ეს სწორედ ისაა რაც შენ გგონია პატარავ თავი 2
გაყინულმა მივირბინე კარებთან და გაიღო თუ არა შიგნით შევვარდი, თვალებით კიბე მოვძებნე და ჩემოდნიანად ავირბინე. -მია! სად მიდიხარ?-დამიძახა ესმემ. -წავალ ჩემთვის ოთახს ავარჩევ, თორემ შენ ყველაზე საუკეთესოს ამწაპნი-ესმემ გადაიხარხარა და თავი დამიქნია. ყველა ოთახში შევიხედე და საბოლოოდ ერთი დიდი და ლამაზი საძინებელი ავარჩიე, ჩემოდანი სწრაფად მოვქექე, ამოვალაგე პიჟამა, კბილის ჯაგრისი და კოსმეტიკის ჩანთა და სააბაზანოს ვეცი. დაახლოებით 1 საათი დავყავი ქაფიან და ცხელ აბაზანაში და ბოლოს როცა გული ვიჯერე ხალათმოსხმული გამოვედი იქედან, ლოგინზე დავეგდე და ლეპტოპი გავხსენი, ცოტა არ იყოს გავოცდი, როცა ინტერნეტის ნიშანი დავინახე, მეგონა ჯექსონვილს ცივილიზაციამდე კიდევ ბევრი აკლდა, მაგრამ როგორც ყოველთვის ვცდებოდი. საოცრად მომენატრა ჩემი საუკეთესო მეგობრები, ჯესიკა და მაიკი, მოგონებები მომაწვა მაგრამ თავი დროზე შევიკავე, მაილი გავხსენი და როგორც ველოდი ჯესიკას წერილი დამხვდა: ,,მია ძალიან მენატრები, სულ რაღაც გუშინ წახვედი და ძალიან მოვიწყინე, შენთვის სიახლე მაქვს, იცი მაიკმა სიყვარული ამიხსნა, ძალიან ბედნიერი ვარ, ხომ იცი დიდი ხანია მომწონს, ეს შენთვის არაერთხელ მითქვამს, მოკლედ ორივეს ძალიან გვენატრები, როცა ჩახვალ და მაილს წაიკითხავ მომწერე! სიყვარულით ჯესიკა" ცრემლები მომადგა,და სწრაფად დავწერე პასუხი: ,,სალამი ჯეს, კარგია, გამიხარდა შენი და მაიკის ამბავი, მომიკითხე რომ ნახავთ, მეც ძალიან მენატრებით. მია" მშიოდა, მაგრამ სასადილო სად იყო არ ვიცოდი და ბოდიალის თავი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ ვარჩიე მშიერს დამეძინა და სახლის დათვალიერება ხვალისთვის გადამედო, ხვალ ხომ კვირა იყო და მთელი დღე მქონდა ამისთვის. ტელეფონი დამტენზე შევაერთე, ჩემოდნის ამოლაგებით თავი არ შემიწუხებია, ესეს სახვალიოდ გადავდე და საწოლზე გავიშხლართე, ამ დროს ტელეფონმა დარეკა, სუნთქვა შემეკრა როცა ვნახე ვინ რეკავდა, სწრაფად ვუპასუხე: -ალო ჯეს... აი შემდეგი თავიც ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.