ტკივილი სახელად "სიყვარული" 2
ნინო. რამოდენიმე დღე გავიდა რაც შემეძლო ვცდილობდი ბატონი ალექსანდრესთვის თავი ამერიდებინა რომ მისდამი ჩემი გრძნობები მეკონტროლებია... მაგრამ არ გამომივიდა მისგან შორს ყოფნა რადგან დეიდა ელენე ავად გახდა და მთელი საქმე მე დამევალა. -ნინო შემოდი ჩემთან... გაისმე ბატონი ლექსოს ხმა. -გისმენთ ბატონო ლექსო. -ნინო მოემზადე ერთი კვირით მესტიაში მივდივართ საქმეზე. -კარგით ბატონო ლექსო. -დილით გამოგივლი. -კარგით ბატონო ლექსო ეხლა გავალ ჩემს საქმეს დავასრულებ. -ნინო რაღაც ფერმკრთალი ხარ წამლები დალიე? ისადილე? -კი ბატონო ლექსო წამლებიც დავლიე და ვისადილე კიდეც. -კარგი მაშინ შეხვედრამდე ჯერ კიდევ არის ორი საათი და დაისვენე აქ ჩამოჯექი დივანზე გარეთ არ გახვიდე.... ბატონ ალექსანდრეს დავეთანხმე მაგრამ მის გვერდით ყოფნა უფრო ამანერვიულებდა და უფრო ფერმკრთალი გავხდებოდი. მე დივანზე ვიჯექი და ვითომ ინტერესით ვკითხულობდი ჟურნალს მაგრამ თვალს ბატონი ლექსოსკენ ვაპარებდი რომელიც საბუთებში იყო ჩარგული... ერთერთი თვალის გაპარებისას ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა ერთიანად ჩამოცხა ოთახში და სუნთქვა შემეკრა. -ბატონო ლექსო მე... მე... ენა მებმოდა. ბატონი ალექსანდრე შეშინებული მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. -ნინო კარგად ხარ ფერი საერთოდ არ გადევს სახეზე. -კი ბატონო ალექსანდრე უბრალოდ ყელი მიშრება. -აი წყალი დალიე. ნინო თუ არ შეგიძლია არ წამოხვიდე მესტიაში. -არა ბატონო ლექსო კარგად ვარ და ხვალ მესტიაშიც წამოვალ აუცილებლად. -ხოო ნინო გუშინ მამაშენი იყო აქ. -და ბატონო ლექსო თქვენ გამიშვებთ სამსახურიდან? -არა ნინო მე მამაშენს ავუხსენი რატომ აგიყვანე სამსახურში და ისიც ვითხარი რომ არ ვაპირებ შენს განთავისუფლებას. -მადლობა ბატონო ლექსო.... ცრემლები მომადგა. -ნინო გთხოვ არ იტირო მეც მყავს შენი ასაკის შვილები და ვიცი რომ ნერვიულობს მაგრამ ისიც ვიცი რომ შვილს თავისუფლება უნდა მისცე იმის უფლება უნდა მისცე რომ თავის შეცდომებზე ისწავლოს. -მადლობა ბატონო ალესანდრე თქვენ მართლაც საუკეთესო უფროსი და მამა ხართ ალბათ ქმარიც. -ქმარი საუკეთესო რომ ვყოფილიყავი დღეს ჩემი ლილი ცოცხალი იქნებოდა... დავინახე როგორ დაუსევდიანდა თვალები. -ვწუხვარ ბატონო ალექსანდრე არ მინდოდა თქვენთვის ტკივილის მოყენება... ხელზე ნაზად მოვუჭირე ჩემი პატარა ხელი, მისი ხელები ისეთი ნაზი იყო საერთოდ არ ჰგავდა მამაკაცის უხეშ ხელებს. -არაუშავს ეხლა კი წავედით შეხვედრაზე. .......... ლექსო. რამოდენიმე დღეისე გავიდა რომ მომეჩვენა თითქოს თავს მარიდებდა მერე ელენე ავად გახდა და მთელი საქმის გაკეთება მას უწევდა არ მესმოდა ჩემი ყოველი თბილი გაღიმებისას რატომ უწითლდება ლოყები, ნუთუ იმას გრძნობს რასაც მე? არა მას ალბათ ახალგაზრდა და სიმპატიური ბიჭები მოწონს. -გამარჯობათ... ოთახში ბიზნესმენი გურამ წერეთელი შემოვიდა. -გამარჯობათ ბატონო გურამ რამ შეგაწუხათ? -თქვენმა საქციელმა. -და რა საქციელმა გურამ? -შენ ერთადერთი ხარ ვინც ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და ნინო სამსახურში აიყვანა. -მერე ამით რამე დავაშავე? ნინოს მუშაონა უნდოდა მამამისის დახმარების და გავლენის გარეშე და მე ამაში დავეხმარე. -შენც ხომ მამა ხარ რატომ არ გესმის ჩემი? -და რატომ უნდა მესმოდეს მე ჩემს შვილებს თავისუფლება მივეცი. -შენს შვილებს ანემია არ აქვთ ჩემი ნინო კი სულ გვერდით უნდა მყავდეს რომ მისი კვება გავაკონტროლო. -გურამ როგორც მამას მესმის შენი ნერვიულობის მაგრამ ნინოს არ დაუმალავს რომ ანემია აქვს ელენეც და მეც ყველანაირად ვცდილობთ რომ კარგად იკვებოს და არც წამლების დალევა დააგვიანოს ამიტომ ნუ ნერვიულობ ნინოზე მიეცი უფლება თავის შეცდომებზე ისწავლოს თუ გინდა რომ კარგათ მართოს შენი კომპანია. -იცოდე მხოლოდ იმიტომ ვთანხმდები რომ გენდობი ნინო კარგად იქნება. -კარგი გურამ მადლობა ნდობისთვის. -ნახვამდის ალექსანდრე. მეორე დღეს მოუსვენრად ვიყავი რადგან ნინოს წაყვანა მიწევდა ერთი კვირით მესტიაში, მის გვერდით თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი გული ისე გამალებით მიცემდა რომ მეგონა მალე გასკდებოდა... ნინოს გაფითრებული სახე მანერვიულენს და მაფორიაქებს მასთან საუბრისას კი არ შემიძლია სხვა რამეზე ფიქრი... როცა ჩემს კაბინეტში დავტოვე რომ დაევენს ვგრძნობდი როგორ ხშირად მიყურებდა, როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა დაიბნა და ძალიან ანერვიულდა მისმა შეხებამ და გამხნევებამ კი სხვა სამყაროში გადამისროლა... მთელი შეხვედრის მანძილზე მხოლოდ ნინოს ვუყურებდი და მის მოძრაობას ვაკვირდებოდი, სამსახურიდან ვერ გავუშვებ მის გამო მიხარია ოფისში მისვლა ეს რა გამიკეთა 45 წლის კაცს პატარა ბავშვმა თავი როგორ შემაყვარა, მისი შეხებისას გული რატომ მიქანდება... შეხვედრის შემდეგ სახლში მივიყვანე და დავტოვე წამოსვლისას გამიღიმა... მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი, იმაზე ვფიქრობდი რომ მესტიაში ჩემს სახლში მასთან ერთად მარტო ვიქნებოდი, მეშინოდა რომ თავის შეკავებას ვერ შევძლებდი და ნინოს დავაფრთხობდი... როგორც იქნა გათენდა და მეც გავემზადე ნინოსთან წასასვლელად გავუარე უკვე მზად იყო და მესტიის გზას დავადექით... -ნინო. -გისმენთ ბატონო ლექსო. -გთხოვ ოფისის გარეთ ეს ბატონო მოაშორე კარგი? -კარგით ლექსო. -კარგით არა კარგი. -კარგი ლექსო. -აი ესე? -მუსიკა შენ აარჩიე აი მანდ დისკები დევს, გიგამ თანამედროვე მუსიკები ჩაწერა. -მე ჯაზი მიყვარს აი ეს დისკი მირჩევნია. -მე მეგონა თანამედროვე მუსიკებს უსმენდი. -არა იცით არ მიყვარს ხმაური დისკოტეკები და წვეულებები,ჩემთვის სახლში ჯდომა და წიგნის კითხვა მირჩევნია. -მერე შენი შეყვარებული ამას როგორ ეგუება. -შეყვარებული? -ხო შეყვარებული, თუ საქმროა უკვე? -იცით არ მყავს შეყვარებული და არც საქმრო, ზოგადად მეგობარი ბიჭიც არ მყავს. -ააა მე კი მეგონა რომ ასეთ ლამაზ გოგოს უკვე საქმრო ეყოლებოდა. -ცდებით ლექსო მე მხოლოდ კარიერა მაღელვებს. -ჩემს შვილებს კი მხოლოდ გართობა ადარდებთ.... აი მოვედით.. წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ და დაისვენე მე კი მსახურს ვუბრძანებ რომ სადილი მოგვიმზადოს. ............... ნინო. ლექსოსთან ერთად ვისადილე და შეხვედრაზე წავედი სახლში დაღლილები დავბრუნდით და გეზი ჩემი ოთახისკენ ავიღე... დედას ველაპარაკე და ყავის დასალევად ქვევით ჩავდიოდი როცა შევნიშნე რომ ლექსო ვერანდაზე იჯდა... ყავა მასაც მოვუდუღე და ვერანდაზე გავედი. -ლექსო. -გისმენ ნინო ესე არ ჯობია. -ყავა მოგიტანეთ. -ნინოო. -მაპატიე ჯერ ვერ შევეჩვიე. -კარგი... მადლობა ყავისთვის მოდი აქ ჩამოჯექი. -ლექსო ლილის რა მოუვიდა თუ საიდუმლო არაა. -ლილის გულზე პრობლემები ქონდა. -ვწუხვარ. -მე არ ვიცოდი თორემ დავიცავდი აუცილებლად. -მესმის რთულია ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე. -და შენ ვინმეს გარეშე ცხოვრობ? -კი საყვარელი ადამიანი ისე ახლოს მყავს და ისე შორს რომ გული მტკივა.... ძალიან მტკივა. -მან იცის რომ გიყვარს? იქნებ მასაც უყვარხარ. -არა მან არაფერი იცის, შეუძლებელია მას ვუყვარდე არც მე უნდა შემყვარებოდა, ისიც არ მესმის ამას თქვენ რატომ გიყვებით. -იქნებ რაიმე სულიერ სიახლოვეს გრძნობ ჩემს მიმართ, მე მზად ვარ მოგისმინო და გავიგო ვინ გიყვარს იქნებ როგორმე დაგეხმარო. -თქვენ იმითაც მეხმარებით რომ მისმენთ... იცით მე მყავს მეგობრები მაგრამ მათთან ამ თემაზე საუბარი არ შემიძლია მათ ჩემი არ ესმის. -იქნებ შენ გგონია რომ არ ესმით. -არ ლექსო ისინი ვერ გამიგებენ იქნებ ვერც თქვენ გამიგოთ როცა გაიგებთ ვინ მიყვარს. -და ვინ გიყვარს? -ბატონო ალექსანდრე მე თქვენ... -რა მე ნინო?? -მე შენ მიყვარხარ... ვიცი მე ბავშვი ვარ და შენც როგორც შვილს ისე მიყურებ მაგრამ მე დანახვის პირველი წუთიდან შემიყვარდი და შენდამი ისეთი რამ ვიგრძენი რაც სხვასთან არასდროს მიგრძვნია.... მაპატიე რომ მიყვარხარ და გულს ვერ ვუბრძანე.... უკან მოუხედავად გავიქეცი და ოთახი ჩავიკეტე... მესმოდა ლექსოს ნაბიჯების ხმა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. -ნინო გააღე ოთახის კარი და დავილაპარაკოთ. -არა თვალებში ვერ შემოგხედავ, ვერ მოვისმენ რომ არ გიყვარვარ..... გპირდები დილით წავალ აქედან და ვეღარ მნახავ... აღარც ოფისში მოვალ. -ნინო იქნებ მომისმინო, გააღე კარი. -კარგი მაგრამ... -არავითარი მაგრამ. კარი გავაღე და ჩემს წინ ლექსო იდგა რომელიც იღიმოდა.... კომოდს მიეყრდნო და მანიშნა მის წინ დავმჯდარიყავი. -ესეიგი გიყვარვარ? -კი... ძალიან. -და მზად ხარ ჩემთან იყო თუნდაც მთელი სამყარო წინ დაგიდგეს? -კი მზად ვარ. -მეც რომ გითხრა მიყვარხარ მეთქი მერე რა მოხდება? -მართლა გიყვარვარ? -ნინო ბავშვი ხარ. -მერე რა რომ ბავშვი ვარ? მე მიყვარხარ. -თუნდაც სიცოცხლის ფასად? -თუნდაც რატომ? სიცოცხლის ფასადაც კი მიყვარხარ. -ვინმე ახალგაზრდა რომ გაიცნო? -გგონია სხვა ქალებივით ფულის გამო მიყვარხარ? გულს მტკენ ლექსო შენ იცი რომ ქონება არც მე მაკლია. -ნინო შენ არასწორად გამიგე. -მაშინ შენ ამიხსენი რა არის სწორი? წავიდე შენი ცხოვრებიდან? -ნინო ჩემო პატარა, მე შენი ასაკის ქალიშვილი მყავს და შენ მამად შეგეფერები როგორ ვიყო შენს გვერდით? -როგორც მამაკაცი რომელსაც ვუყვარვარ და მიყვარს და არა როგორც მამა, მე მამა მყავს უკვე .მე შენ ჩემი საყვარელი მამაკაცი მჭირდები რატომ არ გესმის? -მესმის ნინო... ჩემს წინ ჩაიმუხლა და ცრემლები მომწმინდა. -მიყვარხარ ლექსო. -მეც მიყვარხარ ნინო. -მაშინ იყავი ჩემს გვერდით და არ მითხრა რომ ბავშვი ვარ. -მართლა ბავშვი ხარ ნინო. -მერე გამზარდე და მაქციე ქალად მაგრამ არ გამიშვა. -არ გაგიშვებ. -ესეიგი გამზრდი? -არა აქამდე მეგონა ბავშვი იყავი დღეს კი უკვე ვხვდები რომ ქალი ხარ. -რომელსაც შენი ფული კი არა შენ უყვარხარ. -მეც მიყვარხარ ჩემო პატარა. ********* ესეც მეორე თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.