პირველად ცხოვრებაში... IV თავი
მეორე დღეს მაღვიძარამ გამაღვიძა. უცბად წამოვხტი მოვემზადე და სამსახურში წავედი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. კარლი ძალიან საყვარელი ბავშვია. ცოტას ჭირვეულობს ხოლმე, მაგრამ არაუშავს. როგორც იქნა მოსაღამოვდა და ჩემი წამოსვლის დროც დადგა. გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამეარა. მივსეირნობდი და ვათვალიერებდი ბერლინს. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ლამაზი. დავფიქრდი და მივხვდი, როგორ მომენატრნენ მშობლები, ნათესავები, საქართველო... მივსეირნობდი და ქუჩებს ვათვალიერებდი, კლუბთანაც უნდა ჩამევლო, მაგრამ... ღმერთო დიდებულო! ვაიმე დედა! ტასო... ტასო ვიღაც კაცს გაშმაგებული კოცნიდა, თან ნელ-ნელა მანქანისკენ მიიწევდნენ. ვერ ვიჯერებდი, რომ ტასო იყო. არ მინდოდა დამეჯერებინა. უცბად ვიწივლე - ტასოო! - არ შევმცდარვარ. ეს ტასო იყო. ტასო. ვერ ვიჯერებდი. საშინელ ზიზღს ვგრძნობდი. ამაზრზენი იყო. ტასო უცბად ჩემსკენ გამოიქცა და მოთქმა დაიწყო - გეხვეწები არ უთხრა თოკოს ძალიან გთხოვ ეს ბოლო იქნება მართლ... - მოიცადე, ეს პირველი არ არის? ანუ... პირველად არ ღალატობ თორნიკეს? - გაოგნებული ვეკითხებოდი. - ნიცა, პირველი არ არის, მაგრამ დამიჯერე აღარ განმეორდება, ოღონდ ახლა შემიცოდე. აუ ნიცა, გემუდარები არ უთხრა. იცოდე არ უთხრა თორემ გაგანადგურებ! - მაფრთხილებდა ტასო. - ამაზრზენი ხარ! - ვუთხარი და შემოვტრიალდი. ვერ ვიჯერებდი. ნუთუ ეს მართლა ტასო იყო? იქნებ სიზმარია? არა, არამგონია დღეს ხომ გავიღვიძე. ღმერთო ისე ვიყავი შოკირებული, ვერ ვაანალიზებდი რას ვბოდავდი. ტაქსი დავიჭირე, შიგნით ჩავხტი და ანერვიულებულმა მისამართი ვუკარნახე. კიდევ ვერ ვიჯერებდი. ტასო? ყველასთვის კეთილი, პატიოსანი, თბილი ტასო? ახლა რა ვქნა. ბავშვებს, რომ ვუთხრა მაინც არ დამიჯერებენ. ისინი ხომ წლებია მას იცნობენ. მაგრამ ასე უხმოდაც ვერ ვიქნები. თორკინე. საშინლად არ მინდოდა ეს ყველაფერი რეალობა ყოფილიყო. არ მინდოდა თორნიკეს ტკენოდა, მაგრამ მთელ ცხოვრებას ტყუილში ხომ არ გაატარებდა? ჯანდაბა! სახლში მივედი. ბავშვები მისაღებში იყვნენ, მინდოდა ოთახში უჩუმრად შევპარულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა, მაკა გამომიხტა - ქალოო მოდი ერთი ჩვენთან, აღარ გვახსოვხარ უკვე, საერთოდ ვეღარ გხედავ, რა უბედურებაა! - კარგი ხო! - სასტუმრო ოთახში შევედი, სადაც ბავშვები სრული შემადგენლობით იყვნენ, ტასოს გარდა. დავჯექი და ბავშვებს მივაჩერდი. ცივმა ოფლმა დამასხა, მათთვის უნდა მეთქვა, თორემ დანაშაულის გრძნობა შიგნიდან მღრღნიდა. რავქნა? როგორ ვთქვა? დამიჯერებენ? ღმერთო, ეს რა საგონებელში ჩამაგდე? სახეზეც აშკარად გავფითრდი. შემცივდა და ხელები ამიკანკალდა. ბავშვებმა ჩემი ასეთი მდგომარეობა შეამჩნიეს და უცბად გაჩუმდნენ - ტასო, კარგად ხარ? - მკითხა ჩუმად მაკამ. -არა, არა! არაფერია კარგად! თორნიკე, ბავშვებო, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მე თავს დამნაშავედ აღარ ვიგრძნობ და გულიდან ლოდიმ მომეხსნება! თორნიკე, ტასო გღალატობს! გღალატოობს! კლუბის წინ დავინახე, ვიღაცას კოცნიდა და მანქანისკენ მიდიოდა, დამინახა, ჩემთან მოვიდა და ხვეწნა დამიწყო არ უთხრაო. მაგრამ რა მექნა? სიმართლე დამემალა? თანაც იცი? ეს პირველი არ ყოფილა! - ვღრიალებდი ბოლო ხმაზე. ყველა გაშეშებულიყო და გაოცებული სახეებით მიყურებდნენ. თურმე ტასოც მოსულა და შემოსავლელიდან გაგიჟებული სახით მიყურებდა - ხომ გითხარი ნიცაა - იღრიალა ბოლო ხმაზე, ყველა შეხტა და ახლა გაოცებული სახით მას დაუწყეს ყურება. ის კი ღრიალს აგრძელებდა და ჩემსკენ მოიწევდა. - ხომ გითხარი გაჩუმდი თქო! ხომ გაგაფრთხილე! ინანებ! არ შეგარჩენ! - იღრიალა და ჩემსკენ გამოექანა, მაგრამ წინ თორნიკე გადამდგა. ტასო შეჩერდა და თოკოს მიაჩერდა. - რატომ? - კითხა თორნიკემ საოცრად სევდიანი ხმით - არ გიყვარდი? თვალთმაქცობდი? რატომ ტასო, ამიხსენი! - არ მიყვარდი არა! არასდროს არ მყვარებიხარ, არ მიყვარხარ და არც მეყვარები! გასაგებია? - იღრიალა ტასომ. - წადი! -თქვა ჩახლეჩილი ხმით თორნიკემ. ტასოც გამწარებული შებრუნდა და გარეთ გავარდა. - არ მჯერა! - დაიჩურჩულა დემემ. - ჯანდაბააააააააააააა! - იღრიალა თოკომ. თან ცრემლები მოსდიოდა ერთიანად აწითლებულიყო და ძარღვები დაჭიმვოდა. შემეშინდა ასეთი თორნიკესი, შემეშინდა დაშემეცოდა. განადგურებული იყო. ხომ ვიცოდი როგორც უყვარდა ტასო. მაგრამ ის ამ სიყვარულს არ იმსახურებდა. * * * ამ ყველაფრის შემდეგ ორი კვირა გავიდა. თორნიკე საშინელ დღეში იყო, ბავშვები შოკში იყვნენ. არ ჯეროდათ, რომ ტასო ამის გამკეთებელი იყო, მაგრამ როცა ერთ-ერთ კაფეში შევიკრიბეთ ყველა თორნიკეს გასამხნევებლად, სწორედ მაშინ დავინახეთ ტასო ვიღაც კაცთან ერთად. თორნიკეს რეაქცია? საშინელება. საშინელი ტკივილი აღბეჭდვოდა სახეზე, ბავშვებიც უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდენ. თურმე ადამიანს, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში „მეგობრა“ თვლიდნენ, სულ სხვა ვინმე ყოფილა. სხვა პიროვნება. ეს არ იყო ის ტასო, რომელსაც ისინი იცნობდნენ. ეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი იყო... გამარჯობა ბავშვებო. ძაააააააააააააააააალიან დიდი ბოდიში, რომ ასე დავაგვიანე, უბრალოდ აზკაბანში ვიტანჯებოდი ( მიმხვედრი მიხვდება :3 ) ნუ მოკლედ, ყველანაირად ვეცდები ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ჰოდაამ ველი კომენტარებს! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.