გააღვიძა, წამოდგა, ხალათი შემოიცვა, თმა დაიმაგრა და კარი გააღო. თორნიკე გააფთრებული შევარდა და გაზეთების დასტა მაგიდაზე დაახეთქა.. თამთა შეკრთა _ეს რას ნიშნავს?!.. – თამთამ გაზეთი აიღო და დიდი შავი,საზარელი ასოები ამოიკითხა “თორნიკე დოლიძე და მისი აფიორა.. ყველაზე სასურველი სასიძო სკანდალში ეხვევა”.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.