შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (5)


3-03-2016, 16:25
ავტორი natia_888
ნანახია 2 015

***
მაშინ თქევსმეტი წლის ვიყავი და როგორც ალექსანდრე ყაზბეგი აღწერს ამ ასაკს: „მაშასადამე იმ ხანში, როცა ძარღვებში აღელვებული სისიხლი ქაფდება, სდუღს და ჩუხჩუხით მიმდინარეობს, როდესაც გული მიილტვის რაღაც ჯერედ უცნობის ბედნიერებისაკენ და თრთოლვით შესთამაშებს ყვავილებსა და ბუნებას, სიცოცხლე ედემად ეშლება, ცხოვრება სიამოვნების ნექტარს ექადის.“
მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი და აქამდე ჩარაზულ გულს პირვლად მოელამუნა ღვთიური სიო სიყვარულისა, შეუყვარდა ადამიანი რომლის შესახებ ძალიან ცოტა იცოდა, იცოდა თითქმის არაფერი, მაგრამ მისი სიყვარული ისეთივე მიზნად ჰქცეოდა ამ გულს ქცეული, როგორც, მაშინ, სანდროს პირვლად ნახვისას კიბეზე დაგორება ....
- კაწენკააა - ფიქრებიდან ნაცნობმა და საყვარელმა ხმამ გამომიყვანა. - რა იყო გოგო, ისეთი სახე გაქვს კაცი იფიქრებს კაცობრიობის ბედი აქვს გადასაწყვეტიო.
- ერთი ამას დამიხედეთ, საუკუნის დაკარგული დაბრუნდა. - ფეხზე წამოვდექი და ნიკას ჩავეხუტე.
- ჩემო ლამაზო და ჩემო მშვენიერო, ჩემო თვალისჩინო და ჩემო ღვთაებავ... - ნიკა კიდევ გეგმავდა გაგრძელებას, მე რომ არ გამეჩერებინა.
- ნიკიოლოზ პირდაპირ მითხარი. - ეშმაკური მზერა ვესროლე.
- დღეს ყაზბეგში მივდივართ და შენც მოდიხარ! - ის ოფიციალურად მომახალა წამით ვიფიქრე უარის თქმის უფლება არ მაქვსთქო.
- გამორიცხულია! - თუმცა ჩემს მდგომარეობაში დანებება არ შეიძლებოდა.
- ნურას უკაცრავად!!!
- არა ნიკუშ, მართლა გამორიცხულია... ერთ კვირაში გამოცდები მეწყება.
- კატ მომისმინე! - თვალი თვალში გამიყარა. - ერთ კვირაში ვერაფერს ისწავლი თუ აქამდე არ გისწავლია. მე და შენ კი მშვენივრად ვიცით, რომ თვეობით ახლიდი თავს მაგ წიგნებს, ასე რომ შენ თუ არა სხვა ვიღამ უნდა ჩააბაროს ეგ გამოცდა? თანაც შემომხედე, აბიტურიენტი ვარ და მაინც მოვდივარ, იცი რატო? ჭკვიანი გახლავარ და ვიცი გონებამ ცოტა უნდა დაისვენოს ამდენი სწავლის შემდეგ. ასე რომ ოთხზე გამოგივლი და ნაბიჯით იარ ყაზბეგისაკენ. სამ დღეში დაგაბრუნებთ და შეგიძლია კვლავ მიეცე განცხრომას წიგნებთან ერთად. - მონოლოგი რომ დაასრულა უკანასკნელად გავიბრძოლე.
- ნიკოლოზ, არ შემიძლია!
- კაატ, გაამოცდები მეც მაქვს მარა მივდივარ, კაი რა გეხვეწებიიი. - ნიკას მხარი სალომაც აუბა, რომელიც ისე შემოპარულა საკლასო ოთახში და ჩემს გვერდით ასვეტილა ვერც შევამჩნიე. მისი თვალების შემყურეს ჩემს პოზიციაზე მყარად დარჩენა გამიჭირდებოდა, მაგრამ უკან დახევაც არ მსურდა.
- სალ, შენ ჩემსკენ უნდა იყო და ნიკასკენ ხარ? ხალხო არააა, გამოცდები გვაქვს და ყაზბეგი ვერ გვიშველის, არაააა. - ბავშვის ხმით ვწიკვინებდი.
- რაო, რაო? - ოთახში ჩემმა საყვარელმა თვალებმა შემოანათეს. - ეს ვისი ხმა მესმის ბეჯით გოგოდ რომ მოაქვს თავი? მაშ არაო ხო? - სანდრო ჩემსკენ გამოიქცა და მოწყვეტით ამიტაცა ხელში. - აბა ვნახოთ ახლა როგორ გამიწევ წინაააღმდეგობას სულ ასე ხელში აყვანილს რომ გატარებ ყაზბეგამდე. – „მაგ შემთხვევაშ წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ მექნება“ ფიქრში ვუპასუხე, თუმცა ხილულად ვერც სანდროს ძლიერი მკლავები შემაშინებდნენ.
- ახლავე დამსვით ახალგაზრდავ! -სიცილნარევი სიმკაცრით ვუთხარი და მის უძირო თვალებში ჩავიძირე.
- სანამ არ დაგვთანხმდები ამსე მეყოლები. - სანდრომ თავისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა.
- კატოო წარმოიდგინე სამი დღე და სამი ღამე ყაზბეგის მწვერვალებში. კარვები, კოცონი, გიტარა, მწვადები... მზის ჩასვლა... ამოსვლა.... დაუვიწყარი სამი დღე... - ნიკა მთელი ხატოვნებით მიღწერდა მომავალ მოგზაურობას.
- ნიკა გეყოფა თორემ დაგთანხმდებით. - მუდარით ამოვიგმინე და უძლურების ხაზგასასმელად სანდროს მკერდს მივადე თავი...
- ნიკოლოზ განაგრძე, განაგრძე. - სანდრმო თვალი ჩამიკრა და კიდევ უფრო ძლიერ მიმიკრა მკერდზი.
- არაფერიც! - ნეტარების წუთებს განვშორდი და სანდროს თვალებანთებულმა შევხედე. - ბატონო სადრო დამდეთ პატივი და დამაბრუნეთ დედამიწაზე!
- რას მელაპარაკებით! - სანდრომ გულიანად გადაიკისკისა.
- გნებდებით... სამი დღით წამოვალ ყაზბეგში მაგრამ მომდევნო ოთხი დღე თვალით აღარ დამენახოთ! - სანდრომ ჰაერში სათამაშოსავით მისროლა, მერე კვლავ დამიჭირა და ძლიერ ჩამიკრა გულში. არც მიკამ და სალომ დააყოვნეს და გარშემო შემოგვეხვივნენ.
- კაი, კაი გეყოფათ სენტიმენტალური სცენები. - თავი დავაღწიე ბავშვებს და დავიწყე შეკითხვების კორიანტელი.


***
ნიკა, სალო, მე და უკვე სანდროც ჩვენი სამეგობრო წრის ძირითდი რგოლები ვართ, თუმცა არა ერთადერთი.
დათო აბრამიშვილი, რაგბისტის აღნაგობის, კუპრივით შავი წვერითა და ამავე ფერის თვალებით მოსილი ჭაბუკია, რომელიც ჩვენს სამეგობროში ერთი უცნაური შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა.
დაახლოებით ორი, არა, ზუსტად ორი წლის წინ მე და სალო რიყეზე ვიყავით, ზაფხული იყო, სულის შემხუთველად ცხელოდა, როგორც ჩვეულებისამებრ იცის ხოლმე თბილისში... ნიკას ლოდინით გაბეზრებულებმა წუწაობა გადავწყვიტეთ. შადრევნებს ერთმანეთის მიმართულებით ვაძლევდით ჭავლს და გატაცებით ვიცინოდით. მოულოდნეად ჩვენს წინ დაახლოებით ჩვენი ასაკის ბიჭმა ჩაიარა, რომელსაც ზუსტად ისეთი მაისური ეცვა, როგორიც ნიკას აქვს. მე და სალო არც კი დავფიქრებულვართ ისე შევასხით წყალი ამ ახალგაზრდას. რამდენიმე წუთში კი ჩვენს წინ ასვეტილი, თავიდან ფეხებამდე გალუმპული დათო აბრამაშვილი დვაინახეთ. მას შემდეგ დათო ხუმრობს, მოჯადოვებული გქონდათ ის წყალი და თქვენგან თავის დაღწევის უნარი წამართვაო.
დათო ნიკას პარალელურ კლასში სწავლობს. სიმართლე გითხრათ იმ შემთხვევამდე მისი არსებობაც კი არ ვიცოდით, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დავახლოვდით და ახლა უკვე არც ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას არ აკლდება.
მე ნიკა და სანდრო დედისერთები გახლავართ. სამაგიეროდ სალოს ყავს ერთი უფროსი და და ერთი უმცროსი ძმა, რომელიც ნამდვილი მტარვალია. დათოსაც ყავს და, ჩემი ასაკისაა და ისიც ძმასავით არაჩვეულებრივი.
- ახალგაზრდებო მომისმინეთ. - საკლასო ოთახში მდგარ წინა მერხზე ჩმოვჯექი, მას შემდეგ რაც სანდროს ხელებიდან გავითავისუფლე თავი და დავიწყე. - ვინ და ვინ მოვდივართ?
- მე, შენ, სანდრო, სალო, დათო, ნია და თამო. - ნიკამ ერთი ამოსუნთქვით ჩამომითვალა.
- სალ ნიას სცალია? - სალოს და პრაკტიკანტი სტუდენტია, სხვათაშორის ჩემი მომავალი კოლეგა, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და პარალელურად ბიძამისის ბიუროში სტაჟირებას გადის. ალბათ წარმოგიდგენიათ მისი გრაფიკი, ამიტომ გამიკვირდა ნიკაოც რომ შემოგვიერთდა.
- კი კატ, ლადოსგან აიღო შვებულება სამი დღით და უნივერსიტეტსაც გავაცდენო.
- არაჩვეულებრივია. მაშ და-ძმა აბრამიშვილებიც მობრძანდებიან?
- მობრძანდებიან. - ხუმრობანარევი ოფიციალურობით მიპასუხა ნიკამ.
- კონკრეტულად სად მივდივართ?
- სტეფანწმინდა. - კლვავ ნიკამ მომაგება პასუხი.
- მყინვარწვერზე ავალთ?
- რათქმაუნდა.
- ღამეს სად გავათევთ?
- კარვებში.
- ტერიტორიულად? - გამალებით ვაგრძელებდი კითხვების დასმას.
- გერგეტის ფერდობზე. - ნიკაც უმალ მცემდა პასუხს, ვინაიდან მიცნობდა და იცოდა, მანამ არ გავჩერდებოდი სანამ ამომწურავ ინფორმაციას არ მივიღებდი.
- მერე სიცივე?
- თბილად ჩავიცვამთ.
- პირადი ჰიგიენა?
- გოგო მართლა უღრან ტყეში კი არ მივდივართ. ბარგს სასტუმროში დავტოვებთ, დღისით ბარში ჩამოვალთ. სასტუმროში მოვიწესრიგებთ თავს, თვითონ დაბასაც დავათვალიერებთ, ყაზბეგის მუზეუმსაც ვნახავთ... უბრალოდ საღამოობით ბუნებაში გავალთ, სამებასთან ფერდობზე. გემრიელად მოვილხენთ და წამოვალთ.
- და... - კიდევ რაღაც უნდა მეკითხა, მაგრამ ჩემს გვერდით მდგომმა სანდრომ რომელიც გაფართოებული თვალებით მიმზერდა, გამაწყევტინა.
- ქალბატონო მომისმინე. მოტაცებას არ გიპირებთ. ავალთ ყაზბეგში, ვნახავთ ალექსანდრეს მუზეუმს, სამ ღამეს გავათებთ ფერდობზე. საღამოობით კოცონს დავანთებთ, მწვადს შევწვავთ და გიტარას დავუკრავთ, ღამე კი კარვებში დავიძინებთ. რა ამბავია ამდენი კითხვა? - სანდრო ისე მელაპარაკებოდა, ორი წლის ბავშვს რომ დატუქსავ ზედმეტი შეკითხვების გამო.
- და კარავში ვინ და ვინ დავიძინებთ? - თუმცა ჩემს ცნობისმოყვარეობას ბოლო არ უჩანდა.
- კატო! ლოგიკურია გოგონები ერთად დაიძინეთ, ბიჭები ერთად. -სანდრომ აღშფოთებული მზერა მომანათა, მაგრამ წამში მისი ცისფერი თვალები ცბიერმა სხივმა ააკიაფა. - ნუ, შენ თუ გინდა ჩემთან ერთად შემოდი კარავში. - უკანასკნელი ისე თქვა, რომ მხოლოდ მე გამეგო. მეც უმალ ვუთავაზე მუჯლუგუნი და გაბუსხული სახე მივიღე. ნიკას და სალოს გაეცინათ, თუმც არაფერი გაუგიათ, მაგრამ მიხვდნენ რაშიც იყო საქმე.
- იოცნებე. - მეც ჩუმად ჩავისისინე და ხელები გულზე დავიკრიფე. სანდრო ჩემსკენ გადმოიხარა და გაბუსხულ ლოყაზე მაკოცა.
- გეყოფათ ახლა - ნიკა ჩემსა და სანდროს შორის ჩადგა. - გოგონებო რამდენი გაკვეთილი დაგრჩათ?
- მოვრჩით ნიკუშ. - სალომაც ჩვენთან მოირბინა და მხარზე დამეყრდნო.
- მაშინ წამო, გაგიყვანთ სახლებში, მოწესრიგდით და საღამოს ზუსტად ოთხზე თქვენთან ვართ.
- არის სერ.
- სანდრექს გაიყვან კატოს? - ნიკა სანდროს მიუბრუნდა, რომელიც ჩემს თმას გატაცებით ეთამაშებოდა.
- მეტი საქმე არ მაქვს. - უკანასკნელმა არხეინად დაუბრუნა პასუხი.
- მე კი მეტი საქმე არ მაქვს ამას გავყვე. - გაბუსხული წამოვდექი ფეხზე და კარისაკენ გავემართე.
მოულოდნელად დედამიწარ მოვწყდი და ისევ სანდროს ხელებში ამოვყავი თავი.
- ღმერთო, რა ბუტია ხარ. - სანდრომ თვალი თვალში გამიყარა და ალმაცერად გაიღიმა. მომაჯადოებელი იყო, იმდენად რომ ხმა ვერ ამოვიღე. - როგორც შევთანხმდით ოთხზე ვიკრიბებით. - ნიკას და სალოს მიაძახა და მანქანამდე ხელში აყვანილი მიმიყვანა.


***
მანქანას რომ მივუახლოვდით ძირს დამსვა და მარცხენა ხელი მარჯვენა მკლავში მჭიდროდ მომკიდა, თვითონ კი მანქანის კარი გააღო.
- სულ გაგიჟდი? - აღშფოთებულმა ვკითხე.
- უკაცრავად? - აღშფოთებულმავე მიპასუხა.
- ხელი რატომ დამიჭირე?
- იმიტომ, რომ როგორც კი ხელს გაგიშვებდი მყისვე მოსწყდებოდი ადგილს და დაიჩემებდი ტაქსით წავალო, მე კი შენი დევნიუს თავი არ მაქვს. - ისე საყვარლად ჩამოარიკრიკა სიცილი ძლივს შევიკავე. თან ყველაზე მეტად იმაზე მეცინებოდა, ჩემი გეგმები რომ გამოააშკარავა.
- საიდან მოიტანე, რომ გავიქცეოდი? ორი წლის ბავშვი კი არ ვარ. - მაგრამ კატო რის კატო იქნებოდა, უკან დაიხია და ფარხმალი დაეყარა.
- მმმმ მოიცა დავფიქრდე. - სანდრომ საშინლად ირონიული სახე მიიღო. - ალბათ იქიდან, სულ ორი წუთის წინ კლასიდან ოწი წლის ბავშვივით რომ გამოიქეცი.
- იდიოტი ხარ.
- შენ კი ლამაზი.
- თავხედი.
- არა თავხედიც ხარ, მაგრამ უფრო ლამაზი. - აი აქ კი დავნებდი და ძალაუნებურად სახეზე ღიმილი გადამეკრა.
- იცი რომ ვერ გიტან?
- კი, ვიცი რომ სიგიჟემდე გიყვარვარ. - თვალი ჩმიკრა და ხელით მანქანის ღია კარისკენ მანიშნა.

(გაგრძლება იქნება )

......................
დაგვიანებისთვის ბოდიში <3

იმედია დღევანდელი თავი მოგეწონათ და ლოდინად ღირდა ^__^



№1  offline წევრი natia-natia

Auu ki momewona

 


№2  offline წევრი natia_888

natia-natia
Auu ki love

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent