შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსების საფასური ( 4 )

29-02-2016, 23:51
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 984

_ დამცინი?_ ლიკამ ჯერ დივანს გახედა მერე კი დემეტრესკენ შემობრუნდა.
_ შენ წარმოიდგინე არა_ უდარდელად უპასუხა და საწოლს გადასაფარებელი გადააძრო.
_ მოდი ახლავე გავერკვეთ ყველაფერში_ დოინჯი შემოირტყა_ მე არც სურვილი და არც პრეტენზია მაქვს შენთან სარეცელის გაყოფაზე,უბრალოდ ასეთი დამოკიდებულება უპატივცემულობის ნიშანია და იქნებ ამიხსა როდემდე აპირებ ასე?
_ მგონი შენ არ უნდა იძლეოდე რჩევებს პატივისცემაზე.
_ ძალიან ვწუხვარ,რომ ასე მოხდა,ორი ჭიქა ღვინო დავლიე და იმოქმედა ბოდიშს გიხდი,თუმცა შენმა დღევანდელმა საქციელმა დამარწმუნა,რომ პირველადი შეფასებისას არ შევმცდარვარ.
_ მხოლოდ ჩემში არაა საქმე,სანამ არ ისწავლი სხვისი აზრის,წარმომავლობის,ოჯახის,შრომის და სახელის დაფასებას ისე მოგექცევი,როგორც დაიმსახურებ.
_ მე ყველაფერი ვიცი ,უბრალოდ შენ რომ ამას დაინახავ ძალიან გვიანი იქნება.
_ მისმინე ლიკა,არც პატივმოყვარე ვარ და არც ამაყი,მე მართლა ერთი უბრალო გლეხი ვარ,მაგრამ თავმოყვარე და ღირსების მქონე.ის რაც დღეს გავაკეთე ეს პრინციპის ამბავია,ვთქვი და შევასრულე.მე კი სიტყვებს ჰაერზე არ ვფანტავ.დაიმახსოვრე შენ ყველას თვალში ჩემი ცოლი ხარ და ყველასგან მოვითხოვ,რომ პატივი გცეს და დაგაფასონ,მაგრამ მე არა.შენ ჩემთვის არაფერი ხარ.იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი,წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს გავაკოტრებ.
_ მეზიზღები_ თვალები აუცრემლიანდა.
_ მე ხომ საერთოდ_ ღიმილით უპასუხა და ზედატანი გადაიძრო,განიერი მხარბეჭი ჰქონდა,მზისგან გარუჯული,ნავარჯიშები და ათლეტური.ლიკამ თვალი აარიდა_ საბანი აი იმ კარადაშია,ღამე შეგცივდება_ მიასწავლა,თავად კი საწოლში კომფორტულად მოთავსდა.
დამძიმებულმა და გულნატკენმა ხმაურით ამოიხვნეშა და კარადიდან საბანი გამოიღო,ტანსაცმლიანად მოიკუნტა ვიწრო დივანზე და საბანი გადაიფარა.საშინლად უნდოდა ეტირა მაგრამ არც ის სურდა ეს დემნას გაეგო,არ უნდოდა დაენახა,რომ სუსტია.როდის,როდის ჩაეძინა.
დილის რვა საათზე უკვე ჩვეულებისამებრ გაეღვიძა დემეტრეს,საწოლიდან ოდნავ წამოიწია და ოთახს თვალი მოავლო.
ლიკა პატარა კნუტივით მობუზული დივანზე მოკუნტულიყო,საბანი კი იატაკზე ეგდო.
მის შემხედვარეს ჯერ გაეღიმა,მერე კი შეებრალა,ფეხზე ფრთხილად წამოდგა,ტანსაცმელი ჩაიცვა და ძირს დავარდნილი საბანი მეუღლეს ნაზად მიაფარა,თავად კი უხმაუროდ გავიდა ოთახიდან.
ქვემოთ სასადილო ოთახში უკვე მთელი ოჯახის შემადგენლობა იყო თავმოყრილი_ ნუგზარი,თამილა და ლიზი.
_ ძამიკო მართლა ცოლი მოიყვანე? სადაა?_ ბავშვური სილაღით და ინტერესით სავსე თვალებით შეეგება ძმას და მის შემოგეგებულ გაშლილ ხელებში შეხტა და ყელზე შემოეხვია.დემნამ ხმაურით დაუკოცნა ლოყები დაიკოს და მერე ისევ ძირს დასვა.
_ ჰო ლიზი,მოვიყვანე_ და თვალი მშობლებს მოავლო.
_ ვააა რ მაგარია_ლიზი სიახლემ ძალიან გაამხიარულა_ წავალ ყველას გავაგებინებ სახლში_ ხტუნვა-ხტუნვით გავარდა კარში.
_ შვილო , იქნებ აგვიხსნა რა ხდება?_ მაგიდასთან მოკალათებულმა ნუგზარიმ მკაცრი იერით ამოხედა.მამა- შვილი წყლის ორი წვეთივით ჰგავდნენ ერთმანეთს.
დემნამაც გამოაჩოჩა სკამი და მშობლდების წინ ჩამოჯდა.
_ დედა მამა ვწუხვარ,რომ ეს ასე მოულოდნელად მოხდა,მაგრამ ლიკა კარგი ოჯახის შვილია,განათლებული,ფიზიკურად კი თავადაც ხედავთ რომ ლამაზია.
_ და თუ ასეა,რატომ იჩქარე შვილო?
_ მქონდა ამის მიზეზები,მამა პატარა ბიჭი ხომ არ ვარ არა? ვიცი, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე,დამიჯერე არ დარჩრებით გულნატკენები და იმედგაცრუებულები.
საუბრისას ოთახში ლიკაც შემოვიდა ფეხაკრებით.გაღვიძებისთანავე ოთახს თვალი მოავლო და,რომ აღმოაჩინა,რომ მარტო იყო სწრაფად გამოიცვალა და გამოვიდა,არ სურდა პირველივე დღე უთახმოებოთ და საყვედურებით დაეწყო.
_ დილამშვიდობის_ თბილად გაიღიმა და ახალი ოჯახის წევრებს თვალი მოავლო.
_ შემოდი შვილო შემოდი_ მაშინვე ხალისით ფეხზე წამოდგა თამილა და რძალს შეეგება_ აი აქ დაჯექი_ დემნას გვერდით მოაკალათა.მისკენ არც კი გაუხედავს,მორიდებით დახარა თავი.
_ რამდენი წლისა ხარ შვილო?_ საუბრის ინიციატივა მამამთილმა აიღო.
_ 23
_ ოჯახში ვინ გყავს?
_ მხოლოდ მამა,დედა 10 წლის წინ გარდამეცვალა,დედმამიშვილი კი არ მყავს.
ეს დემნამ არ იცოდა,ცოტათი შეებრალა კიდეც და თვალებაწყლიანებულ ცოლს გახედა.
_ გითანაგრძნობ შვილო,დღეიდან მე და შენ ვიყოთ დედა და შვილი,წინააღმდეგი ხომ არ ხარ_ სანდომიანად გაუღიმა თამილამ და ლიკას ხელებზე ნაზად მოეფერა.
_ არა,რათქმაუნდა არა_თქვა და დემნას ახედა,ის კი კმაყოფილი იღიმოდა.საშინელმა სურვილმა მოუარა ლიკას,აეღო ეს წყლის გრაფინი,რომელიც მაგიდაზე იდგა და ამ ცინიკურ სახეზე მიეფშვნა მისთვის.
_ კი მართალია
დემნამ სიურპრიზი მოგვიწყო მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ და მოკლე ხანში ქორწილიც გადავიხადოთ_ რძლით კმაყოფილმა ნუგზარიმ ომახიანად განაცხადა.
_ მამა ლიკას არ უყვარს ასეთი რამეები,მოდი ჯერ არ გვინდა კარგი?
_ მართლა ლიკა?
_ თუ არ მიწყენთ ასე მირჩევნია_ თქვა და გაბრაზებულმა მრისხანე თვალები შეანათა ქმარს,ის კი კმაყოფილი იღიმოდა.
_ კარგი შვილო,როგორც თქვენ გადაწყეტთ,არც დემეტრეს უყვარს ასეთი რამეები,კი გეცოდინება,რომ საკმაოდ უბრალო და უპრეტენზიოა.
_ “ კი როგორ არა,უპრეტენზიო”_გაიფიქრა გულში, მაგრამ ხმამაღლა თქვა_ რათქმაუნდა .
_ ლიკა არ ვიცი გითხრა თუ არა დემნამ ჩვენ მეორე ვაჟთან დაჩისთან ვცხოვრობთ თბილისში,აქ კი სტუმრად ვართ,გამოფენისათვის,რომ ემზადებოდა,აქაურობისათვის არ ეცალა და ჩვენ ვეხმარებოდით.დღე სახლში ვბრუნდებით მაგრამ მალე ჩამოვალთ ყველანი._ ლიკამ დაბნეული გახედა დემნას,ეს არ უთქვამს მისთვის.
_ მიდი გაიყვანე გოგო ეზოში დათვალიერებინე აქაურობა_ შვილს მხარზე მოუთათუნა ნუგზარმა და ოთახიდან გავიდა.
ფეხზე წამოდგა და ცოლს კარისაკენ ანიშნა.
_ გთხოვთ
საშინლად აღიზიანებდა მისი მოჩვენებითი თავაზიანობა,თუმცა ჯერ იმდენად არ იცნობდა,რომ განსხვსვებს გაეკეთებინა,როდის თამაშობდა დს როდის იყო რეალური.მორჩილად წამომდა და წინ გაუძღვა.ეზო სამოთხის ბაღს ჰგავდა,მოვლილი სუფთა და აყვავებული.აქა- იქ რამოდენიმე ქალი და კაცი ფუსფუსებდა,როგორც სჩანს დამხმარეები ჰყავს.
მოკძალებით და თბილად მიესალმა ყველა დემეტრეს,ესეც გულღიათ და თავმდაბლურად,შინაურულად ესაუბრებოდა ყველას.ლიკა ცოტა გააოცა მისმა ასეთმა სახეცვლილებამ.ეს ბიჭი სახლში სხვა იყო საზოგადოებაში კი სხვა.
_ რატომ არ მითხარი კიდევ ერთი ძმა თუ გყავდა?
_შენ მკითხე სახლში ვინ მყავდა და მეც გიპასუხე.
_ ორმაგი სტანდარტით ცხოვრობ? ჩემთან სხვა ხარ აქ კი სხვა.
_ შენ მე არ მიცნობ,ამიტომ ფიქრობ ასე,ჰო აი აქ საქათმეა__ხელი პატარა ფიცრულისაკენ გაიშვირა_ იცი ალბათ რაცაა ხო?
ლიკამ წარბაწეული გახედა.მიხვდა რას ნიშნავდა ეს და უხმოდ გაუყვა მის წინ ბილიკს.
ცოტა ,რომ გაიარეს,წინ ულამაზესი მინდორი გადაიშალა,სადაც ვენახი იყო გაშენებული.ახალამოკვირტული ვაზის ფოთლების ხასხასა სიმწვანე არემარეს ალამაზებდა.
_ ეს კი ჩემი ვენახია,სწორედ აქ მოდის ის ყურძენი,რომლის გემომაც ასე აგირია გული და ზიზღი მოგგვარა_ კმაყოფილმა მოავლო თვალი მის შრომის შედეგს.
_ლამაზია აქაურობა_ მისი სიტყვები გულწრფელი იყო,მართლა მოიხიბლა აქაურობით.
_ ჰოდა ხვალიდან შენც მოგვეხმარები ამ საქმეში.
_ აქ უნდა მამუშავო?_ თითი ვენახისკენ გაიშვირა.
_ აქ ყველა მუშაობს,არც შენ იქნები გამონაკლისი.
_ აჰა,ეს იმ ჩამონათვალში შედის _ როგორ ვასწავლოთ ლიკას ჭკუა?
_ მაოცებს შენი გამჭრიახობა.
_ნეტა რატომ აღარ მიკვირს ეს ირონია.
_ ამაზე ფიქრით გონებას ნუ გადაიღლი,ხვალიდან სრულფასოვანი დიასახლისი ხდები,სახლშიც და კარშიც.
_ რა პატივია_ ხელები განზე გაშალა და თავი გააქნია,თან უკან სახლისაკენ შებრუნდა.
_ ჯერ სად ხარ_ მისი კმაყოფილი ღიმილი ლიკას ჭკუიდან აყენებდა.
უკან გზაზე ისე იარეს აღარ ამოუღიათ ხმა.
სახლში შესულს პატარა ლამაზი და ცქრიალა გოგონა შემოეგება.
_ შენ ხარ ჩემი დემნას ცოლი?_ წონ დოინჯით დაუდგა და თავი გვერდზე გადახარა,სახეზე ინტერესი და კმაყოფილება ეტყობოდა.
_ მე ვარ_ ლიკამ საპასუხოდ გაუღიმა.
_ დედა მართალი ყოფილა,შენ ძალიან ლამაზი ხარ_ თქვა და მოულოდნელად ჩაეხუტა,ლიკა უცრბ დაიბნა მაგრამ მერე თავადაც შემოხვია ხელები და გულში მჭიდროდ ჩაიხუტა ეს საყვარელი დს თბილი გოგონა.
_ როგორც მივხვდი შენ მძინარე მზეთუნახავი ლიზი ხარ_ თმებში თითები შეუცურა.
_ უკვე გითხრა არა?_ ძმას გაბრაზებულმა გახედა_ ისიც ასე მეძახის.
_ არა მას არ უთქვამს,მაშინ მძინარე მოვაკლოთ და უბრალოდ მზეთუნახავი იყავი,კარგი?_ მისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
_ კარგი_ ლაღად გაუღიმა და დედას მიეხუტა.
დემნა უხმოდ ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს და კმაყოფილს გაეღიმა.
მალე გაემზადნენ უფროსი ხუციშვულები დ ლიზიკო წასასვლელად.ლიკას შეპირდნენ,რომ ერთ კვირაში ჩამოვიდოდნენ და მამაც მოეპატიჟებინა.
იმ ღამესაც იგივე გამეორდა,ლიკამ დივანზე გაიმზადა მოდასვენებელი დემნა და მის კუთვნილს საწოლში კომფორტულად მოკალათდა და დაიძინა.
დილით ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა იგრძნო,როგორ არხევდა მძლავრად ვიღაც,თვალების ფშვნეტით წამოიწია დივნიდან და მაღლა აიხედა.
_ ადექი უკვე შვიდი საათია,დღეს ვაზს ვსხლავთ._ თავზე წამოდგომოდა დემეტრე და ხელში სეკატორს ატრიალებდა.
__მე არასდროს გამისხლავს_ ნახევრად მძინარემ ამოიდუდღუნა.
_ არაუშავს ისწავლი,გეპატიება,დღეს პირველი დღეა

№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოხ დემნა დემნა... რას აკეთებს ეს კაცი ტვინი მგონი იმ გამოფენაზე დატოვა ხალხისთვის მისი ხილვის საშუალება რომ მიეცა... ასეთი გოგოს ასე ევალება შეიძლებოდა? მაგრამ ოპერაცია როგორ ვასწავლოთ ლიკას ჭკუა მომწონს... დემნასაც ვერ გავამტყუვნებ ადვილი არ არია ასეთი დამცირების დავიწყება და პატიება და იმედი მაქვს მალე დაიწყება ტკბილობებო და თბილობები... მალე დაატკბე დააშაქრე და დააშოკოლადე დემნა თორემ საცოდავი ლიკა დიდხანს ვერ გაუძლებს უჟმურ ქმარს... მოკლედ ტკბილო ძალიან გამახარე ახალი თავით შოკოლადკა ხარ რა...

№2  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ

ცოტა სიჯიუტე ვაპატიოთ,ჩემს ხელში დატკბება აბა რას იზამს ❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№3 სტუმარი Black

Axla gemrielad damedzineba imaze piqrshi tu ra moxdeba shemdeg tavshi<3aba gelodebi:D

№4 სტუმარი kati

აუ დაიწყო კახური კურიოზებიი.უკვე მოუთმენლად ველოდები შემდგს love

№5  offline მოდერი ლილიანა

Black
Axla gemrielad damedzineba imaze piqrshi tu ra moxdeba shemdeg tavshi<3aba gelodebi:D

მეც თქვენ,რომ გაგახარეთ,❤❤❤
kati
აუ დაიწყო კახური კურიოზებიი.უკვე მოუთმენლად ველოდები შემდგს love

მადლობა გენაცვალე❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6  offline წევრი Marusia123

Sityvebi ar myofnis iseti magari xar ♥♥♥ vgijdebi am wyvilze: *** ox rogor ushrobs sisxls Chem gogos demna ♥♥♥♥ magram male mixvdeba sulac ar aris iseti lika rogori shtabechdilebac pirveli shexvedrisas dautova ♥♥♥ chemi tkbili Tbili gogo xar da shensavit tkbil da tbil istoriebs wer ♥♥♥♥

№7  offline წევრი niino

Egre xvdeba mag likunas..kids uaresid girsia demnasgaann...

Momewonaa dzaann..warmatebeebiiii...

№8  offline მოდერი bibo

დემე ნახე შენ რა კაცური და ვაჟკაცურია აა ვაგიარო რო ბისკვიწია კაცოო მაინც კაია და რა ვქნა love love აბა რა უნდოდა ამ გოგოს ერთ დღეში არ შეუყვარდებოდა ჩემ ბიჭს პაქტია bully bully მარწყვო კარგი იყო საუკეტესო ხარ თეთრო შოკოლადოოოოო...ოოო წარმომიდგენია რა სახალისო იქნებაა ვაზის გასხვლა და საქმების გაკეთებას რო დაიწყებს უკვეეე მეცინებაააა წარმოდგნაზე მურაბავ tongue თავები გაზარდე თორე გაგწელე ელარჯვით wink wink ტორტის დიდო ნაჭერო წარმატებები და მალ მალე დადე გეგლი მე ბევრებსსს უხხხხ tongue

№9  offline წევრი kora

ეს რა ბიჭი გვყავს wink ღმერთო რამდენ ირონიას აქსოვს ლიკასთან მიმართებაში ყოველ სიტყვაში wink დიაუთენია სეკატორით ხელში რო დაადგა ეგ ცალკე თემაა, რომ წარმოვიდგინე ლამის გავიგუდე ამ შუაღამისას სიცილისგან და იმაზე კი საერთოდ, როცა ძმაზე კითხა და დემნას პასუხმა - შენ მკითხე სახლში ვენ მყავდა და მეც გიპასუხე" ამ პასუხმა ხომ საერთოდ გადამრია wink არა მიკვირს როგორ ახერხებს ასე მტკიცედ შეინარჩუნოს ნებისყოფა და არ გატყდეს, როგორც ჩანს სრული პასუხისმგებლობით ითავა ლიკაზე სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება და ვატყობ ბოლოს თვითონ გაებმევა საკუთარ მახეში და ისე შეუყვარდება ეს "ტუტუცი" გოგო, რომ სულ გადაავიწყდება თავისი მიზნები smile
--------------------
kira.G

№10  offline მოდერი ლილიანა

Marusia123
Sityvebi ar myofnis iseti magari xar ♥♥♥ vgijdebi am wyvilze: *** ox rogor ushrobs sisxls Chem gogos demna ♥♥♥♥ magram male mixvdeba sulac ar aris iseti lika rogori shtabechdilebac pirveli shexvedrisas dautova ♥♥♥ chemi tkbili Tbili gogo xar da shensavit tkbil da tbil istoriebs wer ♥♥♥♥

მარუ ს ჩემო გოგო❤❤❤❤❤
niino
Egre xvdeba mag likunas..kids uaresid girsia demnasgaann...

Momewonaa dzaann..warmatebeebiiii...

მადლობა ნინო❤
bibo
დემე ნახე შენ რა კაცური და ვაჟკაცურია აა ვაგიარო რო ბისკვიწია კაცოო მაინც კაია და რა ვქნა love love აბა რა უნდოდა ამ გოგოს ერთ დღეში არ შეუყვარდებოდა ჩემ ბიჭს პაქტია bully bully მარწყვო კარგი იყო საუკეტესო ხარ თეთრო შოკოლადოოოოო...ოოო წარმომიდგენია რა სახალისო იქნებაა ვაზის გასხვლა და საქმების გაკეთებას რო დაიწყებს უკვეეე მეცინებაააა წარმოდგნაზე მურაბავ tongue თავები გაზარდე თორე გაგწელე ელარჯვით wink wink ტორტის დიდო ნაჭერო წარმატებები და მალ მალე დადე გეგლი მე ბევრებსსს უხხხხ tongue

თუ მომკლავს და დამახრჩობს მხოლიდ შენი კომენტარების კითხვს:-) :-) :-) :-) :-) :-)

kora
ეს რა ბიჭი გვყავს wink ღმერთო რამდენ ირონიას აქსოვს ლიკასთან მიმართებაში ყოველ სიტყვაში wink დიაუთენია სეკატორით ხელში რო დაადგა ეგ ცალკე თემაა, რომ წარმოვიდგინე ლამის გავიგუდე ამ შუაღამისას სიცილისგან და იმაზე კი საერთოდ, როცა ძმაზე კითხა და დემნას პასუხმა - შენ მკითხე სახლში ვენ მყავდა და მეც გიპასუხე" ამ პასუხმა ხომ საერთოდ გადამრია wink არა მიკვირს როგორ ახერხებს ასე მტკიცედ შეინარჩუნოს ნებისყოფა და არ გატყდეს, როგორც ჩანს სრული პასუხისმგებლობით ითავა ლიკაზე სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება და ვატყობ ბოლოს თვითონ გაებმევა საკუთარ მახეში და ისე შეუყვარდება ეს "ტუტუცი" გოგო, რომ სულ გადაავიწყდება თავისი მიზნები smile

შენ ჩემი გულთმისანი ხარ ❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№11  offline მოდერი tsn

ახლა წავიკითხე უველა თავი ერთად და მინდა გითხრა, რომ ძალიან ძალიან მაგარია.. დემნაზე ვგიჟდებიი.. ლიკამ ჭკუა მართლა ინდა ისწავლოს ♥♥♥ შენ კი ყოჩააღ ..

№12  offline მოდერი ლილიანა

tsn
ახლა წავიკითხე უველა თავი ერთად და მინდა გითხრა, რომ ძალიან ძალიან მაგარია.. დემნაზე ვგიჟდებიი.. ლიკამ ჭკუა მართლა ინდა ისწავლოს ♥♥♥ შენ კი ყოჩააღ ..

მადლობააა❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№13  offline აქტიური მკითხველი lalita

ასეთი დამცირების პატიება ადვილი ნამდვილად არარი ასე რომ ლიკას მოუწევს დემეს გულის მოგება.
ძალიან კარგად წერ ჩემო კარგო ოღონდ გაზარდე თავები პატარებია და არ მყოფნის .

№14  offline მოდერი ლილიანა

lalita
ასეთი დამცირების პატიება ადვილი ნამდვილად არარი ასე რომ ლიკას მოუწევს დემეს გულის მოგება.
ძალიან კარგად წერ ჩემო კარგო ოღონდ გაზარდე თავები პატარებია და არ მყოფნის .

ვეცდები,რომ გავზარდო.დღეს და ხვალ ინტერნეტის წვდომა არ მექნება და ზეგ აუცილებლად დავდებ უფრო დიდს❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№15 სტუმარი ემი

ოჰოო, ლიკაც კარგი მოჭიკჭიკე ყოფილა, როგორ არ ეპუება და ეტლიკინება love

ძალიან საყვარლები და სასაცილოები არიან ორივე. ჭირვეულის მორჯულება გამახსენდა და ჩელენტანოს ოინები, მასეთები გველოდება ალბათ...

კორას ვეთანხმები, დემეტრე თვითონ გაებმება თავისივე დაგებულ მახეში...

ორი დღე რა მოითმენს...

№16  offline წევრი Diosa Dela Tristeza

რა ტკბილი თავი იყო რაა! შენი ყველა ისტორია შოკოლადივითაა მმმ
ძალიან მომწონს!
სასიამოვნო წასაკითხია დემნა ჯიგარი კაცია :დდდ
ლიკაც მომწონს მე. მართლა კარგი გოგოა ეტყობა და არც გავკიცხავ.
უბრალოდ ვიხალისებ მომდევნო თავებში ამათ ისტორიაზე.
გელიიი გელიიი მოგელიიიი :დ❤❤

№17 სტუმარი A

Male dade ra shmdegi ra.....

№18 სტუმარი Black

Liliana axali tavi ratom igvianebs

Liliana axali tavi ratom igvianebs

№19  offline წევრი მეამეა

მომწონს, მომწონს, მომწონს :))

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent