ზედმეტად სექსუალური (სრულად)
გაღიზიანებულმა გადავკვეთე გზადტკეცილი,სველი პალტო მჭიდროდ გადავიკარი ერთი მეორეზე და გალუმპული ფეხები რამდენჯერმე დავაბაკუნე. -ჯანდაბა!-ჩავიქირქილე ბრაზიანად და მანქანა განვბლოკე.წარბშეკრულმა დავძარი ჩემი პორშე და ტრასაზე გავასრიალე,ძრავა უცნაურად ღმუოდა არ ჩამიქრე მეთქი ვეუბნებოდი და დიდი სიჩქარით მივილტვოდი წინ. წინასწარმეტყველება ამიხდა, შუა ტრასაზე დასტუკა ჩემმა მოტორომა,გაღიზიანებული დადმოვედი მანქნიდან და ჭყლაპუნით ავხადე კაპოტი მანქანას.ნაწილები გადახურებული იყო,გაკეთებას კი ვერ შევძლებდი.წვიმამ უფრო უარესად დაუშვა და თან აქა-იქ ელვაც დაიკლაკნებოდა ხოლმე ცაზე.ფაცხაფუცხით ჩავჯექი მანქანში და ტელეფონი მოვიძიე,სასურველი ნომრის ნახვისას უმალ დავაწექი მწვანე ღილაკს და ჩემს მაშველს საშას დავურეკე. -ჰეი საშკა-ჩვაძახე ენერგიულად.-ძრვა ჩამიქრა და მიშველე... -სად ხარ?-სიცილით ამბობს კაცი. -მარჯანიშვილზე... -ოქეი ათ წუთში მანდ ვარ. -ძმა ხარ!-ვამბობ კისკისით ტელეფონს ვთიშავ და სავარძელზე კომფორტულად ვთავსდები. ესეც შენი გრანდიოზული დაბრუნება სამშობლოში და ღირსეული დახვედრა სისინებს ალტერ ეგო და ამჟავებულ ნერვებს უარესად მიმღვრევს. *** სახლში საშკას მივყვარ მანქანას კი ვულკანიზაციაში გზავნის. გასაღებს მაგიდაზე ვაგდებ და სველ ტანსაცმელს ვიძრობ,სააბაზანოში მისვლამდე ტანისამოს ბოლომდე ვიშორებ და მთელი სიტკბოებით განვიცდი ცხელი წყლის მაგიურობას. სანამ ჩემს სხეულზე თბილი წყლის წვეთები სასიამოვნოდ დაცოცავენ,მე სიამოვნების ზენიტში მყოფი ვნებიანად ვკრუსუნებ მოსალოდნელი სიამოვნების მოლოდინში.თეთრ, ფაფუკ პირსახოცს სხველ ტანზე ვიმაგრებ და სააბაზანოდან სამზარეულოში გავდივარ.მადუღარას ვრთავ რომ ყავა დავლიო და აღელვებულმა ოდნავ მაინც გადავაყოლო გული.საყვარელ ჭიქაში ოხშივარ ადენილ ყავას ვასხამ და ფანჯარასთან ვდგები,ისევ წვიმს...ქუთუთოებს მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს და კმაყოფილებისგან ტუჩებზე ალმაცერი ღიმილი მიკაიფდება.ცხელ ყავას ნელ-ნელა ვსვამ და საკუთარი თავით კმაყოფილი ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ,მე ხომ ჩემი ყოველი ნაბიჯებით ვუახლოვდები მიზანს,მიზანს რისთვისაც მთელი ხუთი წელია ვიბრძვი და ახლა მოვიდა დრო საქმე ბოლომდე მივიყვანო.ცარიელ ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ისევ ფანჯარასთან ვდგები,პირში გაჩრილ სიგარას ხელში ვიჭერ და ნაცრისფერ რგოლების ყურებით ვტკბები... *** დილის რიჟრაჟი სასიამოვნოდ მოქმედებს ჩემზე და კარგად გამოძინებული ენერგიულად ვიწყებ დილას.თავს ვიწერიგებ დაგარდერობთან ვდეგები.დღეს ხომ ჩემი პირველი დღეა სამსახურში და ყველაფერი გეგმის თანხმად,უშეცდომოდ უნდა შესრულდეს.გარდერობის კარებს ვაღებ და შავი მაღალწელიანი,ვიწრო ქვედაბოლო გამომაქვს,თეთრი ოდნავ გამჭირვალე პერანგი და ჩაცმას ვიწყებ. -მშვენიერია!-ვამბობ წარბაწული და სარკის წინ ვტრიალებ.რაც მართალია მართალია შესაშური გარეგნობა მაქვს,ჩემს გარდაცვლილ დედას ვგავარ,დედა ესპანელი მყავდა მასავით ეშხიანი ვარ.სახის ულამაზესი ნაკოთებით და გასაგიჟებელი სხეულით.ეს სოლოდური სამოსიც დამაკვდა სხეულზე,კმაყოფილი ვშორდები სარკეს და მზადებას განვაგრძობ შავ ქუსლიანებს ვიცვამ,შემდეგ მსუბუქ მაკიაჟს და სუნამოს ვისხამ და ოთახიდან გავდივარ. როგორც ჩანს წვიმას გადუღია,მაგრამ ცუსხიანი ქარი მაინც შლის აფრებს.პალტოს სხეულზე მჭიდროდ ვიჭერ და გახარებული ვჯდები მანქნაში.საშას ვურეკავ და მადლობას ვუხდი რომ ასე სწარაფად მოაგვარა ჩემი პორშეს შეკეთება.მანქანას ვძრავ და პოლიციიკენ ვიღებ გეზს. *** წელში ამაყად გამართული შევდივარ შენობაში და თავაწეული მედიდურად მოვილტვი წინ.კარებში ბატონი ბესო მეგებება და კაბინეტისკენ მიმიძღვის. -თქვენს ანკეტას გადავხედე ქალბატონო ადელინა და ფრიად მოხარული დავრჩი,სწორედ თქვენნაირი პროფესიონალები გვჭირდება სამსახურში ამიტომ დუფიქრებლად აგიყვანეთ სამსახურში-კმაყოფილი მზერით გადმომხედა კაცმა და სავარძელზე გადაწვა. -გმადლობთ,მერწმუნეთ არ ინანებთ რომ ამიყვანეთ.-ამაყად ვიღერებ ყელს და მსუბუქად ვუღიმი კაცს. -იმედია,ახლა კი წამოდი თანამშრომლების წინაშე წარგადგენ შემდეგ კი შენს მეწყვილეს გაგაცნობ და საეთო საქმესაც გადმოგცემთ... -ძალიან კარგი-ვამბობ კმაყოფილი, ფეხზე ვდგები და ფეხდაფეხ მივყვები ბატონ ბესოს. საკონფერენციო დარბაზში შევდივართ და ყველას მზერა ჩემზე გადმომდის,თუმცა ეს სულაც არ მაკომპლექსებს პირიქით ენით აუწერელად მსიამოვნებს და მრავლის მეტყველი ღიმილით ვაჯილდოვებ საზოგადოებას. -მინდა გაგაცნოთ ახალი თანამშრომელი,ექსპერტ-კრიმინალისტი ადელა ვასაძე ჩვენი გუნდის ახალი წევრი,ის მაქსიმეს მეწყვილე იქნება და მასთან ერთად იმუშავებს ბაღაშვილების საქმეზე-საუბარი დაამთავრა თუ არა ბესომ წინ ორმეტრიანი კაცი აეტუზა და განრისხებული მზერა მომავლო. -ბესო ეს საქმე ჩემია და არ მჭირდება ბავშვების დახმარება!-წამოენთო კაცი. -მაქსიმე საქმეს ასე სჭირდება,ზედმეტები არგავიგონო შენსგან.-წარბშეკრულმა უპასუხა ბესომ და დარბაზი დატოვა. ირგვილივ მიმოვიხედე და გასვლა დავაპირე რომ ვიღაც მკვლავში მეცა დაკედელზე მიმანარცხა. -ეს საქმე ჩემია და თუ სიცოცხლე გინდა როგორც მოხვედი ისე წადი უკან-მირიალა კაცმა,მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.ვხედავდი როგორ გამოდიოდა წყობილებიდან თუმცა მე ის ვერაფრს დამაკლებდა ეს სისულელე იყო. -ეს საქმე ჩემია და ვერავინ წამართმევს იცოდე მიფრთხილდი თორემ თუ გავბრაზდი ეშმაკზე უარესი ვხდები კოლეგავ!-ჩავისისინე კმაყოფილმა,მისი ხელები მოვიშორე და ამაყი ნაბიჯებით დავტოვე დარბაზი. 2თავი დიდი შემართებით შევაბიჯე კაბინეტში და ჩემს მაგიდასთან კომფორტულად მოვთავსდი. 'ესეც ასე' ჩაიხითხითა ჩემმა ალტერ ეგომ და ფეერვერკებიც გაუშვა.კაბინეტი ერთი შეხედვით მოვათვალიერე და ჩემ გვერდით მდგარ მაიდაზე გადავიტანე აქცენტი. მაქსიმე ვილბიანი ეწერე მადიგაზე მდგარ პატრა აბრას.ტუჩის კუთხეში ღიმილი გამეპარა როცა გამახსენდა ინციდენტი პატივცემულ კოლეგასთან.მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა,სულერთია თამაშის წესები...ვაღიარებ რომ საკმაოდ კარგი მოთამაშე ვარ,და არ გავჩერდები მანამ სანამ ჩემსას არ გავიტან. ფიქრების მოსაშორებლად თავს ვაქნევ და საქმის მასალებს გულდასმით ვაკვირდები. -უკვე მოწყობილხარ-კაბინეტის კარზე მიყდნობილი მაქსიმე გამჭოლ მზერას მაბყრობს. -დიახ,უკვე მოვშინაურდი...-ვამბობ წარბაწეული და საბუთებს ვუბრუნდები. -....და მაინც გეტყვი არაფერი გამოგივა,ამ საქმეს არ დაგითმობ-ღვარძლიანად ჩაილაპარა კაცმა. -კარგია როცა თვითდაჯერებული ხარ,საკუთარ თავში რომ ხარ დარწმუნებული-ვამბობ წყნარად და ფეხზე ვდგები.-მთლად უკეთესია როცა გონებაც გაძლევს ფორას,მაგრამ თვითდაჯერებულებას ერთი ნაკლი აქვს...ვერ ამჩნევ შენზე ძლიერებს,შენი ნაკლიც ეს არის,არ ან ვერ აღიერებ რომ მე შემიძლია მარტივად აგწაპნო საქმე... -იგივეს ვიტყოდი შენზეც!-გაიჟღერა კაცის ირონიულმა ბარიტონმა. -ჰო,მეც თავდაჯერებულივარ იმ განსხვავებით რომ შემიძლია დავინახო სხვისი უპირატესობები რომ შემდეგში ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო...-ვამბობ მშვიდად და სავარძელში ვეშვები. *** სამუშაო საათების დასრულებისთანავე საქმის მასალებს ვიღებ და დაუმშვიდებლად ვტოვებ კოლეგას. მანქანაში ვჯდები და სამსახურს ვტოვებ.ყვევილების მაღაზიასთან ვჩერდები და შიგნით შევდივარ,სტაფილოსფერ ვარდების უზარმაზარ თაიგულს ვყიდულობ,თეთრი ნუშიანი შოკოლადიც არ მავიწყდება და კურსს სასაფლაოსკენ ვიღებ. -მარტოობის ყველას ეშინია,სულ ერთია დიდს თუ პატარას,მდიდარს თუ ღარიბს. მარტოობა, ავადმყოფობაა.. სახლშიც კი დაუცველად რომ გრძნობ თავს,ვიღაცას ან რაღაცას მთელი ძალით ეჭიდები მაგრამ მაინც იძირები ჭაობში. რომ ვიხსენებ,როგორ გეშინოდა ხოლმე... ახლაც მაკანკალებს,შენ ხომ ყველაფერი ხარ ჩემი.ჩემი დაიკო-აზლუქუნებული ძლიერად ვეკვრი ცივ ქვას,და გულში ლახვარივით მესობა ასეთი ყოფა.ვარდებს მიწაში ჩაჭდობილ ვაზაში ვაწყობ,დელიას ფოტოს ხელით ვეფერები და დანაღვლიანებული გამოვდივარ სასაფლაოდან.თითქოს ცუდი აურა მომსდევს თან,ყოველ ნაბიჯზე ვჩერდები და საფლავებს უსიცოცხლო თვალებით ვაკვირდები. ცხოვრება ხომ მწარეა,მწარეა მაგრამ სიტკბოება მაინც დაჰკრავს და ალბათ ეს გვაძლებინებს.ნაჩქარევად გაკოვდივარ სასაფლაოდან და ხელში ჩაბღუჯულ თეთრ შოკოლადს პატრა ხელებ გათხუპნულ გოგონას ვაძლევ,ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მცვივა ღაწებზე,ბავშვს ლოყაზე ვკოცნი და მანქანაში ვჯდები. ღრმად ვსუნთქავ და ემოციების დალაგებას ვცდილობ,ყველაფერი ისეთი რთულია,რომ ხანდახან მეც ვიჯრებ ჩემს გამოგონილ სიდიადეს,მყინვარწვერივით ამაყად რომ დგას და თავისი სიდიადით აშინებს მნახველს. *** სახლში მისული სააბაზანოში შევრბივარ და კაჯუზის წყლით ვავსებ თან სხვადასხვა სურნელოვანი ზეთებით ვაზავებ და წყალში ჩაწოლილი ვგრძნობ როგორ ვიცლები. დილას ადრე ვდგები,მშვენიერი ამინდი გუნებას მიკეთებს და კმაყოფილი ვარჩევ სამოსს.შავ,კოჭებამდე შარვალს ვიცვამ,ღია ცისფერ გამჭირვალე პერანგს და შავ ქუსლიანებს.მაკიაჟს ვიკეთებ,შავ თმებს ვიშლი და ბოლოებში ვიხვევ.სარკეში ამაყად ვიმზირები და ნერწყვი მე'ვე მომდის ჩემ სხულის ფორმებზე. შავ ტყავის ქურთუკს,ჩანთას და გასაღებს ვიღებ კარებს ვკეტავ და სახლიდან გავდივარ. სამსახურში დაძაბული სიტუაცია მხვდება,ხასიათი მეფუქრება და კაბინეტში ამრეზილი შევდივარ.როგორც ჩანს ჩვენი მაქსიმე უგუნებოდაა. -გამარჯობა-ვამბობ ხმადაბლა და კომფორტულად ვთავსდები ჩემს ტერიტორიაზე. -ბაღაშვილების საქმეს გადახედე?-მეკითხება წარბებშეკრული კოლეგა. -ჰო,რამდემიმე დეტალზეც გავახვილე ყურადღება რაც თქვენ გამორგრჩათ...-ვამბობ უკმაყოფილოდ და ფეხს ფეხზე ვიდებ. -დილით ჩამოსულან საქართველოში,არარეგალურად გადმოკვეთეს საძღვარი თუმცა მათი კვალი არ ჩანს. -ისინი ერთი ნაბიჯით ყოველთვის მისხლტებიან ხელიდან!-ვამბობ წარბებშეკრული და წელში ვსწორდები. -ამჯერად ვერ დაიძვრენენ თავს,ამას არ დავუშვებ-ბოლთას სცემს მაქსიმე. -ამას არც მე დავუშვებ! -პატარა ქალბატონო იცოდე ოპერაცია რომ ჩამიშალო ჩემი ხელით მოგკლავ!-თითის ქნევით მაფრთხილებს კაცი და ოთახიდან გასვლას აპირებს როცა ხელში ვწვდები. -ნუ მემუქრები!მე არ ვარ გოშია ძაღლი შენი შიშით რომ ვერ ვიმოქმედო.ტრა'ის ქიცინს გირჩევნია საქმით დამიმტკიცო შენი პროფესიონალიზმი!-ვამბობ ირონიით ხელს ვუშვებ და ვატარებ თუმცა გაუაზრებლად ვხდები კედლეზე არკული და მის ტუჩების სიმხურვალეს ჩემ ტუჩებზე ვგრძნობ. მამაკაცმა მსუბუქად მიანარცხა კარებს ქალი და გაშმაგებით დაეწაფა მის ბაგეებს.მაქსიმეს დაეფიცება რომ ასეთი ნაზი,ტკბილი და ამავდროულად ვნებიანი ტუჩები არასოდეს უნახავს.ქალს ხელები წელზე მოხვია და კოცნა უფრო გააღრმავა,ამასთანავე ახელებდა ის ფაქტი რომ ქალიც ჰყვებოდა ალერსში და ვნებიანად კრუსუნებდა მის მკლავებში მოქცეული. ადელა ხვდებოდა რომ გრძნობების გაშიშვლებით კარგი არაფერი მოელოდა,ნელ-ნელა დაეშვა ღრუბლებიდან, მამაკაცის კისერზე მოხვეული ხელი მოადუნა,თუმცა კაცი მაინც ვნებიანად ეტანებოდა მის არაამქვეყნიურად ტკბილ ტუჩებს, რომელიც კაცმა ღრუბლის ქულასაც კი შეადარა.ადელას პირველად შეაწუხა უმწეობის ინსტიქტმა,ადრე სულ ის იყო დომინანტი ნებისმიერ ვითარებაში და ახლა ამ ორი დღის გაცნობილმა კაცმა სანთელივით დაადნო ყინულივით ცივი ქალი. ქვედა ტუჩზე მტკივნეულად მოსდო კბილი კაცის სავსე ტუჩებს ადელამ და ცინიკურად შეხედა გაოგნებულ კაცს.კაცს მოეჩვენა რომ ქალს ორი ნიღაბი ჰქონდა აფარებული,თითქოს ამ განრისხებული მზერის ქვეშ დაუცველი ქალი იმალებოდა,თვითონ კი მოუნდა მასზე მთელი დარჩენილი ცხოვრება ეზრუნა. -ჩემ რადიუსზე არ შემოიჭრა ვილბიანო თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!-გესლიანად ჩაილაპარა ქალმა და მედიდური ნაბიჯებით მიუბრუნდა სამუშაო მაგიდას. კაცს გულწრფელად გაეღიმა ქალის მედიდურობაზე და კაბინეტიდან გაღიმებული გავიდა.საქმეში გართულმა ადელამ შეამჩნია რომ საკმარისად არ იყო საქმეზე ორიენტირებული და ისევ ვილბიანის სავსე ტუჩებზე ფიქრობდა.თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა რომ დამშვიდებულიყო,არაფრის მაქნისი ფიქრები თავიდან მოიშორა და დალაგებული გონებით განაგრძო მუშაობა. შესვენებაზე სასწარფოდ გამართულ კომფერენციაზე ადელა გულაფანცქალებული შევიდა.გრძნობდა რამდენად ახლოს იყო მიზანთან,მთელი შემართრბით დაიწყო საქმის მასალების შეგროვება არაფერზე ფიქრობდა იმის გარდა რომ ოჯახის ღირსება აღედგინა და ყველაფერი სამართლიანად მოეგვარებინა. *** ადელამ დილა უცნაურ ტალღაზე დაიწყო,რაღაც განსაკუთრებულ ელოდა დღევანდელი დღიდან.გუშინ მთელი ღამე პოლიციელის ინსტიქტით მოძრაობდა,მთელი ღამის განმავლობაში ზვერავდა სიტუაციას ბაღაშვილების ჩამოსვლასთან დაკავშირებით და სიხარულით დაფრინავდა. სააბაზანოში დიდხანს დაჰყო,უცნაურად აღტკინებული არჩეცდა ტანსაცმელსაც...საბოლოოდ მუხლს ოდნავ აცილებული,გრძელმკავიანი შავი კაბა ჩაიცვა რომელიც საოცრარ სინთეზს ქმნიდა მის სხეულთან.ფეხზე შავი ქუსლიანები ჩაიცვა,მაკიაჟი გაიკეთა,თმები გაიშალა და სახლი დატოვა. -უჩვეულო განწყობაზე ბრძანდებით ადელინა,მოხდა რამე?-სასურველი კითხვა დაუსვა მაქსიმემ ქალს. -ჰო...-ლაკონურად გასცა პასუხი კაცს და საბუთებში ქექვა განაგრძო. -იქნებ გამხადოთ მოზიარე თქვენი ბედნიერების...-ცინიკურად ჩაიცინა მაქსიმემ და ფეხზე წამოდგა. -რათქმაუნდა!-ტაში შემოჰკრა ქალმა, სავარძლიდან წამოდგა და წინ აეტუზა კაცს.-მე ყოველთვის ვასრულებ ჩემ სიტყვას და...-სიტყვის დასრულება არ აცადა კაცმა ისე დაეტაკა ტუჩებზე. ქალმა იგრძნო როგორ ლაშქრავდა მამაკაცი მის რბილ ტუჩებს,ერთხანს ადელა ცდუნებას აჰყვა და მამაკაცის ტუჩებს ვნებიანად წაეტანა.'რაც იქნება იქნება' ჩაისისინა ალტერ ეგომ და ქალის ყინულოვანმა საფარმა ლღობაც კი დაიწყო,თუმცა წამსვე გაახსნდა მისი აქ ყოფნის მიზეზი,გველნაკბენივით მოშორდა კაცს: -ბოლო გაფთხილებაა! ბოლო!-გესლიანად ჩაილაპარაკა ქალმა და კაბინეტიდან გასვლისას მამაკაცს მტრული მზერა სტყორცნა. -განა მეშინია შენი მუქარის, ყინულის დედოფალო?-ჩაიცინა კაცმა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. ადელას არ გაუგია კაცის ბოლო რეპლიკა,გაბრაზებული ელოდა ლიფტს რომ შესვენებაზე კაფეში შესვლა და ყავის დალევა მოესწრო. -რამე უნდა მოვიფიქრო და მისგან თავი შორს დავიჭირო-ჩაილაპარაკა თავისთვის და ყავა მოსვა. -შეიძლება?-წინ დაუგდა უცნობი გოგონა. -ჰო,დაჯექი...-უდარდელად უპასუხა ქალმა და ნამცხვარს პატარა ნაწილი ჩამოათალა. -მე ბაია ვარ,ერთად ვმუშაობთ...-მორცხვად გაუღიმა გოგონამ. -აჰა სასაოვნოა,ადელა.-ხელი გაუწოდა ქალმა. -ჩემთვისაც... -რომელ განყოფილებაში მუშაობ ბაია?-ინტერესით იკითხა ადელამ და ყავა მოსვა. -ოჰ მე ბატონი ბესოს მდივანი ვარ... -გასაგებია. -როგორ მოგწონს მაქსიმესთან მუშაობა?-ინტერესით იკითხა ბაიამ. -მაქსიმე...რთული თემაა,ვერ ვეწყობით ერთმანეთს-ღიმილით ჩაილაპარკა ქალმა რადგან კითხვის კონტექსტს მარტივად მიუხვდა. -ჰო,რთული ადამიანია ახლოს არავის იკარებს... -მართალი ხარ,ძალიან უკარება და ჩაკეტილია-სიცილით თქვა ადელამ როცა კოცნა გაახსენდა. -ძალიან გვიყვარს ერთმანეთი... -ვიცი, ბევრს ყვება შენზე-ცოტა წაიმაიმუნა ქალმა და ფეხზე წამოდგა. -სასიამოვნო იყო შენთან საუბარი ბაია,სამუშაო საათები იწყება ამიტომ დაგემშვიდობები,დროებით-გაღიმებულმა დამშვიდობა გოგონას და კაფე დატოვა. "ყველა კაცი ერთნაირია?" დასვა საყვარელი კითხვა და კაბინეტის კარები შეაღო.მაქსიმე ჯერაც არ დაბრუნეულიყო ამიტომ თამამად შეაბიჯა კაბინეტში და მაგიდას მიუჯდა.საქმე თავზე საყრელად ჰქონდა ამიტომ თავაუღებლად მუშაობდა,წამოსვლის წინ შემჩნია მქსიმეს ცარიელი სავარძელი და ჩაფიქრებულმა დატოვა სამსახური.გულში გრძნობდა რომ რაღაც ისე ვერ იყო,თუმცა თავს ამხნევებდა კარგზე ეფიქრა. სახლის კარები შეაღო თუარა ტანაცმლის გახდას მოჰყვა და სააბაზანოში შევიდა საბანაოდ. წყლმა მოადუნა და ცოტახანს წამოწვა.თვალები დახუჭა თუ არა სულს მელანქოლია მოეძალა.ატომური ბომბივით აფეთქდნენ ფიქრები და სიმშვიდე დაურღვიეს ქალს. *** როგორც კი შუაღამეს გადაცდა ქალმა მზადება დაიწყო და სახლი გულაფანცქალებულმა დატოვა.იცოდა,ელოდა და დარწმუნებული იყო ამდენი წვალების შემდეგ დანაპირებს შეასრულებდა.როგორც კი ობიქტების თავშესაფარს მიაღწია,გულში რაღაც აეწვა,თითქოს გული ამოაცალეს და ხელის გულებით დაუწურეს.თავი გაიმხნევა და ნაბიჯი წინ გადადგა მაგრამ ვიღაცამ ხელი დაავლო და უცხო მიმართულებით წაიყვანა.გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მიაკრო ნაცნობმა სილუეტმა ტუჩები. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-დაიყვირა გამწარებულმა ქალმა და კაცის სხეული ხელის კვრით მოიშორა. ქალს თვალები გაბრაზების ნიშნად აუელვარდა,სახეზე წამოწითლდა და ხელები ისე ძლიერ მომუშტა ლამის კანი გაიკაწრა. -აქ რას აკეთებ?!-კბილების ღრჭიალით ჰკითხა კაცს და მზერა გაუსწორა. -შენ დაგავიწყდა როგორც სჩანს, რომ, ჩვენ ერთობლივად უნდა გამოვიძიოთ ეს საქმე.შენ არამარტო ჩემი პრიორიტეტები და პროფესიაონალიზმი არამედ ჩემი ღირსება გაიგე ფეხქვეშ და მარტო მოქმედებ თაგვივით!-განრისხებულმა უპასუხა კაცმა. -აჰა!და ალაბათ შენ გაბრაზებას კოცნით გამოხატავ...-ჩაიქირქილა ქალმა და ამაყად გაიჯგიმა. -კოცნაზე შემდეგში ვისაუბროთ,ახლა კი საქმეს მიხედოთ-თქვა კაცმა და სიბნელეში გაუჩინარდა.ადელას ელდა ეცა,ყველაზე ნაკლებათ ელოდა მაქსიმეს აქ და ამ ვითარებაში,ღრმად ჩაისუნთქა და კაცს უკან აედევნა. დიდი სიფრთხილით შეიპარნენ შენობაში,თუმცა იმედები გაუცრუვდათ იქ არავის კვალი ჩანდა.ქალს გულმა რეჩხი უყო,იმედები გაუცრუვდა და გამწარებული გავარდა გარეთ,სიბრაზე,ტკივილი ყველაფერი ერთად აუბუყბუყდა მუცეში და გულის რევის შეგრძნება დაეუფლა,თუმცა გონს მალევე მოეგო ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შენობაში შებრუნდა. -გაგვასწრეს-ბრაზიანად ჩაილაპარაკა კაცმა. -მართალიხარ,მაგრამ ყოველთვის ვერ დაგვიძვრებიან ხელიდან-გესლიანად ჩაიქირქილა ქალმა და მაქსიმესთან ერთად დატოვა შენობა... *** ქალი გამთენიისას მივიდა სახლში,ყავა მოიდუღა და ფანჯარასთან ჩამოჯდა.უკვე იმდენი საფიქრალი ჰქონდა არ იცოდა როგორ მოდუნებულიყო.გადაწყვიტა მის ბავშვბის მეგობართან ალისიასთან დაერეკა და მასთან შეხვედრით მაინც გადაეყოლებინა გული.ყავის ჭიქა ბოლომდე გამოცალა და სააბაზანოში შევიდა,ჯაკუზიში იასამნის სურნელოვანი ზეთი ჩაასხა და თბილ წყალში ჩაწვა.უნებლიეთ აეშალა მაქსიმეზე ფიქრები,მისი ვნებით სავსე ტუჩები გაახსენებისას ტანში უნაურმა ტალღამ დაუარა,ერთხანს თვითონვე შეეშინდა კაცის მიმართ სწრაფვაში რომ გამოიჭირა თავი,თუმცა გული მაინც მისკენ მიილტვოდა და უცნაური გრძნობებით ხუნძლავდა ქალწულის გულს.ის მხოლოდ ოცდა-ოთხი წლისა იყო და კაცზე სერიოზულად არც კი შეუხედავს,სიყვარულს მხოლოდ წიგნებიდან იცნობდა ლამაზი ფრანგული რომანებიდან... ცივმა წყალმა შეახსენა რომ დრო იყო ამოსულიყო,თეთრი,ფუმფულა პირსახოცი მჭიდროდ შემოიკრო სხეულზე და სააბაზანო დატოვა.საათმა ცხრას მოატანა და ადელაც იძულებული გახდა სამსახურში წასასვლელად მომზადებულიყო.თავს შეუძლოდ გრძნობდა,იმედგაცრუებულად... გარდერობთან დიდხანს არ გაჩერებულა,კარადიდან შავი კაბა-კოსტუმი გამოიტანა და უხალისოდ მოირგო ტანზე.თმები ცხენის კუდად შეიკრა,მსუბუქი მაკიაჟი,სუნამო და მზად იყო.სახლის კარები ნაჩქარევად გამოხურა და სწრაფად დაეშვა კიბეზე. *** კაბინეტში დაგვიანებით შევიდა,გზაში ნაყიდი ყავა მაგიდაზე დადგა და სავარძელში ჩაეშვა. "დვიღელე" გაიფიქრა გულში და საქმეს შეუდგა.არცერთი ზემდეტი ყურადღება,არცერთი სიტყვა დასცდენია მაქსიმესთან,გაბრაზებული იყო ქალი თვლიდა მაქსიმემ ჩაუშალა გუშინდელი გეგმა და დაბდღვერილი მუშაობდა თავის აუღებლად. -ადელა ბატონი ბესო თავისთან გიხმობთ.-კაბიმეტში შემოსულმა ბაიამ ღიმილით უთხრა ქალს. -რა ხდება?-იკითხა გაკვირვებულმა და ფეხზე წამოდგა. -არ ვიცი...-უცნაურად ჩაიცინა ქალმა და ადელას წინ გაუძღვა.ადელას გულში რაღაცამ უცნაურად გაჰკრა,ცუდად ენიშნა ეს ვიზიტი თუმცა სიძლიერეს მოუხმო და ყალბი ღიმილით შეაღო კაბინეტის კარები. -შემოდი შვილო... -მოხდა რამე?-იკითხა ქალმა და სავარძელში მოკალათდა. -ჰო,გავიგე მარტო,ჩუმად მუშაობ...ხომ იცი ეს არ არის მიზანშეწონილი და... -მოიცადეთ!ეს ვინ გითხრათ?-წამოენთო ქალი. -ამას მნიშვნელობა არ აქვს,მე ეჭვი არ მეპარება თქვენს პროფესიონალიზმში ადელინა,თუმცა გიკრძალავთ მარტო მოქმედებას.ეს პირველი გაფრთხილებაა!-მიუგო კაცმა. -დიახ,დიახ-ეჭვნარევად გადახედა ქალმა კაცს და კაბინეტი გაცეცხლებულმა დატოვა. მაქსიმე საბუთებში იყო ჩაფლული როცა ოთახში თვალებანთებული ადელა შემოვარდა.ქალი პირდაპირ მის მაგიდასთან გაჩერდა და კაცს სახე ახლოს მიუტანა: -რა თამაშს თამაშობ მაქსიმე?-მასიმალური სიმშვიდით მიუგო ქალმა. -რას გულისხმობ? -თავს ნუ ისულელებ!-აიფოფრა ქალი. -გამაგებინე რა მოხდა?-წყობლილებიდან გამოვიდა კაცი და ფეხზე წამოდგა. -აჰ,თურმე რა მოხდა! რატომ უთხარი ბესოს რომ გუშინ მარტო ვიყავი საქმეზე წასული?-იკითხა ბრაზმორეულმა ქალმა და ხელები მომუშტა. -მე არაფერი მითქვამს-თქვა სახე ალეწილმა კაცმა. -კარგი ერთი,მაშ ვინ უთხრა?განა სხვამ იცოდა? -არ ვიცი,ვინ რა იცოდა თუმცა მე მაგ საქმეში სუფთა ვარ და ტყუილად ცილს ნუ მწამებ!-გაღიზიანდა მაქსიმე. -ჯანდაბა სხვა ვისზე ვიფიქრო!თანდათან ვრწმუნდები ჩემს აზრზე... -მოიცა რაში რწმუნდები?შენც იმაზე ფიქრობ რაზეც მე?-იკითხა კაცმა და ადელას მიუახლოვდა. -ანუ შენც იმაზე ფიქრობ რაზეც მე?მთლად ელარჯიც არ გქონია ტვინში.-გესლიანად მიუგო ქალმა და უკან სვლით დაიწყო სიარული.-ელარჯი არა?ერთი სული მაქვს მაგ იზოლირებულ გულს როდის დავიბყრობ... -მაგის იმედი არ გქონდეს.-ამოისისინა ქალმა კაცის სიახლოვით დაბნეულმა. -ესეიგი,შენც ფიქრობ რომ მაგ ბანდას აქ ჰყავს თავისიანი?-იკითხა კაცმა. -კი არ ვფიქრობ ზუსტად ვიცი! -მაშ ერთად მოვძებნით-ამოიჩურჩულა კაცმა და ქალის ბაგეებს მოწყურებულად დაეწაფა. -ეს რა წესია...-ამოიჩურჩულა ქალმა და ხელები კისერზე შემოხვია. -ჩემს წესებს მალე გაგაცნობ,ცოტა მადროვე ზედმეტად სექსუალურო-ყურთან უჩურჩულა კაცმა და კაბინეტიდან გავიდა. -იდიოტი-ჩაიფრუტუნა ქალმა ღიმილით და მაგიდას მიუჯდა. ზოგჯერ,როცა რამე ძლიერისკენ მიილტვი და მთელი არსებით ცდილობ მიზანს მიაღწიო პირად ცხოვრებას განზე დებ ხოლმე,და აი აქ ვცდებით... ბოლოს,მოხუცები,გამოფიტულები რომ ვისხდებით სიჩუმეში,აი მაშინ ვინატრებთ ჭაბუკობის წლებს,ლაღ ცხოვრებას რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა... მოხუცებს შუშის თვალი აქვთ,მათ ბევრად მეტი იციან ცხოვრების ავ-კარგობაზე და სწორედ აფასებენ კიდეც... ადელას თანდათან ეჭვი ეპარებოდა თავის თავში,ჭოჭმანობდა და რაღაც ამოუცნობი ძალა უკან ქაჩავდა. საათობით იდგა ფანჯარასთან და წამებს ითვლიდა,მან ხომ მთელი თავისი ენერგია და ბავშვური სიკეკლუცე შესწირა გლოვასა და მიზნისაკენ სწრაფვას,რომლითაც შეძლებდა დის მკვლელები ციხეში სამუდამოდ ჩაეყუდებინა. ყოველთვის როცა გონებაში ასეთი ფიქრები შემოაწვებოდა დის ფოტოს დახედავდა ხოლმე, და მხნეობა წამსვე ემატებოდა. *** მაღვიძარის წრიპინმა გააღვიძა ქალი,თვალების ფშვნეტით წამოდგა საწოლიდან,ცივ იატაკზე ფეხების დადგმისას ოდნავ შეიშმუშნა და კედელზე გაკრულ კალენდართან გაჩერდა. "3 თებერვალი" წითლად ჰქონდა შემოხაზული.თვალები საოცრად დაუნაღვლიანდა ქალს,თითქოს ტკივილისგან დაპატარავდა მყინვარწვერივით მედიდური ადელა...მლაშე სითხემ დაუნამა ღაწვები და ძალა გამოლეულს მხოლოდ "3 თებერვალი" უტრიალებდა გონებაში.დღე,რომელმაც საფუძვლიანად გამოცვალა ქალის ცხოვრება,სწორედ 3 თებერვალს მოჰკვეთეს მეორე ნახევარი,მისი ტყუპისცალი დელია... დელია მასზე ექვსი წუთით უფროსი იყო და სულ დიქტატორობდა,ნორჩი ყვავილივით უფრთხილდებოდნენ გოგოები ერთმამეთს და სიყმაწვილის თბილ მოგონებებს ერთად აგროვებდნენ... მერე კი ყველაფერი არია რუტინამ, არია და ორი ანგელოზი, ერთმანეთს მოსწყვიტა,დელია მოკლეს,და სწორედ იმ დღის შემდეგ გაქრა ანგელოზი,სახელად 'ადელა'. *** ქალი ძლივს შეკოწიწებული ძალებით წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში შელასლასდა.ყავის მადუღარა ჩართო და მარმარილოს დახლს დაეყრდნო ხელებით.ცდილობდა ეპოვა ძალა,ძალა რომლითაც შეძლებდა გაეძლო ამ ტკივისთვის, რომელიც ხუთი წლის შემდეგაც გადაუალხავი ბარიერია მისთვის და მისი ოჯახისთვის. ოხშივარ ადენილი ყავა ფინჯანში ჩაასხა და ისევ ფანჯარასთან მოკალათდა.აკანკალებული ხელებით მოიძია ტელეფონი და მწვანე ღილაკს აღელვებულმა გადაუსვა ხელი. დიდი არაფერი უთქვამთ დედ-მამას ადელასთვის,არც ქალს გამოუდვია საუბრით თავი.სამივე მათგანი დუმდნენ და ამ დუმილშიც კი ჩანდა რომ ოჯახურ სიმტკიცეს ბზარი აჩნდა,ღრმა მოუშუშებელი იარა რომელიც თითოეულ მათგანს ნელ ცეცხლზე წვავდა. როგორც კი ადელამ ყურმილი დაკიდა, მაშინვე დაეტაკა ძლივს შეკავებული ცრემლები და გულიანად აზლუქუნდა... როგორი უსუსური იყო ამ წამს ქალი,როგორი მიუსაფარი...მისი თვალები მკლავებს ითხოვდნენ,აცახცახებულ მხრებს რომ ჩაჰფრენოდნენ და როგორმე დაეწყნარებინათ ქალი. ბოლოს ისევ თვითონ მოეგო გონს,საათის ციფერბლატი 9:56 წუთს აჩვენებდა.სავარძლიდან დამძიმებული წამოდგა და სააბაზანოში გავიდა შხაპის მისღებად.ეს ერთადერთი რთული მდგომარეობა იყო როცა ქალის გათოშილი სხეული წყალმა ვერ მოადუნა.სწრაფად გამოვიდა საბაზანოდან და კარადიდან შავი,კოჭებამდე გაშლილი სარაფანი გამოიღო,ცისფერი ჟაკეტი მოიცვა,ფეხები ბალეტკებში ჩააცურა და სარკეში ჩაიხედა.თვალები,ტირილისგან ოდნავ შესიებოდა და მუქი მწვანე თვალები თითქოს გახუნებულიყო...მაკიაჟის თავი არ ჰქონია,გრძელი შავი თმები, მაღლა ცხენის კუდად შეიკრა სათვალეები გაიკეთა და სახლი დატოვა. სამსახურში როგორც კი შეაბიჯა სუნთქვა შეეკრა,თავი გაიმხნევა ^როგორც კი დაპირებას აასრულებ, აქაურობას მოცილდები და მშობლებს უზრუნველ სიბერეს შეუქმნი^ . ბატონი ბესოს, კაბინეტში მიაკითხა და გაბედულად დააკაკუნდა კარებზე. -ხო მშვიდობაა შვილო?-იკითხა შეშფოთებულმა კაცმა როცა ქალის თვალებში ენით აუწერელი ტკივილი ამოიკითხა. -ჰო,არის...უბრალოდ დღეს ჩემი დის ხუთი წლის თავია,სასაფლაოზე უნდა ავიდე და მინდა, მთელი დღით დაგეთხოვოთ...თუ რამე მნიშვნოლევანია საბუთებს სახლში წავიღებ და იქ გადავხედავ... -ვიზიარებ შვილო,მესმის შენი...წადი, მაგრამ კაბინეტში შეიარე შენს მაგიდაზე საბუთები დევს და გაიყოლე. -კარგი,მადლობთ-ჩაილაპარკა ქალმა და მისი კაბინეტისკენ დაიძრა.დაუკაკუნებლად შეაღო კარები და ინანა კიდეც,მაქსიმეს მადიგაზე მიყრდნობილი მოკისკისე ბაია რომ დაინახა მაქსიმეს გვერდით: -გამარჯობა-უხალისოდ ჩაილაპარკა ქალმა, საბუთების დასტას დაავლო ხელი და ელვის სოსწრაფით დატოვა შენობა. ლიფტს არ დალოდებია ფეხით ჩაუყვა კიბეებს,გული შეუღონდა ბაიას დანახვისას არ იცოდა რატომ,რისთვის და რამიზეზით მაგრამ ეგოისტურად უნდოდა ბაიაზე თმები ღერა-ღერა დაეპუტა.ქალს თავისივე ფიქრებზე გაეცინა და მანქანა დაქოქა.გზად ყვავილების მაღაზიასთან შეჩერდა,ოცდა-ოთხი ყვითელი ვარდი იყიდა თეთრი შოკოლადიც არ დავიწყებია და სასაფლაოსკენ გაეშურა.მანქანა მოშორებით გააჩერა,ყვავილები ხელში ჩაიბღუჯა და ფეხით გაუყვა გზას. ხელის კანკალით ჩააწყო ყვავილბი ლარნაკში და უსულო სურათს ცრემლნარევი მზერით მოეფერა.- მენატრები დაი-ამოისკუკუნა ქალმა, ფეხზე წამოდგა და არეული ნაბიჯებით დატოვა სასაფლაო.ხელში ჩაბღუჯული თეთრი შოკოლადი პირველივე შემხვედრ,მოხუც, ჩია ქალს დააკავა და მანქანაში ჩაჯდა. *** ფანჯარასთან მდგარ სავარძელში იჯდა ქალი,ხელში წითელი ღვინით სავსე ბოკალი ეჭირა და მარტოობას ებრძოდა. ტირილისგან თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,ჭიქას ჭიქაზე სვამდა და თითქოს ასე ცდილობდა იარების ჩაცხრობას.ზარის ხმაზე ზანდატ წამოდგა ფეხზე,თეთრი ხალათი უკეთ შემოიჭდო სხეულზე და აერეული ნაბიჯებით მივიდა კარებამდე. -შენ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ქალმა კარებში მდგარ სულუეტს და კარები ფართოდ გააღო... ფანჯარასთან მდგარ სავარძელში იჯდა ქალი,ხელში წითელი ღვინით სავსე ბოკალი ეჭირა და მარტოობას ებრძოდა. ტირილისგან თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,ჭიქას ჭიქაზე სვამდა და თითქოს ასე ცდილობდა იარების ჩაცხრობას.ზარის ხმაზე ზანდატ წამოდგა ფეხზე,თეთრი ხალათი უკეთ შემოიჭდო სხეულზე და არეული ნაბიჯებით მივიდა კარებამდე. -შენ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ქალმა კარებში მდგარ სულუეტს და კარები ფართოდ გააღო... -ვიფიქრე პარტნიორი არ გაწენდა...-სევდიანად გაუღიმა კაცმა და მისაღებისნენ გაემართა. -დალევ რამეს?-იკითხა ქალმა და ღვინის ბოკალი მაგიდაზე შემოდგა. -იგივეს რასაც შენ. -კარგი...-მოულოდნელი ვიზიტით გაკვირვებული ქალი სამზარეულოსკენ წავიდა,მაქსიმალურად ცდილობდა ნაბიჯები არ არეოდა და სირცხვილი არ ეჭამა. სასმელი და ტკბილეულიც გაიტანა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. -რისი დავლიოთ?-იკითხა კაცმა. -მოიცა...-ჩაფიქრდა ქალი.-მე მშვიდობის სადღეგრძელოზე გავჩერდი- -მაშ მშვიდობისა იყოს!-ჭიქა აწია კაცმა. -იყოს მშვიდობა!-გაიცინა ქალმა და ღვინო მოსვა. ადელა კარგად შეზარხოშებულიყო,ლოყები წითლად შეფალკლოდა და თვალებაჟუჟუნებული წრუპავდა მათრობელა სითხეს.კაცს ძალიან მოსწონდა,ასეთი ადელა.სუსტი,ფაიფურის თოჯინის მსგავსი და ამავდროულად ძლიერი.ქალს ჰქონდა რაღაც ისეთი,რითაც ძლიერ იზიდავდა კაცს...ეს რაღაც უცნაური ლტოლვა იყო,დაუცხრომელი ვნება რომელსაც მამაკაცი განიცდიდა ქალის მიმართ.დიდი იყო სურვილი რომ მის სხეულს დაჰპოტინებოდა და მისად დაეგულა,შეეგრძნო ქალის ტუჩების სიმხურვალე,ქათქათა კანის სურნელი... კაცმა ნაზად ჩამოუსვა ახურებულ ღაწვებზე ცერა თითი ქალს,არ გამოპარვია ადელას აღელვება,წამიერი შფოთვა და ტაოდაყრილი კანი... თითით ტუჩებზე მოეფრა და ძალიან,ძალიან ფრთხილად დაიხარა ქალის ტუჩებისკენ,ნაზად შეეხო ღვინით დაცვარულ ტუჩებს,ცალი ხელით ხალათი გადაუწია ქალს და ყელზე მიაწება გავარვარებული ტუჩები.ქალს ჩუმი ოხვრა აღმოხდა და ნებიერად მიესვენა დივნის საზურგეს და მამაკაცის ტუჩებს დაეპოტინა.მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა საძინებლში აღმოჩნდა,თუმცა არც მაშინ გაუჩრებია მამაკაცი პირიქით უფრო დიდი სურვილითა და ვნებით აჰყვა ალერსში... *** როგორც კი მზემ ამოწვერვა დაიწყო და პირველი სხივი სტყორცნა განთიადს,მაშინ დაიწყო გამოფხიზლება ადელამაც,საწოლიდან ოდნავ წამოიწია თუმცა უკანვე დაბრუნდა.თავის აწევაც კი არ შეეძლო,სხეული უბჟუოდა და თავბრუ ესხმოდა.გონებაში ფაქტების დალაგება დაიწყო თუ რა ჯანდაბა გააკეთა წუხელ საღამოს... #სამსახურიდან დავეთხოვე; #სასაფლაოზე ავედი; #დავთვერი,მერე კარზე ზარი, მაქსიმე, წითელი ღვინო, ერთი კოცნა, ორი კოცნა, სამი,ოთხი,ხუთი... -ჯანდაბა!-წამოიკივლა ქალმა და საწოლიდან წამოხტა,ოთახის თვალი მოავლო და შეძრწუნებულმა კიდევ ერთხელ წამოიკივლა,სუნამოს ფლაკონები,მანიკურები,საათები,მთელი ბიჟუტერია რაც კი ტუალეტის მაგიდაზე ელაგა, ახლა, იატაკზე უგზო უკვლოდ იყო მიმოფანტული.ხალიჩაზე ბუმბულები ეყრა,მერე სარკეში ჩაიხადა... გული გადაუქანდა,სხეულზე პატრ-პატრა დალურჯებების აღმოჩენისას..სწრაფად ჩაიმალა საბანში და თავის წყევლა დაიწყო. -კაცი სად წავიდა?-წამოიყვირა უეცრად,თითქოს თავს იმედებდა რომ არ მომხდარა ის რაც მოხდა თუმცა ფაქტი ერთი იყო ამას თეთრეულზე დამჩნეული წითელი ლაქაც ადასტურებდა... -მომკალი ჩემო თავო!-ჩაილუღლუღა უღონოდ და საწოლიდან წამოდგა,შხაპის მისაღებად.თითქმის ერთი საათი იწვა თბილ წყალში და ფიქრობდა,გაბრაზებული იყო მაქსიმეზე ასე უთქმელად რომ წავიდა. "გამომიყენა"-ო დაასკვნა და სამსახურში წასასვლელად დაიწყო მზადება.მუქი,შინდისფერი ვიწრო შარვალი და თეთრი,ოდნავ გამჭირცალე პერანგი ჩაიცვა.მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და მინერალური ბოთლის თანხლებით დატოვა სახლი.გზად, აფთიაქში შეიარა და თავის ტკივილის წამალიც იყიდა თორემ თავი გასკდომაზე ჰქონდა.სამსახურში დროზე-ადრე მივიდა და კაბინეტში შესულმა შვებით ამოისუნთქა როცა მაქსიმე არ დახვდა.პიჯაკი გაიხადა, სკამზე გადაფინა და საბუთების ზღვაში ჩაეფლო.ვერ ეგუებოდა რომ ბაღაშვილების საქმე ასე გაჭიანურდა და გამოძიებაც სწორ გზაზე ჯერჯერობით არ იდგა. -ვინ ხართ ასეთი!-ჯიბრიანად ჩაილაპარაკა ქალმა და სავარძელში გასწორდა,კარი მაქსიმემ შემოაღო და თავის მაგიდას მიუჯდა. "გამოშტერებული ფოცხვერი" ჩაიდუდღუნა ქალმა და კიცერზე მოისვა ხელი. შესვენებადე ადელა გაუნძრევლად იჯდა თავის ტერიტორიაზე და საბუთებს უკირკიტებდა.ღმერთია მოწამე რად უჯდებოდა ასე ჯდომა ქალს,თავი საცა იყო გაუსკდებოდა ან მოთმიმება უმტყუნებდა,წამოფრინდებოდა არარსებული ძალებით და "მდუმარე მაქსიმეს" მიახრჩობდა... შესვენებამ სულზე მოუსწრო,სწრაფად წამოდგა ფეხზე და კაბინეტიდან გასვლა დააპირა რომ კაცმა თავისკენ მიიზიდა ქალი და ვნებიანად წაეტანა ადელას ტუჩებს. -გამიშვი-წაილუღლუღა ქალმა და დასხლტომა სცადა მაგრამ მაქსიმემ უფრო ძლიერ აიკრა ქალი სხეულზე და მაგიდაზე შემოსვა.- მაქსიმე შემეშვი თუ ღმერთი გწამს...-ამოილაპარკა ქალმა როცა კაცი პერანგის ღილებს წაეტანა,თუმცა ვერაფერი გააწყო ამიტომ ხელი მთელი ძალით ჰკრა და მაგიდიდან ჩამოხტა,ამ დროს კარებზე ვიღაცამ ფრთხილად დააკაკუნა.ადელა არ დალოდებია კაცის რეპლიკას კარები გაავებულმა შემოხსნა,დაეფიცება პირველად გაეხარდა ბაიას დანახვა "მადლობა"-ო მიაძახა დაბნეულ გოგო და სწრაფად გაეცალა. ადამიანები გაურბიან ერთმამეთს,გაურბიან საერთო ტკივილის გამო... გადაულახავი იარების მეშვეობით კარგავენ ერთმანეთს,სულიერად შორდებიან და სულ ბოლოს,უცხოვდებიან... ოჰ,ეს მტკივნეულია! გინდა გყავდეს ახლოს, მოეხვიო და იგრძნო მხაედაჭერა... გიმდა იგრძნო თბილი მკლავების მუხტი... როგორი ადვილია არა?დაკარგო ყველაზე ახლობელი ადამიანი,და როგორი ძნელია სინდისის ხმის ჩურჩული,რომელიც ყოველ წამს,ყოველ წუთს გახსენებს იმას,რასაც გაურბი,გაურბი მთელი არსებით... თვალებს ახლელ და გიჭირს წუთის შეგრძნება,გაანალიზება. ხარ მარტო,ოთხ კედელთან ერთად და გაყინული მზერა კედლებს მიღმა,უსასრულობაში დაფრინავს... *** ქალი ზანტად წამოდგა სავარძლიდან,კაბა გაისწორა, სკამზე გადაკიდებული კოსტუმი, მხრებზე მოისხა ნივთები მოკრიფა და კაბინეტის კარები გაიხურა. დიდიხანი ელოდა ლიფტს,ბოლოს ფეხით ჩაიარა მთელი შვიდი სართული,მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ დაიძრა. სასწრაფოდ მიიღო შხაპი,სპორტულები ჩაიცვა კარადიდან იარაღი გამოიღო და ზურგსუკან დამალა.თავზე კაპიშონი ჩამოიფხატა,ასი გრამი რომი გადაკრა და სახლი დატოვა. ადელას არ უფიქრია რა მოხდებოდა მას შემდეგ რაც ამ ნაბიჯს გადადამდა,არც მშობლებზე უფიქრია უბრალოდ გააკეთა ის რასაც არასოდეს ინანაებდა,რაც სწორად მიაჩნდა. ყველაფერი მშვიდად გადალახა,ფრთხილად მოქმედებდა და ზედმეტ წინააღმდეგობასაც არ გადაჰყრია... სახლში ქურდივით შეიპარა,ეძებდა ხელჩასაჭიდს,ნივთმტკიცებას და ა.შ თუმცა,უფრო მნიშნმელოვანს გადაეყარა.უცოდველი კრავივით უშფოთველად ეძინა.ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა,ცივი იარაღი შუბლზე მიაბჯინა და თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. -გაიღვიძე!-უფრო მჭიდროდ მიაკრა იარაღი შუბლზე და ცივი გამომერყველებით ჩახედა მამაკაცს თვალებში. -რა ჯანდაბას აკეთებ?-დაიგრგვინა კაცის ხმამ. -ტონს დაუწიე შენი ღრიალის არავის ეშინია!-არც ქალმა დააკლო მაღალი ტონი. -ვინ ჯანდაბა ხარ! -მე შენი სინდისი ვარ ლევან,ან იქნებ შენი სიკვდილის ანგელოზი?-ცივად ჩაიცინა ქალმა და იარაღი გადატენა. -რას მიედებ მოედები?დაწიე იარაღი...-გამწარდა მამაკაცი. -ახლავე გაგახსნებ...2011 წლის 3 თებერვალი, 20:3 წუთი...პეკინის #14,ქერა, კარე თმიანი გოგონა,მუცელში ღრმა ჭრილობით... აბა,რას იტყვი გახსოვს?-ავად ჩაიცინა ქალმა. -მახსოვს...-ამოილუღლუღა ლევანმა. -ის თუ გასხოვს ვინ ესროლა?-წარვები შეკრა ადელამ. -ჰო... -მითხარი აბა...მინდა საფლავზე წავიყვანო და მუხლებზე დაცემულმა მოვათხოვნინო პატიება სთხოვოს ფეხმძიმე გოგონას!-ხმა ვერ დაიმორჩილა ქალმა და წამოიყვირამ -საკუთარი ხელებით მინდა ტვინი გაგიხვრიტო და ისევე გაგამწარო შენი ოჯახი, როგორც შენ გაამწარე ჩემი! -ეს უბედური შემთხვევა იყო...-ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარკა კაცმა. -სულერთია რა იყო,მთავარი შედეგია...შენ მოკალი უდანაშაულო დედა და ჯერაც მუცალდ მყოფი ბავშვი!ნუ ცდილობ თავის გამართლებას,ისედაც ყველაფერი მორჩა!-დაიგრგვინა ქალის ხმამ კაცს წამოდგომისკენ უბიძგა და ბორკილებით შეუკრა ხელი. "როდის გავხდი ასეთი?"-დაუსვა საკუთარ თავს კითხვა და პასუხის მიღებისას გული მოეკუმშა,თითქოს საკუთარ "მე"-ს გაურბოდა... -შენი პიტალო ხალხი დაამშვიდე!-გააფრთხილა ადელამ ლევანი და კარებში გაიყვანა.მსწრაფველ შემოერტყა გარს ლევანის ხალხი ორვეს და იარაღი დაუმიზნეს ასელას,ქალს იარაღი ლევანის შუბლზე მიეკრა და უდარდელი,ცივი გამომეტყველებით უყურებდა ბანდის წევრებს. -გაგვატარეთ!-გამოსცრა ლევნმა და ბიჭებს თვალით რაღაც ანიშნა. მანქანასთან თითქმის მისულები იყვნენ როცა პოლიციის სირენების ხმა გაისმა,მას გასროლის ხმა მოჰყვა...ზედიზედ სამჯერ გაისროლეს და სამივე ტყვია ლევანის გვერდით მიმავალ,ადელას მოხვდა... ქალი, ძლიერმა დარტყმამ შეარხია...თვალებიდან ცრემლი გადმოსცვივდა,ტკივილმა მისი სიძლიერე და მედიდურობა დაანგრია... ეს არ იყო ფიზიკური ტკივილი, ეს,მოვაეობა მოხდილი და ოჯახისთვის ახალი განსაცსელის მოახლოვების,წინასწარი ტკივილი იყო,რასაც ქალი წინასწარ ჭვრეტდა... სამყაროში ხომ ყველაფერი წარმავალია? იქნებ სიყვარული სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერბის წყარო? იქნებ სიკვდილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა? იქნებ... იქნებ... და ისევ იქნებ... *** -ის გასარჩა... -მადლობა ღმერთს,ამდენს ვეღარ გაუძლებდა ჩემი ბებერი გული... -ყველაფერი მოგვარდება. *** ქალმა ბოლო ნივთი ჩადო ქაღალდის ყუთში,თვალები დახუჭა და სახეზე მადლიერბის თუ სიამაყის ღიმილმა გადაურბინა... "მე დაპირება შევასრულე" -გაიფიქრა და კაბინეტის კარები გაიხურა,გულში რაღაც ამოუვსებ დანაკლისს გრძნობდა ქალი.ფრთხილი ნაბიჯებით გამოვიდა შენობიდან და ჩანთაში მანქნის გასაღევს დაუწყო ძებნა. -ქალბატონო...-მოესმა ნაცნობი და მონატრებული ხმა.გაღიმებული მიტრიალდა უკან. -დიახ,ბატონო მაქსიმე...-ალმაცერად გახედა ქალმა. -ამ საღამოს რასაკეთებთ?-სიცილი აუტყდა კაცს და ადელას მიუახლოვდა. -ამ საღამოს,ჩემი ახალი ცხოვრების,საწყისი ეტაპის აღნიშვნას ვაპირებ-ჩაფიქრებულმა უპასუხა ადელამ. -კომპანიონზე რას იტყვით?-ალმაცერად შეხედა კაცმა. -მშვენიერი იდეაა! -ჰოდა,ნუღარ გავწელავთ, ზედმეტად სექსუალურო,წავიდით!-შესძახა კაცმა, ადელას ხელი დაავლო და მის ტუჩებს დაეპოტინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.