შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს სწორედ ისაა რაც შენ გგონია პატარავ


29-02-2016, 04:27
ავტორი diana.cherchuki
ნანახია 2 279

ვერ ვიჯერებდი... ნუთუ ეს სიზმარი არ იყო? ახლა ჩემი ცხოვრების ახალი და ბნელი ეტაპი იწყებოდა. საქმე იმაშია, რომ ჩემი თბილი და მზიანი ქალაქი ფორკსი დავტოვე და საცხოვრებლად ჯექსონვილში გადმოვედი. მხოლოდ ქალაქის დატოვებას ვინ ჩივის, ქალაქთან ერთად ჩემი წარსულიც იქ დარჩა. ამას ახალი ძალებით უნდა ავევსე, მაგრამ პირიქით... დამქანცა და ყველაფრის ხალისი წამართვა.
როგორც ყოველთვის ჯექსონვილში წვიმდა, ეს არ მომეწონა, მე ხომ ფორსკის თბილ ჰავას ვიყავი შეჩვეული და წვიმის დანახვისას უსიამო გრძნობამ ჟრუანტელივით დამიარა, მაგრამ ეს სიცივის ბრალი ნამდვილად არ იყო.
ბუზღუნით ჩავდე ტაქსში ჩემი მძიმე ჩემოდანი და სველი და გათოშილი მანქანის სველ სალონში შევხტი. ცოტა ხანი დავიცადე და თავი ისევ გარეთ გავყავი:
-ესმე დაუჩქარე!
-ხო ხო ახლავე ძვირფასო...-ამ სიტყვებით დედამ მისი ჩემოდანიც დიდი ძალისხმევით ჩადო საბარგულში და მანქანაში ჩაჯდა.
-უჰ წვიმს-მითხრა მან.
-მართლა?-ვკითხე სარკასტულად.
-ასე ნუ მექცევი საყვარელო, მე ეს შენთვის გავაკეთე, ხომ იცი ეს?-სისხლმა ტვინში ამასხა
-მე გთხოვე ბილს დაშორდი მეთქი? მე გთხოვე ჩემს სკოლას და მეგობრებს ჩამომაშორე და სადღაც ჯანდაბაში გადამკარგე მეთქი?-უკვე ვყვიროდი.
-დამშვიდდი მია.-ყვირილის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ ტაქსისტის მზერა დავიჭირე, რომელიც ინტერესით ელოდა მოვლენების განვითარებას და ჩხუბი რომ არ გავაგრძელე ეტყობოდა იმედგაცრუებული იყო, რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე და ესმეს ტაქსისტზე ვანიშნე, როცა მძღოლი დარწმუნდა, რომ სეირი დამთავრდა იკითხა:
-საით ქალბატონებო?
-ჯოინ სთრითზე, 43 ნომერში.
ცოტა ხანი დავიცადე და როცა ბრაზმა გადამიარა ვკითხე:
-ესმე სად მივდივართ?
-ოჰ მია ეს ლამაზი სახლია, თან საკმაოდ იაფად შევიძინე, შენს სკოლასაც 1 კილომეტრიღა აშორებს, კიდევ კარგი საბუთები გასულ კვირას გადმოვაგზავნე ფაქსით, ახლა პრობლემები არ მჭირდება...-შევაწყვეტინე:
-მოიცა მოიცა რა საბუთები?
-შენი სკოლის ძვირფასო-მიპასუხა ესმემ კმაყოფილმა, ოღონდ ეს არა გავიფიქრე და ესმეს უკმაყოფილოდ შევხედე.
ესმე დედაჩემია, უკვე 3 წელია სახელით მივმართავ, დიდად მოსიყვარულე შვილი არც არასდროს ვოფილვარ, ასე რომ დიდად არც გაჰკვირვებია როცა პირველად დავუძახე სახელი.
რაც შემეხება მე: მე მია ფრისკი ვარ, 17 წლის, ამერიკის კონსტიტუციით უკვე სრულწლოვანი, რასაც ესმე კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუმცა კანონთან რათქმაუნდა უძლურია )))
მთელი ჩემი ცხოვრება ფორსკში გავატარე და ჯექსონვილის კლიმატს მაინცდამაინც კარგად ვერ შევეწყვე, მოკლედ რომ ვთქვათ ცივ ჰაერთან დეკლიმატიზაცია საკმაოდ გამიჭირდა, ჩემი აქ გადმობარგების მიზეზი ჩემი მშობლების დაშორება გახდა, ხოლო ოჯახის დანგრევის მიზეზი კი ალკოჰოლი, მამა გამუდმებით სვამდა, ესმემ ეს ვერ აიტანა და ბილს დაშორდა.
ახალ ქალაქში არავის ვიცნობდი, ჩემი მეგობრები ხომ ფორკსში დარჩნენ, მთელი გზა ამაზე ფიქრით გავატარე, ფიქრებიდან კი მანქანის სწრაფმა დამუხრუჭებამ გამომარკვია, ესმე ტაქსიდან გადავიდა და ჩვენი ჩემოდნები საბარგულიდან გადმოიღო, მეც გადავედი.
-რამდენი უნდა მოგცეთ?-ჰკითხა დედამ მძღოლს
-სულ რაღაც 7 დოლარი და 50 ცენტი მემ.
-რაა?-ესმე გადაირია,- ამდენს ქალაქიდან ქალაქში მგზავრობისას არ ვიხდი ხოლმე, მაკოტრებთ? რა უბედურება ტაქსში 7 დოლარი?
-ესმე ჩუმად, სირცხვილია-ხელზე ხელი მოვუჭირე დედას-გაუსწორდი ამ კაცს და თავის გზაზე წავა.
-მმმ ჰო კარგი, ინებეთ.
მძღოლმა თანხა აიღო და მალევე წავიდა. ახლაღა გავაცნობიერე, რომ მართლა ჯექსონვილში ვიყავი, წვიმიან და ცივ ქალაქში...
-მია! მია ძვირფასო! -მეძახდა ესმე-სწრაფად წამოდი, სულ გაილუმპები.-სახიდან ჩამოშლილი თმა გადავიწიე და გავძახე თითქმის კარებთან მისულ ესმეს:
-ხო ხო მოვდივარ.-ჩემოდანს ხელი დავავლე და კარისკენ გავაგორე.


პ.ს რას იტყვით? გავაგრძელო?



№1 სტუმარი mariami

kiigaagrdzele kargia

 


№2  offline წევრი diana.cherchuki

mariami
kiigaagrdzele kargia

კარგი, ახლავე დავდებ <3
--------------------
Onlinegirl

 


№3  offline წევრი diana.cherchuki

nino araxamia
კარგია განაგრძე love

დევს უკვე მეორეც და მესამეც <3

nino araxamia
კარგია განაგრძე love

დევს უკვე მეორეც და მესამეც <3
--------------------
Onlinegirl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent