- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (11)
ემილი ჩემი დაბადების დღე ძალიან მაგარი იყო.. ყველაზე კარგი, რაც აქამდე მქონია... სიურპრიზი, ტორტი, ჩემი ძმა და მამა, მათე.. ''წვეულების'' შემდეგ ოთახში ავედი და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გავიშალე.. ცოტა ხანს ვიყავი ასე, მაგრამ ვერ მოვისვენე და დაბლა ჩავედი.. ჰოი, საოცრებაავ.. დემე ეხუტება მარიამს.. გამეღიმა და ძალიანაც მესიამოვნა.. ჩემი ძმა ასე ყველას არ ეხვევა, ეს კი, რაღაც ახალის დასაწყისია.. შემოვბრუნდი და ლამის ცხვირი მოვიტეხე, პირდაპირ მათეს შევასკდი, მერე შევბარბაცდი და ისევ მათემ მიხსნა დაცემისგან.. - ემილი გეძებდი - მითხრა, როდესაც დარწმუნდა, რომ იატაკზე მყარად ვიდექი.. - რა იღბლიანობაა, თვითონ გიპოვე - ავიჩეჩე მხრები - აი, ეს შენ - გამომიწოდა პატარა, გრძელი ლურჯი ყუთი.. გავხსენი და ძალიან ლამაზი, ნაზი ყელსაბამი.. - ვაუ, ძალიან ლამაზია.. მართლა - სიმართლე გითხრათ, ის უფრო გამიხარდა, რომ ეს საჩუქარი მისგან იყო - გმადლობ.. ყველაფრისთვის - გავუღიმე და მოვეხვიე.. მერე გადავწყვიტე ყელსაბამი გამეკეთებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი ნორმალურად, მანამ, სანამ მათეს ხელები არ ვიგრძენი კისერზე.. ყელსაბამი შემიკრა და ხელები მხარზე დამისვა, შემაკანკალა.. მისკენ შევბრუნდი, ხმას არცერთი ვიღებდით, შემდეგ ის დაიხარა და ტუჩებზე დამწვდა.. მალევე მომშორდა.. არ ვიცოდი რა მეთქვა, ან რა უნდა მემოქმედა, უბრალოდ ოთახში ავბრუნდი და შევიკეტე.. ეს არ იყო ჩვენი პირველი კოცნა, მაგრამ აქ იყო რაღაც სხვა, რაც აქამდე არ ყოფილა.. ან იყო, მაგრამ ასე მძაფრად არ მიგრძვნია.. მიყვარდება, ნელ-ნელა უფრო მეტად, ან უკვე მიყვარს .. - ჯანდაბააა, ემილი რა გჭირს?- ვკითხე ჩემს თავს და ტუჩი მოვიკვნიტე.. რამდენიმე წუთი აქეთ-იქით უთავბოლოდ დავდიოდი... მალე კარზე კაკუნი გავიგე.. - შენთან საუბარი არ მინდა - გავძახე, რადგან მათე მეგონა.. - კარგი რა ემი, რამე დავაშავეთ? - მომესმა დემეს ხმა და გავშეშდი.. - აა, არაფერიი - კარი გავაღე და ჩემს ძმას მივეხუტე.. - ხვალ ისევ წახვალთ არა?.. - მაქსიმუმ ორი კვირაღა ემი და ისევ დავბრუნდებით.. მაგრამ ხომ იცი, ამო ორ კვირაში ხუთჯერ მაინც ჩამოვალ შენთან.. - და მარიამთან - ხო, კი არა და.. ემილი..- აიბნა ის.. - ჰმ.. დაგინახე, როგორ ეხვეოდი .. ყოველგვარი შესავლების გარეშე დაიწყე - წარბები შევათამაშე.. - მომწონს, ძალიან.. - მოგწონს თუ უფრო მეტი?.. - ემი, დაკითხვაზე ვარ?.. ან რა მნიშვნელობა აქვს?.. - რა და,.მისმინე.. როდესაც ბუდას ჰკითხეს, რა განსხვავებაა ''მოწონებას'' და ''სიყვარულს'' შორისო, მან უმშვენიერესი პასუხი გასცა.. - რა პასუხი, ყოვლისმცოდნევ - ხელები გადააჯვარედინა და წარბი აზიდა.. - რა და, როდესაც ყვავილი მოგვწონს, მას ვწყვეტთ და თუ გვიყვარს, ყოველ დღე ვრწყავთო.. - რა საყვარელი ხარ - ლოყებზე მიჩქმიტა.. - მეც დავინახე..- და ჩაახველა.. - რა დაინახე - ზურგისკენ შევბრუნდი - კარგი, ისეთი არაფერი.. აი ის ყელსაბამი რომ გაჩუქა.. - ამოვისუნთქე..- დაიცა, კიდევ რა იყო - დაამატა კითხვა.. - არც არაფერი.. რა უნდა ყოფილიყო.. - უხერხულად გამიღიმა - მინმინე, ჯერ თორმეტი არაა და ისევ ჩემი დაბადების დღეა.. ასე, რომ.. სადაა ჩემი საჩუქარი?.. - ჰეი, მე უკვე გაჩუქე სამაჯე, ყელსაბამი, საყურეები, კაბა და ფეხსაცმელიც კიი.. ახლა რაღა გინდაა? - თითებზე ითვლიდა საჩუქრებს და ვითომ გადაღლილი იყო..- კარგი ხოო.. აი შენ, პეპერონი და კოლა.. - ძმა ხარ - ვუყვირე და სიხარულით შევახტი.. - ჯერ ერთი, მე მართლა შენი ძმა ვარ.. მეორეც იცოდე, ამ დროს ჭამა არ შეიძლება.. - ოო, კარგი რა.. თითქოს ახლა გამიცანი -პირგამოტენილი ვეუბნებოდი- ეს ჩემი საყვარელი საკვებია, იცოდე ისე არ ქნა, რომ პიცის მაგივრად შენ შემომეჭამო.. - გავუღიმე მას.. - ემი, ძალიან მომენატრე - გვერდით დამიჯდა და ჩემი პიცაც მოკბიჩა.. - მეც ძალიან მომენატრე.. ისე, მართლა, მარიამზე რას ფიქრობ?... - ის ძალიან კარგი გოგოა.. ემი, არც კი ვიცი, რას ვგრძნობ.. გეფიცები, ეს იმაზე სერიოზულია, რაც კი აქამდე ყოფილა.. თუმცა არ ვიცი, თვითონ რას ფიქრობს.. - რასაც ფიქრობს თვალებში აწერია.. ისიც იმავეს ფიქრობს, მაგრამ ახლა ვერ აცნობიერებს, რადგან ჯერ მხოლოდ მეორედ გნახა და თან, პიველი მამაკაცი, რომელიც ეხებოდა, მასზე ძალიას გამოყენებას ცდილობდა.. - დავინახე, როგორ გაბრაზდა ჩემი ძმა.. მერე ამბობს, მხოლოდ მომწონსო.. ხელი ჩავჭიდე და თვალებში შევხედე - ის ცდილობს, ძლიერი იყოს და ყველაფერს ხელახლა იწყებს.. - ვიცი ემი.. მიდი ახლა დაიძინე.. დაანაბე გოგო მაგ პიცას თავი.. გასკდები იცოდე.. კარგი ხო, ეგ ერთი ნაჭერი დაიტოვე თუ გინდა - ცდილობდა პიცა წაერთმია და ბოლოს მოახერხა კიდეც.. - თუ არ მეძინება?.. - მე შენი უფროსი ძმა ვარ, ჩემს ხელში ხარ გაზრდილი.. ამიტომ, მე უკეთ ვიცი, რა გინდა და რა არა..- საწოლზე დამაწვინა, პლედი მომაფარა და სინათლის ჩაქრობას ეცადა.. - რა ვიცი, მაინც ბავშვივით მექცევი და ბარემ ზღაპარიც მომიყევი - ვუთხარი გაბუტულმა.. - კარგი რომელი? - გვერდით ჩამომიჯდა.. - სერიოზულად? - სიცილი ამიტყდა.. - ემი, ბავშვობაში, ჯერ კიდევ მაშინ, ლაპარაკიც რომ არ გეხერხებოდა წესიერად, აი ამხელა რომ იყავი - ხელით გარკვეული მონაკვეთი მონიშნა და სიცილი აუტყდა- ზღაპარი ''ხუთკუნჭულა'' იცოდი და ''კუჭუჭულას'' ეძახდი - ახლა უფრო აუვარდა სიცილი.- გინდა ისე მოგიყვე, როგორც შენ ყვებოდი? - არაა - გამეცინა მეც.. - იცი კიდევ რა მაძსოვს? ''გ'' ასოს ვერ იძახდი, მის ნაცვლად იძახდი ''დ'', ლექსს ასე ყვებოდი ''დულყვითელა დვირილა, დარუჯულ დორზე დამდარი'' - შეწყვიტე საძაგელო.. - ბალიში მოვუქნიე, ასცდა და მათეს მოხვდა, რომელიც აზრზე არ ვარ, როდის შემოვიდა.. - მე, მაინტერესებდა, როგორ იყავი - შემომხედა და ბალიში დამიბრუნა.. უნდა მეთქვა, რომ ნიკოლოზს უკვე სძინავს, ბევრი მოსვლია დალევა და - გაიღიმა..- კიდევ, ღამემშვიდობისა - გაბრუნდა.. - ამას რა სჭირს? - ჩაიჩირჩულა დემემ - არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე..- მარიამი სადაა? - ძმამ დაურეკა და საუბრობენ.. კარგი, წავედი და მომისმინე, მარიამს ჩემზე თუ დაელაპარაკები, რაიმე სისულელე არ უთხრა.. - ისე გავარდა, რომ სიტყვის თქმა აღარ მაცალა.. ცოტა ხანიც და მარიამი შემოვიდა.. უჩნაურად იყო, დაბნეული.. ხო, დაბნეული ჰქვია მის მდგომარეობას... - რა ხდება? - ვკითხე დაეჭვებით - არაფერი - კითხვას თავი აარიდა და ცოტა ხნით სააბაზანოში გაუჩინარდა.. მეც უკან მივყევი და კართან დავდექი - დავინახე, რომ ეხვეოდი.. მარიამ, ჩემი ძმა ისე, უბრალოდ არავის ეხუტება.. მესმის დაიბენი, მაგრამ ასე ჩაკეტვით რა ეშველება.. - არ ჩავკეტილვარ - კარიდან თავი გამოყო - უბრალოდ, არ ვიცი რა ჯანდაბა მჭირს - კარი მიიხურა, წამებში კო თავი ისევ გამოყო - მეც დაგინახე ისე..- კარი ისევ მიკეტა - რა? ყელსაბამი რომ გამიკეთა ის? - ე.ი ეგწც იყო? - თავი ისევ გამოყო - რას ათამაშებ მაგ კარს - ხელით გავაჩერებინე - რა დაინახე? - ის, რომ გაკოცა, ეგრედ წოდებულმა მისტერ უჟმურმა.. - წარბები აზიდა.. - საერთოდაც, ჩვენ შენზე ვლაპარაკობდით.. იცი რა ''გაასწორებს''? ჩემს ძმას რომ ვეტყვი, ''დემეტრე, მადლობელი იყავი, რომ შენი ცოლი პირველი ქორწილიდან მე გავაპარე''- ხმა დავიბოხე და სიცილი ავტეხე, მარიამმა კი ბალიში მესროლა.. - დავიძინოთ რა..- მთხოვა მან და მრთლაც დავწექით.. ნახევარ საათში ორივეს ღრმად გვეძინა.. დილით ადრიანად გამეღვიძა, მამას ოთახში შევიპარე და ზედ დავახტი.. - კარგი რა მამა, გულის შეტევა დამემართება ერთ დღესაც- თმა გამიწეწა მამამ.. - არაფერიც არ მოგივა... - მამასთან ცოტა ხანს გავჩერდი და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი.. გზად ნინოს ოთახი უნდა გამევლო, კარი ღია იყო და შემთხვევით მისი საუბარი გავიგე.. - არაფერიც არაა რიგზე, მთელი გეგმები აირია.. გამოვდივარ.. - უეცრად ზურგზე ხელი ვოგრძენი, შევბრუნდი და მარიამი რომ დავინახე გულზე მომეშვა.. - შენც გაიგე?- ვკითხე ჩუმად, მან თავი დამიქნია და მოფარებულ კუთხეში გამათრია.. - უნდა გავყვეთ - ჩაილაპარაკა მარიამმა.. - მარიამ, შენ ვალდებული არ ხარ.. ეს საშიშია.. - შენ რა ვალდებული იყავი, როდესაც დამეხმარე ? რა სისულელწს მეუბნები, წამოდი.. ნახევარი საათი მივყვებოდით.. ბოლოს გაჩერდა, ჩვენც ჩუმად გავყევით.. გაოცებას ზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე, რომ ტატოს შეხვდა.. ჩაეხუტა და აკოცა.. ტელეფონი ამოვიღე და სურათი გადავიღე.. ცოტა ხანი ისაუბრეს, შესვლას აპირებდნენ, როდესაც ხელი შემთხვევით რაღაცას მოვარტყი და ჭრილობა გამეხსნა, ჯანდაბას, თუ ასე გავაგრძელებ, არასოდეს შემიხორცდება.. ამოვიკვნესე და ეს გაიგეს.. - გავიქცეთ - მითხრა მარიამმა..ხელი ჩამავლო, მაგრამ, აი აქ მოხდა საშინელება.. ტელეფონი დამივარდა და ფაქტობრივად დაიფშვნა... ავკრიფე და წამებით მოვასწარი მანქანაში შეძრომა.. გავვარდით მაშინვე.. - ამის დედაც ჯეკ.. ტელეფონი დაიფშვნა.. მტკიცებულების გარეშე დავრჩი.. - რა მოხდა, ვინ იყო ის კაცი?..- გაიკვირვა მან.. - ის, ის მთავარი დამნაშავეა.. მან მოაწყო ჩვენი ავარია, უნდოდა ჩვენს კომპანიას თაღლითებთან გაეფორმებინა კონტრაქტი.. მან მათესაც ბევრი რამ დაუშავა.. - მათე გიყვარს, აი შენი დიაგნოზი..- მითხრა მან - ამის დროა ახლა? მათე ნინოს ენდობა.. ის კი უბრალოდ ანადგურებს.. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მან სცადა ჩემი მოკვლა, ის ლინზა მისი იყო.. - ლინზა? რაებს მიმალავ ქალოო? - შეიცხადა მან და პასუხიც მიიღო.. სახლში დაბრუნებულები ოთახში ავიპარეთ, წვენი და ჩიფსები ავიყოლეთ და გეგმის დაწყობას შევუდექით... - რა ვქნათ მარიამ, ერთადერთი ნორმალური მტკიცებულება გვქონდა, ფოტო, რომელიც დამტვრეულ მობილურშია.. - ჩიპზე? თქვი რომ ჩიპზე რაა - დაიღრიჯა ის.. - არაა.. - ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.. ჯერ ცხრა საათიც არ იყო და ვერ შეგვიშლიდნენ ხელს.. - იდეა მაქვს, მობილურს პროგრამისტთან მივიტან და თუ შეძლებენ, ყველა პროგრამას და ინფორმაციას სხვა მობილურში გადაიტანენ.. - მანამ კი ვუთვალთვალებთ, კვალს აუცილებლად დატოვებს.. - კარგი.. დილით ყველანი მაგიდას მივუსხედით.. ყველა მშვიდად ვისხედით.. ნინო დანას მისწვდა, მაგრამ მეც მოვასწარი ხელის მოკიდება და დანა ავაცალე.. მაგიდაზე დადებულ ვაშლს დავწვდი და უხეშად გავჭერი.. - ფრთხილად ემი, ხელი არ იტკინო ისევ - გამიღიმა დემემ და მათემაც ისე გადმომხედა, რომ მზერით მივხვდი, მომიწოდებდა სიფრთხილისკენ.. - საინტერესოა, მაგრამ დანას ვაშლის დასაჭრელად ვიყენებ და არა ადამიანის - ნინოს ბოროტული მზერა ვესროლე და დანა პირდაპირ წვერით გავუწოდე, ისიც ჩაეჭიდა.. - რას შვრები ემი, ამბობენ, რომ თუ დანას მასე მიაწვდი ადამიანს, აუცილებლად მტრები ჰახდებით - ჩაიღიმა მარიამმა და თავი გაიქნ-გამოიქნია.. - უბს, უკვე გვიანი რომ არის? - მხრები ავიჩეჩე და ვაშლს მივუბრუნდი.. - აბა, ძმებო, მეგობრებო და ''თანამეინახენო'', მა ხო სწორად ვთქვი ეს სიტყვა - შევუბრუნდი მამას, მან თავი დამიქნია..- რა გეგმები გვაქვს დღეს? - უნდა გვემუშავა - ჩაილაპარაკა მათემ.. - ჩვენ კი უნდა გადავფრინდეთ - ჩაილაპარაკა დემემ და მარიამს შეხედა.. - თქვენ, მისტერ უჟმურო, მაპატიეთ, მათე ბატონო - ამან მისი გაღიმება გამოიწვია- სამუშაოს გადადებთ.. ნუ, პრინციპში გავარკვიე და დღეს მნიშვნელობანი არაფერია.. თქვენ კი ბატონებო - მამას და ძმას შევუბრუნდი - ღამის რეისით გაფრინდებით.. გოგოებიც თანახმანი არიან.. ანაც და სანდროც, ლილიც და გიოც.. - მოკლედ გვითხარი - მომესმა მათეს, დემეს და მამას ხმების თანხვედრა.. - ჩვენ მივდივაართ.. დადაამ.. პიკნიკზე, ან სადაც გინდათ.. მთავარია, ერთად.. აბა? - ყველას გადავხედე და მათ თავი დამიქნიე.. - მარიააამ, წამოდი - დავავლე ხელი და ყველაფრის მოსამზადებლად წავედით.. - მარიამ.. თუ რამეა იცოდე, თვალყური ვადევნოთ ნინოს გაიგე? და ყურადღება არ უნდა მივიქციოთ.. ხვალიდან კი ლილის და გიოს ქორწილის მზადებას დავიწყებთ.. - ანუ, ყველაფერს მანდობ? - მკითხა დაეჭვებულმა.. - იდეაში მომავალი რძალი ხარ, რატომაც არა - საპასუხოდ მიჩქმიტა..- ხო და გაფრთხილებ, ჩემს ძმას თავი არ აარიდო რა.. - ხბოს თვალებით შევხედე - კარგი ხოო, რატომ გგონია, რომ თავს ავარიდებ.. მე ის მართლა მომ.. აუ არ ვიციი - დაჯდა და ხელები თავზე შემოიწყო.. - დრო გაგაგებინებს რასაც გრძნობ - გავუღიმე და საქმეს შევუდექით.. დემეტრე დავბრუნდი ისევ საქართველოში და მომიწია, ღამე მათეს სახლში გამეთწნწბინა.. ჩემი დის ნახვა და მისი რეაქცია შესანიშნავი იყო.. მთელი საღამო მარიამს ვუყურებდი, არ ვიცი ის რას ფიქრობს, მაგრამ მე, მე რა მემართება თვითონაც არ ვიცი... არ ვიცი რატომ, მაგრამ იტალიაში მააზე ფიქრებს ვერ ვიშორებდი.. მისი თვალები მეძაიერებიდან არ იშლებოდა.. მისი შეხება, რომელმაც სიგიჟე დამმართა.. ჯანდაბაა, რომანტიკოსი საერთოდ არ ვყოფილვარ, ახლა კი.. მერე ემილის ვესაუბრე.. მან კი იმედი მომცა.. ფიქრობს, რომ მასაც იგივე გრძნობა აქვს.. ღამით, ნასვამმა ვერ მოვითმინე და ჩავეხუტე.. ეს, არ ვიცი რა გრძნობა იყო.. ასეთი არაფერი მიგრძვნია.. მხოლოდ ის ვიცი, რომ მისი სიახლოვე მავსებს.. ასეთი სიმშვიდე არასოდეს მიგრძვნია.. ყველაფერი მისი მობილურის ზარმა ჩაშალა.. მისმა ძმამ დარეკა.. სწორედ ამ დროს ავედი ემისთან.. შემდეგ კი დასაძინებლად.. თუმცა ვერ შევძელი ძილი და ემისთან შევიხედე.. ორივეს საყვარლად ეძინა.. დილით, საუზმობისას ემიმ პიკნიკზე წასვლა აიჩემა.. მალე ყველაფერი მოგვარდა და წავედით კიდეც.. ქალაქგარეთ, ბუნებაში.. ყველაფერი ძალიან კარგად იყო.. მანქანაით წავწდით, მაგრამ მაინც ცოტაოდენი მანძილის გავლა ფეხით ვარჩიეთ.. მარიამი ჩამოგვრჩა.. მეც ვუკლე ნაბიჯებს და მასთან დავრჩი.. გვერდი-გვერდ მივდიოდით და ხმას არ ვიღებდით.. მარიამს ფეხი დაუცდა, მე კი დავიჭირე.. ის ისევ ძალიან ახლოს იდგა ჩემთან.. ისევ ვგრძნობდი მის სურნელს.. ისევ ამოუცნობი გრძნობა და მიზიდულობა.. ახლა აძროვნება მიჭირდა, დავიხარე და ვაკოცე.. ცოტა ხნით ვკოჩნიდი, მერე მომიშორა და გაიქცა.. ახლა ემის სიტყვები გამახსენდა, ''პირველი ვინც შეეხო, მასზე ძალადობას ცდილობდა''.. ჯანდაბა.. ახლა რა იქნება, ჩემზეც რომ ისევე იფიქროს, როგორც მოძალადეზე? თავი უნდა შემეკავებინა.. ეს როგორ მომივიდა.. მაგრამ ამას გამოვასწორებ.. აუცილებლად გამოვასწორებ.. ცოტა ხანს ჩემგან შორს იჭერდა თავს.. ეს უკვე მაცოფებდა.. მერე ემიმ სთხოვა - მარიამ, ხელის მალამო მანქანაში დამრჩა და მომიტან? შემაწუხაა.. - მარიამმაც თავი დაუქნია და წავიდა.. ემი ჩემთან მოვიდა.. - რას უცდი, გაყევი... - მითხრა და მხარზე ხელი მომარტყა... ცოტა ხანს ჩუმად მივშევდი.. მალე დავეწიე და ხელი ჩავჭიდე.. - მითხარი რა რამე..იყვირე, გამლანძღე, გამარტყი, ოღონდ ასე ნუ მექცევი.. გამირბიხარ, ჩუმად ხარ, არც კი ვიცი რა ხდება ახლა შენს გონებაში.. ჯანდაბა, ალბათ საშინელი ადამიანი გგონივარ.. სხვისი გრძნობებით მოთამაშე.. მაგრამ, მარიამ... მე არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმეს, განსქკუთეწბით კი შენს გრძნობებზე მეთამაშა.. მე არ ვიცი რას მმართებ, აულ მთლად ვირევი, როდესაც შებთან ვარ.. ის კოცნა.. ეს ის იყო, რაც ყველაე მეტად მინდოდა.. ახლა კი, ალბათ ვერ მიტან.. ალბათ მეც მოძალადეებთან მაიგივენ..- საშინელი რეაქცია მქონდა.. გაგიჟებული ვიყავი. მან მეორე ხელიც ჩამჭიდა და თვალებში შწმომხედა - გგონია მასე ვფიქრობ? მას არც გადარებ და არასოდეს შეგადარებ, რადგან შენ ძალიან კარგი ხარ.. ჩუმად ვარ, რადგან არ ვიცი რა ვთქვა.. გგონია მარტო შენ იბნევი? მეც ძალიან მაბნევ.. შენ არა, ჩემს თავს გავურბივარ.. მითხარი რატომ? რატომ ხარ სულ ჩემს ფიქრებში?.. რატომ ვერ შევძელი შენი გონებიდან ამოგდება?.. - ცდილობდა, მაგრამ ცრემლებს ვერ იკავებდა.. მე ცრემლი მოვწმინდე და გულში ჩავიკარი.. მანაც მჭიდროდ შემომჭიდა ხელები და მაგრად მომეკრო.. მათე მშვენიეწი დღე იყო. დაღლილი ვიყავი, მაგრამ ემისთვის საჩუქაეი უნდა მიმეცა და მის ოთახში ავდიოდი, როდესაც თავად მას შევსაკდი.. ყელსაბამის მორგებაში დავეხმარე და ისევ ვაკოცე.. მასთან სიახლოვე თავგზას მირევს, მაგრამ ჩემს გრძნობებში მთლიანად გავერკვიე.. ემი ძალიან შემიყვარდა.. ის ისე აბიდა მაღლა, არაფერი უთქვამს, არ მინდა ისევ ისე დაიწყოს, არ მინდა, სორს დაიჭიროს თავი ჩემგან.. დაწოლამდე ისევ შევიარე მასთან.. დემეს ესაუბრებოდა.. უბრალოდ, მინდოდა დავეწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო.. ოთაცში შებრუნებულს ძლივა მომეკარა ძილი.. დილით საუზმისას, ემიმ გვთხოვა, რომ პიკნიკზე წავსულიყავით.. რა თქმა უნდა წავედით.. ქალაქგაეთ, ერთი ლამაზი ადგილი ავარჩიეთ და იქ.. ემი თავს მარიდებდა, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე.. ახლა მისი ყურადღების მიპყრობა აღარ მიწევდა.. ყველაფერი სახალისო იყო.. მალე გვერდზე საბა მომიჯდა.. - აბა, იცის? - რა? - გაკვირვებით ვთქვი და მზერა ემის მოვაცილე.. - ის, რომ შეგიყვარდა.. - თუ ძმა ხარ.. - კარგი რა მათე, საკუთარ თავზე ეკეთ გიცნობ.. თანაც ეგ გრძნობა და მისი ''სიმპტომები'' უკვე ნაცნობია ჩემთვის.. ხო, ისე - ხმას აუწია - მე და ანა ოფიციალურად შეყვარებულები ვართ - გაიღიმა და ანას მიეკრო.' ჩვენ კი ტაშით დავაჯილდოვეთ...- შენც უნდა გამოუტყდე- ახლა ისევ მომიბრინდა მე - და რა იქნება, იმას რომ არ ვუყვარდე.. ამაზე გიფიქრია?. - ოო, ეგრევე ეტყობა, რომ არაა შენმიმართ გულგრილი.. თანაც, მის პასუხს ვერ გაიგებ, თუ არ დაელაპარაკები -მხარზე ხელი მომარტყა და წავიდა... ვფიქრობდი და ვხვდებოდი, რომ საბა მართალი იყო და უნდა მემოქმედა, თავში უამრავი რაღაც ამერია ერთმანეთში.. სიყვარული უნდა ავუხსნა, მაგრამ ერთი პრობლემაა, მე ეს არასოდეს გამიკეთებია.. ყველაფერს კარგად დავგმავ და ვეტყვი.. - აბა, რა უნდა უთხრა იცი? - ისევ ჩაერია საბა.. - კი, ვიცი.. მომშორდი ახლა.. - ავდექი და გასასეირნებლად წავედი.. უცებ ბიძგი ვიგრძენი და ემისთან ერთად მიწაზე აღმოვჩნდი. - კარგად ხარ? - მკითხა შეშინებულმა.. როგორც ჩანა, ხეს ერთი დამპალი ტოტი მოტყდა და მეცემოდა, მაგრამ ემიმ მიშველა.. - კი.. - ვუთხარი ცოტა გაოცებულმა, ის კი ჩამეხუტა და ხელები მაგრად მომჭიდა.. ეს დროვიდეალურად მივიჩნიე, უნდა მეტქვა, რომ მიყვარს, მაგრამ ყველა მომცვივდა და არ მაცალეს.. ცოტა ხანს ისევ გავჩერდით და მერე სახლში დავბრუნდით.. სამსახურის ამბებს მივხედე და ოთახში ავედი... - ემილი, მე და შენ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ.. ყველაფერზე განსხვავებული შეხედულება გვაქვს.. ვიცი, რომ ხშირად ვკამათობთ, ძიეითადად, ახერხებ და ჩემს წნევას მაღლა სწევ.. - ჯანდაბა, ეს რომ ვუთხრა გაიქცევა, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო - ვიმეორებდი უკვე საკმაო ხანს.. რადგან, ემისთვის სიყვარულის ახსნის წესს ვადგენდი გონებაში.. ხვალ აუცილებლად ყველაფერს ვეტყოდი.. '..... ღამის სიბნელეში უცხო სახლთან მივიდა.. მისდა გასაოცრად, კარი ღია დახვდა.. უკვე უკუნითივღამე იყო, ალბაათ 2-3 საათი, მაგრამ პარიზიდან ახლა ჩამოფრინდა და იმ სახლს მიაეურა, სადაც მისი და - მარიამი იმყოფება.. როდესაც სახლში შევიდა, მიდვდა, რომ აზრი არ ქონდა ახლა რაიმეს გაკეთებაწ, ხვალ ნახავდა ყვეკას, ღამეს კი დივანზე გაათევდა.. თუმცა იყო პრობლემა, შიოდა.. ძალიან შეიოდა.. რამდენიმე ცდის მერე, მიაგნო სამზარეულოს და რაც მთავარია, მაცივარს... გააღო და უამრავი რამ დაინახა, მაგრამ რაიმევმსუბუქი უნდოდა და ამიტომ პომიდორს დასწვდა.. დიდი დანა აიღო და ის-ის იყო პომიდორს დაადო, რომ უკნიდან ხმა შემოესმა.. -ქქქუურდიი - შეშინებული გოგოს ხმა იყო..- შესახლოა ემილია, მაგრამ ის მშიშარა არაა, - გაიფიქრა თავისთვის.. გოგონას რომ შეხედა, წამით გაშეშდა და სუნთქვა შეეკრა.. მია წინაშე ძალიან ლამაზი, შეშინებილული არსება იდგა და ხმას აღარ იღებდა.. პომიდორივჩუმი მოძრაობით დამალა და მისკენ დაიძრა.. გოგონას შეეშინდა და უკანსვლა დაიწყო.. ლუკა კი ნელ-ნელა უახლოვდებოდა.. ბოლოს კედელთან მიაყენა.. დანა ყელთან უკუღმა მხრიდან დაუსვა და სიცილი აუტყდა.. - ბევრი ქურდი გინახავს, რომელიც სახლში მაშინ იპარება, როცა ყველანი იმყოფებიან? თანაც ნიღბისვგარეშე.. - მე, მე... დანა გასწიე, თუ შეიძლება - მანაც შეასრულა ბრძანება და გადააგდო.. - არ ჩაარტყა, ჩემი ძმაა - მოისმა მარიამის ხმა და ლუკა შებრუნდა.., წინ გოგონა ედგა, ტაფით ხელში.. საბედნიეროდ დასწია ტაფა..- ეს ემილია, -ანიშნა ტაფიან გოგოზე, -ეს კი თიკო.. - მასზე, ვინც შეაშინა.. ის კი ისე გავრდა, რომ სახელიც ვერ უთხრა.. იყო ხვევნა-კოცნა, მოფერება.. გაცნობა და ბოლოს სიმშვიდე, მაგრამ მაინც, მარიამმა და ემიმ, მას უთხრეს, მეტიც უბრძანეს, რომ თიკოს ბოდიში მოუხადოს.. ძალიან კარგი, ახლა ისევ მოუწევს იმ გოგოს ნახვა, რომელსაც უკვე ''მშიშარა პრინცესა'' დაარქვა. ******** მოკლედ, ესეც შემდეგი თავი.. შეცდომებისთვის ბოდიშიიი.. ველოდები თქვენს შეფასებებს.. ყველას დიდი მადლობა და მიყვარხართ ♥♥♥ მეთორმეტე თავიც მალე იქნება )) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.