შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (21-22)


4-03-2016, 00:28
ავტორი lipsspil
ნანახია 8 764

გაოცებული მიაჩერდა ლაბადიან თორნიკეს, დათოვლილი ვაშლის ძირში გამოვლილი, თოვლით დატვირთული ტოტების მსხვერპლი რომ გახდარიყო და ჩამოცვენილი ფთილები თმას და მხრებს უმკობდა. მისგა გასაოცრად იგრძნო როგორ გაუხარდა გულის სიღრმეში მისი დანახვა.. თითქოს ელოდა მის გამოჩენას, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო
_​აქ.. როგორ..
_ ჯერ არ ჩამოსულხარ სოფელში და უკვე გამურულხარ.. – მიუახლოვდა მამაკაცი გაოგნებულ თამთას, რომელსაც თმა ფანქრებით აეწია, ხელები ფანქრით დასვროდა და თმის გადაწევისას ან ცხვირის მოფხანვისას შუბლი და ცხვირი ფანქრის გულით დაეფერა. ცხვირიდან ცერით სიშავე მოაშორა, თამთას სასიამოვნო ტალღამ დაუარა სხეულში
_​რატომ გააცდინე სამუშაო დღე?
_​პასუხი უკვე იცი.. – შეუვალობა გადაწყვიტა
_​გგონია თვითნებობით რამეს მიაღწევ?
_​გაგიკვირდება და ამ შემთხვევაში მიღწევებზე არ მიფიქრია, დასვენება მინდოდა ჯოჯოხეთური თვეების მერე და შეიძლება ითქვას თავს ვუშველე
_​კარგი.. როდემდე აპირებ თვითგადარჩენით დაკავებას?
_​ამის გასაგებად ჩამოხვედი?
_​პასუხს — პასუხის მოსმენის მერე მიიღებ..
_​პასუხი ხომ მოისმინე უკვე სატელეფონო საუბრისას?
_​მეგონა ხუმრობდი..
_​შეცდი
_​კარგი! თვითნებობისთვის შემიძლია შემდეგნაირად მოვიქცე.. ორშაბათამდე პირადად დავაკვირდები შენი დასვენების პროცესს.. იქნებ მუქარაც განახორციელო და თავი შემაყვარო?
_​შენ რა აქ დარჩენას აპირებ? – სახე შეეცვალა თამთას.. თორნიკემ ხელები გაშალა და ცალყბად გაიღიმა.
_ არა! ამას არ იზამ.. იქიდან შენ გამო წამოვედი, რატომ არ მაძლევ საშუალებას ერთი კვირა თავისუფლად ვისუნთქო? – ნიკაპი აუკანკალდა თამთას, რომ არ ეტირა ფროსას მოქსოვილ შალის მოსასხამს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. გაბრაზებული მიაბიჯებდა თოვლში და ცდილობდა წონასწორობა შეენარჩუნებინა. თოვლის ჭრაჭუნის ხმაზე მიხვდა, რომ დოლიძე წამოეწია
_​რატომ აწყობ უმიზეზო სცენებს?
_ შენი აზრით უბრალოდ ისტერიჩკა ვარ? იმ ყველაფრის მერე ეჭვი არ გაგიჩნდა, რომ მართლა მომდომებოდა განმარტოება? მე ხომ სადმე ფეშენებელურ კურორტზე არ წავსულვარ? სადღაც გადაკარგულ სოფელში წამოვედი ცოტა ხნით და ჭიქა კოსმოპოლიტენის მაგივრად ფანქრები მიჭირავს სახატავად..
_​მინდოდა შენი აქ წამოსვლის რეალური მიზეზი გამეგო.. აქ მარტო ხარ?
_​მარტო ვარ თუ არა? აქ ერთი სამოცდაათს კარგად გადაცილებული ქალი ცხოვრობს, რომელიც ახლა ნათესავის მოსანახულებლადაა წასული, კისრის მალების თიაქარის თუ რაღაცის ოპერაცია გაიკეთა..
_​დამარწმუნე..
_​..თორემ ჩამსვამდი მანქანაში და წამიყვანდი?
_​მინდა ჩვენი ურთიერთობა რაღაც ცივილიზებულ ფორმაში ჩაჯდეს, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს უაზრო და უშედეგო კატა-​თაგვობანა?
_ ..მაგრამ არა ახლა! მეც მომეცი საშუალება დასკვნამდე მივიდე, მეც ამომივიდეს ყელში შენთან ომი და ნორმალურად აზროვნება შევძლო. გულწრფელად გეტყვი, როგორც ქალი.. გგონია ადვილია იმ ყველაფრის დავიწყება და გადატანა რაც ერთი შეხედვით ასე უმტკივნეულოდ გადავატარე ამ რამდენიმე თვეში?სულ რაღაც ერთი საცოდავი კვირა გთხოვე და აქაც არ მაძლევ დაფიქრების საშუალებას.. – თორნიკე მიუახლოვდა მას და თვალებში ჩახედა
_​არ მინდა დაფიქრებამ მიუღებელ დასკვნამდე მიგიყვანოს და თავი უჩემოდ უკეთესად იგრძნო.
_​მაგრამ ესეა.. ყველგან შენ ხარ და იცი რას ვგრძნობ როცა გიყურებ?
_ არ მითხრა, რომ კოცნის სურვილს არა.. – მიუახლოვდა და ტუჩები ახლოს მიუტანა. გოგონამ თვალი აარიდა. მამაკაცმა თავი მიაბრუნებინა და აკოცა, ფრთხილად, ყოველგვარი ვნებათაღელვის გარეშე, ტუჩებით ტუჩებზე მოეფერა, მერე მისი კოცნა შეწყვიტა და ლამის ტუჩებმიდებულმა ლაპარაკი განაგრძო – ხედავ? არ მეწინააღმდეგები.. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ ბრაზობ ჩემზე, ეს შედეგია! ამიტომ მარგი ქმედების კოეფიციენტს აღარ დავწევ და წავალ. როგორც ჩანს სოფელში ყოფნა გირჩევნია, მოგიხდა კიდეც.. დარჩი რამდენ ხანსაც გინდა! ანაზღაურებად შვებულებას თვითონ გაგიფორმებ – შებრუნდა და წავიდა. თამთა დიდხანს უყურებდა თოვლში მიმავალ თორნიკეს, რომელსაც არც მოუხედავს და არც დამშვიდობებია. გულაჩქარებული შევიდა სახლში და როგორც მოსალოდნელი იყო ხატვის გაგრძელება ვეღარ შეძლო. “აჰა წავიდა! მართლა შეძლებ მთელი კვირა მშვიდად გაატარო? რას ნიშნავს ის დაუპატიჟებელი პეპლები მუცელში მის დანახვაზე რომ იწყებენ ფარფატს? სადღაც გავიჭედე! რაღაც არაკანონზომიერად ხდება! ვიბრძვი, რომ თავი დავიხსნა მისგან და ამ დროს არაფერი მაფორიაქებს ისე, როგორც მისი ტუჩები ჩემს სიახლოვეს. იქნებ ეს ჩემი, როგორც ქალის სწრაფვაა ჯანმრთელი, სექსუალური მამაკაცის მიმართ? მაგრამ როცა ეს მამაკაცი თორნიკეა მაშინ?!. იქნებ გუდიანი კაცივით მისი განაჩენგამოტანილი ცუდი იმიჯი გადამოწმების გარეშე გავითავისე? იქნებ სულაც არ არის ისეთი, როგორითაც დავშინდი ან დამაშინეს ერთ დროს?” ცდილობდა პასუხი მოეძებნა იმ შეგრძნებებისთვის, რასაც ასე დაუკითხავად განიცდიდა მასთან. რა თქმა უნდა პასუხს ვერ მიაგნო.
დასვენებისთვის ყველაფერი ჰქონდა, სუფთა ჰაერისთვის ადრიანად გაღებული, ყინვისგან მოხატული ფანჯარა ყოველ დილით, ფროსას მეთოდით სახლში გამომცხვარი ბისკვიტი და კეთილი მეზობლის შემოწოდებული ცხელი რძე საუზმეზე, თოვლში ხრაშუნი და საოცარი, რიგებად ამოსული, მომჟავო წითელი ნაყოფი, სახელად ჯახველი საგზალ-თანამგზავრად, გათოშილი, გაწითლებული ხელების გათბობა მოგიზგიზე შეშის ღუმელთან სანამ ხელები არ აექავებოდა, გახუხული თონის პური წიგნზე მისაყოლებლად, საათის წიკწიკი და შეშის ტკაცუნი ადიელაში გახვეულს და მუთაქაზე მიყრდნობილს, ნელ ცეცხლზე მოდუღებული ნალექიანი ყავით ხელში, მოხუცის მოგროვილი ველური, გამხმარი პიტნის ჩაი ვახშმად და გახამებული, ნამდვილი თეთრი თეთრეული რომბად ამოჭრილი საბნით და მოქარგული, ქათქათა ბალიშით. არაფერი აკლდა ზომაზე მეტადაც დასამშვიდებლად, მაგრამ თითოეული დღე უფრო და უფრო გვიან ღამდებოდა. შაბათს დათოს დაურეკა, ხვალ წამიყვანეო და თბილისში დაბრუნდა. გულისფანცქალით ელოდა ორშაბათს, დილით ძალიან ადრეც კი გაეღვიძა, გაემზადა და დროზე ადრე გამოცხადდა სამსახურში. მაგიდაზე ქეისების მთელი დასტა დახვდა, კანცელარიას და დოლიძეს მდივანს სანიშნებით აეჭრელებინათ. მუშაობას შეუდგა, გაუცნობიერებლად გადააწყო თორნიკესთან შესატანი ფაილები და პირველ რიგში იმათ მიხედა.. დასრულებისას კმაყოფილმა ჩააწყო ყველაფერი საქაღალდეში და მისი კაბინეტისკენ გაემართა. თვითონაც უკვირდა ისე ცდილობდა მშვიდად ევლო, რომ საკუთარი სიარულისთვის არ გაესწრო, თუმცა გონებაში უკვე იქ იყო, მასთან. უცებ შეჩერდა, თავი გააქნია გამოსაფხიზლებლად და საკუთარ თავს გაუბრაზდა “თავი ხელში აიყვანე, სისულელეა..” დოლიძე მონიტორს მისჩერებოდა და საქმიანად დაატარებდა თითებს კლავიატურაზე.
_​შემთხვევით ხომ არ იცი თურქული ლირის კურსი?
_​ლართან მიმართებაში სადღაც ლარამდეა, ზუსტად არ მახსოვს. ფაილები მოვიტანე, ახლა გადახედავ თუ მოგვიანებით?
_ დატოვე და წადი, თვითონ მივხედავ.. – გაუკვირდა მისი ურეაქციობა, “ალბათ ბევრი საქმე აქვს” გაიფიქრა და ოთახიდან გავიდა. “ბევრმა საქმემ” რამდენიმე დღეს გასტანა, ერთხელაც ბუფეტში მიმავალს ლიფტში შეეჩეხა
_ კარგია, რომ შეგხვდი, ფოსტით ვაპირებდი გამოგზავნას, განქორწინების საბუთებია, ხელმოწერილი – ბოლო ფრაზას ხაზი გაუსვა და დასტა ხელებში ჩაუდო. შემდეგ სართულზე ლიფტი და ძვირადღირებული სუნამოს სურნელი დატოვა. მეორე დღეს, მის კაბინეტთან მისულმა, ათასის აქმიანი დოკუმენტით ხელდამძიმებულმა თამთამ შეიტყო, რომ თორნიკე დოლიძე კიევში გაფრენილიყო და სავარაუდოდ ორი კვირა არ იქნებოდა.
“მითხარი დრო, როცა მზად იქნები განქორწინებას ხელი მოვაწერო! დიდხანსაც ნუ გაწელავ.. მოთმინებას საზღვარი ნამდვილად აქვს.. ორ კვირაში კიევში მივდივარ, სასურველია თავისუფალი მამაკაცის სტატუსით..” გაუელვა გონებაში და იგრძნო როგორ მიებჯინა ყელში სიბრაზის, ეჭვიანობის და იმედგაცრუების დაუკითხავი, უნებართვო ბადრო.
**********************
აღარაფერზე ბრაზობდა საკუთარი თავის გარდა, მაგრამ არც ის შეეძლო ქვეცნობიერთან ბრძოლები გაემართა. უნდოდა, თუ არ უნდოდა ეფიქრებოდა გავლილ დღეებზე.. ორ-სამდღიანი გაორების შემდეგ გადაწყვიტა რაღაც ზომებისთვის მიემართა და თავიდან ამოეგდო უსარგებლო და არაფრის მომტანი ჭმუნვა გაუგებარ თემაზე. “რატომ ვფიქრობ, რატომ მეწურება გული? რა მოხდა მერე, უკრაინაში წავიდა, ეს უნდა მიხაროდეს.. იქნებ ისე შეიცვალოს ყველაფერი, რომ ორივე დავშოშმინდეთ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება განვაგრძოთ..” ამ აზრმა დააიმედა. რამდენიმე დღე უპრობლემოდ მიილია სამსახურში, საქმეში ჩაფლულს ნაკლებად ეფიქრებოდა მასზე, დროც არ ჰქონდა საამისოდ, რვაზე ადრე სამსახურიდან ვერ გადიოდა. ტენდერის საბუთების არევის საქმეს ჩაჰკირკიტებდა და ბოლოს ურთიერთშეთანხმებას მიაღწია.. მილიონიანი საქმე იყო, უამრავი დაქირავებულით, ტენდერში მოგებულებს რეესტრში არეული ციფრების გამო კონკურენტი კომპანია ედავებოდა. სახელმწიფო მონაცემების გამო პასუხისგებას ნამდვილად არ აპირებდა, მაგრამ თამთამ როგორღაც ბონუსებზე დაითანხმა.. ყველანაირი სასამართლოს გარეშე.. იურიდიული დეპარტამენტის კურატორი და თორნიკეს მოადგილე თვალს ადევნებდნენ მის მონოლოგებს საკონფერენციო დარბაზში და გაოცება და სიამაყე ერთად ებეჭდებოდათ სახეზე. მაგრამ როგორც ჩანდა ტენდერის შემკვეთიც არ დარჩენილა გულგრილი კომპანიის ლამაზი იურისტის მიმართ.
_ შესანიშნავი გამოსვლა იყო, გნებდებით – მიუახლოვდა თამთას ორმოც წლამდე დახვეწილი, სიმპათიური მამაკაცი, სქელი, შევერცხლილი თმით და ღია ფერის თვალებით. სიგამხრდე და ბრენდი სამოსი ასაკს საგრძნობლად რომ აკლებდა
_​გმადლობთ.. – ღიმილით უპასუხა თამთამ – ჯობდა საქმე აქამდე არ მისულიყო, მაგრამ არაუშავს..
_​სახელმწიფოს სამწუხაროდ თანხების გაზრდა არ შეუძლია, ამიტომ რაც შეგვეძლო ის გავაკეთე.. იმედია ძალიან არ დაზარალდით
_​ჩვენი აუნაზღაურებელი ზარალი დროის კარგვა იყო, მაგრამ ახლა რაკი ეს პუნქტიც გადაწეულია ძირითადი პრობლემა აღარ რჩება, დანარჩენს უამისოდაც მოევლება..
_ მინდოდა ეს საკითხები საფუძვლიანად განმეხილა თქვენთან.. არ მინდა რაიმე ლაფსუსი გაიპაროს.. ახლა სრული დოკუმენტაცია სამწუხაროდ თან არ მაქვს, იქნებ რამდენიმე დღეში ყველაფერი დაზუსტებით გაგვევლო?
_​ელექტრონულ ვერსიას რამდენიმე წუთში ამობეჭდავენ და დაამტკიცებენ ნოტარიულად..
_​ამისთვის ლეპტოპია საჭირო,რომელიც ჩემს თანაშემწეს უკვე გავატანე.. მითხარით როდის მოიცლით და მძღოლს გამოგიგზავნით
_​ჯობია რაც შეიძლება მალე.. დღეს თუ ეს შეუძლებელია ხვალ მოვალ თქვენთან..
_ მძღოლს გამოგიგზავნით.. ხვალამდე თამთა – დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. მეორე დღეს თამთას სამსახურში მიაკითხა მანქანამ. გოგონა საჭირო ფაილებით ხელდამშვენებული დაეშვა და ჩაჯდა. მძღოლმა ერთ-ერთ სოლიდურ რესტორანთან გააჩერა
_​ეს რა ადგილია?
_​ბატონმა ირაკლიმ მიბრძანა აქ მომეყვანეთ..
_​კარგი.. – გაკვირვებული გადავიდა თამთა და შიგნით შევიდა. მეტრდოტელმა მაგიდამდე მიაცილა
_​რა ლამაზი ხართ თამთა..
_​მეგონა უფრო მოკრძალებულ ადგილს შეარჩევდით დარჩენილი ნიუანსების მოსაგვარებლად..
_​ეს ადგილი არ მოგწონთ?
_​მომწონს, მაგრამ პომპეზურია ისეთი უბრალო საქმისთვის, რისთვისაც ახლა შევიკრიბეთ..
_​საქმისთვის შესაძლოა, თუ ამ საქმიდან რაღაც დიდი და პომპეზური არ იწყება ოღონდ
_​რას გულისხმობთ?
_​კონკრეტულად არაფერს თუ თქვენს უზადო ნიჭსა და გარეგნობას არ ჩავთვლით.. თავს უფლება მივეცი აქ დამეპატიჟეთ, ყოველდღე არ ვხვდები ჭკვიან და ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავებს
_​მადლობა კომპლიმენტებისთვის. იცით სამწუხაროდ ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ მირჩევნია მალევე..
_​ახლა შესვენება უწევს, მგონი იმსახურებთ აქ მომზადებული არაჩვეულებრივი ლობსტერი გასინჯოთ..
_​არჩევანი ძალიან კარგია, მაგრამ..
_ გთხოვთ უარს ნუ მეტყვით თამთა.. უსაქმოდ არც მე ვზივარ კაბინეტში.. – თამთას შერცხვა, მამაკაცის გადამეტებული ყურადღება შეუმჩნეველი არ დარჩენია, მაგრამ ამხელა თანამდებობის პირისთვის მოუცლელობის გამო უარი შეურაცხმყოფელია “სხვა რამე მაინც მომეფიქრებინა” გაუწყრა საკუთარ თავს და ღიმილი მიიხატა სახეზე.
_​ოღონდ ერთი პირობით.. სანამ თქვენს ნაქებ ლობსტერს მოგვართმევენ საქმე ამოვწუროთ..
_​რა საქმიანი ხართ თამთა.. ასეთი ახალგაზრდა და ასეთი მონდომებული. თქვენხელა გოგოები გართობისთვის ათას საშუალებას მიმართავენ, თქვენ კი გასაოცარი სიჯიუტით შეგვებრძოლეთ და დაგვარწმუნეთ..
_​მერწმუნეთ გართობისთვის დრო მეც მრჩება, დროის ეფექტურად გადანაწილებაშია მთელი საიდუმლო, სულ ეს არის.
_​სასიამოვნო, დახვეწილი მოსაუბრე ხართ..
_​თქვენც და იმედი მაქვს საქმეც ასევე სასიამოვნოდ დასრულდება..
_​როგორც ვატყობ ჩემი კომპანია გაშინებთ..
_​ტყუილად ატყობთ..
_​მაშინ ასე რატომ გეჩქარებათ საქმის დასრულება?
_​კომპანიის ინტერესებში შედის.. მათ ეჩქარებათ
_​გამოდის კომპანიის ინტერესების გარეშე გაცილებით სასიამოვნო იქნება თქვენი მოსმენა
_​გაგიკვირდებათ და არა..
_​გავრისკავ და მაინც დავჯავშნი რამდენიმე საათს თქვენს მოუცლელ გრაფიკში, თვითონ მირჩევნია დავრწმუნდე
_​იცით სამწუხაროდ უარი უნდა გითხრათ.. მომავალი დღეებიც და კვირებიც საშინლად გადატვირთული მაქვს..
_​თუმცა უარი სამწუხაროა – ღიმილით შენიშნა ირაკლიმ – რა იქნება, თუ ახლა ერთ დოკუმენტს არ გამოვაჩენ? ეს ჩვენი შეხვედრის შემდეგი მიზეზი გახდება
_​არა ბატონო ირაკლი.. ეს ჩვენი ონლაინ რეჟიმში გადანაცვლების მიზეზი გახდება, მზა ვერსიას აუცილებლად გამოვატანთ კომპანიის კურიერს ..
_ ვისურვებდი ასე არ მომხდარიყო.. ახლა თავს აღარ შეგაწყენთ, საბუთებს გადავხედოთ და დანარჩენი დროს მივანდოთ – თამთამ ზრდილობიანად გაუღიმა და უახლოესი საათის ძალიან მალე გასვლა ინატრა. ლობსტერი მართლა ძალიან გემრიელი გამოდგა.. ხარვეზები ამოწურეს და ნოტარიუსთან გადაინაცვლეს. თამთა სამსახურში დაბრუნდა.
“უცნაურად მიჭირს თქვენი აჩრდილის წაშლა ჩემი თვალსაწიერიდან, მოხიბლული ვარ თქვენით თამთა” – აციმციმდა ეკრანზე. ესღა აკლდა, თითქოს თავისი არ ეყოფა, ახლა ეს ცვილის მუსუსი უნდა იგერიოს მომდევნო დღეები. პასუხი არ გაუცია ისე მიაგდო ტელეფონი. მომდევნო დღეს ორქიდეების თაიგული მიიღო სამსახურში.. გამომგზავნს ვინაობა არ დაუმალავს.. ამან თამთა ცოტა არ იყოს გააბრაზა.. ზარმაც არ დააყოვნა
_​გავკადნიერდი და გავბედე თაიგული მომეძღვნა თქვენთვის..
_​გეთანხმებით.. ეს მართლაც კადნიერება იყო!
_​მგონი გაგაბრაზეთ..
_ არ დაგიმალავთ და ნამდვილად უხერხული იყო.. თქვენმა ორქიდეებმა მთელი სტაფის თვალწინ გამოიარა.. სტაფში ალბათ ზედმეტად ცნობისმოყვარეების ნაკლებობა არ არის, რაც ნამდვილად მიქმნის უხერხულობას..
_​ნება მომეცით დანაშაული როგორმე გამოვისყიდო..
_​ბატონო ირაკლი.. არ მინდა უხეშად გამომივიდეს
_​მაშინ ნურც გამოიყვანთ!
_​კარგი, პირდაპირ გეტყვით! თქვენთან შეხვედრას არ ვაპირებ, ამიტომ ნუ შეწუხდებით ნურც თქვენ და ნურც ყვავილები..
_​მაშინ მეც პირდაპირ გეტყვით თამთა! სანამ დაპირებულ რამდენიმე საათს არ გამომიყოფთ ყვავილების და საჩუქრების გზავნას არ შევწყვეტ..
_​მე თქვენ არაფერს დაგპირებივართ!
_​მაშინ ჩემგან სტიმულირებულ ულტიმატუმად ჩათვალეთ..
_​იმედია ადგილს გამონახავთ კაბინეტში უკან დაბრუნებული საჩუქრების დასაწყობად ბატონო ირაკლი, კარგად ბრძანდებოდეთ..



№1  offline წევრი aneta

როცა დასრულებულ ისტორიას დებ თავიდან, ასე პატარა ნაწყვეტი არ უნდა დადო. ტყუილად გვაწამებ

 


№2  offline წევრი niino

Au kargia dzaan magram patara taviaaaa

 


№3  offline წევრი shany shany

auu momwooooons...gavgijdi magram ar meyo ufro didi mindoda... iraklis gamochena momewona droulia zustad.. tamtas echvianobac monewona nagram tornikes sicive araa.. velodebii shemdegs sulmoutmenlad

 


№4  offline წევრი natia-natia

ძაან კარგიაა

 


№5  offline წევრი nineli

kai ase patara taviii? Uceb chavikitxeee;xx shegvibrale istoriit moxibluli xalxi ;dd <3 shemdegshi didtavs veliiii

 


№6 სტუმარი ემი

ვააიიი, შემთხვევით თურქული ლირის კურსი ხომ არ იციიოოოო

ერთი მე მაინტერესებდა ლირის კურსი, და მეორე თორნიკეს

ამაზე ვიხარხარე....

როგორ თამაშობს ამ გოგოს ნერვებზე, იმ ღამეს სხვანაირად ჭიკჭიკებდა და რაღაც შეიცვალა თორნიკე, feel ..

როგორ გელოდები, არ იცი... love

 


№7  offline წევრი Pepper

Auf rogor velodi
Sadaachemi tornikeee:(
Es axlad gamomcxvari kaci nervebs mishlis
Male Dade axali tavi ra <3

 


№8 სტუმარი lizazu

რაღაც ვერ მივხვდი, სოფელში სხვანაირად ჭიკჭიკებდა, გოგომ ერთი კვირით დასვენება სთხოვა მხოლოდ და ამან კიდე განქორწინების საბუთები დაახვედრა და ზედაც აღარ უყურებს. ეს ისტორია ხომ ძველია და შესაბამისად დასრულებულია, არ შძეიძლება რომ დიდი თავები დადო/ დავიტანჯე რა recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent