შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 7 თავი


26-02-2016, 20:56
ავტორი ლორელაი
ნანახია 8 790

-მოვაა?-ირონიულად ჩაიცინა და კვამლი ღრმად გაუშვა ფილტვებში.
-ხო,მოვა?არ გჯერაა?-ნაწყენმა ვკითხე.
-ერთხელ კი მოვა…მხოლოდ ერთხელ.ისე როგორც მხოლოდ ერთხელ ამოდის ლურჯი მთვარე-ხელი მხარზე მომხვია და ლოყაზე მაკოცა.
-ფიქრებს აერიათ გზები,
ფეხი შენს ნაკვალევს გაჰყვა
თმები საოცნებო თმები,
გულმა საიდუმლო გასცა
სულში აირია სევდა,
ხელი თავისით სწერს სიტყვებს
ჩემი არაფერი დაგრჩა,
ჩემი უჩემობის გარდა. - გული საშინლად მიცემდა, ირაკლი მიღიმოდა, მერე ხელი ჩამკიდა და გზა გავაგრძელეთ.

მთელი ღამე მოსვენებას არ მაძლევდა მისი სიტყვები, “ჩემი არაფერი დაგრჩა ჩემი უჩემობის გარდა”, რატომღაც ამაფორიაქა, ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა. ირაკლი მესიზმრა, ჩემკენ მოდიოდა, მაგრამ ვერ მოდიოდა, თითქოს რაღაც უშლიდა ხელს, მეც მისკენ მივიწევდი, თუმცა ფეხს ვერ ვდგავდი, ვეძახდი, ხელს მისკენ ვიშვერდი, ჩემთან მოდი-მეთქი , მაგრამ ის ჩემამდე ვერ აღწევდა. ოფლში მცურავს გამეღვიძა. შეშინებულმა ჩავიცვი და ირაკლისთან გავიქეცი. კიბებზე ავდიოდი და რაღაც საშინელის მოლოდინში გული მეწვოდა, კართან შევდექი, მინდოდა დავმშვიდებულიყავი. ღრმად ჩავისუნთქე, მერე ძალა მოვიკრიბე და დავაკაკუნე, არავინ გამომეხმაურა, კიდევ ერთხელ დავაკაკუნე, ამჯერად შიგნიდან ფეხის ხმა მომესმა, ირაკლი იყო მივხვდი, მის ფეხის ხმასაც კი ვცნობდი, ბედნიერს გამეღიმა. კარი გაიღო და ღიმილი სახეზე შემეყინა, კარს იქით ისევ ძველი, თვალებამღვრეული, დანგრეული ირაკლი იდგა. მეგონა მოვკვდებოდი, იმის ილუზია არ მქონია, რომ საბოლოოდ დააღწევდა ამ საზიზღრობას თავს, მაგრამ გული მაინც მეტკინა. სიტყვაც არ მითქვამს ისე შევედი სახლში, მისაღებში ყველაფერი ყირაზე იდგა, დივანზე ვიღაც წელსზევით შიშველი ბიჭი იწვა და თვალი ჭერისთვის გაეშტერებინა. შევდექი, ტკივილისგან და იმედგაცრუებისგან ცრემლები მომაწვა. აივანზე გავედი, ხელები მკერდზე დავიკრიფე და ვეცადე არ მეტირა. გავიგონე, როგორ გაჯახუნდა კარი. სიმწრით გამეცინა.
- მაპატიე, დადუნა, შენ ეს არ უნდა გენახა. - ირაკლის გატეხილმა ხმამ უარესად მომშალა.
- არ უნდა მენახა, მაგრამ ვნახე… რომ არ მენახა განა შეიცვლებოდა რამე? განა შენ შეიცვლებოდიი?
- მე ვერაფერი ვერ შემცვლის აწი, დადუ. - სიმწრით ჩაიცინა და მოაჯირს დაეყრდნო.
- მე შეგცვლი ირაკლი…

- არა, დადუნა, არა… მე ვერ შევიცვლები. - ჩემკენ შემობრუნდა და ჩემი სატირლად გამზადებული სახე ხელებში მოიქცია.
- მაშინ მეც შენნაირი გავხდები, მეც იმას გავაკეთებ რასაც შენ. შენ თუ გგონია გამბედაობა არ მეყოფა. - გულმოსულმა ვცადე მისი ხელების მოშორება.
- რაა?
- ხო, თუ შენ ასე მოგწონს ეგ საზიზღრობა და მეც კი შემელევი მის გამო, მაშინ მეც შენნაირი გავხდები, მეც მოვიწამლავ თავს, მერე ჩვენს შორის განსხვავება აღარ იქნება. - ცრემლები მომდიოდა, მთელი სხეულით ვკანკალებდი, მაგრამ გაჩუმება არც მიფიქრია, ვფირობდი, რომ საჭირო იყო ეს ყველაფერი, მეგონა ირაკლის იმდენად მაინც ვუყვარდი, რომ ამ სიტყვების გამო მოუნდებოდა შეცვლა.
- წადი, დადუნა…წადი ჩემგან, წადი გთხოოვ... წადი სანამ არ გაგანადგურებ, სანამ ისევ შენი ფერი გაქვს... არ მინდა, რომ მე დამემსგავსო, არ მინდა რომ სილურჯე დაკარგო. მე ყველაზე გახუნებული ვარ, მე შენ გცრიცავ. შორს წადი ჩემგან და დამივიწყე. შეინარჩუნე ფერი. - თითქოს არც მოუსმენია რა ვუთხარი, შთაგონებით განაგრძობდა ჩემს გადარწმუნებას.
- არსად არ ვაპირებ წასვლას, რატომ არ გესმის, რომ მიყვარხარ და შენთან მინდა. - მთელი ძალით მოვეხვიე და მის ყელში ჩავმალე სახე.
- დადუნა... - ვიგრძენი რომ ვეღარ უძლებდა, თავადაც მომეხვია.


დღეები გადიოდა, მე ისევ მასწავლებლებთან დავდიოდი, ისევ ვმეცადინეობდი. საღამოობით ირაკლისთან ერთად ქუჩებში ვსეირნობდი, ან მისი ბინის აივანზე მასზე მიყრდნობილი მთვარეს ვუყურებდი. მას მერე ირაკლი იმ მდგომარეობაში აღარ მენახვებოდა, თუმცა გაქრობები დაიწყო, ერთი, ორი ან სამი დღით იკარგებოდა-ხოლმე. კარგად ვხვდებოდი რა იყო ამის მიზეზი და ძალიან ვღელავდი, თუმცა მე ვერაფერს გავხდებოდი ვიცოდი.
სამი დღე არ მენახა, სამი დღე მისი ხმა არ გამეგონა და ძალიან მენატრებოდა, მესიჯებს ვწერდი, პასუხს ამაოდ ველოდი. არ ვიცოდი სად მეძება, არც მის მეგობრებს ვიცნობდი, ამიტომ უნივერსიტეტში მივედი, შესასვლელთან ვიდექი და ველოდი როდის გამოვიდოდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ იქნებოდა. დიდხანს მომიწია ლოდინი, ცხელოდა, მაგრამ არ ვდარდობდი.
ბოლოს დავინახე როგორ გამოდიოდა ირაკლი რამდენიმე ბიჭთან ერთად. ტელეფონი ამოვიღე და დავურეკე, ვხედავდი როგორ დახედა ტელეფონს, მოუთმენლობისგან მუცელი ამეწვა. ირაკლი ტელეფონს დაჰყურებდა, რამდენჯერმე თითქოს დააპირა ეპასუხა, მაგრამ ბოლოს გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. გული მომეწურა, მეტკინა. არ მეგონა ასე თუ მოიქცეოდა. ისევ ბიჭებს მიუბრუნდა, რაღაცაზე გაცხარებული ლაპარაკობდნენ. ირაკლი იცინოდა, მე კი სუნთქვა შემეკრა, როცა მათკენ მიმავალი ის ბიჭი დავინახე, იმ დღეს ირაკლის ბინაში, რომ დამხვდა. მეგონა მოვკვდებოდი, ფეხები ამიკანკალდა, ერთიანად გამაცია, თითქოს ყელში ხელს მიჭერდნენ.
შეშინებული ვიდექი და ველოდი რა მოხდებოდა, იმ ბიჭმა ყველას ხელი ჩამოართვა, მერე ირაკლი გვერდზე გაიყვანა, მეც უკან ავედევნე, მოფარებულში დადგნენ. ბუჩქს ამოფარებული ვუყურებდი როგორ კამათობდნენ. ირაკლი თავზე ხელს იჭერდა, ნერვიულობა ეტყობოდა, ის ბიჭი რაღაცას გაცხარებული ელაპარაკებოდა. ჩემთვის ნათელი იყო რას ეხებოდა, გაქცევა მომინდა, აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ყურება. წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ინტერესი მკლავდა, როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. იმ ბიჭმა რაღაც პაკეტი ამოიღო ჯიბიდან, თან ქურდულად აქეთ-იქით იხედებოდა, ირაკლიმ ხელი აუკრა, შეკამათდნენ. ვეღარ მოვითმინე და მივედი.
- ირაკლი…
- აქ რა გინდა? - გაღიზიანებულმა დამიყვირა. - წადი...
- ვაა, ვა ეს ვინ მოსულა? - გაეცინა უცნობმა საზიზღარი ხმით.
- ირაკლი, წავიდეთ. - ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის.
- ნუ ერევი, წადი… - კბილებში გამოსცრა ირაკლიმ.
- არ წავალ!
- კარგით გვრიტებოოო, თქვენი კამათის მოსმენის თავი არ მაქვს, ფული მომეცი და წავალ. - ირაკლის მიუბრუნდა ბიჭი.
- გითხარი მიიღებ ხვალ. - უთხრა ირაკლიმ და მკლავზე ჩამეჭიდა. - წამოდი...
- იცოდე, ხვალ არ დამემალო. - დაგვეწია მისი სიტყვები. გაბრაზებული ირაკლი მუშტებს კრავდა და თვალებს აბრიალებდა, მანქანასთან უხმოდ მივედით.
- რატომ მოხვედი? - ჩემთვის არ შემოუხედავს ისე მკითხა.
- რატომ არ მეხმიანები? არც ზარზე მპასუხობ, არც სახლში ხარ…
- საქმე მქონდა…
- ხო, ვიცი შენი საქმე... - ნაწყენმა გარეთ გავიხედე.
ხმა არ ამოუღია, მთელი გზა ჩუმად ვისხედით, მეგონა სახლში დამტოვებდა, მაგრამ მის სახლთან, რომ შევჩერდით, გაკვირვებულმა შევხედე.
- სალაპარაკო გვაქვს… - არც დამლოდებია ისე გადავიდა მანქანიდან, გული მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
ირაკლი მოუსვენრად გამოიყურებოდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, თითებს ნერვიულად იფშვნეტდა. დივანზე ვიჯექი და გული მტკიოდა მის შემხედვარეს, ვხვდებოდი როგორ იტანჯებოდა, როგორ ებრძოდა თავს, მაგრამ ისიც ვერ გამებედა რომ რამე მეთქვა.
- დადუნა, - როგორც იქნა ამოიღო ხმა. - მომისმინე, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან ჭკვიანი და უნდა ხვდებოდე რა მჭირს. - კედელს მიეყუდა და თავი ჩახარა. -ჯობია აღარ შევხვდეთ, ჯობია დამივიწყო, მე ყოველთვის გულს გატკენ, დაგტანჯავ, იმედებს გაგიცრუებ და არ მინდა ჩემ გამო როდესმე იტირო.
- მორჩიი? - ვკითხე აკანკალებული ხმით. გაოცებულმა ამომხედა. - ჩემთვის სულ ერთია როგორი ხარ, მე მიყვარხარ, ირაკლი, მიყვარხაარ!
- რატომ არ გესმის გოგო, რატომ რომ მე… - უკვე ყვირილზე გადავიდა, სიბრაზისგან მუშტებს კრავდა.
- არ მიგატოვებ...
- მოგიწევს… - მაჯაში ხელი ჩამავლო და გასასვლელისკენ გამათრია. - ახლა წახვალ და არასდროს აღარ მოხვალ! არასდროს! - კარი გააღო, გარეთ გამიყვანა და ცხვირწინ მომიხურა კარი.
- ირაკლი, გთხოოვ… გამიღე კარი, არ წავალ, აქ დავრჩები, შენთან. - მისმა ქცევამ გული მატკინა, მაგრამ ისე მიყვარდა არ შემეძლო მისგან შორს ყოფნა. - ირაკლი შემომიშვი, გთხოოვ, ირაკლი. - კარს მუშტებს ვუბრახუნებდი და არც ხმამაღლა ყვირილის მერიდებოდა.
მაშინ ყველაზე უთავმოყვარეო გოგოსავით ვიჯექი მისი კარის წინ, ვტიროდი და ვეხვეწებოდი, რომ კარი გაეღო. მან კარი არ გამიღო…


პ.ს.ამ თავში გამოყენებული ლექსის ავტორია თქვენი მონა-მორჩილი, ძალიან გთხოვთ მკაცრად ნუ შეაფასებთ, ჩემს ნაჯღაბნს.



№1  offline წევრი მოლურჯო

ესეთი ადამიანები ალბად არ იცვლებიან
მაგრამ სიყვარული ისეთია თუ გიყვარს არ გაინტერესებს ის როგორია
აზრიანი თავი იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი kora

ეს ბიჭი არც კი ცდილობს შეიცვალოს, მცდელობაც კი არ ჰქონია. მომწონს დადუნას პერსონაჟი, მებრძოლი და ძლიერი გოგოა და ვიმედოვნებ შეძლებს მობრუნოს ნორმალური ცხოვრებისკენ
--------------------
kira.G

 


№3 სტუმარი Octavia

Tu odesme narkomani shemikvardeba... rogorc shevikvareb ise gadavikvareb. Dadunas adgilas ukan ar movixedavdi ise wavidodi. Aese.

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

მიყვარს ეს გოგო რადგან წრფელად მთელი არსებით უყვარს და იბრძვის. ესაა სიყვარული რომ არ ტოვებს ცდილობს დაეხმაროს სწორ გზაზე დააბრუნოს და სიყვარულთ დაავადებული იყოს მხოლოდ. რომ მიეტოვებინა და ხელიეკრა ეგ ყველაფერს გააუფერულებდა მანდ გრძნბა აღარ იქნებოდა , თუ საყვარელ ადამიანთან ყოფნა არ შეგიძლია გასაჭირის დროს ეგ რა სიყვარულია "მზიან ამინდში ყველა დაუდგება გვერდით.
მე მიყვარს ეს წყვილი იმდენად რეალური არიან ჩემთვის არ მინდა ასეთივე რეალური დასასრული ჰქონდეს და ადამიანის სისუსტემ გაიმარჯვოს , მინდა იბრძოლონ ორივემ რადგან მწამს რომ ყველაფრის დაძლევა შეიძლება თუ ძალას იპოვი love
შენზე რა ვთქვა არ ვიცი სულ ორი აბზაცი რომ დაწერო მასშიც კი ვხედავ გრძნობების ფეიერვერკს , მტკივა, მიხარია ვამაყობ არ ვიცი ათასი აზრი მიჩნდება რომ ჩავუღრმავდები და გყვარობ იცოდე love love

 


№5 სტუმარი ......

male dade ra *_*

 


№6  offline წევრი BvBArMy

არ ვიცი რა გითხრა იმდენად მომწონს. ყოველდღე იმისგამო შემოვდივარ, რომ ვნახო დადე თუ არა. smile დღეეს ისე გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე. love ძალიან კარგი ხარ.
--------------------
I Hate Everything About You

 


№7 სტუმარი Lila

Dato turashvils akvs: vkargav - narkoman megobrebs-o. Ese var mec, ra vkna... :(

 


№8 სტუმარი ემი

ლევან აბაშიძის სურათი აქ უადგილოდ მიმაჩნია...

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

BvBArMy
არ ვიცი რა გითხრა იმდენად მომწონს. ყოველდღე იმისგამო შემოვდივარ, რომ ვნახო დადე თუ არა. smile დღეეს ისე გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე. love ძალიან კარგი ხარ.

ძალიან მიხარია,მადლობა ჩემო კარგო

sameone crazy girl
მიყვარს ეს გოგო რადგან წრფელად მთელი არსებით უყვარს და იბრძვის. ესაა სიყვარული რომ არ ტოვებს ცდილობს დაეხმაროს სწორ გზაზე დააბრუნოს და სიყვარულთ დაავადებული იყოს მხოლოდ. რომ მიეტოვებინა და ხელიეკრა ეგ ყველაფერს გააუფერულებდა მანდ გრძნბა აღარ იქნებოდა , თუ საყვარელ ადამიანთან ყოფნა არ შეგიძლია გასაჭირის დროს ეგ რა სიყვარულია "მზიან ამინდში ყველა დაუდგება გვერდით.
მე მიყვარს ეს წყვილი იმდენად რეალური არიან ჩემთვის არ მინდა ასეთივე რეალური დასასრული ჰქონდეს და ადამიანის სისუსტემ გაიმარჯვოს , მინდა იბრძოლონ ორივემ რადგან მწამს რომ ყველაფრის დაძლევა შეიძლება თუ ძალას იპოვი love
შენზე რა ვთქვა არ ვიცი სულ ორი აბზაცი რომ დაწერო მასშიც კი ვხედავ გრძნობების ფეიერვერკს , მტკივა, მიხარია ვამაყობ არ ვიცი ათასი აზრი მიჩნდება რომ ჩავუღრმავდები და გყვარობ იცოდე love love

მხოლოდ შენ გაუგებ დადუნას,მიხარია რომ მოგწონს,არ იცი რა ბედნიერი ვარ როცა ამდენ თბილ სიტყვას ვკითხულობ,ძალას მმატებთ

kora
ეს ბიჭი არც კი ცდილობს შეიცვალოს, მცდელობაც კი არ ჰქონია. მომწონს დადუნას პერსონაჟი, მებრძოლი და ძლიერი გოგოა და ვიმედოვნებ შეძლებს მობრუნოს ნორმალური ცხოვრებისკენ

კორა,მადლობა საყვარელო

ემი
ლევან აბაშიძის სურათი აქ უადგილოდ მიმაჩნია...

არანაირი დატვირთვით არ დამიდია ეს სურათი,ასე რომ უადგილო არ არის.

 


№10  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ძალიან მომწონს,გამახსენა ერთი მომენტი.-თუკი მოწევას არ გადაეჩვევი მეც მოვწევ.-და გაჭრა ამ ნათქვამმა იმედია ირაკლიც გონს მოეგება და დაინახავს როგორ ტანჯავს დადუნას.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№11  offline მოდერი bibo

Ux vgijdebi mezobelo karisao me shenze vapren xo ici:* chemi geniosi saocari biskviwi marwyvi mezobeli :* ra vtqva tkbilo muraba iseti rac ar mitqvams da ar icii :* :*tetro shokoladooo tortis dido nacheroo shokolado.ai sheni nawerebi istia ertmanetis miyolebit ver gamovyop emocis pikze ki ara ragac saswaulze varrr xolme isetia iseti gmirebi gyavs magati shemyure haershi davxtivar viperplebi vnebeshii da hormonebshii :D :D ras miketeb am bavshvs gadamrie xo xedav mezobeli mainc daindee qalbatono marwyvuso da tortiliuso

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

სასწაული თავი იყო თათ...
ვკითხულობდი და ყოველი წინადადების ბოლოს ეკალი მაყრიდა...
ძალიან ძალიან კარგი ხარ შენი პერსონაჟებიანად...
ინტერესეით ვკვდები <3

 


№13  offline წევრი teddy))

Leqsic momewona da saertot dzalian kargia! Vgijdebi :*

 


№14  offline წევრი ninaia

ლამაზი და რაღაცნაირად სულშიჩამწვდომი ლექსია. kissing_heart

 


№15  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ჩემი არაფერი დაგრჩა ჩემი უჩემობის გარდა
ეს სიტყვები როგორ მიყვარს!
ავბღავლდი
ისევ მოვრთე ტირილი ამმომენტზე
რავქნა
დადუნაზე
რომვგიჟდები
და მაინც სულ ვიძახდია არარის ირაკლი იდეალური თქო
იდეალური არა
მაგრამ
საოცარია
და ეს ნარკოტიკი
ღმერთო როგორ მეზიზღება
როგორ შეუძლია შეცვალოს ასე ადამიანი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent