შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (6 თავი)


27-02-2016, 17:58
ავტორი Lonelygirl
ნანახია 1 927

მას ვერ დავთმობდი, ვგრძნობდი რომ მეც მიყვარდა, მართლა. ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და ეს საოცარი იყო. უნდა მეთქვა, ვერ დავკარგავდი.
-იცი, - ამოვიხვნეშე, სათქმელისთვის მოვემზადე,- დრო არ არის საჭირო..
აღარ დამამთავრებინა და მანქანიდან გადავიდა. ღრმად სუნთქავდა, ეს ჩემი პასუხი უარის ნიშნად მიიღო და მანქანას ურტყავდა ხელს. მეც გადავედი.
-შეიძლება დავამთავრო?-ვუთხარი და გვერძე დავუდექი.
-არა გთხოვ უარესად ნუ მატკენ გულს. პირდაპირ მითხარი რომ გავქრე შენი ცხოვრებიდან,-იმხელა ტკივილი იგრძნობოდა ვეღარ ვუძლებდი მის ტანჯვას.
-მაცადე,-დავიწყე მე,-დრო არ არის მეთქი საჭირო, რადგან ისედაც არ ვარ გულგრილი შენს მიმართ,-ბოლოს და ბოლოს ვუთხარი, თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა.
-რა?,-სიხარულის და გაკვირვებისგან ბრწყინავდა,- რა თქვი?
-მეც მიყვარხარ!-პირდაპირ ვუთხარი და ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი რომ მისი მკლავები ვიგრძენი ჩემს სხეულზე. ხელში ამიტაცა და ტრიალებდა, თან ყვიროდა მიყვარხარო. საოცარი შეგრძნებაა. თითქოს დედამიწა შენს ირგვლის ბრუნავს. ბოლოს დამსვა, თვალებში მიყურებდა და ვერ იჯერებდა.
-გაიმეორე, გთხოვ!-სიზმარი ეგონა.
-მიყვარხარ! მიყვარხარ ! მიყვარხარ!
-ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი ანგელოზი,-ესღა წამოსცდა და მაგრად ჩამიკრა გულში.
უბედნიერესი ვიყავი მის გვერდით. მაგრად მეხუტებოდა და ვგრძნობდი რომ არასოდეს გამიშვებდა. არცერთ სიტყვას არ ვნანობდი. პირიქით, მიხაროდა რომ ყველაფერი ვუთხარი. უცებ ხელი გამიშვა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მითხრა:
-გპირდები, არასოდეს გატკენ გულს!
ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. თან ვიცოდი რომ სიმართლეს ამბობდა. ამჯერად უკვე დარწმუნებული ვიყავი მის სიყვარულში.
დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს ჩუმად. სიტყვები უბრალოდ ზედმეტი იყო. შემდეგ სახლში გამიყვანა. ძალიანაც არ უნდოდა ჩემი დატოვება მაგრამ ასეთია აბიტურიენტის ცხოვრება, სულ სწავლა და სწავლა.
-ცოტახანს კიდევ დარჩი რა,-მთხოვა.
-გვიანია უკვე, თან სასწავლი მაქვს. გაუნათლებელი შეყვარებული რაში გჭირდება,-გავუღიმე.
-კარგი ამჯერად დაგიჯერებ,-მითხრა და შუბლზე მაკოცა.
არ მეთმობოდა, მასთან მინდოდა დარჩენა მაგრამ მოვალეობები მიხმობდა. ლოყაზე ვაკოცე და სახლში შევედი. უბედნიერესი ვიყავი. ასეთი განცდა ცხოვრებაში არ მქონია. ვერაფერზე ვფიქრობდი მის გარდა. სულ თვალწინ მედგა მისი მწვანე თვალები. ფიქრებიდან გამოვერკვიე და ჩემს საუკეთესო მეგობარს დავურეკე.
-ლამის გავგიჟდი შენს ლოდინში,-ჩამყვირა ტელეფონში ნაცნობმა ხმამ,-მომიყევი რა მოხდა, დავიტანჯე გოგო ,-თან იცინოდა.
-ახლა შემოვედი სახლში და პირველი შენ დაგირეკე,-თავი გავიმართლე.
-აბა ვისთვის უნდა დაგერეკა?! მიდი მალე დაწვრილებით მომიყევი, ერთი დეტალიც არ გამოტოვო იცოდე,-გაჰკიოდა ბოლო ხმაზე.
-ანუკაა,-ამოვიოხე,-ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ძალიან ბედნიერი.
-მაგარია, ანუ ის მოხდა რასაც ველოდი,-გაიხარა,-ანუ გიორგიმ შეძლო დაანგრია შენი სიამაყე, აჰააჰ,-დამცინოდა კიდეც, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი არ მადარდებდა.
-მითხრა რომ ვუყვარვარ, მაგრამ ისიც დაამატა რომ თუ მე არ მინდა შემეშვებოდა. მაგრამ არ შემეძლო, ვერ დავთმოვდი, გესმის ჩემი?
-რა თქმა უნდა , ასეც უნდა მოქცეულიყავი,-შემიქო საქციელი.
-პირდაპირ ვუთხარი მეც მიყვარხარ მეთქი,-ეს ისე ვთქვი რომ ლამის გული ამომვარდა.
-ვამაყობ შენით ჩემო დაიკო,-შემაქო,-ძალიან ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ! ხომ იცი როგორ მიყვარხარ. ნეტავ ახლა მანდ ვიყო, მაგრამ არაუშავს ხვალ გნახავ,-ამოიხვნეშა.
-კარგი ხვალამდე,-დამშვიდობება ვცადე.
-მაგრამ არც იფიქრო რომ ასე ადვილად გამოძვრები. დაწვრილებით მომიყვები ხვალ ყველაფერს ,-ეს უკვე მუქარა იყო.
-კარგი, გპირდები, ხვალამდე,-დავემშვიდობე.
ტელეფონი გავთიშე და საწოლზე მთელი ძალით დავენარცხე. ენერგია აღარ მქონდა. მხოლოდ ის მინდოდა თვალები დამეხუჭა და მის გვერდით ვყოფილიყავი. დიდხანს ვიწექი ასე და ვფიქრობდი, საკუთარ თავს ველაპარაკებოდი და ვუცინოდი. გიჟს ვგავდი. ბოლოს როგორღაც ავდექი და სწავლას შევუდექი. უკვე გვიანი იყო, თითქმის ვრჩებოდი, რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა: „უკვე მენატრები, შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ“. წავიკითხე და ვერ აღვწერ რა ვიგრძენი. ალბათ სწორედ ესაა ბედნიერება. „გვიანია, დაიძინე და უფრო მალე გათენდება“-არ დავაყოვნე პასუხი. როგორც ჩანს ეს იდეა მოეწონა და მალევე მომწერა: „ კარგი, ხვალამდე, მიყვარხარ!“ არაფერი აღარ მივწერე, მათემატიკის წერა დავამთავრე და მეც დავიძინე.
დილით დედამ გამაღვიძა, სწრაფად ავდექი ტელეფონს დავხედე მაგრამ შეტყობინება არ იყო. აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი. შავი ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი და ჩემი საყვარელი კეტები და სარკის წინ ვტრიალებდი. ჩანთა ავიღე და გასვლას ვაპირებდი რომ ტელეფონის ხმა იყო: „დილამშვიდობის ჩემო ანგელოზო, სადარბაზოსთან გელოდები“. დედას დავემშვიდობე და კიბეებზე ჩავირბინე. მეორე სართულიდანვე დავინახე მისი მანქანა, თვითონ კი მანქანას ეყუდებოდა და მელოდებოდა. რომ დამინახა გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. ძალიან მინდოდა მის მკლავებში მოვქცეულიყავი, სახე დამეკოცნა და ბევრჯერ მეთქვა რომ მიყვარს, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი. მხოლოდ ვიდექი, ვუყურებდი და ვუღიმოდი. უფრო ახლოს მოვიდა, ლოყაზე მისი ხელი ვიგრძენი და რამდენიმე წამში მის მკლავებში ვიყავი მოქცეული. მეც ძალიან მაგრად მივეხუტე, არ მინდოდა გამეშვა. საოცრად მშვიდად, დაცულად და ბედნიერად ვგრძნობდი მის გვერდით თავს.
-თუ არ გამიშვებ ინგლისურზე დამაგვიანდება,-ჩავიცინე.
-შეგიძლია საერთოდ არ წახვიდე,-თვალი ჩამიკრა.
-ვერ შემაცდენ,-გავუცინე და მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი,-უნდა წავიდე.
-კარგი, მაშინ გაგიყვან, წავიდეთ,-დამნებდა.
მანქანაში ჩავსხედით და 2 წუთში ჩემი მასწავლებლის სადარბაზოსთან ვიყავით.
-წავედი, ნახვამდის,-ვუთხარი და მანქანიდან გადავედი.
-მოიცა, ერთ კოცნასაც არ ვიმსახურებ?-მოწყენილი სახე მიიღო.
-კარგი,-ლოყაზე ვაკოცე.
-ლოყაზე კოცნა არ მიგულისხმია,-დაიწყო წუწუნი, მაგრამ ვეღარ დაამთავრა რადგან მანქანის სიგნალის ხმაზე გაჩერდა. ირაკლის მანქანა იყო, ანუკა მოიყვანა.
-მარიაამ,-გამოექანა ჩემკენ ანუკა და ჩამეხუტა. ირაკლიც გადმოვიდა, ორივეს გადაგვკოცნა და ანუკას აეკრა. ანუკა მიყურებდა და იცინოდა. თავი უხერხულად ვიგრძენი.
-დღეს მე და ანუკა გასეირნებას ვაპირებთ და თქვენც წამოდით რა, გავერთობით,-დაარღვია დუმილი ირაკლიმ. ანუკამაც თხოვნით შემომხედა და უკვე დათანხმებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემს მაგივრად უპასუხეს.
-მგონი ჯობია სხვა დროს იყოს, რადგან ჩვენ დღეისთვის გეგმები გვაქვს,-უთხრა გიორგიმ და თან მე შემომხედა ღიმილით. დავიბენი, ნეტავ რა გეგმები, მე არაფერი ვიცოდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ბოლოს ბიჭები დავტოვეთ და გაკვეთილზე შევედით. არ მშორდებოდა იმის ფიქრი თუ რა გეგმებს გულისხმობდა, ნეტავ რას აპირებდა.
-------------------------------------------------

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მოგწონთ თუ არა. ყოველთვის ველოდები ხოლმე თქვენს კომენტარებს და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი აქტიურობა. იმედია მოგეწონათ ახალი თავი



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauuu dzan magariaaa vgijdebi am istoriazeee <3
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent