შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუცინარი ხელმწიფე (სრულად ნაწილი I)


4-03-2016, 00:17
ავტორი dona gedi
ნანახია 4 423

მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და წელში გამართული, არაჩვეულებრივი მოძრაობით გაემართა სასახლისკენ, რომელიც ტყის პირას მდებარეობდა. უბრძანა მანქანა წაეყვანათ, თვითონ კი ფეხით განაგრძო სვლა. ჭიშკარი გაიღო და მამაკაცი გაუყვა გრძელ ბილიკს. უზარმაზარი ეზო მწვანით იყო მოსილი, ბილიკის ორივე მხარეს ფერადი, დაბალი ყვავილები ამშვენებდა და მწკრივად მიჰყვებოდა მწვანე ბუჩქნარს, რომელიც დიდი მონდომებით გაელამაზებინათ, ისე, რომ არც ერთის სიმეტრიულობა არ დარღვეულიყო. სასახლის კართან, მამაკაცს მსახურები მიეგებნენ, ფართო კარი გაიღო და მანაც შიგნით შეაბიჯა. ინტერესით ათვალიერებდა ყველა ოთახს. ზუსტად ის იყო, რაც სჭირდებოდა. თანამედროვე, მაგრამ ამავდროულად მაინც ძველებური დიზაინი. არც ზედმეტად გადატვირთული მორთულობითა და ავეჯით, არც მკვეთრი ფერებით აჭრელებული. მამაკაცი კმაყოფილი გაემართა სახლის სამხრეთ მხარეში და ოთახის გრძელი და ფართო ფანჯრიდან, რომელიც უკვე თავისად შეიგულა, ეზოს მეორე მხარეს გადახედა. დიდ აუზში წყალი ლივლივებდა და ზოგიერთგან წყლის მცენარეებს ამოეყოთ თავი.
„გედები აკლია“. გაიფიქრა და ფანჯარას მოწყდა. ზომიერი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ. მსახურს უბრძანა ცხენი შეეკაზმათ. მთელი ეზო მოიარა და სახლის ყველა კუნჭულიც რომ კარგად შეისწავლა, კვლავ ბილიკს დაუბრუნდა. გარეთ შეკაზმული თეთრი ცხენი დახვდა.
_როგორ მოგეწონა ბიძაშვილო სასახლე?
_სწორედ ის არის, რაც მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სასახლის აღმოსავლეთ ნაწილსაც ვერ დავიკავებ, მაინც თანახმა ვარ. -უპასუხა და ცხენს მიუახლოვდა.
_დარწმუნებული ვარ, არ ინანებ დაუერის სასახლის შეძენას.
_იმედია. ალბათ უჩემოდ მოაგვარებ ამ საქმეს. როგორც ხედავ, მიდნა ტყეში გავიარო. გარემოც უკეთ უნდა შევათვალიერო.
_რათქმაუნდა მოვაგვარებ, ახლავე დაველაპარაკები მის ელენს.
_ედვარდ, იმედი მაქვს დარჩები ჩვენთან ცოტახნით მაინც. მალე მატილდა და ემაც ჩამოვლენ.
_უილიამ, ყოველთვის კარგად გეხერხებოდა, სუსტ წერტილებში დაგერტყა ადამიანისთვის. ხომ იცი, რომ უარს ვერ გეტყვი, რამდენი თვეა მატილდა და ემა არ მინახავს. თუმცა მინდა გითხრა, რომ ორ კვირაზე მეტი არ მაქვს..
უილიამს აღარაფერი უთქვამს, გულში გაეღიმა და ცხენი გააჭენა.
თითქოს ეხამუშებოდა თანამედროვე ტანსაცმელი რომ ეცვა, სასახლე იმდენად დიადი იყო, გაიძულებდა მის დროში დაბრუნებას. მართალია უილიამი ამას აპირებდა გარკვეულწილად, თუმცა არა ყოველმხრივ.
სასახლეს კარგად მოშორდა და ტყეში გაიკვალა გზა. უცბად შეკრთა, ცხენი შეაყენა და გაყუჩდა, მაგრამ შველმა მაინც იგრძნო სულიერის მოახლოვება და მოკურცხლა. უილიამი გაეკიდა. სწრაფად ჯირითი არც დასჭირვებია, ისე მიადგა პატარა, ქვით ნაშენ სახლს, რომელიც იასამნის ხეებში ჩაფლულიყო. შველმა სახლის ეზოში ისკუპა და უილიამისდა გასაკვირად იქ გაუჩინარდა, თუმცა მაინც საით გაძვრა არ დაუნახავს, რადგან ამ პატარა სახლმა თავისი ეზოთი აღაფრთოვანა. თითქოს „წითელქუდას“, ან სულაც „ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ ზღაპრიდან გადმომხტარიყო ეს პატარა სახლი. ამწვანებულ გარემოში, თითქოს სახლის კედლებსაც ეს ფერი აეღოთ. წითელი სახურავი კი ქუდივით ამშვენებდა. უილიამი ცოტახანს დაყოვნდა სახლთან, გარშემო შემოუარა და ბოლოს უკან გაემართა სასახლისკენ.
სახლის მახლობლად, ხეების იქით, უილიამს ქალის თმამ მოსჭრა თვალი, რომელიც მზეზე ბრწყინავდა. უილიამმა ცხენი შეანელა და სეირნობით გაუყვა ბილიკს. ქალს გრძელი სარაფანი ეცვა, ხელში კი წნული კალათი ეჭირა და სოკოს კრეფდა. ისეთი მოხდენილად მოძრაობდა, რომ უილიამმა უნებურად შეაყენა ცხენი. ქალი ზურგით იდგა და მშვენივრად ღიღინებდა რაღაც მელოდიას. უცბად ცხენმა დაიფრუტუნა და შემკრთალი ქალი მობრუნდა. მსუბუქად და ლაღად გაიღიმა და კაცს თავი დაუკრა.
უილიამს თავბრუ დაეხვა ამ სანახაობით, თავი მართლა მეცხრამეტე საუკუნეში ეგონა. თვითონაც დაუკრა თავი, თუმცა არ გაუღიმია. უილიამის შემთხვევაში ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდებოდა. მერე კი ქარივით გააქროლა ცხენი და სასახლეში მისვლამდე აღარაფერი დაუნახავს და უგრძვნია, მხოლოდ ქალის გამოსახულებას აღიქვამდა.

***
ელენი და ედვარდი სასტუმრო ოთახში დახვდნენ. უილიამი ქალს ხელზე ემთხვია. ელენი სანდომიანი შესახედაობის, მაღალი, ტანადი ქალი გახლდათ. ჩალისფერი გრძელი თმა ლამაზად ჩამოევარცხნა და ზურგზე და მხრებზე ტალღებად ეფინა. უილიამი მოიხიბლა ქალის მშვენიერებით, თუმცა მის სახეზე ამის მსგავს ემოციასაც ვერ შენიშნავდით. ედვარდმა სკამისკენ მიუთითა უილიამს და სამივე ადგილს დაუბრუნდა.
_ალბათ უკვე მოგახსენათ ედვარდმა ჩემი აზრი.-წამოიწყო უილიამმა. _თუმცა რამდენიმე საკითხზე უნდა შევთანხმდეთ.
_რათქმაუნდა. ყურადღებით გისმენთ.
_შეიძლება რაღაცეების შეცვლა მომინდეს როგორც სასახლეში, ასევე მის გარეთ. თუმცა ძირეულად არაფრის გადაკეთებას არ ვაპირებ. რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?
_თანახმა ვიქნები, იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ შემითანხმებთ თქვენს ჩანაფიქრს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მნიშვნელოვანი რამის შეცვლას მოინდომებთ. მართალია მე არ მექნება უფლება რამე დაგიშალოთ რადგან სასახლე თქვენს მფლობელობაში გადმოვა, მაგრამ ეს უბრალოდ ადამიანური გაგებაა. ჩემთვის აქ ყოველი კენჭი და შტრიხი ძვირფასია და არ მინდა სასახლემ პირვანდელი სახე დაარკოს. მართალია თქვენ თქვით, რომ ამას არ აპირებთ, მაგრამ მე მაინც უნდა გაგაფრთხილოთ. შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. წინა ფასადზე ორნამენტებს ვერ შეგაცვლევინებთ, რადგან მათ დიდი სიფრთხილით ინახავდნენ და ამას გრძელი ისტორია აქვს.
_თანახმა ვარ, რომ წინასწარ გაგაფრთხილოთ ხოლმე. თუმცა მსგავსი რამეების შეცვლა ნამდვილად არ მომინდება, მითუმეტეს იმის, რასაც ისტორიას ვუნახავთ.
_ძალიან კარგი, კიდევ არის რამე?
_სტუმრები ხშირად მეყოლება. სხვადასხვა საღამოების მოწყობაც მოუნდებათ ჩემს დებს. იმედია ასეთ საკითხებზე პრობლემა არ იქნება.
_არა რატქმაუნდა მე ამ საკითხებში არ ჩავრევი. იცხოვრეთ ისე როგორც მოგესურვებათ. წვეულებები მეც ძალიან მიყვარს. სტუმრები მეც მეყოლება ხოლმე. მოკლედ, ეს საკითხები არც ერთისთვის არ იქნება პრობლემა.
_კარგია. ვფიქრობ ისეთი აღარაფერია გასარკვევი. დანარჩენ წვრილმან საკითხებზე ედვარდი მოგახსენებთ. ცხენებზეც თქვენ მოილაპარაკეთ. და კიდევ, ეტლები თუ გყავთ?
_კი რათქმუნდა. შეგიძლიათ გამოიყენოთ როცა მოისურვებთ, თუმცა ისინი არ იყიდება.
_ალბათ მხოლოდ წვეულებებისთვის დაგვჭირდება. ახლა მე დაგტოვებთ ელენ, დანარჩენს ედვარდთან გაარკვევთ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
_ჩემთვისაც უილიამ. იმედი მაქვს დავმეგობრდებით.
_რათქმუნდა.-კაცმა თქვი დაუკრა და ღიმილის გარეშე გაეცალა იქ დარჩენილებს.

_არასდროს იღიმის?-იკითხა ელენმა.
_თითქმის არასდროს. არ გეგონოთ, რომ ცუდი ხასიათი აქვს, უბრალოდ ასეთია.
_ის ნამდვილად გავს მეცხრამეტე საუკუნიდან გადმოსულ დიდგვაროვანს. რამ გადააწყვეტინა სასახლეში ეცხოვრა?
_ეს მისი გარდაცვლილი მშობლების ოცნება იყო, რომელიც ვერ აისრულეს და უილიამიც ყოველთვის ოცნებობდა ამაზე. ამიტომ როგორცკი შესაძლებლობა მიეცა, აიხდინა ოცნება. ის ძალიან განსხვავდება, თანამედროვე ახალგაზრდებისგან. ყოველთვის ასეთი დახვეწილი და თავდაჭერილი იყო და ყოველთვის უცხოდ გრძნობდა თავს თანამედროვე სამყაროში. ყველაფერი ძველებური იზიდავდა. დარწმუნებული ვარ აქ ბედნიერი იქნება.
_გეთანხმებით. და ვფიქრობ თქვენც ახლოს ხართ წარსულ საუკუნეებთან.-გაიღიმა ელენმა.
_მართალია, მეც ყოველთვის მიზიდავდა ეს ყველაფერი, თუმცა არა იმდენად, როგორც უილიამს.
_ყავას ხომ მიირთმევთ ედვარდ? და ბერემ საქმეზეც გადავიდეთ.
_სიამოვნებით.-მიუგო მამაკაცმა და მსახურს უხმო.
***
უილიამმა შერჩეული ოთახი მოაწყობინა როგორც უნდოდა და ედვარდის სანახავად გაეშურა. როგორც ჩანს ისისც მასთან შესახვედრად მოდიოდა და ერთმანეთს დერეფანში შეხვდნენ.
_ყველაფერი მოვაგვარე ელენთან.-მაგება სიტყვა ედვარდმა.
_უკვე ელენი გახდა და არა მის ელენი ხომ?
_ეჭვიანობ ბიძაშვილო?
_ვფიქრობ მე არაფერი მაქვს საეჭვიანო, შენგან განსხვავებით. -გამოაჯავრა უილიამმა.
_ამის მიზეზი არც მე მაქვს, თუმცა ვაღიარებ, შეუდარებელი სილამაზე აქვს. მაგრამ ვფიქრობ ის შენით უფროა აღტაცებული.-გაიღიმა ედვარდმა და ბიძაშვილს მხარი გაჰკრა. უილიამს არ მოეწონა ეს, მართალია მისთვისაც მშვენიერებას წარმოადგენდა ელენი, მაგრამ სულაც არ უნდოდა იმ ქალს მოსწონებოდა, რომელიც მის ბიძაშვილს მოეწონა. თუმცა ასეთი რამ პირველად არ ხდებოდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ ედვარდი შეცდა.
_ჩემი დები ხვალ ჩამოვლენ. არ გინდა დღეს ცხენით გამოისეირნო ჩემთან ერთად?
_სიამოვნებით. ბოლომდე ჩავიდეთ ქვევით, მაინტერესებს ცხოვრობს ვინმე იმ სახლებში? ლამაზი სახლები კია.
_როგორც ჩანს ცხოვრობენ, ერთი მოსახლე უკვე შემომხვდა გზად, თუმცა ის სასახლესთან ახლოს ცხოვრობს, დასახლებასთან მოშორებითაა. ალბათ ელენს ეცოდინება მის შესახებ.
_ქალია?-მაიმუნურად შესცინა ედვარდმა.
უილიამმა კი დაუბღვირა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
კაცები ცხენებს მოახტნენ და გააჭენეს. ქალის სახლთან აღარ ჩაუვლიათ, თითქოს უილიამს არ ემეტებოდა, რომ სხვასაც ენახა ის ადგილი. დასახლებულ ადგილს მიაშურეს. რამდენიმე მოსახლე ნახეს და მათგანვე შეიტყვეს, რომ აქ ძირითადად დასასვენებლად ჩამოდის ხალხი, მუდმივად კი ხუთიოდე ოჯახი თუ ცხოვრობს.
_მოვტყუვდით, იარაღი უნდა წამოგვეღო, ვინადირებდით.
_დრო ჩვენს ხელშია. სხვა დროს წამოვიღოთ. თან ბიჭებიც ჩამოვლენ ხვალ, ანტონიო და ანდრია ემასთან და მატილდასთან ერთად ჩამოვლენ. შეიძლება ოლივერი და ჰარიც წამოვინენ დებთან ერთად. (ვიქტორია და ელიზაბეთი)
_ოლივერი ორი კვირის წინ ვნახე, შეყვარებულთან ერთად. ჯეინი ჰქვია, მშვენიერი გოგოა, მომეწონა, მაგრამ იმ გამოუსწორებელ რიჟიკას რა ეშველება წარმოდგენა არ მაქვს. _გაეცინა ედვარდს.
_არაფერი არ ეშველება.-სერიოზულად განაცხადა უილიამმა. თუმცა თვალები უღიმოდა მეგობრის გახსენებაზე.
_არადა ვიქტორია საერთოდ არ გავს ძმას. ოლივერს უფრო მოუხდებოდა ვიქტორიას სერიოზულობა.
ამ ლაპარაკში სასახლეს მიუახლოვდნენ. ედვარდის მზერა ეზოში მოსეირნე ელენზე შეჩერდა. ხელში პატარა ფუმფულა ლეკვი დაეჭირა და ეფერებოდა. კაცების გასაკვირად ელენს ლამაზი სარაფანი გამოეცვალა და თანამედროვე გამოყვანილი შარვალი ეცვა, რომელიც კარგად გამოკვეთდა მის ლამაზ ფეხებს, მაგრამ ისე ვერ უხდებოდა გარემოს, როგორც დილანდელი მისი გრძელი, სადა კაბა.
_ბატონებო, გამიხარდება თუ შემომიერთდებით.-შესთავაზა ელენმა.
_სიამოვნებით. _უთხრა ედვარდმა.
_მე კი მომიტევეთ, რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი და უნდა დაგტოვოთ.-მიმართა წყვილს და ედვრდს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.
_მეგონა სულ ძველებურად იცვამდით.-გაუღიმა ედვარდმა და ქალს თავისი ხელი შესთავაზა რომ დაყრდნობოდა. ქალმა ლეკვი დაბლა დასვა და ედვარდის ძლიერ მკლავს დაეყრდნო. ლეკვი ყეფით გაიქცა და ბალახზე თავდაყირა გადაგორდა. ამაზე ორივეს გაეცინა და გზა განაგრძეს.
_არა, უფრო იშვიათად ვიცვამ ძველებურად. პირველ რიგში, არაკომფორტულია და მეორე, ყოველდღიურობით ის ჩემს თვალში ხიბლს კარგავს და არ მინდა ასე მოხდეს.
_მართალი ხართ.
_გამიხარდება თუ თქვენობით ფორმას მოვიშორებთ, რათქმაუნდა მხოლოდ მაშინ, როცა თანამედროვენი ვართ.
_თანახმა ვარ ელენ.-გაუღიმა ედვარდმა ქალს და შავ თვალებში ჩაიკარგა. მათში ზედმეტად ღრმად იყო გრძნობები გადამალული.

***
სასახლის ჭიშკართან მანქანა გაჩერდა და ორი ახოვანი მამაკაცი ქალბატონებს გადმოსვლაში დაეხმარა. თან სიცილს ვერ იკავებდნენ ამ ჯესტებზე. ჯერ ემა და მატილდა მოეხვივნენ უილიამსა და ედვარდს, შემდეგ კი ანტონიო და ანდრია.
ემა და მატილდა ძალიან გავდნენ ერთმანეთს, ძმასაც, თუმცა მისგან განსხვავებით ბრინჯაოსფერი თმის ნაცვლად ქერა თმა ჰქონდათ. არც სილამაზე და არც სიმაღლე არცერთ მათგანს არ აკლდა. ანტონიო მოჭიდავე, დაკუნთული მაღალი, ლურჯთვალება, შავგვრემანი ბიჭი გახლდათ. ზედმეტად განებივრებული იყო ქალებით. არასდროს ყვარებია, რადგან არასდროს იღებდა უარს, შედეგად კი ყოველთვის გული უცრუვდებოდა. ანდრია კი ძალიან გავდა ხასიათით ემას. მასავით ლაღი და სიცოცხლის მოყვარული. თუმცა ფეთქებადი. ანტონიოს ძალიან გავდა, თუმცა მასავით დიდი კუნთებით ნამდვილად არ ჰქონდა.
ელენი მასპინძლებს ედგა გვერდით.
_ელენ,-მიმართა ედვარდმა_ ესენი ემა და მატილდა არიან, უილიამის დები და ჩემი ბიძაშვილები. ეს ბატონები კი ჩვენი მეგობრები, ანტონიო და ანდრია. ისინი ძმები არიან. ეს კი მის ელენი, სასახლის მემკვიდრე.
გაცნობის ცერემონიას რომ მორჩნენ, შიგნით შევიდნენ. გოგონებმა ვერ მოისვენეს, სანამ ყველაფერი არ დაათვალიერეს. ელენი გამოემშვიდობა, მოგვიანებით შემოგიერთდებითო. უილიამმა კი საღამოს ვახშამზე მიიპატიჟა.
_ვფიქრობ, აჯობებს ოჯახის წევრები მარტო დაგტოვოთ, სხვა დროს იყოს. მოპატიჯებისთვის გმადლობთ.
_არავითარ შემთხვევაში, წამოიძახა ემამ. ძალიან მაწყენინებთ.
_არა მხოლოდ მას.-აყვა მატილდაც. მამაკაცებიც ისეთი სახეებით უმზერდნენ უარი ვეღარ უთხრა.
_რა მშვენიერი ქალია. -ჩაილაპარაკა მატილდამ.
_ჩვეულებრივ სამოსშიც ისე გამოიყურება თითქოს გასული საუკუნიდან გვესტუმრაო. საოცარად დახვეწილი მანერები აქვს.-დაუმატა ემამ. მას კი ანდრიაც დაეთანხმა, ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად განაგრძო ახალი გარემოს ათვისება. გოგომ კი ხელი გააშვებინა.
_ჩვენ იმ ჭიშკრის უკან დავტოვეთ ასეთი მანერები.-უთხრა და მათ ხელებზე მიუთითა. მერე სიცილით გაასწორა ბიჭი წელში, ერთი ხელი წელს უკან დააჭერინა, მეორე კი მკერდის ქვემოთ მოახრევინა და საკუთარი ხელი ნაზად დააყრდნო მისას.
ანდრიას ეღიმებოდა ემას ქმედებებზე და მის მზერაში ყველაფერი იკითხებოდა, თუმცა როცა დაინახა, როგორ მზერით გადახედა მას უილიამმა ერთიანად აირია და დასერიოზულდა. ემამ კი კარგად მიხვდა რაც მოხდა და ვითომც აქ არაფერიო ისე განაგრძო სვლა ანდრიასთან ერთად.
_ცხენზე ჯირითს ხომ მასწავლი? -დაეკითხა ბიჭს.
_თუ დამჯერი მოსწავლე იქნები კი.
_გპირდები რომ სულ ცოტათი გაგაბრაზებ.-უთხრა სიცილით.

_ოლივერი და ჰარი როდის ჩამოვლენ?-დაეკითხა უილიამი მის მკლავზე დაყრდნობილ მატილდას.
_წვეულების წინა დღეს. სანამ მე და ემა ყველაფერს არ მოვაგვარებთ ხელის შემშლელები არ გვჭირდება.
_ხელის შემშლელი ვინ არის ჰარი?-დაეკითხა ძმა ნიშნისმოგებით.
_უტიფარ კითხვებს არ ვპასუხობ!-მიუგო დამ და აწითლდა.
_დაო, მატილდა, ხომ იცი, რომ მე ვერაფერს გამომაპარებ?
_არც არასდროს მიცდია, თორემ დარწმუნებული ვარ თავისუფლად შევძლებდი. და ნურც შენ გექნება იმედი, რომ რამეს გამომაპარებ ოდესმე ძმაო.
_ვფიქრობ შემიძლია გამოცდა მოგიწყო, ამასთან დაკავშირებით.
_დარწმუნებული ვარ ვერ ჩამჭრი!
_ვნახოთ!
_ელენი ნამდვილად კარგია. ასე არ ფიქრობ?
_ჰმ, მე კი არა, შენ კაციშვილი ვერ გამოგაპარებს ვერაფერს. თუმცა არ ვიცი, გამიმხილე რა ივარაუდე დაო.
_მე არაფერი მივარაუდია, ედვარდის თვალები პირდაპირ ამბობენ.
_პირველი გამოცდა ჩაბარებულია.-ამაყად თქვა უილიამმა და დას თავზე აკოცა ფრთხილად. _აი ამ აუზს გედები მოუხდებოდა, რას იტყვი მეტილდა?
_ემა გაგიჟდება, ხომ იცი როგორ უყვარს გედები. მოდი ჯერ ნუ ვეტყვით. პირდაპირ ვაჩვენოთ.-აღფრთოვანდა გოგო.
_კარგი.
ვახშამმა მხიარულად ჩაიარა, ქალბატონების ყოვფნას სუფრასთან ხომ სულ სხვა ხიბლი აქვს. საღამოს ყველანი ცხენებთან გაემართნენ, ქალბატონებს ჯირითის სწავლა სურდათ. უილიამი ყველას გამოემშვიდობა, საქმე მაქვსო. თავის თეთრი ცხენი თვითონვე შეკაზმა და ტყისკენ გაემართა. პატარა სახლს რომ მიუახლოვდა სვლა შეანელა, თუმცა იქ არავინ დახვდა. სვლა განაგრძო და უკვე კარგად რომ მოშორდა იქაურობას, ქალის ხმა შემოესმა. უილიამი ჩუმად მიეპარა ქალს და ისეთ ადგიალას შეაყენა ცხენი, რომ მას ვერ შეემჩნია. ქალს ფეხები მოეკეცა და მიწაზე იჯდა, ხელში კი თეთრი მტრედი ეჭირა და ეფერებოდა.
_წყნარად, ნუ მიფრთხი.-ტკბილად ეუბნებოდა მტრედს. მერე კალთაში ჩაისვა და სისხლით გაწითლებული ფეხი ფრთხილად მოუსინჯა. თეთრი ნაჭერი, რომელიც ალბათ ცხვირსახოცი უნდა ყოფილიყო, ფრთხილად გახია. მერე ნაქსოვი ჩანთიდან წყალი ამოიღო, მტრედს ფეხი მობანა და გადაუხვია. ნაზი მოძრაობით წამოდგა და მტრედთან ერთად სახლისკენ წავიდა.
უილიამი უკან მიჰყვა. სახლთან ახლოს იყვნენ მამაკაცის ხმა რომ შემოესმათ.
_ანნა.. ანნა..
ქალი გაიქცა. სახლთან რომ მივიდა მამა გაიბადრა.
_სად იყავი შვილო?
_მამი, შეხედე. მტრედი ტოტებში გახლართულა და ფეხი უტკენია.
ქალმა ახლაღა შეამჩნია მამის გვერდით მდგარი, ახალგაზრდა ყმაწვილი.
_უკაცრავად.-მოიბოდიშა ანნამ.
_შვილო ეს ედვინია, გახსოვს? პატარები რომ იყავით ერთად თამაშობდით ხოლმე.
გოგომ გაურკვევლად შეხედა მამას.
ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, რიჩარდის ვაჟია.
_ო, რათქმაუნდა.-წამოიძახა ანნამ და ბიჭს რევერანსი გაუკეთა რადგან ხელები დაკავებული ჰქონდა და ცოცხალი თავით არ გაუშვებდა მტრედს ხელიდან.
_მახსოვხართ, ბუნდოვნად.
_მას შემდეგ 15 წელი გავიდა.-თქვა ედვინმა და გაიღიმა.
_ედვინი ცოტახანს ჩვენთან დარჩება ანნა. -გაუღიმა მამამ._სახლში შევიდეთ ბავშვებო.
შესვლისას ანნა კვლავ მტრედზე შესჩიოდა მამას, ის კი ამშვიდებდა მოვარჩენთო. უილიამი კი გაშტერებული უყურებდა სახლის კარს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოუხურეს.
ბინდი ჩამოწვა. უილიამი უკან ბრუნდებოდა, თუმცა მხოლოდ ფიზიკურად...
ერთ კვირაში, გოგონებს ყველაფერი მზად ჰქონდათ. რაც ყველაზე მთავარია, შესანიშნავი კაბები შეიკერეს და ელენის რჩევებითა და დახმარებით მეჯლისის ორგანიზებაც მშვენივრად მოახერხეს. საღამოს სტუმრების ნაწილს ელოდნენ, ხვალ კი მეჯლისს გამართავდნენ.
უილიამის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. გამოაღო თუ არა კარი ემა და მატილდა აღფრთოვანებულები შემოცვივდნენ ტანსაცმლით ხელში.
_ძმაო შეხედე, შენი სამოსიც მზადაა.-წამოიძახა ემამ და ძმას შეფუთული ტანსაცმელი შეაჩეჩა ხელში. _მიდი დროზე მოისინჯე და დაგვენახე.-ემა მოუთმენლობისგან ცმუკავდა, მატილდა კი მშვიდად იდგა და იღიმოდა, თუმცა მის თვალებშიც იკითხებოდა მოუთმელობის ნიშნები.
კაცი დანებდა დებს და ტანსაცმელი მოირგო.
_ღმერთო ჩემო. -ამოიოხრა ემამ და დას გახედა, რომელსაც პირი დაეღო და რომ მიხვდა სწრაფად დახურა.
_შენ ნამდვილად იმ დროში უნდა დაბადებულიყავი.-თქვა მატილდამ და ძმას გარშემო შემოუარა. ის კი სრულიად უემოციოდ იდგა.
_ღმერთო ეს რა უემოციობის განსახიერებაა.-ამოიფრუტუნა ემამ. _რომ გაიღიმო ნამდვილი პრინცი იქნები, მაგრამ ასე ერთი უჯმური კაცი ხარ. -დაებღვირა ემა. ძმას კი მაინც არ შეუცვლია ემოცია. მხოლოდ დას მიუახლოვდა და შუბლზე ემთხვია, ეს კი საკმარისი იყო იმისთვის რომ ემა დამდნარიყო და ძმას კისერზე ჩამოკონწიალებოდა.
_პერანგს უსრესავ ემა, მოშორდი.-დატუქსა მატილდამ. ისიც მალე მოშორდა ძმას და ახლა დანარჩენი მამაკაცებისკენ გაემართნენ ტანსაცმლით ხელში.
ანდრია არაფრის დიდებით არ დათანხმდათ, მეჯლისზე უნდა მოვახდინო ეფექტიო და მაინც არ აუსრულა ემას წადილი.
საღამოს ჰარი და ოლივერი მათ დებთან, ვიქტორიასთან და ელიზაბეთთან ერთად მოვიდნენ. მათ ასევე ოლივერის შეყვარებული ჯეინიც ახლდათ. ოლივერმა ის ყველას წარუდგინა. ყველა პირველივე შეხედვისას მიხვდა, რომ ჯეინიც ისეთივე ჭკვამხიარული გოგო იყო, როგორიც ოლივერი. თუმცა მისი ქცევა გამაღიზიანებელი ნამდვილად არ იყო. ჰარი საკმაოდ გავდა ხასიათით უილიამს, მასსავით ჯმუხი იყო და იშვიათად იცინოდა, თუმცა მთლად უილიამივით გაუცინარი ხელმწიფე არ იყო. უილიამის თხოვნით მალე ელენიც შეუერთდათ მათ და ახალმოსულები გაიცნო. გოგონებმა შესთავაზეს რომ მეჯლისზე ვისაც მოისურვებდა ის მოეწვია. ისიც დათანხმდა და რამდენიმე მეგობარი მოიწვია. მათ შორის იყო ანნაც.
მეჯლისი საღამოს 7-ზე დაიწყო და მართალია უილიამისა და მისი დების სტუმრების ნაწილი მანქანებით მოდიოდნენ, მაგრამ ჭიშკრის გადმოკვეთისას ყველას ფეხით უწევდა გრძელი ბილიკის გავლა, რომელზეც გრძელი წითელი ხალიჩა დაეფინათ. ეს ელენის რჩევით მოხდა და გოგონებს აღაფრთოვანებდათ ეს ფაქტი. უილიამმა აკრძალა თანამედროვე მოწყობილობების გამოყენება და ფოტოგრაფები თვითონ მოიწვია, რომ სტუმრები არ ჩაბმულიყვნენ ამ საქმიანობაში. ტელეფონები კი ყველა მათგანს ჩამოართვეს დროებით.
ემასა და მატილდას აკვიატებას ვერც მამაკაცები დაუსხლტნენ ხელიდან და ეტლით მობრძანდნენ სასახლეში. მხოლოდ უილიამი ასრულებდა მასპინძლის როლს. თუმცა წითელ ხალიჩაზე დებთან ერთად პოზირება მაინც მოუწია, მაგრამ მათი წუწუნის მიუხედავად არცერთხელ არ გაუღიმია. მატილდა ჰარისთან ერთად მოაბიჯებდა. ემა კი ანდრიასთან. ანტონიოს და ვიქტორიას ერთმანეთი ხვდათ წილად, მიუხედავად იმსა, რომ ერთმანეთზე არ გიჟდებოდნენ და ყოველთვის მწარედ კბენდნენ, რატომღაც ამ საღამოს ორივეს უხაროდა, რომ ერთმანეთის მეწყვილეები იყვნენ, თუმცა რა ახარებდათ ვერცერთს გაეგო. ალბათ შეჩვეული ჭირი ერჩივნათ, მიუჩვეველს.
ელენი ედვარდის გვერდით მოაბიჯებდა. ანნა რომ შენიშნა, ჭიშკართან მდგომი, ძალიან გაუხარდა, ის ელენის ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ედვარდს მოუბოდიშა და სთხოვა ანასთვის დროებით მეწყვილეობა გაეწია, რადგან მარტო არ გამოევლო წითელი ხალიჩა. თუმცა ედვარდს უილიამმა დაასწრო რომლებიც დებთან იდგა და ცდილობდა მობეზრებულობა, რომელიც სურათების გადაღებამ მოუტანა სახეზე არ დატყობოდა. ანნა რომ შენიშნა ჭიშკართან გაუკვირდა, მშვენიერი მწვანე კაბა ეცვა, რომელიც მის ამფერივე თვალებს უფრო უკეთ გაოკვეთდა. ყავისფერი თმა კი ლამაზად ეფინა მოშიშვლებულ მხრებზე. უილიამი მიხვდა, რომ ქალი მეწყვილის გარეშე იყო და სწრაფად გაემართა მისკენ. ქედი მოიხარა მის წინ, ხელზე ემთხვია და მწვანე თვალებში რომ ჩახედა, თან განუცხადა:
_მე უილიამი ვარ, სასახლის ახალი ბინადარი. ნებას მომცემთ, რომ ამ საღამოს პარტნიორობა გაგიწიოთ?
_ანნა. -ოდნავ გაუღიმა ქალმა. _რათქმაუნდა, სიამოვნებით.-განუცხადა და მამაკაცს ძლიერ მკლავზე მსუბუქად დაეყრდნო.
_მოხიბლული ხართ დაუერის სასახლით? ან აქაური ბუნებით მისტერ ვილიამ?
_რათქმაუნდა. ალბათ აქედან აღარასდროს წავალ. თქვენ, დიდიხანია ამ მხარეში ცხოვრობთ?
_აქ გავიზარდე.-სევდიანად გაუღიმა ანნამ.
_ესეიგი, ელენს დიდიხანია იცნობთ?
_დიახ, აქ მან მომიწვია. მიუხედავად იმისა რომ თქვენი დების წვეულებაა, ელენს უარს ვერასდროს ვერაფერზე ვეუბნები. ის ჩემი ბავშვობის მეგობარი და დიდებული ადამიანია. როგორც შვილი ვერ დაივიწყებს მშობლის ამაგს, ასევე ვერ დავივიწყებ მე ელენის ამაგს.
_ძალიან კარგია. ასეთი სიყვარული ხშირი არ არის.
უილიამმა ანნა დებთან და მეგობრებთან მიიყვანა და ყველას წარუდგინა, მათ ელენიც მალე შემოუერთდათ. მეგობარს მიესალმა და მოეხვია.
_ძვირფასო ანნა, მეგონა თქვენს სტუმარსაც მოიყვანდით, თორემ, რომ მცოდნოდა მარტო იყავით აუცილებლად გამოგიგზავნიდით ვინმეს.
_მას წასვლა მოუხდა სასწაფოდ, სახლში დაბრუნდა. ამიტომ ვერ შეძლო აქ მოსვლა.
ემა და მატილდა ერთმანეთს ესაუბრებოდნენ თვალებით, თუმცა ძმამ კარგად დაინახა ყველაფერი, ემა აღფრთოვანებული იყო ანნას სილამაზით, მატილდა კი უკვე შეყვარებული. უილიამმა ელენსაც შეამჩნია, რომ მართლაც დედასავით მზრუნველობდა ანნას.
გაცნობასა და ფოტოების გადაღებას რომ მორჩნენ, სასახლეში გადაინაცვლეს და მალევე მიუსხდნენ სუფრას. სტუმრების აჟიტირება არც ვახშმობისას ჩაწყნარებულა და მეჯლისის ბოლომდე გასტანა. ვახშმის დასასრულს მოჰყვა ცეკვა, სიმღერა, სხვადასხვა თამაში და ბოლოს ამდენი მხიარულებით გადაღლილი საზოგადოება, რომელიც არც ამ უხერხულ სამოსს იყო ჩვეული, (განსაკუთრებით ქალბატონები) ფეხზე ძლივს იდგნენ.
უილიამმა დების გასაკვირად თანხმობა განაცხადა, როდესაც როიალზე დაკვრა შესთავაზეს, იმ პირობით, თუ ანნა იმღერებდა. ისიც დათანხმდა და შესანიშნავი დუეტიც გამოვიდა. უილიამმს უნდოდა გაეგო, მართლა ისეთი მშვენიერი ხმა თუ ჰქონდა ქალს, როგორიც მაშინ მოეჩვენა, ტყეში რომ ღიღინებდა ანნა და მიხვდა რომ არ შემცდარა. ანნას კი უკვირდა როგორ ჰქონდა ამ კაცს ყველა ის თვისება და ნიჭი, რომელიც ასე გამოადგებოდა გასულ საუკუნეებში რომ დაბადებულიყო, თუმცა ახლაც არ იკარგებოდა ეს ნიჭი ფუჭად.
ცეკვის დროს ვიქტორიამ იყოჩაღა და ცეცხლი დაანთო სცენაზე ანტონიოსთან ერთად. როცა ცეკვის დასასრულს ვიქტორიამ ანტონიოს ტუჩები იგრძნო ყელზე, ისეთი თვალებით შეხედა, რომ ბიჭი მიხვდა, ეს ქალი იყო ერთადერთი, რომელიც არასდროს არაფერში უთმობდა და არც მის სილამაზესა და ტანადობას აგდებდა არაფრად. კაცს არ მოეწონა ეს ფაქტი და ქვეცნობიერად მოუნდა სამაგიერო გადაეხადა მისთვის და ეგრძნობინებინა, რომ არც თვითონ წარმოადგენდა არაფერს და მისი ცეკვაც ვერ დაახვევდა თავბრუს მისნაირ მამაკაცს.
_მეგონა უკეთ ცეკვავდი, რაღაც ძალიან მოუქნელი ყოფილხარ ვიქტორია. -ნიშნისმოგებით მიაჩერდა ანტონიო, მაგრამ ქალის პასუხი სილასავით მოხვდა, რომელიც კოცნისას ვერ მიიღო.
_ძვირფასო ანტონიო, მე კი მეგონა ეგ კუნთები ნამდვილი იყო, თუმცა შევცდი. ისეთი სუსტი ყოფილხარ, მთელი ცეკვის მანძილზე იმაზე ვფიქრობდი ახლა კი ნამდვილად ვეღარ დამიჭერს და დავუვარდები მეთქი. თუმცა იქნებ ნამდვილიცაა, მაგრამ ჩემი შეხებისას ისე დნებოდი, ეგ კუნთები ჩვარივით გაგიხდა. მომიტევეთ, უნდა დაგტოვოთ, ჰაერზე მინდა გასვლა.-დააყოლა ბოლოს და აჭარხლებული ანტონიო, ცეცხლებს რომ ყრიდა მარტო დატოვა. კაცი მალე მოეგო გონს და უკან გაყვა ვიქტორიას, რომელიც აივანზე იდგა თვალდახუჭული და ოდნავ იღიმოდა, ხელები კი მოაჯირზე შემოეწყო.
_ვხედავ მოგონებებში გადავარდნილხარ, იმას ხომ არ იხსენებ, შევამჩნიე თუ არა, სიამოვნებისგან როგორ აგეხორკლა კანი ჩემი ტუჩების შეხებისას?
_ჩემო ანტონიო, როგორც ჩანს არ გეყოთ ჩემი პასუხი, მაშ ასე გეტყვით. ეგ სიამოვნების კი არა, ზიზღის რეაქცია იყო. სულაც არ იცით ეფექტური კოცნა, უნდა ივარჯიშოთ. ახლა კი თქვენს გამწარებულ სახეს ვიხსენებდი, წუთის წინ რომ გქონდათ და ამიტომ დაგხვდით ასეთი ნასიამოვნები სახით.
ანტონიომ ეს ვეღარ მოითმინა და ქალი სწრაფად მოაბრუნა თავისკენ, წელზე შემოხვეული ხელით მაგრად აიკრა სხეულზე შეშფოთებული ვიქტორია და ქალის აწითლებულ ბაგეებს დაეწაფა. ვიქტორიამ ისეთი სასიამოვნო შეგრძნება განიცადა, რომ თავისდაუნებურად აყვა კოცნაში. ანტონიოსაც დაავიწყდა რატომ აკოცა, მაგრამ როცა მოშორდა მაინც შეძლო აზრების დალაგება.
_აბა, კვლავ ფიქრობ რომ ვარჯიში მჭირდება ვიქტორია? თუ საკუთარ თავს ურჩევ იგივეს?
ანტონიოს სილა მოხვდა მარცხენა ლოყაში. მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, როცა ქალის თვალებიდან გადმომავალი მლაშე სითხე შენიშნა, რომელსაც აკანკალებული ხელით იწმენდდა ვიქტორია. სწრაფად მიბრუნდა და სლუკუნით დაეშვა დაბლა. ანტონიო გონს მოეგო, ერთი მაგრად შეიკურთხა საკუთარი მისამართით და ქალს უკან გაყვა. გზად მისი მოსასხამი იპოვა, რომელიც დაბლა ეგდო. აიღო და აუზის მიმართულებით გაიქცა.
_ვიქტორია, ვიქტორია გთხოვ მოიცადე. -დაუძახა აცახცახებულ ქალს რომელიც არ ჩერდებოდა.
_მომშორდი, არ მომეკარო ანტონიო თორემ მართლა განანებ!
ანტონიო მაინც გადაეღობა ქალს წინ და როგორღაც გააჩერა.
_გეფიცები არ შეგეხები, თითსაც არ დაგადებ. უბრალოდ მათქმევინე.- ვიქტორიას აღარ გაუპროტესეტბია და განაგრძო.
_მაპატიე, ვიცი რომ არ გამოისყიდის ჩემს შეცდომას ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ვამბობ, იმიტომ რომ ვხვდები ჩემს დანაშაულს. გპირდები, რომ აღარსდროს აღარ შეგეხები, თუ თვითონ არ გენდომება ეს და ხმასაც აღარ გაგცემ საზოგადოების წინაშეც რომ მლანძღო შენი მწარე ენით. ახლა კი ეს მოიხვიე თორემ გაიყინები და ნუღარ ტირი. -უთხრა და მხრებზე ფრთხილად მოახვია თბილი მოსასხამი. უცბად საშინლად დაიჭექა და ვიქტორია ისე მოეხვია კაცს, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო. ასევე სწრაფად მოშორდა თავის თავზე ნერვებ მოშლილი.
_მაპატიე, სულ ასე მემართება ჭექა-ქუხილზე. -ანტონიოს გაეღიმა და ქალთან ერთად გაუდგა გზას სასახლისკენ.
_მართლა ასე ფიქრობ რომ მწარე ვარ?
ანტონიოს გაეცინა და მიხვდა, რომ ეს შერიგებას ნიჭნავდა.
_ახლა სულაც არ ვფიქრობ ამას.-გაუღიმა და შიგნით შეუძღვა ქალს. ვიქტორიას აღარ შეეძლო ამდენი ემოციის მერე საზოგადოებაში დარჩენა, ჩუმად დატოვა იქაურობა და თავის საძინებელს მიაშურა.
ღამის 3საათი იქნებოდა, ქალბატონები რომ დანებდნენ დაღლილობას. ანნა თხოვნის მიუხედავად არ დარჩა ელენთან. მამა აღელვებულია ეს დღეები და არ მინდა მარტო დავტოვოო. ამიტომ ელენმაც ვეღარ დააძალა. სახლში უილიამმა წაიყვანა. ემას მოთხოვნით, ბოლომდე დაეცვათ წესები ეტლით წავიდნენ. უილიამი კი დას უბღვერდა იმის ნიშნად, რომ კარგად ხვდებოდა მის ოინებს.
_ძალიან სასიამოვნო საღამო იყო მისტერ უილიამ. თქვენი დები ძალიან საყვარლები არიან. იმედია მალე არ დატოვებენ დაუერს.
_სამწუხაროდ ვერ გაგახარებთ, ისინი მალე წავლენ, თუმცა ზაფხულს აქ გაატარებენ.
მხოლოდ მე ვისწრაფვი, მუდმივად აქ ცხოვრებისკენ. შორს თანამედროვე სამყაროსგან.-დაუმატა სევდიანად. ანამ დაიჭირა მისი ხმის ტემბრის ცვლილება, თუმცა ვერაფერი ჰკითხა უილიამს. ეს კი იყო, რომ მისი თვალები გაუცნობიერებლად დათარეშობდნენ მამაკაცის სახეზე და მის ყოველ ნაკვთს აკვირდებოდნენ. კაცმა შეამჩნია, თუმცა არ შეიმჩნია.
უილიამი ანას თვალში არ იყო ერთი უჟმური კაცი, როგორც ამას ემა ეუბნებოდა ხოლმე ძმას. ანა ფიქრობდა, რომ უილიამი რაღაც მძიმეს ატარებდა, რაც არ აძლევდა უფლებას, რომ გაეღიმა მსუბუქად და გულახდილად. ყალბ ღიმილს კი ეს ერჩია. თვალებშიც იგივეს ხედავდა, მუქი მწვანე თვალები ჰქონდა, სუფთა, მაგრამ მათში ჩახედვა სიმსუბუქეს არ აგრძნობინებდა. ზედმეტად ღრმა და სევდიანი იყო ამისთვის. ისეთი თეთრი და გამჭვირვალე კანი ჰქონდა, მეცხრამეტე საუკუნეში ნამდვილად ცისფერსისხლიანთა წარმომადგენელი იქნებოდა. ბრინჯაოსფერი თმა და დაბალი წვერი უფრო სიმპატიურს ხდიდა მის დახვეწილ ნაკვთებს. ანამ საკუთარი თავი გამოიჭირა ფიქრებში და აწითლდა. უილიამმა არც ეს შეიმჩნია, მაგრამ სხვა დროს კი აღარ გაუშვედა ხელიდან მისი გაწითლების შანსს, ისე მოეწონა ეს ფაქტი. უკვე ახლოს იყვნენ სახლთან უილიამმა რომ განაგრძო საუბარი.
_იმედია ხშირად გვესტუმრებით ხოლმე, მართალია ჩემი დები არ იქნებიან გაზაფხულზე, მაგრამ..
_სიამოვენებით. ელენს ისედაც ხშირად ვსტუმრობ ხოლმე და მიხარია რომ დაუერის ახალი ბინადარი თქვენნაირი სტუმართმოყვარე ადამიანია და იქ სტუმრობის სურვილი გამიორმაგდება.-ღიმილით უთხრა ანამ და უილიამსაც უნებურად გადასდო სითბო. უდნავ შესამჩნევად გაუკრთა ღიმილი ტუჩის კუთხეებში, მაგრამ მის თვალებში კი ნამდვილი გულღია ღიმილი ჩაიღვარა და ანა გაშტერდა. ასეთი ღიმილი არსად, არასდროს ენახა. თითქოს მისი თვალებიდან თბილი ფერები იღვრებოდა. წამში დაუბრუნდა უილიამს პირვანდელი გამომეტყველება. ეტლი გაჩერდა. მამაკაცი პირველი ჩამოხტა და ქალსაც გაუწოდა ხელი. ის იყო ანამ ხელი ჩასჭიდა უილიამს და ისევ საშინლად იჭექა. პირველი წვეთები დაეცა დედამიწას და გაზაფხულის, მიწის სურნელი სწრაფად გავრცელდა გარემოში.
_გამიხარდა რომ გაგიცანი უილიამ.-ანამ თქვენობითი მიმართვა მოხსნა, თითქოს უკვე ეხმაუშებოდა ეს.
_მეც ძალიან გამიხარდა, ანნა.
ქალი მიბრუნდა და სახლში შევლის წინ უკან მოიხედა. უილიამი კვლავ იდგა და უყურებდა. ანას მოეჩვენა რომ კაცმა კიდევ გაუღიმა, ან იქნებ არც მოჩვენებია.
გიჟმა მარტმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა და მშვენიერი დღის შემდეგ სახე ჩამოიტირა კოკისპირული წვიმით. უილიამმა შიგნით მთლად მშრალ მდგომარეობაში ვერ შეაღწია. მასპინძლებმა ყველა სტუმარი რომ დააბინავეს, თვითონაც წავიდნენ დასაძინებლად. ემას მარტო დაძინება არ უნდოდა, ჭექა ქუხილი მაშინებსო და მატილდას ჩაუსახლდა ოთახში. მალე მათ ვიქტორია და ელიზაბეთიც შეუერთდნენ და მოჰყვნენ ჭორაობას განვლილ მეჯლისზე. ორიოდ საათში ოთხივეს ტკბილად დაეძინა. უილიამმა ვერ მოახერხა ნორმალურად დაძინება. რამდენჯერაც დაიქუხებდა იმდენჯერ ეღვიძებოდა. საშინელი ქარიც ამოვარდა და გამთენიისას სულმთლად გამოფხიზლდა. საათი ექვსს უძვენებდა. უილიამი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ცა ისეთი მოქუფრული იყო, ალბათ გათენება მის სიბნელეს ვერ დაძლევდა. ბიჭმა შარვალი ამოიცვა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოს მიაშურა, ყავა გაიკეთა და ფინჯნით ხელში აივანზე გავიდა. მალე მიხვდა, რომ სციოდა და თან თავის ტკივილიც აწუხებდა, ალბათ დაღლილობისა და უძილობისგან. შიგნით შევიდა, ჯემპრი გადაიცვა და უკან დაბრუნდა აივანზე. სარწეველა სკამში მოთავსდა და ცხელი ყავა სიამოვნებით მოსვა. არაფერი ჯობდა წვიმის ყურებას გამთენიისას, ცხელ ყავასთან ერთად. მაგრამ ეს წვიმა არ იყო მშვიდი და უილიამს არაკომფორტულად აგრძნობინებდა თავს. თითქოს ელოდა კიდეც რაღაც ცუდს. წამოდგა, შიგნით შევიდა და დების ოთახში შეიჭყიტა. ოთხი და რომ დახვდა ორის ნაცვლად, ოდნავ გაეღიმა და დამშვიდებული დაბრუნდა უკან. ის იყო თავის სავარძელში უნდა ჩამჯდარიყო, რომ დაინახა ჭიშკრის პატარა კარი გაიღო და ვიღაც სირბილით შემოვარდა. უილიამმა სრულიად სველი ანა რომ ამოიცნო, მაშინვე დაბლა დაეშვა. გარეთ რომ გავიდა ანას ნახევარი ეზო უკვე გამოერბინა და სასახლის აღმოსავლეთ მხარეს აიღო გეზი თან ელენს ეძახდა და გარბოდა. უილიამი წამოეწია და ქალს მკლავში ჩაეჭიდა.
_ანნა, რა მოხდა?
ქალი გულამოსკვნით ტიროდა და ერთიანად ცახცახებდა. უილიამი რომ დაინახა მაგრად ჩაეჭიდა საყელოში და ტირილისგან და ტკივილისგან გატეხილი ხმით ისროდა ცალკეულ სიტყვებს და თან ხმამაღლა ქვითინებდა.
_უილიამ მიშველე.. -ეს თქვა და იქვე ჩაიკეცა.



№1  offline წევრი dona gedi

თუ ვარგა და დაგაინტერესებთ, ისტორიას სამ ნაწილად დავდებ, ანუ კიდევ ორი ნაწილი დარჩა. თუ არ მოგეწონებათ დავანებებ თავს.. feel

 


№2  offline წევრი natia-natia

მომეწონა გააგრძელე

 


№3  offline წევრი nigita

Momewona , gaagrdze ucxo Da gabsxvavebulia warmatebebi

 


№4  offline წევრი Firefly

გელოდები მოუთმენლად!მაგარია!
მომწონს შენი წერის სტილი...
--------------------
M.T

 


№5 სტუმარი kati

უფ,რა დროს გაწყდა.მამას დემართა რამე თუ ედვინის გამოხტომებმა შეაწუხა გაუცინარის ანნა?

 


№6  offline წევრი dona gedi

მადლობა ბავშვებო და მაპატიეთ დაკარგვისთვის winked დღეს დავდებ love

 


№7  offline წევრი dona gedi

kati
უფ,რა დროს გაწყდა.მამას დემართა რამე თუ ედვინის გამოხტომებმა შეაწუხა გაუცინარის ანნა?

მალე გაიგებთ winked

 


№8  offline წევრი tamtu

Momcons chemo kargo da mixaria rom momdevni tavi melodebaaaa. Dzalian gansxvavebuli istoria. Ai shen ki dzalian sakvareli xar.♡♥♡♥♡♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent