შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს სწორედ ისაა რაც შენ გგონია პატარავ თავი 3


3-03-2016, 12:14
ავტორი diana.cherchuki
ნანახია 1 909

-ალო ჯეს- ამ სახელის წარმოთქმამ ცოტა არ იყოს შვება მომგვარა.
-ალო მია, როგორარხარ? არ გძინავს? როგორ მოეწყვე? როდის უნდა ჩამოხვიდე ჯექსონვილში?
-კარგი დააცადე ცოტა სული მოითქვას-ვიღაცის სიცილი გავიგონე ტელეფონში, აშკარად ნაცნობი ხმა იყო და დაეჭვებით ვიკითხე:
-ეს მაიკი იყო?
-ხო მია მე ვარ, გავიგე უკვე უთქვამს ჯესიკას შენთვის ჩვენი ამბავი...
-ხო, მითხრა, ვაიმე ბავშვებო... სამანტამ იცის რომ ერთად ხართ?-ჯესიკამ გაიცინა,
- კი როგორ არა, როცა ვუთხარი დედას ძალიან გაუხარდა, მითხრა ვიცოდი ასე რომ მოხდებოდაო..-მე გავაჩერე:
-არა ამას არ ვგულისხმობ, ახლა იცის რომ მაიკი შენს ოთახშია? ღამის 2 საათზე?
-არა მია, გაგიჟდი? მომკლავს.-მაიკმა ჩაიფხუკუნა.
-სწორია, მეც ასე მოვიქცეოდი, მისტერ მაიკ, რას აკეთებთ ჩემი დაქალის ოთახში ასეთ დროს?-და სიცილი ამიტყდა, ჯესი და მაიკიც იცინოდნენ, უცებ სევდა მომერია და ავქვითინდი, ჯესიკას ეს რათქმაუნდა არ გამოპარვია:
-მია, შენ რა ტირი?
-არა-ვუთხარი ზლუქუნით, მაიკმა მითხრა:
-ო ჯესის შენი გამხიარულება უნდოდა და მგონი პირიქით გამოვიდა...
-არა არა, თქვენი ბარლი არ არის, უბრალოდ ძალიან მომენატრეთ, ყველა და ყველაფერი რაც ფორსკს უკავშირდება, იქაური წყლის წვეთიც კი ჩემთვის სათაყვანოა, ახლაც ვერ ვხვდები აქ რა ჯანდაბა მინდა, მე ფორსკისთვის ვარ დაბადებული,
-ქალბატონო თავი ხელში აიყვანე, შენს გასართობად დავრეკე და არა შენს ასატირებლად-საყვედურით მითხრა ჯესიკამ
-ოჰ მაპატიეთ. მამა როგორ არის?
-როგორ იქნება მია, განადგურებულია, ჯერაც ვერ მოსულა აზრზე. რომ ესმემ და შენ მიატოვეთ.
-მე მამა არ მიმიტოვებია, ესმემ წამომიყვანა ამ ჯოჯოხეთში.
-კარგი დაივიწყე, როდის ჩამოდიხართ? ვგულისხმობ დასასვენებლად მაინც?-იმედით მკითხა ჯესიკამ
-მგონი არასოდეს, ვგონებ თქვენ მოგიწევთ ჩემთან ჩამოსვლა ზაფხულობით...
-ესღა გვაკლდა-ისევ გაიცინა მაიკმა-რათქმაუნდა გეწვევით მია <3
-კარგი ახლა ის გვითხარი როგორ მოეწყვეთ?-არ აცალა სიტყვის დასრულება ჯესიკამ.
-ხო რავიცი, ცუდი სახლი არ არის, მაგრამ სულ წვიმს, თბილი კი არაფერი წამომიღია თან, ზეგ წავალ და რამე თბილ მოსაცმელს ვიყიდი, ხვალ კი მთელ დღეს სახლში გავატარებ, ჯეს რაღაც მინდა გთხოვო, მინდა მომავალ ვიკენდზე ჩემს სახლში მიხვიდე და მამას უთხრა, რომ მენატრება.
-აუცილებლად მია, ხვალ რატომ არ გახვალ გარეთ? იქნებ ხვალვე გეყიდა მოსაცმელი?
-არა ჯეს, ხვალ სახლი უნდა დავათვალიერო, ეს იმხელა სახლია მგონი ერთი დღე არ მეყოფა, იცი მიკვირს დედამ ამხელა სახლი ასე იაფად როგორ ჩაიგდო ხელში, აქ რაღაც რიგზე ვერ უნდა იყოს. თან გარეთ გასვლაც არ მინდა, ესმეს სახლი 1 კვირით ადრე შეუძენია და ჩამი საბუთებიც ადრე გადმოუგზავნია რომ სკოლაში მევლო, ალათ იციან, რომ უკვე გადმოვედით და არ მაქვს ნერვები მათ გამოშტერებულ სახეებს ვუყურო...-აქ მაიკმა გამაწყვეტინა
-ნწ ნწ ნწ რა დღეში გაქვს ნერვები ახალგაზრდა ბავშვს :)
-მოკეტე მაიკ-სიცილით ვუთხარი და განვაგრძე-თანაც ზეგ სკოლის მერე გავივლი რომელიმე სუპერმარკეტში და ცოტას წავუშოპინგებ ;)
-უი მია, ახლა გამახსენდა, ჰარი ქლიუოთერი ხომ გახსოვს?
-ჰარი... ჰარი...-დავიქრდი-რომელი ჰარი?
-შენ რომ მოსწონდი, უფროსწორად რომ მოსწონხარ?
-ჯანდაბა, ისევ?-ამოვიოხრე მე.
-ამისთქმა ადრე იყო ჯერ,-გაიცინა მაიკმა, -შენს სანახავად აპირებს ვიკენდზე.
-ხო აბა რა,-შევიღინე მე-იმედია ორ იდიოტს რომელსაც ახლა ველაპარაკები საბედისწერო შეცდომა არ დაუშვია და ჰარისთვის ჩემი მისამართია არ უთქვამს.-მაიკმა ვეღარ მოითმინა და გადაიხარხარა, ჯესმა მუჯლუგუნი გაჰკრა:
-ჩუმად კრეტინო, დედა გაიგებს,
-უი ბოდიში-და ჩუმად განაგრძო-არა, გეფიცები სიტყვა არ წამოგვცდენია, მაგრამ მაინც გაგაფრთხილეთ, რომ გაოცებული არ დარჩე თუ შტერი ქლიუოთერი ვიკენდზე თავს დაგადგება. ვაი დედაშენი მოდის-ამოიკნავლა მაიკმა -მია მე უნდა გავქრე, სადმე დავიმალო, ძილი ნებისა, ჯესიკა კარადა გამიღე-წაისისინა მაიკმა და ტელეფონი გათიშა.
სულელები, გავიფიქრე და სიცილი ამივარდა, წარმოდგენა არ მინდა რას უზამს მისის სამანტა მაიკს თუ ასე გვიან ჯესის ოთახში გამოიჭერს? არა ამის წარმოდგენაც არ მინდა, ერთი კი ნამდვილად ვიცი, ჯესიკას 2 კვირიანი შინაპატიმრობა არ ასცდება.
კარგია რომ დამირეკეს, ისე გავმხიარულდი, მომეჩვენა, რომ მეორედ დავიბადე, ახალი ძალებით აღვივსე, ახლა ნაკლებად მადარდებდა ჯექსონვილი და ახალი გარემო, მთავარი იყო მხოლოდ ის, რომ ჩემი მეგობრების ხმა გავიგე..
ასე ტკბილ მოგონებებში ჩავიძირე და ძალიან მშვიდი ძილით დამეძინა.
გვიანამდე მეძინა, ალატ კიდევ დიდ ხანს არ გამეღვიძებოდა, რომ არა ის ხმაური, რომელიც ესმეს მოეწყო სამზარეულოში...



აი მესამე თავიც ჩემო კარგებო, ძალიან გამიხარდა, როცა ამ ნაწარმოებს ამხელა გამოხმაურება მოჰყვა. მიყვარართ <3
ჰო მართლა, აზრი დააფიქსირეთ, თქვენი აზრით რა ქნა ესმემ სამზარეულოში ისეთი, რამაც მია გააღვიძა <3



№1  offline წევრი diana.cherchuki

nino araxamia
magaria ♥♥♥♥♥

მადლობა, კიდევ დავდებ <3
--------------------
Onlinegirl

 


№2  offline წევრი cancara

რა პატარა თავებია გოგონა გაგრძელე კაია

 


№3  offline წევრი diana.cherchuki

cancara
რა პატარა თავებია გოგონა გაგრძელე კაია

კი, აუცილებლად გავზრდი თავებს, მადლობთ <3
--------------------
Onlinegirl

 


№4 სტუმარი Black

Chemi azrit dedamisi "vitom"sawmlis gaketebas cdilobda ha ara?velodebi shemdeg tavs intrigano

 


№5  offline წევრი diana.cherchuki

Black
Chemi azrit dedamisi "vitom"sawmlis gaketebas cdilobda ha ara?velodebi shemdeg tavs intrigano

ჩემს გონებაში ზიხარ :*

მოკლედ არ დავაყოვნე და მეოთხე თავიც დავდე, ისეთ თავებს გიმზადეეებთ, პირდაპირ ჟრუანტელი მივლის :*
--------------------
Onlinegirl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent