ჩანახატი (35 თავი)
ოცდამეთხუთმეტე თავი ალბათ როგორი რთული იქნებოდა ცხოვრება დაისს აისი რომ არ მოჰყვებოდეს, უბედურებას ბედნიერება, ცრემლებს ღიმილი, ტკივილი თანდათან ყუჩდება, ან უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობ. აშკარად შეიცვალნენ ჩვენი გმირები. დაღვინდნენ, თითქოს დამძიმდნენ, ან იქნებ ერთმანეთის დაკარგივის შიში გაუჩნდათ?.. სიკვდილსა და გარდაცვალებაზე, ყოველთვის ხუმრობდნენ, აგდებულად უდგებოდნენ ამ საკითხს. ნებისმიერის ბაბუა-ბებიის პანაშვიდი მათთვის მორიგი გასართობი თემა ხდებოდა. გულგრილად ამბობდნენ: - ნეტა ამ ასაკამდე ჩვენც მივიდეთო... აზრს არ აყოლებდნენ ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ ფრაზებს, ეხლა კი მართლაც რომ სანატრელი გახდომოდათ სიბერემდე მისვლა. ლიკას გარდაცვალებამ აშკარად წერტილი დაუსვა უდარდელობას. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა ყელაზე მეტად ვინც დარდობდა ქალიშვილის გარდაცვალებას. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას უპრობლემო ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონდათ, ამ ტკივილმა მაინც ყველა გრძნობა გადაფარა. თავს იდანაშაულებდა, ხომ შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო? ხომ შეეძლო ამდენ ხანს არ ეფიქრა? განა პატიება ასე რთულია? თუმცა მისთვის რთული გამოდგა. მუდმივად იღრინებოდა, გაღიზიანებული აღარავის ხვდებოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. იცოდა რომ თვითგვემა ხსნა არ ვერ იქნებოდა, შვებას ვერც მეგობრებისგან გარიყვა მოუტანდა, განა ეს გააცოცხლება ლიკას? უბრალოდ მათ თვალებში დანახული ტკივილი და აუტანელი სიბრალული უშლიდა ნერვებს. ერთად ერთი თეკლეს და გოგას ეკონტაქტებოდა, თუმცა რამდენიმე კვირაა მათ ზარებსაც აღარ პასუხობდა. ოჯახის წევრები სოფელში იყვნენ წასულნი. რამოდენიმე დღე არც პირი გაუპარსია, არც გარეთ გასულა, ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და ისევ საკუთარ „უბედობას“ არყის ბოთლთან ერთად გლოვობდა, სწორედ ამ დროს მირიანმა დაურეკა მობილურზე, გოგა რომ ყოფილიყო ტელეფონს ნამდვილად არ უპასუხებდა, თუმცა მამაკაცს ეს ვერ აკადრა. ეუხერხულა. წელმოწყვეტილი წამოდგა, შეძლებისდაგვარად ხმა ჩაიწმინდა და ისე დაელაპარაკა: - გისმენთ მირიან ბიძია.. - კარგია თუ მისმენ... - ირონია იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში. - შენი ნახვა მინდა, სად ხარ? - სახლში ვარ ჩემთან. მამუკა ბიძა არ გეწყინოთ, მაგრამ ეხლა ისეთ მდგომარეობაში ვარ ნამდვილად ვერ გამოვალ... - თარომღაც თითქოს თავის მართლების რეჟიმში საუბრობდა ვაჟი. - გეტყობა ხმაზე რა მდგომარეობაშიც ხარ... - მკაცრი ხმით უპასუხა მამუკამ - არცაა საჭირო შენი გამოსვლა, რამდენიმე წუთში მანდ ვიქნები, იმედია კარებს გამიხსნი... - წინადადების ბოლოს ხმა მაინც დაუთბა მას. მისმა სიტყვებმა თითქოს უცებ გამოაფხიზლა ნიკა. აქეთ იქით მიმოიხედა, სწრაფად დაიწყო ოთახის მილაგება, თუმცა ძნელია ამ ყველაფრისთვის დალაგება გეწოდებინა, უბრალოდ ცარიელ ბოთლებსა და დასვრილ მაისურებს უმისამართოდ ტენიდა სხვადასხვა მიმართულებით. სახეზე გრილი წყალი მიისხა, არ უნდოდა არაფხიზელ მდგომარეობაში დახვედრა. რათმა უნდა ბოლომდე ვერ გამოფხიზლდა, თუმცა მისთვის რომ გეკითხათ, საერთოდ აღარ ოყო მთვრალი. ალბათ ნახევარ საათზე მეტი არც იქნებოდა დარეკვიდან გასული, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ერთხელ კიდევ ღრმად ჩაისუნთქა და კარებიც გახსნა. კოპებშეკრული, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უმზერდა მირიანი, ვაჟის მიპატიჟებას აღარც დაელოდა პირდაპირ მისაღებში შევიდა. სავარძელში ჩაჯდა და ყურადღებით დააკვირდა ნიკას გაცრეცილ, გაუპარსავსა და გაფითრებულ სახეს. რაღაც ეტაპზე გააღიზიანა კიდევაც მირიანის დაჟინებულმა მზერამ. მის წინ სკამზე ჩამოჯდა, თვალები უხერხულად აარიდა და უაზროდ მიაჩერდა კედელზე მოწიკწიკე საათს. - ნასვამი ხარ? - ისევ მკაცრად ჟღერდა მისი ხმა. - არა... - თავისდაუნებურად გააღიზიანა დასმულმა კითხვამ. ცდილობდა არ შემჩნეოდა, მაგრამ მამუკას სახის გამომეტყველებით მიხვდა მის ფირებს. სახე უფრო მოექუფრა მამაკაცს. თუმცა სმასთან დაკავშირებით კომენტარი აღარ გაუკეთებია, მორიგი კითხვა დასვა: - როდემდე აპირებ ასე ყოფნას? - ასე როგორ? - თითქოს ვერ მიუხვდა ირონიას ნიკა. - ბომჟივით... - ფიცხი ხმით უპასუხა მამუკამ - გგონია ვერ ვამჩნევ ფარდებთან გადამალულ ბოთლებს? შენი ჩალურჯებული, ამოღამებული თვალები უფრო მეტს მეუბნება, ვიდრე შენი სიტყვები. აშკარად არც იკვებები, თავს იკლავ? თუ ასე გადაწყვიტე, ბევრად მარტივ გზას გასწავლი.... - ირონიულად უთხრა კაცმა. - თქვენ არ გესმით!... თქვენ ვერ მიხვდებით!... - ხმა ჩაუწყდა ვაჟს. თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და იატაკს ჩასჩერებოდა. - არ მესმის?! - ტონს აუწია მამუკამ - რა არ მესმის? ერთი უპასუხისმგებლო ლაწირაკი რომ გამოდექი?! მხოლოდ შენ გტკივა?! მხოლოდ შენ დაგწდა გული?! ყველაფერი დაივიწყე, მეგობრები, პასუხისმგებლობა, მოვალეობები რაც სამსახურის მიმართ გაგაჩნდა. მე შენზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა, ვხედავ შევმცდარვარ. ძლიერი მეგონე, ვფიქრობდი ბრძოლის უნარი გაგაჩნდა. მამუკასგან ასეთ მწარე სიტყვებს აშკარად არ ელოდა. ბრაზი მოერია, თავი ვეღარ შეიკავა. - ასე ნუ მელაპარაკებით. - ტონს აუწია ნიკამაც - უფლება არ გაქვთ მისაყვედუროთ, რატომ ითხოვთ ჩემგან გმირობას? მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალოდ მტკივა და .... - და ბოთლი გეხმარება?! - არ უთმობდა მირიანი. - ამას თქვენ ვერ გაიგებთ... ვერ მიხვდებით... - უკვე მერამდენედ იმერებდა ვაჟი. - ჩემს გარდა ვერავინ მიხვდება... - მომისმინე, ნიკა... - ტონი შესამჩნევად შეარბილა მამაკაცმა. - მაპატიე რაც გითხარი, აქ სასაყვედუროდ არ მოვსულვარ. უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. შენი ამ მდგომარეობაში ყოფნით მას ვერ გააცოცხლებ, ვერ დაიბრუნებ... არც სახლში მარტო ყოფნა წაგადგება, ნუ მოწყდები მეგობრებს, ეს თქვენი საერთო ტკივილია და ერთად უნდა გადაიტანოთ. სამსახურშიც დაბრუნდი. რაც უფრო მეტს იფიქრებ, მით გაგიჭირდება ამ ამბავთან შეგუება. სამუშაო ყურადღებას გადაგატანინებს, დროც შედარებით სწრაფად გავა... შემდეგ კი... ისწავლი ტკივილთან ერთად ცხოვრებას... ხვდებოდა ნიკა, რომ მირიანი მართალი იყო. - ძალიან მიჭირს... - ხმა ჩამწყდარმა აღიარა მან. - არ შემიძლია, ყველაფერი მძულს, და მეზიზღება. ეს ქალაქი მტკივა, ეს ქვეყანა მახრჩობს. თითოეული ხაზი, თითოეული ქუჩა მას მახსენებს... - მესმის შენი, მაგრამ არც მარტოობაა გამოსავალი... - ალბათ... თუმცა ძალების აღდგენა მჭირდება.. ნელ-ნელა შევეჩვევი და ისევ დავბრუნდები... - მირიანი მიხვდა, მისი სიტყვების თავადაც რომ არ სჯეროდა. მკაცრი სახე შესცვლოდა, თბილად, ტკივილით უმზერდა ვაჟს. რაღაცაზე ფიქრობდა მირიანი, აშკარად ყოყმანობდა ეთქვა თუ არა, თუმცა საბოლოოდ გამბედაობა მოიკრიფა და მაინც უთხრა: - რაღაც მინდა შემოგთავაზო. პასუხი ეხლავე არ მინდა, თუმცა იმედი მაქვს დამეთანხმები... იქნებ ცოტა ხნით საქართველოდან წასულიყავი? გერმანიაში წარმომადგენელი მჭირდება, თუ დამეთანხმები... გაოცებულმა ახედა ნიკამ. ასეთ შემოთავაზებას ნამდვილად არ ელოდა. მშვენივრად იცოდა, რომ გერმანიაში კარგად აწყობილი, მომართული სისტემით მუშაობდნენ. ადგილზე წარმომადგენელის ყოლის აუცილებლობა ნამდვილად არ იყო. მიხვდა, ამას მისი დეპრესიიდან გამოსაყვანად რომ აკეთებდა მირიანი და გული მადლიერებით აევსო. - თქვენი მადლობელი ვარ, მაგრამ ... - უხერხულად შეიშმუშნა ის. - რა მაგრამ... - დაძაბული ჩაეკითხა მამაკაცი. - ზედმეტი, გაუმართლებელი ხარჯია... ჩემს გამო ნამდვილად არ ღირს... - რა არის გამართლებული და რა არა მე უკეთ ვიცი!... - შეაწყვეტინე მირიანმა, - მთავარია შენ დამეთანხმო... - ისევ დაუყვავა ვაჟს. - მე სიხარულით წავიდოდი, მაგრამ არ მინდა ჩემს გამო ამხელა ხარჯი გასწიოთ... - ეხ, ნიკა, ნიკა... - თავი დანანებით გადააქნია კაცმა. - თურმე როგორ ცუდად მიცნობ. - მირიანი მიუახლოვდა და ბიჭი შვილივით ჩაიკრა გულში - შენი ტკივილი ჩემი ტკივილიცაა... მინდა ძველებურად ხალისიანი გნახო, შეიძლება ისეთი უდარდელი არა, მაგრამ მაინც ბედნიერი... ცრემლები მოაწვა, მაგრამ მაინც შეიკა ნიკამ. ესიამოვნა მისი სითბო. ტკივილი არ გამქრალა, თუმცა გრძნობდა, რომ აშკარად მალამოდ ედებოდა მირიანის თანადგომით წარმოთქმული თითოეული სიტყვა. ასე ალბათ მამუკაც კი ვერ დაამშვიდებდა. ალბათ ისიც ვერ გაუგებდა. უმოკლეს დროში მოაწესრიგეს და მომაზადეს ნიკას გერმანიაში წასასვლელად საბუთები, ვიზა ისედაც ჰქონდა, სასტუმროს დაბრონვასა და ბილეთების აღებას რაღა ედგა წინ?! საქმეც სწრაფად გამოუჩინეს. ალბათ გახსოვთ, მირიანს საკუთარი ტაქსო-პარკი და რამოდენიმე სერვს -ცენტრი რომ ჰქონდა. გერმანიაში BMW-სთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული გოგას და ნიკას ერთობლივი ხელშეკრულებაც გემახსოვრებათ. სწორედ ამ სათადარიგო ნაწილების დატვირთვა და ტრანსპორტირება უნდა უზრუნველეყო. მეგობრების დაჟინებული თხოვნით გასაცილებლად ყველანი მივიდნენ. საბოლოოდ შეიპირეს, რომ ნიკა საქართველოში გოგას და თათიას ქორწილისთვის დაბრუნდებოდა. - ბოლოს და ბოლოს მეჯვარე ხარ... - თბილად ეუბნებოდა გოგა. - არ დამაღალატო იცოდე, შენ თუ არ იქნები, ქორწილს უსიკვდილოდ გადავდებ... - ისედაც საკმაოდ გაგიჯანჯლდათ... - ხმაში სევდა გაერია ნიკას. - ლიკას ორმოცამდე სრულიად საკმარსი იქნებოდა მოცდა, წლისთავს არ უნდა დალოდებოდით. კიდევ რაღაცამ რომ შეგიშალოს ხელი, დარწმუნებული ვარ თათიას ვეღარც გადავურჩებით... - ხუმრობა სცადა ვაჟმა. - ჩვენი ქორწილი ყველაზე მხიარული და ბედნიერი დღე უნდა იყოს, მგლოვიარე და ცხვირ დაშვებული მეჯვარე არ გვჭირდება... - ხუმრობანარევი ტონით ჩაერთო ძმაკაცების საუბარში თათიაც. - არ დაგვაღალატო იცოდე!... - ნაძალადევი მხიარულებით ეხვეოდა შვილს მამუკაც. არაფერი უთქვამთ გვერდი-გვერდ მდგომ თეკლეს და იაკოს, იცოდნენ ერთი სიტყვაც და ცრემლებს ვეღარც შეიკავებდნენ. უბრალოდ ჩაეხუტნენ ნიკას. - ჭკვიანად იცოდე, მამას დაუჯერე.. - ისევ პატარა ბავშვივით არიგებდა დას. ძლიერად იკრავდა გოგოებს გულში, ზუსტად იცოდა, რომ მათი სითბო ყველაზე მეტად მოაკლდებოდა. მათთან ერთად თითქოს ლიკასაც ემშვიდობებოდა, თითქოს ისევ კარგავდა, ისევ სტკიოდა, ისევ ბოღმა ახრჩობდა. გული ისევ დარდით აევსო. ერთი სული ჰქონდა როდის ავიდოდა ტრაპზე. უნდოდა გაქცეულიყო, ყველას და ყველაფერს მოშორებოდა. მიდიოდა ნიკა და ალბათ, ყველაზე მეტად ეხლა უხაროდა მშობლიური ქალაქიდან წასვლა. უკან არ იხედებოდა, ამაყად, თავაწერული, მხრებში გაშლილი მიაბიჯებდა. აღარ უნდოდა დარდი, აღარ უნდოდა... თუმცა... მაშ ასე ნიკას ბედი უკვე გარკვეული იყო, მასთან შეხვედრა გოგას და თათია ქორწილში შედგებოდა. თუმცა მანამდე.... თეკლემ მუშაობა დაიწყო. ერთ-ერთ კომპანიაში უცხო ენების მცოდნე იურისტისთვის სტაჟირებას აცხადებდნენ. თეკლემ მისი CV გაგზავნა, შერჩევაში გავიდა, რამოდენიმე თვიანი სტაჟირების შემდეგ კი იმდენად მოეწონათ ახალგაზრდა, ენერგიული, სხარტი და მუდამ მხიარული გოგონა, რომ სამსახურიც შესთავაზეს. მართალია მაღალ ანაზღაურებას ვერ სთავაზობდნენ, მაგრამ ქალი სიხარულით დაეთანხმა. ყურებს არ უჯერებდა, როცა მათი წინადადება მოისმინა, დაფრინავდა სიხარულით. ალბათ, იფიქრებთ რა უხაროდა ასე განსაკუთრებითო? ეს ხომ პირველი, დამოუკიდებელი მიღწევა გახლდათ. ისეთი ტკბილი იყო პირველი ხელფასი, აჟიტირებულმა დაურეკა აკას, კიოდა სიხარულისგან, მთელი საღამო ფეხით სეირნობდნენ ქალაქში. ღიმილით უსმენდა ვაჟი. ერთად აწყობდნენ მომავალის გეგმებს. თურმე რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის. სულაც აღარ ესახებოდათ მათი ერთად ცხოვრება შორეულ პრესპექტივად. ექნებოდათ ლამაზი, მათი პატარა ოჯახი. კიდევ ჰქონდა ერთი პატარა სიურპრიზი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა, დროებით არ უმხელდა ვაჟს. აკას შექმნილი „წითელი ავაზის“ დიზაინი და ესკიზური ნახაზები ელექტონულად გადაგზავნა თეკლემ ავტომობილების მწარმოებელ სხვა და სხვა ევროპულ კომპანიებში. მართალია მათგან პასუხები მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ ქალიშვილს ღრმად სჯეროდა, რომ აუცილებლად მოიწონებდნენ. ამის მთელი გულით სწამდა. ერთ თვეში ნელ-ნელა იწყო საპასუხო წერილებმაც მოსვლა. თავაზიანად, დაშტამპულად თითქოს ერთი და იგივე ტესტს იმეორებდნენ: - თქვენი წინადადება მივიღეთ. დიდი მადლობა ყურადღებისვის, შევისწავლით და დაგიკავშირდებით... - თვალები ცრემლებით ევსებოდა პასუხების კითხვისას. - უგემოვნოები... რა იციან კარგი ავტომობილის რა არის?! - აღშფოთებული მერამდენედ იმეორებდა თეკლე. რამოდენიმე ფირმამ კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. ვიღაც მათ იგნორს, უარყოფით პასუხად მიიღებდა, თუმცა თეკლე ასე სულაც არ ფიქრობდა. - ალბათ მოეწონათ და ჩემს წინადადებას სწავლობენ... აანალიზებენ... - უკვე მერამდენედ ეუბნებოდა საკუთარ თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.