შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი ცხოვრება თუ კარიერა? (თავი 3)


28-02-2016, 00:03
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 312

-არ მეგონა..ან იქნებ-სიცილი აუტყდა ეკას.
-მითხარი,რომ დამეხმარები.
-კარგი,ვეცდები,ხვალ შევხვდე-უთხრა და თვალები დახუჭა.ეტყობოდა,რომ საშინლად დაღლილი იყო,თან ვახტანგთან არსებულ საუბარზე ეფიქრებოდა.
-მიყვარხარ!-გაეღიმა ნონას და დაქალის მხარზე მოათავსა მხარი.

სოსოს თავს მართლაც რაღაც ხდებოდა.თავისთვის იჯდა და ნერვიულად სუნთქავდა.რაღაც იდუმალს მოეცვა მისი არსება,რაღაცას ვერ სწვდებოდა და ნერვები ეშლებოდა.არ იცოდა,როგორ მიიღებდა ახალ დაპირისპირებას მამამისი.ეშინოდა,რომ ამ გაუგებრობის შესახებ ზურა გაიგებდა.
ჩაფიქრებული იჯდა და ტელეფონს დაჰყურებდა.არავისთან არ სურდა საუბარი.
-არ არსებობს!-ბალიში შორს ისროლა და თავი ხელის გულებს შორის ჩარგო.საკუთარ თავს არ ჰგავდა იმ მომენტში.
-ნუთუ,ასეთი გაუგებარია ქართველი კაცი?-შუბლშეკრული წამოიწია და სკამს ფეხი კრა,რაც ხელში ხვდებოდა,ისვროდა.ძილიც კი არ უნდოდა,მთელი საათები ბოლთას სცემდა,თვალები დაბინდოვოდა,არ უყვარდა დაპირისპირებები,სიმშვიდეს მოყვარული იყო,ახლა კი ის ოჯახი აიკიდა.ვერ ხვდებოდა,რატომ ხდებოდა ეს,მისთვის არც უკოცნია,მხოლოდ რამდენიმეჯერ ნახა,სახლში აცილებდა..მის ნათესავებს კი უკვე სასიძოდ მიუჩნევიათ ბიჭი.განა ფიქრობდა ცოლის მოყვანაზე?
-აი,ხომ ვიძახდი ქართველს გოგოს არ უნდა შევხდე-მეთქი-ყველაზე გადავიდა ბიჭი,ფანჯარა გააღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.არ უნდოდა,რომ დამხვრჩალიყო.გრძნობდა,რომ ვიღაც ხრწნიდა..ბოლოდ მობეზრდა ამდენი ნერვიულობა,ამდენი ფიქრი..გარეთ გავიდა და თავის ეზოში ჩამოჯდა,ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებმა,მაგრამ ეს აღარ იწვევდა მასში უწინდელ ემოციებსა და განცდებს..
-არ არსებობს...მათხოვრები..გოგო საქონელი ჰქონიათ,გასაყიდი საქონელი-ლამის იყო ეყვირა,სახეაწითლებული იჯდა და არ იცოდა,რა უნდა ემოქმედა მეორე დღეს.იცოდა,რომ მზიას ძმა იურისტი იყო და თან ყველა საქმეს იგებდა.ეს აშინებდა.არ იცოდა,რას მოიფიქრებდა ის არაკაცი.ჰო,მას არაკაცს უწოდებდა,წინა დღეს კინაღამ შემოელახა,თავი ძლივს შეიკავა,რომ მუშტი არ გაექანებინა მისკენ.ფიზიკურად მასზე ძლიერი იყო და მიწასთან გაასწორებდა.იქნებ ფულს ექნა რამე,მაგრამ მისი კანონები...
ბოლოს მიხვდა,რომ დარდს აზრი არ ჰქონდა.როგორც ყოველთვის,ახლაც უნდა მინდობოდა დროს..ფეხზე წამოდგა და საწოლი ოთახისკენ წავიდა,უნდა გამოეძინა იმ იმედით,რომ მომდევნო დღე ნათელი ფერებით იქნებოდა მოცული.
დილას უსიამოვნო შეგრძნებამ გამოაღვიძა..თვალებს ძლივს ახელდა და გრძნობდა,რომ საწოლისადმი მიზიდულობა აკავშირებდა და თანაც ძალიან ძლიერი.მაინც წამოდგა,უნივერსიტეტისკენ გული მიუწევდა მაინც..იქნებ ის გოგოც ენახა..ზუსტად ასე გაიფიქრა,მაგრამ მერე შეჩერდა,წესიერად სულ არ იცნობდა მას...
ტელეფონს უპასუხა,როცა შუა გზაში იყო.გაუნათდა სახე,რაღაც მაინც ხდება პოზიტიურიო,გაიფიქრა.
-რა მოხდა?
-კარგად მიდის-უპასუხა მამაკაცის მაღალმა ხმამ.
-კიდევ რაღაცაა.
-ეგონა,რომ ეს ფილტრი იყო.
-არც ....მოკლედ,შეეცადე,რომ არ იფიქროს.
-კარგი-ტელეფონი გათიშა და გვერდითა სკამზე მიაგდო,სიჩქარეს მოუმატა,სულ მალე სასურველ ადგილას იქნებოდა.არ აგვიანდებოდა,მაგრამ მაინც ჩქარობდა.ნეტავ,რა აჩქარებდა?

-ლამაზად გაქვს თმა.აქ უნდა გამოიჭირო..იქნებ, რამე გითხრას...
-აუ,კარგი ჰო...-აწუწუნდა ეკა.
-ეკუნა,მიდი..შენ იცი!
-ჯერ არ მოსულა,ჰო? კარგი,შენ გაქრი და ამ სკამზე დაველოდები...ვითომ ვკითხულობ-პლანშეტი ამოიღო ჩანთიდან და დაქალი თვალებით გააცილა.
-1,2...-თითქმის ხმამაღლა ითვლიდა და თითებს ნერვიულად იმტვრევდა.არ იცოდა,რა უნდა ეთქვა..გულის სიღრმეში,იმისდა მიუხედავად,რომ სოსოს წესიერად არ იცნობდა,რომ ის ცუდს არაფერს ჩაიდენდა.
-ჰეი..შენ..ისევ შენ!-გაკვირვება იგრძნობოდა ბიჭის ხმაში..
-გამარჯობა-გაუღიმა ეკამ.
-ეკუნ,არ მეგონა,თუ გნახავდი..
-არ გინდა ყავა დავლიოთ?
-ასე ადრე? შენ ადრე...მიკვირს,სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ!-აღფრთოვანება ვერ დამალა და თვალებიც აუციმციმდა.
-კარგი,სოსო...მითხარი,რა ხდება! შენზე დარდობს ნონა..-ვერ მოითმინა.იდუმალობა არც მას ჩვეოდა..ექიმები არ არიან ამოუცნობნიო,ამბობდა ხოლმე ეკა.
-არფერი.
-მატყუებ..თვალებშიც ვერ მიყურებ.
-იქნებ იმიტომ,რომ მაბნევ და არა იმიტომ,რომ რამეს გიმალავ.
-ვიცი,რომ არ უნდავერეოდე,მაგრამ ის ჩემი მეგობარია..მიდი რა!-მუდარით ახედა ბიჭს და თვალებში ჩახედა.
-რაღაც არის,მაგრამ ეს არ ეხება ნონაჩკას,ეკუნ...ეს არც ნარკოტიკია და არა..მოკლედ,პირადულია და ..ნუ მეკითხები! უხერხულად ვარ..ვერც შენ გესაურები ამაზე და ვერც მას.
-რა ხდება ასეთი?-დაინტერესდა გოგონა.
-უბრალოდ ნუ მეკითხები..არის ისეთი რამეები,რასაც ვერავის ეტყვი...
-კარგი,არ ხარ ვალდებული,რომ...
-ყავა დავლიოთ.
-აღარ!მეჩქარება-სწრაფი ნაბიჯით წავიდა გოგონა,თუმცა სოსოს ხმამ შეაჩერა.
-ეკუნ...
-რა იყო?
-დღეს საღამოს შეხვედრაზე თუ დამთანხმდები,გეტყვი..
-არ შემიძლია..ეს არაა ჩემი საქმე.
-არის! დაფიქრდი,კარგი?
-კარგი,რვაზე გამომიარე-ცნობისმოყვარეობა აათამაშა და ღიმილით დაშორდა ბიჭს.

-რა ქენი?
-საღამოს მეტყვის..-ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა დაქალს და კიდვე უფრო დააინტრიგა.
-ცოლი ჰო არ მოჰყავს..ან იქნებ,ვინმეს იტაცებს..-ფანტაზიები გააქტიურა ნონამ.ეს სიტყვები რატომღაც არ ესიამოვნა ეკას.საკუთარ თავს უსაყვედურა კიდეც,თუმცა გამართლება მალევე იპოვა..სოსო ხომ ოცნების ბიჭს ჰგავდა,თითქმის ზუსტად იდეალური შეყვარებული იქნებოდა ეკასთვის..ჰო,გოგონას კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა,ნამდვილად აკმაყოფილებდა..შესაძლოა,რუსთაველის გემოვნებაში არ იყო,მაგრამ ეკასაში ნამდვილად იყო.
-კარგი რა..შენ მოგწონს,ჰო?-თითქოს ფიქრებს მიუხდა ნონა.
-არა,რას ამბობ?-შეიცხადა ეკამ.
-მოგწონს..მერე რა..მართლაც საყვარელია...
-გეყო!
-გპირდები,ცოლის მოყვანის ნებას არ მივსცემ.
-ნერვებზე ნუ თამაშობ!-წარბი შეიკრა ეკამ და ჩანთის გასადაკიდს დაუწყო ჭმუჭვნა.
-რას ჩაიცვამ?-ისევ გააქტიურდა ნონას ფანტაზია.
-კარგი რა..შემეშვი..ნუ მშლი..
-არა..ჰო,გშლი..და შენც იშლები იმიტომ,რომ მოგწონს..ნუ მიმალავ რა-ღიმილით ახედა მეგობარს.რომელიც მასზე ერთი თავით მაღალი იყო.
-წავედი და არ გამომეკიდო..გპირდები,რომ არ შეგარცხვენ-ლოყაზე აკოცა და მანქანისკენ წავიდა...აღელვებული იყო და ზუსტად იცოდა,რა უნდოდა..უნდოდა,რომ ლამაზად ყოფილიყო საღამოს...არ იცოდა,რატომ,მაგრამ ეს არც ადარდება..მსგავად ხომ ხშირად იქცეოდა,რაღაცას აკეთებდა უმიზეზოდ,უბრალოდ უნდოდა და აკეთებდა..არ ესმოდა,რატომ..ან იქნებ არ უნდოდა,გაეგო,რატომ..

-ლამაზი ხარ!-ზუსტად ასეთი კომპლემენტი უნდოდა.ჰო,ასეთს ელოდა...კეკლუცად გაუღიმა სოსოს და ანიშნა,წავიდეთო.
-შენ მადლობა არ იცი?-ბიჭი ცდილობდა,მხიარული ყოფილიყო.
-უბრალოდ ფაქტია!-შეეცადა,გამხიარულებულიყო.
-არ ხარ იდუმალი.
-ჰო,ვიცი-დაეთანხმა ბიჭს და მანქანაში ჩაჯდა.
-ინტერესი გკლავს,არა?
-ნამდვილად-გაუღიმა და ჰორიზონტს გახედა..
-რაღაც მაწუხებს დამეტყობა,ჰო?
-კი,გეტყობდა...არ გიხდება ასეთი თვალები.
-ჰო? აბა როგორი მიხდება?
-ღიმილიანი...
-შენ კი დღეს საოცარი სხივებს ასხივებ...
-კარგი რა..არ გინდა ეს რაღაცები!-აკისკისდა ეკა.
-ვცდილობ.მხიარული ვიყო...
-არა,არ ეცადო,უბრალოდ იყავი!

სახეზე აკრული ღიმილით გადმოვიდა სოსო მანქანიდან და გოგონასაც გაუღო კარი.ხელი ნერვიულად ჩასჭიდა გაყინულ თითებში და გაუღიმა.
-სიჩუმეა.
-შორს ვართ...ფორიაქისგან შორს.
-მომწონს...-ლამაზ ქედს გახედა და თვალს ესიამოვნა..შემდეგ ჩამოჯდა და სოსომაც მიბაძა.
-გეტყვი ახლა....ეს უბრალოდ ჩახლართულობაა...ერთი გოგო გავიცანი..
-ჰო?გოგო...ანუ ნონახვდებოდა...-აკისკისდა,მაგრამ ეს კისკისი ნაძალადევი იყო..იგრძნო,რომ რაღაც საშინლად არ ესიამოვნა,სიტყვა გოგო თითქოს ეკალივით გაერჭო გულში.
-ჰო...ის გოგო პიცას რომ ჭამდა..ერთი კვირა ვხვდებოდით..ჩვენს შორის არაფერი ყოფილა,რამდეჯერმე მივაცილე...მერე მივხვდი,რომ არ მომწონდა...და მერე აართველი კაცები.მამა და ძმა.მთხოვენ,რომ მასთან ურთიერთობა გავაგრძელო..ამის დედაც..
-ჰო?
-ბოდიში..მიჭირს კონტროლი.
-უკვე სასიძოდ მოვუნათლივარ...უბრალოდ სახლამდე ვაცილებდი ხოლმე....მისი ძმაიურისტია და იმ დღეს კინაღამ შემომელახა.
-დამშვიდდი...უსამართლობაა რა.
-ჰო,ასეაა...ნერვებზე ვარ მოშლილი.
-ნონას მოვუყვე?
-არა.
-რატომ?
-უბრალოდ არ მოუყვე...მოიფიქრე რამე..
-კარგი,ვეცდები...
-მადლობ...
-ლამაზია ცა,არა?
-ძალიან....გითხარი,რომ შენზე ლამაზი ვერაა?
-მეჩქარება...დამეხმარები ადგომაში? ფეხსაცმელმა გამიბუჟეს ტერფები.
-სჯობს,გაიხადო ფეხზე და ვერსად ვერ წახვალ..მე შევასრუილეჩემი პირობა...ახლა შენ..
-მეც..
-არა,დარჩი...უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი.

ლამაზი დღის ლამაზი დასასრული უნდა ყოფილიყო,მაგრამ სახლში მისულმა გაიგო,რომ იმ გოგოს ოჯახს სარჩელი შეუტანიათ სასამართლოში,ჩემი გოგო გააუპატიურა ამ ბიჭმაო.მზია ტიროდა და ცდილობდა,ცრემლებით დაემტკიცებინა სიმართლე..ეს იმ ღამითვე გაიგო მშვენიერ ხასიათზე მყოფმა სოსომ და სულ გაგიჟდა.
-რა ვქნა ახლა? ზურა გაიგებ და დამეხმარება...თუ არა...-ხმამაღლა ფიქრობდა და არ იცოდა,რა ექნა..მთელი ღამე არ სძინებია...მეორე დღეს სასამართლო იყო და ეს აგიჟდებდა..ასე მალე როგორ დანიშნა,კახამო,ესეც უკვრიდა.

-დღეს ისვენებ,ჰო?
-ჰო,შაბათია-უპასუხა ნონას,რომელიც რაღაცას მოელოდა..
-რა გითხრა?
-უბრალოდ მომატყუა...ჩემთან შეხვედრა სდომებია მაგ იდიოტს-ტყუილი შესანიშნავად გამოუვიდა.
-ჰო,ვთქვი..მოსწონხარ...შეეცადე,არ მოგიტაცოს..-კისკისი დაიწყო ნონამ.
-კარგი-დაეთანხმა და ფეხზე წამოდგა.სამცხე-ჯავახეთიდან დაქალი ჩამოსდიოდა რამდენიმე წუთში და უნდა დახვედროდა.იცოდა,რომ მაშინვე მასთან მოვიდოდა და ეს ახარებდა,სალომე ხომ დიდი ხნის უნახავი ჰყავდა.
-ეკუნ,რა შვრები?
-შენც ეკუნს მეძახი-სასიამოვნოდ გაეღიმა.
-დღეს სალო ჩამოდის,ჰო?-გკითხა ქეთიმ.
-ჰო.
-ვიღაც გკითხულობს.მგონი,შენი ახალი მეგობარია.ნახავ?
-აქ? კარგი.სადაა?-ინტერესით გაიხედა კარებისკენ.
-ჰო,მიდი...ძალიან საყვარელი ტიპია-გასვლისას უთხრა შვილს.
-კარგი რა-ინტერესით წავიდა კარებისკენ და სოსოს დანახვაზე გაშეშდა.ვერ მიხვდა,თუ რა უნდოდა მას.
-არ მელოდი?-ღიმილით ჰკითხა ბიჭმა.
-არა..უფრო სწორედ ახლა გავდივარ,დაქალს უნდა დავხვდე.
-მე წაგიყვან.
-არაა საჭირო.
-უბრალოდ მინდა,რომ დამეხმარო...არ შემიძლია მარტო..მხოლოდ შენ გითხარი ის,რაც მაწუხებს.
-უარესი მოხდა,ჰო?-გოგონა მაშინვე მიუხდა ბიჭს სათქმელს.ეტყობა,სოსო სახის გამომეტყველებამ გასცა.
-ჰო,დღეს სასამართლოა.უნდა გამომყვე.
-კარგი,გამოგყვები...მომიწევს,რომ სალომე გადავაგდო-ბუზღუნით თქვა.
-გაფასებ.
-მიკვირს,რატომ გამენდე..ახლახანს გამიცანი.
-ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,ეკუნ..
-ეკუნ ისევ?-კისკისით ჰკითხა.
-სასამართლო ექვსზეა..
-მოდი,სალომეს აღარ დავხვდები.
-არა,ერთად დავხვდებით..-შეეწინააღმდეგა ბიჭი.
-კარგი,წავედით...დე,წავედი-გასძახა ქეთის და ჩანთას ხელი დასტაცა.

სალომემ კი უსაყვედურა,მაგრამ ამ ამბავმაც მალე გაიარა,გაყევიო,დასთანხმდა.ჰო,სალომესაც მოეწონა სოსო,თუმცა რა ჰქონდა დასაწუნი..
-გმადლობ-მანქანა დაძრა ბიჭმა,ექსის ნახევარი იყო.საშინლად ღელავდა...ალბათ,ეკა რომ არა,მთლად შეიშლებოდა.
-დამშვიდდი რა..-მუდარით უთხრა გოგონამ-დარწმუნებული ხარ,რომ არ გჭირდება მამაშენის დამხმარება?
-კი,სრულიად..მართალი ვარ და მაგ არაკაცებს დედა ვუტირებ!-საჭეს ხელი დაარტყა.
-სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს-გვერდითგგაიხედა ეკამ და შემდეგ ტელეფონს დახედა,ნონა ურეკავდა...ცოტა ხანს იცრუა მასთან,სალომესთან ვარო და მერე მივიდნენ კიდეც...სასამართლოს შენობა გოგონაში რაღაც უშინაარსო განცდებს იწვევდა..ვერ წარმოედგინა დამნაშავედ სოსო...უსამართლობა ღრღნიდა.ალბათ.ისიც გაგიჟებოდა,რომ რამე ნორმალურად არ მომხდარიყო.
-ვა ვა.ახალი გოოგ გაჩითე?-მზიას ძმა ირონიულად დახვდა სოსოს.
-წესიერად რა...გოგოა,შენი დაა და არა გასასაღებელი საქონელი...დაფიქრდი,როგორ იქცევი რა.
-შენ ვერა ხარ..ეგ მოსამართლეს უთხარი.
-ჩვარი ხარ შე ჩ*ემა...-უსიამოვნო გრძნობებმა დაუარა ეკას და უკან გაიწია..
ქეთის აღარ ესმოდა მათი ხმა,მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა.ბიჭებისკენ გახედვაც კი ზარავდა...
-ისე მაგარი ნაშაა!-მოესმა უცნობის ხმა და გაღიზიანდა.ერთი სული ჰქონდა,როდის მივდიოდა და პასუხს მოსთხოვდა.
-ნორმალურად რა!-შიში დასძლია დამიაძახა უცნობს.
-გაიწიე,გთხოვ!-მუდარით გამოხედა სოსომ.
-მოდი,შევიდეთ..-ხელი გამოსდო ბიჭს და პირდაპირ შესასვლელისკენ წაიყვანა.
-გაბედულიც ყოფილხარ....-გაეღიმა სოსოს.
შიგნით არავინ იყო,რაც გაუკვრიდა...ბოლოს მოსამართლეს მოკრა თვალი.სამოსიც იცნო ის და მისკენ წავიდა.ბოლოს გაიგო,რომ სასამართლო არ იმართებოდა,ეს ერთგვარი მიზეზი იყო..გაეღიმა,მაგრამ უფრო გაბრაზდა.უნდოდა,რომ მზიას ძმისთვის ტვინი ესხმევინებიდა.
-დამშვიდდი..სადმე წავიდეთ,დავისვენოთ..-ამშვიდებდა ეკა-არ ნახო..თუ არ მიაქცევ ყურადღებას,გამარჯვებული შენ გამოხვალ,სოსო!
-მართალი ხარ,მაგრამ ყოველივე ეს პრაქტიკაში რთულია.
-მენდე...სადაც გინდა,იქ წავიდეთ..მიდი რა-მუდარით შეხედა გოგონამ და თვალები თვალებში მიანათა.იმოქმედა ბიჭზე გოგონას სიტყვებმა და უბრალოდ გაჯყვა...უკანა კარებიდან გავიდნენ და პირდაპირ მანქანაში ჩასხდნენ.
-შენ არ მართავ...ნერვიულად ხარ..მომეცი საჭე!-მტკიცედ თქვა ეკამ და ადგილი გაუცვალა.
-ღმერთო...-თავი ძლიერად მიაყრდნო საყურგეს სოსომ.

სალომე ეკას სახლში მისულიყო და ქეთისთან ჭორაობდა,როცა ნონა დაადგა თავზე.ეტყობოდა,რომ ეკას ნახვა უნდოდა.
-ტელეფონს არ იღებს,ქეთი დეიდა..
-მართლა?-გაიკვირვა ქეთიმ.
-გამარჯობა..-სალომეც გამოვიდა.
-გამარჯობა..არ იცი,სადაა? არ მპასუხობს.
-მგონი.ვიცი...ვიღაც ბიჭი იყო მოსული..-ქეთი გაითქვიფა.
-ვინ? მაღალი და შოკი..ჩემი ბიძაშვილი? რაღაც უჭირს-მეთქი,ჰო ვიძახდი.
-ვის? შენს?-გაკვირვება ვერ დამალა ქეთიმ.
-ჰო..მგონი.მალავს ეკა.
-სამარე ვარ...-სალომეს გაეღიმა.არ უნდოდა,რომ რამე ეთქვა.
-მიდი,თქვი..რა ხდება...
-მაგარი ბიჭია და ეტყობა,აბამს-სცადა სხვა რამეზე გადაეტანა საუბარი.
-კარგი,წავედი....-აღელვებული გავარდა კარებისკენ..
-დამშვიდდი,გთხოვ..-სალომე ფეხზე წამოდგა.ეტყობოდა,რომ შეეცოდა ნონა...-უბრალოდ რაღაც მნიშნელივან საქმეზე გაჰყვა ქეთი.
-რატომ არ მეუბნებიან?
-იქნებ მოსწონთ ერთმანეთ და..
-ვიცი,რომ მოსწონთ,მაგრამ სხვა რაღაც,მგონია.
-გიმალავენ...ეუხერხულებათ..-როგორც ჩანდა,არც სალომემ იცოდა სასამართლოს შესახებ.
-ყავას დავლევ-სკამზე ჩამოჯდა ნონა,რომელიც თითებს ნერვიულად იმტვრევდა.

ნიავი სასიამოვნოდ აქროლებდა ეკას თმებს..საღამო ხანი იყო...მზე ჩადიოდა,მის გევრდით სოსო იდგა და ჰორიზონტს გაჰყერებდა..დროდადრო გოგონასკენაც გამოიხედავდა....
-რას მიშვრები...-ეღიმებოდა საკუთარ ნათქვამზე..
-სამედიცინოს სტუდენტს ცოტა რამ მაიც გაეგება ადამიანის ფსიქოლოგიის შესახე-ჩაეღიმა ეკას.

მზიას სახლში არეულობა იყო..მისი ძმა დებიულად დადიოდა ოთახში...გაიგო,რომ და ატყუებდა...მას სოსოს გამომეტყველებამ დააჯერა..მიხვდა,რომ მისი და ორპირი იყო...მამამისმაც გაიგო და დაცხრა...დედამისი ცოფებს ყრიდა,შვილი თმით ითრია და უყვიროდა,შენი ოთახიდან არ გამოხვიდეო...
მამამისმა უბრძანა,რომ სახლიდან წასულიყო..
-შვილად აღარ გაღიარებთ...შენი ძმა კი დად..-ბოლთას სცემდა ანერვიულებული კაცი.გრძნობდა,რომ მიწა ეცლებოდა...
-ამის დედაც...თავი მომჭრა იმ ბიჭთან..რა ვქნა ახლა? მივხვდი,რომ ასე არ იყო..აღიარე,მზია....
-მოგატყუეთ,ჰო...თავს არ ვიმართლებ..ის მომწონდა და მან ...მას აღარ ვაინტერესებდა ამ ბოლო დროს..მე ის მიყვარდა და ახლაც...
-წადი,შე !-უყვიროდა ძმა,გუგა..
-ვწუხვარ...-სახლის კარები მიიხურა მზიამ,ოჯახის წევრები კი განადგურებულ მდგომარეობაში დატოვა.
-იმ ბიჭს ბოდიშს მოვუხდი...-გადაწყვიტა გუგამ და ტელეფონი აიღო.

-ვინ არის?-ნერვიულად გახედა ეკამ სოსოს,რომელსაც ლამის იყო ჩასძინებოდა.
-ისაა...ვუპასუხებ...
ეკას გული გამალებით უცემდა...სუნთქვაც უჭირდა..ბოლოს ამოისუნთქვა,როცა სოსოს გაღიმებულ სახეს წააწყდა.
-არაკაცია...ბოდიშიო..
-ყველაფერი კარგად იქნება..
-მიყვარს შენი ოპტიმიზმი...
-მოხვედი...შენს მანქანას დავტოვებ და ტაქსით წავალ..
-ჰო,გამოგიძახებ..-კარი გაუღო გოგონას და მის წინ გაშდა ის,თითქოს რაღაც ძალა აიძულებდა მას...ქარის საწინაამდეგოდ იხრებოდა ეკასკენ....ეს სასიამოვნო გრძნობა იყო..
-დავრეკავ..-ბოლოს ძლივს მოიფიქრა ტელეფონის ამოღება.
-ღმერთო..-ტელეფონის ეკრანს მხოლოდ იმ წამს გახედა ეკამ..მხოლოდ იმ წამს გაახსენდა,რომ მასზე ზრუნავდნენ...
-რა მოხდა?
-ხმა გამორთული მქონდა და ნონას ზარებმა ამიკლო..
-არ უთხრა..
-გპირდები!-ცოტა ხანს გაჩერდა,შემდეგ დაურეკა ნობა და გვერდით გაიწია.
-სად ხარ? სად? ვდარდობდი ორივეზე-ყვიროდა ნონა.
-დამშვიდდი...უბრალოდ გავისეირნეთ..
-მოგწონს და მალავ,ჰო?
-შესაძლოა..-პირზე ხელი აიფარა და ისე უთხრა.
-გაბრაზებული ვარ,მერე დაგირეკავ!-მაშინვე გათიშა ნონამ,ეკამ კი მხრები აიჩევა და დედამისს დაურეკა,მოვდივარო.
-რაო იმ გიჟმა?
-მგონი,დაწყნარდება..-ძლიერად ამოისუნთქა და შეეცადა,დამშიდებულიყო..მთვარეს ახედა..ის ლამაზი იყო,ლამაზი ღამე იყო...
-საოცარი ღამეა.ისეთი რომ არ დაგეძინება!
-აი,ტაქსიც მოვიდა...

სახლში მისულმა იდენი კოფეინი დალია,რომ ვერ დაიძინა..იწვა და ხან ერთ მხარეს გადატრიალდებოდა გოგონა და ხან მეორე მხარეს..გახსენდა სოსოს ნათქვამი,ლამაი ღამეა,ისეთი,რომ არ დაგეძინებაო,გაეღიმა..ფეხზე წამოდგა დაკოფეინზე დაფიქრდა...გამოცდების დროს სვამდა ხოლმე ბევრ ყავას,მაგრამ ახლა რაღაც ეტაკა..ჩაფიქრდა.არ უნდოდა,რომ ეს ყველაფერი სოსოთან დაეკავშირებინა...არ უნდოდა,რომ მასზე ეფიქრა.
ფანჯრიდან გაიხედა..ლამაზი მთვარე იყო,მაგრამ ნიავი კიდევ უკეთესი..წარმოიდგინა,რომ ზეცაში დაფარფატებდა...ესიამოვნა ეს შეგრძნებაა და ფანჯარა უფრო ღრმად გამოაღო,რაფაზა მოთავსდა და თავი კედელს მიაყრდნო..ქეთის რომ გაეგო,არ სძინავდა,გაგიჟებოდა და ყავას სულ აგდაუყრიდა,მაგრამ ამაზე არ ფიქრობდა..

ვერც სოსომ დაიძინა..ისის იმავეს აკეთებდა,გარეთ გამოსულიყო და ჰამაკში ირწეოდა..ზემოთ უყურებდა მთვარეს და სასიამოვნო შეგრძნებაეუფლებოდა..აღიარებდა,რომ მთვარე იდუმალ ფიქრთა მსმენელი იყო... იდუმალება მოეწონა იმ წამს,მაგრამ ეს აზრებიც უკუაგდო..იმ წამსაც ეკას სახე ედგა თვალწინ,მისი გრძელი და ხშირი თმა,რომელსაც ნიავი არხევდა...მხოლოდ მისი ტანი და ჰაეროვანი მიხრა-მოხვრა ედგა თვალწინ...მხოლოდ მასზე ეფიქრებოდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ...


-გრძნობა,როცა გეძინება და ვერ იძინებ...-საშხაპეში შევიდა ეკა.იმ წამს იგივეს გააკეთებდა სოსო,რომ არა მისი ტელეფონი...
-ხვალ გვაქვს პრაქტიკული.
-იცოდე,რომ არ აწყენინო...საუკეთესო მასწავლებელი იყო..-ისევ ერ ხვდებოდა,რას აკეთებდა..ინერციას აბრალებდა,მაგრამ იმ წამს ეჭვი შეეპარა...ფიქრი შეერყა სოსოს...ნეტავ,რა ხდებოდა მის თავს?
___
ესეც მესამე თავი...გამიზიარეთ თქვენი აზრები..ასე მგონია,რომ სათაურისა დაფოტოს გამო შემოდიხარ,კომენატრს რომ არ წერთ.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ვაიმე როგორ ძალიან მომწონს ვერც კი წარმოიდგენ ❤❤❤ სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს ❤❤❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Maiaabuladze
ვაიმე როგორ ძალიან მომწონს ვერც კი წარმოიდგენ ❤❤❤ სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს ❤❤❤

გმადლობ

 


№3 სტუმარი Teo..

Momewona dzalian ,velodebi gagrzelebas.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

Teo..
Momewona dzalian ,velodebi gagrzelebas.

გმადლობ

 


№5  offline წევრი kora

საინტერესო და დაძაბული ისტორიაა winked
--------------------
kira.G

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

kora
საინტერესო და დაძაბული ისტორიაა winked

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent