შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (19-20)


3-03-2016, 00:50
ავტორი lipsspil
ნანახია 8 819

თამთას დაბრუნებას ერთი ჟრიამული მოყვა, კოკა გამალებული დახტოდა მის გარშემო, ლუბა ცრემლებს აფრქვევდა, ნინომ სასწრაფოდ თემურს დაურეკა და სიხარულის უკან დიდი სინანული დამალა.. თბილი და გულწრფელი ცერემონიების მერე დედამ გოგონა დაიმარტოხელა
_​როგორ ხარ დე..
_​არ დაგიმალავ..ძალიან დაღლილი.. ცუდ ხასიათზე ვარ და დასვენება მინდა
_​იმედი მქონდა ერთმანეთი შეგიყვარდებოდათ და ყველაფერი ნამვილ ურთიერთობაში გადაიზრდებოდა
_​ეგ უფრო დისნეის სცენარია დედა, ის ზრდასრული ადამიანია, თავიდანვე კარგად იცოდა რა სჭირდებოდა, ასეთმა კაცებმა ეს ყოველთვის იციან..
_​და შენ?
_​მე შემიძლია ცივი გონებით მოქმედება..მითუმეტეს ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში! მეც ვიცოდი რა მინდოდა.. უფრო სწორად გვინდოდა..
_ მე დედაშენი ვარ თამთა და წლების გამოცდილებაც მაქვს.. ამიტომ არ გაგიკვირდეს, რომ არ დაგიჯერო როცა მეტყვი ჩვენს შორის სიმპათიაც კი არ ყოფილაო.. გამორიცხულია შენთან დაახლოება არ ეცადა – თამთას თავიდან ფეხებამდე დაუარა ჟრუანტელმა.. “დედა რომ ყველაფერს მიხვდეს ახალი პრობლემები გაჩნდება” გაიფიქრა და უპასუხა
_​იმპულსები მარტო ოთხმოცდაათი წლის კაცს არ უჩნდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ორმხრივი და გამართლებადია
_ დრო ყველაფერს გაჩვენებთ დე.. მე მჯერა შენი თავდაჯერებულობის და სიჭკვიანის, ამიტომ საჭიროდ არ ვთვლი რჩევებით და დარიგებებით დაგხუნძლო.. – გაუღიმა ქალმა და ჩაეხუტა. თემური მალევე მოვიდა, ნიკაპაკანკალებული ჩაეხუტა ქალიშვილს..
_​მამა ისეთი შეგრძნება მაქვს, თიტქოს ათი წელია არ გინახივარ – გაიღიმა გოგონამ
_​შენ რა იცი ეს პერიოდი რამდენ წელს უდრიდა ჩემთვის! როგორ ხარ.. რა ხდება..
_ მოდი ჯერ საქმეზე ვილაპარაკოთ.. დოლიძე ამ დღეებში განქორწინებას მოაწერს ხელს, შემპირდა, რომ ყველაფერს დაანებებდა თავს, ოღონდ ალბათ მასთან მუშაობა მაინც მომიწევს.. ასეთი პირობა წამიყენა. ოღონდ რაც მთავარია! მის სახლში აღარ ვიცხოვრებ..
_​მადლობა ღმერთს.. არ ვიცი როგორ გამოვისყიდო დანაშაული შენს წინაშე შვილო!
_​მამა! მე სახლში ვარ და სამსახურიც მაქვს, ასე შეხედე ყველაფერს და ნუღარ გაიხსენებ წარსულ შიშებს, კარგი?
_ ესე არ გამოვა! შენ მოაგვარე ყველაფერი, შენს ხარჯზე გაკეთდა საქმე, მთელი ოჯახი და პირველ რიგში მე ვარ ვალში შენს წინაშე! ახლა განათხოვარი ქალი გქვია იმის მაგივრად, რომ ჩხეიძის პრინცესა გერქვას..
_​მამა.. ვიცი შენი თაობა ამას როგორც უყურებს, მაგრამ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ახლა ეგ სტატუსი არაფერს ნიშნავს! გინდა მითხრა, რომ პრინცესას აღარ ვგავარ? – გაიცინა თამთამ
_​შენი ხასიათი მახარებს და მაიმედებს შვილო.. რაც არ უნდა მოხდეს მაინც იქნები.
თამთა ოთახში განმარტოვდა, თვალი მოავლო იქაურობას.. მისი ოთახი წინა, უდარდელი ცხოვრების ანარეკლი იყო.. ფარდები ჩამოაფარა, ოთახი ჩააბნელა და საყვარელ საწოლში ჩაძვრა. თვალები დახუჭა თუ არა თორნიკეს სახე გამოისახა.. მაშინვე გაახილა თვალები და გული მოეწურა.. “არა აღარ ვიტირებ!!! ეს ტრავმის ბრალია, მარტო ტრავმის და მალე გამივლის, მორჩა!” გაიფიქრა და მისი სურნელიც იგრძნო. ყურებზე ხელები აიფარა, თვალები მაგრად დახუჭა და წარმოსახვითად ამოშალა მისი სახე ცნობიერებიდან.. ეს მარტო რამდენიმე წუთით ეყო, მერე ისევ გამოჩნდა, მაგრამ ძილბურანში წასულს აღარ გაუგდია ის.
დიდხანს ეძინა, საღამოს დედამ გააღვიძა
_​ვიცი, რომ დასვენება გინდა დე, მაგრამ უნდა ჩამოხვიდე
_​რა ხდება?
_​თორნიკე დოლიძე მოვიდა, ადვოკატი მოიყვანა – თამთას უცბად აუჩქარდა გული და მუცელში დაუარა.
_​კარგი ჩამოვალ.. მამა სახლშია?
_​კაბინეტში არიან..
თამთამ თავი მოიწესრიგა და კაბინეტისკენ გაემართა. რამდენადაც უფრო ახლოს მიდიოდა კაბინეტის კართად იმდენად უფრო უჩქარდებოდა გული, ღრმად ჩაისუნთქა და კარი შეაღო
_ მოდი შვილო – მშვიდად მიიწვია თემურმა, გოგონა მაგიდას მიუჯდა და დოლიძეს თვალებს გადააწყდა.. დაინახა როგორ დაეკარგა მამაკაცს მოსვენება და უცნაური, გაუცნობიერებელი მოძრაობები გააკეთა ხელით. თვალები სასწრაფოდ მოაცილა, რომ თვითონაც რაიმე მსგავსი არ დამართნოდა
_ ბატონ თემურს უკვე ვუთხარი ყველაფერი –შემოესმა მისი შეცვლილი ხმა – განქორწინების დოკუმენტები დროებით შეჩერდა, ეს საქორწინო კონტრაქტის ბრალია..რაღაც ცდომილებები დაფიქსირდა ელექტრონულ ვერსიაში და ასევე ამობეჭდეს.. იმედია ყველაფერი მალევე მოგვარდება. მანამდე მინდა პატიოსანი სიტყვა მოგცეთ, რომ აღარანაირ ძალას მივმართავ იმ ყველაფრის საპასუხოდ, რაც ჩვენს შორის განვითარდა.. თუ გნებავთ გამონახეთ რაიმე ფორმა, რომ ხელშეკრულება გავაფორმოთ ამაზე, შესაძლებლობების ფარგლებში, კანონის დაცვით ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ.. და კიდევ ერთი.. მე და თამთა შევთანხმდით, რომ სამაგიეროდ მას ისევ უნდა ემუშავა ჩემს ჰოლდინგში იურისტის პოზიციაზე.. შეგიძლიათ კონტრაქტს გაეცნოთ, ასლს დაგიტოვებთ, საკამათო პუნქტები განვიხილოთ. შრომითი სარგო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ არის, ეს ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე ჩაიწერება ხვალ ოფისში, როცა ხელს მოვაწერთ.
_ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, დაპირება დაპირებაა! – მშრალად უთხრა თამთამ და თვალები გაუსწორა. ძალიან უჭირდა უემოციოდ შეეხედა მისთვის..შეეხედა ისე, რომ არ გახსენებოდა ის ღამე, ის სურნელი, ის ტკივილი და უცნაური შეგრძნებები, რასაც მასზე მიხუტებულს განიცდიდა.. სანამ ეს ყველაფერი შეეტყობოდა გვერდზე ქაღალდებისკენ გადაიტანა ყურადღება და საგულდაგულოდ დაუწყო მათ თვალიერება. მალევე შეაჯერეს ინტერესები, საკამთო პუნქტები ჩაასწორეს და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
_​თამთა ხვალ ოფისში ათის ნახევარზე იყავი.. ბევრი საქმე გვაქვს – მის წინ შეჩერდა თორნიკე გასვლისას.. გოგონას არაფერი უთქვამს, თავი დაუქნია და სახლში შევიდა.
დილის ცხრა საათზე უკვე მზად იყო.. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სოლიდური სამოსი და აკეცილი თმა საოცარ შარმს მატებდა ისედაც საკმაოდ შარმიანს და მიმზიდველს. ტაქსი გააჩერა.. ზუსტად ათის ნახევარზე შესასვლელში იყო. თავის ოთახში ავიდა და ჟალუზი გახსნა..
_​დროზე მოსულხარ.. – ხმაზე შეხტა და შემობრუნდა, თორნიკე უღიმოდა – რამ შეგაკრთო?
_​არაფერია..
_​მშვენიერი ხარ!
_​მადლობა..
_ ჰო..რაც შეეხება ხელფასს.. ფიქსირებული თანხა მოფიქრებული მაქვს, ამას პრემიაც დაემატება ბონუსიც გარკვეულ შემთხვევებში – თორნიკემ ხელშეკრულება თანამდებობრივი სარგოს გვერდზე გადაშალა და წინ დაუდო
_​ეს..ეს ცოტა.. ასეთი ხელფასი წლების გამოცდილების მქონე იურისტებსაც არ აქვთ..
_​იმედია მათაც დააფასებენ სათანადოდ! მინდა იცოდე, რომ ხელფასი ზრდადია..
_​გუშინ რამდენიმე ხელშეკრულების ესკიზი გავაკეთე.. იმ სამი ორგანიზაციისთვის, მაგრამ დეტალებია დასაზუსტებელი..
_​შენთვის დროის ნებისმიერ მონაკვეთში მეცლება..როცა გინდა შემომიტანე
_​ამ კუთხით განსაკუთრებული ბონუსები არ მჭირდება..
_​ეს შენი ბონუსი არ არის.. ეს ჩემია!
_​იმედი მაქვს სამუშაო რეჟიმში ვიქნებით სულ და მხოლოდ! და ეს არ დაგავიწყდება..
_​..ისევე, როგორც შენი სიახლოვის წუთები – მიუახლოვდა თორნიკე – ჩემს ოთახში ვიქნები..
თამთამ დიდხანს იფიქრა, როგორმე უნდა გადაებიჯებინა თავისთვის და ბოლომდე აესრულებინა პირობა.. ხელშეკრულებები აიღო და თორნიკეს კაბინეტისკენ გასწია. მდივანმა უთხრა ხალხი ყავსო, მშვიდად ჩამოჯდა მოსაცდელში და დაელოდა. კაბინეტიდან მაღალი ხმა გამოდიოდა, როგორც ჩანს არც ისე კარგი ამბავი დახვედროდა.. “დამატებით დროს ვერ მიიღებთ! ან განსაზღვრულ დროში ჩაბარდება, ან არადა წესისამებრ დაგერიცხებათ დემირიჯები.. თუ ვერ ახერხებთ პირგასამტეხლოს გადახდით შემოვიფარგლები ამჯერად, ოღონდ საქმეს საერთოდ ჩამოშორდებით და უფრო პროფესიონალები ჩაიბარებენ მშენებლობას..” ესმოდა გარკვევით ორმაგი კარის იქიდან..როგორც ჩანდა თორნიკე მართლა ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა “დატოვეთ კაბინეტი და ხვალ უკვე ზუსტად უნდა ვიცოდე!” ესეც გარკვევით გაიგონა. ოთახიდან რამდენიმე საკმაოდ განერვიულებული კაცი გამოვიდა, გამოსვლისთანავე სიგარეტს მოუკიდეს და გავიდნენ “მიდი დაურეკე რა..” გასასვლელში შორიდან მოესმა მათი ხმა.
_​შებრძანდით.. – გაუღიმა მდივანმა. მის დანახვაზე მაშინვე გაიღიმა..
_​მოდი.. – მიიპატიჟა თბილად.
_​რაიმე პრობლემაა? მათთან გასაახლებელი ხელშეკრულების შემოტანა ხომ არ დავაგვიანე?
_​არა. – ამ დროს ზარი გაისმა მის ტელეფონზე.. თამთა მოტმინებით ელოდებოდა როდის დაასრულებდა დოლიძე ნეპოტიზმის საფუძველზე განხორციელებული ზარის მოგერიებას. ბოლოს დაუბრუნდა მაგიდას
_​მაპატიე.. ცოტა არეულობა დამხვდა..
_​არაუშავს, რაღაც წინადადება მეც მაქვს..
_​გისმენ – ყურადღებით მიაჩერდა თორნიკე და მის წინ მიეყრდნო მაგიდას ხელებგადაჯვარედინებული და მომღიმარი
_ ხელფასი ჩავანაცვლე.. ვიცი რამდენიცაა კომპანიაში მომუშავის შრომითი სარგოს საშუალო მაჩვენებელი.. ჩემთვის გამოყოფილი არანაირ ფარგლებში არ ჯდება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებო კამათის თავიდან ასაცილებლად არ მინდა ჩემი მაჩვენებელი ასე აჭარბებდეს სხვისას. ..და კიდევ.. ვიცი მუშაობა ახლა დავიწყე და ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ სანამ დაწყებაში ჩამეთვლება ერთი კვირა მჭირდება.. რა თქმა უნდა თუ აუცილებელი საქმე იქნება ონლაინ რეჟიმში ვიმუშავებ, საბედნიეროდ კომუნიკაციები ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა..
_ ხელფასის დანიშვნა ჩემი მოვალეობაა, ყოველ შემთხვევაში წამყვან თანამდებობებზე, ტყუილად იგრძენი თეთრ ყვავად თავი.. ექსპლუატაციის, ფინანსურის ხელფასები მიათვალე მაგ შენს საშუალო მაჩვენებლებს?
_ ისინი წლებია აქ მუშაობენ და კომპანიის ხერხემალს ლამის ჰოლდინგის დაბადებიდან შეადგენენ.. მათი ხელფასი წლების, გამოცდილების და დამსახურებების ნაკრებია! არ მინდა აგრესია გამოიწვიოს ახალი დანიშნული კადრის მრავალნიშნა ციფრმა.
_​ეს შენი მოსაგვარებელი არ არის
_​თავს ასე უფრო კომფორტულად ვიგრძნობ..
_​რაც შეეხება დაუმსახურებელ შვებულებას არ ვიცი რა გითხრა.. ვიცი, რომ დასვენება ნამდვილად გინდა, მაგრამ გააჩნია სად აპირებ დასვენებას
_​ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?
_​ისეთ კითხვებს სვამ, რაზეც პასუხები იცი!
_​სამუშაო რეჟიმში ვართ!
_​შიმშილს ნებისმიერი რეჟიმის დროს გრძნობს ადამიანი..
_​კარგი, გასაგებია
_​რა არის გასაგები?
_​უარი.. – გულუბრყვილოდ გაშალა ხელები თამთამ და წამოდგა. თორნიკემ თვალი ვერ მოწყვიტა მის მოხდენილ სხეულს და სანთელივით სახეს..
_ ესე უსიტყვოდ გესმის ჩემი? – სიმხურვალე გაურია ხმაში, თამთამ იგრძნო ეს ცვლილება და დაიძაბა – იქნებ იმასაც მიხვდე რა მჭირდება ახლა?.. – მისი ცხელი სუნთქვა კისერთან იგრძნო და ჟრუანტელმა დაუარა.. უცებ აუჩქარდა გული და ყელი აეწვა.. თორნიკემ ხელები შემოაჭდო და მასში ჩაკარგა
_​რას აკეთებ!.. – შეშფოთება დაეტყო ხმაში გოგონას და თავის გათავისუფლება სცადა..
_ მეგონა მიხვდებოდი.. უფრო და უფრო მეტად მინდიხარ თამთა.. მაგიჟებ! თავის შეკავება მიჭირს როცა გხედავ, როცა გეხები.. შენით უკვდავების ნექტარი დავლიე, იმ ღამეს საბოლოოდ მომაწებე შენზე.. ვერ დაგთმობ.. არ გაგიშვებ.. იქამდე არმოგეშვები, სანამ ბრძოლით არ დაიღლები, სანამ არ მიხვდები, რომ შენც იგივეს გრძნობ, სანამ უჩემოდ სუნთქვა შენც არ გაგიჭირდება – გახურებული ტუჩებით ელამუნებოდა ყელზე. თამთამ ნაწინასწარმეტყველებივით იგრძნო როგორ არ უნდოდა წინააღმდეგობის გაწევა.. მეტი გზა არ ჰქონდა.. მამაკაცს მისი სისუსტე რომ არ დაენახა ეცადა ყველაფერი პირიქით შემოებრუნებინა.. მისკენ მიბრუნდა, ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებით ყურის ბიბილოზე შეეხო
_ ფრთხილად იყავი თორნიკე.. ისე შეგიყვარდები თავს დაკარგავ.. საბედისწერო არ აღმოჩნდეს ეს შენთვის! – კისერზე ხელი მოუჭირა და ბოლო სიტყვები გარკვევით ჩასჩურჩულა ყურში. იგრძნო როგორ აღაგზნო მამაკაცი მისმა მოულოდნელმა საქციელმა.. თმაში ხელი მოკიდა და მთელი ძალით მიიზიდა თავისკენ, ისე უჭერდა ძლიერ ხელებს თამთას სუნთქვა უჭირდა
_ მერე არ გეშინია თავი რომ დავკარგო? შემთხვევით ფეხი რომ დაგიცდეს და თვითონ გაება კაკანათში? — მწყურვალივით დაეწაფა ტუჩებზე, მისდა გასაკვირად თამთაც მთელი ვნებით აყვა.. ტუჩებზე სველი კვალი დაუტოვა და ნაზად, ვნებიანად უკბინა.
_ არ მეშინია.. ახლა გამიშვი, თორემ მომიწევს ყვირილი ავტეხო და შენი რეპუტაცია გავანადგურო.. არ გეხუმრები! – თვალი თვალში გაუყარა და ხელი გააშვებინა.. _ დროებით ჩემო მბრძანებელო.. – თითი ჩამოუსვა ნიკაპიდან მკერდამდე. მამაკაცი გაოგნებული შესცქეროდა მიმავალ თამთას და ვნებისგან დახშული სუნთქვა გონებას უბინდავდა.
********************
თამთას გასვლის შემდეგ, ცოტა აზრზე რომ მოვიდა სასიამოვნო ღიმილმა დაუფერა სახე.ზუსტად ეს სჭირდებოდა! გოგონამ ძლივს მიაღწია სამუშაო ოთახამდე.. გამალებით უცემდა გული, სასწრაფოდ დალია წყალი და ყელზე მოიჭირა ხელი.. “ეს ვინ იყო? მე ნამდვილად არა! რა მაიძულებს ესე მოვიქცე? ვინ მეხვეწება? რას გავს ეს ყველაფერი.. ჯერ კიდევ მისი ცოლი ვარ, ჩენს სახლში ვცხოვრობ, საზოგადოებამ არაფერი იცის და მალე ჭორების მთელი არმია იჩენს თავს.. მისი მოშორება მინდა და დღეს საბედისწერო ქალის თამაში წამოვიწყე უნებურად..თუ ნებით? არა უნებურად, აფექტურად.. ასე რომ გაგრძელდეს სადამდე მივალ? შეიძლება მართლა თავდავიწყებით შევუყვარდე, შეიძლება მართლა ძალიან ვუნდოდე, მაგრამ დასასრული რას მიქადის? არა ეს უბრალოდ თავდაცვა იყო! თავდაცვა იმისგან, რის ძალაც აშკარად არ მეყო! იმდენად ჩავადნი ხელებში, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ჯობია ასე ეგონოს ვიდრე ის, რომ მომდრიკა დამერე ჩემზე ისევ იბატონოს.. დავიღალე ბრძოლით! მალე ძალა აღარ მეყოფა.. ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო..” გადაწყვიტა და დათოს დაურეკა
_​დათო შეგიძლია ჩემთან სამსახურში მოხვიდე?
_​მე როგორ არ შემიძლია, მაგრამ არ მგონია დაცვამ შემომიშვას.. დოლიძეს გაფრთხილებული ყავს იმ ამბის მერე..
_​საშვს მე დავუშვებ.. – დათო მალე მივიდა მასთან
_​გახსოვს რა გთხოვე?
_​სოფელში წაყვანა..
_​ჰო.. წამიყვან?
_​შენ მითხარი ყველაფერი რომ დამთავრდებაო..
_ დამთავრდა კიდეც და რომც არ დამთავრებულიყო ეს იმდენ ხანს შეიძლება გაიწელოს ძალა აღარ მეყოფა, დავინგრევი.. მადლობა ღმერთს დღეს პარასკევია, სახლში მოვალ თუ ნახევარ საათში მოვწესრიგდები და წავიდეთ.. ბარგი არც ამომილაგებია, ამიტომ არ დავაგვიანებ.
_​კი ბატონო, როცა გინდა – გაუღიმა ბიჭმა
_​დათო.. ოღონდ..
_​კონფიდენციალურობა დაცული იქნება!
საღამოს შვიდი საათისკენ თამთა დათოს სოფელში მიყავდა.. ყველაფერი გაახსენდა, გზის ყოველი მეტრი მოგონებებს უშლიდა იმ დროზე, როცა გაურკვევლობით დატანჯული და ათასი ფიქრით დახუნძლული, კეთილი, აქცენტიანი მძღოლის მანქანაში იჯდა და არ იცოდა რა მოელოდა.. სივრცეში დაიკარგა.. ამ ორ მგზავრობას შორის ყველაფერი მოხდა.. რასაც წარმოიდგენდა და ვერ წარმოიდგენდა ისიც და მიუხედავად იმისა, რომ ახლა თავისი ნებით მიდიოდა იმავე გზაზე უფრო მეტად გულდამძიმებული იყო. მხოლოდ ერთი სეზონი გავიდა! შეფოთლილი ტოტები შეთოვლილმა ჩაანაცვლა.. ერთი უმნიშვნელო წამის მეასედი სამყაროსთვის და ისტორიისთვის, რომელიც მთელი მისი ცხოვრების ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან გარდატეხას მოიცავდა. გზა შედარებით მალე მიილია.. ფროსას სახლიც გამოჩნდა, რაც ადრე საშინლად მოსაწყენად ეჩვენებოდა ახლა საოცრად გალამაზებულიყო. მოხუცი მკლავზე შეშას იგროვებდა სახლში შესატანად, მანქანა რომ დაინახა შეშა დაყარა, ღიმილით და კალთის ფერთხვით გამოემართა მათკენ და გოგონას ხელებგაშლილი შეეგება, თბილად მოიკითხა, შეიპატიჟა და ცხელი რძით და სახლში გამომცხვარი ორცხობილით გაუმასპინძლდა.
_​როგორა ხარ შვილო, რა ხდება შენსას..
_​არ ვიცი, ძალიან მომინდა აქ ჩამოსვლა და თქვენთან ლაპარაკი..
_ ბებრის ბჟუტური მოგენატრა თუ გამოექეცი ვისმე? – ჩაიხითხითა ფროსამ, თამთას საშინლად მოუნდა გული დაეცალა ამ ქალთან, მოეყოლა ის, რაც ასე საშინლად აწუხებდა და ამდენი თვე იყო არსად ეთქვა.. ფანჯარას მიაჩერდა, საოცარი სითეთრე შემოდიოდა სახლში თხელი, ბადისებრი, მოხატული ფარდებიდან, ფროსა რომ “ზანავესკებს” ეძახდა.. გვერდზე მუქი, შუქგაუმტარი, ყვავილებიანი ფარდა დაეკიდა. თვალი შეავლო ძველ, ნაცნობ აბაჟურს და განჯინას.. მოხუცს შეშის ღუმელი შიგნით შემოეტანა და მაგიდა გადაეადგილებინა, სიმყუდროვეს სრულ იდილიას შეშის ნამწვის სუნი უქმნიდა. ფროსა მიხვდა, რომ თამთას რაღაც ძალიან აწუხებდა, ნელ-ნელა წამოდგა, განმჯინისკენ გაფუსფუსდა და ცოტა ხანში ატმის კომპოტით ხელდამშვენებული დაბრუნდა
_​აი შენი დაჭრილი ატამი, ხომ გითხარი ზამთარში გამოგვადგება მეთქი – ჩაიხითხითა ისევ, გოგონას გაეღიმა და მოხუცის გულუბრყვილობა ინატრა..
_ ზაფხულში აქ მამამ გამომგზავნა.. ეგონა საფრთხე მემუქრებოდა ერთი თავგასული და ყველაფერზე წამსვლელი ახალგაზრდა საქმოსნისგან, რომელთან ერთადაც რაღაც საქმეს აწარმოებდა ხელშეკრულებით. მერე გაიგო, რომ საცოლე ყავდა და ცოტა დამშვიდდა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ თავისი მეტისმეტი სიფრთხიულით და ჩემი მისგან დაცვის ზედმეტი სურვილით სისულელეები გააკეთა, ხელშეკრულებები მოპარა მას და ეცადა რეპუტაცია შეელახა, რომ თავი დაეძვრინა. ხელშეკრულებას თუ გატეხდა მთელი ჩვენი ქონება ნადგურდებოდა და კიდევ ვალებს ვიდებდით – უხსნიდა მოხუცს თავისთვის გასაგებ ენაზე – ეს ყველაფერი გაუგო იმ ბიზნესმენმა და საშინლად, საშინლად გაბრაზდა! მამას დაჭერით დაემუქრა,მ მთელი მისი ნაშრომის განადგურებით და ჩემი ოჯახის სამუდამო სიღატაკეში ყოფნით.. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს მართლა შეეძლო. ეს რომ არ მომხდარიყო შესთავაზა მე მემუშავა მასთან და მამაჩემის გაფუჭებული საქმისთვის როგორც იურისტს ისე მედევნებინა თვალი, მამას გასამწარებლად კი თავისთან წამიყვანა და ცალკე ოთახი გამომიყო.. – მოხუცს სახის გამომეტყველებაზე შეეტყო, რომ სავარაუდო დასასრულს მიხვდა – ყველაფერი კარგად მიდიოდა, ის კეთიულსინდისიერად ასრულებდა სიტყვას სანამ მამამ მორიგი სისულელე არ ჩაიდინა.. ჟურნალისტები მოისყიდა და საშინლად შეურაცხყო ის ყველას წინაშე.. უნდოდა გაბრაზებულს სახლიდან გამოვეგდე. ამ ამბავმამისი ოჯახის ყურამდეც მიაღწია.. გაცოფებულმა გადაწყვიტა სხვანაირად, უბრძოლველად შეეტრიალებინა ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ და მაიძულა ხელი მომეწერა მასთან.. სიძეს მამა ჩირქს ვეღარ მოსცხებდა და ეცდებოდა ყველაფერი თვითონვე გამოესწორებინა, ასეც მოხდა.. მამა განადგურდა. ვინმეს ეჭვი რომ არ შეეტანა ხელის მოწერის ცერემონიაზე პრესასაც უხმეს და მის მშობლებთან საზღვარგარეთაც წამიყვანა, რომ ოჯახს არაფერი ეეჭვა. ამაზე მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული, ხმას თუ ამოვიღებდი და რაიმეს ვაგრძნობინებდი საშინელი სასჯელით ემუქრებოდა ჩემს ოჯახს. ამ ყველაფრით იმედდაკარეგულმა გადავწყვიტე ჩემებურად, ქალურად მეძია მასზე შური, ვაგრძნობინე, რომ როგორც ქალი თავისუფალი ვიყავი და თუ მომინდებოდა სხვას შევხვდებოდი, ამან გააცოფა.. საშინელი სიტყვებით შემამკო და მითხრა თავიდანვე ესეთი მეგონე და ამიტომაც გავაფორმე მამაშენთან ის ხელშეკრულება, მერე აქ რომ ცხოვრობდი ვიფიქრე სხვებს არ ჰგავდი, მაგრამ როგორც ჩანს ყველაზე უარესი ხარო, ამიტომ რაც მინდა იმას მივიღებ შენგან და მერე ჯანდაბამდე გზა გქონიათ შენც და შენს ოჯახსაც, მამაშენმა თავისი გაფუჭებული საქმე უკვე გამოასწორა, ჩემს კომპანიაში იურისტად დარჩები და იმსახურებ, მე როცა მომინდება მარტო მაშინ შეგეძლება წასვლაო..მიიღო კიდეც.. თუმცა იმ სურათს არ მოელოდა რაც დახვდა.. ხომ გესმით დღეს ამას ყურადღებას თითქმის აღარავინ აქცევს, მითუმეტეს მდიდარი მამის განებივრებული გოგოები.. ჰოდა მასაც ეგონა.. … როგორც ჩანს ამან შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ახლა ცდილობს ისევ დამეპატრონოს.. გასაქანს არ მაძლევს და საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობ.. ამ ყველაფერმა ძალიან შემცვალა. ძალიან მინდა ეს ყველაფერი დამთავრდეს, ოღონდ მალე,ძალიან მალე.. სამსახურიდან წამოსვლა მეკრძალებოდა, მაინც წამოვედი. არ იცის სად ვარ და ამ ყველაფრის გახსენება აღარ მინდა.. მაპატიეთ თქვენ რომ გიყვებით ამას, ვიცი ძნელია გაიგოთ, მაგრამ არავისთვის მომიყოლია და დატევა მიჭირს, საშინლად მიმძიმებს გულს.. – მოხუცი თბილად ჩაეხუტა ატირებულ თამთას და თმაზე მზრუნველად გადაუსვა ხელი
_​ბევრი რამე გამოგივლია შვილო, გაქცევით თუ ეშველება რამდენ ხანსაც გინდა დარჩი..
_​ცოტა ხანს ხომ მაინც ეშველება, მე მოვიკრებ ძალებს.. ეს გაუძლებელია, ამის ძალა არ მეყოფა, ან აქამდე როგორ მეყო არ ვიცი
_ ქალი ბევრს უძლებს შვილო, რაც მეტს უძლებს მით უფრო მეტის გაძლება შეუძლია, ასე უქნია ღმერთს.. დედაჩემს ბევრი შვილი ჰყავდა, მაღალ მთაში ვცხოვრობდით.. სანამ მამა ცოცხალი იყო არაფერი გვიშამდა, მერე ომში გაიწვიეს და ცოტა ხანში შავი ქაღალდიც მოვიდა წერილთან ერთად, ვიღაც ღვთისნიერ კაცს დაემარხა, გოსპიტალში მამასთან წოლილიყო. წერილს ოცი მანეთი ახლდა თან, იწერებოდა ოცდახუთი მანეთი ჰქონდა, ხუთით კუბო ვუყიდე, დანარჩენი იმიტომ აკლიაო. თუ გადავრჩი საფლავზე ჯვარსაც დავიდგამ, აქ ეგრე იციან, თუ არ დავადგი ესე იგი მეც მომკლესო. დედამ პატარები დაგვტოვა და მამას ჩააკითხა, საფლავი მოძებნა..ჯვარი არ ედგა.. ალბათ ის კაციც მოეკლათ. დედამ კუბო გაახსნევინა, რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად მამა იყო.. მერე იმ კაცის საფლავიც მოძებნა და ორივეს დაადგა ჯვარი. შვილები წვალებით გაგვზარდა, ჩვენც და თავისი მაზლისაც. ბიძაჩემი რომ მოკვდა ცოლმა თქვა ჩემს სამშობლოში ავირბენ, ჩემებს ვნახამო, მაშინ მამა ცოცხალი იყო.. წავიდა და აღარც გამოჩენილა. ჩემ პატარა, ერთი თვის ძმაზე ორი კვირით პატარა იყო ჩემი ბიძაშვილი, სულ ორი კვირისა.. შვილებში არ გაურჩევია, ყველა გზაზე დაგვაყენა, უმაღლესები დაამთავრებინა შვილებს, დაათხოვ-დააქორწინა და ბოლოს შვილს და მაზლიშვილს რაც ჰქონდა თანაბრად გაუნაწილა. არაფრისა ეშინოდა.. ერთხელ დატოვებული ბავშვი გაეპარათ სათამაშოდ და გზა აებნა, ტყეში ღამე მარტომ იარა, რამდენიმე დათვს შეხვდა, მაგრამ მაინც იპოვა და სახლში მოიყვანა.. ყველას იმედი იყო, ყველას მისაბაძი, იმისთანა ქალი სოფელში კი არა დუნიაზე არ დადიოდა..ასე შვილო.. სიმტკიცე მართებს ქალსა..
_ დედათქვენი მართლა ძლიერი ყოფილა..ალბათ ჩემი ამბავი არც არის მოსატანი არ არის.. მაგრამ ერთია, როცა განსაზღვრული მიზნისკენ შენი მოყვარული ქმრის და შვილების გამო მიდიხარე ნებისმიერ ფასად და მეორეა, როცა გაურკვევლობაში ხარ და არც ისი იცი რა მოგელის ან რა მიზანი გაქვს
_​განსაცდელი ორთავე განსაცდელია შვილო, ახლა დროება შეიცვალა, თორემ ქალის თავდადება იგივე დარჩა თუ ქალი მოინდომებს
_​არ ვიცი როგორ დავდო თავი..
_ რაც მომიყევი ეგეც საკმარისია შენგან, ახლა ღმერთის ნებას მიენდე.. ქალს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამა კაცი თუ თავის ადგილზეა ქალიც იფურჩქნება. რა იცი და მართლა არ შეუყვარდი იმ ბიზმესმენსა, რა იცი და მართლა არ შეგიყვარდა.. – თამთას აღარაფერი უპასუხია, ამაზე ფიქრიც აღარ უნდოდა..
_​აქ მოისვენე შვილო, სითბოში.. – მუთაქა აუფუმფულა ფროსამ, წამოაწვინა და თბილი ადიელა გადააფარა. გოგონას წამებში ჩაეძინა.
შაბათ-​კვირა სიმშვიდეში გაატარა, მთელი დღეები დადიოდა, სუფთა ჰაერს ისუნთქავდა და მშვიდდებოდა. ორშაბათს დოლიძემ დაურეკა, სამსახურში რატომ არ ხარო..
_​დასვენება მჭირდებოდა, ამიტომ იქითა ორშაბათიდან გამოვალ
_​სამსახური სამსახურია! ცოტა მეტის უფლებას ხომ არ აძლევ თავს?
_​გამაგდე!
_​აჰა..გასაგებია! მიზეზებს აგროვებ, რომ ყელში ამომიყვანო.. თვითონ ჩამოგაკითხავ..
_​და იცი სად ვარ?
_​მარტო ხარ?.. – ეჭვიანობა შეატყო ხმაში
_​მომავალ ორშაბათს აუცილებლად გეტყვი! – გესლიანად უპასუხა და ტელეფონი გათიშა. ოთახში მოხუცი შემოვიდა
_ თამთა, უნდა წავიდე შვილო, ჩემი დისშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ხერხემლის მალაზე თიაქარი ჰქონია და ტკივილებში გაათენა საწყალმა.. შეიძლება ერთი კვირაც ვიყო იქა.. ბერდიაც ახლა არ არი აქა, რაღაც კურსებიაო თბილისში იქ წავიდა..
_​არაუშავს, რას ამბობთ, თავს მარტოც გავართმევ, მარტო ღუმელის ანთება მასწავლეთ..
_ გასწავლი შვილო და შეშასაც დაგიჩეხამ წვრილად, რომ დასანთებად გამოიყენო.. საბძელშია დაჭრილი შეშა, ბერდიამ დამიჩეხა სულა.. ხანდახან ბაგრატა მოდის ხოლმე ჩამოტანილ წერილებს ტოვებს.. აივანზე დააწყობს და მიდის, არ შეგეშინდეს.. – მოხუცმა მთელი სახლი ხელახლა შემოატარა და აჩვენა სად რა იდო, როგორ უნდა აენთო ღუმელი და ასე შემდეგ.. მოხუცი მალევე გაემგზავრა, თამთა მარტო დარჩა და თავის შესაქცევად დაგაწყვიტა რაიმე დაეხატა.. უჯრაში ძველი, წვერწატეხილი ფანქრები მოძებნა, რამდენიმე ჩანთაშიც ეგდო თაბახთან ერთად. ფანჯარა გადაწია და შეშის ტკაცუნის ფონზე, მშვიდად შეუდგა ხატვას. ვერც კი შენიშნა დრო როგორ გალია, მზემ გამოანათა და თოვლი ააბრჭყვიალა. თამთას ფეხის ხმა მოესმა აივნიდან, ყურადღება არ მიუქცევია “ბაგრატამ წერილები დატოვა” გაიფიქრა და მაშინღა გამოერკვა კარი რომ გაიღო..



№1 სტუმარი ემი

შეყვარებული ვარ შენზეე love

 


№2  offline წევრი Pepper

აუფ რა მომენტში გაწყდაა ^^
ძალიან მომწონს ისტორიაა ^^
ვგიჟდები თორნიკეეზეც და თამთაზეც <3
მალე დადე რა შემდეგი თავები <3

 


№3 სტუმარი Teo..

Momwons dzalian.tornikeze vgijdebi.au radros gawyvite .ramoitmens exla.

 


№4  offline წევრი natia-natia

ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია

 


№5  offline წევრი nineli

opaa :ddd ra sastiki xar exla gawyveta sheidzleboda?! ;ddddd ukve vgrdznob shemdegi tavi rakargi iqnebaaa^_^

 


№6  offline წევრი shany shany

boroti xar... ased dros ar unda gagewyvitaa raaa ... yvela tavi ertad wavikitxe da sashinlad momwins..gaagrdzeleee da xshirad dade raa...

 


ვაიმე ყველაზე მაგარი ისტორიააა სულის ჩამწვდომია როგორც ვხვდები თორნიკემ.ჩააკითXA ❤
--------------------
romantikosi mwerali

 


№8 სტუმარი elene

Dzaan kargia.. Dzaalian momewona.. Male dade ra

 


№9 სტუმარი Mariami

Umagresi istoriaaa..

 


№10  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგიაა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent