შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 8 თავი


2-03-2016, 11:02
ავტორი ლორელაი
ნანახია 7 717

საშინლად მტკიოდა მის გარეშე გატარებული დღეები, არაფერი მიხაროდა, არაფერი მანაღვლებდა. ისევ ისეთი ჩაკეტილი და ჩუმი გოგო გავხდი, დედაჩემმა აღარ იცოდა სწყენოდა თუ გახარებოდა ეს ამბავი. უხაროდა, რომ ირაკლის აღარ ვხვდებოდი, მაგრამ აწუხებდა ის ფაქტი, რომ ისევ ჩაკეტილი გავხდი. მთელი დღეები ისევ ირაკლის ვიდეოებს ვუყურებდი. ყურსასმენებგაკეთებული ვიძინებდი მისი ლექსების ფონზე და დილაც მისი მონატრებული ხმით იწყებოდა. სახლში არ შემეძლო მასზე საუბარი, დედა სულ მაკონტროლებდა, მეგობარი არ მყავდა, რომ ამ თემაზე მელაპარაკა, ამიტომ ჩემს საყვარელ ადგილას მივდიოდი და მანამდე ვტიროდი, სანამ ცოტათი არ შევიმსუბუქებდი მის მონატრებას.
გამოცდები ახლოვდებოდა, მე უკვე საშინლად ვღელავდი, არ ვიცოდი რა იქნებოდა, ჩემი თავის რწმენა დავკარგე, მეშინოდა, რომ არ გამოვიდოდა, რომ ვერ ჩავაბარებდი და მასთან ახლოს ყოფნის შანსს დავკარგავდი. ნერვიულობის ნიადაგზე რამდენჯერმე გული წამივიდა, ერთხელ მასწავლებელთან, ერთხელ სახლში. ჭამა არ მახსოვდა, ან ვმეცადინეობდი, ან ირაკლის სურათს ვუყურებდი, ჩემთვის ირგვლივ არაფერი არსებობდა. დედა უკვე გაგიჟებული ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებდა. ვერაფერს მიხერხებდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, ვხედავდი რომ ჩუმად ტიროდა ჩემ გამო, სინდისმა შემაწუხა, ვცდილობდი მასთან მყოფი უფრო ხალისიანად დავლაპარაკებოდი, არ შემემჩნია შინაგანი ტკივილი. თავიდან გაუკვირდა, მერე გაუხარდა. სამაგიეროდ მე უარესად გავხდი, სახლში აღარ მიდგებოდა გული, ვცდილობდი გვიანობამდე არ შევსულიყავი სახლში. ყველა იმ ადგილს ვუვლიდი, სადაც მე და ირაკლი ვყოფილვართ ერთად. ქიმიის მასწავლებელთანაც სიხარულით მივდიოდი, რამდენჯერმე მის კარზეც დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამიღო, ვხვდებოდი ასე სპეციალურად იქცეოდა, მემალებოდა. ჩემს თავში უკვე ეჭვი მეპარებოდა, ხანდახან ვფიქრობდი, რომ მე გამირბოდა, არ მოვწონდი, არ ვუყვარდი და იმიტომ. ამ ეჭვების დასადასტურებლად ყველაფერს ვაკეთებდი. ჩემი თავის დადანაშაულება დავიწყე ყველაფერში, ვხვდებოდი ფსიქოლოგიურად ვიყავი ცუდად. სადარბაზოსთან ჩუმად ვუსაფრდებოდი, რომ ერთხელ მაინც მომეკრა მისთვის თვალი, თუ კარგად გამოიყურებოდა ჩემი ეჭვები გამართლდებოდა, თუ ცუდად - ვუყვარდი. შეშლილი ფსიქოპატივით ჩასაფრებული ღამეებსაც ვათენებდი, უთენია ვდგებოდი და მისი სახლისკენ გავრბოდი, რომ სახლიდან გამოსულისთვის მიმესწრო, ან შუაღამემდე ველოდი როდის მოვიდოდა სახლში. ის კი არ ჩანდა. ვნანობდი,რომ არასდროს არ მიკითხავს ოჯახზე, არც ვიცოდი სად ცხოვრობდნენ, სად მეძებნა. ათასჯერ ავკრიბე ნომერი, ათასჯერვე დაურეკავად წავშალე. ბოლოს მოუთმენლობამ შემიპყრო, ვხვდებოდი, თუ მის ხმას არ მოვისმენდი გავგიჟდებოდი. ორი დღე არ მპასუხობდა, თავს მარიდებდა. ერთ საღამოს ტირილისგან დაოსებულმა კიდევ ერთხელ დავრეკე, ზუმერის გასვლას კანკალითა და ნერვიულობით ველოდი.
- ალო, - მეხუთე ზარის მერე ნანატრი ხმა მომესმა, ფეხები მომეკვეთა, გული გამიჩერდა. - გისმენ.
მე კვლავ ვერ ვიღებდი ხმას, მეშინოდა მისი რეაქციის, მეშინოდა მისი დაყვირების.
- გისმენ. - გაიმეორა მკაცრად, შევხტი,თითქმის ვეღარ ვიკავებდი ხელში ტელეფონს. - შენ ხარ? - გულგახეთქილს არც გათიშვა შემეძლო არც პასუხის გაცემა, ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა, ყელს საშინლად მხაპნიდა, მატკიებდა, მაგრამ ვერ ვყლაპავდი. - ხმას არ ამოიღებ? - შედარებით დამშვიდებულმა გააგრძელა ლაპარაკი, გულზე მომეშვა. - თუ დამირეკე მელაპარაკე კიდეც, არც ვბრაზდები და არც გითიშავ, მიდი, გისმენ…
- ირაკლი... - დავიწყე გაუბედავად და ისეთი საშინელი ხმით, მეც კი ვერ ვიცანი საკუთარი ხმა.
- გისმენ. - ისე მიპასუხა, მივხვდი თავადაც უჭირდა.
- მენატრები… - სიჩუმე… აუტანელი დუმილი. მერე გავიგე, როგორ აანთო სანთებელა და სიგარეტის კვამლთან ერთად ამოიოხრა.
- გთხოვ, მელაპარაკე მაინც, რაა…
- რატომ არ მშორდები, დადუნა?
- არ შემიძლია ირაკლი, მიყვარხარ… გთხოვ, მომეცი შენთან ყოფნის უფლება, მე ხომ არაფერს გთხოვ, არა? არც სიყვარული მინდა, არც ერთგულება, უბრალოდ მომეცი შენი ნახვის უფლება, ისე როგორც ვიყავით…
- დადუ, - ოდნავ ჩახლეჩილი და თბილი ხმით დაიწყო. - ახლა შენ უნდა მეცადინეობდე, უნდა ემზადებოდე…
- არ მინდა, არაფერი მინდა უშენოდ…
- და, მე თუ მინდა… - წამოიყვირა მოთმინება დალეულმა. - რატომ მცდი, რატომ? ხომ გესმის, რომ მე არც ისე კარგი ვარ, როგორიც გგონივარ.
- შენ კარგი ხარ, ირაკლი…
- არა, არ ვარ. ასე შენ გგონია. შენს წარმოსახვაში ვარ ასეთი… - გულმა მუშაობა შეწყვიტა, აკანკალებული ტუჩების დაოკებას ჯიუტად ვცდილობდი კბილებით. - შენ არ გინახივარ იმ დროს, არ იცი რას ვგავარ… არ იცი რისი გაკეთება შემიძლია მაშინ…
- არ აქვს მნიშვნელობა, მე მიყვარხარ. - ჯიუტად ვიმეორებდი ტირილით.
- არ იცი დადუნა, არა… დადუ, დამივიწყე რა, გთხოვ. - მთელი გრძნობა ამოაყოლა ნათქვამს და უარესად მატკინა. ხმის ამოღება ვერ შევძელი ისე გათიშა ტელეფონი. ვიჯექი უაზროდ კედელს მიშტერებული და უკვე ვეღარც ვტიროდი.

ირაკლი ცოტახნით გამოცდებმა გადამავიწყა, ნერვიულობის პიკზე ვიყავი, მთელი გონებით გადავეშვი წიგნებში და გამოცდების არეულობაში. მიხაროდა კიდეც ეს ამბავი, რადგან ნაკლებად განვიცდიდი. გამოცდის წინა საღამოს მესიჯი მივწერე, ვთხოვდი,რომ ერთი წუთით მაინც ვენახე, ეს მომცემდა ძალას, გამძლეობას რომ ამ არეულობისთვის გამეძლო. მთელი ღამე დავყურებდი განათებულ ტელეფონს და იმედი მქონდა მომწერდა. კიდევ ერთხელ მეტკინა იმედგაცრუება. მეწყინა, რომ ვერ ხვდებოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მისი თანადგომა.
პირველი გამოცდა მქონდა მაღლივში, აკანკალებული ფეხებით ავდიოდი კიბეებზე და სანამ კარში შევიდოდი უკან მოვიხედე. თითქოს მას ვეძებდი, მაინც მქონდა იმედი რომ მოვიდოდა. მესიჯის ხმამ გამომაფხიზლა.
- “წარმატებას გისურვებ, ლურჯკაბიანო”. - ლურჯი კაბა მეცვა. გამაკანკალა, სიხარულისგან გამაცია, თვალები დავხუჭე და ვეცადე არ მეტირა. თითქოს მისმა სიტყვებმა ფრთა შემასხა, მეორე სუნთქვა გამიხსნა, ის მოვიდა, არ დამტოვა, არ ვარ სულ ერთი, მისთვის რაღაცას ვნიშნავ, ვიმეორებდი გულში და ეს ძალას მაძლევდა.
სიხარულისგან ჩამოვრბოდი კი არ ჩამოვდიოდი კიბეებზე, ვიცოდი რომ გარეთ მელოდებოდა, ერთი სული მქონდა მისი თვალები ახლოდან დამენახა, მინდოდა მისი სითბო მეგრძნო. ვიდექი და გარემოს ვათვალიერებდი.
“სახლში წადი, დადუნა.” - სამი მშრალი სიტყვა და უეცრად დაჭრილი შესხმული ფრთები.
ასე გრძელდებოდა ყოველ გამოცდაზე, მე ვერ ვხედავდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ახლოს იყო, მისი მოწერილი სიტყვები იმედს და სითბოს მმატებდა, ძალას მაძლევდა. მიხაროდა და მტკიოდა ერთდროულად. ხომ ვამბობდი ჩემთვის ერთდროულად სამოთხეც არის და ჯოჯოხეთიც-მეთქი, ასე იყო.


შუაღამე იყო, ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, ცალი თვალი გავახილე და ეკრანზე ირაკლის სურათი, რომ დავინახე ინსტიქტურად წამოვხტი.
- ირაკლი, - ჩავძახე ტელეფონში და პასუხის მოლოდინში ადგილს მივეყინე.
- დადუნა… დადუ, სად ხარ, დადუ… მჭირდები. - მომესმა ირაკლის მცივანი, აკანკალებული ხმა, სიტყვებს კბილებიდან ისროდა. სიხარულმა სულ გადამავიწყა ყველაფერი, თავბრუ დამეხვა, მისი სახის წარმოდგენისას ბედნიერს გამეღიმა.
- შენ სად ხარ, ირაკლი, სად მოვიდე მითხარი…
- არა, არა…
- ირაკლი, კარგად ხარ?
- არა, არ ვარ კარგად… ცუდად ვარ, მენატრები, დადუნა. - მისხმა ხმამ, მისმა სიტყვებმა მთელს სხეულში დამიარა, ყელში რაღაც მომაწვა, რაღაც მძიმე და სასიამოვნო. -ვეღარ ვუძლებ… მინდა მაგრამ არ გამომდის…
- მოვდივარ. - ფეხზე წამოვფრინდი, ცალ ხელში ტელეფონი მეჭირა მეორეთი ტანსაცმელს ვიცმევდი. იმის წარმოდგენა, რომ ის იბრძოდა, არ ნებდებოდა სიხარულს მგვრიდა. მას მე გავახსენდი, იცოდა, რომ ჩემი იმედი უნდა ჰქონოდა. საათს დავხედე, სამი იყო, მაგრამ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაინც წავიდოდი, მთელი ქვეყნის გავლა რომ დამჭირებოდა მაინც მივიდოდი მასთან. - გაუძელი, გთხოვ.
- მიჭირს, მცივა… - სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს, ვღელავდი, მეშინოდა, რომ ვერ მივუსწრებდი.
- გთხოვ, მელაპარაკე, დადუ, არ გათიშო, მელაპარაკე… - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისვროდა სიტყვებს. გული ჩამწყდა.
- შენთან ვარ, გპირდები მალე მოვალ, არ დანებდე, ირაკლი. - ვეუბნებოდი და უკვე კიბეებზე ჩავრბოდი.
- მითხარი, რომ გიყვარვარ…
- სიცოცხლეზე მეტად…
- მტკივა… ვერ ვჩერდები… - მერე გავიგე როგორ დაიმსხვრა რაღაც და შიშისგან წამოვიკივლე.
- ირაკლი, ირაკლი… - სუნთქვაშეკრული ჩავძახოდი ტელეფონში. შუა ქუჩაში ვიდექი, ღამის სამ საათზე და ამაოდ ვცდილობდი ტაქსის გაჩერებას. ჩემს ბედად არც ერთი მანქანა არ მოძრაობდა, სხვა გზა არ მქონდა, ფეხით უნდა წავსულიყავი. ირაკლის სახლამდე ალბათ სამი კვარტალი უნდა გამევლო, შუაღამის თბილისში, ქუჩებში, რომელიც სანახევროდ ჩაბნელებულიყო. მე კი შეყვარებული გოგო, სულელი გოგო მთელი ძალით გავრბოდი და გულში ვლოცულობდი, რომ მიმესწრო. გზას მთვარე მინათებდა…
მთელი ძალით ავრბოდი კიბეებზე, ”სულ ცოტაც, სულ ცოტაც,” ვიმეორებდი გულში. კარი როგორც ყოველთვის ღია დამხვდა. სახლში არეულობა იყო, მინის ნამსხვრევები, ამოყირავებული სკამები და ძირს გადმოყრილი ტანსაცმელი, ეძებდა! ალბათ იმედი ჰქონდა იპოვიდა! მეტკინა…
ირაკლი კუთხეში მიყუჟულიყო, იატაკზე იჯდა თავი მუხლებში ჩაემალა, ხელები შემოეჭდო, ცდილობდა კანკალი შეეწყვიტა.
- ირაკლი, - ფრთხილად მივუახლოვდი, ნელა ამომხედა, ნეტავ არ ამოეხედა. ახლა ირაკლი კი არა გამგელებული, სისხლის წყურვილით შეპყრობილი მხეცი მიყურებდა. ჩაწითლებული თვალებით, გაფითრებული სახითა და მოცახცახე სხეულით, ერთიანად გამაცია. შიშმა დამიარა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ნელა ჩავჯექი მის წინ და ხელი ფრთხილად შევახე, გიჟივით უკან გახტა, უარესად ააკანკალა, ღმუოდა და მთელი ძალით ცდილობდა ხმა არ ამოეშვა პირიდან, მთელი სხეული სველი ჰქონდა. ”ლომკა”-გამიელვა გონებაში.
- ირაკლი, სად გაქვს? - ვუთხარი თითქმის ჩურჩულით.
შემკრთალს, ერთ წამს ადამიანური გამომეტყველება დაუბრუნდა, გაკვირვებით ამომხედა, მერე ძარღვები დაებერა ყელზე, ტუჩები ერთმანეთს დააჭირა.
- არა, - თავს იქნევდა. - არა... გავუძლებ…
- ასე არა, ასე არ გამოვა, - მისკენ მივიწიე, ფრთხილად შემოვხვიე ხელი მხრებზე, ბორგავდა, კვნესოდა, კანკალებდა, ერთიანად ოფლში ცურავდა, ცდილობდა ხელიდან გამსხლტომოდა.
- გამიშვი… გამიშვი. - იღრიალა და ხელი მკრა, უკან გადავვარდი, არ მწყენია, ვიცოდი ამას მის შიგნით მცხოვრები ჭია, სიბინძურე აკეთებინებდა, სურვილისა მონა გამხდარიყო. - არ შემეხო, დადუ… შორს დადექი, გთხოვ. - აცრემლებული თვალებით ამომხედა, სტკიოდა ვხვდებოდი და გული მეწურებოდა. ხელები თავზე შემოეწყო, თმისთვის ჩაეჭიდა, თითქოს ამოგლეჯა უნდოდა, მთელი ძალით იჩეჩავდა თმას, ძირიდან სთხრიდა.
- მითხარი სად გაქვს, ასე ერთბაშად, რომ ვერ დაანებებ თავს ხომ იცი? - ფეხზე წამოვდექი ძებნას შევუდექი, თუმცა მალე მივხვდი, რომ არ ჰქონდა, მივხვდი რადგან სხვა შემთხვევაში უკვე გაიკეთებდა. დანებების ნიშნად ავიწურე, ხელები მკლავებზე შემოვიჭდე და ცრემლების დამალვას შევეცადე.
- უნდა წახვიდე… არ მინდა... რამე დაგიშავო. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისვროდა სიტყვებს, ფეხზე წამოდგა, შემეშინდა, უკან დავიხიე, მიახლოვდებოდა. - წადი…
- არა, ვერ დაგტოვებ. - ვეუბნებოდი და თან ოთახის ბოლოსკენ მივდიოდი. - შემიძლია დახმარება, მომეცი უფლება მოგიახლოვდე…
- არა, შენ არ იცი... არც კი იცი… - შედგა, ნერვებისგან და ტკივილისგან დაიმანჭა, მაგიდას მივარდა, ამოაყირავა, მთელი ხმით ღმუოდა და ცახცახებდა. ერთიანად სველი იყო.
- წამოდი აბაზანაში. - ნელა მივუახლოვდი, მის ჩამოყრილ მხრებს შევეხე, შეკრთა, მაგრამ არ შემწინააღმდეგებია, გათამამებულმა, მკლავიდან მაჯისკენ გადავინაცვლე, ჩემი ათრთოლებული თითები მის ცივ და ასევე აკანკალებულ თითებს შევახე. სიცივემ მთელს სხეულში დამიარა. ჩემ წინ იდგა, გასაცოდავებული, მხრებჩამოყრილი, ყველაზე სიმპატიური ბიჭი მთელს ქალაქში, იდგა და თვალებში ვერ მიყურებდა, მისი შარმისგან და მომხიბვლელობისგან არაფერი არ დარჩენილიყო, გატანჯულ სახეს მარიდებდა, თვალებში ვერ მიყურებდა.
- ასე არ უნდა გენახე - გატეხილი ხმით ამოიხრიალა და თავი მხრებზე ჩამომადო, პატარა ბავშვივით იყო, ხელებჩამოყრილი იდგა და თავით ჩემს ყელს და მხრებს ეხებოდა, ნელა შემოვხვიე ხელი.
- დამშვიდდი, აქ ვარ…
- შენ რომ არა, შენ… ჩემი ლურჯი მთვარე, ჩემი… - მის სუნთქვას ყელში ვგრძნობდი, მის მიერ წარმოთქმული სიტყვები ლავიწზე მიგროვდებოდა, იქ სადაც ასე მოსწონდა კოცნა ირაკლის. ორივე ხელი შემომხვია, ცახცახებდა და რაღაცას ბუტბუტებდა უაზროდ, ფრთხილად გავიწიე დივნისკენ ჩამოვჯექი, მომეკრა, მთელი სხეულით დამაწვა. არც მიცდია განძრევა, საშუალება მივეცი ჩემთან სიახლოვით ყურადღება გადაეტანა. უაზროდ, ანგარიშმიუცემლად დააცოცებდა ტუჩებს ყელსა და ლავიწზე, თითებით თმებზე მექაჩებოდა, მტკიოდა, უსაშველოდ მაგრამ უფრო სულიერად.
- არა, არა…
- კი, ირაკლი კი. - შევაგულიანე უკვე ატირებულმა.
- როგორ შეგიძლია... როგორ შეგიძლია... - ბუტბუტებდა გონებაარეული და ვხვდებოდი თანდათან ვნება ერეოდა, არ მიცდია გაჩერება, არ მიცდია წინააღმდეგობის გაწევა. - არა… გამაჩერე… დამარტყი, მომკალი… არ მომცე უფლება…
- ნუ ღელავ… ასე სჯობს. - არანაკლებ ვნებამორეული ტირილით ვეფერებოდი და ვცდილობდი, ჩემი სითბოთი, ჩემი სიყვარულით, ჩემი სხეულით მის დამორჩილებას.
- არა, - წამოხტა გაგიჟებული, ხელები მოემუშტა, კბილებს ახრჭიალებდა და დაბინდული, სისხლიანი თვალებით უაზროდ მომჩერებოდა. - აბაზანაში ჩამკეტე… მიდი! -მიღრიალა. - არა, იქ არა. - აქეთ-იქით დადიოდა, კედლებს აწყდებოდა… - ოთახში - საძინებლისკან გავარდა, უკან მივყვებოდი, აშლილი, ვტიროდი და მასზე არანაკლებ აკანკალებულს სული მეყინებოდა. - ახლა კარი დაკეტე გარედან. - კარი ცხვირწინ მომიკეტა. - მიდი… გადაკეტე… - ღრიალებდა შიგნიდან. - ამის დედაც…დადუნა, რატომ არ გესმის? დაკეტე კარი…



№1  offline მოდერი bibo

ვაიმე შენ რა სასწაული ხარ საოცრება ტორტი ნამცხვარი შოკოლადიიი ბარამბოოო აი სიტყვებიიიც უძლურია შენთან მეზობელოოო აი ისეთი იყ ემოცისგან დავპრინავდიიიი ვიტირე კინაგამ აი სიტყვები არ მყოპნის რო გითხრა რა იყო ეს თავი სასწაული იყოო....აუ მეცოდება ირაკლი რააა არადა როგორ მივარსს ეს ბიჭიიიი საოცრება ბიჭი ოცნება მარა ერთი მინუსი მაინც აქ რა უხ არადა მებისკვიწება და რა ვქნა love love love love ამ საიტისსაოცრება ხარ შენ როგორც ხაშური ნაზუქის გარეშე არაპერი ასეა შენც ტკბილოოოოოოოო მურაბავვვვ კარაქიანო უროვვ დაჭრილო ჯარისკაცებადდდდდ love

 


№2  offline მოდერი tsn

მაგარი იყოო ♥♥♥ იმედია შეეშვება ბოლოს და ბოლოს წამალს.. აი დადუნა კი ძალიან ძალიან მაგარი გოგოა.. ითბილესი ადამიანი ♥♥

 


№3  offline წევრი BvBArMy

Vaime ra magaria. Ragac saocrebaaa. ❤️ Ecade male dado.
--------------------
I Hate Everything About You

 


№4  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჯერ ფილმმა მატირა...
შემოვედი აქ და დამხვდა ეს... ვიცოდი, რომ იგივე მელოდა, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და აჰა! დღეს ტირილის დღე მაქვს ალბათ.
ისეთი ემოციური გავხდი, მეშინია.
თათა სულ ტყუილად ნერვიულობ. შენ საქმეს არაჩვეულებრივად აკეთებ.
ნუ გეშინია რაა... უბრალოდ გადმოიტანე ფურცელზე ის, რაც გაქვს დაგეგმილი და რაზეც ფიქრობ. და მერე ჩვენ მოგვანიჭე სიამოვნება...
სულ ესაა <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
ჯერ ფილმმა მატირა...
შემოვედი აქ და დამხვდა ეს... ვიცოდი, რომ იგივე მელოდა, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და აჰა! დღეს ტირილის დღე მაქვს ალბათ.
ისეთი ემოციური გავხდი, მეშინია.
თათა სულ ტყუილად ნერვიულობ. შენ საქმეს არაჩვეულებრივად აკეთებ.
ნუ გეშინია რაა... უბრალოდ გადმოიტანე ფურცელზე ის, რაც გაქვს დაგეგმილი და რაზეც ფიქრობ. და მერე ჩვენ მოგვანიჭე სიამოვნება...
სულ ესაა <3

მადლობა ტკბილო...ვეცადე ძალიან

tsn
მაგარი იყოო ♥♥♥ იმედია შეეშვება ბოლოს და ბოლოს წამალს.. აი დადუნა კი ძალიან ძალიან მაგარი გოგოა.. ითბილესი ადამიანი ♥♥

გმადლობ ჩემო კარგო love

 


№7  offline წევრი Smiling girl

სიტყვები არმყოფლის იმის გადმოსაცემად თუ როგორ მომეწონა უბრალოდ ძალიან იგვიანებ ((( იქნებ უფრო მალ-მალე დადო რა

 


№8  offline წევრი kora

ვგიჟდები დადუნაზე, საოცრად ძლიერი გოგოა და მჯერა მისი ეს სიძლიერე გადაედება ირაკლისაც და თავს დააღწევს იმ ყველაფერს, თუმცა დადუნა მართალია, ასე ერთბაშად ამას ვერ შეძლებს sad ემოციური ისტორიაა და მოუთმენლად ვუცდი ხოლმე love
--------------------
kira.G

 


№9  offline წევრი kaxelii

Au nu agvianeb raaa. Dzalian magaria da velodebi moutmenlad

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kora
ვგიჟდები დადუნაზე, საოცრად ძლიერი გოგოა და მჯერა მისი ეს სიძლიერე გადაედება ირაკლისაც და თავს დააღწევს იმ ყველაფერს, თუმცა დადუნა მართალია, ასე ერთბაშად ამას ვერ შეძლებს sad ემოციური ისტორიაა და მოუთმენლად ვუცდი ხოლმე love

კორა,მადლობა არადა ძალიან ვღელავ კომენტარების გამო.

 


№11 სტუმარი Teo..

Vicodi rom dzalian kargad wer,magram aman yvelas ajoba.emociebi maxhobda kitxvis dros.suyvela tavebi ertad wavikitxe.ratomxac mjera rom wamal tavsdaanebebs irakli.dadunaze ukve vgijdebi .gtxov male dadera shemdegi.

 


№12  offline წევრი kiko

აუ ვგიჟდები შენზე <3 ძაან მაგარია <3 სულ იმას ვიმეორებ რო ძალიან განსხვავებული და კარგია და ახლაც ამას ვიტყვი love ძალიან კარგად წერ love

 


№13  offline მოდერი ^paradise^

მიეციით ამ გოგოს ოსკარი <3 დამცხა,შემცივდა ამაკანკალა და ვიფიქრე მე რას ვიზამდი ამ გოგოს ადგილას .. რაღაცეებზე დამაფიქრაა..<3 ვგიჟდები შენზე,იმიტომ რომ განუმეორებელი ხაარ!! ხოოო ხოოო განუმეეორებელი <3 შეუდარებელი :* რაღაცნაირი შენებური <3 ველი შემდეგ თავს <3
პ.ხ მეუცხოვა რომ ამ ისტორიაში ნაკლები ვნებაა (ფიზიკურად) და მომწონს ,რომ ეს ფიზიკური ვნება უფრო მაღალ დონეზე აიყვანე( ხომ მიხვდი)<3 კარგად გაქვს ასახული ირაკლის ბუნება.. ეტყობა რომ სისხლით და ხორცით პოეტია <3 ნუ მოკლედ ახლა ბევრი რო არ ვიტატანო გეტყვი და გაგიმეორებ რომ შეუდარებელი გოგო ხარ :*

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

^paradise^
მიეციით ამ გოგოს ოსკარი <3 დამცხა,შემცივდა ამაკანკალა და ვიფიქრე მე რას ვიზამდი ამ გოგოს ადგილას .. რაღაცეებზე დამაფიქრაა..<3 ვგიჟდები შენზე,იმიტომ რომ განუმეორებელი ხაარ!! ხოოო ხოოო განუმეეორებელი <3 შეუდარებელი :* რაღაცნაირი შენებური <3 ველი შემდეგ თავს <3
პ.ხ მეუცხოვა რომ ამ ისტორიაში ნაკლები ვნებაა (ფიზიკურად) და მომწონს ,რომ ეს ფიზიკური ვნება უფრო მაღალ დონეზე აიყვანე( ხომ მიხვდი)<3 კარგად გაქვს ასახული ირაკლის ბუნება.. ეტყობა რომ სისხლით და ხორცით პოეტია <3 ნუ მოკლედ ახლა ბევრი რო არ ვიტატანო გეტყვი და გაგიმეორებ რომ შეუდარებელი გოგო ხარ :*

ჩემო კარგო,გმადლობ...მიხარია თუ ეს ყველაფერი შევძელი...მადლობა რომ ასე ჩაწვდი ყველა დეტალს

 


№15  offline წევრი teddy))

Sulshi agwevs es istoria raganaria kargi, dzalain kargi! Grma aris ufro metia :* dzalian momwons velodebi shemdegs :* imedia cudat ar damtavredeba da irakli moereva :* mebrdzoli gogoa :*

 


№16  offline წევრი KGB

Dzlieri bichia irakli, monvons misi personaji, dadunac momcons da shen rom ara es ori ar iarsebebda. Vkitxulob da kvekaferi tvalcin midgas. sulshi chamcvdomi istkriaa

 


№17  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიჰ...
საოცრება ხარ!
ყოველითავის წაკითხვისას ვრწმუნდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent