შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (11-12)


28-02-2016, 01:10
ავტორი lipsspil
ნანახია 9 767

დოლიძემ ფრთხილად ჩასვა თამთა მანქანაში და სახლში წაიყვანა. მძინარე აიყვანა კიბეზე, ოთახის კარი ფეხით გააღო და აივანზე, მოქანავე დივანზე მიაწვინა. მიიყუდა და პლედი გადააფარა. გოგონას მშვიდად, ძალიან მშვიდად ეძინა,მთვარე და გარე განათების მკრთალი შუქი საოცარ ელფერს მატებდა თამთას ისედაც ულამაზეს, დახვეწილ სახეს. მისი თმა მუხლებზე ეფინა თორნიკეს და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ეფერებოდა კულულებზე, მხრებზე, სახეზე. სუნთქვა შეუგუბა გოგონას მხურვალე სხეულმა. ყველაფერს მისცემდა, რომ ახლა სხვა სიტუაციაში ჰყოლოდა ეს ლამაზმანი და მისი ალერსით და სურნელით დამტკბარიყო. მისთვის უჩვეულოდ, უხმოდ ჩასჩერებოდა თამთას და გრძნობდა, რომ თავის შეკავება აღარ შეეძლო! მისი სახე თავისკენ მიიბრუნა და მიიახლოვა. “რა უმწეოა და ჩემზე მონდობილი..არა, ესე არა!” გაიფიქრა, თუმცა გაფიქრებისთანავე დაეწაფა თბილ, ვნებიან ტუჩებზე. კოცნიდა ფთხილად, აუჩქარებლად, გაჩერება აღარ შეეძლო, მისი სურნელი თავბრუს ახვევდა და თანდათან უფრო უბინდავდა თვალებს, გონებას.. დაუმორჩილებელს ხდიდა მის სხეულს. ყველა კუნთი დაეჭიმა სხეულზე, უკვე აღარ შეეძლო ნაზად ეკოცნა, ღონივრად მიიკრა მკერდზე და იგრძნო როგორ შეიშმუშნა თამთა. მაშინვე მოწყდა და წამოაჯინა.. გოგონა ერთხანს გამოფხიზლებას მოუნდა, თორნიკე ცდილობდა აჩქარებული გულისცემა და ათრთოლებული, გახურებული სხეული როგორმე დაეოკებინა.
_​გაიღვიძე? – ჰკითხა და საკუთარი ხმა ვერ იცნო
_​ცუდად ვარ.. – ამოიკნავლა თამთამ და არეული ნაბიჯით გაემართა ტუალეტისკენ. თორნიკემ სასწრაფოდ დატოვა მისი ოთახი სანამ გამოვიდოდა.
მეორე დილით საშინლად უბრუოდა თავი, არაფერი სტკიოდა, მაგრამ თავის აწევა ძლივს შეძლო.. “ეს არის ალბათ “პახმელია”” გაიფიქრა და გონებაში ჩამოთვალა გაგონილი, პოპულარული მეთოდები ნაბახუსევთან საბრძოლველად. ხაში? ნამდვილად ვერ შეჭამდა.. ბორჯომი? იმის გახსენება, რომ ის პატარა გაზის ბუშტები მის ყელში უნდა გამსკდარიყო ცუდად ხდიდა.. მწნილი! ღმერთო არა.. ნამდვილად გული აერევა და ვერაფერს გაიკარებს.. სათვალე გაიკეთა და ძლივს ჩალასლასდა დაბლა, რომ აფთიაქში წასულიყო და რაიმე საშუალება ეყიდა ამ საშინელებასთან საბრძოლველად. დიდად არც ამან უშველა.. რამდენიმე საათი იწვა, შემდეგ უკეთესად იგრძნო თავი და აივანზე გავიდა.
თორნიკე ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა, საკმაოდ გაღიზიანებული იყო. ვახშამი სასადილო ოთახში გააშლევინა, დიდ მაგიდასთან და დამხმარე ქალი თამთას დასაძახებლად გაგზავნა. ვახშამი ჩუმად მიმდინარეობდა, რომ სიმყუდროვე მამაკაცის სიბრაზენარევმა, თუმცა მშვიდმა ხმამ დაარღვია
_​დღეს მამაშენმა ახალი პუბლიკაციით გამახარა
_​რა?
_ სტატია.. – მოკლედ მოუჭრა თორნიკემ, ტუჩები მოიწმინდა და გაზეთი დაუგდო წინ. თამთამ ალმაცერად გახედა დიდიწითელი ასოებით დაბეჭდილ დამაინტრიგებელ და თამამ სათაურს, რომელიც სტატიის წაუკითხავადაც აყენებდა დოლიძეს ჩრდილს. გული აუჩქარდა “მამა რაზე ფიქრობ საერთოდ?!.. ამჯერად საბოლოოდ გააფუჭე ყველაფერი!” გაფიქრება ძლივს მოასწრო, რომ მამაკაცის ხმა მოესმა
_ ამჯერად ძალიან უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამას, ნუ მთლად უმტკივნეულოდ ვერა, თუმცა სასამართლოებში სირბილს მე მაინც ეს მირჩევნია! ცოლად უნდა გამომყვე.. ქორწინებას გავაფორმებთ და ყელანაირი ეჭვი და სიბინძურე გაქრება, მამაშენიც მოეშვება “სიძეზე” შურისძიებას..
_ გაგიჟდი? – შეშფოთებული წამოდგა თამთა – რა გაფიქრებინა!!! შენ უკვე გყავს საცოლე, თორნიკე.. მართლა დიდი იმედი მაქვს ამას სერიოზულად არ ამბობ.. – ეჭვნარევი, გაფართოებული თვალებით მიაჩერდა გოგონა და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც შეაჩერა
_ რატომ, მამაშენი თუ ასე დაუნანებლად იმეტებს ქვემეხებს ჩემი რეპუტაციის გასანადგურებლად და სახელის შესალახად მე რატომ არ შემიძლია ისე გავცე პასუხი, როგორც მე მინდა და როგორც ყველასთვის უკეთესი იქნება?
_​თუნდაც იმიტომ, რომ შენ გაცილებით საღი გონება გაქვს..
_​ნუთუ – ჩაურთო თორნიკემ
_​..და იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი ტვირთი იქნება შენთვის, არ გაწყობს..
_​მე სხვანაირად ვფიქრობ!
_ თორნიკე თქვენ საცოლე გყავთ! ეს არაფერს ნიშნავს?? ნუ გააფუჭებ ამ ურთიერთობას, სხვა ხერხს მივმართოთ, პირობას გაძლევ ყველანაირად გვერდში დაგიდგები! მისი საქციელი მართლა აღარაფერს ჰგავს უკვე, მარაზმია! თვითონ მეზიზღება თავი ასეთ სიტუაციაში, დარწმუნებული იყავი, რომ შევძლებ გავაჩერო!
_ გვიანია მშვენიერო! მე ოჯახი მყავს ზურგს უკან.. შენ წარმოიდგინე მამაშენისგან განსხვავებით მამაჩემს აინტერესებს ჩემი მომავალი და ახლა ამ სტატიების წაკითხვის მერე მსუბუქად რომ ვთქვა ალბათ ღელავს. ჰოდა შეეგუე იმას, რომ არანაირ საფუძველს არ დავუტოვებ არავის და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ეს სისულელეები დაიჯერონ თუნდაც არასასურველ ქალზე მომიწიოს დაქორწინება!
_​აი მეც მაგის თქმა მინდა! რას ფიქრობ ხალხზე რომელიც შენს ზურგს უკან დგას? ეს ამბავი გაჟონავს! შენმა მეგობრებმა ხომ იციან, რომ სხვა საცოლე გყავს? მათ კი არა ეგ ყველამ იცის!
_​უღიმღალო არგუმენტებს შეეშვი! გუშინ ის იყო საცოლე ახლა შენ ხარ, არ გაგიგია ესეთი შემთხვევები? დანარჩენს ყველაფერს თვითონ მივხედავ! უკვე ვიფიქრე ამაზე
_​აჰა.. გუშინ ოლია დღეს მე! იქნებ მამამისმაც რაღაც სტატია დაწერინა შენზე საკუთარი ქალიშვილის შენი მუსუსი კლანჭებიდან გამოსახსნელად?
_ იქნებ ბოღმა გალაპარაკებს ამას? რამდენიც გინდა იტლიკინე, უახლოეს კვირებში დევჩატნიკი დაგეგმე და მერე შეგიძლია ფეისბუქზეც შეცვალო ურთიერთობის სტატუსი! – თამთა მდგომარეობიდან გამოვიდა, დოლიძე ისე ელაპარაკებოდა, როგორც რიგით წიკვინა თინეიჯერს და ისე, რომ თვითონაც არ მოელოდა საკუთარი თავისგან სილა გააწნა. თორნიკე გაცოფდა, ნესტოები დაებერა, მკლავში ხელი წაავლო და ჩასისხლიანებული თვალებით ჩააშტერდა სახეში
_ აი ამას აღარასოდეს გაბედავ! ეს დაიმახსოვრე!!! – და მთელი ძალით,უხეშად დააცხრა ტუჩებზე სილის საპასუხოდ. ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა მათი ჭიდილი კარის ხმას რომ არ გამოერკვია. სწრაფად მოშორდნენ ერთმანეთს და კართან საოცრად დახვეწილი, მოხუცი ქალბატონი დაინახეს, ნატიფი ნაკვთებით, კლასიკური ვარცხნილობით და საოცარი გემოვნებით შერჩეული სამოსით.
_​ლია, რატომ არ მითხარი ჩამოსვლას თუ აპირებდი? – გულწრფელი ღიმილით მიესალმა დოლიძე და ლოყაზე აკოცა
_​უკვე ძალიან ვნერვიულობდი შენზე შვილო..იმდენ რამეს წერენ..
_ კარგი რა.. არ იცი ამათი ამბავი? – ქალი ინტერესით მიაჩერდა კედელთან ატუზულ, საოცრად ბუნებრივ, სახლის ფორმაში გამოწყობილ თამთას, თმა რომ სასაცილოდ გაჩეჩვოდა თორნიკესთან ჭიდილის შემდეგ და უხერხულობა კიდევ უფრო მატებდა სილამაზეს. თორნიკეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
_ ლია ეს თამთაა.. ასე მოულოდნელად არ მინდოდა წარდგენა, შენი მომავალი რძალი – თამთას საშინლად აუჩქარდა გული, სურვილი გაუჩნდა მაშინვე ეყვირა ტყუისო, მაგრამ თორნიკეს გაფრთხილებააღბეჭდილ სახეს რომ შეხედა ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. ნიკაპი აუკანკალდა ნერვიულობისგან. მოხუცს უცებ საოცარი სითბო დაეფინა სახეზე, გოგონას მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. თამთამ თორნიკეს გახედა მუდარის თვალებით..მისმა შეუვალმა სახემ აიძულა აკანკალებული ხელი თვითონაც გაეწვდინა ქალისთვის.
_​მე თორნიკეს ბებია ვარ შვილო, სასიამოვნოა.. – თბილად დაუქნია თავი და ხელზე მოეფერა.
ძლივს ალასლასდა ოთახში და ძალაგამოცლილი გადაესვენა საწოლზე.იმის ძალაც არ ჰქონდა დაძალებულ კოცნაზე გაბრაზებულიყო.. საათიც არ იყო გასული, რომ კარზე თორნიკეს კაკუნი შეიცნო.
_​ამას რატომ აკეთებ – ჰკითხა გულწრფელად ნაწყენი ტონით და ყელში მობჯენილი ბირთი ძლივს გადაყლაპა
_​გამეორება არ მჩვევია!
_​მაშინ რა ჯანდაბისთვის მოხვედი?!..
_ მინდა გაგაფრთხილო, რომ სისულელე არ გააკეთო და ლიას არაფერი უთხრა მამაშენის გულისამრევ ს..რობებზე! ..და არაფერზე საერთოდ გესმის? ორი წლის წინ სტიმულატორი ჩავიდგით გულში.. ოდნავადაც რომ ინერვიულოს იცოდე მარტო შენზე დაქორწინებით არ შემოვიფარგლები! დეა-ბუდიანად არ დაგინდობთ და გასაქცევად გაგიხდით საქმეს თუ გაასწრებთ რა თქმა უნდა!!! — დოლიძე მიუახლოვდა გოგონას და თითი ცხვირთან მიუტანა — ამას მთელი სერიოზულობით გეუბნები!!! რამის წამოროშვით მარტო იმას მიაღწევთ, რომ ის ქალი წეღან დაუმსახურებლად თბილად რომ გელაპარაკებოდა ცუდად გახდება რბილად რომ ვთქვა.. შენზე დაქორწინებას არ გადავიფიქრებ ამაში დარწმუნებული იყავი! რაიმეს თქმა ხომ არ გინდა?!.. – თამთას ძალიან უნდოდა ყველაფერი ეთქვა რასაც ფიქრობდა და გრძნობდა, გაერტყა, ეყვირა, ეტირა, მთელი სიბრაზე ამოენთხია!.. მაგრამ ისევ ვერ შეძლო ხმის ამოღება..
_​კარგი გოგო ხარ! – მისი ნიკაპი ხელში მოიქცია თორნიკემ, მოჩვენებითად გაუღიმა და ოთახი დატოვა.
არასოდეს უგრძვნია თავი ასე უძლურად, ასე უფუნქციოდ! გზას ვეღარ ხედავდა საერთოდ! არ იცოდა რა მოელოდა..ნებისმიერი წვრილმანი თვალისდაბნელებამდე აშინებდა! სიტყვებს ვერ პოულობდა როგორ შეეფუთა და დაემალა ეს ყველაფერი.. ჩანთა აიღო და ლამის სირბილით დატოვა სახლი. “ახლავე მივახარებ ჩემს “ბედნიერებას” მამიკოს!!!!!! აუცილებლად ვეტყვი, რომ საშინლად უბედური ვარ, რომ ჩემი ცხოვრება სავარაუდოდ მალე დასრულდება და ეს მარტო მისი ბრალია!!!” მტკიცედ გადაწყვიტა გულში და ტაქსის უკანა საზურგედან ოდნავ წამოიწია, ეჩქარებოდა სახლში მისვლა, რომ ამ აურზაურის ამტეხისთვის ყველაფერი შეულამაზებლად მიეხალა სახეში. მამა სახლში არ დახვდა..
_ დედა დაურეკე სასწრაფოდ მობრძანდეს! მართლა სერიოზული საქმე მაქვს.. უნდა გავახარო! – დედა ძალიან ნანერვიულები ჩანდა, დასიებული თვალებით, მოუწესრიგებელი თმით და მისდაუნებურად დაკლებულიო რამდენიმე კილოგრამით..თითქოს დაბერებულიყო. დედა ძალიან შეეცოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლო.
_ მეტი აღარ შემიძლია დედიკო.. ყოველ წუთს და წამს იმას წარმოვიდგენ, რომ უცხო კაცის სახლში ათენებ და აღამებ და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია! დედა ვარ და ვერ გიცავ! მამაშენისგანაც ვერ დაგიცავი.. სიცოცხლე აღარ მინდა!.. – ატირდა დედა
_ ჰო, მართალი ხარ! მაგრამ წუწუნის ფუფუნება დიდი ხანია აღარ მაქვს დე, მინდა იცოდე, რომ დოლიძემ ჩემზე დაქორწინება გადაწყვიტა! გუშინდელი სტატიის მერე.. და ეს ყველაფერი მამაჩემის ბრალია! იცი რას ვერ ხვდება? სულ რომ თავის ნებაზე მიეშვა მის თვალში ბაბნიკად შერაცხული ნაბი.ჭ.ვარი ამაზე უარესს მაინც ვერაფერს გააკეთებდა! ახლა ჯიბრით იქცევა ასე.. ახლა თავისი ნების გარეშე, მამას სტიმულირებით გადადის ზღვარს და თავსაც იღუპავს ოღონდ რეპუტაცია შეინარჩუნოს და სკანდალი და ხმაური თავიდან აირიდოს! მე რომ მანადგურებს ეს უკვე საერთოდ ვიღას აინტერესებს! იმდენი ქნა განტევების ვაცი მაინც მე გავხდი! – ძალიან ეცადა არ ეტირა..დედა ისედაც საშინლად ნერვიულობდა
_​თავს მოვიკლავ! ვეუბნებოდი!!!! შენ რა გესმისო! შენ მაგას არ იცნობო.. შვილი გამაუბედურებინა.. – ხმით ატირდა ნინო. ცოტა ხანში თემური მოვიდა. თამთა სარკასტული ღიმილით დახვდა კართან და მიახალა
_ გილოცავ მამიკო!!! ქალიშვილი “გიბედნიერდება”, ალბათ ყოველთვის გინდოდა მდიდარი სიძე, ჰოდა აგისრულდა!!! — თემური გაშრა.. გოგონას ხმა აღარ ამოუღია, დანარჩენი ნინომ თქვა.. ოღონდ მისი ჩვეული სიმშვიდე სადღაც გამქრალიყო.. აფთარივით იყო.. ბოლო ხმაზე ყვიროდა.. თემური სავარძელში ჩაეშვა და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს..
_​ყველაფერი კარგად იქნება მამა.. დამიჯერე არ მივცემ ამის უფლებას!
_ მამა გეყოფა! დავიღალე უკვე.. შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?!.. რას აიძულებ? ეს არ გეყოო? იქნებ მაშინ მაინც დაწყნარდე ერთ დღესაც შემთხვევით მოკლულს რომ მიპოვიან..მანამდე არ დაისვენებ? დროა გააცნობიერო, რომ ჯანდაბაში ვართ!!! და ნუღარ გაამწვავებ ყველაფერს.. დავიღალე უკვე.. სიცოცხლე აღარ მინდა გესმის? – მშვიდად ვეღარ გააგრძელა, საშინელ ისტერიკაში ჩავარდა.. რაც აქამდე ნაგროვები ჰქონდა ერთბაშად ამოანთხია მამაზე.
_​მე დავურეკავ მაგ ვაჟბატონს.. მუხლებში ჩავუვარდები, რომ ეს არ გააკეთოს.. – გოგონამ მამის ხმაში უმწეობა შენიშნა
_​დაურეკე!! ახლავე დაურეკე.. მთელი ცხოვრება მოახლედ დავუდგები.. მთელი ცხოვრება მასზე ვილოცებ ოღონდ ბავშვს დაანებოს თავი თემურ, გემუდარები..
ემოციებით და ტირილით გაჯერებულ ოთახში ერთი უმწეო გადაწყვეტილება გაჩნდა..უღიმღამო თხოვნა შეწყალებაზე, თხოვნა, რომელიც წინასწარ უარისთვის იყო განწირული. დოლიძემ რა თქმა უნდა უარი თქვა..
უკანა გზაზე ხმა არ ამოუღია, თავი მანქანის მინაზე ჰქონდა მიდებული და არაფერი უნდოდა ამ ქვეყნად.. “ყველაფერს გავუძლებ!.. რაც არ მკლავს ყველაფერი მაძლიერებს!რაც ხზდება ყველაფერი უკეთესობისკენ! ეს ღმერთის ნებაა.. უამისოდ არაფერი ხდება..” თავში ატრიალებდა გადამრჩენელ ფრაზებს. მამაკაცს შეუმჩნევლად არ დარჩენია მისი “გადარჩენისთვის ბრძოლა”
_ უარესებიც ხდება.. – ძალიან მშვიდად უთხრა და გზის ყურება განაგრძო. პერიფერიულად მაინც შეამჩნია უჩუმრად როგორ მოიწმინდა თამთამ უნებართვოდ გადმოვარდნილი ცრემლი. სახლში მისვლისას მამაკაცმა მხრებში ხელი მოკიდა და თავისკენ მიაბრუნა
_ გაფრთხილებ!.. მეტი გზა არ გაქვს..უარესის გაკეთებას ნუ მაიძულებ – მის ხმაში სარკაზმი აღარ იგრძნობოდა.. “ნუთუ თვითონაც არ აქვს უკან დასახევი გზა?” გაიფიქრა და შეხედა. მამაკაცს დამცინავი ტონი მოეშორებინა და სრული სერიოზულობით ელაპარაკებოდა “ღმერთო..აი როგორ კვდება უკანასკნელი იმედი, რომ ეს თამაში მობეზრდება და თავს დამანებებს.. ალბათ მართლა იქორწინებს ჩემზე”.. როგორც ყოველთვის სწორი იყო!
საღამოს ქალბატონმა ლიამ ჩაიზე დაპატიჟა.. თამთას სიტუაცია უკვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, ამიტომ დრამატიზების გარეშე ჩაიცვა, მაკიაჟი და საიდანღაც მოტანილი ღიმილი გაიკეთა და კიბეზე დაეშვა. ჩრდილში, პატარა მაგიდასთან დახვეწილი მოხუცი მოკალათებულიყო და გოგონას ელოდა.. თამთას შერცხვა კიდეც მისი.. “იფიქრებს, რომ ერთად ვართ.. მე ხომ მის სახლში ვცხოვრობ.. ის წინა თაობიდანაა.. ღმერთო რა სირცხვილია..” მაგიდას მიუჯდა და ხელები კალთაში ჩაიწყო
_ დაგისხა შვილო? – თბილად შეხედა ლიამ, გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი – არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო ჩემთან.. მე და თორნიკეს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა.. ძალიან გავს მამამისს, ის კი მე გავზარდე.. ყველა უმნიშვნელო დეტალიც ზეპირად ვიცი მის შესახებ. ნუ ეტყვი, მაგრამ შენ იცოდე..ძალიან ვამაყობ მისით.. – “ყველაფერი არ გცოდნია” გაიფიქრა თამთამ და მოსმენა განაგრძო
_ როგორი მშვიდი და თავშეკავებული ხარ, მეწყინება თუ ვიგრძნობ, რომ ისევ უხერხულად გრძნობ თავს ჩემთან.. დამიჯერე საბჭოური გადმონაშთი ნამდვილად არ ვარ – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ლიამ, გოგონას გულიანად გაეღიმა
_ არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რომ თოკოს არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა, მაგრამ გულწრფელად გეტყვი მოლოდინს გადააჭარბა. საოცრად მშვიდი, დახვეწილი, სიცოცხლის მოყვარე და მზიანი გოგო ჩანხარ.. ამაში არასოდეს ვცდები
_​მზიანი ნამდვილად ვარ – გაიღიმა თამთამ და ულამაზესი ქერა კულული აიპრიხა
_ ეგ უბრალოდ მეტ ელფერს გმატებს – გაეცინა ქალს – უმაგისოდაც მზიანი ხარ. თუ მოხუცთან საუბრით გაბეზრდები არ მოგერიდოს ძალიან გთხოვ.. ვიცი თორნიკე არასოდეს მომიყვება, თუ სურვილი გაქვს მერე შენ მიამბე თქვენი ამბები
_​არ ვიცი რა გიამბოთ.. ძალიან დიდი ხანი არ არის რაც ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა ასე მოხდა..
_​ყველაფერი ღმერთის ნებაა შვილო
_​მეც ამის იმედი მაქვს – ყელში ბურთი მოებჯინა თამთას.
************
იმ წუთას იგრძნო, რომ მისი ერთადერთი იმედია ლია იყო, ეს სანდომიანი, მოხუცი ქალი, სამოციანი წლების კეთილშობილ ინტელიგენტს რომ მოგაგონებდათ. შეუძლია ახლავე მოუყვეს ყველაფერი! ახლავე და აღარ მოუწევს ცოლად გაყვეს სრულიად უცხო მამაკაცს, რომელიც შურისძიების გამო და სახელის მოსაწმენდად იყენებს თამთას და ამაში უშუალოდ თამთას ბრალი არ მიუძღვის! მაგრამ ეს ყველაფერი ხომ არც თორნიკეს ბრალია.. როგორ უნდა იყოს ასეთი ეგოისტი, როცა თავმოყვარეობაც და რეპუტაციაც ზუსტად მამამისმა შეულახა დოლიძეს..თან ზუსტად თამთას გამო..
_​კარგად ხარ? – ფიქრებიდან ქალის მშვიდმა, მზრუნველმა ხმამ გამოარკვია და მიხვდა, რომ ცოტაც და ატირდებოდა. თვალი არ დაახამხამა..იცოდა მაშინვე გადმოსცდებოდა ცრემლი და ბოლო ძალები მოიკრიბა
_​დიახ.. რომელიღაც მცენარეზე ალერგია მაქვს, არადა ძალიან მიყვარს ბუნებაში ყოფნა
_​ალბათ დაგღალე შვილო, მეც ძილი მომერია, წავიდეთ დავისვენოთ.. — ზურგზე ხელი მოუთათუნა და შინისკენ შეუძღვა. როგორც კი გოგონამ კიბე ბოლომდე აიარა, მაშინვე თორნიკეს სამუშაო ოთახისკენ გაემართა.
_​მოდი ლია..
_​შენც მოგიტანე შვილო ყავა
_​მადლობა, გამოვიდოდი მე თვითონ
_​თორნიკე საქმე მაქვს შენთან.. ცოტა დროს დამითმობ?
_​ყველაზე მეტს – თბილად გაუღიმა და გვერდით მოუჯდა
_ ვიცი საუკეთესო ბიჭი ხარ.. ამაში ეჭვი არ მეპარება, ისიც ვიცი, რომ ჟურნალისტებს ძალიან ბევრი ცუდი რამის გაკეთება შეუძლიათ და ისეთ რამეებს გაბრალებენ, რასაც არ იკადრებდი, მაგრამ მე შენი პოზიცია მაინტერესებს..
_ ყველაფერს თვითონ გაეცი პასუხი, სათქმელი აღარ დამრჩა.. ახალგაზრდა, წარმატებული, მათივე თქმით ყველაფერზე წამსვლელი და მაფიოზი ბიზნესმენი უდრის მსუნაგ, მექალთანე ვირიშვილს, სულ ეს არის.. – ხელები გაშალა და გაიღიმა
_​ეს სისულელეა ალბათ..
_​ალბათ?
_​მაგრამ..მაგრამ! მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს ახლა..
_​..და მას თამთა ჰქვია? – გაიცინა თორნიკემ
_ თამთა ჰქვია და შენს სახლში ცხოვრობს შვილო.. არ გეგონოს დროს ჩამოვრჩი და არ მესმის საცოლე და საქმრო ხანდახან ერთადაც ცხოვრობენ, მაგრამ ეს ისე უცბად მოხდა.. ისე მივიდა ყველაფერი აქამდე რომ ჩვენ არ ვიცოდით.. ძალიან ვნერვიულობ თამთაზე.. მას აქ ყოფნა არ უხარია
_​ეს თვითონ გითხრა?
_ ქალს ცრემლს რომ შეამჩნევ ზედმეტად აღარ უნდა ალაპარაკო.. ვიცი ძნელია მისთვის ყველაფერი.. არ მჯერა, რომ აქ მისი ნების საწინააღმდეგოდაა.. შენ ჭკვიანი კაცი ხარ და არ უნდა გჭირდებოდეს იმის კითხვა რა მითხრა მან..
_​მართალი ხარ ლია! არ უნდა მჭირდებოდეს.. შენ არაფერზე ინერვიულო, არც ისეა ყველაფერი, როგორც ჩანს დამიჯერე.. თვითონ ნახავ!
_​ჩემს გულს ნუ უფრთხილდები შვილო..შენსას გაუფრთხილდი, მისას!! ცოტა ჰაერზე გავალ, გავისეირნებ, თავს გავიხალისებ..
მამაკაცი თამთას ოთახისკენ გაემართა, დაუკაკუნა და ეგრევე შევიდა. თამთა აბაზანიდან ახალი გამოსული იყო, სველი თმა მხრებზე დაფენოდა და თეთრი პორსახოცი სხეულს ძლივს უფარავდა
_​არ შემოხვიდე! – დაუძახა გოგონამ და მიმოიხედა, რომ რაიმეს ამოფარებოდა
_​ქორწინებამდე მამაკაცის წინ პირსახოცით დგომას არ ეთანხმები?
_​რამე გინდოდა? – დოლიძე მისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა, წინ დაუდგა და თვალი გაუსწორა
_​იტირე?
_​თვალში საპონი ჩამივიდა..
_ ჩაის სმის დროსაც საპონი ჩაგივიდა? – თამთას ხმა არ ამოუღია – მე შენ გაგაფრთხილე თამთა! მაგრამ ფეხებზე დაიკიდე ჩემი გაფრთხილებაც და იმ ქალის მდგომარეობაც.. რის მიღწევა გინდა ამით.. სათქმელი ბოლოდე გასაგებად ვერ გითხარი?!.. – თორნიკემ კიდევ გადადგა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი, გოგონამ უკან დაიხია, მაგრამ სკამს დაეჯახა. დოლიძე მისკენ სვლას განაგრძობდა.. თამთამ მარჯვენა ხელისგული მკერდზე მიაბჯინა..
_ მე არაფერი მითქვამს, გეფიცები..დედას გეფიცები.. არაფრის მიღწევას არ ვცდილობ.. მართლა არაფერს ვცდილობ..ისედაც საკმარისია ეს ყველაფერი ჩემთვის.. – ხმა აუთრთოლდა, თორნიკე მიხვდა გოგონას ძალიან შეეშინდა
_ ლია გამოცდილი ქალია!.. უკეთესად მოგიწევს თამაში სანამ ჩვენთან არის სტუმრად! — “ჩვენთან” მაშინვე დაიჭირა თამთამ ეს ფრაზა, უნდოდა რაიმე მწარე ეთქვა, მაგრამ ეშინოდა მისი ქცევის, მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში
_​არ ვიცი რა გავაკეთო მეტი?
_​ისე უნდა მოიქცე, როგორც აქ შენი ნებით გადმოსული შეყვარებული ქალი! ეტყვი რაიმეს თუ არა ხომ ხედავ რომ არაფერს ცვლის? მთავარია როგორ მოიქცევი..
_​ალბათ აჯობებს დირექტივები თვითონ მომცე.. – მამაკაცმა ვნებიანი თვალებით ახედ-​ჩახედა მას და უფრო ჩუმი ხმით უპასუხა
_​არ გირჩევ თუ არ გინდა, რომ ორი მეტრით მარცხნივ გადაინაცვლო, ოდნავ შემაღლებულ ადგილზე.. – თამთამ ჩუმად გააპარა თვალი საწოლისკენ და სიმტკიცე მოიკრიბა
_​..ჰოდა კეთილი ინებე და დატოვე ეს ოთახი
_ შეშინებული უფრო მომწონდი – ცალყბად გაიღიმა და ოთახიდან გავიდა. “შენ ყველა მაშინ მოგწონს, როცა შეშინებულია” გაიფიქრა თამთამ და ტელეფონის ხმა მოესმა “დილით გარდენიაში მივდივართ” გაანათა ეკრანმა “ესეც დირექტივა” გაიფიქრა ისევ და სარკეს მიუჯდა.
დილა არაჩვეულებრივი გათენდა, მზიანი, მშვიდი.. თამთამ ტელეფონს დახედა “ჩამოდიხარ?” ამოიკითხა და კარისკენ დაიძრა.
_ მოვდივაარ.. – დაუძახა და კიბესთან მივიდა, თორნიკე და ლია კართან იდგნენ და ელოდებოდნენ. თამთას მოკლე, საზაფხულო კაბა ეცვა, თეთრი, ქვემოთ ჭრელი ყვავილებით გაწყობილი.. ფერადი ბალეტკები ამოეცვა და თმაც ფერადი ლენტით შეეკრა. პატარა ჩანთა ჯვარედინად გადაეკიდა და ჟაკეტიც არ დავიწყებოდა.. ძალიან ბუნებრივი და ლამაზი იყო.. მხიარულად ჩაირბინა კიბე და თორნიკეს მიეჭრა
_ წავედით – მიაფრქვია ღიმილი და ლოყაზე აკოცა.. მამაკაცი მოულოდნელობისგან ერთხანს გაშეშდა, თამთას უნაზესი სუნამოს სურნელი ცოტა რომ გაიფანტა აზრზე მოვიდა, მანქანისკენ დაიძრა და ჩაჯდა. თანდათან უფრო დაცხა, მაგრამ შემაწუხებლად არ ცხელოდა, პირიქით, მცენარეების და ხეების ჩრდილში სეირნობას უფრო სასიამოვნოს ხდიდა. ადმინისტრაცია მათ ღვინით და ხილით გაუმასპინძლდა, ლიამ რამდენიმე ნარგავი გადაადებინა შესაძენად. თორნიკე მოშორებით იდგა და კატალოგს ათვალიერებდა, დროდადრო თვალს აპარებდა თანმხლები ქალებისკენ და უფრო და უფრო უჭირდა თვალი მოეწყვიტა მცენარეებს შორის ჰაერივით მოფრიალე თამთასთვის, რაღაც ძალას საოცრად რომ გაეხალისებინა, გიდს დაყვებოდა და გულიანადაც იცინოდა. ცოტა ძნელიც იყო მისი ყვავილებისგან გარჩევა ისეთ ფერებში გამოწყობილიყო, მზის სხივები თმას კიდევ უფრო უოქროსფერებდა.. თორნიკეს თვალს არც ის გამორჩენია ერთ-ერთმა მეყვავილემ თმაში რომ ყვავილი დაუბნია. ფოტოების გადაღების და შეძენილი მცენარეების მოვლის ინსტრუქციების შემდეგ ბაღი დატოვეს
_​მოგეწონა? – ჰკითხა თორნიკემ
_​ძალიან – ისევ შესცინა გოგონამ
_ არაჩვეულებრივი ბაღია! არც ვიცოდი ასეთი აქ თუ იყო, მართლა ძალიან მომეწონა – თამთას თვალი ჩაუკრა ლიამ და მანქანისკენ წავიდა. – მე სადმე ჩამომსვით შვილო და წადით თქვენ სადაც გინდათ, მე დავისვენებ
_​არა ჩვენც დავისვენებთ, ხო? – გახედა გოგონამ მამაკაცს
_​ნება თქვენია – ღიმილით დაძრა მანქანა სახლისკენ.
_​საღამოს გინახულებთ – ხელზე ხელი მოკიდა თამთამ ქალს და გაუღიმა
_​სიამოვნებით ჩემო ტკბილო – აკოცა მოხუცმა ხელზე და გაუღიმა
– მანამდე ჩვენც დავისვენებთ, ნარგავებს შენ თვითონ გადაიტან თუ ვუთხრა ვინმეს?
_ საღამოს გადავიტან შვილო, წადით თქვენ – ხელი აუქნია და წავიდა. ლიას წასვლას ელოდებოდა თამთაც, მაშინვე შებრუნდა და კიბეს აუყვა. ოთახში შესულმა ჩანთა მოიხსნა და სკამზე მიკიდა. ჩამოჯდა და ლენტის მოხსნა დაიწყო თმიდან
_​ღია დაგრჩა – თამთამ თმას ხელი გაუშვა და მოიხედა, ზღურბლზე თორნიკე იდგა და კედელზე მიყუდებულიყო.
_​ხდება რამე?
_​შენი გამხიარულების მიზეზი მაინტერესებს..
_​შენი გუშინდელი დავალება – მხრები აიჩეჩა თამთამ და თმის დაშლა განაგრძო
_​კარგად გამოგივიდა – აღნიშნა მამაკაცმა და ოთახისკენ დაიძრა — თუმცა კოცნა არ დამივალებია..
_​დამაჯერებლობა დამავალე! ახლაც დამავალებ თუ დასვენების საშუალებას მომცემ
_​მადლობა.. – თამთა გაშეშდა, ნუთუ სერიოზულად უხდის მადლობას? გუშინ კინაღამ გაბრდღვნა, ახლა მადლობას უხდის? სკეპტიკურად მიაჩერდა
_​..მისი პატივისცემისთვის – დაასრულა თორნიკემ და ოთახი დატოვა. გასვლა და ტელეფონის ახმაურება ერთი იყო. ვაკო რეკავდა..
_​სად დაგვეკარგე.. უკვე ვნერვიულობთ შენზე, რაღაც იდუმალებიც მოცული გახდი
_​არა რას ამბობ, მართლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს და რაღაც ძვრებიც
_​რას გულისხმობ?
_​ისე.. საერთოდ..
_​მინდა გნახო.. მაშინ ვერ გელაპარაკე, საქმე მაქვს რაღაც
_​ვაკო სიმართლე გითხრა..
_​თამთა! არაფერს გეტყვი ისეთს, რაც არ მოგეწონება, საქმე მაქვს მართლა..
_​კარგი.. რვაზე გნახავ..
_​გამოგივლი
_ არა თვითონ მოვალ, მარაქეშში.. – ტელეფონი გათიშა და წიგნი აიღო. კითხვაში დრო მალე გავიდა, არავის დაუძახია, დამშვიდება მოასწრო. საღამოსკენ სახლიდან გავიდა, არც გასვლისას შეხვედრია ვინმე. თავისუფლად მიაბიჯებდა ტროტუარზე და ბედნიერი იყო, რომ დაძაბულობა მოეხსნა. “ყოველ საღამოს ვივლი ფეხით..” გადაწყვიტა და კიბე ჩაირბინა. ვაკო კაფესთან ელოდებოდა. ერთმანეთი მოიკითხეს და დასხდნენ
_​მართლა ძაან დაიკარგე..
_​ჰო, ჯგუფელები ისე ხშირად ვეღარ ვიკრიბებით, ყველას ჩვენი საქმე გვაქვს
_​ჯგუფელებს არ ვგულისხმობ..მომენატრე..
_​ვაკო
_​კაი რა იყო, მომენატრე რა მოხდა? ის ტიპი ვინ იყო მაშინ?
_​არ იცნობ შენ
_​საასრგებლო ინფორმაციაა, მაგრამ ვიცოდი — გაიცინა ბიჭმა, თამთაც აყვა
_​ახლობელია ჩემი, ნუ დამაკონკრეტებინებ – კოქტეილი ლამის ბოლომდე ჩაცალა,ბიჭმა მეორე შეუკვეთა
_​თქვენს შორის რამე ხდება?
_​სხვა თემა მირჩევნია.. და მაგარი კოქტეილი
_​არეული ხარ..ხომ იცი შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს! ის როჟა თუ გაწუხებს და რაღაც ჩვენც შეგვიძლია რაღაც
_​არა რა სისულელეა..ამაზე სალაპარკოდ მომიყვანე?
_ მაგაზეც, მაგრამ მეორე თემაზე ჭედავ და.. თათუ ერთხელ და ორჯერ არ მითქვამს შენთვის და კიდევ გეტყვი.. შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, ხომ იცი რო ესეა, ნუ მკრავ ხელს და მომეცი საშუალება რაღაც პონტში დაგიახლოვდე.. შენგან არაფერს ვითხოვ, უბრალოდ მე მაცადე..
_​არა, აზრი არ აქვს არაფერს, არც მანამდე და ახლა მითუმეტეს.. ვაკო მე ვთხოვდები..აქ არ უნდა მოვსულიყავი საერთოდ..ვიცოდი იგივე თემას დაატრიალებდი.. წავალ.. – თამთა წამოდგა
_​მოიცა მოიცა რას წახვალ, ერთ წუთს დაჯექი, კაი ვსიო ხმას აღარ ვიღებ მარა რას ნიშნავს თხოვდები.. დოლიძეს მიყვები?
_​იცნობ?
_​მე კი არა ვინ არ იცნობს, მარა შენი ამბავი არ ვიცოდი..
_​არავინ იცის, ხომ გესმის.. და იმედი მაქვს..
_​კაი არ გრცხვენია? – თამთამ მის ხმაში გაოცება ან სინანული ვერ დაიჭირა
_​ისეთი შტაბეჭდილება მრჩება იცოდი..
_ თათუს, ვიცი რა როჟაცაა..ისიც ვიცი შენთან დალაპარაკებას ახლა აზრი არ აქვს, მაინც არ გადაიფიქრებ რაკი ოჯახზე მიდგა საქმე, მაგრამ ისიც მინდა იცოდე რომ არ გთვლი დაკარგულად.. უბრალოდ მზად ვიქნები 24 საათიან რეჟიმში, რომ მოგაკითხო და ჩემთან წამოგიყვანო
_​რას ნიშნავს…
_ იცი შენ რასაც.. ბავშვიც მიხვდება, რომ ტიპი, რომელიც თვეზე მეტხანს ცვეტში ყველაზე მაგარ ქალთანაც არ ჩერდება არც ოჯახს შეინარჩუნებს.. ოღონდ სხვანაირად არ გაიგო..ხომ იცი შენ სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგო ხარ, მარა ეგეთ ტიპებს..
_​კაი გეყოფა.. გულით რომ არ მომილოცავდი ვიცოდი, მაგრამ ფატალური შედეგების წინასწარმეტყველებაც მეტისმეტია! მე წავალ.. მინდოდა ეს ამბავი გცოდნოდა!
_​რაც არ უნდა მითხრა ახლა იცოდე.. ნებისმიერ წუთს მზად ვიქნები წაგიყვანო! შენ ოღონდ მითხარი..
_​ნახვამდის ვაკო! – წამოდგა თამთა, დამშვიდობებისას ბიჭმა შეგნებულად მიუტრიალა სახე, რომ ტუჩებში ეკოცნა..
_​რას აკეთებ გაგიჟდი?!..
_​დამშვიდობება მინდოდა.. დროებით დამშვიდობება
მასთან ჩხუბის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა.. გზა ფეხით გააგრძელა, უზარმაზარი ბამბის ნაყინი იყიდა და შემაღლებულ ადგილზე ჩამოჯდა სიონთან. ბოლოს აქ მეგობრებთან ერთად იყო..ჩიტივით ლაღი და თავისუფალი, არაფერი აშინებდა ამქვეყნად და არც გათხოვებას აძალებდა ვინმე.. ვეღარ გაჩერდა.. დაჩენილი ნაყინი ნაგავში მოისროლა და სახლისკენ წავიდა, სხვისი სახლისკენ..
დაფიქრებული ალასლასდა კიბეზე და კარი გააღო.. მოულოდნელობისგან შეკრთა.. ოტახში ფეხიფეხზე შემოდებული დოლიძე ელოდებოდა
_​სად იყავი?
_​სასეირნოდ, რა იყო?
_​სად..
_​რა ხდება?
_​სად მეთქი! – ხმა ყვირილამდე გაამკაცრა მამაკაცმა, თამთას ხმა არ ამოუღია.. – ვერ გაიაზრე ხო ჯერ რომ დამთავრდა შენი წინა ცხოვრება!
_​ისიც მეყოფა, რომ შენი მომავალი ცოლის სტატუსი მაქვს გასააზრებელი..
_​არა არ გეყოფა! ცოლი მარტო ფურცელზე არ იქნები! ვალდებული ხარ ისე მოიქცე, რომ არ შემარცხვინო..
_​რას გულისხმობ?
_​რას და ქუჩაში ვიღაც ს.ირებთან ზასაობას უნდა მოეშვა! რა არ იცოდი? – თამთა მიხვდა დოლიძე უთვალთვალებდა
_​ჩუმად გამომყევი?
_​აღშფოთებასაც რომ ბედავს უყურე ერთი! დღეიდან სანამ მე არ მკითხავ ფეხსაც არ გაადგამ გარეთ!არც მამაშენთან წახვალ! არც მეგობრებთან და არავისთან საერთოდ!
_​მეტისმეტი მოგდის!
_​ხოო? იმას რატომ არ ეუბნებოდი ამას ტუჩებს რომ გიკოცნიდა? – მამაკაცი მისკენ დაიძრა..თამთამ ისევ ინსტიქტურად დაიხია უკან..
_​იქნებ ვუთხარი კიდეც?!.. და საერთოდ იძულებული რომ ვარ ცოლად გამოგყვე სულაც არ ნიშნავს, რომ სიყვარულის უფლება არ მაქვს!
_​რისი უფლება? – ბრაზისგან გაეცინა თორნიკეს – შენ გგონია ისე მოგაბრძანებდი აქ სანამ არ გავიგებდი ვინმესთან დაწანწალებდი თუ არა?!..
_ ახლა შემიყვარდა! – უყვირა თამთამ – რაც შენ გაგიცანი უნარი მომეცა პირუტყვი ნამდვილ მამაკაცს შევადარო!უკვე მიკვირს მანამდე რატომ ვეუბნებოდი უარს – გაცოფებული დოლიძე წამებში გაჩნდა მასთან, თმაში ხელი წაავლო და თავი უკან გადააწევინა
_ ახლა რაღაცას გეტყვი და დაიმახსოვრე! ეს ყველაფერი მორჩა, დღეიდან “ვერნი” ცოლი ხარ და ერთი რამეც რომ გავიგო მსგავსი – კბილები გააკრაჭუნა და თმაში უფრო მაგრად მოუჭირა ხელი – ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! – ძალიან ახლოს მიუტანა ტუჩები და ისე უთხრა – გასაგებია? – გოგონას ცრემლები წამოუვიდა და თავი დაუქნია – დაემშვიდობე ყოფილ საყვარლებს სანამ მე დავმშვიდობებივარ! – ხელი გაუშვა და კარი საშინელი სიძლიერით გაიჯახუნა.. გოგონა მთელი ღამე ტიროდა..



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ყველა ისტორია დროთა განმავლობაში მაინც იშლება და იქნებ ასე თავებად კი არა, 2-3ნაწილად დაგედო. დაწერილი ხომ გაქვს უკვე ეს ისტორია და მინდა დროზე გავიმეორო:)).

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ახლა წავიკითხე ყველა თავი ერთად და ძალიან მომწონს ჭკუა მეკეტება თორნიკეზე ვაბოდებ love love მალე დადე რა გთხოვ

 


№3  offline წევრი nineli

vaimeee saocraaad momwons <3 mxolod am ostoriistvis shemovdivaaaar... Ar mindaa rom damtavrdeees maleee.... Saocrad kargad wer.... Veliii axaaal taavss :*

 


№4 სტუმარი mrimi

სასწაული ხააააააააააარ love love

 


№5 სტუმარი ემი

აუუუ, მართლა დადე უფრო დიდი თავები, დაწერილი ხომ გაქ და ნუ გვაწვალებ რაააა love

ისე მომეწონე, სხვა ისტორიებიც მინდა, ამის შემდეგ, როგორც ძველი, ასევე ახალი winked

აი რა გითხრა, გემრიელობა ხარ love love

 


№6  offline წევრი ket-kat

გამიხარდა ისევ რომ გამოჩნდი))))) მთლიანად დადე ეს ისტორია და სხვებიც დადე რა გთხოვ))))

 


№7 სტუმარი Teo..

Mtlianad wavikitxe yvela tavi da dzalian momewona.male gaagrzele gtxov.

 


№8  offline წევრი Pepper

ყველა თავი წავიკითხე ერთბაშად
სასიამოვნო წასაკითხია ნამდვილად.
თამთას მამა ნამდვილი იდოტია.საერთოდ ყველაფერი მისი ბრალია.
დოლოძე ჯერ ბოლომდე ვერ გავშიფრე როგორია :დ
თათა ძალიან მეცოდება უტვინო მამის და დოლიძეს ხელში. იმედი მაქვს დოლიძე ცოტა გამოსწორდება,თამთას მამა კი ჭკუას ისწავლის.
მოკლედ მთლიანობაში ძალიან კარგია ველი შემდეგ თავებს <3

 


№9  offline წევრი nini31323

Bravoooo magaria.yvelaze metad is momwons rom gansxvavebulis ityvebit agwer yvelafers titqos mdidari adamianebis cxovrebastan asocirdeba anu realuria ar gavs zgapara da dzaan momwons mokled

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent