შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების წყურვილი 5


28-02-2016, 22:23
ავტორი jinjeri
ნანახია 2 206

მეორე დღეს ადრე გამეღვიძა. საათს რომ შევხედე შვიდი საათი იყო, სანამ გავფრინდებოდით ორი საათი მქონდა დრო ამიტომ არ ავჩქარებულვარ და მშვიდად მივიღე შხაპი, ჩემოდნიდან შავი დახეული ჯინსი, შავი კეტები და თეთრი მაისური ჩავიცვი, ზემოდან ტყავის ქურთუკი შემოვიცვი, თმები კოსად შევიკარი, შავი სათვალეები ხელში დავიჭირე, ტელეფონი და ყურსასმენები ჩანთაში ჩავდე, ჩემოდანს ხელი მოვკიდე და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში შევედი იქ კი ბებო და ტასო გამზადებულები მელოდნენ უკვე.
-დილამშვიდობისა!!! -მე
-მშვიდობა მოგცეს ღმერთმა ბებო
-მორჩი გამზადებას?!-ტასო
-კი მოვრჩი!!!
-ყავას დალევ?!-ტასი
-კი თუ არ შეწუხდები-მე
-რა შეწუხებაა-ტასო ამით შემოიფარგლა ჩვენი დილის დიალოგი..
ყავა დავლიეთ და წასვლის დროც მოვიდა, მისღებში გავედით ჩვენი ჩემოდნები მძღოლს უკვე ჩაედო მანქანაში. გარეთ გასვლამდე სათვალე მოვირგე, კარები გამოვაღე გავედი და დამწუხრებულმა მოვავლე თვალი გარემოს, რომელიც ჩემთვის ყველაფერს წარმოადგენს, ალბათ მკითხავდით მაშ რატომ მიდიხარო!? მე კი გიპასუხებდით...
-მივდივარ რათა დავიმსახურო, ის რაც მე მეკუთვნის კანონით.!!!!
ასე ფიქრებში გავლიე მთელი დრო სანამ აეროპორტამდე მივედით. შემდეგ თვითმფრინავში ჩასხდომაც გამოცხადდა, რეგისტრაცია გავიარეთ და თვითმფრინავში ჩვენი ადგილები დავიკავეთ. თვითმფრინავი აფრინდა. დამთავრდა ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და დაიწყო მეორე, რომელიც არც-ერთ ჩემი ოჯახის დამმგრევს არ უქადდის კარგ მომავალს!!! ისე დაეშვა თვითმფრინავი, რომ ვერაფერი გავიგე. ტასომ გამომიყვანა ფიქრებიდან..
-აილ დაეშვა თვითმფრინავი- ტასო
-კარგი მივხვდი-მე
თვითმფრინავიდან ჩავედით, გასასვლელში ტასოს მშობლები დაგვხვდნენ. მათკენ წავედით, ტასო მონატრებულ მშობლებს გადაეხვია, მე კი მათ შემხედვარეს გამახსენდა ყველა ის მომენტი, როდესაც ჩემს მშობლებთან ვატარებდი და თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ, როგორც ყოველთვის არ მივეცი დადგენილ საზღვრებს გასცდენოდნენ. თამარი და თაზო ჩემსკენ წამოვიდნენ და ჩამეხუტნენ.
-ძალიან ვწუხვარ ჩემო გოგოვ-თამარი ვერაფერი ვუთხარი, მეც ვწუხდი, მხოლოდ მადლობა მოვუხადე გაწეული სამსახურისთვის.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის ვიცი, რომ დაკრძალვის საკითხები თქვენ მოაგვარეთ ასევე იმისთვისაც გიხდით მადლობას, რომ სანამ მე კომაშ ვიყავი თქვენ ბებიაჩემი მარტო არ დატოვეთ!!!....
-რას ამბობ შვილო ეს მხოლოდ მცირედია რისი გაკეთებაც შევძელი-თამაზი
-ახლა კი წავიდეთ რას დავმდგარვართ შუა ცენტრში-თამაზი
ყველა უსიტყვოდ დავემორცილეთ და გასასვლელისკენ გავწიეთ. მანქანაში ჩავსხედით ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ მათ სახლსაც მივადექით!!!! ორსართულიანი სახლია გარედან დიდი ღობით, რომელსაც დაცვა იცავს. შიგნით როდესაც შევედით თამარმა მოგვმართა...
-თქვენი ოთახები გაამზადეს უკვე და თქვენი ჩემოდნებიც იქ შეიტანეს თავი ისე იგრზენით, როგორც საკუტარ სახლში!!!
-მადლობა მე ავალ ჩემს ოთახში და დავისვენებ თუ ნებას დამრთავთ-მე
-კარგი შვილო ადი შენი ოთახი ტასოს გვერდითაა-თამარი
-მე ავყვები და ვაჩვენებ-ტასო
-კარგი წადით-თამარი
-მადლობა თამარ- მერო თვალცრემლიანმა მიუგო
-რას ამბობ მერო ხომ იცი, როგორ მიყვარხართ და როგორ მაწუხებს მეც მათი დაკარგვა. შენ შვილი დაკარგე, აილინმა დედა, მე კი ის და დავკარგე, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი (შეუძლებელი გახდა უკვე ცრემლების შეკავება და მათ დატოვეს თვალთა მიერ დადგენილი საზღვრები)
-კარგი გვეყოს ტირილი გოგოებმა არ დაგვინახონ-მერო
-ძალიან ძლიერი ხარ მერო, არ ვიცი მე ამას, როგორ გავუძლებდი-თამარი
-რას ამბობ შვილო, ღმერთმა არ გამოგაცდევინოს, მაგრამ მე რომ არ გავძლიერდე აილინს რა ეშველება, ახლა მე უნდა დავუდგე მხარში და არა პირიქით, დავაწვე ზურგზე, მე უნდა გავხდე მისი საყრდენი, მაგრამ ვიცი რომ დასძლევს ამასაც და პასუხს აგებინებს ყველას ვინც ჩვენს უბედურებაშია გარეული.-მერო
- ვიცი გადაიტანს, ის ძალიან ძლიერია, ის ხომ ყიფიანის და ელენეს შვილია!!!! კარგი გვეყოს ამაზე საუბარი, დაისვენე და შემდეგ ვივახშმოთ-თამარი ეს უთხრა და იქვე მდგარ მოსამსახურეს სთხოვა მისთვის თავისი ოთახი ეჩვენებინა!!!
აილინი/ტასო
მეორე სართულზე ავიდნენ და ბოლოში არსებულ ორ ოთახს მიადგნენ.
-აილ აი ეს არის შენო ოთახი ეს კი ჩემია (გვერდით არსებულ ოთახზე მიუთითა) ეხლა დაისვენე და შემდეგ ქვემოთ ჩამოდი ვივახშმოთ, თუ რამე დაგჭირდა გვერდით ვარ იცოდე
-კარგი-მე (დავემშვიდობე ლოყაზე ვაკოცე და ოთახში შევედი)
ნაცრისფერში გადაწყვეტილი ოთახი იყო დიდი საწოლით, რომელსაც აქეთ იქით ტუმბოები ედგა, ერთ კუთხეში საწერი მაგიდა იდგა ხოლო ერთი მთლიანი კედელი შუშის იყო საიდანაც აივანზე გადიოდი!!! საწოლის წინ კი ორი კარი ერთით სააბაზანოში შედიოდი, ხოლო მეორე ტასაცმლის კარადას წარმოადგენდა!!!
არ დამიწყია ტასაცმლის ამოლაგება რადგან გადაწყვეტილი მქონდა, რომ აქ არ დავრჩებოდი. ტასოს ყველაფერი ავუხსენი და გამიგო ახლა კი ბებიაჩემისთვის უნდა მეთქვა. ის რათქმაუნდა მოისურვებს წამოსვლას მაგრამ სჯობს აქ დარჩეს უფრო დამშვიდებული ვიქნები!!!
გამოვიცვალე ტავი მოვიწესრიგე და ბებიაჩემის ოთახისკენ წავედი, რომელიც კიბეებთან იყო. ფრთხილად დავაკაკუნე და პასუხმაც არ დააყოვნა.
-შემოდით-მერო
-ბე მე ვარ!
-მოდი ბე რა მოხდა რამე ხომ არ გინდა?! ახლოს მივედი და საწოლის კიდესთან ჩამოვჯექი
-კი მინდა შენთან საუბარი-მე
-კარგი გისმენ ბე-მერო
-რასაც ახლა გეტყვი სენთვის არ იქნება ადვილი, მაგრამ მოველი რომ გამიგებ!!! მძიმედ ამოვისუნთქე და დავიწყე... წასვლა მინდა გერმანიაში ოღონდ მარტო, მინდა მარტომ დავძლიო ეს ტკივილი, მინდა ვისწავლო, როგორ გავუმკლავდე მას და მოვემზადო მომავლისთვის, რადგან წინ დიდი ბრზოლა მელის!!! დავასრულე მონოლოგი და ბებოს შევხედე, გამიჭირდა მისი ცრემლიანი თვალების დანახვა მაგრამ ასე სჯობს. როგორც მოველოდი გაუჭირდა მაგრამ პატივი სცა ჩემს გადაწყვეტილებას და გამიშვა....
-როდის მიდიხარ? მკითხა ხმა ჩამწყდარმა
-ხვალ- თავდახრილი ვპასუხობდი, რადგან მრცხვენოდა ჩემი სისუსტის, მე ხომ თითქმის გავრბოდი!!! თითქოს მიხვდაო ჩემს ფიქრებს ბებო და მითხრა...
-თავი მაღლა ასწიე, (მიბრძანა უეცრად) შენ სასირცხვილო არაფერი გაქვს, მე ვამაყობ, რომ ჩემი შვილიშვილი ხარ!!! ამ სიტყვების შემდეგ მასთან ახლოს მივჩოჩდი და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე, რადგან იქ წასვლა ჩემთვის და მისთვისაც ნიშნავდა დიდ ხნიან განშორებას!!!
-კარგი წავალ ეხლა ბებო მე და ტასოს შევუვლი!!
-კარგი ბე წადი და არ დაგავიწყდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის მეყვარები!!!- ბებო სევდიანად გამეღიმა მის სიტყვებზე, რადგან ასე დედა მემშვიდობებოდა ხოლმე, როცა სადმე მივდიოდი!!! წარსულის გახსენებაზე ნოსტალგიამ შემომიტია, ძალიან მეხამუშა იმ დროის წარსულში მოხსენიება და ჩემი ასეთი უეცარი დადარდიანება, რომ არ შეემჩნია ბებოს უკან მოუხედავად დავტოვე მისი ოთახი. ახლა არც ტასოსთან შესვლის თავი მქონდა და არც დაბლა ჩასვლის!!! უცებ შევამჩნიე მოსამსახურე, რომელიც საკუჭნაოდან გამოდიოდა და მას ვთხოვე, რომ ქალბატონი თამარისთვის ეთქვა არ დამლოდებოდა და უჩემოდ ევახშმათ, რადგან დასვენება მჭირდებოდა!!!
ამის თქმის შემდეგ მოვტრიალდი და ჩემი ოთახისკენ წავედი!!! გადავწყვიტე აბაზანა მიმეღო, საჭირო ნივთები გავამზადე და შევედი.
მალე გამოვედი თმა გავიშრე და დასაწოლად გავემზადე, უკვე დაწოლას ვაპირებდი, როდესაც კარზე კაკუნი მომესმა...
-გისმენთ!
-აილ შეიძლება?!
-რას მეკითხები ტასუ რატქმაუნდა შემო!!! ეს ვუთხარი და საწოლისკენ დაიძრა
-შენთან დავიძინებ რაა, როგორც ბავშობაში!!!
-მოდი ტასუ. გვერდით მივიწიე და ადგილი გავუნთავისუფლე, ისიც მალევე შემოწვა საწოლში და საუბარი დაიწყო..........
-ძალიან მომენატრები ძალაინ დანაღვლიანებული ხმით მელაპარაკებოდა და ჩდილობდა შეუმცნევლად მოეწმინდა ცრემლები
-მეც ტასუ მაგრამ ხომ იცი, რომსაწიროა წასვლა, ვიცი ეგოისტურად ვიქცევი მაგრამ ჩევნი მომავლისთვის ასე სჯობს ახლა კი დავიძინოთ მასთან ახლოს მივიწიე და მაგრად ცავეხუტე რადგან ვიცოდი ესეც სანატრელი გამიხდებოდა. დილით ხმაურმა გამაღვიძა... ტასო იყო ვუყურებდი, როგორ ცდილობდა უხმაუროდ გასულიყო და მეცინებოდა რადგან სინამდვილეში პირიქით გამოსდიოდა
-კარგი ნუცოდვილობ დავიტანჯე შენი ყურებით!!
-უი გღვიძავს!!?
-არა ტას მძინავს და გელანდები!!! ისეთი სასაცილო იყო გაბუტული სახით, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ამდენი ხნის მერე გულიანად გავიცინე!!! მას კი თვალები ცრემლებით აევსო უცებ საშინლად დავიბენი, ვერ მივხვდი რატომ ტიროდა და ბოდიშის მოხდა დავიწყე!!!
-აუ ტას მოდიში არ მინდოდა გწყენოდა. დანაღვლიანებული ვეუბნებოდი მას
-მეწყინაა?! რა მეწყინა გოგო ამდენი ხნის მერე შენი სიცილი მესმის გგონია ეგ მეწყინა? ოღონდ შენ სულ გაცინებულს გხედავდე და თუ გინდა ყველაფერზე მე დამცინე!!!
ამის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, უნდა წავიდე რადგან შევძლო და მეტნაკლებად დავბრუნდე ისეთ, როგრიც ვიყავი! ფიქრებიდან, რომ გამოვერკვიე ტასო უკვე გასული დამხვდა, მეც ავდექი გავემზადე და დაბლა ჩავედი. ფრენა ორზე მქონდა ახლა კი მხოლოდ ათი საათი იყო. ტერასაზე გავედი სადაც უკვე შეკრებილიყო ყველა, მეც შევუერთდი და უხმაუროდ დავიწყეთ საუზმობა. საუზმის დამთავრების შემდეგ ყველამ მისაღებში გადავინაცვლეთ და სადღაც ათ წუთიანი დუმილის შემდეგ დავიწყე, თამარს და თამაზს მივმართე, მაგრამ აშკარა იყო, რომ უკვე ყველაფერი იცოდნენ.
-მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ! მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება მარტო ყოფნა და გადავწყვიტე გარკვეული დროით გერმანიაში წავიდე!!!
-კარგი შვილო ვიცი ვერ გადაგაფიქრებინებთ ამიტომ მინდა გთხოვო, რაც არ უნდა დაგჭირდეს არაფერი მოგერიდოს და მაშინვე დამირეკე. ხომ იცი შვილივით მიყვარხარ და ვერ დავუშვებ რამე გაგიჭირდეს- თამაზი დაამთავრა საუბარი მოვიდა და ძლიერ ჩამეხუტა
-ვიცი ძლიერი ხარ და ამასაც გაუძლებ ძალიან გვიყვარხარ ეს გახსოვდეს- თამარი
-მეც ძალიან მიყვარხარ დეი ( მივედი და მოვეხვიე, ხანდახან, როდესაც მას ვეხვევი შეგრძნება მაქვ, რომ დედაჩემი მეხუტება სასაცილოა არაა?!) შემდეგ ბებოს და ტასოსაც ჩავეხუტე და ჩემს ოთახში ავედი , გამზადება დავიწყე, წაყალი გადავივლე, თმები გავიშრე, შავი ტოპი, შავი შარვალი და შავი ტყავის ქურთუკი მოვიცვი. ჩემოდნებს ხელი მოვკიდე და დაბლა ჩავიტანე. როგორც მივხვდი მისაღებში ისხდა ყველა და მეც იქით გავემართე, არც ერთს შეუმჩნევია ჩემი შესვლა, თითქოს არც ერთი იყო დედამიწაზე, ყურადღების მისაქცევად ჩავახველე და მათი ყურადღებაც დავიმსახურე
-მოკლედ წავედი მე (მივედი და ყველას დავემშვიდობე) გაცილება არ მინდა
-კი მაგრამ გაგაცილებთ აეროპორტამდე ყველამ ერთად წამოიძახა
-არა ასე მირჩევნია . კარგად იყავით და თავს გაუფრთხილდით მალე დავბრუნდები!!!(იმედია ისე ხმადაბლა ვთქვი ეს მეც ძლივს გავიგე მეტი არაფერი უთქვამთ, ბევრი უთქმელი სიტყვისა და გრძნობის მიუხედავად) ჩემი ჩემოდნები მძღოლმა გაიტანა, მეც მას მივყევი ჯავჯექი მანქანაში და იგივე გზა გავიარე, რაც მოსვლისას. მანქანა გაჩერდა. იქიდან გადმოვედი და აეროპორტში შევედი, რეგისტრაცია უკვე დაწყებულიყო და მეც იქით გავემართე. ახლა მივდიოდი ქალაქში სადაც არავინ მელოდა, არავინ მიცნობდა და მეც სწორედ ეს მჭირდებოდა!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent