ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –4–
[თავი 4] ''ორმაგი ხაფანგი'' დაკვირვებულ მზერას არ ვაშორებ მამაკაცის ხელებს საჭეზე. ძარღვები დაბერვია და ნათელია, რომ იმ წუთიერ სისუსტეს ვერ ივიწყებს, კინაღამ ჩემს მახეში რომ გაება. ...თუმცა ვაღიარებ, ეს მახე გაუთვიცნობიერებლად წამოვიდა ჩემგან. ანუ მეც მინდოდა, რომ... რომ ეკოცნა? ესეც შეასაძლებელია! რა არის გასაკვირი?! დიდი ამბავი პირველ კოცნას ჩემი ხელით თუ არ ჩავაბარებ მეუღლეს, იმედგაცრუებული თაყვანისმცემლების ხელმოწერებით! –თუ არ გინდა, რომ მუდამ ფსიქოპატით მოგიხსენიო, შენი სახელი მითხარი!–სავარძელზე ვიკვანწები და მის პასუხს გულაჩქარებული ველი. –ვეცდები მოვიყრუო და ამ კითხვის გამეორება აღარ გაბედო, თორემ სადმე გადაგჩეხავ!–მოკლედ მიჭრის ის. არ გინდა, ნუ გინდა! არ დაიფასა თავი?! –ისე თუ გადამჩეხავ, ერთად გადავიჩეხებით და წარმოიდგინე, ჩემნაირ ულამაზეს არსებასთან შენნაირ ''ჯმუხაძესთან'' რომ ნახავენ, რას იტყვიან! არ გირჩევ, ფსიქოპატო, არ გირჩევ!–კეთილ ფერიად ვიქცევი და ისე ვაძლევ ''რჩევას''. ფსიქოპატი წამის მეასედებში ამუხრუჭებს მანქანას და ფანჯარას მაკრობს. მისი აბობოქრებული ზღვით თუ ვიმსჯელებთ, ენა მაქვს რამდენიმე სანტიმეტრით დასამოკლებელი! არადა სარკეში დიდი არ ჩანს ხოლმე... –რა იყო? ''ჯმუხაძეს'' ისევ ფსიქოპატი არ ჯობია? მე მაინც შინაური ვარ და...–გულუბყვილოდ ვპასუხობ და მის შეცდენას ახლა გამიზნულად ვცდილობ. –შენს გვერდით კაცი იფიქრებს, ქალი ვარო!–მსწრაფლ მშორდება და ძრავას ქოქავს. –რა ჩემი ბრალია, ასეთი მამაკაცური სულის რომ ვარ და თქვენს მეებს ვთრგუნავ.–უპრობლემოდ ვიფერებ მის ''კომპლიმენტს''. –სიკეთეს სანანებელს მიხდი...–ჩაწეული ფანჯრიდან შემოსულ ჰაერს უშვერს თავს ის. ვაა, ნუთუ ასე დავღალე? –მხოლოდ სიკეთის გამო მიგყავარ სახლში? საზიზღარი ხარ! როგორ შეგიძლია ჩემნაირ ქალს უთხრა, კეთილი ვარ და კი არ შემიყვარდი, უბრალოდ შემებრალეო!–უნებურად გული მიჩუყდება და ცრემლებიც ლოყისკენ იკვალავენ გზას. აქ კი რაღაც შეცდომაა... მე და ტირილი? მეგობრები არასდროს ვყოფილვართ... ტირილს ხელს მხოლოდ მაშინ ვუწვდიდი, როცა საქმე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ეხებოდათ, მაგრამ ახლა... ახლა... სად ძვირფასი ადამიანი და სად ეს ტირანი? მათ შორის ცხრა მთა და ცხრა ზღვაა გადაჭიმული. –დამიანე!–ერთი ნაკვთიც არ უხრება, ისე წარმოთქვამს თავის სახელს. –მე ხელები დამიბანია! გინდა იყო ფსიქოპატი? იყავი! არც შენი გარეგნობა გიშველის და არც ის, რომ დანახვისთანავე რაღაც ადგილი დაიკავე ჩემში! მორჩა! დამაბრუნე სახლში!–ვყვირი გამწარებული და ცრემლებს მუჭით ვიწმინდავ. არ ვაპატიებ! ჩემს ცრემლებს არავის არ ვაპატიებ!–და ვფიცავ, რომ თუ კიდევ ერთხელ გახდები ჩემი ატირების მიზეზი, დაგახრჩობ, მიგანაკუწებ და სანაგვეში ჩაგაგდებ! –და კიდევ მე ვარ ფსიქოპატი!–შეუმჩევლად ეღიმება მას, მაგრამ ხომ ეღიმება. აღარ ვუმეორებ, რომ სახლში დამაბრუნოს. მიმართულებას არ იცვლის, ესე იგი ჯერჯერობით ჩემთვის დაჯერებას არ აპირებს. იყოს ასე! იქნებ რა აღმოვაჩინო მის სახლში! თუ მან ამატირა, მე გავაცინებ... ხო, რა ვქნა, აბა! მე თუ ღიმილის დედოფალი ვარ, ის უჟმურობის მეფეა, მაგრამ... მაინც ვუხდებით ერთმანეთს! ნახევარი მე, ნახევარი ის და ვავსებთ მთელ მარადიულობას! მარადიულობა კი გრძელდება და გრძელდება. სხვა თუ არაფერი, ამ ოხერის გაწვალება მეც კარგად მსიამოვნებს. მისი თვალები? ეს უკვე სხვა ფაქტორია და თუკი არსებობს კიდევ სხვა ფაქტორებიც, არც ისე უსარგებლო ყოფილა ფსიქოპატთან, მაპატიეთ, დამიანესთან ურთიერთობა. ყოჩაღ მე! ამ ბოლო დროს ბრძნული აზრები მომდის თავში! ნეტავ, ეს რიღას ბრალია? *** თურმე სულაც არ მივყავდი ამ უგულოს სახლში. ან სახლი აქვს საშინლად მიულაგებელი და ჩემი რცხვენია, ან არ უნდა რომ ჩემს მარწუხებში გაებას, ანდაც საერთოდ არ აქვს ბინა. პირველ ალბათობაში ეჭვი მეპარება, დამიანე და სირცხვილი ერთ წინადადებაში არ ჯდება. მეორე? ამას ვერ გამოვრიცხავ, თუმცა კუკუდამალობანას თამაშით ჩემგან რომ თავს ვერ დაიხსნის, ეს ხომ ნათელია! მესამე კი... გინდ ასე იყოს და გინდ ისე, ეს დიდად არ მადარდებს! ფულიანი საყვარლების გაჩენა პრობლემა არასდროს ყოფილა, უბრალოდ ჩემთვის ეს ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს! საკუთარ თავთან მონოლოგისთვის დათმობილი დრო მეც კი ბევრად მეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში მე და დამიანე ისევ სასტუმროს წინ ვდგავართ. ის წინ მიდის და რატომღაც მგონია, რომ ჩემზე ფიქრობს და არ უნდა ეს შევამჩნიო. რა ვიცი, მე კი მასზე ფიქრები ვერ მომიცილებია და... –არ მოდიხარ?–მიბრუნდება, ნაბიჯების ხმა რომ აღარ ესმის. –სახლში რატომ არ წამიყვანე?–სჯობს პირდაპირ დავუსვა საკითხი და თავად გამცეს პასუხი, ვიდრე მე სხვადასხვა არგუმენტები მოვიყვანო. –მეუბნები, ბელა ვარო და თაიასავით რატომ იქცევი?–ირონიული ღიმილით მეკითხება და თან ნაბიჯ–ნაბიჯ მიიწევს წინ. –ჯერ ეს ერთი არ გაქვს უფლება ვითაც თაიას მიმამსგავსო, რადგან როგორც ვხვდები დიდი არავინაა, მე კი მისგან განსხვავებით ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი არ ვარ! უფრო სწორად ვარ, მაგრამ სანამ მოვკვდები, ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც მინდა, თუმცა ჩემი ცხოვრების ისტორიის მოყოლა არასდროს შემრცხვება, მერწმუნე!–მკვახედ ვპასუხობ და მის გვერდით ვიტუზები. –ძალიან გთხოვ აქაც სცენებს ნუ გამართავ!–ხმას უწევს ის და ადმინისტრატორს საკრედიტო ბარათს აწვდის. –თუ მთხოვ, არ გავმართავ, თუ მოითხოვ, გავმართავ!–პირობას ვუყენებ და გახალისებული ვუღიმი. –გთხოვ!–სხვა საშველს ვერ ხედავს და ულაზათოდ ''მთხოვს''. მე ხომ არაფერი გამომეპარება და თვალებაციმციმებულ ადმინისტრატორ გოგონასაც წარბშეკრული გამჭოლად ვაცქერდები. ამას ჰგონია, რომ რადგან პომადით არ ვულამაზებ სახეს დამიანეს და მკერდიც ამოყრილი არ მაქვს, ჩემს თანმხლებ მამაკაცს დავუთმობ? მარტო თანმხლებ? ბელა ბრეგვაძე კარგად არ გცნობია, ძვირფასო! შენ არ იღელვო! ახლავე გაგაცნობ! –დამი....–საზიზღრად ვწელავ სიტყვას, მაგრამ ერთი ადამიანისთვის თავისი ადგილის მიჩენა მსხვერპლს მოითხოვს.–ისეთი ნომერი ავიღოთ, წინანდელივით ჩვენი ხმაურის ხმამ სხვები რომ არ შეაწუხოს... დამიანეს სახე ეშლება. მერე ყველაფერს ხვდება და ლამისაა თვალებით შემჭამოს. თუ გინდა შემჭამე და თუ გინდა დამკორტნე! ოღონდაც ახლა თამაშში ამყევი, ტკბილო! –ახლაც თავი ხომ არ გაქვს გატეხილი და ნატკენ ადგილას სპირტის წასმა ხომ არ მომიწევს, ამიტომ არ ინაღვლო! ყველანაირი ნომერი გვაწყობს!–უცებ პოულობს გამოსავალს და ჩემი პირის კილომეტრზე გაღებას იწვევს. ''ყველა სიტუაციიდან როგორ უნდა გამოძვრე!''–რა ემოციებითაც ვფიქრობ, ის ემოციები კვალს მატყობენ და წარმომიდგენია, რა სანახავი ვარ! –თავისუფალი ნომრები გვაქვს, არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენ მითხარით როგორი ოთახი გინდათ!–შესციცინებს გოგონა დამიანეს. –არ აქვს მნიშვნელობა! სადაც ერთად ვართ, ყველგან სამოთხეა! არა, საყვარელო?–მოხრილ ხელში მკლავს ვუყრი და ღიმილად ვდნები. –ჯოჯოხეთი სამოთხეში ნუ გერევა, ძვირფასო. ნომერი თქვენ ამირჩიეთ, გენდობით!–მომმართავს ჯერ მე, მერე კი ადმინისტრატორს უტკბება. ასე ხომ? ნდობას და სიტკბოებას განახებ შენ! ისე, ვიზე ან რატომ ვეჭვიანობ? თუმცა ჩემი მესაკუთრეობის ამბავი რომ ვიცი, ასეთი კაცი რომ მიდგას გვერდით, ყველა შემთხვევაში ვერ ავიტან მის ყურადღებას სხვა ქალების მიმართ! არ ვაპირებ სიტუაციის შემოტრიალებას! გაეჭვიანებ, ოღონდ სხვაზე კი არა, საკუთარ თავზე! არ გამოგიცდია? პირველიც მე ვიქნები და უკანასკნელიც! ამით შენს გულში დიდ ადგილს ''ჩემს'' დავარქმევ, ნუ, თუ მთლიან გულს არა... გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო მაქვს! ან ფსიქოპატი, ან ქუსლები! ბრძოლა გრძელდება, დამიანე! ^^^ როცა შემეძლება, აი, ასე შემოვირბენ ხოლმე! ვინც არ იცის, რაღაც პრობლემები მაქვს და ამ ისტორიას ბოლომდე ''ასე'' მივიყვან. სულ სამი თავი დარჩა, მეტი კი არა... იმედია შემაფასებთ, რათა ცოტა მაინც გამიმძაფრდეს წერის სურვილი. ძალიან კარგები ხართ თქვენ და მაპატიეთ... უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.