შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი 5


29-02-2016, 00:33
ავტორი tikliko
ნანახია 3 091

-დღეს ვსვამთ ყველაა?!-იკითხა თინამ,რომელმაც მოსაცმელი გაიხადა და ბარისაკენ დაიძრა.
-ჯანდაბა,რამდენი ხალხია.მე გოგოებისკენ წავალ...-ლევანი კი ლამაზმანებისკენ დაიძრა.
-ელე,ჩვენ დაველოდოთ თინას ....-(ლიზა)
-რამდენიმე ჭიქა გადავკრათ და მერე ვიცეკვოთ ....რას იტყვით?-მიუახლოვდა მაგიდას სასმლებით დატვირთული თინა.
-სხვები სად არიან?მე მეგონა მოვიდოდნენ.-(ელე)
-ჩემი მეგობრები მგონი აქ არიან ...დაიცადეთ მოვალ მალე...-თინამ ორი ჭიქა სასმლელი უცებ გადაკრა და ნაცნობებისაკენ წავიდა.
-დღეს მაგარი დღეა ...მაგარი გოგოები გაიჩითნენ.თინა არ დაბრუნდაა?!-(ლევანი)
-მანახე აბაა...ფუ რას გვანან ...გემოვნება ნოლიი..სხვა ვერ ნახეეე...-აბუზღუნდა ლიზა.
-მე ვინც მომწონს უარს მეუბნება და რა ვქნა?!ხო,მართლა თინა სადაა?-ლევანი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-ძმაო,რაღაცა ხშირად ახსენებ თინასს!მოგწონსს?-აკისკისდა ელე.
-აბა,რა მაგარი გოგოა .ბიჭი,რომ ვიყო მეც გადავირევოდიი.-(ლიზა)
-გაჩუმდით!შენი ძმა როდის მოეთრევაა ჰაა?-ლევანიმ ჰკითხა ლიზას.
-ამ დღეებში .ზუსტად არ ვიცი.მგონი ხვალ.ბინას ვარემონტებთ და ...-(ლიზა)
-ეს რა საქციელია!ჩემთან რამდენ ხანსაც გინდათ იმდენ ხანს დარჩით.იცით როგორ მომენატრეთ?ჩემი ლამაზები...-მამაკაცი გოგოებს გადაეხვია.
-მე კი მინდა ,მაგრამ დემე მაგას არ იზავს...ვნახოთ,ვნახოთ..რა მაგრად ერთობა თინა .ნახე რა ბიჭს ეცეკვებაა.-(ლიზა)
-აქეთ მოდიან!-(ელე)
-გაიცანით სანდრო დვალი,ჩემი ნათლია...(თინა)-სასიამოვნოა!-(სანდრო)
-ეს ბატონი ლევანია!აი მე ,რომ პატარა ანგელოზს ვიცავ მისი მამაა.ეს კი ლიზა .ეს მისი და ელე და დეიდაშვილი ლიზა.-თინამ ყველას გააცნო მწვანეთვალება ,მეტად სიმპატიური მამაკაცი.მერე ერთად დაჯდნენ და ლაპარაკი განაგრძეს.
-სან ,დღეს რა ხდებაა?ბევრი ხალხი რატომაა აეე?-(თინა)
-საპატიო სტუმრები გვყავს ...გოგოებო რას დალევთ?-სანდრო თვალს არ აშორებდა ელეს,რომელიც კაცს ეკეკლუცებოდა.
-ჯანდაბაა!...მირეკავენ ...უნდა გავიდეე..-სასწრაფოთ წამოხტა თინა და გასასვლელისაკენ დაიძრა.
-ლევანი ხოო?რას საქმიანობთ?!-(სანდრო) 
-სასტუმროების ქსელი მაქვს...როგორც ჩანს ეს თქვენი ბარია!-ლევანიმ პასუხი გასცა მამაკაცს და თან სასმელს წაეტანა.-ლამაზი ნათესავები გყავთ.თქვენ რას საქმიანობთ?!-ახლა სანდრომ გოგოებს მიმართა და მომხიბვლელად გაიღიმა.
-მე და ელე სამოდელო საქმიანობას ვეწევით..-(ლიზა)-ამ დროს მაგიდასთან თინაც დაბრუნდა.
-თინა რა მოხდა?აფორიაქებული ჩანხარ.-(სანდრო)
-ნიკამ დამირეკა .დღეს შეჯიბრია და ნერვები მომიშალა .აუცილებლად უნდა მოხვიდეო.-თინამ თმები უკან ნერვიულად გადაიწია.
-მერე წავიდეთ..თან ახალ მეგობრებს კლას აჩვენებ .არ აპირებ?-(სანდრო)
-რა შეჯიბრებაა?!-(ელე)
-წამოხვალთ?!აი,რომ მივალთ ნახავთ.-(თინა)
-აუუუ,მე მეზარება .რაიმე იდიოტობა იქნება.წავალ გოგოებს მაინც დავკერავ.-(ლევანი)
-თუ არ გინდა ნუ წამოხვალ!ჩვენ წავალთ!-(ლიზა)
-მარტო რა პონტში გაგიშვათ?!-(ლევანი)
-მარტო არ მივდივართ!ჩვენთან თინა და სანდრო იქნებიან.თუ არ გსურს...მაშინ შენც წამოდი.-ბრაზმორეულმა ამოილაპარაკა ელემ.
-კარგი.წავიდეთ!-(ლევანი)
წინ თინა და ლევანი მოკალათდნენ.სანდრომ ლამაზმანებთან ჯდომა ისურვა.მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას.ლევანი ხმას ვერ იღებდა .გოგოები კი გაკვირვებულები იყვნენ.მალე შავი რაშით ჰაერის ტალღებს აპობდა თინა და ფინიშის ხაზთან პირველი მივიდა.გაისმა უამრავი შეძახილი,სტვენა და მილოცვა.
-აუ რა მაგარი იყო...საღოლ...გილოცავ .-(ლიზა)
-მე თავიდან შემეშინდა ...გილოცავ თინ!-(ელე)
-აბა აბა!ჩემი ლამაზი ყველაზე მაგარია...მეც გილოცავ-სანდრო გადაეხვია გოგონას. და ლოყები დაუკოცნა.ლევანი ენაჩავარდნილი იდგა.

-დავიღალე ძალიან.წავიდეთ !-(თინა)
-ნახე ლევან !შენ კი თქვი უაზრობა იქნებაოო!-(ლიზა)
თინა ,როგორც კი თბილ საწოლს მიუახლოვდა, ეგრევე ზედ დაებერტყა.ძილის სამყარომ ღრმად ჩაძირა და შავ ბურუსში გაახვია.
გათენდა ჩვეული დღე.საწყალი დილით ადრე წამოხტა.სპორტულად გამოეწყო და ანასტასია ბაღში წაიყვანა.
-რამდენი ხანია არ მინახიხარ!როგორ მომენატრე ძმაო!-ლევანი დეიდაშვილს გადაეხვია.
-ძალიან დამღლელი მგზავრობა იყო....ამოვისუნთქე ძვლივს.-(დემეტრე)
-რა ქენი?დალაშქრე ამერიკელი გოგონებიი?
-არიან რა!ყველა სილიკონით დაიარება.შენ რას შვები ?ნახე შენი გულისწორი აქ?
-სილიკონიანი არ ვიცი,მაგრამ გოგო ვნახე კანფეტ.მაგრად მევასება.ჩემი ანასტასიას პირადი მცველია.
-ოჰჰჰ,რაა არი ასეთი?!ალბათ ,შავგვრემანია შენ რო გევასება .
-არა ბიჭო!რიჟაა...ნუ ნახავ ,რომ მოვა.
კაბინეტში საუბრობდნენ ლევანი და დემეტრე.შუა ლაპარაკში იყვნენ, როცა კარებზე დააკაკუნეს.კაცმა ნება დართო შემოსვლის .
-ბატონო ლევან!მნიშვნელოვანი საქმე მაქვს!...უი,სტუმარი გყოლიათ.საქმე მოიცდის.ბოდიშით შეწუხებისთვის.-თინა გაბრუნებას აპირებდა.
-არაფერია.თინა გაიცანი ჩემი დეიდაშვილი დემეტრე არაბული.მამაკცმა თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა ქალი და ირონიულათ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-სასიამოვნოა!როცა მოიცლით ,მაშინ დამიძახეთ ....-(თინა)
-არაა საჭირო ,აქ მითხარი!-(ლევანი)
-კაი ბიჭო.იქნე რა საქმე აქვს!-ირონიულად გაიცინა დემეტრემ.რამაც ქალი გააღიზიანა.
-ბატონო !დღეს მთელი დღე ჯიპი დაგვყვებოდა .ეს ფოტოსურათებია ,სადაც მანქანის ნომრებია დაფიქსირებული.საეჭვოა ძალიან.ნახეთ...ახლა კი უნდა გავიდე!
-ჰაა,როგორია?-(ლევანი)
-არის რა!უკეთესებიც მინახავს!
-არამგონია.შენ ტანი არ გინახავს.
-უკვე ჩაიწვინე?
-ვერა.რამდენიმეჯერ შევათვალიერე მოკლე პენუარში...ჯიუტია!-ლევანიმ ტუჩები გაილოკა.
-ვერ არჯულებ?!აჰაჰაჰ.
-მაგასაც ვნახავთ!
-დავნიძლავდეთ,რომ პირველი მაგ გოგო მე ჩამიხტება საწოლში!
-ე..ეეე,ნუ ეცდები ახევას.ისედაც ბევრი ცდილობს!
-შანსი არ გაქვს!მაგიც მაგარი ბ***ი გამოდგება.ცოტახანს გაწვალებს და მერე დაგიპყრობს.მაგნაირები საკუთარი კეთილდღეობისთვის სილამაზით მანიპულირებენ...დამიჯერე ძმაო სანამ გვიანაა და არ შეგიყვარდა!
-ხო მართლა.იცი ბაიკს რა მაგრა მართავს?არ მეგონა შენს მერე ვინმე თუ გამაკვირვებდა.-ლევანიმ გადაიხარხარა. -ჩემზე მაგარი მაიც ვერ იქნება !დამერწმუნე ძმაო.
ოჯახში ყველა სადილობდა.
-ძმაო, დემე!რამდენი ხანი დარჩები აქ?მე სამუდამოდ ვაპირებ.-(ლიზა)
-არ ვიცი.თუ აქ დავრჩი ოფისს აქეთ გადმოვიტან.ბევრი კონკურენტი მყავს,სანამ ყველას არ გავანადგურებ არ მოვისვენებ!-(დემე)
-შვილო ,მთავარი არაა ყველას აჯობო.საქმეს ნუ გაირთულებ!-(სოფო)
-ერთი დიდი სამშენებლო კომპანია.“აინესი“!მგონი ასე ქვია.ვფიქრობ კონტრაქტს გავაფორმებთ!-(დემე)
-რაღაც არა მგონია !თქვენთან საქმის დაჭერა სურდეთ ბატონო დემეტრე!_(თინა)
-შენი საქმე არაა და არც არაფერი გეკითხება .ენის ტლიკინს გირჩევნია ჭამო!-(თინა)
-ნუ ყვირიხართ!მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე!-თინა გაბრაზდა .როგორ სურდა მამაკაცისთვის საკადრისი პასუხი გაეცა.
-კარგით შვილებო.ასე როგორ შეიძლება ?!დემე გოგოს ნუ უყვირიხარ!-(სოფო)
-დედა უნდა იცოდეს სად და ვისთან რა უნდა ილაპარაკოს!ეგღა მაკლია ვიღაც პირადმა მცველმა რაღაცეები მიმითითოს!-დემეტრეს ძარღვები დაჭიმა .გრძელი წვერი ოფლით დაენამა.მისი ბრაზით სავსე შავი თვალები გოგონას მზერით კლავდა.რა ქნას ადვილად ბრაზდება .ვერ იტანს ,როცა ვინმე მის საქმეში ერევა.
-მართალი ხართ ბატონო დემეტრე!პირად მცველს ამ საქმესთან არაფერი ესაქმება,მაგრამ კომპანია ,,აინესის“მფლობელს კი და თუ პოზიციების განმტკიცება გინდათ ,ვფიქრობ უარს გეტყვით!ახლა კი ბოდიშით.თქვენის ნებართვით.მე ჭამა დავამთავრე!-თინა გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და ირგვლივ ყველა გაკვირვებული დატოვა. 



№1  offline წევრი natia-natia

არა რა მაგარი გოგოა

 


№2 სტუმარი Meskhi

Magaria dzalian ^^ me levani ufro momrwona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent