მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (მესამე თავი)
დილას ადრიანად არ გაუღვიძია. შუადღე იყო როცა ჭყიტა თვალები. თავი გახეთქვაზე ჰქონდა.ცხელი ტერფები ცივ იატაკს რომ შეახო მაშინღა გამოფხიზლდა. ფანჯარასთან მივიდა ფარდა გადაწია და მეშვიდე სართულიდან გადაიხედა.ცივმა ქარმა უხამსად დაუბერა მოშიშვლებულ გულმკერდზე ამიტომ ერთიანად გააკანკალა და ფანჯარა იმწამსვე მიხურა.ივლისის თვე იყო თუმცა იმ დღეს რატომღაც არ იყო თბილი ამინდა.ტანის რხევით მივიდა კარადასთან საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო და დაფიქრდა რა ჩავიცვაო, დღეს ხომ მისი დაქალი სალი გამოდის, მასთან უნდა დარჩეს.მოკლე ჯინსის შორტი წვრილბრეტელიანი მაისური და გრძელი შავი ჟაკეტი ჩაიცვა, თმები მხრებზე გადმოიყარა და სარკეში თავის ანარეკლს თვალი შეავლო. იმისდა მიუხედავად რომ ძალიან ცუდად იყო მაინც ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო.ჩუსტებში ფეხები სწრაფად შეაცურა და ზლოზინით გავიდა მისაღებში. ზომბივით მიაბიჯებდა დერეფანში და ოთახში რომ შეაბიჯამაშინღა მოლანდა ათამდე ბიჭი, ხელისაწევით მიესალმა უცნობებს და მდივაზე ჩაესვენა. -დღეს სალი გამოვა.მთქნარებით ჩაილაპარაკა და პირზე ხელი მიიდო. -ვინ სალი?.კითხვისნინით შეხედა ლევანმა. -რა ვინ სალი ლეო ჩემი დაქალი.წუწუნით აღმოხვრა და ლოყები გაბუშტა. -აა ხო, არ ვიცნობ მე მაგას.მხრებისაჩეჩვით ჩაილაპარაკა თვალებში ჭინკები აუთამაშდა. -სხვას ხომ რასამბობ იცნობ.სხვათშორისოდ ჩაილაპარაკა და აივნისკენ დაიძრა. -ესენი ჩემი ძმები არიან ანდრიკო, კურტანა, გურწა,საბა, ჭოტი და დემურის ისედაც იცნობ.სიტყვა უკან მოაწია როგორც გუშინ როცა დემურის აცნობდა. -სასიამოვნოა, ჩემზე ალბათ უკვე ყველაფერი იცით.ღიმილით ჩაილაპარაკა და მინის მაგიდაზე დადებულ შოკოლადებს დაწვდა. -სიმართლე გითხრა შენზე არ საუბრობს დაიკო.თვალისჩაკვრით უთხრა ჭოტიმ. -ჰმ რატოარმიკვირს.ერთი ამოიხვნეშა და სნიკერსის დაგემოვნება დაიწყო. -სალი რომელ საათზე მოვა?.ინტერესით გადმოხედა ლევანმა. -რავი ასე 1 საათში აქ იქნება რატო მეკითხები?.წარბაწეულმა გადახედა და დემურისკენ მაინც გაეპარა თვალი რომელიც სულ მას უყურებდა. -არაფერი ისე გკითხე. ხელები ერთმანეთზე გაახახუნა და საზუგეს მიეყრდნო.ალექსანდრამ მხრები აიჩეჩა და აივანზე გავიდა.ახლა ნისლში იყო მთაწმინდა გახვეული ანძა თითქმის არ მოჩანდა.თუმცა ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო ვერც კი გაიგო როდის შევიდა მის ტელეფონზე მეოთხე ზარი მხოლოდ ბჟუილმა გამოარკვია და ლევანის ძახილმა „წოიმნად წოიმნადო“ ნეტავ რა არის ეს სიტყვაო გუში გაიელვა და ეკრანს დახედა. ნაცნობი ნომერი როდესაც ამოიცნო თავი გვერდით გადაატრიალა და წამოიწუწკუნა. ლაშა იყო, როგორ არ უნდა ახლა ის რეკავდეს. ლაშა მისი თანაკურსელია რომელიც მუდამ დასდევს, მოსწონს ეს ათასჯერ აქვს ნათქვამი, ალექსანდრა კი ყოველ ჯერზე ღიზიანდებოდა, ის არ ჯდებოდა იმ კრიტერიუმებში რომელიც ეს ქერათმიანი ქალბატონი ადგენდა. ლაშა მართლაც სიმპათიური და მომხიბვლელი იყო თუმცა ქერა და ცისფერთვალება მასავით. მამაკაცთა კატეგორიაში ქერათმიანი და მითუმეტეს ცისფერთვალება პიროვნებები დიდად არ იზიდავდა. მართალია ისიც ასეთივე იყო მაგრამ ის ხომ მამაკაცი არაა ის ქალია უკვე ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქალი. -გისმენ.სახემომანჭულმა უპასუხა ყურმილს და თითები რიკულებზე აათამაშა. -როგორხარ? ხმაზე რა გჭირს? ცუდად ხომ არ ხარ?.როგორც ყოველთვის კითხვებით აავსო. -კარგად ლაშა არაფერი არ მჭირს დაწყნარდი.მობეზრებულმა ჩაიდუდუნა. -უჰ გამისკდა გული აბა რას შვები არ გავიაროთ სადმე?.ოღონდ ეს არ ეთქვა მეტი არაფერი უნდოდა ხურციძეს ქალბატონს. -აუ ლაშ ხო იცი ახლა საცხოვრებლად სხვაგან გადავედი თან ეხლა არ მაცალია და.თავი მოიქექა და თვალები მოჭუტა თითქოს წინ ედგა. -სხვაგან? მერე უნივერსიტეტი? აქ უნდა დამტოვო?.შეწუხებული ისევ ბევრ კითხებს სვავდა. -გლდანში და ეხლა აღარ მცალია უნდა წავიდე.მის მოცილებას ცდილობდა მაგრამ მაინც ვერ მოიცილა. -აუ რა გლდანში ტოო? ღადაობ? .გლდანის ხსენებაზე გადაედო აქაური ბიჭების ინტონაცია. -ალო ლაშა გესმის? ლაშა შენი ხმა წყდება არ მესმის ალო ალო ფუფუ.აივანზე გაყვიროდა და თან იცინოდა მხოლოდ ასე თუ შეეძლო ლაშასგან განთავისუფლება რამოდენიმე საათი ან კიდევ უნდა მომკვდარიყო მაგრამ ასე ამჯობინა.ტელეფონს იქით-აქეთ აქნევდა და „ალო ალო ფუფუ“-ს ყვიროდა. ბოლოს გათიშვის ღილაკს ხელი დაადო და ტელეფონი ფრენის რჟიმზე ჩართო.კმაყოფილმა გააქნია თმები და მისაღებში შევიდა. -რა დაგემართა? ვიფიქრე დენმა დაარტყათქო.ლეო და მისი მკვლელი ხუმრობა. -ხო დენმა დამარტყა მერე არ უნდა მომეშველო შე დალოცვილო?.ხელები თქძოებზე შემოიწყო და ფეხის თამაში დაიწყო. -ლაშა ვინაა?.სახე დაასერიოზულა და წინ წამოიწია. -კურსელია.აივნის კარის სახელურს ჩამოეკონწიალა და თავის რხევა დაიწყო. -უბრალოდ კუსრელი? ხო არ გიყვარს?. -მიყვარს არა იხვის ტოლმა მე არ მიყვარს.თავი გააქნია და გვერდით მიუჯდა. -აბა იმას უყვარხარ?.ხელი გადახვია და ლოყაზე წაეთამაშა. -რაღაც მაგდაგვარი.მხრები ავიჩეჩე და ხელი გააშვებინა. -დავებაზრო?.ახლა თმებზე მწვდა და თამაში დაიწყო. -ჯერესერთი დაებაზრო კი არა დაელაპარაკო და მერე მაორე არაა საჭირო. -კაი რა ხო იცი ჩემებურათ მიყვარს ეს ბაზრობა რაა.ხელები გაშალა და ალექსანდრას ისევ თავში დაუფრინა ჰაერი არ გყოფნის თუ ბუზემბმა იმრავლა შენს ტერიტორიაზეო. -ბაზრობა რომელი ვაგზალზე პაძემკაში რო ჩახვალ იქ?.ცალი თვალი ჩაუკრა და აფხუკუნდა. -აუ ჩემი საედან აძრობს ეს ბავშვი ამ ხუმრობებს რა.ერთი ამოიოხრა დემურიმ. -რაიყო ხო არ გინდა გასწავლო?.ირონიული სახე აიკრო და ისე გადახედა ბენდენაწაკრულ ყმაწვილს. -შენ ვის რა უნდა ასწავლო.სიცილი დაიწყო და მუქი ლურჯი სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული „თავსაბურაი“ მოიძრო.“ესე უფრო სიმპატიური არაა კაცო?“ გულში გაიელვა უმცროსმა ხურციძემ და ჩაეღიმა.-რა? არ მიხდება ბენდენა?.გაღრეჭილმა გადმოხედა და დაკეცილი ნაჭერი ხელში აათამაშა. -ბენდენა? ეგ რა შუაშია?.სახეზე იმწუთასვე წამოწითლდა როცა მისი ფიქრები ამოიცნო და თავი დაბბლა დახარა. -აუ მეც მინდა შენნაირი და.ახლა მეორე ბენდენაწაკრულმა გურწამ დაიწყო საუბარი. -მერე აქ არ ვარ?.კისკისით ჩაილაპარაკა და ზანზარი დააწყებინა გლდანს.ასეთი სიცილი აქვს პატარაობიდან წკრილა და ბავშვური. -აუ რა ჯიგარიხარ ტოო. ბოლო სიტყვა საგრძნობლად გაწელა და ამაზე უფრო აგვიხარხარდა ეს ჩვენი პატარა ქერათმიანი ქალბატონი.ტელეფონი ამოაძრო ფრენის რეჟიმი გამოურთო და სალის დაურეკა. -სადხარ ქალავ?.ყურმილში ჩასძახა და მისგან რამე უაზრობის შეძახილს დაელოდა. -სიკვტილში და ჯანდაბაში სად წამომიყვანე ქალო ძლივს მოვაგენი.გაჰკიოდა გაბრაზებული სალი. -რაიყო გოგო ნუ იძაბები.მის რეაქციაზე ერთი გემრიელად გადაიხარხარა და ისევ დემურისკენ გააპარა ცისფრად მოელვარე თვალები.“ისევ მე მიყურებს“ გულში დაიელვა და ყურადღება ისევ მის დაქალზე გადაიტანა. -კარი ღია დამხვდეს იცოდე.ერთი შეჰყვირა და ტელეფონი გათიშა. -ისედაც ღიაა.თავისთვის ჩაიბურტყუნა და გათიშულ ტელეფონს დახედა. -აქ გავიგე მაგის ხმა.როგორც იქნა ანდრიკომ თავისი ბოხი ხმით გაამდიდრა მათი სახლი არც არის გასაკვირი უკვე ნახევარი საათია ალექსანდრა გვერდით ყავს და მეშვიდე ღერ სიგარეტს ეწევა ეს კი არ გამორჩენია უმცროს ხურციძეს. -მაშინ გირჩევნია გვერდით არ დაიჯინო ტვინს გაგიბურღავს.ნიშნისმოგებით გადახედა და გონებაში გაივლო როგორ ტიტინებდა სალი მათ წინ ამას დამატებული ბიჭების სახეც ასახა მის გონებაში. -უჰ კაი რაა ჯერ გოგო არ დაბადებულა ჩემს გვერდით ეგრე თამამად ილაპარაკოს.ირონიულად ჩაიღიმა და თავი გადააქნია. -დამიჯერე დაიბადა თან უკვე 19 წელია რაც სუნთქავს.თვალი ჩაუკრა და ლევანის გადახედა. როგორც ჩანს არ ესიამოვნა ალექსანდრას ოდნავი სითამამე. -ალექსას გაუმარჯოს.მეორე ოთახიდან სალის ხმა შემოესმათ და ყველამ კარისკენ გაიხედა.-ჰე ეხლა არ გადამეხვიო ერთი ღამის უნახავ დაქალს.ხელები გაშალა და ბიჭებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია მგონი ვერც დაინახა რადგან ყველა მდივანზე იჯდა რომელიც სალის წინ იდგა შეტრიალებული.ალექსიც ნელ-ნელა ადგა და ზლოზინით გადაეხვია მის გიჟ და გადარეულ ერთგულ დაქალს. -აუ სადარბაზოში ბიჭები შემხვდნენ ბებია სვეტას გავდნენ ბენდენა წაკრულები წელში მოხრილები კინაღამ ფართუკი შევთავაზე და ყავარჯენი დავაკავებინე.მისმა სიცილმა გააყრუა იქაურობა და ოო ბიჭების სახე უნდა გენახათ საწყალი გოგო გონებაში დამარხეს ისინიც ხომ სწორედ ბებია სვეტასნაირები იყვნენ. -შენრაგითხარი მეც ეგ გავიფიქრე.ხელი მხარზე დაკრა და წინ გამოიყვანა.-გაიცანი ეს ლევანია ეს კურტანა ჭოტი გურწა ანდრიკო საბა და დემური.ალექსანდრამ ყველა სათითაოდ გააცნო და მის გვერდით დაისვა.-ეს კი ჩემი სალია.ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა. -აუ აქაც რამდენი სვეტა გყოლია.სალიმ ყურთან უჩურჩულა დაქალს და აფხუკუნდა. -ჯერ სადახარ უარესებიც გამოჩნდება.მანაც ფხუკუნითვე უპასუხა და ბუმ ორივემ ერთად ატეხეს ბოლო ხმაზე სიცილი ეს კი რას ნიშნავდა? მთელი საქართველო ამოიძირკვა. -აქამდე რატომ არ ვიცნობდი შენს დაქალს?.ეშმაკურად გადახედა ლევანის. -არასდროს დაინტერესებულხარ გენაცვალე.დაქალის მოსვლამ უფრო გაათამამა ხურციძის ქალბატონი. -მოგხედავ შენ მაცალე.ტუჩების შეუმჩნეველი მოძრაობით ჩაისისინა უფროსმა ძამიკომ და მამისმკვლელი მზერით შეავლო თვალი მის დას. -ჩვენ იქით გავალთ.ხელი დასტაცა მეგობარს და სამზარეულოში შეიყვანა.ყავა მოიმზადეს აივანზე გავიდნენ და გუშინდელი დღის განხილვა დაიწყეს. -ფუ ეგ ნაგვები.პირთან ხელი აიფარა როცა წარმოიდგინა ის საშინელი სურნელი ალექსმა რომ აუღწერა. -იცი როგორ შემეშინდა? კიდე კაი ის ბიჭი იყო მუქი ლურჯი ბენდენა რომ უკეთია დემური მაგან გადამარჩინა.ყურთან მიუტანა ტუჩები და ისე აუღწერა სიმპათიური მამაკაცი. -აუ მერე როგორ უნდა იარო ახლა გარეთ?. -არ ვიცი რამეს მოვახერხებ.მხრები აიჩეჩა და თბილისის ხედში გადაიკარგა. -აბა რაზე ჭიკჭიკებთ ძევაჩკებო?.აივნისკენ გამოემართა ლევანი. -რაზეც გოგოები უნდა ჭორაობდნენ.თვალი ჩაუკრა სალიმ ლევანს. -ბიჭებზე?. -რა მიხვედრილი ხარ.თავი დაუქნია ბერიძის ქალბატონმა და ყავის მოხდენილად წრუპვა განაგრძო.-აუ წავიდეთ რა ეხლა მე დაშენ ვენდისში მაინც ახალი გახსნილია თან აქვეა.დიდხნიანი დუმილის შემდეგ აღმოფხვრა სალის. -ისე ხო კაი ამინდია და ბარემ გავიაროთ დავათვალიერებ აქაურობას.ფეხზე წამოხტა ალექსანდრა და დაქალიც წამოაყენა.ოთახში სწრაფად შეცვივდნენ მოემზადნენ და ჩანთებით ხელდამშვენებულები გავიდნენ მისაღებში. -ჩვენ წავალთ და მალე მოვალთ.მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და წავიდა.ვენდისშიც მალე მივიდნენ ბევრიც ჭამეს და საღამოსკენ სახლისკენ დაიძრნენ.-ისე უნდა ვაღიარო სიმპათიური ძმა გყავს.მორცვხად ჩაილაპარაკა სალიმ. -ჰმ კაი მართლა? რაიყო რძლობა ხო არ გინდა?.იცოდა ახლა აფეთქდებოდა ამიტომ საპასუხო დარტყმისთვის მოემზადა. -შენ გოგო თავი რამეს ხო არ მიარტყი წადი სიცხე გაიზომე.თავში ხელი წამოარტყდა და გზა განაგრძო. -შენ ხო არ გახველებს.გვერდით ამოუდგა ალექსანდრა.-რაიყო გკითხე ადამიანო. -ხოდა აწი ნუღარ მკითხავ.პარკში გასეირნება მოუნდათ გოგონებს ამიტომ მზესუმზირა იყიდეს და სკამზე დასხდნენ.ბევრი ილაპარაკეს გამვლელი სიმპათიური ბიჭებიც გაჭორეს და სიცილი ნუ ამის გარეშე ისინი ხომ არც არსებობდნენ. უეცრად თვალში ნაცნობი სილუეტი გამოეჩხირა ალექსანდრას ეს ხომ ლაშა იყო მათკენ მიდიოდა თანაც კი იღიმოდა. -ვახ გოგოებს სალამი.ორივე გადაკოცნა და წინ დაუდგა. -პრივეწწ.სიტყვა გაწელა სალომემ და ხელი დაუქნია ვითომ შორს მდგარიყო. -მაინც მოგაგენი.სიცილით ჩაილაპარაკა ლაშამ. -როგორ მიპოვე?.დანიტერესდა ხუციძეც. -ტელეფონით.აიფონ ექვსი ხელში აათამაშა და ისევ დებილივით გაიკრიჭა. -ეგ როგორ?. -ნუ ერთიი პროგრამაა რა გასწავლი შენც.თავისთვის ჩაულაპარაკა და ბოლთის ცემა დაიწყო.-აბა როგორ მოგწონს აქაურობა?. -საბურთალო მენატრება.ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -მე კი შენ მომენატრე.მაინც ჩააკვეხა თავისი სათქმელი. -ლაშაა რა გითხხარი მე შენ.ტუჩები მობრიცა და ფეხზე წამოდგა. -ხო კაი ბოდიში ბოდიში.თავი დაბლა დახარა და ქვით თამაში დაიწყო.-ვინმე ხო არ გაბრაზებს?.ეს კითხვა ისეთი გამაღიზიანებელია ალექსანდრასთვის მეტი რომ არ შეიძლება. -რომც მაბრაზებდეს მერე რა?. -კაი რაა ხო იცი რომ თუ ვინმე რამეს გეტყვის ეგრევე მე მეტყვი და ვსო.ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და წელში გაიმართა. -შენც კარგად იცი რომ ამას არ ვიზავ ჩემს საქმეს მე თვითონ მოვაგვარებ. -ეგ რა პონტია ეე აბა მე რისთვის ვარსებობ ადამიანო.ხელები ჯიბიდან ამოიღო და მხარზე გადაუსვა. -სახლში მალე ადი!.გვერდიდან მკაცრი ხმა შემომესმა ალექსანდრას და უკან გაიხედა დემური რომ ამოიცნო ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა თუმცა მას რატომღაც დაძაბული სახე ჰქონდა. -კარგი.თავი დაუქნია და ისევ ლაშას მიუტრიალდა. -ვინ არის ის ბიჭი?.ინტერესით სავსე თვალები შეანათა ახალგაზრდა ქალბატონს. -ვინ ის ბიჭი?.ვითომ გაუკვირდა. -აი ეხლა რომ გითხრა მალე ადიო სახლშიო. -მეგობარი.მხრები აიჩჩა და ისევ დემურის გახედა რომელიც გამწარებული ლაპარაკობდა და მოხსნილ ბენდენას ხელში ათამაშებდა. წელში ოდნავ გამართული იყო ამიტომ ყველაზე 1 თავით მაღალი აღმოჩნდა. -ახლა აჩოტები ამას უნდა აბარო?.გაბრაზებულმა ლაშამ ალექსანდრას დაუყვირა. -მოიცა მოიცა ჩემს დაქალს რა პონტში ეჩხუბები.ფეხზე წამოხტა სალიც და მეგობარს გამოესარჩლა. -ვინმე ამიხსნის რა არის ეს აჩოტები?.უკვე მეორედ მოისმინა ეს სიტყვა და ვერ გაგო თუ რა იყო მისი მნიშვნელობა. -მერე აგიხსნი.წამიერად გადახედა სალომ. -აბა რა არის ეს ჯერ გადმოხვედი? ორი დღეა რაც აქ ხარ და უკვე სხვის ხუშტურებზე დადიხარ.“ხუშტურებზე“ ამის განმარტება უკვე იცოდა წინადადებაში სწორად ჩასვა და გაიგო. რა გასაკვირი იყო ესეთი სიტყვები რომ არ იცოდა ის ხომ განათლებულ ელიტარულ ოჯახის წევრებთან ერთად იზრდებოდა იქ კი ასეთი საუბარი მიზანშეწონილი ნამდვილად არ იყო. -არავის ხუშტურებზეც არ დავდივარ ლაშა და საერთოდ რა გემართება.გაგულიანდა და წინ გაეჭიმა. -რა მემართება? კიდე მაგას კითხულობ გოგო?.ცოტაც და ალექსანდრა ხელში შემოაკვდებოდა. -აუ გამანებე რა თავი, წამოდი სალი.ჟაკეტს ხელი დაავლო და წინ გაიჭრა. გაბრაზებული მიემართებოდა მის კორპუსისკენ და სალის არც კი ელოდებოდა.დემური მის დანახვაზე მორჩა „ბაზარს“ და უკან აედევნა. -რამოხვდა?.მაჯაში ხელი წაავლო და უკან მოაბრუნა. -თავი გამანებე ლაშა.მისი ხელი უკუაგდო და მისკენ მიტრიალდა.-აა დემურ შენ ხარ?.მორცხვად ჩაილაპარაკა და თავი დახარა. -რაუნდოდა?.სერიოზული სახე ოდნავ დაუთბა როცა ალექსანდრას ბავშვური გამომეტყველაბა დაინახა. -არაფერი ისეთი.თმა გვერდით გადაიწია და ისე ახედა. -აქეთ გამოდი.უეცრად მაჯაში ხელი სტაცა და სადღაც ჩიხისკენ შეათრია კედელზე ააკრო და პირზე ხელი ააფარა.პატარა ქალბატონს ვერ გაეგო რა ხდებოდა და კივილი დაიწყო. -შენ საერთოდ ნორმალური ხარ?.სახეში ერთი გმერიელად ულაწუნდა და შეუბღვირა. -ხო ვარ შენგან განსხვავებით.წელზე ხელი შუცურა და უფრო ახლოს მიიზიდა.იმწუთას ალექსანდრას რა დაემართა ვინიცის. ტანში სულ ერთიანად დააჟრიალა თუთქოს მცოცავმა არსებებმა დაიწყეს მის სხულზე სირბილი.სხეულზე სულ ცეცხლი ეკიდა ასე ხომ მას პირველად დაემართა მთელი 19 წლის განმავლობაში.-თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია მე წამომყევი.ყურთავ ჩუმად უჩურჩულა და ლოყაზუ გავრავარებული ბაგეებია ნაზად მიაკრო. -კი მაგრამ სალი?.ვნებამორეულს სიტყვები ძლივს აღმოხვრა. -შენი ძმა მიხედავს.ცხვირხე მისი ცხვირი გაუხახუნა და ხელი ჩასჭიდა.სირბილით გააქანა სადარბაზოსკენ უკნიდან ქურდივით შეაპარა და ლიფტის წინ დააყენა. -მოიცა სად მივდივართ?.ინტერესით იკითხა როცა უცხო ლიფტი ამოიცნო. -სახლში.წამიერად გახედა და ღილაკს კიდევ ერთხედ დააჭირა თითი. -ხო მაგრამ ეს ხომ სხვა ლიფტია მახსოვს ჩემს კორპუსში სულ სხვანაირი იყო, დავიჯერო ასე მალე გაარემონტეს?.კითხვისნიშნის თვალებით შეხედა ძარღვებდაჭიმულ დემურის. -ეს სატვირთო ლიფტია და ამიტომ ვერ იცანი.ხელი ძლიერად მოუჭირა და კარის გაღებისთანავე მოათავსა გოგონა რკინის ყუთში.-მოკლედ აგიხსნი შენი ძმა მაგარ შარშია ხოდა რომ გაიგონ შენს შესახებ ჩათვალე სიცოხლე გამწარებული გაქვს ამიტომ მე დამიჯერებ ხოლმე მოსულა?.ერთ ამოსუნთქვაში უთხრა. -რა შარში? და მე რა დავაშავე?.ბევრი კითხვა აწუხებდა თავში წინ კი პასუხების განმკარგველი ედგა. -შენ არაფერი დაგიშავებია პროსტო სანზონლები არიან რა და ხშირად მოგვდის ჩხუბი და ერთხელ სერიოზული რამე მოხვდა ამიტომ არავინ არ ვიცოდით შენ თუ არსებობდი რადგან ის ახვრები პირველ რიგში შენთან მოვიდოდნენ და რამეს დაგიშავებდნენ. -აი თურმე რატომ ქრებოდა ხოლმე ამდენი ხანი და ჩემს სანახავად რატომ არ დადიოდა.იმედგაცრუებულმა თავი გააქნია და ლიფტიდან გავიდა სადარბაზოში თავის დაქალი რომ დაიგულა მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.-ხომ კარგად ხარ?. -მე რამიჭირს კაცო შენ ხო ხარ კარგად.თავზე ხელი გადაუსვა. -მე კარგად ვარ მაგრამ ლეო ყველაფერი უნდა ამიხსნა.ახლა თავის ძმას მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. ესეც ახალი თავი ჩემო ტკბილებო და გემრიელები.. მომიტევეთ შეცდომენი.. და არ დაიშუროთ კომენტარები მიყვარხართ ძალიან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.