მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (პირველი თავი)
საბურთალოს ქუჩებში არხეინად დაეხეტებოდა ლამაზი ასული რომელიც სულაც არ აქცევდა ყურადღებას პირდაღებულ ბიჭებს. თბილი ნიავი ნაზად უწეწავდა ოქროსფერ თმას და უფრო მიმზიდველს ხდიდა ეს ყოველივე ალექსანდრას. ხურციძე ალექსანდრა 19 წლის სწავლობს ილიას სახელობის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.მაღალი გამხდარი ცისფერთვალება ქერათმიანი გოგონა რომელიც მთელი თბილისის სილამაზის ეტალონი იყო. ფსიქოლოგობა ბავშვობიდან სურდა მაგრამ არ იცის რატომ. უბრალოდ უნდა და რაქნას. თუმცა ისიც იცის რომ მშობლების სასტუმროების ქსელი მის მფლობელობაში გადავა რამოდენიმე წელიწადში მაგრამ სანამ დრო აქვს უნდა რომ ისწავლოს და ბავშვობის ნატვრა აისრულოს. სახლში მისულს მშობლები მოფუსფუსე მდგომარეობაში დახვდა.ვერ გაერკვია რას აკეთებდნენ სანამ მათ ოთახში არ შეაღო კარი. -დე მაა რახდება?.გაოცებული თვალები შეანათა მშობლებს და სახელურს ხელი ძლიერად მოუჭირა. -საყვარელო მოდი აქ.თამარმა ალექსანდრას დედამ გოგონა სავარძელში ჩასვა და წინ მიუჯდა გვერდით კი ბატონი ვაჟა ამოუდგა. -რამე ხდება?.გაოცებულ სახეს არ იშორებდა. -ალექს უნდა გავემგზავროთ.დაღონებით ჩაილაპარაკა თამარმა.-სასწრაფო საქმეა 1 წელიწადი შეიძლება საქართველოში ვერ ჩამოვიდეთ. -რა? კი მაგრამ რა ხდება?.კიდევ უფრო შეშინდა. -მამი მომისმინე საბერძნეთში კონკურენტი გამოგვიჩნდა რომელსაც ჩვენი სასტუმროების ქსელის ჩაძირვა უნდა ახლა კი უნდა გავემგზავროთ თორემ ცუდად იქნება ჩვენი საქმე.მეტად სერიოზული ჩანდა ვაჟას მიერ ნათქვამი ახალი ამბავი ამიტომ ალექსანდრამ გონებაში დაალაგა რა რეაქციაც უნდა ჰქონოდა. -როგორ არ მინდა აქ მარტო დაგტოვო.ცრემლები წამოუვიდა დედამისს. -კაი რა დე ნუ ტირი გთხოვ.გვერდით მიუჯდა ალექსანდრა და ხელები მოხვია.-დიდი გოგო ვარ უკვე კარგად ვიქნები. -ხო მაგრამ შენ რომ გვერდით არ მეყოლები.ტირილს არ წყვეტდა თამარი. -კარგი გაჩუმდი ქალო ვერ ხედავ ბავშვიც განიცდის მაგრამ არ იმჩნევს.მკაცრი ტონით განაცხადა ვაჟამ. -ლევანისთან მოგიწევს გადასვლა მარტო ვერ დაგტოვებ სახლში. -რაა? კი მაგრამ დეე 19 წლის ვარ და შემიძლია მარტოც ვიცხოვრო.გულაჩქარებული წამოხტა ალექსანდრა და ხელები წინ გაშალა. -არა მამი ვერ დაგტოვებთ არ შეგვიძლია თან ლევანი მაინც მარტო ცხოვრობს და ერთმანეთს მიხედავთ.თბილი ინტონაციით წარმოთქვა სიტყვები და საკუთარი ქალიშვილი გულში ჩაიკრა. -კარგი რა გაეწყობა მაგრამ მანქანის გასაღები დამიბრუნეთ თორემ რა ივლის იმსიშორედან უნივერსიტეტში.თავი მობეზრებულად გადააქნია და სავარძელში ჩაესვენა. -მამას ჭკვიანი გოგო, დაგიბრუნებ აბა რას ვიზამ ისე ხო არ წავალ.ლოყაზე გემრიელად აკოცა და უკანა ჯიბიდან გასაღები ამოაძრო. რა უნდა ექნა ალექსანდრას? რათქმაუნდა მის ყოვლად საზიზღარ ძმასთან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად გლდანში. არ მოგესმათ საბუთალოდან გლდანში. მისი ზოგიერთი მეგობრების ამბავი რომ ვიცი დასაცინად არ ეყოფოდათ ეს ამბავი. გლდანი ხომ ცნობილია კრიმინალური წარსულითა და ძველბიჭური ავტორიტეტით ეს კი ალექსანდრას დიდად არ იზიდავდა, მეტიც აშინებდა ძლიერი გოგონა გახლავთ ეს ჩვენი ლამაზმანი მაგრამ შინაგანად მაინც სუსტი არსებაა რომელსაც მეტნაკლებად დაცვა ესაჭიროება.მისი ძმა ლევანი სწორედ რომ ასეთია "ძველი ბიჭია რაა" ნუ თავის თავს "ქურდს" ეძახის მაგრამ ამ სიტყვის მნიშვნელობა ნამდვილად არ იცის. 24 წლის ბიჭია და თავში ჭკუა არ აქვს. მაღაზიების ქსელი აქვს სხვადასხვა ადგილას და თავი ამით გააქვს. საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს მაგრამ ფულს უაზრო რაღაცეებში ფანტავს. სრულწლოვანი რომ გახდა კაცი ვარო განაცხადა და მარტო გადავიდა საცხოვრებლად. ალექსანდრას და ლევანის ერთმანეთი ძალიან უყვართ მაგრამ ხომ იცით მაინც და-ძმა არიან და სულ ერთმანეთის ლანძღვაში ატარებენ, თუმცა აბა ვინმემ რამე გაუბედოს ალექსანდრას მისკენ თითიც კი გაიშვიროს ჩათვალეთ მკვდარია.. ბარგი უკვე ჩაალაგა ეხლა მთავარია გლდანის გზას დაადგეს. სულ რაღაც სამჯერაა ნამყოფი და ისიც როდის აღარც კი ახსოვს მაგრამ ის მომენტი ნათლადაა აღწერილი მის გონებაში როდესაც პირველად მიცხო ვიღაც ახალგაზრდა ყმაწვილმა საჯდომზე და იმის მერე ის ბიჭი აღარავის უნახავს.მშობლები გააცილეს შვილებმა აეროპორტში და თავის გზაზე წამოვიდნენ ერთი ლევანიმ შეცვალა მარშუტი საქმეზე მივდივარო განაცხადა მაგრამ ღმერთმა იცის მართლა საქმეზე მიდიოდა თუ გასართობად. ნაცნობ კორპუსთან გამოანათა ტოიოტას მარკის მანქანამ და ხალხის ყურადღება მიიქცია, ისევ. ახლა გოგოს ჯერიც დადგა. ღიმილით გამოაღო გოგონამ მანქანის კარები და ღიმილითვე მოავლო არემარეს თვალი, თუმცა რა აღიმებდა მოწყდა თავის სამეგობროს და სადღაც შოორს გადმოიკარგა. უკანა "ბაგაჟნიკი" გააღო და 2 ჩემოდანი გადმოიტანა დანარჩენი კი ლევანის დაუტოვა ის მიხედავსო.ავტომობილს სიგნალიზაცია ჩაურთო და კორპუსის შესასვლელისკენ დაიძრა. პადიეზდში ჯგუფებად იყვნენ ჩამწკრივებულები "ძველი ბიჭები" რომებსაც ფურთხის გუბე ჰქონდათ დაყენებული მათ ირგვლივ. რამოდენიმეს თავზე ბენდენა ჰქონდათ წაკრული და გულში გაიფიქრა "ეე ესეთი ბებიაჩემ ლეილას არ აქვს ხოლმე შყბლზე გაკრული?".გონებში ზუსტად გადათვალა 14 ბიჭი იდგა და ყველას მზერა ალექსანდრასკენ იყო მომართული. რათქმაუნდა ამ უხერხულ სიტოაციებთან გამკლავება ძნელია მაგრამ კარგით რა ეს ხომ ჩვენი ალექსანდრაა თავი მაღლა ასწია თმა გვერდით გადაიგდო და ისე მივიდა ლიფტთან.პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა.ლიფტი 3 წუთში მოვიდა ამიტომ ჯერ ბარგი შეალაგა მერე კი თვითონ შევიდა უცებ ხმა მოესმა, ვიღაც ახლაგაზრდა ყმაწვილები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "როხროხებდნენ". ხურდის ჩაგდებას აპირებდა ის 2 ახალგაზრდა კარში შემოვიდა. -რომელზე?.ცალი წარბი ნაგლად ასწია და ისე გადახედა 2 საოცრად სიმპათიურ ყმაწვილს. -ბოლოში.ხელის ჩაქნევით თქვა ერთმა და ხურდები ხელში აათამაში.ალექსანდრამ აღარ დააყოვნა ხურდა ჩააგდო და შვიდიანს ხელი მიაჭირა. წამებში აფრინდა ლიფტი და დადგა ყველაზე საშინელი მომენტი, ორი თავისხელა ჩემოდანი გასატანი აქვს. ჯერ ერთს მოკიდა ხელი რომელიც პატარა იყო და ამიტომ ადვილად შეაგორა პადიეზდში ახლა კი მეორეს ჯერი იყო. დიდი წვალებით "დაეჯაჯგურა" თუმცა არ გამოუვიდა. დიდიხანი ექაჩებოდა მაგრამ მაინც ვერ გაჰქონდა გერათ ის ორი ახლაგაზრდა კი იდგა და უყურებდა მეტიც ორივეს ირონიული ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.ოხ როგორ უნდა ის თეთრად ჩაკიწკიწებული კბილები ჩამოუღოს გამორჩეულად სიმპატიურ ვაჟბატონს მაგრამ ჯერ ჩემოდანი აქვს გასატანი სად ცალია ამისთვის. -კაი ჯანდაბას დაგეხმარები.თავი გადააქნია ერთმა რომელიც ყველაზე სიმპათიური იყო სახელურში ხელი წაავლო ჩემოდანს და სადარბაზოში შეახოხა. -მადლობ მაგრამ ჩემითაც მოვახერხებდი.სიბრაზისგან კბილებში გამოსცრა და ირონიულად ჩაიღიმა. -უჰ რა თავდაჯერებული ყოფილხარ ლამასო.ლოყაზე უბწკინა და გაიცინა. ლამასოო? მოესმა? ყველაზე მეტად ამ სიტყვას ვერ იტანდა."ლამაზო შე იდიოტო და არა ლამასო გაუნათლებელი ხეპრე" გულში გაიელვა და გაბრაზებულმა ჩემოდანს ხელი დაავლო. -წამოდი დემური.მეორე ბიჭის ხმა გაისმა რომელიც ლიფტის კარის დაკავებას ცდილობდა რომ არ წასულიყო.გაბრაზებულმა ალექსანდრამ კარი უეცრად შეგლიჯა ყველაფერი კუთხეში მოისროლა და სამზარეულოსკენ გაეშურა. რამე რომ არ ეჭამა მოკვდებოდა. ყოველთვის ასეა როცა ბრაზობს მერე აუცილებლად ჭამს მაგრამ კიდევ კარგი არ სუქდება. -დემური არა? ლამასო არა? იდოტი!.პირგამოტენილი თავისთვის საუბრობდა და თან ფეხს ათამაშებდა. სიბრაზემ რომ გადაუარა ბარგის ამოლაგება დაიწყო და 1 საათში მორჩა. ტელეფონი ამოიღო და თავის ძმას დაურეკა. -ლეო სად ხარ?.საწოლზე გადაწვა და ფეხები კედელზე აალაგა. -2 საათში მოვალ მაცალე ახლა. -ხო კაი.ტელეფონი გაუთიშა და გვერდით მიაგდო.ბევრი იბორგა ხან მუსიკებს მოუსმინა ხან კიდე ფილმის ყურება გადაწყვიტა მაგრამ ბოლოს მაინც ჩაეძინა.რომ გაიღვიძა 2 საათი კი არა 4 საათ იყო გასული თან კი ბნელოდა.საშინელმა სიცხემ დატანჯა ამიტომ მოკლე შორტი და ტანზე მომდგარი წვრილბრეტელიანი მაისური გადაიცვა თმა მხრებზე ჩამოიყარა და ჩუსტების ფრატუნით გავიდა მისაღებში."ჯანდაბა თქვენ რა მეღადავებით?" გულში გაიელვა როცა ნაცნობი სილუეტი დაინახა. -ინებე გაღვიძება?. თავისდაკვრით მიეგება ლევანი. -დიახაც!.თავი გვერდით გაწია და აივნისკენ წავიდა. -ეს დემურია ის კი ალექსანდრა.უკან სიტყვა მიაწია და ადგილზე გააშეშა."დემური" გულში ბევრჯერ გადაიმეორა და ღრმად ჩაისუნთქა. მათკენ შეტრალდა თავი დაუქნია და ნაძალადევად გაუღიმა. -სასიამოვნოა.ცალყბად გაიცინა დემურის და მიმზიდველი გოგონა ფეხის ბრჩხილიდან თმის ბეწვამდე აათვალიერა. -იმდენიშენრაგითხარი.ტუჩის შეუმჩნეველი მოძრაობით წარმოთქვა ალექსანდრამ ისე რომ არავის გაეგონა.-არანაკლებ ჩემთვისაც.ეს სიტყვები კი ხმამაღლა თქვა და ისევ აივანს მიაშურა. დადამმ ვეღარ მოვითმინე და ახალი ისტორისს დაწერა დავიწყე.. იმედია მოგეწონებათ ჩემო ტკბილებო. მომიტევეთ შეცდომები და შეაფასეთ როგორია ღირს გაგრძელება?.. მიყვარხართ ძალიან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.