შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ სადაც ოცნებები ხდება 1


26-02-2016, 04:03
ავტორი An geL
ნანახია 2 047

-თქვენ ორსულად ხართ, აი თქვენი შვილი ამ პატარა წერტილს ხედავთ?
აღფრთოვანებისაგან ხმას ვეღარ ვიღებდი,მხოლოდ ერთი სურვილი მკლავდა, როდის ვეტყოდი ჩემს მეუღლეს ახალ, სასიხარულო ამბავს...
საავადმყოფოდან გამოსულს მხოლოდ სამი სიტყვა ჩამესმოდა ყურში "თქვენ ორსულად ხართ". ინსტიქტურად ხელი მუცელზე მოვისვი და იმის გააზრებისას, რომ მალე დედა გავხდებოდი სასიამოვნო ღიმილმა გადამირბინა სახეზე... ერთიანად ვიყავი ყველა ემოციით სავსე. ბედნიერებისთვის რა არის განა საჭირო, თბილი ოჯახი, მოსიყვარულე ქმარი, და რაც მთავარია ბავშვი, რომელიც უკვე ჩემში იყო და სულ რაღაც თვეში მოევლინებოდა ქვეყნიერებას.
ფიქრებში გართული ვერც კი მივხვდი როგორ მივედი სახლამდე, სადარბაზოს კიბეები ბუზღუნით ავიარე "რაუბედურებაა რით ვერ გააკეთეს ეს ლიფტი"... ახლა იმაზე მეტად ვიღლებოდი ვიდრე აქამდე, არა არც მანამდე იყო ჩემთვის იოლი 7 სართულზე ასვლა, მაგრამ ახლა მითუმეტეს... როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილას, კარებს გასაღები მოვარგე და სახლში შევედი. ჩანთა და ქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე მივყარე და გეზი სამზარეულოსკენ ავიღე. საათს დავხედე და უკვე 5 სრულდებოდა.
- ძალიან კარგი, ერთი საათიც და მამიკო სახლში იქნება დე! - ჩავილაპარაკე და მუცელზე მოვისვი ხელი. კიდევ ერთხელ გამაჟრჟოლა სიამოვნებისგან.
სასწრაფოდ შემოსასვლელისკენ ავიღე გეზი, ჩანთას დავავლე ხელი და შიგნით რაღაცის ძებნა დავიწყე, "როგორც იქნა" წამოვიყვირე და ჩანთიდან ექოსკოპიის სურათი ამოვაძვრინე, იქვე ჩამოკიდებულ სარკეზე მივამაგრე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი.
საჭმლის მომზადებას მალევე მოვრჩი და ისევ საათს დავხედე, წუნ კიდევ ერთი საათი მქონდა ამიტომ ტელევიზორთან კომფორტულად მოვკალათდი და ფილმის ყურება დავიწყე, გამიმართლა ჩემი საყვარელი ფილმი გადიოდა "მულენ რუჟი", ყოველთვის მეტირებოდა ამ ფილმის ფინალზე და აი არც ახლა დააყოვნა ცრემლებმა. ისევ იპოვნეს თავიანთი გზა და ქუთუთოებს მოსწყდნენ...
კარზე ზარია, სასწრაფოდ შევიმშრალე ცრემლები და კარის გასაღებად წავედი.
-შემოდი, შოთი. -გამოვიწიე და გზა დავუთმე საყვარელ მამაკაცს. -როგორ ხარ? დღემ როგორ ჩაიარა? - დავუსვი უკვე ჩვევად ქცეული კითხვები. ისიც როგორც ჩვევია ნაზად შემეხო ბაგეებზე და სახლში შემოვიდა, პიჯაკი გაიხადა საკიდზე დაკიდა, ხელი შემომხვია და ჩემთან ერთად დაბრუნდა ოთახში.
- კარგად ვარ, ქეთუს, უბრალოდ ცოტა დავიღალე, ამ თვის ბოლოს შვებულებას მომცემენ და წავიდეთ ჩვენებთან სოფელში. უკვე ამ სიცხის ატანა აღარ შემიძლია, შენც ჩემსგარაშე არ მიდიხარ, ცოდო ხარ.
- კარგი რა შოთი უშენოდ იქ რა ვაკეთო, თანაც არ მიყვარს ხომიცი შენი მარტო დატოვება. სულ ყველაფერი გავიწყდება, ეგ კი არა მე რომ არა ალბათ ჭამაც კი დაგავიწყდებოდა - ვუთხარი ნაწყენმა.
- კარგი ოღონდ შენ ნუ გამიბრაზდები პატარა ქალბატონო და რასაც გინდა იმას ვიზავ.- მოვიდა და როგორც სჩვევია ნაზად შემახო თავისი ტუჩები ლოყაზე, მე კი სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა ტანში, რაც, როგორც ჩანს, არც შოთას გამორჩენია.- იცი უკვე ერთი წელია ცოლ-ქმარი ვართ, შენ კი ისევე რეაგირებ ჩემს შეხებაზე როგორც პირველად.- საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე.
-შოთი მიდი ახლა ხელები დაიბანე და ვისადილოთ.- ხელი ლოყაზე ნაზად ჩამოვუსვი. შოთა სააბაზანოში გავიდა, მე მანამდე სადილი გავაწყვე მაგიდაზე.
-ქეთუს!- უცბად შემომესმა ჩემი ქმრის ხმა, რომელიც შემოსასვლელიდან მოდიოდა. აჰა ანუ გეგმამ გაამართლა, სურათი ნახა. მეც ნელი ნაბიჯებით დავიძარი იქით საიდანაც ხმა მოდიოდა. ესეც ასე, ხელში ჩვენი პატარას სურათი ეჭირა და დაჰყურებდა.
-რახდება შოთი რა გაყვირებს? - ინტერესიანი მზერა მივაბყარი.
-ეს რა არის?- ცხვირწინ სურათი ამიფრიალა.
- ექოსკოპიის სურათია. - მხრები ავიჩეჩე.
- ვისი?- გაკვირვებულმა მკითხა.
- ვისი და შენი შვილის. - ისევ ავიჩეჩე მხრები. თითქოს დენმა დაარტყაო, ფოტო ხელიდან გაუვარდა და მონოტომურად,დაახლოებით ხუთი წუთის მანძილზე იმეორებდა ჩემს სიტყვებს, მერე თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო, დენდარტყმულივით დაიხარა და ძირს დაგდებული სურათი აიღო.
ხან სურათს უყურებდა, ხან მე. სურათს თითი გადაუსვა და იმ ერთ პაწაწინა წერტილს მიეფერა. მერე ისევ მე შემომხედა, მე მის რეაქციებზე სასიამოვნოდ მეღიმებოდა.
-რა თქვი?! -შემომიბრუნდა და მკითხა, ისეთი დაბნეული ხმა ჰქონდა ისევ გამეღიმა.
- რა ვთქვით და რვა თვეში მამიკო გახდები-თქო. - ვუთხარი ღიმილით და ხელი მუცელზე მოვისვი. უცებ ფეხებში სიცარიელე ვიგრძენი , რომ გამოვფხიზლდი ჩემს ქმარს ხელში ვყავდი ატაცებული და ჰაერში მაბზრიალებდა. მეც მის ამ ბავშვურ საქციელზე მეცინებოდა. შოთა დინჯი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, შეყვარებულობის პერიოდშიც კი არ ქონია ასეთი ცანცარის მომენტები. სიყვარულიც ძალიან უბრალოდ ამიხსნა. ასევე უბრალოდ მთხოვა ხელი. ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს ხაახლოვებით 7 წლისები ვიქნებოდით რომ მითხრა "შენ ჩემი ცოლი გახდებიო" და აი 24 წლის ასაკში საწადელი აისრულა. -შოთი თავბრუ დამეხვა.- ვუთხარი ღიმილნარევი ხმით, ამის თქმა იყო და იმწამსვე დამსვა იატაკზე.
-წყალი ხომ არ მოგიტანო, კარგად ხარ?- აშკარა ნერვიულობა შეეტყო ხმაში. მის ამ მზრუნველობაზე მხოლოდ გამეღიმა.
-საჭმელი გაგვიცივდება!- ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი.
უხმოდ ვისადილეთ, მე ჭურჭლის დარეცხვას შევუდექი, შოთა კი ტელევიზორთან მოკალათებულიყო. ყბელაფერი მივალაგე და ჩემს ქმართან გავედი, გვერდით მივუჯექი. უეცრად მუცელზე სითბო ვიგრძენი რამაც ისევ გამოიწვია ჩემი კანის დახორკვლა და სასიამოვნო ჟრუანტელი. ხელს მუცელზე მელოდიურად მისმევდა გეგონებოდა ბავშვს ეფერებაო მეც მისი ეს საქციელი საშინლად მსიამოვნებდა, თავი მხარზე ჩამოვადე და მისი სურნელით გაბრუებულს ჩამეძინა.
დილით ჩემს საწოლში გამეღვიძა, როგორც ყოველთვის, შოთაზე პირველს გამეღვიძა. ავდექი საუზმე მოვუმზადე და ყავის ფინჯნით ხელში შევუდექი შოთას გაღვიძებას. ისიც ერთი გემრიელად გაიზმორა, ყავის ფინჯანი გამომართვა და ლოგინიდან წამოდგა.
-რომელი საათია ქეთუს?
- ჯერ მხოლოდ რვა საათია.- მოვიდა მუცელს მიეფერა მერე მე მაკოცა ლოყაზე და მისაღებისკენ გავიდა.
-მისმინე, დღეს ანასტასია აპირებს მოსვლას, რაღაცეები დამჭირდება, თან სახლშიც თითქმის აღარაფერი გვაქვს, ხოდა ვიფიქრე, დღეს მანქანა მე რომ დამიტოვოს თუ შეუძლიათქო.
- კი ქეთუს, დაგიტოვებ, მე სხვა ტრანსპორტით ვისარგებლებ.- შუბლზე ნაზად მაკოცა და სააბაზანოში შევიდა.
სამსახურში გავაცილე და სახლის მოწესრიგებას შევუდექი.
არც თუ ისე დიდი სახლი გვაქვს, პრინციპში ჩვენ მეტი არც გვჭირდება. ჩემი ქმარი ბანკში მუშაობს. მე ძირითადად დიასახლისი ვარ. რათქმაუნდა მაქვს ჩემი პროფესია, მაგრამ ქმრის მოვლა ჩემთვის ყველაზე დიდი სამსახური აღმოჩნდა. მითუმეტეს ახლა შვილი მეყოლებოდა.
მალევე მივედი სავაჭრო ცენტრში, რაც სახლისთვის მჭირდებოდა ყველაფერი ვიყიდე. უკვე ანასტასიას სახლთან ვიდექი, ანასტასია ჩემი მეჯვარე და მეგობარია. ტელეფონი ამოვაძვრინე ჩანთიდან და გადავურეკე.
-სტას უკვე მოვედი, მალე ჩამოხვალ?
-კი კი უკვე მოვდივარ!- ჩამყვირა ტელეფონში.
-კარგი მალე ქენი!
-მიდი ამოდი ცოტახნით, თან ნანას მოენატრე.
-არა, ძალიან დაღლილი ვარ, ერთი სული მაქვს სახლში მივიდე. მომიკითხე ნანა დეიდა.
-კარგი,კარგი ხო, გამოვალ ორ წუთში.
მანქანაში ველოდებოდი ანასტასიას, როცა უეცრად ოდნავი ბიძგი ვიგრძენი, ეგრევე მუცლისკენ გამექცა ხელები და მაგრად შემოვიხვიე. გული ისე სწრაფად მიცემდა პულსაქციას ვერ ვარეგულირებდი, უცებ მანქანის შუშაზე კაკუნი გავიგე მეც დაპროგრამებულივით ჩავწიე შუშა.
-კარგად ხართ?! - მომესმა უცხო მამაკაცის ხმა. მე ჯერ ვერ გამეაზრებინა რამოხდა, მაგრამ შემდეგ დედის ინსტიქტმა გაიღვიძა ჩემში, მანქანიდან სასწრაფოდ გადმოვედი და უცნობისკენ შეტევით წავედი.
- თქვენ საერთოდ წინ არ იყურებით?
-მაპატიეთ არ მინდოდა შემეშინებინეთ უბრალოდ მთელი 48საათი ვმორიგეობდი და...
- ვის რაში აინტერესებს თქვენ რას აკეთებდით და რას არა... - ნერვები საშინელ დღეში მქონდა, უცებ ვიგრძენი როგორ დამიბნელდა თვალს, უცნობს ხელი ხელზე ჩავჭიდე და ღრმად სუნთქვა დავიწყე. ის კი ერთიდაიგივეს მეკითხებოდა "კარგად ხართ? დახმარება გჭირდებათ?" მეც ცოტა რომ ამოვისუნთქე ხელი გავუშვი და მანქანისკენ წავედი. მანქანაში უხმოდ ჩავჯექი მან კი თავისი სავიზიტო ბარათი მომცა. დავხედე ანდრია ყიფიანი ექიმი ონკოლოგი. ბარათს დავხედე და საშინლად გამკრა რაღაცამ გულში.
-აუცილებლად კლინიკაში მობრძანდით, გელოდებით!
და გაუჩინარდა.... მალე ანასტასიაც ჩამოვიდა ნანქანა დავქოქე და სახლისკენ წავედი, სავიზიტო ბარათი კი ჩანთაში ჩავაცურე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent