ტკივილი სახელად "სიყვარული" 3
-კარგი ნინო ეხლა დაისვენე დილით შეხვედრა გვაქვს. -არა. -რა? -აქ დარჩი ან მე წამოვალ შენს საძინებელში. -მაცდური წინადადებაა... წარბები მაღლა ასწია და გამიღიმა. -ლექსო შენ რა იფიქრე? მე მხოლოდ შენთან ერთად ჩახუტებული ძილი მინდა. -გინდა რომ დაგაძინო? -ხო მინდა. -და ზღაპარიც ხომ არ მოგიყვე? -არა მხოლოდ შენი ჩახუტება და შენი სურნელის შესუნთქვა მეყოფა. -წამლები დალიე? -კი ბატონო კაპიტანო. -ჩემი ზედმეტ სახელი საიდან იცი? -ჯაბა ბიძიამ დარეკა და ესე მითხრა კაპიტანს უთხარი რომ ვურეკავდიო. -ჯაბა ბიძიაა და მე ლექსო? -კი შენ ჩემი ლექსო ხარ, ჯაბა კი მოხუცი ბიძიაა. -ბავშვი ხარ. -შენ ხომ იცი ბავშვები სიმართლეს ამბობენ ყოველთვის. -ვიცი ჩემო ბავშვო... მიდი საწოლში დამელოდე პიჟამოებს ჩავიცვამ და მოვალ. -მაცდური წინადადებაა. -ნინოო... სერიოზული ხმით მომმართა რაზეც მე გამეცინა. -ნუ დამცინი თორემ მარტო მოგიწევს დაძინება. -კარგი ჩუმად ვარ... ლექსო იცი გათოვლდა. -რა? -ნახე თოვლს. -გზა რომ ჩაიკეტოს? -მერე მაგას რა ჯობია აქ შენთან ერთად სითბო და შენი ჩახუტება. -ნინო შენ ბავშვთან ერთად რომანტიკოსიც ყოფილხარ. -გიხდება ეგ პიჟამოები. -შენც გიხდება ეგ ძაღლებიანი პიჟამოები. საწოლში ლექსოს გვერდით თბილად მოვთავსდი და მკერდზე თავი დავადე. -იცი ბოლო 15 წლის მანძილზე რამდენ ქალს ძინებია ამ მკერდზე? -არ მაინტერესებს ლექსო ჩემთვის მთავარი ის არის რომ დღეის შემდეგ სხვა ქალი ვეღარ დაიძინებს. -რატომ ხარ ასეთი კარგი? -იმიტომ რომ გიყვარვარ. -გეძინება? -არა. -აბა თვალები რატომ დახუჭე? -შენით ვტკბები ლექსო. -გიჟი ხარ. -შენ გამაგიჟე. -მართლა და აქამდე ნორმალური იყავი? ახალგაზრდა ბიჭები მოგწონდა? -შენს გაცნობამდე კი. -და მერე რა შეიცვალა? -შენ დაეპატრონე ჩემს გულს და არ მაძლევ საშუალებას რომ სხვას შევხედო. -ნინო რა გამიკეთე? შენს გვერდით თავი ოცდა ხუთი წლის ბიჭი მგონია მხოლოდ შენ გხედავ და ბოლომდე შენში ვიძირები. -არაფერი გამიკეთებია უბრალოდ გულწრფელად შეგიყვარე. -და შედეგებზე არ ვფიქრობთ. -რომელ შედეგებზე? რომ ჩემი მშობლები და შენი შვილები ვერ გაგვიგებენ? -ხო ნინო რომელ შვილს მოეწონება მამამის მასზე ახალგაზრდა ცოლი ჰყავდეს? ან რომელ მშობელს მოეწონება მასზე რამოდენიმე წლით უმცროს კაცს გაყვეს ცოლად მისი ქალიშვილი? -მე არ მადარდება არაფერი გთხოვ აქ ყოფნის დროს მაინ დავივიწყოთ მომავალი და აწმყოთი დავტკბეთ. -ნინო ამ თემას ვერ გავეცევით. -მაგრამ დროებით არ ვიფიქრებთ. -კარგი. -უფრო მაგრად ჩამეხუტე მთელი ძალით. -რატომ? -რომ დავრწმუნდე არ გამიშვებ. -არასოდეს გესმის. ლექსომ ხელები ძლიერად მომხვია და თავზე მაკოცა. ............... ლექსო. ჯერ სულ მთლად ბავშვია მაგრამ მისდამი გრძნობებს ვერ ვერევი, ეხლა როცა ვიცი რომ ვუყვარვარ ვეღარაფერი შემაჩერებს, როცა ვეხუტები და ვეფერები ისეთი ლაღია თავი მეც მისი ასაკის მგონია და ბოლომდე ვიძირები მასში... მართალია ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის რომ ვუყვარვარ, მაგრამ მთავარი ისაა რომ ვუყვარვარ, ჯერ მაინც ვფიქრობ რომ უბრალოდ ჩემით დაინტერესებულია და გონია ვუყვარვარ ამიტომ ყველაფერს საიდულოდ შევინახავთ... ვიცი თუ სხვა ჩემზე უფრო ახალგაზრდა და სიმპატიური ბიჭი შეუყვარდება გული მეტკინება მაგრამ აუცილებლად გავუშვებ... მისი უბრალო გაღიმებაც კი თავგზას მიბნევს და გონება მეთიშება, ვიცი წინ ბევრი განსაცდელი და დაბრკოლება გველოდება მაგრამ ნინოს მტკიცე პასუხი ყველა კითხვაზე იმედს მაძლევს რომ ჩვენი სიყვარული ყველა განსაცდელს გაუძლებს... ძილშიც ისე ძლიერადაა ჩემზე ჩაბღაუჭებული რომ მაშინებს მისი ასეთი საქციელი, მართლაც რომ ბავშვია მაგრამ ამ ბავშვმა ჩემში ცუნამი მოახდინა და ყველაფერი შეცვალა. ეხლა როცა ჩემს მკერდზე ძინავს და მიუხედავად იმისა რომ მის გვერდით ვარ მაინც არ არის მშვიდად ძალიან მინდა რომ სულ ჩემი იყოს და ეს ღამე სამუდამოდ გაგრძელდეს... მისი სიფრიფანა სხეული, ქერა თმა, პატარა ცხვირი, თხელი ტუჩები და მწვანე თვალები რომლებმაც მომაჯადოვა სულ ჩემი უნდა იყოს, მაგრამ მეც ხომ მამა ვარ მე მომეწონებოდა მარიამს რომ ჩემზე 3 წლით უმცროსი კაცი შეყვარებოდა ამ ურთიერთობას დავთანხმდებოდი? ალბათ აქამდე არა და მარიამს დავაშორებდი იმ კაცს მაგრამ დღეს რომ მარიამმა მითხრას შენი ასაკის კაცი მიყვარსო ალბათ თბილად ჩავიხუტებ გულში და იმ კაცს მოვუსმენ... მაგრამ ჩემი შვილები როგორ მიიღებენ ამ ურთიერთობას? ნინოს ტკივილს მიაყენებენ და სხვა ქალებივით ეტყვიან რომ ჩემთან ფულის გამოა, მაგრამ ნინოს თითქმის იგივე ქონება აქვს რაც მე... უკვე თენდებოდა საწოლიდან ავდექი ჩემს ოთახში აბაზანა მივიღე და ბუხრის გასანთებად ქვევით ჩავედი... ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს ვუყურებდი და ისევ ჩემი და ნინოს ურთიერთობაზე ვფიქრობდი...ვიგრძენი როგორ მომეხვია ნინოს სიფრიფანა ხელები ზურგზე და როგორ ჩარგო თავი ჩემს ყელში. -მიყვარხარ ლექსო... მითხრა და ხმაურით მაკოცა ყელში... ხელები მოვხვიე და ჩემს მკლავებში მოვიქციე.. კალთაში ჩავისვი. -უხ რაკარგია შენი კალთა ყველა სავარძელზე რბილია. -ნინოოო. -როგორი სიმპატიური ხარ როცა ბრაზდები. -შენ კიდე ბაბშვი ხარ... სცადა ხელებიდან დამსხლტომოდა მაგრამ უფლება არ მივეცი. -რა ხდება ნინიკო? -მე გაგებუტე. -და რატომ? -იმიტომ რომ ბავშვი მიწოდე. -მართლა? შოკოლადები რომ გიყიდო შემირიგდები? -არა... მხოლოდ მაშინ შეგირიგდები თუ მაკოცებ. -ოხ შენ ეშმაკო შენ. ისე ნაზად შემეხო მისი ტუჩები ჯერ შუბლზე მერე კი ტუჩებზე რომ გული საგულედან ამომივარდა... ეს არ იყო ჩემი პირველი კოცნა მაგრამ ასეთი რამ ლილის კოცნისასაც კი არ მიგვრძნია... პირსახოცი მოვხსენი თავიდან და ხელი მის სველ თმებში შევაცურე, ტუჩები ნაზად მოვაშორე და ყელზე გადავედი ოდნავ ჩახსნილი ხალათიდან ავისმომასწავებლად მიმზერდა მისი ოდნავ გამობურცული მკერდი... ნინო არ ცდილობდა ჩემს შეჩერებას პირიქით ჩემს ყოველ ვნებიან კოცნაზე ნაზად ამოიკვნესებდა ხოლმე. -ნინო გთხოვ წადი მოწესრიგი და ეგრე ხალათით აღარ დამენახო. -რატომ არ მიხდება შენი ხალათი? თუ გრშინია რომ თავს ვერ შეიკავებ?.... ისეთი ვნებიანი ხმით მკითხა და ამღვრეული თვალებით შემომხედა რომ მივხვდი თუ კიდევ ცოტა ხანს იდგებოდა ჩემს წინ ასე ნახევრად შიშველი თავს ვერ შევიკავებდი. -ნინო გთხოვ მოწესრიგდი და გავისეირნოთ. -კარგი ლექსო როგოც შენ იტყვი. -არ გამებუტო რაა, მეშინია რომ თავს ვერ შევიკავებ. -ლექსო მე არ მითხოვია რომ თავი შეიკავო. -ვიცი ნინო მაგრამ ჯერ ადრეა ამის დროც მოვა მაგრამ დღეს არა. ............... ნინო. დილით რომ გავიღვიძე და ლექსო ჩემს გვერდით არ იწვა შემეშინდა მეგონა რომ ყველაფერი რაც გუშინ მოხდა უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მესიზმრა... მაგრამ როცა გავიგონე როგორ მოდიოდა ჩემი ოთახისკენ თავი მოვიმძინერე, გავიგონე როგორ ჩაილაპარაკა "ჩემი პატარაო" აბაზანა მივიღე ლექსოს ხალათი ჩავიცვი თმაზე პირსახოცი შემოვიხვიე და ქვევით ჩავედი რაც შემეძლო ჩუმად მივეპარე ლექსოს და მოვეხვიე მესიამოვნა მისი სუნამოს სუნი ყელში ხმაურით ვაკოცე, რაზეც მან საპასუხოდ მკავები შემომხვია და კალთაში ჩამისვა... როცა ბავშვი მიწოდა გავებუტე და შესარიგებლად კოცნა ვთხოვე, ლექსო არ აპირებდა ამიტომ მე გამოვიჩინე ინიციატივა და ვაკოცე... ეს ჩემი პირველი კოცნა იყო არ ვიცი რამდენად კარგად გამომდიოდა მაგრამ როცა ლექსოს ვნებიან თვალებს გადავაწყდი მივხვდი რომ მასაც მოეწონა ჩემი კოცნა, როცა ტუჩებს მოშორდა შევნიშნე როგორ გაეპარა თვალი გახსნილი ხალათისკენ საიდანაც ჩემი მკერდი მოჩანდა მისი დაფარვა არც მიცდია რაღაცნაირად მესიამოვნა კიდეც მკოცნიდა ყელში და ხელს ნაზად დაასრიალებდა ჩემს თმებში მაგრამ უცებ გაჩერდა და მთხოვა რომ ტანსაცმელი ჩამეცვა და ასეთ მდგომარეობაში აღარ დავნახებოდი, მე ვცადე გამომეწვია მაგრამ მშვიდად მიპასუხა რომ ჯერ ადრე იყო და ამის დროც მოვიდოდა... უკმაყოფილოდ წავედი ჩემი საძინებლისკენ და მოწესრიგება დავიწყე. ********* ესეც მესამე თავი იმედი მაქვს მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.