შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური ბიძაშვილი (თავი7)


2-03-2016, 23:57
ავტორი Havai
ნანახია 1 769

-შეგიძლია მითხრა ვინ ხარ?
-რამოხდა მარიამ, კარგად ხარ?
-რას მალავ ან რატომ მითვალთვალებენ შენს გამო?
-რაა? შეენც? ხომ გავაფრთხილე!
უცებ ფეხზე წამოდგა და ნერვიულად დაიწყო სიარული.
-ახლავე ამიხსენი.
-იციი, ეს ისეთი საქმეა, არ მიდა შენც გაგრიო.
-რას ნიშნავს ისეთი საქმეა?
ცინიზმით ვუთხარი და ისეთი თვალებით შევხედე, მიხვდა, ვერაფერს დამალავდა, იძულებული იყო ყველაფერი ეთქვა.
-მეშინია, ცოტნეს დავკარგავ, ქორწილი 2 დღეშია.
სახეზე ფერი არ ედო, კანკალებდა, მოყოლა მაინც დაიწყო.
-გუგას მამა 8 წლის წინ გარდაცვალა. გუგა მაშინ 10 წლის იყო, ავარიაში მოვყევით, გუგამ მეხსიერება დაკარგა, მამამისი კი გარდაიცვალა. მოწყობილი იყო, დარწმუნებული ვარ, პოლიციას არ დაუდგენია, მაგრამ ვიცი, ყველაფერს მოგვიანებით მივხვდი, როცა უკვე....
აქ შეჩერდა, ალბათ გაგრძელება არ უნდოდა, ან უჭირდა. გუგას ნათქვამი გამახსედა, ასე თქვა 7 წლის ვიყავიო, ნათია კი ამბობს 10ის იყოო.
-ძალიან გამიჭირდა, ბავშვი მყავდა, ბიზნესი მე უნდა მემართა, ვასოს–გუგას მამას, სხვადასხვა მაღაზიების ქსელი ქონდა, ნებისმერს მოუნდებოდა ამ ყველაფრის ხელში ჩაგდება. ვასოს მეგობრები თავიდან 3-4 წელი გვერდში მედგნენ, ყველაფერში მეხმარებოდნენ, გუგას გაზრდაში, საქმეშიც არაფერს მაკეთებინებდნენ, ყველაფერს ჩვენ მივხედავდთო, ვასოს მათთან ერთად ჰქონდა აწყობილი ყველაფერი, ენდობოდა და მეც მადლობელი ვიყავი მათი. 3 თუ 4 წელი იყო გასული ვასოს სიკვდილიდან, რაღაც საბუთებს მიგზავნიდნენ ხელის მოსაწერად, თავიდან არაფერს ვკითხულობდი, არც დრო მქოდა და არც შემეძლო შემდეგ უკეთ გავხდი, გუგაც გაიზარდა და დამაინტერესა, საბუთები გადავიკითხე, ფაქტიურად კარგი ვერაფერი დავინახე, მივხვდი ცუდ საქმეშიც იქნებოდნენ გარეულები და მეც გამრევდნენ. მაშინვე ადვოკატს დავურეკე, მდგომარეობა მოკლედ ავუხსენი და შეხვედრა ვთხოვე. გასასვლელად ვემზადებოდი, რომ მესიჯი მომივიდა, არსად არ წახვალ, გუგა ჩვენთანააო. მისმენდნენ, ესეც მოახერხეს, მივხვდი მათ ხელში ვიყავი და შემეშინდა, ვერაფერს ვაკეთებდი, შემდეგ გუგამ დამირეკა, გახარებული იყო, მათთან ერთად ვარ აგარაკზე, აქ ვრჩები, ხვალ მოვალო. ყველაფერს მივხვდი, მივხვდი უნდოდათ ჩემი წილიც ხელში ჩაეგდოთ. იმის შემდეგ, როცა მივხვდი მათ ჩანაფიქრს, სულ მაშინებენ, ახლა კი როცა ცოტნე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მემუქრებიან რომ მასაც რაიმეს დაუშავებენ. უკვე წლებია ასე ვარ, შეიძლება ითქვას მივეჩვიე კიდეც...
-ნათიასთვის აღარაფერი მითქვამს, შემეცოდა. კაფედან გამოვედი, ამ დროს ტელეფონზე მესიჯი მომივიდა დაფარული ნომრიდან.
"ყველაფერი იცი, როგორც ჩანს. სახლში არ დააგვიანო, ისედაც გააცდინე გაკვეთილი."მივხვდი სადღაც ახლოს იყვნენ, მაშინვე გარშემო დავიწყე ყურება, და კიდევ ერთი მესიჯიც მოვიდა.
"ტყუილად იყურები, ვერ დამინახავ."
მივხვდი აზრი აღარ ჰქონდა, ყურებასაც მოვრჩი, იმასაც ვგრძნობი რომ დამყვებდონენ, ცუდი განზრახვა რომ ჰქონოდათ აქამდე დამიშავებდნენ რამეს, მაშინ რა უნდათ? არვიცი და ვფიქრობ მე ამაში არ უნდა ჩავერიო, ჰო ასე ჯობია, ფიქრებში გართული სახლთან მივედი. თაკო უნდა წამეყვანა კინოში.
-თაკო გაემზადე.
-მე მზად ვარ და შენ გელოდები.
5 წუთში უკვე სახლიდან გავდიოდით, კინოში შესვლამდე ბევრი პოპკორნი ვუყიდე. შევედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ, მალევე ტელეფონის ხმა გავიგე, უცხო ნომერი იყო.
-მარიამ, როგორ ხარ? თოკო ვარ.
-კარგად, შენ?
-ნატუკას მთელი დღეა ვურეკავ და არ იღებს, გთხოვ დაურეკე.
დარბაზიდან გამოვედი და ნატუკას დავურეკე.
-თოკომ დამირეკა, არ მპასუხობსო.
-ვიჩხუბეთ, გაბრაზებული ვარ.
-კინოში ვარ, საათნახევარში საათში სახლში მივალ და ამოდი. -თაკოს მუვუჯექი, ერთსაათში ფილმიც დამთავრდა, გამიოსვლისას გუგას მოვკარი თვალი, არ მეგონა აქ თუ შევხდებოდი, ყოვეთვის იქაა სადაც ვერც კი წარმოვდგენ, ამითაა ჩემი ბიძაშვილი განსხვავებული. დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა.
-არ მეგონა საბავშო ფილმებზე თუ დადიოდი.
სიცილით ვუთხარი და პასუხს დაველოდე
-ისევე როგორც შენ.
ამაზე ორივეს გაგვეცინა, თაკომ როგორც დაინახა, მაშინვე ჩაეხუტა და ლაპარაკი დაუწყო, მანაც არ აწყენინა, ფილმის დასასრულს ერთად განიხილავდნენ. მეგობრებთან ერთად იყო, მაგრამ დაემშვიდობა და ჩვენთან ერთად წამოვიდა. ისევ მესიჯი.
"შეყვარებულია?"
ამაზე დავიძაბე, ავნერვიულდი, ან იმიტომ რომ ეს ვოღაც უცნობი-გუგას მამის მოღალატე მეგობარი მწერდა, ან იმიტომ რომ გუგა ჩემი შეყვარებული? ასე აღსაქმელად ვერ გავიმეტე ჩემი თავი და გუგა. ფიქრებიდან თაკოს ხმამ გამომიყვანა.
-გუგა ჩვენთან წამოდიი, ნატუკაც მოვა.
-არ ვიცი, მარიამი როგორც იტყვის.
-კი რა პრობლემაა, წამოდი.
ნატუკას მივწერე გუგაც ამოვა თქო, სიმართლე რომ ვთქვა,გამიხარდა, მას უკვე ყველანაირად ვიცნობდი, ცოტნეს და ნათიას ქორწილი 2 დღეში იყო, არ მინდოდა ეს ამბავი გამემჟღავნებინა, არ ვიცი სწორად ვფიქრობდი თუ არა, მაგრამ მაინც... მინდოდა პოზიტიურად მეფიქრა...
სახლში ავედით მე გუგა და თაკო, მარტო ვიყავით, მალე ნატუკა მოვიდა.
-გაიცანი გუგა, ნატუკა.
ერთმანეთს ღიმილით შეხვდნენ, ნატუკას ღიმილი მეცნო, ეშმაკური და მომხიბვლელი, გამეცინა, ზუსტად ასე იცის, როცა ვინმე მოწონს.
მაღაზიიდან რაღაცეები მქონდა ამოტანილი, პიცა შევუკვეთეთ და ფილმის ყურება გადავწყიტეთ მაგრამ ნატუკამ ვითამაშოთო, თაკოს გაუხარდა, ფილმის ყურებისას მაინც ვერ გაერთობოდა. სიმართლე თუ მოქმედებას თამაში დავიწყეთ და აქ ყველაფერი სიმართლე უნდა გვეთქვა.



№1  offline წევრი Metalhead

მალე დადე ახალი თავი ♡♡♡

 


№2  offline წევრი cancara

Nwnwnw netaramoxdeba

 


№3  offline წევრი Metalhead

რატომ აგვიანებ :(( დადე რა ახალი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent