შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... (დასასრული)


29-02-2016, 03:25
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 695

თითქოს ყველაფერი ისევ დალაგდა,დაწყნარდა ისიც და მეც,სხეულიც სულიც,თითქოს გარემოც,სრულიად სამყარო დაწყნარდა ჩვენს ირგვლივ.ხოვრებას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდით.თანხა რომელიც გადავუხადეთ 3 დღეში უკანვე დავიბრუნეს უამრავი მადლობებით.გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ,არაფერი შეგვტნენია ის ერთი შეტენილი გამოცდაც გადავაბარეთ და სრული ბედნიერება სუფევდა ჩვენს ირგვლივ,აღარც დანელია გაკარებია იმ საზიზღარ აბებს და მეც მშვიდად ვიყავი.როგორც იქნა მეღირსათქო ბედნიერება და უფალს მადლობას ვწირავდი.იცით როგორი შეგრძბნებაა ამდენი ტანჯვის შემდეგ რომ თავს ბედნიერად იგრძნობ? ერთი ბედნიერი მოღიტინება გულში,ერთი ბედნიერი წამი და ის ყველა ტკივილი გავიწყდება რომელმაც გეგონა რომ გაგანადგურა.
გვიანი იყო გიგას სახლიდან რომ დავბრუნდით,დანელიამ სახლამდე მომაცილა და თვითონაც ვერაზე წავიდა.ფრთაშესხმული შევედი ბედნიერი სახლში და მაშინვე დასაძინებლად წავედი.1 საათში ალეკოს ზარმა გამაღვიძა
-ხო აკო-გატეხილი ხმით ვუპასუხე
-ნია მომილოცე!
-რა მოხდა?-თვალები ვჭყიტე
-სამსახური ვიშოვე
-რა? სად? აუ გილოცავ! - იმ წამს უბედნიერესი ვიყავი
-ჩემი მამიდაშვილის ძმაკაცს აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და კაროჩე მოდიო რა
-ვაუ! ძაან მაგარია,მხოლოდ ამიტომ გაპატიებ ამ დროს რომ გამაღვიძე-გამეცინა
-ვიცოდი რო ძაან გაგიხარდებოდა და მაგიტო პირველს შენ გითხარი,მიდი პატარა დაიძინე,ხვალ გნახავ სამსახურის მერე-ამაზე ორივეს გაგვეცინა
მართლაც რომ უბედნიერესმა დავიძინე.ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო,ამაზე მეტი რა უნდა მენატრა.დილით გახარებული და ბედნიერი წავედი სამსახურში,იქაც თითქმის ყველაფერი კარგად იყო.იმ დღეს არაფერი განსაკუთრებული აღარ მომხდარა,ლანამ გამომიარა წამოსვლისას და ერთად წამოვედით ნახალოვკაში,ჩემთან რჩებოდა ღამით.ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,მასაც გადაედო ჩემი ბედნიერება.ენის ატკიებამდე ვიჭორავეთ,თითქმის ყველაფერზე ვილაპარაკეთ,დანელია არ გამოჩენილა,თუმცა ამაზე არ ვბრაზობდი,ვიცოდი გადატვირთული დღე ექებოდა და ამ ამბავს მშვიდად შევხვდი. სამზარეულოში გავდიდი საშინელი თავბრუსხვევა რომ ვიგრძენი,მთელი დღე ყავის მეტი არაფერი მქონდა დალეული და ამას დავაბრალე,ძლივს მივაღრიე სკამამდე,ნინო მომვარდა
-ნია,ნია კარგად ხარ?-ბუნდოვნად ჩამესმოდა მისი ტირილნარევი ხმა
მას შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს,გონს ისევ თეთრ კედლებში მოვედი.თვალები დამძიმებული მქონდა,ძლივს მოვახერხე მათი გახელა.თავი გასკდომას მქონდა,კიდურებს ვეღარ ვგრძნობდი,სხეული დაბუჟებული მქონდა. თავზე ნინო მედგა
-დე რა მოხდა?-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და სახეწაშლილ ნინოს ავხედე
-გული წაგივიდა,ვერაფრით მოგიყვანეთ გონს,ამჯერად უფრო რთული სიტუაცია დე-ხმა უკანკალებდა,ცდილობდა ცრემლები დაემალა თუმცა მე ხომ ვცოდი რასაც გრძნობდა იმ წუთას
-არაფერი მიჭამია გუშინ და მაგის გამო დე-გავუღიმე
-არა ნია,მხოლოდ მაგის გამო არა,სერიოზული მკურნალობა გჭირდება ენერგია საერთოდ აღარ გაქვს,ექიმმა თქვა გამოფიტულიაო,ეს ისევ ანემიის ბრალია,შენ არ გჯერა ჩემი და თავს საერთოდ არ უვი,აღარ გავიგონო შენი მუშაობა!-ხმა გაუმკაცრდა
თვალები დავხუჭე და გვერდზე გადავტრიალდი,რა უნდა მიქნას ახლა მე ანემიამ? ეს ხომ ადამიანების თითქმის 50% მეტს სჭირს? ცოტახანში ლანაც შემოვიდა,მას ლიკა და დათოც მოყვნენ უკან.
-გული გამისკდა ნია-თმები უკან გადაიყარა ლანამ და ღრმად ამოისუნთქა,შემდეგ კი გამიღიმა
-არაფერი მომივა-მეც გავუღიმე დამამაშვიდებლად
-დროა სერიოზულად იმკურნალო,შეიძლება რამდენიმე დღე აქ დარჩენაც მოგიწიოს-მითხრა ლიკამ და ბალიში გამისწორა
-კარგი რა,აქაურობას ვერ ვიტან-ზიზღით მოვავლე იქაურობას თვალი
-დანელიას ხო კარგად იტან?-სიცილით მკითხა დათომ-გარეთ დგას
გული ბედნიერებამ მოიცვა,სწრაფად ვანიშნე დატოს შემოვიდესთქო და გაკრეჭილი დაველოდე ჩემს პრინცს.სახეწაშლილი შემოვიდა პალატაში,თუმცა გაკრეჭილი რომ დამინახა მასაც გაეცინა და მომეხვია
-როგორ მანერვიულე-თავზე მაკოცა
ცოტახანში ოთახში ლადო გიგა და სალომე შემოლაგდნენ. უსასღვრო ბედნიერაბს ვგრძნობდი მაშინ.
მსგავსი რამ აღარ გამეორებულა,სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა დანელია,არადადეგები ისე გავიდა სულ 3 თუ 4-ჯერ ვნახე,ბოლო დროს თითქოს შეიცვალა,გაცივდა თუ მე არ მოვიკითხავდი თვითონ არც ახსენდებოდა ჩემი არსებობა,ამ ყველაფერს კი გადაღლილობას და სამსახურს აბრალებდა,თუმცა მე ხომ ვიცოდი,მე ხომ ვხვდებოდი რომ გაცივდა,თან ისე რომ მისი სიცივე გულს მიკაწრავდა და სულს მიხუთავდა. თითქოს სულ სხვა ადამიანად იქცა,ვეღარ ვცნობდი,ის აღარ იყო რაც ადრე,შეიცვალა ყველაფრის მიმართ და ჩემს მიმართაც.თითქოს ცდილობდა უკეთესი მოეძებნა,არ ვიცი ამას რა დავარქვა ან რა ვუწოდო,უბრალოდ ცდილობდა ჩემგან გაქცეულიყო თუმცა მიზეზს ვერ ვხვდებოდი და ეს ყველაზე მეტად მტკიოდა. რამდენიმე მოკითხვის შემდეგ თითქოს მეც შევეშვი,უბრალოდ აზრი აღარ ჰქონდა. ტკივილს როდესაც ეჩვევი მერე უკვე გისულერთდება თითქოს,გგონია რომ ეს ასეც უნდ აიყოს,უნდა გტკიოდეს და შენ ამას იმსახურებ კიდეც,თითქოს იმისთვის გაჩნდი,რომ სულ მუდამ გტკიოდეს და ამას უნდა შეეგუო კიდეც,რომც არ გინდოდეს სხვა არც გზაა და არც ხსნა. ყველა იმას მეუბნებოდა დაელაპარაკე,გაიგე ასე რატომ იქცევაო,თუმცა განა ჰქონდ ააზრი? რამე აზრი რომ ჰქონოდა ენის დაღლამდე გაუჩერებლად ვილაპარაკებდი,თუმცა როცა ხვდები ლაპარაკს აზრი არ აქვს უბრალოდ უთქმელად უნდა დატოვო და წახვიდე მისგან.მეც სწორედ ასე მოვიქცი...
მალე სწავლა განახლდებოდა და მომიწევდა ისევ მის პირისპირ დგომა,რაც ჩემთვის მხოლოდ ტკივილის მომტანი იქნებოდა,იმ ტკივილის რომელსაც თითქოს უკვე ასე ძალიან შევეჩვიე. დილით უნივერსიტეტში უნდ აწავსულიყავი,მაგრამ არც კი ავმდგარვარ საწოლიდან ისე განვაგრძე ძილი,სალომე მირეკადა,გიგაც,თუმცა არცერთის ზარს არ ვუპასუხე,თიტქოს უკვე მათგან გაქცევაც კი მინდოდა.თიტქოს მათი დანახვაც კი ტკივილს მაყენებდა. რადენჯერმე მომწერა,ჩვეულებრივ ვუპასუხე ყოველგვარი პანიკების და კითვების გარეშე. უნდა გნახოო,რატომ არ დადიხარ რა მოხდაო,გამეცინა ამაზე,ტირილი მინდოდა ტუჩებზე ისე მაგრად ვიტკინ სისხლი წამოვიდა,ტირილს ყოველთვის ტუჩზე კბენითა და ღიმილით ვიკავებდი,ამჯერადაც ასე მოვიქეცი. დავიჯერო მართლა ვერაფერს ხვდება თუ უბრალოდ არ უნდა მიხვდეს? ალბათ უფრო მეორე ვარიანტია.დაბლა გელოდებიო ნახევარი საათის შემდეგ მომწერა,მეც ჩავიცვი და მასთან ჩავედი,ჩვეულ ფორმაში იდგა,ცალი ხელი ჯიბეში ცალით კი სიგარეტს ეწეოდა,რომ დამინახა აღარ გაუღიმია,ჩვეულებრივი ემოცია ჰქონდა,აი ისეთი უბრალო ნაცნობს რომ დაინახავ და მორჩა.
-როგორ ხარ?-გადამკოცნა
-კარგად შენ?-მშვიდად გავეცი პასუხი
-რატო არ დადიხარ? მოხდა რამე?
-არ მეცალა-უნიჭოდ ვიცრუე
-რასაკეთებდი რო?
-საქმეები მქონდა
-რომელი საქმეები ნია?
-და შენ? შენრასაკეთებდი? სად იყავი მთელი ეს დრო?-გამეცინა და თავი გვერდით გავატრიალე
-ხომ იცი რომ ვმუშაობ ნია
-ვიცი
-შეიცვალე
-ალბათ
-რა ხდება არ მეტყვი?-ისე ურცხვად მკითხა გამეცინა
-არ გრცხვენია მაგას მე რომ მეკითხები?
-ნია დრო არ მქონდა უბრალოდ ეს პერიოდი,მართლა
-მოკითხვას წამები სჭირდება აკო,დროს ნუ აბრალებ,სურვილს დააბრალე
-მაგით რისი თქმა გინდა?
-მგონი თვითონაც მშვენივრად ხვდები
-გაცივდი ნია თან ძაან
-მაგას მე არუნდა მეუბნებოდე,ჯანადაბა! მაინცდამაინც უნდ ამათქმევინო ყველაფერი? შენს სიცივეს მე რატომ მტენი ადამიანო?!-თავი ვეღარ შევიკავე
-იცი,მგონი ჯობს საერთოდ შევეშვათ ერთმანეთს
-როგორც გინდა-ორივე ხელი მაღლა ავწიე,გავუღიმე თავი დავუქნიე და წამოვედი ისე რომ უკან აღარც გამიხედავს...
რაც უფრო მეტს გტკენენ უფრო და უფრო ძლიერდები და მთელი ძალით გრძნობ სრულყოფილებას,
ზოგჯერ უბრალოდ ვერაფერს გრძნობ,კარგავ საკუთარ თავს ,იყურები სარკეში და ვერ იხსენებ ვინ არის ის,ვინც გიმზერს ასე დაჟინებით და მშვიდად.ხანდახან ისე მინდა დავიყვირო ისე მინდა გავსკდე ტირილით..მაგრამ ესეც რო არ შემიძლია.ყვირილი მინდა ხმა არ ამომდის.გაქცევა მინდა აქედან და ყველაფრის დავიწყება
და არც ეს გამოდის.ჯობს საერთოდ არაფერს გრძნობდე ვიდრე ასე იტანჯებოდე,ნამდვილად ამ დასკვნამდე მივედი,გვიან თუმცა მაინც ხომ მივედი...აი სიცარიელე რომ არის შენს სულში, რომ ვერ გრძნობ ტკივილს..მთელი არსებით გინდა იყვირო და გაქრე,მაგრამ ეს რეალობა და ვერც შენ გაქრები.დედანატირები ცხოვრებაა სადაც უბრალოდ სული გეხუთება გიქნდა გაქცე,თუმცა ვერ გარბიიხარ,ფეხები უკან წარსულში გრჩება,როგორი რთულია წახვიდე იქიდან,სადაც ყველაზე მეტად გინდა დარჩენა,მაგრამ რომ დარჩე მოგკვდები,თუმცა ისედაც მკვდარი ხარ უკვე.ყველზე მძიმე განაჩენია როცა ხვდები,რომ მზად ხარ შენი თავი დაკარგო,სიცოცხლე გააჩუქო,ღირსება დაივიწყო და გიყვარდეს ის ვისთვისაც არაფერს წარმოადგენ,მაგრამ ის იმდენად არაადამიანი რომ ამას ვერც კი ხვდება და უარესად გტკენს.ადამიანი,რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავდა ვერასდროს იქნება წარმავალი.
სადღაც,გულის სიღრმეში მაინც ჩათვლი მას შენი ცხოვრების ნაწილად.
დრო...დრო არ კურნავს. დრო არ ახორცებს ჭრილობებს ის უბრალოდ ხურავს მათ ახალი გრძნობებით,ახალი გამოცდილებით.ხშირად ჭრილობას ცივი ჰაერი ხვდება და გვაიძულებს შევიგრძნოთ ტკივილის ახალი ტალღა.
დრო...დრო ცუდი ექიმია.გვეხმარება ძველი ტკივილის დავიწყებაში და ცდილობს გვაგრძნობინოს ახალი.ასე მივუყვებით გზას,ცხოვრების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცებივით და ყოველ წლიურად სულში მატულობს ცუდად შეხორცებული ჭრილობების რაოდენობა. და ბოლოს ...ჩვენ უთქმელად დავასრულეთ სიყვარული...



№1 სტუმარი ემი

ის კიდე დაბრუნდება შენთან, მაგრამ აღარ აპატო ახლა უკვე ნამდვილად არ არის ღირსი. აბა რა გითხრა, შენ თავში იპოვე ძალა და გადალახე ყველაფერი...

 


№2 სტუმარი mtvaro svani

vaime ramdeni xani velode am tavs
kinagam gavgijdi.es ra qeni ase rato daamtavre guli miskdeba ise minda brazis amontxeva minda danelia davlecoes ra gaaketa sanam schirdeboda gamoiyena da miagdo.vaime ver movineleb amas.sasizgari matxovari unamuso arakacisgan sxvas ras unda elodo.imdenjer miatova exla gauchirdeboda?mit umetes cxovreba dailaga.vaime rogor minda nia ise daschirdes suntqva ver shezlos.gexvecebi ase ar daamtavro misi javri unda viyaro tore am gogos codvit guli gamiskdeba.idioti.ox gavgijdi es ra akadra.

 


№3  offline წევრი Firefly

ჯობდა არ წამეკითა...
ბედნიერ დასასულს ველოდი.
თუ რამე შეიცვლება ისევ გააგრძელე გთხოვ love
--------------------
M.T

 


№4 სტუმარი სტუმარი

აქამდე ჰგავდა რეალურს, თუმცა ეს თავი მშრალი და არაფრისმთქმელი იყო, რეალურობა ვერ დავინახე, არა იმიტომ რომ ერთად არ არიან და ჰეფი ენდს ველოდი, უბრალოდ იმდენად მშრალია ვერ მივიტანე გულთან და ვერ გავიაზრე რეალურობა...

 


№5  offline მოდერი Anye-Any

არ ვიცი ვისთვის მშრალი იყო თუ ვისთვის სველი და ემოციური თავი თუმცა რაც მოხდა ის დავწერე ხოდა კიდევ სულაც არ ვარ დეპრესიაში არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს ამ ეტაპზე რაც შეეხება დანელიას წუხელაც ჩემი ფანჯრის ქვეშ გაათენა თუმცა ამჯერად ამაოდ. ყველას იდიდ მადლობა მინდა გითხრათ ასეთი გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის,ყველანი ძალიან მიყვარხართ! ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ აპატიეთ თუმცა აღარასოდეს აღარ ენდოთ!

 


№6  offline წევრი wkuu

ნიაა საოცარი გოგო ხარ...ყველას არ შეუძლია ასეთი იყოს.. ასე მშვიდად შეხვდეს და ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება გააგრძელოს...მაგრამ აი დანელიაზე რა ვთქვა არ ვიციი...ამას რო ვკითხულობდი რაღაც ისეთი გრძნობა დამრჩა რო დანელია ხვდება რო არ გიმსახურებს და ამიტომ მოიქცა ასეე... იბრძოლე ბედნიერებისთვის არა აქვს მნიშვნელობა დანელიასთან იქნები თუ სხვასთან მთავარია გოყვარდეს და იყო ბედნიერიი...წარმატებები

 


№7  offline წევრი Pepper

აი არ ვიცი რაღა ვთქვა
სრულიად დავკარგე წარმოდგენა აკოზე
ამდენი რამ აპატიე , ყველაფერში ეხმარებოდი და ბოლოს ყველაფერი ასე დამთავრდა
მინდოდა თქვენი ერთად ყოფნა თუმცა დანელიაამას არ იმსახურებდა
შენნაირ კარგ ადამიანს არანაირად არ იმსახურებდა. ყველაფრის მერე ისევ სე მოიქცა
ჩამოუყალიბებელი პიროვნებაასაკმაოდ !
წარმატებები შენ ცხოვრებაში <3
ყველასდა ყველაფერს სუაკეთესოს იმსახურებ <3
გული დამწყდა რომ დამთავრდა ისტორია :( <3

 


№8  offline წევრი რომა თამო

bodishit magram am ambis realuribis arc me ar mjera.patara kamatze sadzmakaco da sadaqalo ereodnen da exla aravin cdilobs mat sherigebas?? tan ise agwerda danelias siyvaruls da ese uceb gadauyvarda im bichs?? kidev bevri daujerebeli ragaceebi iyo.mapatiet es chemi subieqturi azria

 


№9 სტუმარი mtvaro svani

kargi ra romeli sherigeba kide?ra namusit unda stxovvos vinmem nias sherigeba?me mtkiva suli da guli da carmomidgenia shen ra dgeshi xar.vaime danelia daglecav nias adgilze.patieba?martla shesazleblia bevri ramis patiebac ki mara sherigeba? es ukve ara ra.isev igives gaaketebs isea michveuli.vaime nervebi ar myofnis ox danelia.aseti arakaci rogor xar aaaa?

 


№10 სტუმარი nia

სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა ყველაფერი. ამას აკო მოგვიანებით უფრო კარგად მიხვდება, მაგრამ გვიანი იქნება. შენ კი იმედია არ დაგვეკარგები და ძველ ისტორიას დაასრულებ. ძალიან საინტერესოდ წერ და სიამოვნებით წავიკითხავდი ახალ თავებს...

 


№11 სტუმარი munu

patara qalbatons agar gaagrdzeleb? dzalian kaiaa da daasrule raaa

 


№12  offline მოდერი zia-maria

wkuu
ნიაა საოცარი გოგო ხარ...ყველას არ შეუძლია ასეთი იყოს.. ასე მშვიდად შეხვდეს და ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება გააგრძელოს...მაგრამ აი დანელიაზე რა ვთქვა არ ვიციი...ამას რო ვკითხულობდი რაღაც ისეთი გრძნობა დამრჩა რო დანელია ხვდება რო არ გიმსახურებს და ამიტომ მოიქცა ასეე... იბრძოლე ბედნიერებისთვის არა აქვს მნიშვნელობა დანელიასთან იქნები თუ სხვასთან მთავარია გოყვარდეს და იყო ბედნიერიი...წარმატებები

მეც ეს შეგრძნება დამეუფლა.ნიამ იმდენი აპატია და იმდენი გააკეთა დანელიასთვის ის უბრალოდ გაეცალა მას და თავისუფლება მისცა არადა უყვარს,მართლა წრფელი სიყვარულით უყვარს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent