შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (მეორე თავი)


28-02-2016, 22:54
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 688

დემური, სულ ეს სახელი უტრიალებდა თავში ალექსანდრას თუმცა ვერ გაეგო რატომ. აშკარად არ "დაევასა" თუმცა რაღაცნაირად მოხიბლა, მაგრამ რით? მას ხომ არ მოსწონდა ბენდენაწაკრული და წელში მოხრილი კითხვისნიშნები.არა ისე რატომაც არა ის ხომ სიმპათიურია რაცმთავარია შავგვრემანი და ლამაზკბილებიანი..
აივნის მოაჯირს იყო ჩაბღაუჭებული თითებს კი რკინის ტრუბაზე ათამაშებდა.ოდნავ დიდი ბრჩხილები ჰქონდა ამიტომ კარგად ისმოდა მისი თითების "რაკა-რუკი".თბილისის ხედს გასცქეროდა და მოციმციმე ნათურებს გულში ითვლიდა თუმცა ამდენს რრა დათვლიდა გულში მობეზრებულად ამოიოხრა და მთაწმინდის ანძას მიაჩერდა.მისი აივნიდან ხელის გულივით მოჩანდა თემქა მთაწმინდა მახათას მთა და კიდევ ბევრი ადგილი, აი ერთ-ერთი დადებითი მხარე ამ ადგილისა.
-ალექს რამე მოგვიმზადე რაა.ოთახიდან ლევანის ხმა მოესმა.
-რამე? ეგ რამე ახალი საჭმელია?.ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ისე შევიდა ოთახში, რათქმაუნდა სახეზე ირონიული მზერა აიკრო ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის.
-აუ კაი რაა რამე ანუ ნუ მოკლედ საჭმელი გაგვიკეთე მშია ძაან.ხელების უმისამართოდ ქნევა დაიწყო აი ისე "კაი ბიჭები" საქმის გარჩევის დროს რომ იქნევენ რაც ალექსანდრას არ გამოპარვია.
-ჰაერი არ გყოფნის თუ ბუზებმა იმრავლა შენს ტერიტორიაზე.წარბაწეულმა გახედა საკუთარ ძმამ და სამზარეულოსკენ წავიდა.
-ამას როგორ უძლებ.ბოხმა ბარიტონმა მიაღწია გოგონას ყურამდე და საოცრად გააბრაზა.
-ამას? ჯერ ესერთი სახელი მქვია და მერე მეორე საკმაოდ კარგი გასაძლები ვარ კვაზიმოტო.ცოტაც და თავში ხელს წამოარტყავდა.კკვაზიმოტო იმიტომ დაუძახა რომ ზუსტად ასეთ ბიჭებს რომლებიც წელში მოხრილები დააბიჯებენ მიწაზე ასე მიმართავს.
-შენი და ბევრს ხომ არ ტლიკინებს.კბილებშუა გამოსცრა და გაბრაზებულმა ყბის თამაში დაიწყო.
-ჯერ სადახარ აქ თუ კიდევ მოხვალ და ეგეთ უაზრობებს დაიწყებ უარესად ვიტლიკინებ.ცალი თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში გავიდა.
-ის აი ზუსტად ასეთია.ლევანიმ გაღრეჭილმა გახედა თავის ძმაკაცს და სიცილი ატეხა.
ალექსანდრას სხვა გზა რომ არ ჰქონდა ვახშმის მომზადება დაიწყო. ბევრი იფიქრა თუ რა გაეკეთებინა და ადვილად მოსამზადებელი სალათი გააკეთა.რათქმაუნდა კარტოფილიც შეწვა ეს ხომ ლევანის საყვარელი საჭმელია და რათქმაუნდა იმ კვაზიმოტოს ფავორიტიც იქნება.ნახევარ საათში უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა ამიტომ მაგიდა 2 კაცზე გააწყო და ლევანის უხმო თან კი დაუბარა იმ კვაზიმოტოსაც უთხარი მოვიდესო.ტელეფონზე უკვე მესამედ დარეკეს თუმცა ხელები გასვრილი რომ ქონდა ვერ უპასუხა მაგრამ ახლა შეძლო საუკეთესო დაქალ სალის დალაპარაკებოდა.
-ჰოუ სალიუს.სენსორს ხელი გადაუსვა და ტელეფონი ყურთან მიიდო.
-გლდანში არ იჭერს?.იმწამსვე ჩასძახა დაქალმა ტელეფონში.
-საჭმელს ვაკეთებდი რაიყო რახდება?.
-ამოეთრიე ეხლა ჩემთან და იმ მაისურსაც დაგიბრუნებ.
-აუ კაი რაა მეზრებაა.ტუჩებმობრეცილმა ჩაილაპარაკა.
-გეზარება არა იხვის ტოლმე შუსტრად ჩემთან.თქვა და ტელეფონი გათიშა.ზლოზინით გავიდა თავის ოთახში მაისური გამოიცვალა და კეტები მოირგი.თმა უბრალოდ მაღლა აიკოსა და ტუჩსაცხი გადაისვა.მისაღებში დაგდებულ გასაღებს ხელი დაავლო და სამზარეულოში შევიდა.
-წავედი მე მოვალ მალე.მობეზრებულად ჩაილაპარაკა და წასვლა დააპირა.
-სად მიდიხარ ამ ღამე?.აღელვებულმა ლევანიმ წამოძახა დემურისგან კი მხოლოდ არაფრისმთქმელი მზერა მიღო.
-სალისთან მივდივარ რაიყო?.თვალები აატრიალა და გასაღები უკანა ჯიბეში ჩაიცურა.
-არსადაც არ წახვალ რაგგონია ეხლა შენ ამ დროს გარეთ გაგიშვებ? ახლა მე მყავხარ ჩაბარებული.ცეცხლს აფრქვევდა ლევანი ძამიკო ალბათ ბევრი წიწაკა მოუვიდა და ამიტომ.
-უფ ეხლა სულ შენ შეგეკითხები, მე ამ დროს თავისუფლად დავდიოდი ჩემს მეგობრებთან და ახლა შენ ვერ დამიშლი.გაცეცხლებული მივარდა ლევანთან ისე რომ დემურის კინაღამ თავზე გადააჯდა.
-სწორედ აღნიშნე დადიოდი ახლა კი ვეღარ ივლი, ეს არაა არც ვაკე და არც საბურთალო აწი აჩოტები მე უნდა მაბარო.მხარში ხელი წავლო და დემურის მოაცილა.
-რეები უნდა გაბარო?.გოგონამ პირველად გაიგო ეს სიტყვა და ცოტაარიყოს გაკვირდა.
-მოკლედ სახლში დაეტევი და მორჩეს ამაზე ბაზარი.
-ჰმ მაგის ჭკუაზე ვარ ახლა მე.ხელი გაითავისუფლა და გარეთ გავარდა.ლევანიც უკან გაეკიდა ამიტომ ლიფტს აღარ დაელოდა და კიბეებით ჩაუყვა დაბლა.
-შენს ადგილას მოვკლავდი.გვერდით ამოუდგა დემური ლევანს თან კი წვენს აგემოვნებდა.
-აა*ვი რა!.ხმამაღლა ჩაისისინა და სახლში შევარდა.
კიბეებს გიჟივით აფინდებოდა და თან იცინოდა ახლა ხომ დემურის თვალში თამამი და ძალიან თავისუფალი გოგო ჩანდა. არ გავდა იმ ბოზებს ბიჭების თითოეულ სიტყვაზე რომ კანკალებდნენ.პადიეზდში როგორც დილას ახლაც იმ შემადგენლობით დახვდა ბიჭები მათ რიცხვს კი კიდევ ბევრი კვაზიმოტო შემატებოდა.მათ დანახვისას სახე უცებ დაისერიოზულა და ავტომობილს სიგნალიზაცია გამოურთო.ბრთხილად დაძრა მანქანა და სალისკენ გაეშურა.ნაცნობ უბანში რომ შეუხვია თავი უფრო უსაბრთხოდ იგრძნო და არხინად ავიდა კიბეებზე. მოურიდებლად შეგლიჯა სახლის კარი და კივილით აიკლო ოთახები.
-სალია ბალიააა სადახარ თუიციი. გიჟივით გაჰკიოდა თან კი ნაცნობი ჰაერის სურნელით ტკბებოდა.
-პაპუასი გამხდარხარ ამ ერთ დღეში შენ.ოთახიდან სალომე გამოვარდა და დაქალი რომ დაინახა იმწამსვე შეახტა.
-აბა მაიტა ჩემი მაიკა.სალომეც მალე ჩამოიცილა სხეულიდან და ხელი გაუშვირა.
-ჯერ მოხვედი შექალო? წამო ყავა მაინც დავლიოთ თან მომიყევი გლდანელ ბიჭებზე გავიგე სიმპაწიურები არიანო.წარბები აათამაშა და მისაღებისკან გაემართა.
-ვიზე ამბობ კვაზიმოტოებზე? ერთი ჩემს სახლში იყო "ამას როგორ უძლებ?" თვითკმაყოფილი იდიოტი.ბოხი ხმით გააჯავრა დემური და მდივანზე მკვდარივით ჩაესვენა.
-აბა მოყევი რაქვია? რაგვარია? შეყვარებული ყავს? სიმპაწიურია? კრიმინალია? მოკლედ ყველაფერი.კითხვებით აავსო სალიმ ალექსანდრა და ყავის ჩამოსხმა დაიწყო.
-მოკლედ რაც ვიცი იმას გეტყვი სიმპატიურია მგონი მაღალია რავი მოკუნტული კია ჩემზე მაღალი, შავგვრემანია ასევე უკანასკნელი იდიოტი რომლის მიჟეჟვა მინდა და ბოლოს დემური ქვია.დაქოქილმა დაიწყო ლაპარაკი და მისი სახელი ხვნეშით წარმოთქვა.
-რაქვია? დემური? ვაიჰმე კუჭი ვინა ქალო დემურიაი?.სიცილს არ წყვეტდა სალი და აი ყავაც კი დააქცია ძირს.
-ხო დემურიაი მაგის მოკვლა მინდა უკვე.
-ეგ არაფერი მაგას თუ მოკლავ მეტი მადლს რას იზავ დემური რომ ადამიანს ერქმევა მოსაკლავია აბა რა არის.სალომე როგორც ყოველთვის გაუაზრებლად საუბრობდა.
-კაი რა სახელის გამო ეგრე როგორ შეიძლება.კოპები შეკრა ხურციძემ.
-ხო კაი კაი ეგრე ნუ აკეთებ წარბებს თორემ მაზდას ლოგოს ემსგავსება.ბერიძე კვლავინდებურად ფორმაშია თავისი უაზრო ხუმრობებით.
ბევრი საუბრის შემდეგ გადაწყიტეს დაშლილიყვნენ. თორმეტის წუთები იყო ალექსანდრა გლდანის გზას რომ ადგა თავის კორპუსთან რომ შეუხვია რაღათქმაუნდა ისევ ბანდა დახვდა თუმცა მათი სახეები ვერ გაარჩია ისე ბნელოდა.მანქანის კარი გამოგლიჯა და ისე წავიდა შესასვლელისკენ, პადიეზდში უნდა შესულიყო წინ რომ ვიღაც აღემართა.
-ვისი ხარ ლამაზო?.ახლაგაზრდა მამაკაცის ხმა გაისმა რამაც ცოტაარიყოს ააფორიაქა.
-უკაცრავად მეჩქარება.თავის არიდება ცადა თუმცა წინ მეორე გადაუდგა.
-ახალი გადმოსული ხარ არ უნდა გაგვეცნო?.მეორეს ხმა უფრო ბოხი იყო სახეს კი ჯერაც ვერ ხედავდა.
-რა სტუმართმოყვარეები ხართ.ირონიულად ჩაიღიმა და მოხერხებულად შეძვრა პადიეზდში.
-სად მიიპარები?.უკნიდან ისევ ის ხმა მოესმა პირველად რომ გაიგონა. ხელზე ხელის შეხება იგრძნო და ზურგით ცივ კედელს აეკრო წინ კი ის მამაკაცი დაუდგა.გულმა ჩქარა დაიწყო ძგერა შეეშინდა ამდენი ხნის შემდეგ ასე ძლიერად არასდროს შეშინებია ის ხომ სრულიად უცხო ადგილას უცხო ხალხში იყო თან ღამე სახეც ვერ დაინახა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მერე ხომ თავის ძმას ეტყოდა თუ რათქმაუნდა გადარჩებოდა.ბევრი ფილმები აქვს ამასთან დაკავშირებით ნააყურები და სუყველა ფატალურად დასრულდა და სწორედ ასეთი დასასრული უწინასწარმეტყველა თავის თავს.
-გამიშვით გთხოვთ.ტირილით აღმოხვრა და ცრემლების ნაკადი გადმოუშვა.
-რატო? წინ ასეთი კარგი მყავხარ და რატომ უნდა გაგიშვა?.ხმა იმდენად ირონიული და გულისამრევი იყო გულში ათასობით წყევლა დაუგროვდა იმ ადამიანის მიმართულებით.იგრძნო როგორ ჩააცურა ხელი საჯდომისკენ და როგორ დაიხარა საკოცნელად პირიდან საშინელი სუნი ამოსდიოდა პივის და შებოლილი თევზის თან სიგარეტის სუნიც ერია ეს კი იმდენად საზიზღრობა იყო რომ მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.
-ჩემს ძმას ვეტყვი.ხმამაღლა წამოიკნავლა თან კი ვერც გაიაზრა რა თქვა.
-შენ ძმას? და ვინაა შენი ძმა? საქართველოს პრეზიდენტიც რომ იყოს სულ ფეხებზე .თანდათან უახლოვდებოდა ყოვლად საზიზღარი პიროვნება და გული კინაღამ წაუვიდა უფრო მძაფრად რომ შეიგრძნო ეს სურნელი.
-ხელი გაუშვი!.ნაცნობი ბარიტონი შემოესმა ალექსანდრას თუმცა ვერ გაეგო საიდან ეცნო ასე ძლიერად.ჩემი მშველელიაო გულში გაიელვა და სიხარულის ცრემლები წასკდა.
-ვახ ვახ დემო.ხელი უშვა იმწუთასვე ალექსანდრას და უკან დაიხია.-რაიყო?.
-ეს ახალი ჩემთვის მინდა.სიცილნარევი ხმა გაისმა და ალექსანდრას ფიქრები იმწუთასვე შეეცვალა ახლა მიხვდა რომ ეს დემო მათი მთავარი კვაზიმოტო იყო და უფრო ძლიერად აკანკალდა. მისი სახელი ვერც კი გაიაზრა თუმცა ის კი იცოდა რომ ეს ღამე მისთვის დამღუპველი იქნებოდა.მაჯაში ცხელი ხელის შეგრძნება იგრძნო თავისკენ მიათრევდა ლიფტიც გამოიძახა.მთელი ძალით უჟერდა წელზე ხელს ის ახალგაზრდა რომ არსად გაქცეულიყო.ლიფტის კარიც გაიღო, შიგნით სულ ბობღვით შეიყვანა ღილაკს თითი დააჭირა და კუთხეში ჩაცუცქულ ალექსანდრას თვალი მოავლო.
-გთხოვთ არაფერი დამიშავოთ გთხოვთ. ატირებული სულ ერთიანად ცახცახებდა ხურციძს ქალბატონი და საერთოდ ვერ წარმოედგინა მის თავს რაც ხდებოდა.დემო მისკენ დაიხარა სახე მაღლა ააწევინა და აწითლებულ თავლებში ჩააჩერდა.-შენ?.გოგონას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა დემური რომ დაინახა.
-ხო მე!.ცალყბად ჩაიღიმა და ფეხზე წამოაყენა.-რა სულელი ხარ ხომ გითხრა შენმა ძმამ სახლში დარჩიო რატო არ დაუჯერე.გაბრაზებულმა დატუქსა თუთქმის გულწასული გოგონა.
-მეე მეე უბრალოდ ბოდიში.დაბნეულმა თავჩახრით ამოიფრუტუნა და ახლა უფრო ატირდა.მისი ბოლო ხმაზე აბღავლება და ლიფტის გაჩერება ერთი იყო თუმცა კარი არ გაიღო შუქმა კი ციმციმი დაიწყო.დემური იმწუთასვე მივარდა კარებს და გაღება ცადა თუმცა არ გაიღო დიდხანს აბრახუნა თუმცა უშედეგოდ. სავარაუდოდ მეხუთე და მეექვსე სართულებს შორის იყვნენ გაჩერებულები.-რატომ გაჩერდა? რატომ არ იღება კარები?.პანიკებში ჩავარდა ხურციძე.
-ამის დედაც მოვ**ან გავიჭედეთ!. აღრენილმა ჩაილაპარაკა და კარს მუშტი მიცხო.
-რაა გავიჭედეთ? მოიცა შენ რა მეღადავები?.
-რამე მეტყობა?!.გაცოფებული ისედაც პატარა ლიფტში ბორგავდა და ვერ ისვენებდა.
-არა! ააააა.ბოლო ხმაზე დაიწყო წივილი ალექსანდრამ მაგრამ რატომ არც თვითონ იცოდა.
-რა გაკივლებს შე.. სიტყვა არ დაუსრულებია არ უნდოდა რამე უკადრებელი ეკადრებინა ძმაკაცის გათამამებული დისთვის, პირზე ხელი ააფარა და გააფთრებული თვალებით დახედა.
-ხელი გამიშვი!.რამოდენიმე წამში მისი ხელი უკუაგდო და სახეში გაარტყა.-ვინმემ გამიყვანეთ ამ წყეული ყუთიდან!.კარზე ხელების ბრახუნი დაიწყო და ისტერიკულად ყვიროდა.
-მაცადე შენს ძმას დავურეკავ.ტელეფონი ამოაძრო დემურიმ თუმცა ალექსანდრამ მაინც განაგრძო ყვირილი.-გოგო გაჩუმდი უნდა დავურეკო.ნაცნობი ნომერი აკრიფა და დაურეკა, ზარი გადიოდა თუცა ლევანი არ იღებდა ამასთანავე კი გოგონა ყვირილს არ წყვეტდა.ნერვებაშლილმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა გოგონას ხელი დაავლო და დაუყვირა.-გოგო ნუ წაიღე ტვინი მოკეტე!.
-რა? მეე? მეე?.ქვედა ტუჩი გადმოატრიალა ცხვირის წვერი ძლიერად აეწვა და ტირილი დაიწყო თავი ხელებში ჩარგო და ხმამაღლა აბღავლდა.-ახლა შენც რომ დამიშავო რამე? იმ აყროლებულისნაირი რომ იყო?.
-დამშვიდდი მე კბილები გამოვიხეხე.ხელები სახიდან მოაცილებინა და ისე ჩახედა თვალებში.
-მეშინია.დაუცველმა ამოიკნავლა და ქვედა ყბა ააკანკალა.
-ჩუუ მართლა კი არაფერს დაგიშავებ ნუ ხარ ისტერიჩკა.თავი მის მკერზე დაადებინა და თმაზე წაეთამაშა.-დაწყნარდი შე სულელო ხელი როგორ უნდა გახლო თან ქერები არ მევასება.თმის ნაწილი ხელში აათამაშა და თავზე აკოცა.ლიფტიც უმალვე დაიძრა ალექსანდრამ კი მშვიდად ამოისუნთქა.კარი გაიღოთუარა ვიღაც შეეფეთა შიშისგან ერთი ამოიკნავლა და გული წაუვიდა.პირდაპირ დემურის ხელებში ჩაესვენა ამაზე კი ბიჭას გაეცინა მაგრამ რა იცოდა ხურციძემ მის მკლავებში თუ დროებით განუტევებდა სულს მეტიც ეგონა ძირს დავარდებოდა და თავი გაუტყდებოდა.
ხელში ბრთხილად აიტაცა ბუმბულივით მჩაცე გოგონა და სახლში შეიყვანა.
-რამოუვიდა ბიჭო ალექსანდრა კარგად ხარ?.ლევანი მათ დანახვაზე დემურისკენ გაემართა და აღელვებულმა კითხვების დასმა დაიწყო.
-გული წაუვიდა.მოკლედ მოუჭრა ძმაკაცმა და გოგონა თავის ოთახში შეიტვანა.
-მაგას მეც ვხედავ გული რატომ წაუვიდა?.უკან აედევნა ძმაკაცს და გათიშულ დას.
-ვალერა დაინახა.
-კაი რა ტო სერიოზულად გეუბნები.
-მართლა ვალერა დაინახა ლიფტიდან რო გამოვიდა მაგას შეეჩეხა და მაგიტო.თავისთვის ჩაიცინა და უმცროს ხურციძეს თმაზე მოეფერა.-დაბლა დახვდნენ კიდე კაი მაგ დროს სახლში ავდიოდი მერე ლიფტი გაიჭედა და ინერვიულა.უეცრად სახე დაასერიოზულა და სახეალეწინ ძმაკაცს გადახედა.
-ვაინ დახვდა? მითხარი ვინ იყო და ბო**შვილივიყო ავკუწავ იმ ა*ვარს!.გააფთრებული წამოხტა უფროსი ხურციძე და დემურის საყელოში ეცა.
-მოიცა მოიცა დაწყნარდი ხო არ გამო**ევდი.ხელისკვრით მოიცილა ლევანი.-ხვალე ყველას გავუიასნებ და ვსო მორჩა ბაზარი.მოჭმუჭნული საყელო გაისწორა და ისევ ჩამოჯდა.
-რასქვია შენ გაუიასნებ ძმავარ მე ალექსანდრასი და მე თვითონ მოვაგვარებ, მოვაგვარებ კი არა გავაქრობ!.
-ლეო.ხმადაბლა ამოიკრუსუნა უმცროსმა ხურციძემ და თვალები გაახილა.
-ხო ჩემო სიხარულო აქ ვარ.იმწამსვე მოლბა ლევანი და თავის დას გვერდით მიუჯდა.
-ბოდიში რომ არ დაგიჯერე.სვენებ სვენებით საუბრობდა ალექსნადრა.
-ეგ არაფერი მთავარია ეხლა კარგად ხარ.ფეხზე წამოაყენა დასუსტებული დაიკო და გულში ჩაიკრა.
-დემური რომ არა მოვკვდებოდი.ტირილი დაიწყო.-მადლობას გადავუხდი რომ ვნახავ კარგი ბიჭია ეგ.
-არაფრის.ღიმილით ჩაილაპარაკა დემურიმ და თავზე აკოცა.
-უი აქ არის? ჯანდაბა გაიგო.ბოლოს ჩუმად ამოიოხრა და ცრემლები მოიწმინდა.-გადით ახლა მეძინება.ერთი შესძახა და ბიჭები ოთახიდან გაყარა.-ძილინებისათ. არხეინად დაჰკივლა და ტანსაცმლიანა გადაეშვა მორფეოსში.

ესეც ახალი თავი ჩემო შოკოლადებოო. ისე გამახარა თქვენმა კომენტარებმა ნეტა იცოდეთ. იმედია მოგეწონებათ შეცდომები მომიტევეთ და კომენტარები არ დაიშუროთ მიყვარხართ ძალიანნ..



№1  offline წევრი natia-natia

კარგია მომწონს

 


№2  offline მოდერი bibo

კარგია მომწონს ჩიტოოო მურაბა გაზარდე თავები რა და მალ მალე დადე მარწყვო..დემური ნახე შენ კიდე მეცინება დემურიზეეე

 


№3  offline წევრი სალი-სალი

natia-natia
კარგია მომწონს

მადლობა <3
bibo
კარგია მომწონს ჩიტოოო მურაბა გაზარდე თავები რა და მალ მალე დადე მარწყვო..დემური ნახე შენ კიდე მეცინება დემურიზეეე

მადლობა ჩემო ტკბილო ყველანაირად შევეცდები მალ მალე დავდო <3

 


№4 სტუმარი ფიშო

ძეტაჩკააა... ამდენი ხანი ველოდებოდიი~ შემდეგ თავსაც ველი ველიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent