შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი სიზმრიდან (თავი მეექვსე, დასასრული)


29-02-2016, 22:24
ავტორი sopo xecuriani
ნანახია 2 193

მის სითბოს ყოველ ღამით კიდევ 4 დღე ვგრძნობდი.
დათას ბოლო დღეს ჩემს სკოლამდე მივაცილებინე თავი. დათა ამის გამო ბრაზობდა. ჩახუტებისას მივხვდი რომ მასთან ერთად ვეღარც გავიღვიძებდი და ვეღარც დავიძინებდი. ძალიან დავნაღვლიანდი. დათა ყველაფერს მიხვდა და მითხრა:
- წამო რააა, მეც ვერ გავძლებ.
- არა ხომ იცი რომ არ შემიძლია.
- მე შემიძლია- მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- არა გთხოვ.
- კაი ნუ გეშინია არსად მიმყავხარ.- მითხრა წყენით. მე ისევ მაგრად ჩავეხუტე და სანამ მის სახეზე ღიმილი არ დავინახე არ დავემშვიდობე.
სახლში მისულს მივხვდი რომ სახლიც და მშობლებიც ძალიან მენატრებოდნენ. ისინი გამუდმებით მისვამდნენ კითხვებს და მეც ისევ მათი მოტყება მიწევდა. მხარზე რა თქმა უნდა მშობლები ვერაფერს მივხვდნენ.
ის დღეები ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენდება. იმ ერთ კვირაში ისე მივეჩვიეთ ერთმანეთს მე და დათა რომ გვიჭირდა მარტო საღაამოობით ერთმანეთის ნახვა. ისევ სახურავი და ვასკვლავები ღამის თბილისი და ჩვენ. ბედნიერების წუთებით გული მევსებოდა და ყოველდღე ვიხსენებდით ძველ ამბებს. სულ მეწუწუნებოდა ცოლად გამომყევი თორემ მოგიტაცებო. მე კი ვარწმუნებდი რომ ცოტა ხანს კიდევ მოგვეცადა და ეს ცოტახანი 2 წელი გაგრძელდა. მაშინ უკვე ოცის ვიყავი. კაფეში ვიჯექით მე და დათა როცა უეცრად მითხრა:
- აღარ მაინტერესებს ჩემი ცოლი ხარ უკვე. - და თითზე ბეჭედი ისე უცებ გამიკეთა ვერც მივხვდი თავიდან რას აკეთებდა.
- გიჟი ხაარ!! - ვუთხარი მე და თან მეცინებოდა. დათა ადგა და ხელი გამომიწოდა.
- ვსო წავიდეთ ჯვარი დავიწეროთ ეხლავე დავურეკავ ჩემ მოძღვარს.
- ასე უცებ?. - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ხო - მითხრა დათამ მაგიდაზე ფული დატოვა და გასასვლელთან გამიყვანა. მე გავჩერდი და ისევ ვკითხე:
- შენთვის რომ არ მაქვს ბეჭედი?
- დაიკიდე წამო. - მითხრა ღიმილით. მანქანის კარები გამოაღო და მეც ჩავჯექი. დათამ თავის ძმაკაცს დაურეკა ჩემი მეჯვარე უნდა იყოო, იმ ძმაკაცს ჩემს მხარს რომ მკურნალობდა. მე კი ჩემ ახალ მეგობარს დავურეკე უნივერსიტეტიდან, რომელიც მაშინ ალბათ პირდაღებული მისმენდა, მე ვეუბნებოდი იჩქარე მე დათა ჯვარს ვიწერთთქო.
ჯვარი მეტეხში დავიწერეთ და როგორც იქნა ღმერთთან დავაკანონეთ ჩვენი სიყვარული. დათას ჯინსი, მაისური და ბენსიმონები ეცვა, მე ზაფხულის ჭრელი კაბა და კეტები. ეხლაც მეცინება ჩვენ მაშინდელ ფოტოებს რომ ვნახულობ. რა თქმა უნდა მშობლები თავიდან გაბრაზდენენ ასე უცებ რომ გადავწვიტეთ ეს ამბავი მაგრამ მალე გადაუარათ რადგან ისედაც იცოდნენ ყველაფერი და ალბათ იმასაც ფიქრობდნენ რომ მე და დათა დიდხანს ვეღარ გავძლებდით უერთმანეთოდ. და იმ დღეს როგორც იქნა ბიჭი სიზმრიდან ჩემი ქმარი გახდა.
რამდენიმე დღის წინ კარზე ზარი დარეკეს. მეც მივედი და გავაღე. ძირს წითელი ვარდები იდო. ხელში ავიღე და სახლში შევიტანე. დათა სახლში იყო და ცოტა არ იყოს გავოცდი. დათამ გაკვირვებით შემომხედა და მკითხა:
- ეს რა არის?
- ალბათ შეეშალათ მართლა არ ვიცი ვისია- ვუთხარი მე და ძველი მოგონება ამომიტივტივდა თავში, ცოტა ავღელდი.
- შე სულელო! - მითხრა და გამიცინა.
- რაგაცინებს??
- ისეთი შეწუხებული სახე გაქვს შემეცოდე. - მითხრა სიცილით- მე გაჩუქე ეგ ვარდები აბა სხვა ვინ გაჩუქებდა.
მე ჩემ თავზე გამეცინა მივედი დათასთან და მაგრად ჩავეხუტე.
- მეგონა მეტყოდი გადაყარეო. - ვუთხარი მე სიცილით. დათამაც გამიცინა მასაც ძველი წითელი ვარდების ამბავი და ჩვენი ჩხუბი გაახსენდა. მაგ ამბავს ყოველთვის ცუდად იხსენებდა. მაგ ჩხუბის გამო მარტო დაგტოვე და შენც უცებ მოახერხე შარში გახვეაო.
რამდენიმე დღეში ჩვენი ქოწინებიდან 2 წელი გავა. ჯერ ბავშვები არ გვყავს რადგან ისევ ვსწავლობ და არ მინდა უნივერსიტეტში ორსულმა ვიარო. ჩვენი თანაცხოვრება კი საშილად გიჟური და სასიამოვნოა.
აი ასე შემიყვარდა ბიჭი სიზმრიდან და რომ არა მისი რეალურ სამყაროში გაამოჩენა ალბათ ეხლაც მარტო ვიქნებოდი.



№1  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან კარგი იყო თბილი ძალიან <3 love

 


№2  offline წევრი sopo xecuriani

qetiqetiA3
ძალიან კარგი იყო თბილი ძალიან <3 love

ძალიან მიხარია რომ მოგწონს ! <3

 


№3  offline წევრი შამხათი

ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია იყო, მომეწონა. სიამოვნებით წავიკითხავ შენს სხვა ისტორიებსაც.

 


№4  offline წევრი sopo xecuriani

შამხათი
ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია იყო, მომეწონა. სიამოვნებით წავიკითხავ შენს სხვა ისტორიებსაც.

მადლობ <3 ამის გარდა 2 ისტორია მიდევს შეგიძლია წაიკითხო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent