შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეორე]


2-03-2016, 20:54
ავტორი N7
ნანახია 2 741

II.
ვერასდროს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე მწარე ცრემლით მატირებდა და ჩემს შეცდომას მიუგდებდა ჩემს ნამუსს, მთელი ცხოვრების მანძილზე საგლეჯად.
არც ის მეგონა, რომ ღამე ცივ ბალიშს სახეს შევახებდი და ვაბანავებდი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრება დამემხობოდა თავზე და მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ჯიბრში ჩავუდექი.
მაგრამ, როგორც ბედი აღმოჩნდა რეალობა, ისე აღმოჩნდა ჩემთვის წარმოუდგენელი რამ დღესავით ნათელი.

*კოღოს ნაკბენი*
კოკა ჟორჟოლიანი ჩვეულებრივი ტიპი იყო. ვერც კი შეამჩნევდით ერთი შეხედვით, რომ საპრეზიდენტო ადგილს უმზადებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ოთხციფრიანგადახდილი კოსტუმები ემოსა, მაინც ეტყობოდა, რომ სახლში დიასახლისი არ ჰყავდა. აღარ. ‘ჰალსტუხს’ კი მუდამ საშინლად იკეთებდა, ეტყობოდა, რომ ნაჩქარევი იყო.
ამის ფონზე კი არ მესმოდა, როგორ უცხადებდა ხალხი მხარდაჭერას, როცა ყოველდღე თავგადასავლებს ცვლიდა.
კოკა იყო ძალიან სიმპათიური, არ ვაჭარბებ. ალბათ, ამის გამო უვარდებოდნენ მუხლებში, დედამისის ასაკის ქალებიც კი. მწვანე თვალები ჰქონდა. უფრო სწორად, ჭაობისფერი. დიდხანს რომ გეყურა, ვგულისხმობ რამდენიმე წამს, აუცილებლად ამოეშლებოდნენ მცენარეები, შემოგხვევდნენ მარწუხებს და ჩაგითრევდნენ. მაღალი იყო და განიერი მხრები უხდებოდა. არასდროს მომწონდა განიერმხრებიანი მამაკაცები, უბრალოდ, მას მართლა ძალიან უხდებოდა!
ერთ წვეულებაზე ერთი გოგო მოჰყავდა ჟორჟოლიანს, მეორეზე – მეორე და ასე, დაუღლელად იცვლიდა პარტნიორებს. თან ისეთ ანგელოზივით გოგონებს დაატარებდა, სერიოზულად მაეჭვებდა, როგორ შეეძლო მათი ასე ადვილად დათმობა?
მერე ყველაფერს მივეჩვიე მისგან. იმასაც მივეჩვიე, რომ მისი ირონია კი აღარ მაღიზიანებდა, მუცელში პეპლებს მიჩენდა.
და ერთ დღეს, სერიოზული სურვილი გამიჩნდა ფსიქოლოგისთვის მიმემართა.
– ლილი, ხო? – გამიღიმა მან, როგორც დავამთავრე.
შუახნის ქალი იყო. ქერა, მოვლილი. როგორც წესი, მისი ხნის ქალები ასეთი მოვლილები და მშვიდები არ არიან. თანაც ძნელია ფსიქოლოგობა, შენი ტრამვები არ კმარა თითქოს, ხალხიც რომ გაწვება და შენზე იწმინდავს ხელებს.
გამიმართლა, ქალბატონი ნათია ძალიან მოსიყვარულე და თავისი საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა.
– დიახ, – დავუქნიე თავი და თითების ნერვიული მტვრევა გავაგრძელე.
– იცი, ლეგენდის თანახმად, ვინც თითებს ასე აწვალებს, გათხოვება სურს, – სიცილით განმიმარტა ფაქტი და ყავა გამომიწოდა.
მადლობის ნიშნად თავი დავუკარი და იმის მერე, რაც გავაანალიზე ნათქვამი, ძალიან ხმამაღლა გავიცინე.
– არა, გათხოვებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ! – ვიუარე უცებ.
– დაგიგვიანდება მერე, – მხრები აიჩეჩა და სავარძელში ჩაეშვა.
ოფისი, რომელიც ეკუთვნოდა, კეთილმოწყობილი იყო. ერთიშეხედვით დაძაბულ ფერებში მოგეჩვენებოდათ ოთახი ჩასმული, თუმცა სიმართლე ის იყო, რომ შავი და თეთრი პირდაპირ გამოხატავდა სათქმელს, უფრო სწორად, შავისა და თეთრის ერთმანეთში არევა ინტერიერში...
თეთრს შეიძლება შავი ახლდეს და პირიქით – ეს ხომ ცხოვრების მუდმივი, შეუცვლელი ფილოსოფიაა, რომელიც აღარავის უკვირს.
– შენ მოგწონს კოკა, ლაკონურად რომ ვთქვა. ძალიან დიდ ლტოლვას განიცდი მისკენ. მასაც მოსწონხარ, უბრალოდ შენზე მეტადაა არეული. თანაც პრინციპული კაცია ჟორჟოლიანი, შენ კი ძალიან გაანაწყენე. გირჩევ, ერიდო და ნაკლებად გამოიწვიო. თუმცა ამას კარიერული თვალსაზრისით გეუბნები. როგორც ჩანს, მოსწონს თამამი ქალები, – მომცა რჩევა, რომელიც ძალიან, ძალიან დამეხმარებოდა თუ ზედმიწევნით მივყვებოდი.
არადა, ამაზე მარტივ ‘დიეტაზე’ ვერც ვიოცნებებდი.

ჩემი დღის გრაფიკი ნამდვილი აპოკალიფსი გახდა. წარმატებულად ვაწარმოე წინასაარჩევნო კამპანია, წარმატებით შემოვიკრიბე ხალხი და ერთად შევუდექით ბრძოლას მართველობის სადავეების ხელში ჩასაგდებად. ეს იყო ძალიან გრძელი, თითქმის დაუსრულებელი და რთული პროცესი. ოცდაოთხი კი არა, ოცდარვასაათი ვმუშაობდი დღეში. ხშირად არ მეძინა და ვსვამდი იმდენ ყავას, რამდენიც ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა დალიოს.
მოიცა, ახლა მე ვთქვი, რომ ნორმალური ვარ? ირიბად?
ო, არა, არა! მაშინ გადავუსვი ჩემს ნორმალურობას ხალხი, როცა კოკას გამოვუცხადე ბრძოლა.
ასე რომ, მე არ ვიყავი ნორმალური და ეს შეგნებული ქმედება იყო. იმდენად, რამდენადაც შეიძლებოდა ყოფილიყო.
ერთ დღეს თეკლამ დამირეკა, ჟორჟოლიანმა და მთხოვა, შევხვედროდი. რესტორნის მისამართი ჩამაწერინა და დრო, რომელზეც არ შემთანხმებია. რა უკულტურობაა, კოკამ გადასდო?:)
საქმეები ავრიე, სხვა გზა არ იყო. რაღაც შეხვედრები გავაუქმე, რაღაც შეხვედრები გადავდე, რაღაც საბუთები ხელმოსაწერი დავტოვე და უმნიშვნელოდ დასვრილი, თუმც მაინც, ქვედაბოლოს საზღვარზე ერთი წვეთი ლაქით წავედი. უბრალოდ, ორი წუთიც კი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მტკიოდა მისი დახარჯვა.
და ეს არ ხდებოდა პირველად.
რომ მივედი, იქ დამიხვდა ქალბატონი ჟორჟოლიანი. შუშაბანდთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ვერ შემნიშნა, სანამ არ მივუახლოვდი, ფიქრების ზღვაში ღრმად შეეცურა.
– ბევრი გალოდინე? – ქოშინით წარმოვთქვი და მაჯის საათს დავხედე.
მხოლოდ რამდენიმე ათეული წუთი, როგორ ახერხებ, ლილი, მასწავლი?:)
– არც ისე, – გამიღიმა და გადამკოცნა.
არადა, როგორ არც ისე!
– როგორ ხარ? სიძე როგორაა? – მივაყარე კითხვები მაშინვე, ვალდებულებების მოხდის მიზნით, თორემ იმ მომენტში მაგაზე ბევრად მეტი და დიდი სადარდებელი მქონდა!
– კარგად ვართ, ლილ. გაცდენ, ალბათ, და მოკლედ გეტყვი... – სუნთქვას ამოაყოლა ბგერები და მზერა ქვემოთ ჩააცურა.
– უნდა ვისადილო მაინც, ასე რომ, სანამ რამეს შევუკვეთავ და შემდეგ შევჭამთ, დრო გაქვს! – გავუღიმე. ასე იყო.
– შეკვეთილია უკვე, მოიტანენ რამდენიმე წამში, – არც მან დამაკლო ღიმილი, ოღონდ ვგრძნობდი, რომ ან იმ მომენტში იჯდა ჩემ წინ სხვა თეკლა, ან უბრალოდ შეცვლილიყო.
რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება, მაგრამ ვერ შეძლო. ხან სად მიედებოდა და ხან სად. მერე მე შევეშველე, ფსიქოლოგიურად დადებითად განვაწყე და მანაც, როგორც იქნა, მაღირსა.
– კოკას უნდა, რომ დათმო შენი ამჟამინდელი პოზიცია და პირველ ლედობას გთავაზობს.
ღმერთო, ყურებს კი არა, ჩემ თავს ვერ დავუჯერე, რომ იმ წამს თეკლე ჟორჟოლიანის წინ ვიჯექი, ბავშვობის მეგობრის და ვისმენდი მისგან მსგავს წინადადებას, რომელიც იმ არაკაცმა დააბარა ჩემთან.
ხომ არ ღადაობს? რა სისულელეა, რა მარაზმი?
– მეხუმრები ხო? – ნერვიულად გავიცინე და შუბლზე თრთოლაშეპარული თითები მოვისვი.
– ლილ, მაპატიე რა... – ხმა ჩაეხლიჩა და თვალები აემღვრა.
სიგარეტს მოვუკიდე და შუშაბანდიდან წვიმიან ქუჩას გავხედე.
ესეც შენი სექტემბერი, ლილი. ნესტიანი სექტემბერი, ყველა ჭრილში.
– შენი რა ბრალია, არაკაცი ძმა რომ გყავს, – მეცინებოდა ისევ, ნერვიულად და სიგარეტს ძალიან, ძალიან ღრმად ვუშვებდი ორგანიზმში.
ჩაახველა და ამოილუკუნა:
– ლილი, სჯობს დასთანხმდე... თავისას ყოველთვის აღწევს და არ მინდა, რომ ამ წარმატების ბრძოლაში ძალიან გატკინოს, – გულწრფელი იყო მისი ყველა სიტყვა.
ვიცოდი, ვაცნობიერებდი, რომ მართალი იყო, უბრალოდ ვერ ვუშვებდი, როგორ შეეძლო კოკას ყოფილიყო ასეთი ბოროტი?!
უბრალოდ, ებრძოლა კეთილსინდისიერად და თუ ხალხი აირჩევდა მას, ღიმილით გადავეხვეოდი და მივულოცავდი. თვითონაც იცოდა.
თუმცა ვერ ვხვდებოდი, ამ არჩევნის წინაშე რატომ დამაყენა? მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ლიდერები, დანარჩენს არც კი აინტერესებდა გამარჯვება, ვითომ ამიტომ? რათა უკანასკნელი კონკურენტიც ჩამოეცილებინა?
– შემხვდეს კოკა, თორემ სერიოზულად ვანანებ, საერთოდ რომ დაიბადა! – გამოვცერი კბილებში და წამოვდექი.
დაუმშვიდობებლად დავტოვე თეკლა, რომელიც ჯერაც ტიროდა. ის რომ ასეთი სუსტი იყო, საიდან ამდენი გამბედაობა მის ძმას? განა ერთი სისხლისა და ხორცის არ იყვნენ?!

ისეთი სისწრაფით დავტოვე რესტორანი, არაფერი მახსოვდა. დასწყევლოს! ჩანთა დამრჩა და საჭმელიც არ დამესრულებინა.
საჭმელს ვინ ჩივის, არ დამეკარგება, მაგრამ ჩანთა... იქ იყო ჩემი ყველაფერი.
კოზირი, ‘ვიშე’...
მთელი საღამო ყავას ვსვამდი განუზომელი რაოდენობით და სიგარეტს ვეწეოდი იმდენს, რომ კედლები გაიბერა.
მერე დააკაკუნეს. არავის ველოდი და არც მინდოდა ახლა სტუმრები. ჩემს ბედზე, დღეს გავიდა მაინც და მაინც შვებულებაში იზა!
წამოვდექი და გასაღებად წავედი. ასე, მოუწესრიგებელი, აწეწილი, ერთიანად მოთენთილი და გაუბედურებული. დაე, ყოფილიყო ჟურნალისტების მთელი არმია! ოღონდ ის არა და იმ დღეს არა.
ჰო, კოკა იყო. ჩემი ჩანთა ეკავა და ისეთი ღიმილით მიღიმოდა, მეგონა მთელ მსოფლიოს ირონია მოპარაო.
– დღეს არა, – ამოვიხრიალე მაშინვე, როგორც კარი გავაღე.
– უი, რატოო? – ცინიზმით დაიმწუხრა მან.
– მორჩი ოინბაზობას! – დავიყვირე წყობიდან გამოსულმა.
– თორემ რა? – დაიჩურჩულა და იმდენად შეამცირა მანძილი ჩემსა და მას შორის, რომ ცხვირით შუბლზე მეხებოდა და თავის ცხელ სუნთქვას, გავარვარებულ სუნთქვას, მთელ ჩემს სახეს აგრძნობინებდა.
ბოღმით ვივსებოდი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მინდოდა რამის შესაძლებლობა მქონოდა, მაგრამ არაფერი შემეძლო,სრულიად არაფერი, გარდა უაზრო მუქარისა, რომლისაც მეც კი არ მეშინოდა.
და ბოლოს გადავწყვიტე, რომ მისთვის სისუსტე არ უნდა მენახებინა ჩემი. არაფრის დიდებით...
– როგორ ბედავ, ჯერ ჩემს შეშინებას ცდილობ და მერე სახლში მივარდები? – ჩურჩულით, მტკიცედ ვუთხარი.
გაუკვირდა, არ ელოდა ჩემგან მსგავს პოზიციას.
– მადლობა მითხარი, შენს სოროში რომ მოვდივარ! – ისეთი ხმით და ისეთი ირონიით მითხრა, მთელს ტანში გამცრა.
სოროთი მოიხსენია ჩემი სახლი თუ მომეჩვენა? არაკაცი!
– შეწყვიტე და წადი, მიდი! – უკან დავიხიე, ამაყად ავხედე და თითით გასასვლელისკენ ვანიშნე.
ჩაიცინა.
– მეტჯერ აღარ მოგეცემა შანსი დალაპარაკების. ან ახლა, ან უბრალოდ აღნიშნე დამარცხება! – გრაციოზულობით ჩაილაპარაკა და კვლავ დასმუსნილი პიჯაკი შეისწორა.
ჯანდაბა, ჟორჟოლიანო, ჯანდაბა! როგორ არ მინდოდა მაშინ მისი შემოშვება. ჯერ ხომ რა მდგომარეობაში ვიყავი, მერე უარსად მძაბავდა.
მისაღებში შევიდა, თან ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს.
– გეტყობა, ძალიან დაგაფიქრა ჩემმა შემოთავაზებამ! – მაშინვე შემომხედა ირონიული სახით, რაც სავარძელში ჩაეშვა.
სურვილი მქონდა მივვარდნოდი და ყელზე იმდენხანს მომეჭირა თითები, სანამ თვალები უპეებიდან არ გადმოსცვივდებოდა და სხეული არ გაუცივდებოდა.
გამკეთებელი ვიყავი.
მაგრამ რაღაც მაკავებდა... რაღაც, ჩემთვის ამოუცნობი.
– მგონი ვიმსახურებ პასუხს, – დაუსერიოზულდა სახე.
– სერიოზულად? – ახლა მე ვუპასუხე აგდებით. – რისთვის დაიმსახურე?
უემოციოდ მომაჩერდა. მინდოდა მის სახეზე ძალიან, ძალიან ბევრი მეხარხარა, მაგრამ, დღესაც არ ვიცი რატომ, თავი შევიკავე.
– პირველი ლედის წოდება სასიამოვნოა... წარმოიდგინე, „იმ ერთადერთის“ ერთადერთი რომ ხარ, – შემომხედა პათეტიკურობით.
გამეცინა და მის წინ ჩავეშვი სავარძელზე, საფერფლე და სიგარეტის კოლოფი ფეხებზე დავიდე, რომლებიც სავარძლის გვერდზე შემოვაწყე.
თხემით – ტერფებამდე ჩამათვალიერა და ხველება აუტყდა.
ირონიულად ვუყურე მანამ, სანამ არ ამოისუნთქა. თუმცა სიამოვნებით ვუყურებდი მის დახრჩობასაც:).
– მაგაზე სასიამოვნო ისაა, პირველი ქალი პრეზიდენტი რომ ხარ ქვეყნის ისტორიაში, – თვალი ჩავუკარი.
სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
– ხომ იცი, რომ მაგას არ დავუშვებ!
– და შენც ხომ იცი, რომ არ წამოვეგები პროვოკაციაზე.
– უკვე წამოეგე.
– ხო? – მეღიმებოდა მე, სიმწრით და არ შემეძლო შემეხედა მის სახეზე მოზღვავებული ირონიისთვის.
– კი.
– მაინც როდის?
– აი, მაშინ, როცა პირველად გაგვიმხილე ის ფაქტი, რომ ჩემს კონკურენციას აპირებდი, – ხმამაღლა გადაიხარხარა.
და უცებ გამიელვა სასწაულმა იდეამ თავში.
– იცი რა? ახლა მე შენ ყავას მოგიდუღებ, საწამლავს გავურევ სითხეს და სუფთად გამოვძვრები.
სერიოზული სახით მიყურა რამდენიმე წუთი. ვხედავდი სიწითლე როგორ ეპარებოდა ღაწვებზე და როგორ ედებოდა მთელს მის სახეს. თავიდან მეგონა, რომ ბრაზისგან გავაწითლე და გულში ვზეიმობდი გამარჯვებას.
და უცებ ისეთი ხარხარი ატეხა, მეგონა მთელმა უბანმა გაიგონა მისი ხმა.
– მორჩი! – დავიყვირე და საფერფლე ისეთი სიძლიერით დავანარცხე მაგიდაზე, მარმარილოს ბზარი გაუჩნდა.

და მერე, უბრალოდ, გაგრძელდა ყოველდღიური რუტინა და სამუშაო ოცდაშვიდი საათი.
მცირე ხანს იმაზეც ვფიქრობდი, დავთანხმებოდი ჟორჟოლიანის წინადადებას და ცოლობის პერიოდში გამომეწოვა სისხლი.
აი, როგორც კოღოები არიან... იცი, რომ შენს სიახლოვეს დაფრინავენ, იცი, რომ გაგამწარებენ, სისხლს გამოგწოვენ, მაგრამ მაინც ვერ ებრძვი, რადგან შენზე მოხერხებულნი არიან.
მაგრამ მე უბრალოდ არ ვიყავი კოკაზე ძლიერი და მითუმეტეს კოღო.
და ჰო, ჟორჟოლიანისთვის ზედგამოჭრილი ზედმეტსახელი აღმოჩნდა კოღო.
არა მხოლოდ ჩემს მიმართებაში, არამედ სრულიად საქართველოს მიმართებაში!

მეორე თვეს რესტორანში შევკრიბე ჩემი პარტია, ვიფიქრე, მოტივაციისთვის არ იქნებოდა ცუდი ქართული სუფრა და დღეგრძელობაში უკეთ გაცნობილი ერთმანეთი.
არადა, სულ რაღაც ცამეტი ადამიანი ვიყავით პარტიაში.
საუკეთესო რესტორანში გავამზადებინე სუფრა.
ცოტა არ იყოს და, თავიდანვე მიგრძნობდა გული, რომ რაღაც ვერ იქნებოდა ისე... უბრალოდ, რაღაც ძალიან დიდი მოხდებოდა, მხოლოდ მეტი ვეღარ წარმომედგინა.
თუ წარმოვიდგენდი, რომ იმ საღამოს ვინმე არასასურველი აღმოჩნდებოდა ჩვენს დარბაზში, მაშინვე თავს ვინუგეშებდი არარსებული, ფანტაზიაშეკედლებული ნუგეშით და ვაგრძელებდი იმაზე ოცნებას, რომ საოცრად კარგად მოვილხენდით.
და მე მართლა მეგონა, რომ ჟორჟოლიანი და მისნაირი ადამიანები მოგვცემდნენ უფლებას რამე გაგვეკეთებინა ‘ჩვენს გემოზე’.
ღმერთო, რაოდენ დიდი დოზით ვამჟღავნებდი მიამიტობას, ხანდახან.

ჩემი წინათგრძნობა გამართლდა.
ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, როცა რესტორნის ნახევრადსავსე დარბაზში ჩემი სისხლისმწოველი კოღო შემოვიდა.
ნაბიჯი ერეოდა ჟორჟოლიანს და სახის თეთრი კანი მთლიანად გასწითლებოდა. შუბლზე ძარღვები გამოჰბერვოდა. მის მამაკაცურ იერს, წარმოუდგენლად მეტ ვაჟკაცობას სძენდა.
მაგრამ იმ მომენტში ის მეჩვენებოდა ყველაზე დიდ შეცდომად ბუნების!
შემოსვლისთანავე მომძებნა თვალებით და ჩემკენ სასტიკად ირონიული ღიმილით წამოვიდა. ბარბაცებდა და მეგონა სადმე ფეხარეული გაიშხლართებოდა, საფეთქელს ცუდად დაარტყამდა იატაკს და გათავდებოდა ჩემი ტანჯვა.
მაგრამ ვინ მოგცა ლიპარტელიანო შენ მაგის ბედი!
მომიახლოვდა. სახესთან მის გავარვარებულ ნახშირორჟანგს ვგრძნობდი და ის კი ჩემი თმიდან ექაჩებოდა საჭირო ჟანგბადს.
– რა მაგარი ქალი ხარ, ლილი და როგორ ცდილობ ეშმაკად მომაჩვენო თავი, – იმდენად ხმამაღლა მიჩურჩულა, ყველამ ჩვენ შემოგვხედა.
აღარ ვიცოდი სად შევმძვრალიყავი, გავმქრალიყავი. ამდენ ხალხში... ღმერთო, ამდენ ხალხში რაებს მესაუბრება, ეს შერეკილი!
– შემიძლია რამით დაგეხმაროთ, ბატონო კოკა? – ვეცადე მტკიცე ტონი შემენარჩუნებინა, თუმცა ერთი–ორგან თავისუფლად შემამჩნევდა ადამიანი და მითუმეტეს ჟორჟოლიანი, რომ საშინლად გამტყდარი ვიყავი.
გაიცინა.
ამდენმა ირონიამ აქამდე როგორ მომიყვანა, უსიკვდილოდ?
თუმცა მე ბევრჯერ მოვკვდი აქ მოსასვლელ გზაზე.
– უბრალოდ, ან მოიგე, ან ჩემს შემოთავაზებას დასთანხმდი, – იჩურჩულა დაბალხმაზე ამჯერად.
ღმერთო, როგორი ინტრიგანია! მე მთელი ქვეყნის წინაშე შესარცხვენად გამომიყვანა და თვითონ კი უდარდელად მეჩურჩულება გეგმებს.
– ბატონო კოკა, ცოლობას მთხოვთ? – აღმომხდა მოჩვენებითი აღტაცებით.
და მაინც, მეთამაშებით, ბატონო ჟორჟოლიანო?
დაე, ვითამაშოთ! ყოველთვის მთხოვდნენ სამსახიობოზე ჩააბარეო, მაინც, ეს ისე:)
ყველამ რომ ჩვენ შემოგვხედა და კოკას ერთი ნერვიც არ შეუტოკდა, მაშინ მივხვდი, რომ თავი გავაბი და არა ეს სვანი.
– ზუსტად, – გაიცინა და ჩაიმუხლა.
ჯიბეში რომ რაღაცას დაუწყო ძებნა, მაშინ მივხვდი, წასული იყო ჩემი საქმე.
ნახევრადცარიელი რესტორანი შევსებულიყო ხალხით და თითოეულ მათგანს გადამღები აპარატები ან მობილურები ჰქონდათ მომარჯვებული.
ფერები გადამივიდა და სუნთქვა შემეკრა. ჯერ მუშტები შევკარი და თვალით გავზომე, რომელ მხარეს უფრო ვატკენდი, შემდეგ გავშალე და ისიც მოვზომე, სად დაეტყობოდა თითები უკეთ, მაგრამ არცერთი გამომივიდა.
– რა თამაშს თამაშობთ, ბატონო კოკა? – გამოვცერი კბილებში.
– არ ვთამაშობ, მინდა, რომ ცოლად გამომყვეთ, ქალბატონო ლილიანა, – იღიმოდა.
და მე იმ მომენტში სერიოზულად დავეჭვდი მისი გონების საღ მდგომარეობაში.
– ნასვამი ხართ, ბატონო კოკა. უხმაუროდ დამტოვეთ, გთხოვთ! – ვსაუბრობდი დაპროგრამებულივით.
თავბრუ დამეხვა და ღებინების შეგრძნება გამიჩნდა. თითქოს საცაა ამოვიღებდი. ო, როგორი სიამოვნებით დავთანხმდებოდი მის შემოთავაზებას სხვა პოზიციიდან, ორივეს სხვა პოზიციიდან, მაგრამ იმ მომენტში არაფრის დიდებით შემეძლო ლაპარაკი.
და ახლაც მიკვირს, როგორ შევძელი რაიმე სისულელე არ მომეროშა.
მიხვდა, რომ უნდა ამდგარიყო და წასულიყო, ეს ბოლო სიტყვას წარმოადგენდა ჩემსას.
წასვლამდე ჩემს ყურთან ახლოს ჩაილაპარაკა:
– არასდროს ვნებდები. – მარჯვენა ყურზე თმა გადამიწია და დინჯი ნაბიჯებით დატოვა რესტორანი, რომლის გასასვლელთან დაცვა დაუხვდა.

მეორე დღეს მივხვდი, რომ ყველაფერი თავზე დამამხო ჟორჟოლიანმა. ყველა ჩვენზე საუბრობდა და განმიკითხავდა მხოლოდ მე, თითქოს რაიმე დანაშაული ჩამედინოს, უპატიებელი.
თურმე კოკას ნერვიულობისგან სახლში ავეჯი დაუმტვრევია. ნეტავ თავად შეამოწმეს?:)
თურმე კოკას დიდი ხნის მანძილზე ვუყვარდი. უეჭველად უმკითხავეს:)
თურმე ერთი თვის წინ მისგან ორსულადაც ვიყავი და აბორტი გავიკეთე.
ეს პიკი იყო. და მერე მეც გამოვედი სიტყვით.
რა იყო ჩემი სიტყვა?
– გული მერევა თქვენზე!
და საბოლოოდ დავყარე ფარ–ხმალი.
ყველაფრის წინაშე.

რამდენიმე თვეში აღმოვაჩინე, რომ გავბოროტდი და ნელ–ნელა ყველა ჩამოვიცილე ჩემი გვერდიდან. ვეღარც ჟორჟოლიანს ვადანაშაულებდი და ვეღარც თავს ვიმართლებდი.
კოღომ ზუსტად მონიშნულ ადგილას ამომწოვა სისხლი და წარუშლელი დაღი დამატყო.
თუმცა ვერ გათვალა, რამდენად საშიშნი არიან ჩემნაირი ადამიანები.
ცხოვრებისგან უკუქცეულნი, მისგან გაბოროტებულნი.
ჰოდა, ჩემი ჯერი იყო. მე უნდა მომერგო კოღოს ფორმა.
***
თუ მომყვებით, გთხოვთ, გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.
უბრალოდ, მინდა ვიცოდე, საჩემოა თუ არა ეს ე.წ 'ჟანრი'?
მიყვარხართ.



№1 სტუმარი darina

momwons gansxvavebulia, lilis ar vamartleb shurisdzieba rom gadawyvita, yvelaze metad shurisdziebis wyurvili gvaborotebs adamianebs, imedia sakutar saxes ar dakargavs, rogorc yoveltvis dzalian magari xar, momwons sheni nawerebi.

 


№2  offline წევრი N7

darina
momwons gansxvavebulia, lilis ar vamartleb shurisdzieba rom gadawyvita, yvelaze metad shurisdziebis wyurvili gvaborotebs adamianebs, imedia sakutar saxes ar dakargavs, rogorc yoveltvis dzalian magari xar, momwons sheni nawerebi.

როგორც ყოველთვის, ძალიან მახარებ!
უღრმესი მადლობა love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

შენი ჟანრიც მომწონს და აი ესეც სასტიკად! გააგრძელეეეე აუცილებლად.მე მოგყვები და სხვა თუ არ მოგყვებაა დიდ სიამოვნებასაც კარგავს❤❤❤❤❤

 


№4  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia
შენი ჟანრიც მომწონს და აი ესეც სასტიკად! გააგრძელეეეე აუცილებლად.მე მოგყვები და სხვა თუ არ მოგყვებაა დიდ სიამოვნებასაც კარგავს❤❤❤❤❤

უუღრმესი მადლობა, ტკბილოო! love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი teddy))

Pirvelad vkitxulob shens nawarmoebs ertxel vkixtulobdi provincielze iyo sheni iyo xo? Da simartle gitxra shevwyvite megona da vfqirobdi rom movlenebi dachqarebuli iyo da axla amas vkitxulob didii sixarulit, gulmodgined dzalian magariaaa! Megoma sxvanairad ganvitardeboda magram ase jobs yochaag!

 


№6 სტუმარი ana

supeeer motxrobaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent