შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი სი მალატ (სვანურად) სრულად


1-03-2016, 23:45
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 13 876

დამღლელი ათ საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა კვლავ შევძელი მიწაზე დადგომა, ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს თბილისიდან გამოყოლილი დაღლილობა ამ ერთ ამოსუნთქვაში ჩავატიე და ახლა უკვე ბედნიერმა მოვავლე თვალი გარემოს. ცამდე ასვეტილმა თოვლიანმა მთებმა თავისუფლების შეგრძნებით ამავსო, მჭიდროდ მოვიხვიე საგულდაგულად შენახული საშემოდგომო მოსასხამი, ჩემს პატარა ზურგჩანთას ხელი მოვკიდე და მძღოლის მიერ მითითებულ გორაკს ავუყევი. კიდევ კარგი, რომ ტანსაცმელი გავყავი და შემდგომ გამომიგზავნიან - გამეფიქრა და თვალწინ დედ-მამისა და ძმის სევდიანი თვალები თვალები დამიდგა. რამდენს მეხვეწნენ, დარჩი და როგორმე აქ იშოვე სამსახურიო, მაგრამ ბავშვობის სურვილს გამოვყევი და ახლა სრულიად უცნობ გარემოში მივაბიჯებ. მართალია, სვანეთში ყოფნაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ახლა გაურკვეველ შიშს შევუპყრივარ, არ ვიცი, როგორი ხალხი დამხვდება, იქნებ ბავშვებს სულაც არ მოვეწონო, ვფიქრობ და ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ ვიმუხტები მღელვარებისაგან. იმედია, დიასახლისი კარგი ქალია და მისი ქმარ-შვილიც, უცებ მეუცნაურა , მე ხომ მხოლოდ ქალბატონის სახელი და გვარი მითხრეს.უჰ - ამოვისუნთქე და როგორც იქნა გორაკიც დავამთავრე, ჭიშკარს მივადექი და მასპინძელს დავუძახე. გამიკვარდა, როდესაც კარი მოხუცებულმა ბებიამ გამიღო, რომელმაც გულში ჩამიკრა და სახლისკენ წამიყვანა. ბებია, დამეფსოს ეს გონება, სულ გამოვშტერდი და დამავიწყდა, რომ დღეს ჩამოდიოდი - თბილად გამიღიმა მართა ბებიამ, მისაღებში დამსვა და სულ მალე სვანური კუბდარით ხელში დაბრუნდა. ჭამე ბებია და მერე ერთმანეთი გავიცნოთ - ღიმილით მიმითითა ცხელ კუბდარზე და თეფშზე გადმომიღო. მეც, გზისგან გადაღლილმა და მგელივით მოშიებულმა, გემრიელად მივირთვი და ბებიას ნახელავი შევუქე. გასწავლი ბებია, ამ ერთი წლის განმავლობაში აბა რას ვიზამ - კვლავ თბილად მომიგო და ერთმანეთის უკეთ გაცნობას შევუდექით. ბებია აქედან ყველა გარბის და რა კარგია, რომ ღმერთმა მარტოობისთვის არ გამიმეტა და შენ გამოგზავნა. გამეცანი და მითხარი რამ გადაგაწყვეტინა სვანეთის მკაცრ ბუნებასთან შეჭიდება ამ პატარა გოგოს - ინტერესიანი თვალები მომაპყრო ბებიამ და მეც ჩემი თავგადასავლის მოყოლა დავიწყე. ბებია, მე , კესანე ჩხაიძე ვარ თბილისიდან, წელს დავამთავრე ინგლისური ენის ფაკულტეტი და როდესაც ჯერი სამსახურის შოვნაზე მიდგა, გადავწყვიტე, ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და სვანეთს ვსტუმრობოდი. ვიცი, ძნელია აქაურ მკაცრ ზამთართან შეჩვევა, მაგრამ სვანეთის სკოლის მოსწავლეებიც იმსახურებენ, რომ სრულფასოვან განათლებას იღებდნენ თავისსავე რეგიონში, იქნებ, მერე მაინც შეჩერდეს მთის ტრადიციებისა და კულტურის დაკარგვა. როგორ შეიძლება, რომ ამ მხარიდან გაქცევა გიწევდეს, აქ, ხომ ყველაფერი იმდენად სუფთა და თავისუფალია. იმდენი წამიკითხავს ამ მხარეზე, რომ ჩემი გულის ნაწილად მიმაჩნია. სწორედ ამიტომ ვარ აქ - უხერხულად გავუღიმე მომღიმარ ბებიას. ბებია შენნაირი ახალგაზრდები გვიმრავლოს უფალმა - მომეხვია და თან მეორე სართულისკენ წამიძღვა, ჩემი ოთახი მიჩვენა და სახლიც დამათვალიერებინა. გავოცდი, იმდენად მყუდრო, ძველებური სურნელით აღსავსე და, ამავდროულად, თანამედროვე სახლი იყო. ბედნიერების პიკი იყო, როდესაც მეორე სართულზე კაპიტალურად მოწყობილი აბაზანა მიჩვენა. არ მჯერა - ბედნიერებისგან აღმომხდა, მე ხომ წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან მივტიროდი ჩემს აბაზანს, რა ვქნა, ყველანაირ კომფორტს შეველევი,მაგრამ აბაზანა ჩემთვის ის სამოთხეა, რომლის გარეშეც არცერთი წამი წარმომიდგენია. აბაა, ენაცვალოს ბებია, ჩემმა გადარეულმა შვილიშვილმა გააკეთა - სიამაყით მომიგო ბებია და მოსაწესრიგებლად დამტოვა. ამოვბარგდი, ტანზე გადავივლე და სახლის ტანსაცმელის ჩაცმას შევუდექი, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს დასაწყისია, ჩემთვის მაინც საშინლად ცივა და შემოდგომის ტანსაცმელში გამოვეწყვე. როგორც კი ცოტათი ამოვისუნთქე, მაშინვე მშობლები გამახსენდა და დარეკვა გადავწყვიტე. ჩემს ტელეფონზე არსებულმა ხაზებმა მიმანიშნა, რომ პირველ გამოწვევასთან შეჯახება მიწევდა და უხალისოდ მივაგდე ტელეფონი. დაბლა სართულისკენ გავემართე და ბებიას ვკითხე, თუ საიდან შევძლებდი დარეკვას - ეხ, შვილო, აქ არ იჭერს, ხვალ დილით დაბლა ჩავიდეთ და დარეკავ - მეც დავეთანხე და ბებიას სამზარეულოში გავყევი. ბებია, ჩაის დალევ თუ რძეს - მომიბრუნდა ბებია და მეც ახლა გამახსენდა ზურგჩანთის უკანა ნაწილში ჩატენილი ცხელი შოკოლადის მარაგი. ბებია, ცხელ შოკოლადს ხომ მიირთმევ? - ღიმილით მივუბრუნდი და მაღლა სართულიდან წამებში ჩამოვიტანე ჩემი სასიცოცხლო მარაგი. ერთად მოვამზადეთ და მისაღებში გავედით. ბებიას თავისი ოჯახის შესახებ უნდა მოეყოლა, მეც სმენად ვიქეცი, ხელებში მოვიქციე ჭიქა და საინტერესო ამბის მოლოდინში გავისუსე...
ბებია, მე სვანეთში გავიზარდე და დავიბადე. მაშინდელი ტრადიციის თანახმად, ჯერ კიდევ ბავშვობაშივე დანიშნული ბიჭი გამირიგეს. ერთმანეთს მხოლოდ შორიდან ვიცნობდით და, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების პატივისცემას ღრმად მინერგავდნენ მაინც საშინლად გადავიტანე 16 წლის გოგომ სრულიად უცხო ადამიანებთან ცხოვრება. ჩემს ქმარს,ერეკლეს, - გაიხსენა ბებიამ და შევნიშნე როგორ გადაურბინა ღიმილმა - თავიდან ვერ ვიტანდი, გავურბოდი და კატა-თაგვივით ვიყავით. მერე ნელ-ნელა ერთმანეთი გავიცანით და ვერც მივხვდი ისე შემიყვარდა... ერთ ოთახში ცხოვრება დავიწყეთ და მალევე გავიაზრე თუ რამდენად ღირსეული ადამიანი მედგა გვერდით, ის ხომ ქორწილის შემდგომ 2 წელი მელოდა, გამზარდა, თავი შემაყვარა და მხოლოდ შემდგომ გავიყავით სარეცელი. ქალ-ვაჟი გვეყოლა, დღედაღამ ვშრომობდით, მაგრამ მაინც ბედნიერად ვცხოვრობდით იქამდე, სანამ შვილებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების დრომ არ უწიათ. ჩემმა ბიჭმა ცოლად ქალაქელი გოგო შეირთო, რომელიც ვერ ეგუებოდა ჩვენს ტრადიციებს და ისევ ქალაქში დაბრუნდნენ. ყველანაირად ვეცადე, რომ რძალთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ ვერ გავუგე... ვიცი, არაა სწორი, მაგრამ ხანდახან , მგონია, რომ ჩემი შვილი სწორედ მის ახირებებს შეეწირა. 5 წლის იყო ჩემი გეგა, როდესაც ზაფხულში ჩამომაკითხეს და ბავშვი დამიტოვეს. რძლის ახირების გამო ის და ჩემი შვილი იმ ღამესვე გაემართნენ თბილისისკენ, მაგრამ გზად ავარია მოუხდათ და ჩემი შვილი დაიღუპა. ჯერ ერთი ჭრილობა არ მქონდა მოშუშებული, რომ ახალი თავსატეხი დამატყდა თავს. ჩემმა რძალმა შვილი დატოვა, მე ცხოვრება წინ მაქვსო და უკანმოუხედავად დამტოვა. - ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ ივსებოდა ბებიას თვალები სევდითა და ცრემლებით და ვერ ვხვდებოდი როგორ მენუგეშებინა. არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა -ჩურჩულით მივუგე და თვალი ფინჯანს გავუშტერე. ღრმად ამოისუნთქა მართა ბებიამ და თხრობა განაგრძო. ჩემს სინათლეს, ხატიას კი, უნივერსიტეტში ერთი ბიჭი შეუყვარდა და მალევე დაოჯახდა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდნენ... არ ვიცი, ასე როგორ შეიცვალა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. ჩემმა ქმარმა ამდენ დარდს ვეღარ გაუძლო და მალევე გამომეცალა ხელიდან. მარტომ ობლობასა და გაჭირვებაში გავზარდე ჩემი გეგა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით და დღეს ჩემი ბიჭი სასახელო ადამიანია. - სევდანარევი ღიმილით დაასრულა ბებიამ თხრობა. ამასობაში ღამის 11- იც გამხდარიყო და საძინებლებისკენ გავემართეთ.
************
დილით 8-ზე გამეღვიძა და დაბლა სართულისკენ გავემართე, საუზმე გავამზადე და ამასობაში ეზოდან მართა ბებიაც შემოვიდა. მალევე ავალაგეთ სუფრა და ბებიამ სკოლის გზა მიმასწავლა. ღიმილით დავტაცე ხელი ტელეფონს და სკოლისკენ გავეშურე,იმედია, ბავშვებს ადვილად შევეჩვევი. როგორც კი დაბლა ჩავედი ჩემს მშობლებს შევეხმიანე, მერე ჩემს უახლოეს მეგობარს ანაბელს და სკოლის კარიც შევაღე. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მომლოდინე ბავშვებიდან სულ პატარებმა მინდვრის ყვავილების თაიგული გამომიწოდეს. არ ვაჭარბებ, იმდენად ულამაზესი იყო ყვავილები, ბავშვების თბილი ჩახუტება, რომ თავი ძლივს შევიკავე არ ავცრემლებულიყავი. ინგლისური მე-2 კლასიდან 12 ჩათვლით უნდა მესწავლებინა. დაბალ კლასელები მალევე გავუშვი და სექტემბრამდე დავეშვიდობე. ჩემი 3 მე-12 კლასელი კი დავიტოვე და ზაფხულიდან შევუდექი მათთან მუშაობას.აქედან ელენე და გაბრიელი ტყუპები აღმოჩნდნენ. ლილე, ელენე და გაბრიელი საკმაოდ განათლებული და მეგობრული ბავშვები აღმოჩნდნენ. ლილეს და ელენეს თბილისში სურდათ სწავლის გაგრძელება და შესაბამისად უფრო მეტად სჭირდებოდათ მომზადება. გაბრიელი კი მამის საოჯახო ბიზნესის გაძღოლას აპირებდა და მას უფრო ბიზნეს ინგლისური სჭირდებოდა. იმის გამო, რომ ბავშვები წინააღმდეგები არ იყვნენ არაოფიციალური გაკვეთილი მეორე დღესვე დავუნიშნე და სახლისაკენ გზას დავადექი. როგორც კი გორაკი დავამთავრე, ეზოში გაჩერებულ მანქანას მოვკარი თვალი და ნაბიჯს ავუჩქარე. ხმის ამოღება ვერ შევძელი, როდესაც მოტირალი ბებია და საოცრად დამწუხრებული ახალგაზრდა კაცი შევნიშნე. ბებია, ჩემი თვალისჩინი, გეგა, ავარიაში მოყოლილა და ახლა საავადმყოფოშია - მე თბილისში უნდა წავიდე სასწრაფოდ და როგორც კი შევძლებ ჩამოვალ. კი მერიდება, სტუმარს რომ მარტო გტოვებ, მაგრამ... - სევდიანად გამიღიმა და ბარგის შეგროვება გააგრძელა. ამ არეულობაში მეც დავიბენე და ჩემი ოთახისკენ უნდა წავსულიყავი, როდესაც ბოხმა ბარიტონმა შემაჩერა - მე ალექსანდრე, შენ, ალბათ, თეკლე ხომ ? - მომიგო უცნობმა და მეც გავეცანი.
******
თითქმის ორი კვირა გავიდა, რაც მართა ბებია წავიდა. საუცრად მოქმედებს ჩემზე ბებიას სულ უფრო დამწუხრებული ხმა, როგორც ექიმს უთქვამს მისი შვილიშვილი გამოფხიზლების შემთხვევაში სიარულის ვეღარ შეძლებს და ბებიამაც აღარ იცის რა იდარდოს. შვილიშვილის გამოფხიზლებაზე ილოცოს თუ მის რეაქციაზე, როდესაც ამ ამბავს შეიტყობს. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღე გავატარე მართა ბებიათან მაინც გასაოცრად დავუახლოვდი და ჩემზეც მოქმედებს მისი გასაჭირი. მოვიწყინე კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეთორმეტე კლასელებს კარგად გავუგე და ახლა უკვე მეგობრებიც ვართ, მაინც ძნელია სრულიად მარტო უცხო გარემოში ცხოვრება. ხანდახან უზომოდ მენატრება ჩემი მშობლები, ჩემი ბელი და მინდება ყველაფრის დატოვება და მათთან წასვლა, მაგრამ მალევე მახსენდება აღებული პასუხისმგებლობა და ცხოვრებისეულ კალაპოტს ვუბრუნდები. დღეს დილით გახარებულმა ბებიამ მისი შვილიშვილის გამოფხიზლების ამბავი შემატყობინა და მეც მთელი გულით მივულოცე. თუმცაღა ბებია მალევე დასევდიანდა და ატირდა. ბებია, შენ არ იცი რა ცუდადაა! ასეთი მაშინაც კი არ იყო, როდესაც დედამ მიატოვა. ახლაც ჩამესმის მისი, რისთვის გადამარჩინეთ? ამისთვის? ხეიბრობისთვის ?!- ტკივილით გადამიშალა გული და მეც ყველანაირად შევეცადე გამემხნევებინა. გულით შემეცოდა ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი ,რომელმაც 28 წლის ასაკში უკვე ამდენი გამოიარა, მაგრამ გავბრაზდი კიდეც მის ეგოისტობაზე, მართა ბებიამ ხომ ბევრად მეტს გაუძლო და უძლებდა კიდეც შვილიშვილის გამო. მასაც უნდა ებრძოლა და ეს ბებიას გამო უნდა გაეკეთებინა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ძილი მომერია და მეც ცოტა ხნით დასვენება გადავწყიტე. საღამოთი ჩემს საყვარელ წიგნს ტრიუმფალურ თაღს ჩავუჯექი და ვინ იცის მერამდენად გადავიკითხე ჩემი საყვარელი მომენტები. მეორე დღეს ელენესა და გაბრიელთან ვიყავით დაპატიჟებული მე და ლილე, ამიტომ საზაფხულო, გრძელ კაბაში გამოვეწყვე, სიცივეს მიუჩვეველმა ჯინსის საშემოდგომო ქურთუკიც მოვიცვი და მოღიმარი გავემართე სკოლისკენ. შუადღემდე ვიმეცადინეთ, მერე კი სოფლის ცენტრალური ნაწილისკენ წავედით. ტყუპების მშობლები მეტად სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ, მათი საოჯახო სასტუმროც თბილ და, ამავდროულად, მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ღმერთო, რა მაგარია - გამეფიქრა და ბავშვობის ოცნება გამახსენდა საოჯახო სასტუმროსა და მყუდრო გარემოზე. გვიანობამდე ვისაუბრეთ და საღამოს 6-ისკენ დავემშვიდობე მასპინძლებს. ეზოში გაჩერებულ მანქანაზე მივხდი, რომ მართა ბებია დაბრუნდა და სწრაფად ავირბინე დარჩენილი მანძილი. ბებია დაბრუნდი ? - გარედანვე დავიძახე და ღიმილით ჩავეხუტე მართა ბებიას, როდესაც მყუდროება უკნიდან მომავალმა ხმამ დაარღვია - უფრო ხმამაღლა ვერ იკივლე ? ბებია როგორ ყველა უსახლკარო შენ უნდა შეიფარო - გაბრაზებული მივტრიალდი და საჩხუბრად გავემზადე, მაგრამ, როდესაც თვალი დივანზე გაწოლილ კაცს შევავლე, გაჩუმება ვარჩიე. მივხვდი, გეგა იქნებოდა და სულაც არ მსურდა ისედაც გაღიზიანებულისთვის საჩხუბარად მიზეზის დამატება. უხმოდ შემოვტრიალდი და ალექსანდრეს მივესალმე, რომელიც ბუხართან მოთავსებულ სკამში იჯდა.
ჩემდა გასაკვირად ალექსანდრე ფეხზე წამოირთა და გულითად მომესალმა. -მაშინ ერთმანეთის კარგად გაცნობის საშუალობა არ გვქონდა, მაგრამ ახლა რამდენიმე დღით ვრჩები და, იმედია, ამ დღეებში დავმეგობრდებით კიდეც. - ღიმილით მომიგო ალექსანდრემ - ხო მართლა ჩვენს უჟმურს ყურადღება არ მიაქცია - ბოლოს დაამატა და სიცილით მიმანიშნა ძმაკაცისკენ. ალექსანდრე აქ ჩემს დასახმარებლად წამოხვედი, ასე რომ ლაპარაკს შეეშვი და ჩემს ოთახში წამიყვანე. - მკაცრად მიუგო მეგობარს გეგამ, მე კი ამრეზით შემათვალიერა. როგორც კი გეგამ და ალექსანდრემ ოთახი დატოვეს, ბებიამ ლაპარაკი წამოიწყო. არ ვიცი რა მეშველება, ხომ ხედავ როგორია, არც აქამდე იყო მაინცდამაინც გახსნილი და მხიარული, ახლა კი საერთოდ პირქუშ არსებად იქცა. მკურნალობასა და ეტლზე უარს აცხადებს, არადა ალექსანდრესაც შვებულება მალე დაუმთავრდება და მე რა ვქნა არ ვიცი. - ტირილით შემომჩივლა მართა ბებიამ და ჩამეხუტა. მალევე შედარებით დამშვიდდა ბებია და სამზარეულოსკენ გავემართეთ ვახშმის მოსამზადებლად. შემწვარი კატლეტი და გარნირად კარტოფილის პიურე მოვამზადეთ, ბებიამ სანაქებო კუბდარიც გამოაცხო და სუფრის გაშლა დავიწყეთ, როდესაც მართა ბებიას საძოვარზე გაშვებული ძროხა გაახსენდა და მის მოსაყვანად გასწია. სუფრა უკვე გამზადებული იყო, ამიტომ მისაღებისაკენ გავწიე, სადაც ალექსანდრე მოთავსებულიყო და კომპიუტერში რაღაც ნახაზებს ჩაჰკირკიტებდა, როგორც კი შემამჩნია კომპიუტერი გვერდზე გასწია და მის გვერდით თავისუფალ ადგილზე მიმანიშნა. მგონი მუშაობდი და ხელს არ შეგიშლი წავალ - მშვიდად მივუგე და გასვლას ვაპირებდი, როდესაც მისმა ხმამ ოთახში დამაბრუნა. არაფერია, შენობის ნახაზებს ვუყურებდი, პროექტი უკვე მზადაა, მაგრამ მაინც გადავავლე დეტალებს თვალი. ხო მართლა მე არქიტექტორი ვარ, შენ მასწავლებელი ხო ? - შემეკითხა ალექსანდრე. კი მასწავლებელი - ვუპასუხე და გულში ვინატრე მასაც არ ეკითხა აქ რატომ ჩამოვედი. ჩამოსვლის დღიდან ხომ ყველას ეს აინტერესებდა და მეც ერთი და იგივე კითხვებზე პასუხის გაცემამ დამღალა. მართა ბებიამ შენი ჩამოსვლის შესახებ გვიამბოა და მისასალმებელია, რომ შენნაირი მასწავლებლები გვყავს. - გამიღიმა ალექსანდრე და საუბარი განაგრძო - იცი, გეგა ცოტა უხეშია, მაგრამ გულით მასზე კეთილი ადამიანი არ მეგულება. არ გეწყინოს თუ უხეშად მოგექცა, ხომ ნახე არც მე და არც ბებიას არ გვინდობს. ასეთია, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად გვეიმედება მე და მართა ბებიას. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით და მას მერე ერთად მოვდივართ, მერე სამშენებლო ფირმა ჩამოვაყალიბეთ და ასე ერთმანეთის მხარში დგომით მოვდივართ. - მოკლედ მომიყვა ალექსანდრემ მისი და გეგას ურთიერთობის შესახებ. მეც ჩემი ანაბელის, ბელის შესახებ მოვუყევი. თითქოს გავუგეთ ერთმანეთს და მაშინდელი ცოტათი არასასიამოვნო მზერაც დამავიწყდა, ალბათ, მაშინდელი ნერვიულობის ბრალი იყო - გავიფიქრე და კვლავ საუბარს შევყევით. მართა ბებიაც დაბრუნდა და ალექსანდრემ გეგამ ოთახისკენ გასწია, სახედრის ფუნქციის შესათავსებლად, აბა მისი ჯორი ძმაკაცი ვერ ხვდება, რომ ბავშვურად და უაზროდ იქცევა. ძლივს შევიკავე თავი ჩემსავე ფიქრებზე არ გამცინებოდა, როდესაც ოთახიდან ყვირილის ხმა შემოგვესმა. მართა ბებია გეგას ოთახისკენ გაემართა და მეც ინსტინქტურად მივყევი. - რა ვერ გაიგეთ შემეშვით ეს დედა აფეთქებული! - იყრიალა გეგამ და ის იყო ალექსანდრესაც უნდა დაებრუნებინა პასუხი რომ ჩვენ დაგვინახა, კბილები გააღრჭიალა და,ალბათ, გულში ,,დალოცა’’ ძმაკაცი. სატირლად გამზადებული მართა ბებია ოთახიდან მე და ალექსანდრემ გამოვიყვანეთ და სავარძელში ჩავსვით. გეგას საქციელზე ბავშვთა ფსიქოლოგიის წიგნიდან განვლილი თავნება ბიჭის ოინები და მისი მოგვარების გზა გამახსენდა და იმ წუთას მივხვდი, რომ გასაღები ჩვენს ხელთ იყო. ბებია, იცი , შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ გეგას საქციელი ბავშვის საქციელს ძალიან წააგავს და ჩვენც ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც ეს ბავშვის შემთხვევაშია გამართლებული. არ უნდა ავყვეთ, იგნორი გავუკეთოთ და მალევე თვითონვე გადაწყვეტს ნაბიჯის გადადგმას. გეგა თითქოს ჯიუტი თხასავით იქცევა, რაც მეტს სთხოვთ სიცოცხლისკენ შემობრუნებას და მეტს ზრუნავთ, მით უფრო მეტად ამბობს უარს ბრძოლაზე. ასე თავის დაგუბებულ ბოღმას ანთხევს და ვერც ხვდება, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავს აზარალებს. ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ არც თქვენ და არც ალექსანდრე აღარ შეაკითხავთ და დროს მისცემთ. დამიჯერეთ ცოტა ხანში თვითონვე დაგიძახებთ და ყურადღებას მოითხოვს, თქვენც მხოლოდ იმას გაუკეთებთ რაც ენდომება და ნელ-ნელა აქეთ შეგეხვეწებათ. - მართა ბებიას მივუგე და მომლოდინე თვალებით მივაჩერდი მათ. მართალია ბებია, ვცადოთ, აქამდე სულ ჩვენ ვიჩენდით ინიციატივას და გეგამ მაინც არაფერი ისწავლა. იქნებ თეკლეს მეთოდმა გაამართლოს, ვცადოთ - მიუბრუნდა ბებიას. მართა ბებიამ, მიუხედავად ნერვიულბისა, დაგვეთანხმა. ვივახშმეთ, ჯიუტ თხას იგნორი გავუკეთეთ და ალექსანდრეს მიერ კომპიუტერში ჩართული ფილმის ყურება ბოლო ხმაზე დავიწყეთ. მშიერია, ბებია, ცოდოა - ვერაფრით ვაკავებდით მართა ბებიას, ბოლოს მაინც დავითანხმეთ, რომ ხვალამდე დაგვეცადა და მერე მართლა ძალით შეგვეტანა საჭმელი. დილით 8-ზე ავდექით და გეგმის განხორციელებას შევუდექით, სპეციალურად ხმამაღლა მივმართე სასაუზმოდ მართა ბებიასა და ალექსანდრეს. ცოტა ხანში გეგას ოთახიდან ხმაურის ხმა შემოგვესმა - მე დაგავიწვდით! ახლა გამომიყვანეთ მისაღებში სასაუზმოდ. ოთახი ბოხმა, გაბრაზებულმა და ბავშვურად გაბუშტულმა ბარიტონმა გაკვეთა. მე და ალექსანდრე თავი ვეღარ შევიკავეთ და ავხარხარდით. ესეც ასე ჯიუტი თხა მორჯულების გზასაა - ხმამაღლა წამომცდა და ალექსანდრემაც გაიგო. ვაიმე, ჯიუტი თხა - სიცილსგან ვეღარ სუნთქავდა ვერც ალექსანდრე და ვერც მე. მართა ბებიამ გეგა მოაწესრიგა და ალექსანდრეც მის მოსაყვანად წავიდა. სკამზე ჩამოსვა მუქ ლურჯ პერანგში გამოწყობილი გეგა და მხოლოდ ახლაღა გავიაზრე თუ რამდენად მომხიბვლელი იყო ჩვენი ჯიუტი თხა. განიერი მამაკაცური მხრები, როგორც ეტყობოდა სიმაღლითაც მაღალი იყო, სახე ერთდროულად მკაცრიც და რაღაცნაირად თბილიც ჰქონდა. სწორი ცხვირი, სავსე ტუჩები და მისი საოცრად ცისფერი, თითქოს გამჭვირვალე თვალები განსაკუთრებულად გამორჩეულ მთის იერს ქმნიდა. წვერიც საოცრად უხდებოდა მის გამოვყანილ სახეს. მალევე მოვაშორე მზერა გეგას და ჩვეულებრივ საუზმობა განვაგრძეთ. მიუხედავად იმისა, რომ მართა ბებია სიხარულისგან ანათებდა, ცდილობდა, არ შემჩნია და გუშინ დასახულ გეგმას მიჰყოლოდა. ჩაი დავისხით და ყველა ჩვენს თეფშს მივუბრუნდით, როდესაც გეგამ კვლავ მკაცრი ხმით გაჰკვეთა ოთახი: ჩემი ჩაი. მის წინ მდებარე ცარიელ ჭიქაზე მიგვანიშნა, დავინახე როგორ აპირებდა ბებია მისთვის ჩაის დასხმას, ამიტომ დავასწარი და ჩაიდანი გამოვართვი და გეგას წინ დავუდე. დამისხი, რას მიყურებ! - შეკრული წარბებით მომიგო და კუშტად შემომხედა. ამ წუთას ნამდვილად ბავშვს ჰგავდა, მაგრამ სერიოზული სახე შევინარჩუნე და მშვიდად მივუგე, დაისხი მერე. უჰ იმ წუთას, ალბათ, ბოლოს გამოუშვებდა ისე გაცოფდა, მაგრამ თავი შეიკავა და უხმოდ დაისხა ჩაია. გეგას შეკრული წარბების ფონზე ვისაუზმეთ, აი ალექსანდრე კი ენას არ აჩუმებდა და თავის შესახებ მიყვებოდა. სუფრა ავალაგეთ და როდესაც გეგია მიხვდა, რომ მისთვის არავის სცხელოდა, ინება ხმის ამოღება და ოთახში გაყვანა სთხოვა, თუმცაღა შუა გზაშივე შეაწყვეტინა და მისაღებში ყოფნა მოისურვა. თქვენ ისე გაჯეჯილდით, რომ მისაღებიდან ფეხს არ მოვიცვლი. - მიუგო ძმაკაცს და თან მე შემომხედა. გეგას მზერა დავაიგნორე და სასკოლო მასალის ჩამოსატანად მეორე სართულზე ავედი, როდესაც ბებია ჩამეხუტა და ლოყები დამიკოცნა. მადლობა ბებია, შენ რომ არა რა მეშველებოდა -ღიმილით მომიგო და თავისი დანაჭაობული, ასაკისგან დაბერებული, მაგრამ სითბოთი აღსავსე თვალებით შემომხედა. არაფერია ბებია მართლა. მართა ბებია იცოდე მაქსიმალურად მკაცრად მოიქეცი და დამიჯერე შედეგი უფრო მეტი გვექნება - მეც ღიმილით მივუგე და გულში ჩავეკარი, საბუთები ავიღე და გასვლას ვაპირებდი, როდესაც კართან ალექსანდრე დამეწია და სკოლამდე მიყვანა შემომთავაზა.
- მომიცადე თეკლე, უშგულში მივდივარ და შენ სკოლამდე წაგიყვან.- ოთახში ალექსადრეს ხმა გაისმა.
არსად დაგეკარგოთ ეს თეკლე შენ და მართას - მალევე გეგამ გამოამჟღავნა თავისი ხასიათი. ალექსანდრესთვის უარის თქმას ვაპირებდი, სკოლა მაინც ახლოა-თქო, მაგრამ გეგას ხმამ შემაჩერა, რაც შეიძლება მომხიბვლელად გავუღიმე და ღიმილით მივუგე: - მადლობა ალექსანდრე, აბა ზოგიერთები ისე დაიბოღმნენ, რომ მხოლოდ შხამს აფრქვევენ. დავინახე როგორ გადაურბინა ფერებმა გეგას, რაღაცის სათქმელად პირიც გააღო, მაგრამ მე და ალექსანდრე უკვე ეზოში ვიყავით.
- როგორ ახერხებ, რომ გეგას არ აყვები და თან სულ აჩუმებ? მასწავლე რა - რამის ყელი გამოიღადრა ალექსანდრემ და ისეთი სასაცილო სახე მიიღო, რომ მეც გულიანად გამაცინა.
-რა ვიცი აბა, რაც ვიცოდი შენ და მართა ბებიასაც გითხარით. უბრალოდ თქვენ მის ჭკუაზე დადიხართ და ეგაა. - მშვიდად მივუგე ალექსანდრეს და გამახსენდა რომ ჩემი ცხელი შოკოლადების მარაგი ამოწურვის პირას იყო. უშგულში ბევრი საქმე გაქვს ? - ინტერესით ვკითხე ალექსანდრეს და თან გავიფიქრე როგორ შემეპარებინა ჩემი ცხელი შოკოლადების შესახებ.
- არც ისე. პროექტის საბოლოო ვერსია უნდა გადავაგზავნო და ჩემს ძველ მეგობარს შევხვდე. რატომ გაინტერესებდა ?
-ძალიან მერიდება,მაგრამ სოფელში არ იყიდება და ცხელი შოკოლადები რომ დაგაბარო? ჩემი მარაგი იწურება და ამის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვძლებ. - მგონი შრეკის კატის თვალებით მივუგე და პასუხის მოლოდინში თაფლისფერ თვალებში ჩავაჩერდი.
-ვაიმე - ალექსანდრე ბოლო ხმაზე ახარხარდა. მერე, გოგო, ამ ცხელ შოკოლადებს ამხელა შესავალი რათ უნდოდა. კარგი რა, მე მეგონა მეგობრები ვიყავით და დავიჯერო მეგობრებსაც ასე სთხოვ რამეს. - მკაცრი სახით მომიგო, მაგრამ მაინც გადაურბინა სახეზე ღიმილმა.
-მადლობა ალექსანდრე. იცოდე რაც მოგივა სულ იყიდე, აი ფული, 30 ლარიანს ვაწოდებდი, როდესაც ალექსანდრემ მართლა შეკრა წარბები.
-არ გრცხვენია. ახლა მართლა მაბრაზებ.
-ალექსანდრე ისედაც რაღაცას გაბარებ და ახლა ესეც.
-ჩათვალე რომ ჯიუტი თხის მორჯულების გასამრჯელოა. ისე როდის უნდა მიხსნა გეგას ზურგით ტარებისგან? არა ბაზარი არაა, ჩემი ძმაა და მთელი ცხოვრება არ დავიღლები მისი ტარებით, მაგრამ მისთვის უკეთესია ახალი მდგომარეობა გაიაზროს და ბრძოლა დაიწყოს.
-კარგი ალექსანდრე, ჯერ ცოტა ადრეა მგონი და ზეგიდან რამე მოვიფიქროთ. - ჩაფიქრებულმა მივუგე ალექსანდრეს და სკოლასთანაც მოვედით. ალექსანდრეს დავემშვიდობე და ჩემი მეთორმეტე კლასელებისკენ გავწიე. ბავშვებს მივესალმე და გაკვეთილიც დავიწყეთ. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ვმეცადინეობდით, შემდეგ კომპიუტერში ჩაწერილი ფილმი ვნახეთ ინგლისურად, ცოტა განვიტვირთეთ და ფილმზე მსჯელობას მოვყევით.
-ასე თუ გავაგრძელეთ მთელ საქართველოში ყველაზე მაგრად გვეცოდინება ინგლისური. მადლობა თეკლე- სიხარულით მომიგო ლილემ.
-არაფრის ჩემო კარგო. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ. - ბავშვებს გავუღიმე, დავალებები ჩავანიშნე, მიუხედავად გაბრიელის ბუზღუნისა, ამდენი რა ამბავიაო. საბედნიეროდ, სკოლის ეზოში ტელეფონი კარგად იჭერდა და მშობლებსაც მოვესიყვარულე. მერე ბელს დავურეკე და ჩემი ამბები მოვუყევი. ჩემი ანაბელის გარეშე ყველაზე მეტად მიჭირს, მანაც თავისი სიახლეები გამაცნო და პირობა დამადებინა, რომ საახალწლო არდადეგებზე მაინც დავბრუნდებოდი თბილისში.
დაახლოებით 2 საათისკენ მართა ბებიას სახლისკენ გავწიე, გზადვე შემომეგება მართა ბებია. -ბებია, მე ჩვენს ნათესავთან მივდივარ. მარტოხელა ქალია, ცუდად ყოფილა და პატარა საგზალი მიმაქვს. გეგა სახლშია და თქვენ ისადილეთ. ალექსანდრე ვახშმამდე არ მოვა. შვილო სადილის გამზადება ვეღარ მოვამზადე და ბოდიში.
-არ გრცხვენია მართა ბებია. ნუ ღელავთ, მშვიდად წადით,მე გავამზადებ სადილს. - ბებიას დავემშვიდობე და ეზოს კარი შევაღე.
-გამარჯობა, დივანზე წამომჯდარ გეგას მივესალმე, რომელსაც თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა.
-მოკლედ ფიქრსაც აღარ მაცლიან საკუთარ სახლში. არ გინდა შენს სახლში დაბრუნდე და შეეშვა ამ კეთილი სამარიტელის თამაშს - რამდენიმე წამის შემდგომ მომიგო და განსაკუთრებულად გამოკვეთა საკუთარი სახლი. თითქოს მივეჩვიე მის უხეშობას, მაგრამ მისმა სიტყვებმა მაინც ძალიან მატკინა გული. უხმოდ დავტოვე მისაღები და სამზარეულოსკენ გავწიე. სადილი მოვამზადე და დივნის წინ მოთავსებულ პატარა მაგიდაზე გავაწყვე სუფრა. უხმოდ მივუჯექი ჩემს თეფშს და ოსტრი გადავიღე. ეს კერძი ყველაზე მეტად მიყვარდა და კარგიც გამომდიოდა. მადიანად შევექეცი და თან გეგას გავხედე, რომელსაც მხოლოდ ახლაღა ეკადრა საჭმლის გადაღება.ჩემი ყველა მეგობარი გიჟდებოდა ჩემს ამ კერძზე და რატომღაც გეგასგანაც დაველოდე თუნდაც ერთ სიტყვას, რომლითაც აღნიშნავდა მის აზრს. შენ თუ ისეთივე მასწავლებელი ხარ, როგორი მზარეულიც, დაღუპულა ჩვენი თაობა. რომ არ მშიოდეს, ერთ ლუკმასაც არ შევჭამდი, ისეთი უგემურია - მშვიდი სახით დაიწყო გეგამ. აი აქ კი მიმტყუნა ნერვებმა. ჯერ ჩემს კერძს შეეხო და მერე ჩემს პროფესიას, თავს არ ვიქებ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რა დონეზე ვფლობ ჩემს პროფესიას და ჯერ-ჯერობით შენიშვნა არ მეკუთვნის, მითუმეტეს სრულიად უცხო პირისგან. კარგი არც გაძალებ ჭამას - მაქსიმალურად მშვიდი სახე მივიღე, კერძი ავაცალე და სამზარეულოში გავიტანე. საღამომდე მე ჩემს კომპიუტერს ვეჯექი და ტესტებს ვადგენდი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისათვის. საბედნიეროდ, სკოლაში პრინტერი გვქონდა. გეგას რაღაც წიგნი გადაეშალა და მას კითხულობა, იმდენად შეკრული წარბებით იჯდა, რომ აშკარად გაბრაზებული იყო, თუმცაღა არც მე ვიყავი ნაკლებად გამწარებული. ბოლოს მაინც ვერ მომითმინა გულმა და სიტყვები თავისით მომწყდა: თუ გშია, მაცივარში დილანდელი შამია(სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით). მეგონა ისევ უხეშად მიპასუხებდა რამეს, მაგრამ მისმა ნათქვამმა საოცრად გამაოცა: იყოს შენს ოსტრს შევჭამ, თუ, რა თქმა უნდა, გამოიმეტებ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მაინც წამკბინა, მისგან ამის გაგება მიღწევას ნიშნავდა და უზომოდ გამიხარდა, რომ ნელ-ნელა გეგა დათმობებს სწავლობდა.
გეგამ უხმოდ მიირთვა საჭმელი და ამასობაში ბებიაც დაბრუნდა, მაგრამ უკვე მოსაღამოვებული იყო და ცხოველების დაბინავების დრო უწევდა, ამიტომ მალევე დაგვტოვა და ცხოველების დაბინავებას შეუდგა. მე ჩემს ტესტებს მივუბრუნდი, როდესაც რეალობაში გეგას ხმამ დამაბრუნა: -ბოდიში წეღანდელისთვის, მართლა გემრიელი იყო, მაგრამ... გაოცებისაგან კინაღამ ყბა ჩამომივარდა, მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია და მშვიდად მივუგე:-არაუშავს, ხანდახან ყველა ვართ ცუდ ხასიათზე და სხვებზე ვიყრით ჯავრს, თითქოს ასე ვმშვიდდებით. - მართალია. საოცრად ნაღვლიანი ხმით დამეთანხმა გეგა, იმდენად დარდიანი გამომეტყველებით, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, პირდაპირ ვაჯახე. - რატომ არ გინდა მკურნალობის დაწყება? შანსი ყოველთვის არსებებს თუნდაც პატარა და, შესაბამისად, უნდა იბრძოლო. იმ წუთასვე ვინანე ჩემი სიტყვები, როგორც კი მისი ჩაწითლებული თვალები და დაძარღვული ხელები შევამჩნიე, ერთი ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ამ ამოსუნთქვას ამოაყოლა ყველა გავლილი გასაჭირი და, ალბათ, ისე, რომ ვერც თვითონ მიხვდა, თავისი გულის კუნჭულში ჩამალული ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველი შიში გამიზიარა. - იცი, ახლა, სულ სადღაც რაღაც იმედი მაინც მაქვს რომ გავივლი, თუ მოვინდომებ, მაგრამ წარმოიდგინე, საბუთების პასუხები უარყოფითი რომ აღმოჩნდეს, მთლიანად დაკარგავს ჩემი ცხოვრება აზრს. ახლა კი წყალწაღებულივით სულ პატარა ხავსს მაინც ვეჭიდი. მე იცი... არ მინდოდა... - ვერც მივხვდი, ისე ავბლუღუნდი. თითქოს იმ წუთას სულ სხვა კუთხით დამანახვა გეგამ თავისი მდგომარეობა, სწორედ იმ წამს ჩავწვდი, რომ შეუძლებელია სხვა ადამიანის ბუნება შეიცნო, თუ წამით მაინც მისი სულის კუნჭული არ გაგიღეს, ამ წუთას კი გეგამ მთელი სიცხადით მიჩვენა რეალობა მისი თვალთახედვიდან. ალბათ, მეც ისევე შემეშინდებოდა, როგორც მას... არაფერია, დაივიწყე - კვლავ მკაცრი სახით მომიგო, თითქოს მიხვდა, რომ ჩემთან იმაზე მეტად გაიხსნა ვიდრე აპირებდა და კვლავ მომაშორა მზერა. ბებია - შორიდან ალექსანდრეს მხიარული ხმა გაისმა და მალევე შემოაღო ოთახის კარი, იმდენად აჟიტირებული იყო, რომ ჯერ გეგას ეტაკა და ჩაეხუტა, მერე კი მე. რა ხდება? - ოდნავ გაღიზიანებული ხმით იკითხა გეგამ. რა ხდება და, ის პროექტი, რომელზეც ნახევარი წელი ვმუშაობდით, დამკვეთებს ძალიან მოეწონათ, კონტრაქტიც გავაფორმეთ და სხვა კომპანიებისგანაც მივიღეთ შემოთავაზება. - საზეიმო ხმით გამოაცხადა ალექსანდრემ, ოთახში არტისტულად დატრიალდა და ბებიას ძახილით ეზოსკენ გასწია. ცოტა ხანშივე დატვირთული ალექსანდრე და მართა ბებია დაბრუნდნენ. უზარმაზარი პარკი გამომიწოდა და ხმამაღლა მითხრა: ესეც შენი ცხელი შოკოლადები, მაგრამ იცოდე წაგართმევ თუ შენს ეშმაკობებს არ მასწავლი... პირობა პირობაა. გამეცინა, ისე ნეტა როგორ გაუგეს ერთმანეთს გეგამ და ალექსადრენ,ალბათ, მართალია მოსაზრება პლუსის და მინუსის შესახებ. რა პირობა ? - გეგამ მაშინვე იკითხა, მაგრამ, საბედნიეროდ, მართა ბებიამ დამიძახა და მეც მას მივყევი.
***
გეგას ჩამოსვლიდან სამი კვირა გავიდა უკვე. უცნაურია, მაგრამ შევეჩვიე მის მწარე კომენტარებსაც. ხანდახან მგონია, რომ გაორმაგება სჭირს, ერთ წამს თითქოს ჩვეულებრივ გვესაუბრება, მეორე წამს კი ისევ დაბოღმილ არსებად იქცევა, რომელიც მზადაა ყველა და ყველაფერი გაამწაროს და სიამოვნება სხვების ტანჯვისგან მიიღოს. საწყალი ალექსანდრე ისევ ზურგით დაათრევს, მაგრამ ხვალიდან უკვე შვებულება უმთავრდება და გეგასაც ნელ-ნელა მოუწევს ეტლით სარგებლობა.აბა ვერც მე ავწევ და ვერც მართა ბებია. ალექსანდრეს გამოვემშვიდობეთ, მართა ბებიამ სულ კოცნა, გეგამ უბრალო მადლობა მიუგდო, ალბათ, ეტლის ამბავს განიცდიდა და მაშინვე წიგნში ჩარგო თავი. აბა, ძმა რომ ჩამოვალ, ცოტა მხიარულად დამხვდი, თორემ ასეთი სიუჟმურე ხასიათში გადაგივა და მერე რაღა გვეშველება - ალექსანდრემ გეგას უხასიათობა არ შეიმჩნია და წასვლისას კვლავ მის გამხიარულებას შეეცადა. ეზოში ვიყავით,როდესაც მე მომიბრუნდა: კი ხარ ღირსი ეს ცხელი შოკოლადები წავიღო, მაგრამ ჩემს კეთილ გულს რა ვუთხარი. ასე მხიარულად გავაცილეთ ალექსანდრე და მისაღებ ოთახში დავბრუნდით. საღამომდე მართა ბებია ეზოში დაფუსფუსებდა, სექტემბერი უკვე დასასრულისკენ წასულიყო და ზამთრისთვის მზადებაც აქტიურ ფაზაში გადადიოდა, ამიტომ იმ საღამოს მე და გეგა კვლავ მარტო დავრჩით. მინდოდა საუბრის დაწყება, მაგრამ თითქოს ჩვენი ბოლო შედარებით განგრძლივი საუბარი კვლავ თავს მახსენებდა და არაფრით არ მინდოდა, რომ გეგასთვის კვლავ ისევ განცდები გამახსენებინა. ამიტომ საღამო სიჩუმეში გავლიეთ, არც მას გამოუჩენია ინიციატივა და ორივე ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ის, როგორც ყოველთვის, კითხულობდა ან ხატავდა. მე მეორე დღისათვის დავალებებს ვარჩევდი, დრომ თვალის შეუმჩნევლად გაირბინა და როცა მართა ბებია დაბრუნდა საკმაოდ გვიანი იყო. ვივახშმეთ და მალევე მართა ბებია გამოაცხადა: ძილის დროა... ვიცოდი, რომ წინ საკმაოდ რთული წუთები გველოდა, მაგრამ გეგას საქციელმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც კი ეტლი დაინახა, მაშინვე აყვირდა: მოაშორეთ ეგ საზიზღრობა, არ ჩავჯდები, რით ვერ შეიგნეთ! შემეშვით! ამ დივნიდან ფეხის მომცვლელი არ ვარ, მერე თითქოს გაიაზრა, რაც თქვა და ირონიითა და ჩამწყდარი ხმით შენიშნა, ფეხის თორე წინ გარბიან... მართა ბებიამ უღონოდ შემომხედა, თითქოს შველას ჩემში ეძიებდა, მაგრამ მეც ვერ მივხვდი, როგორ დაგვეთანხმებინა გეგა. მისაღები დავტოვეთ და სამზარეულში წავედით, ბებია შენ დაელაპარაკე, იქნებ როგორმე დაგიჯეროს... -რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ ვცდი - მართა ბებიას წუხილით შეწუხებულმა მეც დასევდიანებულმა მივუგე და დივანზე წამოწოლილ გეგას მივუჯექი. -იცი ხანდახან ბავშვით იქცევი, უსუსური ბავშვით, რომელსაც ყურადღება აკლია და მზადაა, ყველაფერზე წავიდეს, რათა სხვების ყურადღება დაიმსახუროს. უნდა იბრძოლო, ახალი ცხოვრების ამ ეტაპს ალღო აუღო და ნელ-ნელა ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლი. ვიცოდი, რომ მასზე ეს სიტყვები საპირისპიროდ იმოქმედებდა და თვითონვე მოითხოვდა ეტლს. მართლაც როგორც კი ეს სიტყვები დავამთავრე, ეგრევე გაბრაზებული ხმით მართას დაუძახა: - მართა, მოიტანე ის ოხერი ეტლი, მე ჩემს ოთახში დავიძინებ. ვიცოდი, რომ გავაბრაზე, მაგრამ ჩემთთვის გამომეტებულმა სიტყვებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა: შეიძლება მე ბავშვივით ვიქცევი, უსუსური ბავშვივით, მაგრამ შენგან განსხვავებით,მე ჩემს საკუთარ სახლში ვარ და არა სამადლოდ შეკედლებული. დაიმახსოვრე ამ სახლის პატრონი მე ვარ და როცა მინდა მაშინ მოგისვრი.... ვიგრძენი, როგორ მებლანდებოდა თვალები ცრემლებისგან, ამიტომ ოთახი დაუყოვნებლივ დავტოვე. რა მეწყინა, ხომ ვიცოდი მისი ამ ხასიათის შესახებ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, ერთიანად მომაწვა მშობლებისა და მეგობრების მონატრება, ჩემი სახლის სურნელი და გულამოსკვნით ავტირდი. მეწყინა, სულის ტკივილამდე მეტკინა მისგან ამ სიტყვების მოსმენა, მე ხომ ის, მართა ბებიაც და ალექსანდრეც ჩემს ოჯახად მივიღე, და თუ რაიმე გამეკეთებინა, მხოლოდ მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. გამთენიისას ჩამეძინა, დილით, რა თქმა უნდა, უძილობაც მეტყობოდა და ჩაწითლებული თვალებიც, წამიერად მომეჩვენა, რომ გეგა ჩემი თვალების დანახვისას შეკრთა, მაგრამ მალევე ირონიული მზერა მომაპყრო და საბოლოოდ დავრწმუნდი, წინანდელი ფიქრი მოლანდება უფრო იყო, ვიდრე რეალობა. უმადოდ ვჭამდე, როდესაც ოთახში შეშფოთებული მართა ბებიას ხმა გაისმა: ბებია, რა გჭირს, ფერმკრთალი ხარ და არც არაფერს ჭამ ? - შეშფოთებული სახით მომაჩერდა მართა ბებია. ხმის ამოღებას ვაპირებდი, როდესაც გეგამ დამასწრო: - რა უნდა სჭირდეს, ალბათ, მიხვდა, რომ ზედმეტია და ფიქრობს ახლა ვის შეეკედლოს. გეგა! - მართა ბებიამ დასჭექა და მე მომიბრუნდა დასამშვიდებლად, მაგრამ იმ წუთას, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ სახლში წამიც ვეღარ გავჩერდებოდი, თუნდაც მართა ბებიას გამო. ჩემი ოთახისკენ წავედი და ბარგის ჩაბარგებას შევუდექი. - ბებია, არაფერია არ უსმინო, ცხელ გულზე გეუბნება - მამშვიდებდა მართა ბებია და ჩემს შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ მე ვეღარ ვახერხებდი დამშვიდებას. - არ შემიძლია, მართა ბებია ჩამოსვლის დღიდან ჩემზე აქვს გართულება, ალექსანდრეც ხომ იყო, მაგრამ მასთან არასოდეს გამოუკვეთას ჩემი სახლი, როცა მინდა გაგადებ. გამიგე ბებია, ვეღარ გავჩერდები, მაპატიე - ტირილით მოვეხვიე მართა ბებიას და დარჩენილი ტანსაცმელიც ჩავაბარგე. კიბეზე ჩამოვდიოდი, როდესაც გეგას მზერა შემეჩეხა, უცნაურად ჩაფიქრებულიყო. მერე მზერა ჩემს ჩემოდანს გაუშტერა და გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ იმ წუთას მხოლოდ იმ სახლის დატოვება და საერთოდ თბილისში დაბრუნება მინდოდა. სკოლაში გაკვირვებული მზერა შემავლეს მასწავლებლება, მაგრამ ახლა მათთვის არ მეცალა, ისედაც პირველ გაკვეთილზე შემაგვიანდა, რომელიც მეთორმეტესთან მქონდა. - რა ხდება თეკლე? გვტოვებ ? - ერთხმად ამოხდათ ლილეს, გაბრიელსა და ელენეს. არ გაგიშვებთ - წარბები შეკრეს და გაბუტულები მომაჩერდნენ.
- ბავშვებო ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, დირექტორთან შესვლა ვერ მოვასწარი საცხოვრებლის შეცვლის შესახებ და ვნახოთ რა მოხდება. - ღიმილით მივუგე და დავამატე: -აბა გადავშალეთ წიგნი და დავიწყეთ.
-ჩვენთან დარჩით. - ერთ ხმაში წამოიძახეს ტყუპებმა და იმედიანი სახით მომაჩერდნენ.
რა თქმა უნდა, მესიამოვნა ელენესა და გაბრიელის ასეთი მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ ოჯახთან შეთანხმების გარეშე ასეთი საკითხის მიღება ყოვლად დაუშვებელი იყო, ამიტომ ბავშვებს უარი ვუთხარი და გაკვეთილის გამოკითხვას შევუდექი. დრომ სწრაფად გაირბინა, მე-6 გაკვეთილიც მალე მიიწურა და თავისუფალი დროც გამომიჩნდა დირექტორისთვის ჩემი გადაწყვეტილების სათქმელად. სევდიანი გავემართე კაბინეტისკენ და დავაკაკუნე, მიუხედავად იმისა, რომ მეორე თვე გადიოდა, რაც სვანეთში დავსახლდი, ვგრძნობდი, რომ მთლიანად შემყვარებოდა ეს კუთხე და ჩამოსვლამდე არსებული სიყვარული სულ სხვა, ბევრად ძლიერ ფაზაში გადასულიყო... არ მინდოდა წასვლა, ჩემი მოვალეობებისგან თავის არიდება, მაგრამ,ალბათ, თბილისში დაბრუნება მომიწევდა.
-მობრძანდით - ოთახიდან ნებართვის ხმა მომესმა და მეც კარი გავაღე. გავოცდი, როდესაც დირექტორთან ქალბატონი მერი და ბატონი ნოდარი შევნიშნე.
-გამარჯობა- მივესალმე დირექტორსა და ტყუპების მშობლებს და კართან ახლოს გავჩერდი. იცით თქვენთან საქმე მაქვს და რახან დაკავებული ბრძანდებით, მოგვიანებით შემოვალ.
-მოდი, მოდი - ღიმილით მომიგო ბატონმა დემეტრემ და მეც ოთახში შევედი. -იცი ამ წუთას ზუსტად შენზე ვსაუბრობდით. საცხოვრებლის პრობლემა გადავჭერით და სვანეთიდან ასე მალე ვერ გაგვექცევი. - გამიღიმა დირექტორმა და მეც გამეცინა.
-მადლობა, ვწუხვარ, რომ ასე უნდა შეგაწუხოთ - ქალბატონ მერისა და ბატონ ნოდარს მივუბრუნდი.
-რა შეწუხებაა, მთელი ჩვენი სოფლის ბავშვები ინგლისურის გაკვეთილზე სიხარულით გვიყვებიან, პირიქით, მადლობა, რომ ჩვენს სოფელში ჩამოხვედით. - ღიმილით მიპასუხა ქალბატონმა მერიმ.
კართან ელენე და გაბრიელი მელოდნენ და ეშმაკურად მიღიმოდნენ, აბა ხომ მაინც დაგტოვეთ ჩვენს სოფელში და თან ჩვენთან! - ხითხითით მითხრა ელენემ. გაბრიელმა ჩემი ბარგი გამომართვა მათი სახლისკენ გავწიეთ. საღამომდე ჩემი ბარგის დალაგებას მოვუნდი, მერე ვივახშმეთ. ტყუპების დედ-მამა მართლაც რომ შესანიშნავი ადამიანები აღმოჩნდნენ, მაგრამ მალევე მოვეწყინე და ეს არც ელენეს გამორჩა.
-თეკლე რა გჭირს? - ინტერესით მკითხა.
-მართა ბებიაზე ვნერვიულობ, დღეს კი გამოვემშვიდობე, მაგრამ მაინც ინერვიულებს ჩემზე - დამწუხრებულმა ვუთხარი და ვცადე ფიქრები გამეფანტა. რა პრობლემაა მე და გაბრიელი წამოგვყვებით, მთვარიანი ღამეა და გავუაროთ. მართა ბებია ეზოშივე ფუსფუსებდა, -ბებია- შორიდანვე დავუძახე და გულში ჩავეკარი.
-რა კარგია,ბებია, რომ დაგვიბრუნდი. - ღიმილით მითხრა და სახე დამიკოცნა. -შემოდით, ეზოში რატომ დგახართ - მოგვიბრუნდა და სახლისკენ მიგვანიშნა.
-ბებია, სოფელში დავრჩი, მაგრამ აქ ვეღარ დავბრუნდები. არ გეწყინოს, უბრალოდ არ შემიძლია. სულ შემოგივლი ხოლმე, მაგრამ თქვენთან ვეღარ ვიცხოვრებ.
-ოხ,ბებია, არ იცი რა დღეს დავაყრი გეგას. ასე რომ გაგაქცია - მოწყენით მითხრა და კიდევ ერთხელ ჩამიხუტა.
ბებიას გამოვემშვიდობეთ და სახლისკენ წავედით. მასპინძლებს მალევე მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და საძინებლისკენ გავწიე... ბებია ვნახე, დავმშვიდდი თითქოს, მაგრამ რატომაა, რომ გული მაინც დამძიმებული მაქვს. ახლა როგორ მოუვლის მარტო მართა ბებია გეგას... გაწვალდება.... ვინ ? - მეორე მემ ამომძახა. გეგა თუ ბებია ? - უსიამოვნო ფიქრებისგან თავი გავაქნიე და ვეცადე ფიქრი შემეწყვიტა.
***მართა ბებიასა და გეგასთან სახლში***
-ყველაფერი დავაბინავე და ახლავე ვახშამს გამოვიტან. - მართა მითხრა და სამზარეულსკენ წავიდა.
-თეკლე სადაა? არ ვუცდით - ვერც მივხვდი ისე წამოსცდა დილიდან ათასჯერ გაფიქრებული ფრაზა და აპილპილებულ მართა ბებიას მივაშტერდა პასუხის მოლოდინში.
-გააქციე და ახლა მეკითხები. - სიბრაზით მომიგო ბებიამ და კვლავ ვახშმის გაწყობა განაგრძო.
წავიდა?!... ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც... რატომ? ხომ არ შეგიყვარდა? - მოუსვენარი მე გამომხტა და უცნაური აზრი ჩამაწვეთა. არა რა შემიყვარდა, უბრალოდ მას ნერვებს კარგად ვუშლდი - გავიფიქრე და კმაყოფილმა გავუღიმე წარმოსახვით მეს. მიდი, მიდი , იმშვიდე თავი - კვლავ შემომძახა აუტანელმა მემ და მეც მასთან ჭიდილს თავი ვანებე.
მომდევნო ერთმა კვირამ უხალისოდ განვლო, თითქოს სახლს მხიარულება მოაკლდა. მიჭირს აღიარება, მაგრამ, მგონი, თეკლე მომენატრა. არა, მე კი არ მომენატრა, მართა ბებიას გამო ვნერვიულობ, რომელმაც უფრო მოიწყინა. განაგრძე, განაგრძე შენი სულელური თავის მართლება - კვლავ მეორე მე შემომიძვრა და მისი დახრჩობის სურვილი გამიჩინა.
*** თეკლეს ნაამბობი***
ელენესა და გაბრიელთან არ მოიწყენ, მაგრამ მაინც მენატრება ის დრო, რომელიც მართა ბებიასთან გავატარე. მგონი გეგა და მასთან ჩხუბიც კი მომენატრა. არა ის კი არა, მართა ბებია მომენატრა. ჯიუტად გავაქნიე თავი და უკვე მეათასედ უკუვაგდე აზრი, რომ ის ჯმუხი მომენატრა.
უკვე ორი კვირაა, რაც გეგა არ მინახავს და ვგრძნობ, როგორ მიპყრობს ნელ-ნელა მონატრების მწარე განცდა. იქნებ, უბრალოდ მართა ბებიასთან ყოფნა მომენატრა?.. ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვცდილობ უარვყო, რომ ‘’ჩემი ჯიუტი თხა“ მომენატრა, არა რა ჩემი, მაშინვე ვიაზრებ,რაც წამომცდა გონებაში და კვლავ მთელი მონდომებით უკუვაგდებ აზრს გეგას მონატრებაზე... ფიქრებს ტელეფონის ხმა მწყვეტს და მეც ჩემი ბელის ფოტოს დანახვაზე სახე მინათდება.
-თეკლე ასე უნდა მეგობრის დავიწყებაა? - ანაბელის მონატრებული და აღშფოთებული ხმა ჩამესმის და მეც ვცდილობ, გავიხსენო, ბოლოს როდის შევეხმიანე.
-მე ისა, იმდენი საქმეაა - დაბნეული ვებლუყუნები და იქიდან ანაბელის სიცილი მესმის.
-რა იყო გოგო, იმ გეგამ ასე როგორ გამოგაშტერა რომ სულ დამივიწყე? ჰა? - ეშმაკური სიცილით მეუბნება და მეც მზად ვარ შუაზე გავგლიჯო ჩემი ‘’მოღალატე“ დაქალი.
- კაი, ახლა ჩემს მოკვლაზე ფიქრს, იმაზე იფიქრე, მას როგორ დაუახლოვდე - კვლავ განაგრძობს ლაქლაქს ბელი ჩემს გასაღიზიანებლად.
- ოხ ბელ, სულაც არ მომენატრა და რაღაც სისულელეებს მოეშვი - გაბრაზებული ხმით ვეუბნები და ვცდილობ, ჩემს ტყუილში საკუთარი თავიც დავაჯერო და ისიც.
-მაშინ რატომ არ მიდიხარ მართა ბებოსთან სახლში ? გეშინია ხომ შენი გრძნობების ? - მაზოლზე წიხლს მაჭერს ანაბელი და ზუსტად იმ მიმართულებით მიჰყავს საუბარი, რასაც ყველაზე მეტად გავურბივარ.
- ვინ გითხრა რომ არ მივდივარ? ზუსტად ხვალ დილით მივდიოდი - გაუაზრებლად ვეუბნები და თავს ვიმშვიდებ, რომ ანაბელის მოსაზრება არ გავამართლე.
- კაი, აბა, მაშინ შენ იცი და მერე დარეკვა არ დაგავიწყდეს, თორემ მართლა ვერ გადამირჩები - კმაყოფილი მემშვიდობება ბელი და მეც ხვალინდელი დღის მოლოდინში ვგრძნობ, როგორ მიპყრობს ემოციები...
***
მართა ბებიასთან სახლში
თითქმის ორი კვირაა, რაც თეკლე წავიდა და სახლი მართლაც რომ დაცარიელდა. მართა ბებიაც სულ მებღვირება, ვერ გავიგე მე რა შუაში ვარ, თუ ის გოგო, ასეთი უსინდისოა და სანახავად ერთხელაც კი არ შემოიარა.
- ხედავ შენმა გოგომ ერთხელაც კი არ შემოგიარა? შენ კი მე მებღვირები? - მართას მორიგი ბუზღუნის მერე, თუ როგორ გავაქციე ‘’საწყალი გოგო“, გაღიზიანებულმა მივუგე.
- ეჰ, სახლში არ მოდის, თორემ თითქმის ყოველ დღე ვნახულობ ჩემს ნოის რომ ვასეირნებ - დაღონებულმა მომიგო ბებიამ და მაშინვე გაღიზიანებული მომიბრუნდა - მოეშვები თუ არა თეკლეს ლანძღვას, ვერ გავიგე, რას ამოითვალწუნე ეს გოგო.
აჰა, ე.ი. აქ არ მოდის, საძოვარზე მართასა და ნოის დევნას არ ურჩევნია, სახლში მოვიდეს. სახლში თუ შენთან ? - კვლავ ეს მომაბეზრებელი ‘’მე’’ გამომეპასუხა და მეც ფარხმალი დავყარე. ჯანდაბას, მომენატრა თეკლე, ჩემი ჯუჯღუნი და მისი ბრაზისაგან აკიაფებული თვალები. ისევ ალექსანდრეს დავურეკავ და რამეს მოვიფიქრებთ. ტელეფონში მეგობრის ნომერი ავკრიფე და მის ხმას დაველოდე.
- ოო, არ მჯერა, ‘’დიდმა მმართველმა’’ გეგამ მიკადრა, რით გემსახუროთ დიდო მეფეო. სათამაშო თეკლა გაიქცა და ალექსანდრეს მაინც გავამწარებო? - ალექსანდრე არტისტული ხმა შემომესმა და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, განაგრძო - არა, რა მთლად რომ ვერ იყავი სულ ვიცოდი,მაგრამ შენი ბოლო საქციელი საერთოდ ს*რ*ბ**. მაშინვე გაბრაზებულმა ხმამ შეცვლა მხიარული ტონი ალექსანდრეში.
- გეყოს ახლა და ხვალ ჩამოდი, სერიოზული საქმე მაქვს და იცოდე, არ მალოდინო. - მშვიდად მივუგე და უნდა გამეთიშა, რომ ალექსანდრეს უკვე ინტერეს შეპარული ხმა მომესმა.
- და რა ხდება რო?
- არაფერი, მოხვალ და გაიგებ - მობეზრებულმა მივუგე და უნდა გამეთიშა, რომ მოულოდნელად წამომცდა.
- მიდი რა ძმურად, ერთი ლამაზად გაფორმებული კალათა წამომიღე ცხელი შოკოლადედებით სავსე.
- და რათ გინდა რო ? - კიდევ განაგრძობდა ალექსანდრე ლაპარაკს, მაგრამ გავუთიშე და ტელეფონი იქვე ტუმბოზე გადავდე.
***
დილით ადრიანად გამეღვიძა და თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე, რომ მართა ბებიასთან სტუმრობა მიწევდა. მეშინოდა გეგას ნახვის, რადგან წინა დღეებისგან განსხვავებით ახლა მისი მწარე კომენტარები ჩემს გულში ჩააღწევდა და მატკენდა. იქნებ არ წავიდე? - წყალწაღებულივით ხავსს მოვეჭიდე, მაგრამ მაშინვე ანაბელთან საუბარი გამახსენდა და მივხვდი, წაუსვლელობა საბოლოო დამარცხებას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა იყო და დილიდანვე შემეძლო მართა ბებიასთან წასვლა, დილით ფეხი ავითრიე და ვეცადე დრო გამეწელა. სამწუხაროდ, მოსწავლეთა ნაშრომების გასწორებას მალევე მოვრჩი და ოთახისაკენ გავემართე მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნოემბრის შუა რიცხვებია, მე უკვე ისე მცივა, რომ ზამთრის ტანსაცმელი გადმოვიღე, ეხ, ნეტა დეკემბერსა ან იანვარში რაღას ჩავიცმევ... ზამთრის სქელი შავი შარვალი და ნაცრისფერი ნაქსოვი ზედა გადმოვიღე, შარფიც შევუხამე და მართა ბებიას სახლისაკენ მიმავალ გზას დავადექი.
***
იმედია, ალექსანდრე მალე ჩამოვა და ხვალ უკვე თეკლეს ნახვას შევძლებ. როგორც იქნა გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ თეკლესადმი გარკვეული გრძნობები გამაჩნია და სულ არ მინდა უცხო სახლში ცხოვრობდეს... ხვალვე წავალთ მე და ალექსანდრე და ბოდიშს მოვუხდი, რომ არ დაბრუნდეს ? - გამომეპასუხა მეორე მე... როგორ არ დაბრუნდება, ჩემთვის უარი ხომ არავის უთქვამს. - გულში სიამაყით გამახსენდა ჩემი წარსული და მაშინვე მომეშხამა გონება, როდესაც ჩემი ახლანდელი მდგომარეობა გამახსენდა...
მართა ბებიას სახლისაკენ მიმავალ აღმართზე ვიგრძენი, თუ როგორ ამიჩქარდა გულისცემა, იქნებ მოვბრუნდე, გამეფიქრა და პასუხის მოლოდინში ტელფონის ეკრანს დავაჩერდი, მონიტორი 14:08 მიჩვენებდა, 01 - მოვბრუნდე, 02 - არ მოვბრუნდე, პატარა ბავშვივით თვლას განვაგრძობდი, მაგრამ დროც კი ჩემს წინააღმდეგ იყო... ღრმად ამოვისუნთქე და აღმართს ნელ-ნელა ავუყევი, შორიდანვე მოვკარი ეზოში მოფუსფუსე მართა ბებიას თვალი და ნაბიჯს ავუჩქარე. ბებია - შორიდანვე დავუძახე და ჩემკენ მომავალ ბებიას მთელი ძალით ჩავეხუტე.
ბებია, არ მჯერა - გულში მიკრავდა მოხუცი და ღიმილიანი თვალებით შემომცქეროდა - იცოდე, სადილზე დარჩი, არსად არ გიშვებ - იმედიანი თვალებით შემომხედა მართა ბებიამ და მეც დავეთანხმე. ბებია სახლამდე მიგაცილებ და მერე ცოტახანს ისევ გარეთ უნდა გამოვიდე, საქმე უნდა მოვითავო. - კარგი, ბებია - გამიკვირდა, რომ მართა ბებიამ შეცილება დამიწყო, მაგრამ მალევე მივხვდი მიზეზს და თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამეცინა. კარის ურდული როგორც კი ჩამოსწია მართა ბებიამ, მაშინვე საუბარი დაიწყო: - გეგა, იცოდე შენი ხმა არ გავიგო, არანაირი მწარე კომენტარი, არ გადამრიო - ქოთქოთს განაგრძობდა ბებია და მისაღებში შევედით, როცა დივანზე მძინარ გეგას მოვკარით თვალი. ბებია მაშინვე დატკბა და მძინარე შვილიშვილს იქვე ჩამოცურებული პლედი გაუსწორა. -ბებია, კი მერიდება, მაგრამ მე გვიან შემოვალ და სამზარეულოში რომ სადილია გააწყობ ? - მართა ბებია მომიბრუნდა და პასუხის მოსმენისთანავე ეზოსკენ გაემართა.
მაგიდას გაწყობას ვამთავრებდი, როდესაც მოშტერებული მზერა ვიგრძენი და დივნის მიმართულებით მივტრიალდი. ზღვისფერი თვალები იმდენად გადიდებოდა, თითქოს მოჩვენებას უმზერდა, არ უნდა მოვსულიყავი, გამეფიქრა და მცდელობის მიუხედავად, მაინც აკანკალებული ხმით გამომოვიდა: - გამარჯობა. ჩემს ხმაზე უფრო მეტად შეკრთა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ძლივს გასაგონად მომიგო: - მეჩვენები ხო ?
ნეტავ რას მეთამაშება, ვიგრძენი, როგორ მომიცვა გაბრაზებამ და პასუხის დაბრუნებას ვუპირებდი, რომ ოთახში მართა ბებია შემოვიდა, გეგას მუქარის თვალები შეავლო და შემდგომ მე მომიბრუნდა, ძლივს მოვრჩი ბებია, იმდენი საქმეა ეზოში, რომ სახლში შემოსასვლელად დრო აღარც მრჩება. მაგიდას უხმოდ მივუსხედით და სადილობას ვიწყებდით, რომ გარედან ხმა შემოგვესმა და ოთახში გაღიმებულმა ალექსანდრემ შემოაჭრა. - ვაიმე, ეს რა ამბები გამომიტოვია. არ მჯერა, ნუთუ - მხიარული ხმით წამოიძახა და თან ჯერ გეგა აათვალიერა, მერე კი მე... საუბრის დასრულება არც აცადა ისე დაქაჩა გეგამ ალექსანდრე და რაღაც უჩურჩულა. სადილისას მხოლოდ ალექსანდრეს, ჩემი და მართა ბებიას საუბარი ისმოდა. გეგა ისე მომშტერებოდა, რომ ერთიანად მძაბავდა, აშკარად არ სიამოვნებდა ჩემი ყოფნა და ცდილობდა, მზერით გავებურღე, რა გინდა გამოსდიოდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართა ბებიასთან სახლში ფეხის მიმდგმელი არ ვიყავი. სადილის შემდეგ მე და მართა ბებიამ მაგიდა ავალაგეთ, მართა ბებია მაშინვე ჩაიდანს მიუბრუნდა და მეც საწყალი სახით მივუგე: - ბებია, ჩემს გამო თუ აკეთებ ჩაის, ხომ იცი ვერ დავლევ. - არა ბებია, რამდენიმე ცხელი შოკოლადი დაგრჩენია და ის დავლიოთ. ისე გამიხარდა ჩემი ცხელი შოკოლადების ამბავი, რომ ხმა ვერ მოვზომე და ხმამაღლა წამომცდა:- ვაიმე, რა მაგარია. მე უკვე კარგა ხანია გამთავებოდა და ჩემებიც ვეღარ შევაწუხე. უჯრაში ზუსტად 4 ცალი პაკეტი აღმოჩნდა და ჩვენც ალექსანდრესა და გეგასთვისაც გავაკეთეთ, ბებიას თხოვნის მიუხედავად, რომ ისინი ჩაისაც დასჯერდებოდნენ. აი, აიღე - ღიმილით მივაწოდე ალექსანდრეს და ჩემი ფინჯნით ხელში ბუხრის მახლობლად მდებარე სკამში ჩავეშვი. გეგას ჩაი კი მართა ბებიამ გამოიტანა, წამიერად მომეჩვენა, რომ რაღაცნაირი მწუხარება გაუკრთა ზღვისფერ თვალებში როგორც კი ალექსანდრეს გავუღიმე, მაგრამ მაშინვე გამეფანტა ფიქრები, როგორც კი კვლავ უხეში ხმა მომესმა: - ნეტა, ეს ამ თავის ცხელ შოკოლადებს ყველას არ გვატენიდეს.... -თუ არ გინდა ნუ დალევ, უჟმურებისთვის ცალკე სასმელი გამოუგონიათ მეცნიერებს და იმას მოგიმზადებეს ალექსანდრე! - მეც ვეღარ შევიკავე თავი და ბოღმაზე ბოღმით ვუპასუხე. მართა ბებიამ მაშინვე სიტუაციის გამოუხტვას შეეცადა და ალექსანდრეც თავის ხუმრობებს მოჰყვა. წასვლისას მართა ბებია და გეგა გადავკოცნე, გეგასთანაც მინდოდა დამშვიდობება, მაგრამ მხოლოდ შორიდან ვუთხარი: - ნახვამდის....
გორაკს ცენტრალური გზისკენ ჩავუყევი და ნელ-ნელა სახე ცრემლებით დამეცვარა... გეგა ასე ვერ მიტანს, არასოდეს ერთი თბილი სიტყვაც კი არ უთქვამს, მე სულელს კი ასე უსაზღვროდ შემიყვარდა, ის მაინც გამაგებინა, როდის შევძელი ასე მისი შეყვარება... როგორი საყვარელი იყო, როდესაც დივანზე უშფოთველად ეძინა... გაღვიძებისას კი კვლავ თავის უხეშ სახესა და ხასიათს დაუბრუნდა.
***გეგას ფიქრები***
მართამ სადილობამდე გარეთ საქმეებს მოვითავებო, ალექსანდრეს მოსვლამდე ასჯერ შევამოწმე ტელეფონი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ არ ჩამოვიდოდა. კვლავ უაზროდ მივაშტერდი ჭერს და წარსულის ლაღი პერიოდი გავიხსენე, ვერც ვიგრძენი ისე ჩამეძინა. გაღვიძებულს კი ნამდვილად ჰალუცინაციები დამეწყო... ზანტად გავახილე თვალები და გაოცებული მივაშტერდი ჩემს წინ მდგარ თეკლეს, რომელიც თეფშით ხელში სუფრას აწყობდა, არ ნამდვილად მეჩვენება, კვლავ გაშტერებული მივშტერებოდი, როდესაც მისი ხმადაბალი და აკანკალებული გამარჯობა შემომესმა, ჯერ კიდევ ბურუსში გახველმა თითქმის ჩურჩულით წარმოვთქვი: მეჩვენები ხო? - ვიგრძენი, როგორ აუკიაფდა სიბრაზისგან თვალები და ჩემს თავზე გავბრაზდი, რომ მასთან შერიგების მაგივრად, კვლავ კონფლიქტი მომდიოდა. სიტყვებს ვეძებდი რამის სათქმელად, როდესაც მართა მიხსნა და სახლში შემოაბიჯა.სადილობას ვიწყებდით, როდესაც შორიდან ალექსანდრეს ხმა მომესმა და გულში ვინატრე კალათა მას თან არ ჰქონოდა, მაგრამ კინაღამ ალექსანდრემ თავისი ეჭვები გაამჟღავნა, მაშინვე დავქაჩე სკამზე და ყურში ჩავჩურჩულე: - კრინტი არ დაძრა ამაზე, თორემ ვერ გადამირჩები... მანაც ერთი ჩაიცინა და სულ სხვა თემაზე განაგრძო საუბარი. თვალს ვერ ვწყვეტდი თეკლეს იმდენად მომნატრებოდა მისი სახის ნაკვთები, მისი ხმა, მისი თითოეული მიხვრა- მოხვრა, ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა უხერხულ მზერას გაჰქცეოდა, რაც კიდევ უფრო მართობდა და უფრო მეტი მონდომებით ვუცქრედი მონატრებულ თეკლეს.
ცხელ ყავაზე იმხელა წამოიყვირა, რომ ტუჩები თავისით გამექცა ღიმილისაკენ, ჩემი ბავშვი, გამეფიქრა და მაშინვე მოვიღუშე, როგორც კი ალექსანდრეს მიაწოდა ცხელი შოკოლადი და თან გაუღიმა, იმ ღიმილით, რომლითაც ჩემთვის არასოდეს გაუღიმია, ან კი გაუღიმია შენთვის, გამომეპასუხა კიდევ უფრო ეჭვიანი მე... საკუთარი ფიქრები ვერ მოვთოკე და ჩემს ეჭვებზე ნერვებმოშლილი კვლავ ვეუხეშე....წასვლისას კიდევ უფრო გავბრაზდი, როდესაც მე მხოლოდ ნახდვამდის მომიგდო, დანარჩენები კი თბილად გადაკოცნა.
თეკლეს გასვლა და ალექსანდრეს ხარხარი ერთი იყო...
-ვაიმე, აღარ შემიძლია. ბიჭო ძმაკაცზე რა გაეჭვიანებს - სიცილისაგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ მეუბნებოდა ალექსანდრე და თან ვერ ჩერდებოდა. - არა, ასეთი ხისთავიანი როდიდან გახდი, ჰა, შევურიგდეო და შენ კვლავ ეუხეშე... მე არა, მაგრამ იცოდე, მაგ გოგოს ვინმე თვალს დაადგმას და დამრჩები პირში ჩალა გამოვლებული.
ენას არ აჩერებდა ალექსანდრე და მეც ნელ-ნელა მისი მოხრჩობის სურვილი მიპყრობდა. -გეყოს ახლა, უღიმღამოდ მივუგე ალექსანდრეს, მაგრამ ის ენას არ აჩუმებდა.
-ახლა, მე და შენ თეკლეს იმ სასტუმროში მივაკითხავთ. ბოდიშს მოუხდი, თან შოკოლადებს გადასცემ და სახლში დაბრუნებაზეც დაითანხმებ. არა შეგიძლია, შენს გრძნობებშიც გამოუტყდე.- ბოლოს მაინც გამეღადავა, მე კი სულ არ მცხელოდა მისი უკბილო ხუმრობებისთვის.
მე, თეკლე, ბოდიში - თავში მიტრიალებდა და ვცდილობდი, როგორმე სიტყვები დამელაგებინა. ბოლოს ალექსანდრემ სულ ძალით შემათრია ოთახში და ჩემი ყველაზე საყვარელი ტანსაცმლის კომბინაცია გადმომიღო: შავი შარვალი და ღია ზღვისფერი პერანგი, რომელიც ჩემს თვალების ფერს უფრო გამოკვეთდა. თმას ვისწორებდი, როცა კარი ალექსანდრემ შემომიღო და კვლავ აკაკანდა: - დედაა, მომესწრო გოგო, რავა პატარძალივით იპრანჭები. ბოლოს მაინც იმერულად გამეხუმრა და თან ჩემს მიერ ნასრული ბალიში აიცილა, მანქანაში ოფლმა დამასხა, როგორია, როცა პირველად უხდი გოგოს ბოდიშს და თან მართალა სერიოზულად დავაშავე მის წინაშე.
ალექსანდრემ ელენესა და გაბრიელის სახლთან გააჩერა და მანქანიდან გადავიდა. მალევე დაბრუნდა თეკლესთან ერთად, რომელიც გაფითრებული მოჰყვებოდა.

***
სახლში დაბრუნებისთანავე ცრემლები კვლავ მომერია, ჯერ გეგა, მერე ოჯახისა და მეგობრების მონატრება ვიგრძენი და ყველაფერზე ერთიანად ავტირდა, რატომ ჩამოვედი სვანეთში, ახლა სულ არ მეცოდინებოდა გეგა და ჩემთვის წყნარად ვიცხოვრებდი... ახლა კი ყოველ წამს მისი მონატრება და სიშორე მაგიჟებს. ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამომიღვანა, ელენემ ვიღაც გელოდებაა და მეც მისაღებისკენ წავედი, სადაც ალექსანდრე დამთხვდა. - მშვიდობაა? - შეწუხებულმა ვკითხე და მის პასუხს დაველოდე. - ისე რა, წამო გარეთ და გაიგებ - ოდნავ აღელვებულმა მითხრა და მეც უფრო ანერვიულებული გავყევი, მანქანასთან მისულმა შიგ მჯდომ გეგას შევავლე თვალი, რომელიც ასე დაბნეულად გაიყურებოდა. - ხომ კარგადაა, რამე სჭირს?- მაშინვე საზარელმა ფიქრებმა შემიპყრო და მეც ნაბიჯს ავუჩქარე, რომ მალევე გავრკვეულიყავი სიტუაციაში.

გული შედარებით დავიმშვიდე და მანქანის უკანა სავარძელზე დავჯექი. გეგას მომლოდინე თვალები მივაპყარი, მაგრამ რატომღაც საუბრის დაწყებას აჭიანურებდა და მეც ნელ-ნელა მეცლებოდა მოთმინების უნარი.
-მართა ბებიას სჭირს რამე? - ნერვიულად ამოვიჩურჩულე და აღელვებულ ზღვისფერ თვალებში ჩავაშტერდი. წამით კვლავ სიჩუმე გამეფდა, მაგრამ მალევე გეგამ ერთი ღრმად ამოისუნთქა, ნერვიულად გადაიტარა თითები თმაზე და თითქმის ჩურჩულით დაიწყო.
-იცი, მე ბოდიშის მოსახდელად და შენს მართა ბებიას სახლში დასაბრუნებლად დავბრუნდი.
ამ სიტყვებზე წამიერად გამეთიშა გონება, მაგრამ რეალობაში კვლავ მისმა ხმამ დამაბრუნა.
-ვიცი, ძნელია, მაგრამ მაშინაც და ახლაც იმდენად გაღიზიანებული და გაბოროტებული ვიყავი, რომ მინდოდა ჩემი ბოღმა, უბედობა ვინმეზე გადმომეფრქვია და საუკეთესო ვარიანტად შენ შემრჩი... ალექსანდრე და მართა არ მყვებოდნენ, შენ კი მეპასუხებოდი, არ მანებებდი ჩემს ქცევას და ეს მე უფრო მახელებდა შენი გაღიზიანებისკენ. გეფიცები, არცერთი სიტყვა, რომელიც მაშინ გითხარი გულიდან არ მოდიდა, მესმის, შენთვის ძნელია არსებულის დავიწყება, მაგრამ იქნებ შევძლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენს სახლშიც იმიტომ განგათავსეს, რომ მართას მარტო ყოფნა აღარ უნდოდა და შენ მართლაც სულ სხვა, ფერადი სხივი შემოიტანე მის ცხოვრებაში.... დაბრუნდები მართა ბებიასთან თეკლე?!... ნაწყვეტ-ნაწყვეტ მეუბნებოდა გეგა და ვხვდებოდი, თუ რაოდენ უჭირდა თითოეული სიტყვის ამოთქმა. ‘’დაბრუნდები მართა ბებიასთან თეკლე?!“ ამ სიტყვებში ერთნაირად ვკითხულობდი დიდ თხოვნასაც და მოთხოვნასაც, იმდენად დიდს, რომ გონება მთლიანად ამირია. დაბნეული ვუყურებდი და მისი ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი, რომ წინანდელისგან განსხვავებით ახლა უკვე მტკიცე და მხიარული ხმით მომიგო:
- მე გეგა, მართა ბებიას შვილიშვილი... შენც ჩვენთან ცხოვრობ ხომ?
ჯერ კიდევ არეული ფიქრების დალაგებას ვცდილობდი, როდესაც გეგას ჩაშტერებულმა და მომლოდინე მზერამ იმდენად დამძაბა, რომ თავი ფანჯრის მხარეს მივატრიელე და პასუხის გაცემა დავიწყე. მინდოდა? სიგიჟემდე მინდოდა გეგას და მართა ბებიასთან, მაგრამ ერთ მხარეს ჩემი პრინციპები მექაჩებოდნენ, მეორე მხარეს კი გეგასთან ცხოვრების შიში, გრძნობების კონტროლი შორს მყოფსაც კი მიჭირდა, ახლოს კი ,ალბათ, მთლიანად გამოვიფიტებოდი. ან რა მეთქვა ელენესა და გაბრიელის მშობლებთან, ვითამაშე, კარგად გავერთე თქვენთან და ახლა მივდივარო.
-იცი... სიტყვა გამიწყდა, როდესაც მისი თვალებიდან მომავალი იმედის სხივი დავინახე. მადლობა დღევანდელი სიტყვებისთვის, მართა ბებიაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა, მაგრამ ახლა დაბრუნება დირექტორის, ელენესა და გაბრიელის მშობლების წინაშე სრულიად უპასუხისმგებლობა იქნება. ვიგრძენი, როგორ ჩაკრთა მის თვალებში სხივი, ჰაერიც უფრო მძიმე ნაწილაკებით დაიმუხტა და ორივე შესაფერის სიტყვებს ვეძებდით, როდესაც ალექსანდრემ შემოაღო კარი და თან ჩემი ჩემოდანი ეჭირა...
- ესეც ასე, ვიცოდი, რომ თეკლეს მასპინძლებთან საუბარი გაუჭირდებოდა და ყველაფერი მე მოვაგვარე. ჩვეული მხიარული ხმით მოგვიგო და ჩემი და გეგას გაოცებისაგან შუბლზე ასული თვალები დააიგნორა. -აბა, დაემშვიდობები ელენეს და გაბრიელს ? ვითომც არაფერი გაეკეთებინა, ჩვეულებრივ მომიბრუნდა და კარისკენ მიბიძგა. ამ ამბით დაშოკილმა რობოტივით შევაბიჯე სახლში და ტყუპებს დავემშვიდობე. მათ მშობლებსაც მადლობა გადავუხადე მასპინძლობისთვის და კარისკენ მივდიოდი, როდესაც მათი საუბარი შემომესმა: - არა რა, მართა ბებიამ უნდა თქვას ბიჭმა იმედები გამიმართლაო.
დაბნეული ჩავჯექი მანქანაში და ალექსანდრეს მივუბრუნდი საყვედურის სათქმელად, რომ გამაჩუმა და თვითონ ჩაირთო:
-ახლა საყვედურებს არ ვიყოთ. მართა ბებიასა და ჩვენს უკვე დამტკბარ უჭმურთან გაბრუნებ და შენ მადლობის მაგიერ, უნდა მეჩხუბო. ეჰ, როგორ არც გეგა და არც შენ არ მაფასებთ. - იმდენად არტისტულად გამოუვიდა, რომ რამის ოსკარი გადავეცი. აი გეგამ კი დამტკბარ უჭმურზე წარბები ისე საყვარლად შეკრა, რომ კიდევ უფრო გამეცინა, მის გაბრაზებულ სახეზე.
-ბებია, დამიბრუნდი. - მართა ბებია მეხვეოდა და თან ჩემი ოთახისაკენ მივყავდი. - ხედავ, ბებია, ჩემი გეგა იმ სიტყვებს გულიდან არ გეუბნებოდა. -გულში მიკრავდა და თან ალექსანდრეს უხდიდა მადლობებს. ვახშმამდე ჩემი ნივთების დალაგებას მოვუნდი, ოთახიდან გამოვდიოდი, რომ კაკუნის ხმა შემომესმა და კარებში ალექსანდრე დამხვდა.
-აბა ჩამოხვალ, თუ ოთახიდანაც ძალათ გამოგიყვანო. კვლავ მხიარულ ხასიათზე იყო ალექსანდრე, ნეტავ ეს ორი ერთმანეთს როგორ უგებს, ალექსანდრე მასხარა და გეგა სერიოზულობის განსახიერება...
მართა ბებიას მაგიდა გაეშალა. წამიერად შევავლე გეგას თვალი და მაშინვე მოვაშორე, როდესაც მანაც ჩემკენ გამოიხედა.
-აუ, როგორც დღევანდელი დღის მშვიდობის მტრედი მოვითხოვ, გადაღლილი და დასაძინებლად მივდივარ, ვახშმობიდან მალევე გაიკრიფა ალექსანდრე. მართა ბებია იქვე ბუხართან მდებარე სავარძელში ჩაჯდა და მალევე ჩასთვლიმა. მე და გეგა კი თითქოს კი დუმილის თამაშს ვთამაშობდით. ბოლოს დუმილი ისევ დავარღვიე,ალბათ, ყველაზე სულელური კითხვა დავუსვი:
-რა წიგნს კითხულობ? (არადა, ყდაზევე ეწერა...ეჰ, სულ გამოვშტერდი). მეგონა, გეგას რაიმე ირონიული პასუხი ექნებოდა, მაგრამ მისმა პასუხმა გამაკვირვა.
-ტრიუმფალურ თაღს, იმდენჯერ წავიკითხე და მაინც ვერ ხვდები, როგორ არ შეუძლია ადამიანს იბრძოლოს თავისი სიყვარულისთვის, სანამ მისი დაკარგის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდება. როგორ ფიქრობ, რატომ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ბოლო წუთამდე?
ინტერესიანი თვალებით ჩამაჩერდა და მეც პასუხი დავუბრუნე:
-ალბათ, იმიტომ რომ სიკვდილის და დაკარგვის საფრთხის წინაშე ჩვენ ყველანი ვივწყებთ სიამაყის, საზოგადოების, პიროვნების მიერ გავლებულ საზღვრებს. იკარგება ზღვარი აკრძალულს შორის და ჩვენც ვცდილობთ, სულ ოდნავ მაინც გავიხანგრძლივოთ წამები, რომელსაც ჩვენი სულის ნახევართან გავატარებთან...ხანდახან არ გინდა შენი გულის მიყოლა და შენ მაინც ჯიუტად მიჰყვები გონების გზას.
- ხო, მაგრამ ხომ უნდა შეგვეძლოს იმდენი ძალის მოკრებვა, რომ საყვარელ ადამიანს თვალებში ჩავხედოთ და მას სულის ყველა ნაწილი დავანახოთ?
-არ ფიქრობ, რომ გულის გადაშლა გარკვეულწილად იმედის დაკარგვაცაა, უფრო რომ დავშორდეთ იმ ადამიანს? და ჩვენც ამ რისკს გავურბივართ.
საუბარს განვაგრძობდით და ვერც ვიგრძენით, ისე შემოგვაღამდა. საათს რომ დავხედე, უკვე 12-ს უჩვენებდა. მართა ბებია უნდა გამეღვიძებინა, როდესაც ოთახში მიმოვიხედე და იქ აღარ დამხვდა, გეგამ ისევ დივანზე იჯდა და მეც არ ვიცოდი რა მექნა, დახმარებას შევთავაზებდი, მაგრამ მის რეაქციის მეშინოდა და არ მინდოდა ამ საღამოს მიღწეული მყუდროება დამერღვია. ისევ გეგამ მიხსნა:
-მიდი ალექსანდრეს დაუძახე, მაინც ეღვიძება - თბილად შემომხედა და გამეღიმა, ღმერთო, რა მაგარი ღიმილი აქვს, მგონი თავიდან ჩამივარდა გულში... ძილი ნებისა - მეც გავუღიმე და და ალექსანდრეს კარზე დავაკაკუნე, რომელიც მალევე გამოვიდა და სულაც არ ჰგავდა ახალგაღვიძებულს.
-გეგამ დაუძახეო. ალექსანდრეს დავემშვიდობე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. საწოლზე ვარსკვლავის ფორმა მივიღე და ფანჯრიდან შემომავალ ვარსკვლავებს მივაპყარი მზერა... ერთ დღეში იმდენი რამ მოხდა, რომ გააზრებას ვეღარ ვასწრებდი. დილით ვიზიტი მართა ბებიასთან, გეგას კომენტარი, ტირილი, მართა ბებიასთან დაბრუნება... ჩემი და გეგას ბოლო ლიტერატურული საუბარი კი საერთოდ არანიარ ჩარჩოში არ ჯდებოდა, შემდეგ მისი ღიმილი, მისი თბილი თვალები... მოჩვენებებიც დამეწყო. ღრმად ამოვისუნთქე და ვეცადე, ფიქრების ზვირთი გამეჩერებინა, სანაც მთლიანად მის ტალღებში ჩავიკარგებოდი და ჩემს გულს უაზრო იმედებით ავავსებდი. რა მოხდა, უბრალოდ ადამიანურად ვისაუბრეთ, მე კი ასე მგონია გეგას სამყაროს კარი გაიღო ფართოდ და მისი სულის რაღაც მხარე ვნახე.
***
-გეგუშ, რა ლიტერატურის მოყვარული მყოლიხარ და არ ვიცოდი. - ალექსანდრე სიცილით კვდებოდა და თან გეგა მისი ოთახისკენ მიჰყავდა.
- უხ, რა გრძელი ენა და ყურები გაქვს, ისმენდი ხომ ყველაფერს?. - მოჩვენებითი სიბრაზით მიუგო გეგამ ძმაკაცს.
- მე კი არა მართაც ისმენდა და რაღა მე მომდექი. - სასაცილოდ დაიჭყანა ალექსანდრე და გეგაც სერიოზულად გაბრაზდა.
დილით მზის შემოჭრილმა სხივმა გამაღვიძა, ნელ-ნელა გავახილე თვალები და ხარბად ჩავისუნთქე მთის სუფთა ჰაერი, თავს ლაღად და საოცრად ბედნიერად ვგრძნობდი, როგორც იქნა მე და გეგამ თითქოს ერთმანეთს გავუგეთ. ტანთ ჩავიცვი და მართა ბებიას სამზარეულოში ჩავაკითხე, მივესალმე და საუზმის მომზადებაში დავეხმარე. მალევე გავაწყვეთ სუფრა და ალექსანდრე და გეგაც შემოგვიერთდნენ.
- დილა მშვიდობისა - ფიქრებიდან გეგას ხმამ გამომაფხიზლა და მეც მის მოცინარ ცისფერ თვალებს მზერა მოვაშორე.
- დილა მშვიდობისა - მეც ვუპასუხე და ალექსანდრეს გაკვირვებულმა შევხედე, რომელმაც ადგილი ამაცალა და გეგას გვერდზე მომიწია დაჯდომა. წყნარად ვისაუზმეთ და ალექსანდრე თბილისისკენ გავაცილეთ, მე კი სკოლისკენ გავემართე. შუადღისას სახლში დავბრუნდი, მაგრამ ოთახში მხოლოდ გეგა დამიხვდა, რომელიც კომპიუტერში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა და ჩემთვის ყურადღება საერთოდ არ მოუქცევია. ხასიათი ცოტათი მომეღუშა და სამზარეულოსკენ გავემართე.
- ეეეეე - ბოლო ხმაზე ვიყვირე, ცხელი შოკოლადების კალათის დანახვისას და მისაღებში მყოფ გეგას მთელი ძალით ჩავეხუტე, მალევე გავიაზრე ჩემი ბავშვური აღტკინების შედეგი და ფრთხილად გამოვძვერი მისი მკლავებიდან.
- მადლობა - აწითლებულმა მივუგე და ჩემი მდგომარეობის დასაფარად გეგას მზერა ავარიდე.
- არაფრის - მშვიდად მომიგო და კომპიუტერის ეკრანი ჩემკენ გამოწია.
- გინდა ფილმს ვუყუროთ ? რას იტყვი „Dangerous Beauty”-ზე ?
- ვნახოთ, საინტერესო ფილმია და ყოველთვის განსხვავებული ემოციებით ვივსები.
უხმოდ დავიწყეთ ფილმის ნახვა და ბოლომდე ასე იქნება, რომ არა ბოლო სასამართლოს პროცესი, როგორც ყოველთვის ახლაც ვერ შევიკავე თავი და ბოლო მომენტზე თვალიდან ცრემლი ჩამომვარდა, ვეცადე შეუმჩნევლად მომეწმინდა, მაგრამ გეგას ვერ გამოვაპარე და მანაც ღიმილით მომიგო.
- რა გატირებს ? როგორი ემოციური ყოფილხარ ? ღიმილი სიცილში გადაეზარდა და თვალებში ჭინკებ ათამაშებული თვალებით მიმზერდა.
- არაფერი -ბავშვით გავბრაზდი და გაბუტულმა მივუგე.
- არა რა, ამხელა მასწავლებელი ქალი ხანდახან სკოლის მოწაფეს ემსგავსები.
- უარესად გავბრაზდი და გეგას გაბრაზებულმა მივუგე: სასაცილო რააა? უბრალოდ საოცარია როგორ შეიძლება გეძვირფასებოდეს ადამიანი და მაინც მხოლოდ ბოლო წამს გაიაზრო მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა შენთვის. მარკოს გმირს ყოველთვის ვერ ვიტან, აი ბოლო წამებში კი ,როდესაც ძალას იკრებს და სიყვარულისთვის იბრძვის, გრძნობ, რომ ამ გრძნობას მართლაც შეუძლია ბარიერების გადალახვა.
- ასე გგონია? - უცნაურად ნაღვლიანი სახით მომიგო გეგამ და მეც დავიბენი, ვერ მიხვდი, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი უცნაური სახეცვლილება.
- შენი აზრით ? - ვეცადე მხიარული ნოტები გამერია ხმაში.
აღარაფერი გვითქამს, ორივე ფიქრებში გადაკარგული მივჩერებოდით ფილმის ბოლო მომენტს. მომეჩვენა, რომ იმ კითხვას გეგა მე მისვამდა, კი აბა - გამომეპასუხა ჩემი გონება და მეც გავჩუმდდი. იქნებ,.... იქნებ, მასაც გააჩნდა ჩემს მიმართ გრძნობები ?!...
***
ზამთარი მიილია, გაზაფხულიც და ივნისმა შემოაბიჯა, არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს გარდაუვალი იყო. ვგრძნობდი, რამდენად მიჭირდა გეგას წინაშე ჩემი გრძნობების დამალვა. თავიდან თითქოს დაგვითბა ურთიერთობა, მაგრამ შემდგომ ისეთმა სიცივემ შემოაბიჯა, რომ უბრალოდ ვეღარ ვუძლებდი... მტკივნეული იყო, როდესაც სიგიჟემდე მინდოდა მისი ჩახუტება, მის მკლავებში ჩაკარგა, მას კი უბრალოდ არც ვაინტერესებდი. ერთდროულად მინდოდა მას გავქცეოდი და მის სიახლოვესაც ვყოფილიყავი.
გეგას ფიქრები
ვგრძნობდი, რამდენად ვიკარგებოდი თეკლეს თვალებში, ჭკუიდან გადავყავდი მის დამოუკიდებლობას და, ამავდროულად, მიამიტურ ხასიათს. ვგრძნობდი, რომ სულ მალე მის გარეშე უბრალოდ ვეღარ გავძლებდი. მე კი არ შემეძლო გრძნობებში გამოტყდომა ამ მდგომარეობაში, მით უმეტეს რომ გულგრილი არც ის ჩანდა. გერმანიის საუკეთესო კლინიკაში ალექსანდრეს დახმარებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბუთები გავგზავნე, ეკლებზე ვიჯექი მთელი ორი კვირის განმავლობაში, პასუხი ხომ ჩემს ცხოვრებას გადაწყვეტდა. ხელის კანკალით გახსენი ალექსანდრეს ჩამოტანილი საბუთები და იმ წამს ვინატრე საერთოდ არასოდეს არ შემძლებოდა დედამიწაზე არსებობა და თეკლეს გაცნობა. გამოჯანმრთელების შანსი მცირეა, თუმცაღა მაინც გირჩევთ მკურნალობის კურსის დაწყებას. ალექსანდრე ჩემს გამხნევებას ცდილობდა, მაგრამ უკვე ყველაფერს აზრი დაეკარგა. აქამდე საბუთებს სწორედ ამიტომ არ ვგზავნიდი, სწორედ ამ წუთის მეშინოდა, როდესაც სამყარო აზრს დაკარგავდა. თეკლესთან შედარებით დათბობილი ურთიერთობა სიცივისკენ მიმყავდა და ვგიჭდებოდი, როდესაც მის ჩამქრალ თვალებს ვხედავდი. არაფერია დამივიწყებს - ვფიქრობდი და მეორე წამს იმაზე ვცოფდებოდი, რომ მას შეიძლება სამუდამოდ დავევიწყებინა და აღარასოდეს მენახა. ასე გადიოდა დრო... განსაკუთრებით მძიმე იყო თითოეული დღე... სულ უფრო მცირდებოდა თეკლეს ნახვის შანსი... სულ მალე მისი ერთწლიანი პროგრამა დასრულდებოდა და მეც ვეღარ შევძლებდი თუნდაც მის შორიდან დანხვას. ჭირით გავურბოდი ამ აზრს, მაგრამ მაინც ყოველ წამს ცხადად შევიგრძნობდი მოსალოდნელ დღეებს.
***

- ბებია, შეგიძლია ცაცხვის ჩაი დააყენო? მართა ბებიამ მომიგო და მეც თავი დაუქნიე.
- შენ ? - მომლოდინე მზერით შევხედე გეგას და სამზარეულოსკენ დავიძარი.
- მეც.
მალევე მოვამზადე ჩაი და მაგიდის გარშემო ტკბილეულიც დავაწყვე.
- ბებია, შენ რომ წახვალ მე რა მეშველება ? - ნაღვლიანი სახით მომიგო მართა ბებიამ და მეც გამახსენდა, როგორი უცბად გადიოდა ჩემი აქ ყოფნის დრო. მზერა გეგასკენ გამექცა, რომელიც უხმოდ ჩაშტერებოდა ჩაის ჭიქას და ზედაც არ მიყურებდა. თითქოს მის გაგებას ვიწყებდი, რომ უეცრად კვლავ გაცივდა ჩემ მიმართ, აღარაფერს მეკითხებოდი და პასუხსაც მოკლედ მიბრუნებდა. წავალ და დავივიწყებ - ათასჯერ ვუმეორებდი საკუთარ თავს და უკვე მერამდენედ ვცდილობდი საკუთარი თავის მოტყუებას.

- მადლობა, მართა ბებია - ტკივილით ჩავიკარი გულში ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი. დიდხანს მკოცნიდა მართა ბებია და არ მიშვებდა.

- ნახვამდის გეგა - უბრალოდ თქმას ვაპირებდი, როდესაც ხელზე დამქაჩა და მაგრად შემომხვია ხელები, ჩამეხუტა, გამაცია, გამაცხელა, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ჩუმად ჩამჩურჩულა: - დამივიწყე... მძიმედ გადავაგორე ნერწყვი და უკანასკნელად შემოვხვიე მეც ჩემი მკლავები, ვცდილობდი მისი სურნელი დამემახსოვრებინა, როდესაც კვლავ მისმა ხმამ გამომაფხიზლა: - ვეგოსტობ, მაგრამ სულ მთლადაც ნუ დამივიწყებ. ღიმილით, მაგრამ ტკივილჩამდგარი თვალებით გამიშვა ხელი და მეც სწრაფად ჩავუყევი ტრანსპორტისაკენ მიმავალ გზას, გზადაგზა ცრემლები მიიკვალავდნენ გზას ჩემს სახეზე და მეც არ ვფიქრობდი მათ დამალვას.

***
- იცოდე გეგა, შეცდომას უშვებ - სევდიანი სახით მომიგო მართამ და სახლისკენ გაემართა. თვალები დავხუჭე და ის მომენტი გავიხსენე, როდესაც ჩემს მკლავებში მომექცია თეკლეს აკანკალებული სხეული. რას არ გავიღებდი, რომ იმ წამის გახანგრძლივება შემძლებოდა. თვალები ერთმანეთს დავაჭირე და იმ წამს ეგოსტობამ შემომიტია, მივხვდი, არ შემეძლო მისი გაშვება, წამით ის სხვა კაცის გვერდით წარმომიდგა და ვიგრძენი, როგორ დამებერა ძარღვები. სასწარაფოდ ალექსანდრეს დავურეკე და ჩამოსვლა ვთხოვე.
- გამოფხიზლდი ? -მხიარული ხმით მომიგო და ჩემი გაღიზიანება განაგრძო.
- დროზე ჩამოდი და მოეშვი ჩემს დაცინვას - გაღიზიანებულმა მივუგე და მისი ლოდინი დავიწყე.
- ბებია, მიხარია, რომ იბრძვი. ჯერ თეკლეს დაიბრუნებ, ნელნელა მკურნალობის კურსსაც დაიწყებ და ცხოვრება კალაპოტში ჩადგება - ღიმილით მომიგო მართამ, მან ხო არ იცოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ.
***
ერთი დღეა დავბრუნდი თბილისში და ვგრძნობ, როგორ მეპარება გეგას მონატრება, მისი სიცივე მერჩივნა მისგან სიშორეს. შემეძლო მისი თვალებით დავმტკბარიყავი, ახლა ახლა კი ვეღარ ვხედავდი „ჩემს“, სიმწრის ღიმილმა გადამირბინა სახეზე ამ დროს, ცისფერ თვალებზე. არ შემეძლო დამენახა მისი შეჭმუხნული და ფიქრისაგან გადაღლილი თვალ-წარბი. ღრმად ამოვისუნთქე და ვეცადე ფიქრები უკუმეგდო. ფიქრისგან გადაღლილს ჩამეძინა და ალექსანდრეს ზარმა გამომაფხიზლა, ავნერვიულდი, კანკალით ავიღე ყურმილი და მის თხოვნაზე, რომ უბრალოდ ჩემთთან საუბარი დავმშვიდდი. მე კი რა აღარ წამომიდგა იმ წამებში თვალწინ.
კაფეში შესული თვალებით ვეძებდი ალექსანდრეს, მაგრამ მის მაგივრად მონატრებულ ცისფერ თვალებს მოვკარი მზერა... ვიგრძენი როგორი სისწრაფით აკიაფდა ჩემი თვალებიც, მშვიდად მივედი მაგიდასთან და ხმის გასაძლიერებლად ჩავახველე.
- გამარჯობა - აკანკალებული ხმით მივუგე და მის პასუხს დაველოდე, ურცხვად ვაკვირდებოდი მის სახეს და მონატრებისგან გული მეკუმშებოდა. წამიერად გამოვფხიზლდი და თვალი ჩემ წინ დადებულ მენიუზე დავაშტერე.
- მეც მენატრებოდი - მომესმა გეგას ხმა და გაოცებულ შევხედე მის სახეს. მომესმა?!
- იმაზე მეტად ვიდრე წარმოიდგენდი. მე ეგოისტი ვარ და ვერ გაგიშვებ... გახსოვს, ის პერიოდი, როდესაც დავთბი და შემდგომ გავცივდი კვლავ?
დაბნეულმა დავუქნიე თავი. - მაშინ გავიგე, რომ მკურნალობა ფაქტობრივად შედეგის მომტანი არაა. არ შემეძლო, შენი ჩათრევა, მაგრამ ვერც გიშვებ... შენ გადაწყვიტე, გიღირს იმ ადამიანთან ყოფნა, რომელიც შენი ტვირთი იქნება მთელი ცხოვრება ?
მომლოდინე და ღელვა შეპარული თვალები მომაპყრო. რემარკის სიტყვები გამხსენდა: „აუტანელს რომ აიტან მაშინ გიყვარს, თორემ თუ ადვილი ასატანია, მაშინ არც არაფერი გაგიკეთებია სიყვარულის გადასარჩენად.“ მიყვარდა მთელი გულით გეგა და მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.
ფრთხილად ჩავეკარი გულში და ვიგრძენი როგორ შემომეჭდო მისი მკლავებიც.
- მი სი მალატ და იცოდე, ახლა უკვე არასოდეს დამივიწყო- ნაზად ჩამჩურჩულა ყურში.
- არც შენ გაბედო კიდევ ერთხელ ჩემი გაშვება - გაბრაზებულმა ვუჩურჩულე და მისი სურნელით ტკბობა განვაგრძე.
არ ვიცი, რას გვიმზადებს ცხოვრება... შეძლებს თუ არა გეგა გავლას, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, მის გარეშე სამყარო უფერულდება, ყველაფერი აზრს კარგავს, მისი ერთი მზერა და ვგრძნობ, როგრო ვივსები სასიცოცხლო ძალებით.



------------------------------------------------------------
დაგვიანებულზე დაგვიანებული ისტორია იმედია, ვინმეს გახსოვთ ველი თქვენს კომენტარებს, დასასრული მკაფიოდ გამოკვეთილი არაა, თქვენ დაასრულეთ გეგას გამოჯანმრთელებით ან პირიქით. მე უფრო ცუდი დასასრულისკენ ვიხრებოდი და



№1 სტუმარი darina

rogor ar maxsovs guli mwydeboda rom agar gaagrdzelw, am istoriis ertguli mkitxveli viyavi da dzalian gamixarda dausrulebeli rom ar datove, me heppy endebi miyvars amitom chems warmosaxvashi gega ratqmaunda gaivlis, shen kargi gogo xar da imedia axali istoriit dabrundebi, warmatebebi.

 


№2  offline წევრი milangirl

აუ რა კარგია რომ დაამთავრე. შენს წინა ისტორიაზე სურვილი რომ გამოვთქვი ამ ისტორიის დამთავრების ისეთი პასუხი გამეცი რომ ნამდვილად არ ველოდებოდი და რომ ვნახე ძალიან გამეხარდა. კარგი ისტორია იყო, დასასრულიც მომეწონა. მიხარია ცუდად რომ არ დაამთავრე, არ მიყვარს ცუდი დასასრული

 


№3  offline წევრი Pepper

ძალიან მომეწონა ისტორია
თბილი და საყვარელი იყო <3
ჩემს ფანტაზიებში მაინც ჰეპი ენდით მთავრდება ისტორია <3
ყოჩაღ ნამდვილად კარგი ისტორიაა თანაც განსაკუთრებულად მიყვარს სვანეთი და სვანები და ორმაგად სასიამოვნოდ წაციკითხე ისტორია <3
ყოჩაღ ძალიან კარგი ხარ <3

 


№4  offline მოდერი sopiko

მარიამ ♥ შენ ხომ იცი, როგორ გელოდებოდი... დასასრული ისეთი ბუნდოვანი და ნისლით მოცული იყო, რომ ჩემი გულიც ქარიშხალმა მოიცვა... მოკლედ! მართალია სრულიად განსხვავებული პერსონაჟები იყვნენ მაგრამ სიყვარულს ეს არ გაუთვლია... სათვალავში ამის ჩაგდების საჭიროება აღარ იყო... მართლა აღარ აქვს გეგას გავლას მნიშვნელობა...
ყოჩაღ! აი, მართლა ყოჩაღ! მართალია უმუზოდ დაწერილი ისტორიაა, მაგრამ რა ვქნათ...
ველი შენს ახალ ისტორიას! ♥

 


№5  offline წევრი Be_the_ONE

darina
rogor ar maxsovs guli mwydeboda rom agar gaagrdzelw, am istoriis ertguli mkitxveli viyavi da dzalian gamixarda dausrulebeli rom ar datove, me heppy endebi miyvars amitom chems warmosaxvashi gega ratqmaunda gaivlis, shen kargi gogo xar da imedia axali istoriit dabrundebi, warmatebebi.


მადლობა love ახალ ისტორიას "მაპატიე"-ს განვაგრძობ მალე feel

milangirl
აუ რა კარგია რომ დაამთავრე. შენს წინა ისტორიაზე სურვილი რომ გამოვთქვი ამ ისტორიის დამთავრების ისეთი პასუხი გამეცი რომ ნამდვილად არ ველოდებოდი და რომ ვნახე ძალიან გამეხარდა. კარგი ისტორია იყო, დასასრულიც მომეწონა. მიხარია ცუდად რომ არ დაამთავრე, არ მიყვარს ცუდი დასასრული


სიმართლე გითხრა მეც ვერ წარმოვიდგენდი რომ დასრულებას შევძლებდი recourse უბრალოდ არ მიყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება და ეს დამეხმარა როგორღაც feel მადლობა love

Pepper
ძალიან მომეწონა ისტორია
თბილი და საყვარელი იყო <3
ჩემს ფანტაზიებში მაინც ჰეპი ენდით მთავრდება ისტორია <3
ყოჩაღ ნამდვილად კარგი ისტორიაა თანაც განსაკუთრებულად მიყვარს სვანეთი და სვანები და ორმაგად სასიამოვნოდ წაციკითხე ისტორია <3
ყოჩაღ ძალიან კარგი ხარ <3

ძალიან დიდი მადლობა love მეც ვგიჟდები სვანეთზე feel

sopiko
მარიამ ♥ შენ ხომ იცი, როგორ გელოდებოდი... დასასრული ისეთი ბუნდოვანი და ნისლით მოცული იყო, რომ ჩემი გულიც ქარიშხალმა მოიცვა... მოკლედ! მართალია სრულიად განსხვავებული პერსონაჟები იყვნენ მაგრამ სიყვარულს ეს არ გაუთვლია... სათვალავში ამის ჩაგდების საჭიროება აღარ იყო... მართლა აღარ აქვს გეგას გავლას მნიშვნელობა...
ყოჩაღ! აი, მართლა ყოჩაღ! მართალია უმუზოდ დაწერილი ისტორიაა, მაგრამ რა ვქნათ...
ველი შენს ახალ ისტორიას! ♥


სოფი მადლობა love ხომ იცი ყველაზე მეტად შენი შეფასება მაინტერესებს ხოლმე, ძალიან ეტყობოდა უმუზობა დასასრულს ?

 


№6  offline წევრი natia-natia

ძაან მაგარი იყო

 


№7  offline წევრი p♥♥h ^^

Es istoria ise imsaxurebs meore nawils!
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№8 სტუმარი kati

rogor velodebodiii.zalian kargi iyo.

Rogor velodebodiii.zalian kargi iyo.

 


№9  offline წევრი BUBU_2426

raxan es istoria dade raga momklavs *___* rogor velodebodi neta icode roagardade tvidan cuda gavxdi da exla rodavinaxe gulma tanvarjishic cekva daiwyo <3 icode magrad wer dzalian da axali istoriac dagviwere geli <3333!!!

 


№10  offline წევრი teddy))

Axla wavikitxe da dzalian momewonaa :* cudat damtavrebdi? Kargi ra :/ tymca vfiqrob gansxvavebuli iyo! Ici ratom? Imitom rom shen ar dagisrulebia imit rogor gaiara fexze da rogor aucimcimda tvalebi maswavlebels :* aramed shen mogveci sashvaleba chvenit gagvegrdzelebina :* remarkis sityvebi dzalian momewona

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა კარგი იყო
heart_eyes

 


№12  offline წევრი Be_the_ONE

aanamaria
რა კარგი იყო
heart_eyes

მადლობა <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო კარგად დამთავრდა მაგრამ ასე მალე თუ დამთავრების არ მეგონა მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent