შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსების საფასური ( 3)


28-02-2016, 20:03
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 394

მას შემდეგ ,რაც 13 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა,მხოლოდ მამა ჰყავს,მამას კი ის.რაც თავი ახსოვს მამას არც ,რამე აუკრძალავს მისთვის და არც რამე მოუთხოვია.ეს პირველი შემთხვევა იყო.
მირზა ყოველთვის სამაგალითო მამა იყო.მას შემდეგ,რაც ცოლი დაეღუპა აღარ დაქორწინებულა.,მთელი ცხოვრება შვილს და ღვინოს მიუძღვნა,ახლა კი ამ საღამოს ორივე ნანინანატრი და გამოზრდილი ხელიდან ეცლებოდა.
შენობისკენ გზას ორივე უხმოდ მიუყვებოდა,ქალი დაბნეული და უიმედო,მაგრამ იმით კმაყოფილი,რომ მამა არ დააღალატა.კაცი კი უბედური,რომ ბიზნესი არჩია შვილს,მაგრამ ამაყი,რომ მისმა ერთადერთმა საყრდენმა და მომავალმა იმედი არ გაუცრუა და არ მიატოვა.
_ მადლობა მამი_მადლიერი ხმით გადაულაპარაკა ქალიშვილს და თავზე აკოცა.
_ და ეს ყველაფერი ჩემი სიტყვების გამოა ხომ მამა?_ ლიკა ის გოგოა მხოლოდ ღვინის დაყნოსვაც,რომ კმარა მის დასათრობად და ახლა საშინლად ნანობდა იმ ორ ჭიქას,რომლის გამოც ამდენი უბედურება დაატეხა თავსაც და მამასაც.
_ მეც ასე ვფიქრობ , ნამდვილად ცუდად მოიქეცი მაგრამ ,ახლა ამის გარჩევას აზრი აღარ აქვს.აწი შენზეა დამოკიდებული შვილო,დაანახე დემეტრეს თუ ვინ და როგორი ხარ სინამდვილეში,დაანახე,რომ შეცდომა ყველას მოსდის და მზად ხარ პასუხისგებსათვის_ თან მეორე სართულის კიბეს აუყვნენ.ამჯერად სათადარიგო შესასვლელით ისარგებლენ,რომ ხალხისთვის აერიდებინათ თავი.
_ ვეცდები მამა_ თქვა და ამოიხრა.დაძაბული იყო,შინაგანად დუღდა,საკუთარ თავზეც ბრაზობდა და დემეტრეზეც,ხვდებოდა ეს სასჯელი იყო,იმის საფასური, რაც ჩაიდინა,ბრაზობდა ასეთი ჯიუტი და პატივმოყვარე,რომ გამოდგა ეს ბიჭი.კაბის კალთები ორივე მხრიდან მუჭში ძლიერ მოიქცია და დაძაბული შეჰყვა მამას ოთახში.
დემეტრე სავარძელში იყო მოკალათებული მაგრამ მამა- შვილის დანახვისას ფეხზე წამოდგა და მათ შეეგება.
_ სასიამოვნოა კიდევ ერთხელ თქვენი ხილვა_ გაიღიმა,თუმცა გაურკვეველი იყო ღიმილი თავაზიანობას გამოხატავდა თუ ირონიას.
_ არაა საჭირო ეს თვალთმაქცობა_ სიბრაზით გამოცრა სიტყვები და სახე დაეძაბა ლიკას .
_ მართალი ხართ_ ხელით დივნისკენ მიუთითა სტუმრებს და დააყოლა_ სანამ რეესტრის თანამშრომელი მოვა შეგიძლიათ ჩამოისვენოთ.
_ აქ? ახლა?რა საჭიროა ეს სიჩქარე? _ მოულოდნელობისაგან უკვე დამჯდარი მირზა კვლავ ფეხზე წამოდგა.
_ საქმე იმაშია,რომ როგორც უკვე იცით მე სოფლელი ბიჭი ვარ_ ბოლო სიტყვები მკვეთრად და ხაზგასმით წარმოთქვა და ლიკას ჯიქურ მიაშტერდა_გვიანი გაზაფხულია,ეზოში ბევრი საქმე მაქვს,არ მცალია ასე დაუგეგმავად ვიარო წინ და უკან.ბარემ ყველანი შეკრებილები ვართ და რატომ უნდა დავკარგოთ დრო? ის ასეთი მნიშვნელოვანია თქვენი საწარმოსათვის.
_ ძალიან ამაყი და პატივმოყვარე ყოფილხართ_ ბრაზიანი თვალები მიანათა საპატარძლომ.
_ და პროვინციელი კალოშებით,არ დაგავიწყდეს_ შეუსწორა.
_ ზურგზე არასოდეს ვეცემი.
_ არც მე_ მისკენ დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა.
_ სჯობს აქედანვე იყო იმედგაცრუებული
_ თქვენ კი ქალბატონო სჯობს აგრონომიის წიგნს ჩაუჯდეთ და კარგად ისწავლოთ,რადგან ხვალიდან პრაქტიკული მეცადინეობა დაგეწყებათ.
_ შენთვის შეინახე ბარიც,თოხიც და კალოშებიც_ ისიც ხმადაბლა კბილებში სცრიდა თითოეულ სიტყვას.
_ რათქმაუნდა,აბა ჩემი შენ რას გამოგადგება,შენთვის ცალკე ვიყიდი_ მშვიდად და კმაყოფილი ტონით საუბრობდა.
_ რაიმე პრობლემაა?_ რადგან მათი საუბარი არ ესმოდა და მხოლოდ შვილის ალეწილ სახეს ხედავდა ეცადს სიტუაციაში გარკვეულიყო მირზა.
_ არა,არაფერი ბატონო მირზა,უბრალოდ სამეურნეო იარაღების გაყოფაზე ვერ შევთანხმდით,მაგრამ მე მამაკაცი ვარ და რათქმაუნდა ჯერ ქალბატონები,დავთმე_ თქვა და წარბები მაღლა აზიდა და კმაყოფილი იერით საცოლეს თავი დაუქნია.
მირზამ მისი რეპლიკიდან აზრი ვერ გამოიტანა და შეეშვა.
საჯარო რეესტრის წარმომადგენელიც მალე მოვიდა.ნახევარ საათში ყველა საბუთი წესრიგში იყო,ქორწინებისაც და აქციებისსაც.
მოწმეებად ილია და ნანა დაიყენეს.
ყოველგვარი პომპეზურობის,შამპანურის,შოკოლადის და მილოცვის გარეშე ჩაიარა ამ წუთებმა.
_ შეგვიძლია წავიდეთ _ წავიდა თუ არა მოწვეული სტუმარი მაშინვე ახალგამომცხვარ ცოლს მიუბრუნდა.
_ ჯერ სახლში უნდა გავიარო ჩემი ნივთები მჭირდება.
_ კეთილი ერთად გავივლით.
მიუხედავად მირზას შეპატიჟებისა დემეტრე და ილია არ შევიდნენ მათ სახლში,ჭიშკართან მანქანაში ლოდინი არჩიეს.ლიკა კი სირბილით შევარდა სახლში და საძინებლის კარი სწრაფად გადაკეტა.ლოგინს დაემხო და ბალიშზე პირაფარებულმა აბღავლდა.ცოტა,რომ მოეშვა მისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა..კარზე კაკუნი შემოესმა.
_ შეიძლება შვილო?_ მირზა იყო.
_ მოდი მამა_ კარი ფართოდ გამოაღო და განზე გადგა,რომ შემოსულიყო.
მამამისი საწოლზე ჩამოჯდა და შვილს ხელით ანიშნა მის გვერდით მოკალათებულიყო,ლიკაც დაყვა მის ნებას და ჩამოჯდა.
_ მამა წლებია მხოლოდ მე და შენ ვართ,ხომ იცი რომ უსაზღვროდ მიყვარხარ.მე ეს დღე სულ სხვანაიტად წარმომდგინა შვილო.არ მინდა იფიქრო,რომ რადგან რს შემოგთავაზე და მერე გადაწყვეტილებისას ხელი არ შეგიშალე მე შენზე არ ვზრუნავ ან არ მაინტერესებს შენი მომავალი.უბრალოდ ჩიხში მიმიმწყვდია,რომ არა შენი დღევანდელი საქციელი ალბათ ასეთი არჩევნის წინაშე არ მოგვიწევდა დადგომა,მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი გვიანია.მადლობა,რომ გამიგე და გადამარჩინე,მეც და ყველა ჩემი თანამშრომელი.შვილო,კარგის მეტი არაფერი მსმენია დემეტრეზე და მის ოჯახზე,ასე,რომ არ ყოფილიყო ამ შემოთავაზებაზს არც კი გავამეორებინებდი,მაგრამ რადგან ასე მოხდა…...მადლობა შვილო ყველაფრისათვის და მინდა იცოდე,თუ გაგიჭირდა მე აქ ვარ,ჩემი იმედი გქონდეს.აქ შენი სახლია_ თქვა და შვილი მჭიდროდ ჩაიკრა გულში.ლიკამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა.
_ მიყვარხარ მამა_ მის მკერდზე მიყრდნობილი ზლუქუნებდა.
ალბათ დიდხანს იქნებოდნენ ასე,რომ არა გაბმული სიგნალის ხმა ეზოდან.ეს დემეტრე იყო.ერთი ღრმად ამოიოხრა ლიკამ და ჩანთას ხელი დაავლო,უფრო დიდი და მძიმე კი მამამ აიღო.
სევდიანი ფს მტკივნეული იყო მათი განშორება.
დემეტრეს მანქანას ილია მართავდა.უკან კი ის და ლიკა მოკალათდა.
_ ვინ გყავს სახლში?_ უხერხული სიჩუმე ლიკამ დაარღვია.თითქოს შორეული ფიქრებიდან გამოარკვიაო მისმა ხმამ,დემნა შეიშმუშნა,მხრებში გაიშალა და ნახევრად მისკენ შებრუნდა.
_ მშობლები და და.
_ იცინიან?
_ რა?
_ რომ ასეთი ამაყი და გულღრძო, რომ ხარ.
_ შეგიძლია შენ მოუყვე.
_ და ჩემზე იციან?
_ არც ეგ.
_ და რას იტყვიან?
_ შენ არ იდარდო.
_ არც არასოდეს იქნები ჩემი სადარდებელი.
_ ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.
_ შენ კი ჩემს შეფასებას.
_ უკვე ვიცი,რაზე უნდა ვიმუშაო პირველ ჯერზე.
_ ვერ გავიგე?
_ გრძელი ენა გაქვს.
_ არაუშავს,სამაგიეროდ შენ მოკლე ჭკუა და დაბალანსდება.
_ შენ მე არ მიცნობ.
_ აი შენ კი მე.
_ დღევანდელი საკმარისი იყო წარმოდგენის შესაქმნელად.
_ იმავეს ვიტყვი შენს მდაბიო საქციელზე.
_ იგივეს ვიტყოდი შენს თავხედობაზეც.
_ კარგით რა ნუ გაუტიეთ,ნუ კინკლაობთ_ თითქოს მობეზრებულმა ღიმილით გამოსძახა ილიამ და სოფლისკენაც გადაუხვია.
ლიკამ ხელები მკედრზე გადაიჭდო და ფანჯრისკენ შებრუნდა,გარეთ უკვე უკუნეთი სიბნელე იყო.
არცერთ აღარ ამოუღია ხმა სახლამდე.
სახლი კი მართალც დიდი,ლამაზი და მოვლილი იყო.
შევიდა თუ არა მანქანა ეზოში პირველად ოჯახის უფროსები შემოეგებნენ_ ნუგზარი და თამილა ხუციშვულები,დას კი ლიზის,რომელიც 10 წლისა იყო უკვე ეძინა.
შვილს ღიმილით შეეგებნენ,მაგრამ მალე ღიმილი გაოცებამ ჩაანაცვლა,როცა მანქანიდან უცხო გოგონა გადმოვიდა.
_ გამარჯობათ_ მორიდებით თქვა ლიკამ და ყველას გაუღიმა.
_ გაგიმარჯოს შვილო_ დაბნეულმა თამილამ ვაჟისკენ იბრუნა პირი_ ვინ არის ეს ლამაზი გოგონა შვილო?
_ დედა,მამა_ცერემონიალურად გაშალა ხელი_ გაიცანით თქვენი რძალი- ლიკა მჭედლიშვილი,ოღონდ არ მკითხოთ,ვინ,როგორ და საიდან,ამ ყველაფერზე ხვალ გიპასუხებთ ახლა კი საშინლად დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო_ თქვა და ლიკას ხელი დაავლო და სახლში შევიდა.მშობლები გაოცებულები ისევ იმ პოზაში გაშეშებულები დარჩნენ.
ოთახის კარი მიხურა თუ არა აბაზანაში შევარდა.ლიკა კი დაღლილი და დაძაბული საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
დემნა მალრ გამოვიდა აბაზანიდან და მოკრა თუ არა თვალი საწოლზე ჩამომჯდარ ცოლს,ფრთხილად მკლავში ამოსდო ხელი და ფეხზე ააყენა.
_ უკაცრავად ქალბატონო,ეს ჩემი საწოლია,შენ აი იქ_ დივანზე მიუთითა_ აი იქ დაიძინებ.
,.....
P.s

გისმენთ ტკბილებო



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოხ დემნა დემნა... ეს რა ყოფილა და არ ვიცოდი... ახლა იმედია იმდენს არ იზამს წარმოდგენა რომ დამეკარგოს მასზე... ლიკა შემეცოდა მისი ხასიათის შესახებ რომ გავიგე მაგრამ ჭკუის სწავლება მაინც არ აწყენდა ოღონდ მთლად მიწასთან არ გაააწოროს ახლა დემნამ მეუღლე და სისასტიკეში არ გადავიდეს... მოკლედ ტკბილო ველოდები ახალ თავს მოუთმენლად... ისე გამოხარდა ასე მალე რომ დადე ახალი თავი რომ არ ვიცი სასწაული ხარ ტკბილო შოკოლადო...

 


№2 სტუმარი ემი

ცოტა იყო, მაგრამ კარგიიიი winked

 


№3  offline წევრი kora

მოკლედ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შეცდომა დავუშვი, როცა ლიკა პირველადი საქციელებით შევაფასე. არ ყოფილა ცუდი გოგო და მეცოდება კიდევაც დემნას და მისი სადამსჯელო მეთოდების წინაშე. აი დემნა კი ისე შევაფასე წინა თავებში, რომ ლამის გავაიდეალე, თუმცა, უხეში და ზედმეტად ჯიუტი ყოფილა. თუმცა, უნდა ვაღიარო მაინც მომწონს ეს უხეში " კალოშებიანი პროვინციელი" wink
უჰჰ, ამათ რომ თავგადასავლები ელით, წარმოდგენაც კი არ მინდა smile
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი natia-natia

ძალიან მომეწონა

 


№5 სტუმარი ემი

kora
მოკლედ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შეცდომა დავუშვი, როცა ლიკა პირველადი საქციელებით შევაფასე. არ ყოფილა ცუდი გოგო და მეცოდება კიდევაც დემნას და მისი სადამსჯელო მეთოდების წინაშე. აი დემნა კი ისე შევაფასე წინა თავებში, რომ ლამის გავაიდეალე, თუმცა, უხეში და ზედმეტად ჯიუტი ყოფილა. თუმცა, უნდა ვაღიარო მაინც მომწონს ეს უხეში " კალოშებიანი პროვინციელი" wink
უჰჰ, ამათ რომ თავგადასავლები ელით, წარმოდგენაც კი არ მინდა smile


მე მგონი ამ საქციელით გამოჩნდა, რომ ორივე კარგი ადამიანია. ბევრი არ მოიქცეოდა ასე. ლიკას ადგილას, ბევრი არ გაუწევდა ანგარიშს მამას და არ დათანხმდებოდა. და ბევრი დემეტრეს ადგილას ბევრად სხვანაირად გადაუხდიდა სამაგიეროს. ოჯახის შექმნას დათანხმდა ორივე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ დადებითად შეაფასეს ერთმანეთი და ამიტო გადაწყვიტეს ასე.

 


№6 სტუმარი Teo..

Ravqna momwons demna ,cota jkuis swavla ar awyens likas.oxond dzalian mkacrad ara.momwons dzalian orive.

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე უკვე ვგიჟდები ამ ბიჭზე , როგორ იტევს ასეთ ხასიათს, ეს ირონია მაგიჟებს და საერთოდ ვიცი უკვე რომ ეს წყვილი ჩემ ფავორითთა სიაში შევა wink ისე მინდა რომ ბევრი წავიკითხო ვეღარ ვითმენ მალე დადე რა შემდეგი აიი ძალიან მაგარი ხარ

 


№8 სტუმარი Black

Ise mevasa es istoria minda iseti didi tavi iyos rom ar dailios dasasrulamde magram asec kargia,mteli gulit da gonebit veli axal tavs<3ho da kidev ra minda ici?likam chvens demnas anaxos rom ojaxur saqmeebshi magaria da demna cdeba:D

 


№9  offline მოდერი bibo

Tortiss udideso nachero da msuyee gogov es ra iyooo vapren me shenzeee cota tavebsac ro gazrdidee saertod marwyvis torti iqnebodii :* :* ux es deme naxe shen ra vajkacuri da jeltmenia :D xo vtqvi me amatken vulkani moiwevs da miuperplavs orives mag vebertela rqebso :D rampra var aseti geniosi mce mikvirs ra dedam mshoba :D vatyob marwyviii am gogos ra cunami uaxlovdeba ambichis saxit saxshii da ux saswauli iqneba ukve warmomidgenia ra moxdeba amattan shokoladooo tetrovvv :* marwyoo shen ici didze didi tavi dade raa ar myopnis es cicqna tavi erti chamouvli qorivit da morchaa egaaaa didze didize didze didize didi tavi dadeeeee udidesiii aba warmatebebi aluchavvv

 


№10  offline წევრი მარიამ18

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია ჩემიი ^^ ველოდებიი შემდეგ დიდი და ტკბილ თავს <3 ❤

 


№11  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ოხ დემნა დემნა... ეს რა ყოფილა და არ ვიცოდი... ახლა იმედია იმდენს არ იზამს წარმოდგენა რომ დამეკარგოს მასზე... ლიკა შემეცოდა მისი ხასიათის შესახებ რომ გავიგე მაგრამ ჭკუის სწავლება მაინც არ აწყენდა ოღონდ მთლად მიწასთან არ გაააწოროს ახლა დემნამ მეუღლე და სისასტიკეში არ გადავიდეს... მოკლედ ტკბილო ველოდები ახალ თავს მოუთმენლად... ისე გამოხარდა ასე მალე რომ დადე ახალი თავი რომ არ ვიცი სასწაული ხარ ტკბილო შოკოლადო...
ზომიერება ყველგან და ყველაფერში ჩემო ტკბილო love

ემი
ცოტა იყო, მაგრამ კარგიიიი winked

მადლობა love

MonsTer №13
კახეთის ჩალაუბანია დემეტრეს სოფელი ? love wink

ეს პირობითად დავწერე,თორემ ნამყოფიც არ ვარ love

kora
მოკლედ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შეცდომა დავუშვი, როცა ლიკა პირველადი საქციელებით შევაფასე. არ ყოფილა ცუდი გოგო და მეცოდება კიდევაც დემნას და მისი სადამსჯელო მეთოდების წინაშე. აი დემნა კი ისე შევაფასე წინა თავებში, რომ ლამის გავაიდეალე, თუმცა, უხეში და ზედმეტად ჯიუტი ყოფილა. თუმცა, უნდა ვაღიარო მაინც მომწონს ეს უხეში " კალოშებიანი პროვინციელი" wink
უჰჰ, ამათ რომ თავგადასავლები ელით, წარმოდგენაც კი არ მინდა smile

დემნა ჯიუტია მაგრამ არა უხეში ამას აწი უფრო ნათლად გამოვკვეთავ,ხომ გეუბნებოდი ეს განსხვავებული ბიჭი იქნებთქო?
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№12 სტუმარი kati

კარგი იყო.იმედია ერთმანეთს არ დაჭამენ.მალე ველოდბი ახალს.შენს შვილიკოს ვთხოვ დილით გემრიელად იძინოს,რომ ჩვენთვის ახალი თავები დადო love

 


№13  offline მოდერი ლილიანა

natia-natia
ძალიან მომეწონა

მადლობა <3

ემი
kora
მოკლედ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შეცდომა დავუშვი, როცა ლიკა პირველადი საქციელებით შევაფასე. არ ყოფილა ცუდი გოგო და მეცოდება კიდევაც დემნას და მისი სადამსჯელო მეთოდების წინაშე. აი დემნა კი ისე შევაფასე წინა თავებში, რომ ლამის გავაიდეალე, თუმცა, უხეში და ზედმეტად ჯიუტი ყოფილა. თუმცა, უნდა ვაღიარო მაინც მომწონს ეს უხეში " კალოშებიანი პროვინციელი" wink
უჰჰ, ამათ რომ თავგადასავლები ელით, წარმოდგენაც კი არ მინდა smile


მე მგონი ამ საქციელით გამოჩნდა, რომ ორივე კარგი ადამიანია. ბევრი არ მოიქცეოდა ასე. ლიკას ადგილას, ბევრი არ გაუწევდა ანგარიშს მამას და არ დათანხმდებოდა. და ბევრი დემეტრეს ადგილას ბევრად სხვანაირად გადაუხდიდა სამაგიეროს. ოჯახის შექმნას დათანხმდა ორივე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ დადებითად შეაფასეს ერთმანეთი და ამიტო გადაწყვიტეს ასე.

გეთანხმები ემი love

Teo..
Ravqna momwons demna ,cota jkuis swavla ar awyens likas.oxond dzalian mkacrad ara.momwons dzalian orive.
მადლობა გენაცვალე love

sameone crazy girl
ვაიმეე უკვე ვგიჟდები ამ ბიჭზე , როგორ იტევს ასეთ ხასიათს, ეს ირონია მაგიჟებს და საერთოდ ვიცი უკვე რომ ეს წყვილი ჩემ ფავორითთა სიაში შევა wink ისე მინდა რომ ბევრი წავიკითხო ვეღარ ვითმენ მალე დადე რა შემდეგი აიი ძალიან მაგარი ხარ

მახარებს,რომ მოგწონს love
Black
Ise mevasa es istoria minda iseti didi tavi iyos rom ar dailios dasasrulamde magram asec kargia,mteli gulit da gonebit veli axal tavs<3ho da kidev ra minda ici?likam chvens demnas anaxos rom ojaxur saqmeebshi magaria da demna cdeba:D

დაგიჯერებს აუცილებლად love
თან მაცინებ თან ნერწყვიტ მახრჩობ რას მერჩი ბიბო რას? am

bibo
Tortiss udideso nachero da msuyee gogov es ra iyooo vapren me shenzeee cota tavebsac ro gazrdidee saertod marwyvis torti iqnebodii :* :* ux es deme naxe shen ra vajkacuri da jeltmenia :D xo vtqvi me amatken vulkani moiwevs da miuperplavs orives mag vebertela rqebso :D rampra var aseti geniosi mce mikvirs ra dedam mshoba :D vatyob marwyviii am gogos ra cunami uaxlovdeba ambichis saxit saxshii da ux saswauli iqneba ukve warmomidgenia ra moxdeba amattan shokoladooo tetrovvv :* marwyoo shen ici didze didi tavi dade raa ar myopnis es cicqna tavi erti chamouvli qorivit da morchaa egaaaa didze didize didze didize didi tavi dadeeeee udidesiii aba warmatebebi aluchavvv

მარიამ18
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია ჩემიი ^^ ველოდებიი შემდეგ დიდი და ტკბილ თავს <3 ❤
მადლობააა love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№14  offline წევრი Marusia123

ჩემი კეთილი გოგო ♥♥♥ მამის გამო გადადგა ეს ნაბიჯი ♥♥♥ მომწონს დემნას შეუპივარი ხასიათი. იმედია მალე დატკბება და ჩემს გოგოს ძაან არ დამიტანჯავს: ***

 


№15  offline მოდერი ლილიანა

Marusia123
ჩემი კეთილი გოგო ♥♥♥ მამის გამო გადადგა ეს ნაბიჯი ♥♥♥ მომწონს დემნას შეუპივარი ხასიათი. იმედია მალე დატკბება და ჩემს გოგოს ძაან არ დამიტანჯავს: ***

ჰო მეც იმედი მაქვს love
kati
კარგი იყო.იმედია ერთმანეთს არ დაჭამენ.მალე ველოდბი ახალს.შენს შვილიკოს ვთხოვ დილით გემრიელად იძინოს,რომ ჩვენთვის ახალი თავები დადო love

მეც ვიმედოვნებ love თხოვნას კი გადავცემ ჩემს შვილს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

ცუდია ქალს ასე რომ ექცევა მაგრამ ლიკამ რაც დათესა ის მოიმკა.

 


№17  offline მოდერი ლილიანა

lalita
ცუდია ქალს ასე რომ ექცევა მაგრამ ლიკამ რაც დათესა ის მოიმკა.

მადლობა რომ კიGხულობ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№18  offline წევრი Diosa Dela Tristeza

მართლაც განსხვავებულია დემნა შენი ყველა პერსონაჟისგან, მაგრამ მაინც კარგი რომაა :დდდ ძალიან მომწონს ყველა და თვითონ ისტორიაც. ველოდები მომდევნოს. ვაიმე როგორ მაინტერესებს!

 


№19  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
მართლაც განსხვავებულია დემნა შენი ყველა პერსონაჟისგან, მაგრამ მაინც კარგი რომაა :დდდ ძალიან მომწონს ყველა და თვითონ ისტორიაც. ველოდები მომდევნოს. ვაიმე როგორ მაინტერესებს!

მაფლობა ჩემო გოგო,მომდევნო საღამოს იქნება აუცილებლად
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№20  offline წევრი nini31323

საყვარელიიი ისტორიააა ძვირფასო.მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent