შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (9-10)


27-02-2016, 01:35
ავტორი lipsspil
ნანახია 7 931

_​ეს რა არის..
_​მეგონა შენ მეტყოდი!
_​წავიკითხავ თუ წინააღმდეგი არ ხარ..
_ წაიკითხავ? რატომ.. გადამეორება გიყვარს? იქნებ არ იცი რა წერია?!.. მამაშენმა მთელი ის დოკუმენტაცია რომელიც ლანგარზე დადებული მიართვი სიბინძურედ აქცია და რომელიღაც მოსყიდულ ჟურნალისტს აი ეს შეათითხნინა!
_​მამა ამას არ იზამდა..
_ ნუთუ?!.. შენ? შენ რატომ მიეცი ეგ ყველაფერი? მითხარი სახლში დავტოვეო..თურმე მამაშენის და ჟურნალისტისთვის მიგიცია! – თამთა ერთ წამს დაფიქრდა..ეს მართლა მამას ნამოქმედარი იყო..ამისთვის აიძულა ალბათ ქაღალდები დაეტოვებინა.. ის სულ გაგიჟდა! მაგრამ ახლა თუ მხარი არ აუბა უარესად მოიქცევა და კაცმა არ იცის რას ჩაიდენს. მიხვდა მამამ ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ დოლიძეს თამთა სახლიდან გაეგდო და ისევ მასთან ჰქონოდა საქმე.. მეტი გზა არ აქვს, მხარი უნდა აუბას! “ღმერთო რაში ვღებულობ მონაწილეობას.. თორნიკე დოლიძეს ოდესმე სიმართლეს ვეტყვი და ბოდიშს მოვუხდი რადაც არ უნდა დამიჯდეს! მაგრამ ახლა ჩემს ოჯახს უნდა მივხედო.. ამას აუცილებლად ყელში ამოგადენ მამა..” ბრაზი გადაყლაპა და დოლიძეს თვალგაუსწორებლად უთხრა..
_​მამამ მითხრა, რომ ეს ყველაფერი მასაც ეკუთვნოდა და ამ დოკუმენტების გამოყენების უფლება მასაც ჰქონდა..
_ შენ იურისტი ხარ!!! ..და მიკერძოების უფლება არ გქონდა! ახლაც დგახარ და უნიჭოდ ცდილობ ჩემს დარწმუნებას, რომ ეს ყველაფერი შენც იცოდი და მართებულად მოიქეცი! – დოლიძე თამთას მიუახლოვდა – სულელი არ ვარ პატარავ, ასე ვერ მომატყუებ! მამაშენი ამით ცდილობს შენი თავი გაიწვიოს უკან, მაგრამ არ იცის, რომ შენ კი არა მე მიწვევს ამით! მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.. თემური თავიდანვე ეჭვობდა, რომ სექსუალურად უმართავი, საშიში ტიპი ვიყავი, რომელიც მისი ნებიერა ქალიშვილის გადასანსვლას ცდილობდა, ამიტომაც ჩაიდინა ასეთი საოცრებები, მაგრამ ვერ ხვდება, რომ მისი ასეთი საქციელი და შენი ასეთი მიუწვდიმლობა უფრო მახელებს! მამაშენს მეტისმეტი მოუვიდა! უკვე აღარ ვარ თამაშის ხასიათზე.. შენ ჩემთან დარჩები იქამდე, სადამდეც მე მენდომება! თუ წახვალ გიჩივლებთ! დანარჩენს თვითონაც ხვდები.. იგივე მოხდება თქვენი ნებისმიერი გაუაზრებელი ნაბიჯის შემთხვევაში.. ოღონდ ერთი განსხვავება.. შენმა სულელურმა საქციელმა და ანიღბულმა ზრუნვამ ოჯახზე სამსახური დაგაკარგვინა.. ამიტომ გამომუშავებისთვის და არა მხოლოდ ყველაფერს გააკეთებ რასაც მე გეტყვი! ყველაფერს, გარდა იმისა, რისიც მამაშენს ეშინია.. არც ისეთი ხამი ვარ, რომ სიტუაციით ვისარგებლო.. სიამოვნებით დაგელოდები როდის მოხვალ ჩემთან სასურველო ხიზანო! – თამთა ნირშეუცვლელად უსმენდა თორნიკეს მონოლოგს და თანდათან უქვავდებოდა სახე.
_​შეიძლება რაღაც გითხრა? – იკითხა უემოციოდ, დოლიძემ ხელი გაშალა, მითხარიო..
_ უსაქმური და აცანცარებული ლაწირაკი ხარ! თუ გინდა იჩივლე! – გამომწვევად დაუდგა წინ და თვალი თვალში გაუყარა. ხელებგადაჯვარედინებულ, კედელზე მხარით მიბჯენილ დოლიძეს ცალყბად გაეღიმა, თამთას მიუახლოვდა, დაიხარა, ნიკაპი აუწია და სახე ახლოს მიუტანა..
_​როგორც ჩანს თამაშში ამყევი მშვენიერო.. ეს მომწონს! – ღიმილითვე მოშორდა ბრაზით ცრემლმორეულ გოგოს და ოთახი დატოვა.
იდგა და ღრმად სუნთქავდა..აღარ იცოდა დოლიძემ მართლა თავისი სახე გამოავლინა, თუ მამამ გააგულისა ასე.. რაც არ უნდა ყოფილიყო მამამ გააკეთა ამ ყველაფრის პროვოცირება, მის გამო ახლა ნორმალურ ცხოვრებას უნდა მოწყდეს და ვინ იცის კიდევ რამდენი ხნით!
დღეები დღეებს მისდევდა..ყველაფერი ერთფეროვანი გახდა,გასვლასაც მარტო მაშინ ახერხებდა, როცა დოლიძე გასული იყო. მეგობრებს ვერაფერი უთხრა, შერცხვა საკუთარი მამის სტიმულირებული მახის..ან იქნებ უმწეობის გამო უფრო რცხვენოდა? არანაირი სიახლე, არანაირი მუშაობა, იჯდა და მთელ დღეებს წიგნის კითხვაში ატარებდა. არც არავის შეუკითხავს მისთვის, დღეში სამჯერ დამხმარე ქალი ეძახდა სადილად. არც ოთახს ულაგებდა და არც არაფერს უკეთებდა. თვითონ რეცხავდა, აწესრიგებდა ოთახს და ბრაზისგან ლამის გამსკდარიყო! ამ პერიოდში დოლიძე არც ერთხელ უნახავს! ფანჯრიდან ხედავდა მარტო როცა მოდიოდა ან მიდიოდა.. მისასალმებლადაც კი არ ასულა. “ადამიანი ყველაფერს ეჩვევა თამთა..ყველაფერს!არაფერია გაუსაძლისი მთელი დღე კითხვაში..მოდი ეს შენი ცხოვრების ინტელექტუალური წინსვლის ხანა იყოს..ეს ხომ კარგია!” იმშვიდებდა თავს და მცდელობამ გაამართლა! კითხვამ საოცრად შეიყოლია..ღამეებსაც ათენებდა.. ოდესღაც წერდა, ხატავდა..ყველაფერი გაიხსენა! მამის გაგზავნილი ფულით მოლბერტი და საღებავები იყიდა და აივანზე სახელოსნო მოიწყო. თვე მიიწურა. ამ დროისთვის ტამთამ უკვე კარგად იცოდა რამდენი საფეხურია კიბეზე, რტამდენი ნაბიჯი კიბიდან ბიბლიოთეკამდე და რამდენი წამი სჭირდება წიგნებით დატვირთულს ოთახამდე გიჟივით ასარბენად. მის გარშემო შემოქმედებითი გარემო გაღვივდა, გამუდმებით ფიქრობდა ახლად გაცნობილ ლიტერატურულ პერსონაჟებსა და მათ თავს გადამხდარ ამბებზე. ისევ დაკავებული გახდა.. დრო იშვიათად რჩებოდა დრო უქმად ეკარგა! საჭმელად ჩასულიყო, გარეთ გასულიყო, ესეირნა.. “აი,მესმის ადაპტაცია” შეაქო საკუთარი თავი გულში. თითქოს დაავიწყდა სად ცხოვრობდა, სანამ ერთ საღამოს ბიბლიოთეკიდან მომავალს და წიგნებს ჩაჩერებულს დოლიძე არ დახვდა კიბესთან ჩვეული ცალყბა ღიმილით და გადაჯვარედინებული ხელებით..
_​მეგონა მოიწყენდი..
_​გეგონა!
_​ცოტა ხანში ჩემთან შემოდი თუ დაკავებული არ ხარ.
_ კარგი – მშვიდად უპასუხა და გზა განაგრძო. წიგნები მაგიდაზე დააწყო, იმის მიხედვით დაახარისხა რომელი უნდა წაეკითხა პირველი და თორნიკეს სამუშაო ოთახისკენ გაემართა. მამაკაცმა ლეპტოპი დახურა და გოგონას მიაჩერდა
_​მოვედი.. – დოლიძე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით შემოუარა თამთას.
_​ველოდებოდი როდის მოიწყენდი და აწუწუნდებოდი..
_​სანამ ამხელა ბიბლიოთეკას არ გავლევ ლოდინი მოგიწევს..მაგრამ მერეც ვიპოვი რამეს!
_​ამდენი ხანი აპირებ ჩემთან დარჩენას?!..
_​იმდენ ხანს არ მოვიწყენ რამდენ ხანსაც ვიქნები – მკაფიოდ უპასუხა და სიჯიუტე აიკრა სახეზე. თორნიკეს ჩაეღიმა..
_​მინდა სადმე გავიდეთ საღამოს.. ძალიან კარგი ამინდია, არ გაწყენდა.
_​მოფიქრების საშუალება მაქვს?
_​თუ პასუხი უარყოფითი იქნება მაშინ არა!
_​თუ გავჯიუტდები?
_​შენც იცი, რომ ასე არ მოიქცევი.. თეატრი გიყვარს?
_​როგორც ჩანს ყვითელ პრესას აღარ უფრთხი!
_​რაკი გეკითხები, ესე იგი სხვა დანარჩენი უკვე მოგვარებულია
_​თეატრი მიყვარს! — სარკაზმნარევი სიმშვიდით მიუგო.
_​დღეს პიგმალიონია..პრემიერა..სეზონის გახსნაა
_​მარჯანიშვილში..
_​აფიშა უკვე გინახავს..
_​მარჯანიშვილში სეზონი ყოველთვის ამ დღეს იხსნება.
_ გყვარებია თეატრი! ოღონდ შენს თავზე ნუ მიიღებ და თემატურად ნუ დაიტვირთები. დღეს განსაკუთრებული დღეა.. განსაკუთრებული გახსნა.. გრძელი შლეიფების და ვუალების პრემიერაა. საჭირო აღჭურვილობა სავარაუდოდ უკვე შენს ოთახში დევს, საღამოს შვიდზე ფოიეში იყავი. თამთა ინტერესით გაემართა ოთახისკენ და შესულს ღვინისფერი, თხელი ტულით და ბისერებით გაწყობილი კაბა დახვდა გადაფენილი. ერთხანს ათვალიერა, მერე მორგება გადაწყვიტა. კაბა საკმაოდ მჭიდრო იყო..მარტოს ძალიან გაუჭირდა მისი ჩაცმა.მხრებთან ოდნავ ამაღლებული და ბოლომდე გრძელი,გამოყვანილი, ბეჭებზე საკმაოდ მოღებული იყო. სალონში გადარეკა და ჩაეწერა, რომ შვიდამდე მოესწრო. დროზე მივიდა, ულამაზესი თმა მოიწესრიგა და ნახევრად ააკეცინა. მაკიაჟი გაიკეთა და სახლში დაბრუნდა. კაბაში გამოწყობა ახლა უფრო მოუხდა! თითქოს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ სალონში, მაგრამ კაბა იმდენად მდიდრული იყო შუა საუკუნეების მეჯლისზე მიმავალი ეგონა თავი. პატარა ხელჩანთაში აუცილებელი ნივთები ჩააწყო და საათს დახედა.უკვე რვის წუთები იყო..სასწრაფოდ დატოვა ოთახი, კიბეზე ფრთხილად ჩავიდა და როგორც მოსალოდნელი იყო თორნიკეს გაოგნებულ მზერას წააწყდა. თვალი არ მოუშორებია სანამ კიბეს ჩაამთავრებდა.. ბოლოს ისევ გვერდულად გაიღიმა და ხელი მანქანისკენ მიმართა.. უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში,სიჩუმე თორნიკემ დაარღვია
_ ისედაც გეცოდინება, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები, ამიტომ აღარ აღვნიშნე.. – თამთამ უხმოდ შეხედა და არაფერი უთხრა “კომპლიმენტის თქმის საწყალობელი მცდელობა..” გაიფიქრა და გზის ყურება განაგრძო. თეატრთან მისულებს უამრავი ხალხი დახვდათ.. ათასი ნაცნობი სახე, ტელევიზია. მანქანა მოშორებით გაჩერდა, თამთა ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ეს კი დოლიძეს არ დარჩენია შეუმჩნეველი.
_​მეჩვენება, თუ იმალები?
_​მირჩევნია მალე შევიდეთ..
_​წესით საზოგადოებას მიჩვეული უნდა იყო..
_​წესით აქ საერთოდ არ უნდა ვიყო!
_​შენთვის წამოსვლა არავის დაუძალებია საყვარელო..
_​ნუთუ?!.. – გამოსცრა თამთამ, მოსაწვევი წაგლიჯა ხელიდან და შესასვლელისკენ მაქსიმალურად შეუმჩნევლად დაიძრა..
_ თამთა.. – მოესმა ზურგს უკან, მობრუნდა და ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დაინახა. ის მისი კურსელის ბიძაშვილი იყო და მამამისს თბილისში ერთ-ერთი წამყვანი საბუღალტრო-აუდიტორული კომპანიის სავარძელი ეკავა. ეს მანეკენივით დახვეწილნაკვთებიანი, ლამაზი , უკიდეგანოდ თმადალაგებული ყმაწვილი დიდი ხანია თავს დასტრიალებს და სხვადასხვა გლამურული სიურპრიზებით ცდილობს მის მოხიბლვას.
_​რამდენი ხანია არსად გამოჩენილხარ, არც ტელეფონს პასუხობ..თბილისში იყავი?
_​არა, წასული ვიყავი, ახლახანს დავბრუნდი და უამრავი საქმე მაქვს ვაკო..
_​ულამაზესი ხარ! თვალს ვერ გაშორებ..იმედია მარტო ხარ..
_​არა..მარტო არ არის – გამარჯვებულის ღიმილით მიუახლოვდა მათ თორნიკე და თამთას ხელკავი გამოსდო – წავედით?
_​უნდა დაგემშვიდობო ვაკო..
_​დაგირეკავ! –წყვილი შენობის სიღრმისკენ დაიძრა.
_​მადლობას არ მეტყვი? არასასურველი თაყვანისმცემლისგან გიხსენი..
_ არავის უთქვამს არასასურველიაო – მოუჭრა გოგონამ და ლოჟისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა. დოლიძე უკან მიყვა და თვალი ააყოლა მის წვრილ წელს და ქალურ ფორმებს, რომელიც ასე კარგად ჩანდა მჭიდრო კაბაში.
სპექტაკლი არაჩვეულებრივი გამოდგა! “პაკლონზე” რამდენჯერმე გამოიყვანეს მსახიობები, ტაში არ ცხრებოდა. ხალხმა ნელნელა იწყო დარბაზიდან გადინება. თამთა ისევ შეეცადა შეუმჩნევლად გასულიყო, სანამ თორნიკე ნაცნობებს ებაასებოდა გალაკტიონის ხიდისკენ დაიძრა და ერთი-ორი ფოტოს გარდა, რომელიც რომელიღაც ფოტოგრაფმა გადაუღო წინააღმდეგობა არ შეხვედრია. სასიამოვნო, თბილი საღამო იყო, ჯერ ახლად შეღამებული..უკვე აღარ ცხელოდა შემაწუხებლად. გოგონა ხიდზე გადავიდა და შუაში შეჩერდა.. აივანზე დაეყრდნო და სახე თბილ სიოს შეუშვირა. სიამოვნებით ივლიდა ახლა თბილ ასფალტზე ფეხშიშველი, სახლში გვიან,გვიან ღამით, თითქმის გათენებისას მივიდოდა და ტკბილად დაიძინებდა.
_​არც მე მინდა სახლში.. – თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდა უკნიდან მიახლოებული დოლიძე – სადმე წავიდეთ..
_​არ არის საჭირო მოცდენა.. მარტო არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, არ დავიკარგები
_ მე არ მინდა მარტო ყოფნა, ასე, რომ წავედით.. – მანქანამდე მიაცილა და ავლაბრისკენ დაიძრნენ. “ყვავილების კაფედან” არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა, ღია ვერანდაზე უბრალო, შინაურული გარემო იყო, ხალხი თითქმის არ იყო.
_​გვერდით უკეთესი ხედია, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ხალხია ამ დროს, რაც შენ გაწუხებს
_​მგონი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა მაწუხებს მე..
_​უმადურივით ნუ იქცევი ტკბილო! ხომ ხედავ ვცდილობ გასიამოვნო, შენ კი მთელი საღამოა იკბინები..უჩვეულოა შენგან
_​არ ვიკბინები..მართლა მეზედმეტება ასეთი ყურადღება, უკაცრავად, რომ გულწრფელი ვარ, მაგრამ ასეა!
_​მეც პირდაპირობის მომხრე ვარ, მაგრამ ხანდახან დიპლომატიაც საჭიროა.. აი მე რომ დიპლომატიის გარეშე გითხრა რა მინდა შენგან..მინიმუმ სილის გაწვნის მცდელობა გექნება..
_​სილა რას შეცვლის..გეტკინებათ და გაგივლით!
_​აბა რა შეცვლის? – თორნიკე თამთას მიუახლოვდა და სახე ძალიან ახლოს მიუტანა, თამთას თვალიც არ დაუხამხამებია ისე მიუტანა ცხვირთან გადაკეცილი ფურცელი
_​ოლიას ტელეფონის ნომერი! – მტკიცედ უთხრა თამთამ. დოლიძე გაცეცხლდა, მაჯაში ხელი წაავლო და ტკივილამდე მოუჭირა
_​როგორც ჩანს ჭკუას ვერ სწავლობ! მაინც რაღაცეებს თხრი! იცოდე ჯობია არ გამაბრაზო..
_​არ გიფიქრია, რომ არაკაცობაა შენი მხრიდან ასე მოქცევა?
_ იცი მე რაზე მიფიქრია? არაკაცობა შენი ხელიდან გაშვება იქნებოდა! ამიტომაც ხარ აქ და ეგ ნომერიც ფრანგულივით რომ მიქნევ აქ ერთი უფუნქციო ქაღალდის ნაგლეჯია და მეტი არაფერი. გინდა შევამოწმოთ? – მამაკაცმა ხელიდან წაგლიჯა ფურცელი, ნომერი მისთვის თვალხილულად აკრიფა და ტელეფონი თამთას გაუწოდა – გამოკარი ჩახმახს..ყველაფერი შენს ხელშია! – დამცინავად უთხრა და შედეგს დაელოდა.
**********
თამთა მიხვდა, რომ დამარცხდა..ვერ შეაშინებდა, ის კი არა ახლა იმას ნატრობდა აქეთ არ გადასულიყო შეტევაზე და არ “ეიძულებინა” მის საცოლესთან დაერეკა. გადასახედთან მივიდა და ხელებით დაეყრდნო. “მე ყველგან ვპოულობ შედარებით უკეთეს გზას,ახლაც აუცილებლად ვიპოვი! აი ახლა გამინათდება გონება და რაღაც მომაფიქრდება..” გართულს თორნიკეს მკაცრი ხმა შემოესმა
_​აქ ძალიან კარგი ღვინო აქვთ..
_​მე არ ვსვამ, მადლობა
_​დღეს დალევ! – თამთა ნაწყენი იერით მობრუნდა..
_​რა გინდათ ჩემგან?!.. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უაზრო აკვიატება? მითხარით წინასწარ, რომ განსაზღვრული დრო ვიცოდე
_​იქნებ არც დასრულდეს, ამიტომ ჩუმ ბრძოლებს მოეშვი და ისიამოვნე ღვინით და თბილის საღამოთი. პირობას გაძლევ არაფერი მოხდება..ამიტომ დალიე, მინდა, რომ დალიო
_​რამდენიც მესიამოვნება იმდენს დავლევ.. მე მართლა არ ვსვამ..
_ კარგი, მაშინ ასე გეტყვი.. დღეს ამის მეტს არაფერს დაგაძალებ და ავიხირებ! – თამთას ცრემლი მოერია..”ნუთუ მუდამ თავისი უნდა გაიტანოს? ნუთუ სულ ის უნდა აკეთებინოს რაც უნდა? გამოსავალს ვერ გამონახავს? რით შეაშინოს? რით შეაჩეროს?..” მაგიდას მიუჯდა და სკამს მიეყრდნო..შეხედვაც არ უნდოდა მასზე. ღვინო მალევე მოიტანეს, მიმტანმა ლამაზი ფუჟერები შეავსო. თორნიკემ ანიშნა თვითონ დავასხამო და ბოთლი გამოართვა.
_​ეს ერთ-​ერთი საუკეთესო ქართული ღვინოა, მოგეწონება. ასე იჯდები?
_​ღვინოს დავლევ, გავიგე უკვე..
_​ჩუმად დალევ? თუ ლაპარაკი არ გინდა ჩემთან? – თამთამ შეხედა და თვალი აარიდა.
_​გასაგებია.. – დოლიძეს ჭიქა აიღო – ჩვენს შეხვედრას და ნაცნობობას გაუმარჯოს, როგორიც არ უნდა იყოს ის ამ ეტაპზე – მსუბუქად მიუჭახუნა და დალია, თამთამ უსიტყვოდ გამოსცალა ჭიქა. მამაკაცს გაეცინა
_​რას აკეთებ, ეგრე გემოსაც ვერ გაიგებ – თამთამ დაირცხვინა და ჭიქა ფრთხილად დადო მაგიდაზე, თორნიკემ ისევ შეავსო.
_​სწავლის გარდა რით ხარ დაკავებული?
_​გინდოდათ გეკითხათ ვის მიერ? – გაეცინა გოგონას
_​კიდევ ამის გარდა – გაიღიმა მანაც
_​ჰობი გაინტერესებთ თუ პირადი?
_ თამთა.. მე ცივილიზებული საუბრის დაწყებას ვცდილობ, მაგრამ როგორც ჩანს სულ ტყუილად. უხმოდ დავლიოთ და წავიდეთ შენი ნებაა.. – თამთა უყურებდა როგორ ჩაათქრიალა ღვინო და სულმოუთქმელად გამოსცალა “იქნებ მართლა ჯობია ადამიანური ენა გამოვნახო მასთან..იქნებ შევძლო, იქნებ მერე მაინც შემიმსუბუქოს სასჯელი..”
_​დალიე, რაღას უცდი– შემოესმა მისი ხმა ფიქრებში წასულს და ჭიქა აიღო
_ თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა, შაბათ-კვირასაც, როცა თავისუფალი ვიყავი რაღაცეებს ვაკეთებდი ჩემთვის. მეგობრებთან ძირითადად საღამოობით ვიყავი, მოგზაურობები ზაფხულში, იშვიათად ზამთარშიც. განსაკუთრებული არაფერი
_​შენ თვითონ ყვები ისე, რომ განსაკუთრებულს სიტყვებს მიღმა ჩქმალავ, აბა ცოტა დაწვრილებით გაშალე, აი მაგალითად რეებს აკეთებდი შენთვის, რა გაინტერესებს, სად მოგზაურობდი და ასე შემდეგ..
_​არ მგონია საინტერესო იყოს თქვენთვის – თორნიკეს ხმა არ ამოუღია, ხელები მკერდზე შემოიბჯინა და დაელოდა – კარგი.. როცა თავისუფალი ვიყავი ვკითხულობდი..
_​კიდევ?
_​ვწერდი
_​ეს უკვე საინტერესოა, კიდევ?
_​მეტი არაფერი – სწრაფად მოუჭრა გოგონამ
_​თამთა..
_​კარგი, ვხატავდი.
_​და შენ ამბობ საინტერესო არაფერიო? სად მოგზაურობდი?
_ განსაკუთრებულ ადგილებში არ ვყოფილვარ, გერმანიაში ვიყავი ერთი-ორჯერ, ერთხელ საფრანგეთში, გაცვლითი პროგრამით, მერე მაგისტრატურაც გერმანიაში გავიარე, ერთხელ ისრაელში ოჯახთან ერთად, თურქეთში მეგობრებთან ერთად და საბერძნეთში მამიდასთან.
_​ძალიან კარგი, შტამბეჭდავია. გიყვარს მოგზაურობა?
_​როგორც ყველას..
_​პასუხი ბუნდოვანია – გაეცინა მამაკაცს
_ მიყვარს – გაეღიმა თამთასაც და ამასობაში წრუპვით დაცალა მეორე ფუჟერი. საუბარი გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში გადავიდა, ღვინის ბრალი იყო თუ გამოუვალი მდგომარეობის ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? თხუთმე წუთში მუხლებში სისუსტე იგრძნო, მხრები მოეშვა და მოითენთა
_​აღარ მინდა ღვინო, ვგრძნობ, რომ მომეკიდა
_​აქამდე არასოდეს დაგილევია?
_​როგორ არა, მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრგან, მაგრამ არ დავმთვრალვარ..
_​რატომ, არ გაინტერესებს როგორი იქნები მთვრალი?
_​ამ ინტერესს სხვა კომპანიაში დავიკმაყოფილებ..
_​ჩემი გეშინია?
_​როცა მაშინებთ კი, ახლა ამ წუთას არ მეშინია
_​კარგია, არ მინდა ჩემი გეშინოდეს, არც ის მინდა შენ მაშინებდე..
_​ჩვენ იძულებით ვართ აქ, ერთად, მე იძულებული ვარ თქვენთან ვიცხოვრო, ახლა აქ ვიჯდე, ჩვენი ნაცნობობა ნებაყოფლობითი არ ყოფილა და ნურც მეგობრობის გაღვივების იმედი გვექნება..
_​გვექნება თუ მექნება?
_ ძალიან ბევრი შეკითხვები დამისვით.. პასუხის გაცემა უკვე მიჭირს – მამაკაცმა ისევ შეუვსო ჭიქა – აი ეს დალიე და აღარ გაგიჭირდება. – თამთამ გამოართვა, ჭიქაზე მოხვეული თითებიდან საჩვენებელი მისკენ გაიშვირა, ცალი თვალი მოჭუტა და სასაცილოდ ჩაიბუტბუტა..
_​ეს უფრო დამათრობს.. – დათრობაც საოცრად მოუხდა, ღაწვები შეეფაკლა, ტუჩები გაუწითლდა, დაძაბულობა მოეხსნა და სახეზე ბოლო ხანებში აწებებული, შეწუხებული და მკაცრი იერი მოეხსნა.
_​წავიდეთ..
_​გეძინება?
_​სახლში წასვლა არ მინდა! თქვენ დაბრუნდით, მე გავივლი ცოტას..
_​გაივლი? სად გაივლი?
_​წეღან ჩამონათვალში გამომრჩა.. აი ასეთ თავისუფალ დროს ფეხით სიარული მიყვარს, როცა არ ცხელა და არც ცივა, როცა მარტო ვარ და შემიძლია ჩემს თავს იმდენი ველაპარაკო რამდენიც მინდა!
_​ახლა ნასვამი ხარ!
_​არც იმდენად, რომ სიარული მიჭირდეს
_​კარგი, გავიაროთ ცოტა.. – ანგარიში მოითხოვა დოლიძემ
_ არა მარტოს მინდა ყოფნა, მარტოს.. ძნელი გასაგებია? სუნთქვა მიჭირს უკვე ისე მბოჭავ! აღარ მინდა ასე, შევიშლები! – იყვირა თამთამ, წამოდგა და სასწრაფოდ დატოვა კაფე. ფეხზე გაიხადა, რომ სირბილში ხელი არ შეშლოდა, კარგა მანძილი რომ გაირბინა უკან მოიხედა, არავინ მოსდევდა. მშვიდად განაგრძო გზა. თავბრუ ეხვეოდა სირბილით ჩავიდა რიყის პარკის კიბეზე და სკამზე ჩამოჯდა. იქნებ გოგოებს დაურეკოს და სადმე წავიდნენ? მერე ყველაფრის ახსნა მოუწევს, ამის თავი ნამდვილად არ აქვს, თანაც ვინმეს რომ წამოსცდეს სადმე მორიგი უსიამოვნება და “კარცერი” არ ასცდება.
_​მოიწყინე ანგელოზო? – შემოესმა ვიღაცის ხმა, მიიხედა და გამხდარი, წვერიანი, ღიაფერისთვალება ტიპი დაინახა საკმაოდ უტიფარი სახით. თავი ისე მოაბრუნა ხმა არ გაუცია..
_​ქართველი არ ხარ? – თამთამ ისევ არ გასცა ხმა, ადგა და ხიდისკენ დაიძრა. არასასურველი მოსაუბრე გაყვა.
_​ნუ გეშინია სად გარბიხარ, ცუდი არაფერი მიფიქრია. სახლში გაგიყვან
_​არ მინდა
_​მაშინ მეც ვისეირნებ შენთან ერთად ხო შეილება?
_​არა.. გეხვეწები რა, თავი დამანებე
_​მარტო რა პონტში დადიხარ ასე გალამაზებული, არ გეშინია ვინმემ რო რამე გითხრას?
_ ..და შენ ახლა ჩემს დაცვას აპირებ? არ მეშინია! შემეშვი – უყვირა და ხიდზე ავიდა. შეამჩნია ის ტიპი ისევ გაყვა. ნაბიჯს აუჩქარა და მალე გადავიდა ხიდზე, ტაქსი უნდა გაეჩერებინა, რომ ვიღაცამ მაჯაში ხელი წაავლო
_​რას ინაზები, მაინცდამაინც უნდა გამოგეკიდო?
_​ნორმალური ხარ? შემეშვი მეთქი!!! – უყვირა თამთამ და სილა გააწნა. ბიჭი განრისხდა და მკლავში წაავლო ხელი..
_​აი აქვე გაგიგდებდი ხალხი რო არ დვიჟენიობდეს, რას მირტყავ გოგო შენ ხო არ გამოშტერდი, ნორმალურად მოვდივარ გებაზრები რა პანიკებს წევ ტოო..
_ გითხარი არ მჭირდება მეთქი გამოყოლა, რას გადამეკიდე, მაინცდამაინც ვიყვირო? – ხმას აუწია თამთამ, ამ დროს თორნიკე დალანდა, გაოცება ვერ მოასწრო, რომ ის მათთან გაჩნდა, აბეზარ უცნობს ხელი დაავლო, გვერდზე გინებით გაათრია და ისე გაარტყა, რომ წააქცია. ხალხიც და პატრულიც უცებ მოგროვდა, თამთა არ დალოდებია დოლიძეს ისე განაგრძო გზა. უფრო და უფრო ეხვეოდა თავბრუ, ჰაერზე უფრო მოეკიდა. შარდენზე პირველივე სკამზე ჩამოჯდა და თვალები მაგრად დახუჭა. განძრევა აღარ შეეძლო, ყველანაირად ცდილობდა თავი ხელში აეყვანა..გულისრევის შეგრძნება არ ტოვებდა, მაგრამ არც ერეოდა. მალე ძლიერი მკლავების მოხვევა იგრძნო, ძვირფას სუნამოში არეული ძვირფასი თამბაქოს სუნიც და მიხვდა, რომ დოლიძეს მიყავდა სადღაც. თავისდა გასაკვირად თავი დაცულად იგრძნო და მიენდო..მის გულზე დაიძინა.



№1 სტუმარი darina

Ra vqna sashinlad momwons tornike, cota kidev daatbe amst shoris urtiertoba, dzalian momrwona es tavi.

 


№2 სტუმარი ele

Dzaalian magaria.. Yochag. Malesadera

 


№3  offline წევრი natia-natia

მაგარია _♥♥♥♥♥

 


ძალიამ კარგია აი მე ძალიან მინდა რომ ეს ორნი ერთად იყვნენ
--------------------
romantikosi mwerali

 


№5 სტუმარი ემი

კარგი იყოოო.... გელოდებით... love

 


№6  offline წევრი lipsspil

feel მადლობა ყველას

 


№7  offline წევრი nineli

love love ძალიან მომწონს და ეს თავი ხო ძაან მომეწონა, და იმედია შემდეგი თავები კიდევ უფრო მომეწონება... მალე დადეეე smile ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent