ტკივილი სახელად "სიყვარული" 4
ლექსო. ნინო თეძოების ქნევით წავიდა ზემოთ... 'ეხ ნინო ბავშვი ხარ მაგრამ მაგიჟებ', კარზე ზარი დარეკეს და გავედი, ჩემი კომპანიის ერთერთი თანამშრომელი იყო. -ბატონო ალექსანდრე თქვენი კომპანიონები წავიდნენ რადგან სინოპტიკოსებმა გვაცნობეს რომ დიდი თოვლია მოსალოდნელი კარგი იქნება თქვენც თუ წაბრძანდებით. -კარგი ეხლავე მოვემზადები და წავალთ. -ნახვამდის ბატონო ალექსანდრე. -ნახვადის. -ლექსო რა ხდება? -გაემზადე ნინო თბილისში ვბრუნდებით. -რატომ? -იმიტომ რომ აქ არ ჩავიკეტოთ, სანამ გზა ჩაიკეტება უნდა მოვასწროთ თბილისში დაბრუნება. -აუუუ რა ცუდია. -რა არის ნინო ცუდი? -ის რომ შენთან ერთად ყოფნის საშუალებას არ მაძლევენ. -ნინო ჯერ დაბრკოლება არ შექმნილა და უკვე ნებდები? -არასოდეს ალექსანდრე გესმის. -მესმის ნინო უბრალოდ. -ჩემს გრძნობებში რწმუნდები. -არა ნინო. -კი ლექსო ასეა. -არა თქო ნინო და ამ თემაზე კამათს აღარ გავაგრძელებთ. -კარგი ლექსო ავალ ბარგს ჩავალაგებ. -მეც და აქ დაგელოდები. ბარგი ჩავალაგე და ნინოს ქვევით ველოდებოდი, ვფიქრობ ზედმეტი მომივიდა მასთან ხმას რომ ავუწიე სხვა სიტუაციაში მეც ისე მოვიქცეოდი როგორც ის და მომინდებოდა აქ დარჩენა მაგრამ ახლა ღირს კი აქ მასთან ერთად დარჩენა თავი რომ ვერ შევიკავო?მასთან სიახლოვე მაგიჟებს მერე რომ მიხვდეს არ ვუყვარვარ და სხვასთან წასვლა მოინდომოს? რომ ინანოს ჩემთან გატარებული დღეები... არა ამას ვერ დავუშვებ... ნინო ჩამოვიდა და ისე ჩაჯდა მანქანაში ხმა არ გაუცია... თითქმის ნახევარი გზა უკვე გავლილი გვქონდა როცა დუმილი მე დავარღვიე. -ნინო რამე გაწყენინე? -ლექსო მე ბავშვი არ ვარ, ქალი ვარ რომელსაც უყვარხარ და სხვისი აზრი არ ადარდებს ამიტომ ჩემთან მბრძანებლური ტონით ნუ ილაპარაკებ გთხოვ. -კარგი ნინო ვიცი დილით ზედმეტი მომივიდა. -ლექსო რამდენხანს აპირებ ჩემი გრძნობების შემოწმებას? -ნინო მე არაფერს არ ვამოწმებ და არც არაფერში მჭირდება დარწმუნება მე შენი თვალების მჯერა. -ვიცი არ მაქვს ის გამოცდილება ცხოვრებაში რაც შენ მაგრამ მეც გამეგება რაღაცაები და ვიცი რომ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არ უნდა შევხედო... ვცდილობ თვალი გავუსწორო იმ რეალობას რომ ჩვენს სიყვარულს წინ რთული გამოცდა ელოდება და სრულებით მზად ვარ ყველა გამოცდის ჩასაბარებლად ყველა ტკივილის გადასატანად მზად ვარ ლექსო. -ნინო არ მინდა შენთვის ტკივილის მოყენება. -ლექსო შენ არ მაყენებ ტკივილს. -ნინო ჩემთვის ძალიან რთულია შენი სიყვარული ხმამაღლა ვაღიარო, მამაშენს რომელიც მენდობა და შენი თავი როგორც შვილი ისე ჩამაბარა ვუთხრა რომ მიყვარხარ და შენთან ერთად ვაპირებ ვიცხოვრო სიცოცხლის ბოლომდე. -ეხლა შენ აპირებ დანებებას? -არა ნინო მე შენს დათმობას არ ვაპირებ. -ლექსო მე კიდე ამ გრძნობის გულში ჩამალვას არ ვაპირებ. -არც გთხოვ ნინო მაგრამ რაღაც დროის მანძილზე საიდუმლოდ ჯობია შევინახოთ ეს ურთიერთობა. -და რა დროის მანძილზე ლექსო? -არ ვიცი ნინო მაგრამ ამისთვის ჩემი შვილები უნდა შევამზადო. -მასმის ლექსო, მათ ადგილას არც მე მესიამოვნებოდა მამაჩემის გვერდით ახალგაზრდა ქალი რომელიც მის ცხოვრებაში დედაჩემის ადგილის დაკავებას შეეცდებოდა... მაგრამ მე არ ვცდილობ ლილის ადგილის დაკავებას და არც შენი შვილების დედობას, მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა. -ნინო მესმის მაგრამ... -მაგრამ რა ლექსო? შენც არ ხარ დარწმუნებული რომ ჩემთან ყოფნა გინდა? -ნინო შენ არასწორად გამიგე მე შენთან ყოფნა ძალიან მინდა მაგრამ მოგვიწევს იმისთვის რომ ჩვენი ოჯახისწევრები შევამზადოთ რაღაც დროის მანძილზე შეხვედრა ჩუმად მოგვიწევს. -ლექსო მზად ვარ მაგრამ არა როგორც შენი საყვარელი რომელსაც სადმე ბინას უქირავებ და ჩუმად შეხვდები. -ეგ არც მიფიქრია ნინო ამას არასოდეს გაკადრებ. -კარგი ლექსო მივცეთ ჩვენს ურთიერთობას რაღაც დრო დავიმალოთ თინეიჯერებივით ეს რაღაც ხიბლსაც კი ძენს ჩვენს ურთიერთობას. -როცა მისმენ და მიჯერებ უფრო საყვარელი ხარ. -ლექსო ნუ მექცევი როგორც ბავშვს. -კარგი ნინო მაპატიე. -აი ლექსო მოვედით. -ხვალამდე ნინო. -ხვალამდე ლექსო. ................. ნინო. დღეს აშკარად ცუდი დღე იყო... ჯერ მესტიიდან წამოსვლამდე მე და ლექსომ ვიკამათეთ მერე ეს კამათი მგზავრობისასაც გავაგრძელეთ ლექსოსი არ მესმის, როდემდე აპირებს გამოსცადოს ჩემი გრძნობები? როდემდე უნდა მიყურებდეს როგორც ბავშვს? რატომ არ უნდა როგორც ქალს ისე შემომხედოს? რაღაც მომენტში მესმის კიდეც მისი მამაა და თავის გრძნობებზე წინ შვილების განცდებს აყენებს... მაგრამ მე მე ხომ მხოლოდ მის სიყვარულს ვითხოვ... მხოლოდ ერთი საათის მერე შევნიშნე რომ ზარს ვრეკავდი და არავინ მიღებდა... მამას დავურეკე მითხრეს რომ რაჭაში წავიდნენ ბიძიასთან... სახლში შევედი ტელოფონი ავიღე და თაკოს დავურეკე.. -ალო თაკო გთხოვ ჩემთან გამოდი რა.. -................. -კარგი გელოდები. ტანსაცმელი გამოვიცვალე და დასასვენებლად დივანზე წამოვწექი, თაკოც მალე მოვიდა. -ნინ როგორა ხარ ჩემო ლამაზო. -კარგად თაკუშ შენ? მომენატრე რატომ არ დამირეკე რომ ჩამოხვედი? -ხომ იცი ამ მამაჩემის ქორწილის გადამკიდე ვერაფერს ვეღარ ვასწრებ. -ხო მართალი ხარ. -ნინო რაღაც გჭირს და მიმალავ. -თაკო ცუდად ვარ. -ვხვდები და არ გინდა მომიყვე? -მოდი ყავას მოვადუღებ და თან გეტყვი. -ნინო თვალებზე რა გჭირს? შენ რა ტიროდი? -ხო თაკო და ეხლაც ბურთი აი აქ მაქვს ყელში გაჩხერილი. -რა გჭირს მითხარი? -თაკო შეყვარებული ვარ. -გაწყენინა რამე და მაგიტომ ტიროდი? -არ ვიცი თაკო საერთოდ უნდა მწყენოდა თუ არა რამე. -ვინ არის მე ვიცნობ? -არამგონია. -მითხარი ვინ არის? -თაკუშ მეშინია რომ ვერ გამიგებ. -შენ მითხარი და ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია გაგიგო თუ არა. -თაკო მე ალექსანდრე მიყვარს. -ვინ ალესანდრე? -ალექსანდრე ცინცაძე. -ბიზნესმენი? -ხო ის. -ის ხომ მამაშენის ასაკისაა? -აი ხომ გითხარი ვერ გამიგებ მეთქი. -გიყვარს? -კი მიყვარს, ძალიან მიყვარს. -მას? -მასაც ვუყვარვარ. -და აპირებ მასზე ქორწინებას? -რათქმაუნდა. -რაც არუნდა გასაკვირი იყოს მესმის შენი. -თაკო შენ საუკეთესო ხარ. -და რატომ იტირე დღეს ეხლა მომიყევი დროზე. -თაკო მგონია რომ ჩემს გრძნობებს ცდის. -ნინო შენც უნდა გესმოდეს მისი ის 45 წლისაა შენ კი 23-ის მას ყავს შვილები და ესმის შენი მშობლების. -მესმის მაგრამ... -არავითარი მაგრამ ნინო როცა ის შეგიყვარდა შენ მზად უნდა ყოფილიყავი ამისთვის. -მზად ვარ. -ხო და ცრემლები მოიწმინდე ბუტიაობას შეეშვი და დაუმტკიცე რომ ბავშვი კი არა ქალი ხარ. ............... -ლექსო. -ლექსო დღეს რაღაც უცნაურად გამოიყურები რა ხდება? -არაფერი ჯაბა. -ლექსო მე კარგად გიცნობ შენი ბავშვობის მეგობარი ვარ. -ჯაბა თავგზა მაქვს აბნეული. -ლექსო შენ რა შეყვარებული ხარ? -კი ჯაბა შეყვარებული ვარ. -მერე მაგას რა ჯობია ამდენი წლის მერე თუ ვინმე შეგიყვარდა. -ბავშვია ჯაბა ბავშვი გესმის? ჩემი სტაჟიორი ნინო მიყვარს. -შენ რა ამ ასაკში გაგიჟდი? -კი ჯაბა გავგიჟდი.. როცა ჩემს გვერდით არ არის სული მეხუთება, მასთან თავს პატარა ბიჭივით ვგრძნობ არავინ და აღარაფერი არ მინტერესებს. -ლექსო არ მესმის შენი. -გაგებას არც ველოდი. -ლექსო რას აპირებ? -ცოტახანს მოვიცდი მერე კი საჯაროს გავხდით ჩვენს ურთიერთობას და დავაკანონებთ კიდეც. -ესიგი უთრთიერთობას, მასაც უყვარხარ?ასე ბრმად როგორ ენდობი? -მისი თვალების მჯერა. სიყვარულის გარდა არ აქვს მიზეზი რომ ჩემს გვერდით იყოს. -ლექსო შენს შვილებზე იფიქრე? მის მშობლებზე? მამამისი გენდო და მისი შვილი ჩაგაბარა შენ კი მას როგორ ქალს ისე უყურებ და ეფერები... ამზრზენია. -ჯაბაა... მე მიყვარს ნინო და მასაც ვუყვარვარ რა არის მაზრზენი ამაში? გული მე არ მეკითხება უყვარდეს თუ არა. -ლექსო შენი საქმის შენ იცი მაგრამ კარგად დაფიქრდი ამ ასკში მზად ხარ ამ გოგოს გამო შენი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დააყენო? რომ დაკარგო შვილები? -მე შვილებს არ დავკარგავ ისინი მომისმენენ და გამიგებენ კიდეც. -გიგას ხომ იცნობ? როგორ გგონია გაგიგებს რომ მასზე 3 წლით პატარა გოგონას ცოლად შერთვა გინდა? ის ხომ მარიამის ასაკისა? -ვიცი მაგრამ მიყვარს და რა გავაკეთო? -კარგი ლექსო მაგრამ იფიქრე. პიჯაკს ხელი დავავლე და ჯაბადან ისე გამოვვარდი არც კი შემიხედავს მისთვის, ერთადერთი ვინს მომოსმენდა და არ გამკიცხავდა ისევ ნინო იყო დავურეკე და ვთხოვე შემხვედროდა მითხრა რომ სახლში მარტო იყო და მივსულიყავი მეც იქითკენ გავემართე. ..................... თაკო. ვიცი ნინოს მართლა რომ არ უყვარდეს ლექსო ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა და ლექსოს სიმართლეს არ ეტყოდა, ვიცი ჩემი ნინიკო სუსტი და ბავშვურია ამიტომ მე უნდა დავეხმარო ნინოს უნდა გავარკვიო გიგას აზრი მამამისის ქორწინებაზე.... ნინოს ჯერ ვერ ვეტყვი რომ ბიჭი რომელიც გავიცანი ესპანეთში და მიყვარს გიგაა.. ნინოს უნდა დავეხმარო რადაც არუნდა დამიჯდეს. -თაკუშ რაზე ჩაფიქრდი? -მამაჩემის ქორწილზე ვფიქრობდი. -ისე რა მაგარია მამაშენის ქორწილს რომ გეგმავ და ყველაფერს აწყობ... მეც გამეხარდებოდა მამაჩემის ბედნიერება. -მერე აქამდე რატომ არ იქორწინა მამაშენმა? -ყველა ქალი ვინც მამაჩემის გვერდით მინახავს მის ფულზე იყო შეყვარებული და არა მამაჩემზე. -გიგა მამაშენი რომ შენი ასაკის გოგოს შეყვარებოდა? -თუ იმ გოგოს მამა მართლა ეყვარებოდა და ამაში დამარწმუნებდა რატომაც არა. -ესეიგი მზად ხარ მამაშენის გვერდით სხვა ქალის სანახავად? -ამისთვის მზად ყოველთვის ვიყავი მაგრამ ვერცერთი ქალის თვალებში სიყვარულს ვერ ვხედავდი... არც მამა უყურებდა სხვა ქალებს ისეთი თვალებით როგორც დედას. -მარიამი რას ფიქრობს ამ თემაზე? -მარიამი ყოველთვის მე მეთანხმება.... იცი დედა რომ გარდაიცვალა და გვითხრეს რომ მალე მამა სხვა ცოლს მოიყვანდა მე და მარიმ აბჯარი ავისხით ახალი ბოროტი დედინაცვლის დასახვედრად მაგრამ გავაცნობიერეთ რომ არ აპირებდა მამა სხვა ცოლის მოყვანას და აბჯარიც დავყარეთ. -სასცილოები ხართ. -შენ როგორ შეეგუე მამაშენის და დედაშენის დაშორებას? -რავი გიგა ძალიან მშვიდად ხომ ხედავ მამაჩემის ქორწინების ორგანიზატორიც კი ვარ. -ძალიან მიყვარხარ თაკუშ. -მეც მიყვარხარ გიგა. *********** ესეც მეოთხე თავი... იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.