შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი სახელად 66-33-XX (6)


4-03-2016, 01:28
ავტორი ირინა
ნანახია 4 006

ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიჭები გოგონებზე აზარტულები არიან და შესაბამისად, უფრო დიდი ალბათობით მოუგებენ ნებისმიერ თამაშშითქო, მაგრამ აბა მე რისი სვანი ლილე ახვლედიანი ვინქნებოდი, რომელიმე ბიჭთან რომ დავმარცხებულიყავი. ბავშვობიდან მეზიზღებოდა წაგება და არ ქონდა მნიშვნელობა სფეროს, ასაკს, სქესს, პროფესიას. უბრალოდ ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან წაგებას!!! ამბიციური ვიყავი?? კი არ ვიყავი, ვარ ! და ერთხელ რომ მომამტვრევს ვიღაც რქებს და თავის სახლში დაკიდებს ბუხრის თავზე, მერე მოვისვენებ!!! მანამდე, კი ფაქტია 23 წლის ისე გავხდი, ორივე სვანური რქა ადგილზე მაქვს და არ ვაპირებ, ვინმეს ხელიც კი დავაკარებინო ჩემს მშვენებებზე, მოტეხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ზოგადად გოგონებს არც ვეჯიბრებოდი ხოლმე, ვთვლიდი, რომ ზედმეტად ძლიერი ვიყავი ამისთვის, მარტივად რომ ვთქვა, ჩემზე სუსტებს არ ვურტყამდი, აი რაც შეეხება ბიჭებს.. ოოო... გიყვარდეთ. სულ იმისი ჟინი მქონდა, რომ დამემტკიცებინა, არც ერთ ბიჭზე სუსტი არ ვართქო. სულ მუხლებგადატყავებული დავდიოდი უბნის ბიჭების დევნაში, ჰოდა არც ის არის გასაკვირი, რომ შრამების მთელი კომპლექტი მაქვს სახეზედა ტანზე. 7 წლის ვიყავი, როცა მეზობლის ბიჭისკენ გავიწიე საცემრად, რომელიც ჩემზე ორჯერ უფროსი ანუ 14 წლის იყო და ორჯერ მაღალიც. ჩემს მეორე მეზობელს სამი წლის ბავშვს წაართვა თოჯინა და დიდი სიამოვნებით უყურებდა, როგორ ტიროდა საწყალი პატარა.. ჰოდა მეც რემბო , ვეფეთე... შენ ვის ებლატავებითქო ბიჭო და მთელი ძალით ამოვცხე საზარდულში მარჯვენა ფეხი (რომელიც ფეხბურთის თამაშისგან საკმაოდ ძლიერი და მოქნილი მქონდა) , სანამ იკა სიმწრით მიწაზე გორაობდა, მე სათამაშო ავიღე, ბავშვს გავუწოდე და სახლში გავუშვი. თავად კი ამაყად გაღიმებული, გულზე ხელებგადაჯვარედინებული ვედექი თავზე ბიჭს და ველოდი როდის ადგებოდა, ჩვენში დარჩეს და ჯობდა, რომ არ დავლოდებოდი.. ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე.. დაახლოებით ორი წუთი კიდევ დასჭირდა გონზე მოსასვლელად და მისი გონზე მოსვლა და ჩემი დაკარგვა ერთი იყო. „აბერკოტი“ ტრიალში... და მეც სულ ტრიალ-ტრიალით დავეცი მიწაზე გათიშული. აზრზე საავადმყოფოში მოვედი, მარჯვენა წარბზე 5 ნაკერით .. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში 6 კილო მოვიმატე , ცოტაც ავმაღლდი და მეყო ძალა იმისთვის, რომ შური მეძია... ორი წიხლი საზარდულში, ორი მუშტი ყბაში , ერთი მუცელში და ჩემ დანახვაზე იმ დღიდან იკა ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა...
მეორე სერიოზული შრამი 12 წლისამ გამოვიმუშავე. სოფელში ბიჭებთან ერთად წავედი ბლის მოსაპარად ღამით, მაგრამ პატრონმა დაგვინახა და უკვე ღობეზე ვხტებოდი, მაგრამ სიბნელეში იქვე დაყრილი რკინის მილები ვერ დავინახე, დახტომისას ფეხი ამისრიალდა , ნიკაპით დავეცი ერთ ერთ მსხვილ მილს და ნიკაპიც გავიტეხე, ამჯერად 4 ნაკერით შემოიფარგლნენ.
მესამე სერიოზული შრამი კი 14 წლის რომ ვიყავი მაშინ „ავირტყი“, „შატალოზე“ მივდიოდით პირველი თოვლის გამოსაცდელად და მეორე სართულიდან გადავწყვიტე გადახტომა ბიჭებთან ერთად. გოგონებმა ვერ გარისკეს. გადმოვხტი და აუფ...... საავადმყოფოში დავხტი პირდაპირ, ხელ -ფეხი ნაღრძობი, ნეკნი ჩამტვრეული და მარჯვენა ხელის მთელ დაყოლებაზე გრძელი ნაკერი. როგორც აღმოჩნდა ჩამოხტომის დროს, მავთულს გამოვედე და „ჩამოვიხიე“ ხელიც... პატარ -პატარა წაქცევებს, ველოსიპეტიდან გადმოვარდნებს, სათვალავში არ ვიღებ...
ფაქტი ერთია. რომ ძალიან ჟილკიანი ვიყავი და იქამდე ვმეცადინეობდი ხოლმე ჯოკერში, ნარდში და დომინოში, სანამ ჩემ ყველა ნაცნობ ბიჭს არ მოვუგე... ასე ვიხვეწებოდი წლების განმავლობაში და ვფიქრობდი, რომ ქვეყნად არ დადიოდა ბიჭი, რომელსაც ვერ ვაჯობებდი, დიდი მონდომების შედეგად... მაგრამ ვცდებოდი............
დაიმახსოვრეთ გოგონებო, არასდრსოს, არასდროს, არ დაენაძლევოთ ბიჭს და არ აყვეთ თამაშში.!!!!!!

ძლივს მოვშორდით ერთმანეთს და სუნთქვა გახშირებულები ხმის ამოღებას ვეღარ ვახერხებდით..
-რროოოდისს.. როდის ან როგორ გაიგე, ან ვისგან ან რავიცი, როდის გაიგე რომ მე ვიყავი ის, ვინც ღამით დაგირეკა? ლაპარაკის დაწყება ჩემს თავზე ავიღე.
-სახლში, რომ მიგიყვანე, „იმ“ საშინელი ამბის შემდეგ, ბიჭებთან ერთად წავედი დასალევად და ელამ დამირეკა.. მეც მაშინვე მასთან გავვარდი და იქამდე ვილაპარაკეთ, სანამ ყველაფერი არ გავარკვიეთ... მითხრა და გამომცდელად ჩაეღიმა.
-მერე, თუ ამდენი ხანია იცი, აქამდე რატომ არ მითხარი? გავიბუსხე მე.
-რავი.. რა საჭირო იყო.. მხრები აიჩეჩა და ირონიულად შემომხედა.
-მაშინ დღეს რატომ მითხარი?
-დღეს საჭირო იყო!!! ისევ ირონია.. ვგრძნობდი , რომ ჩემი არც ისე დიდი მოთმინება, ნელ -ნელა არასასურველ ფაზაში შედიოდა და ღრმად ჩავისუნთქე, რომ კიდევ რამდენიმე წამით გამენეიტრალებინა ჩემი თავი.
-რას ბოდიალობ?? გამაგებინე რა გინდა, თუ არ გინდოდა თქმა რატომ მითხარი? ან რა თამაშს თამაშობ საერთოდ?? ან ეს კოცნა რა იყო? წამომცდა ბოლო კითხვა და ვიგრძენი როგორ ამიჭარხლდა ლოყები, კიდევ კარგი ბნელოდა... ჩაეცინა.
-არ მინდოდა და არ გეუბნებოდი, დღეს მომინდა და გითხარი... და არ არის შენი საქმე რას რატომ ვაკეთებ, აი კოცნას რაც შეეხება... დიდად ნუ გადაეშვები ოცნებებში.. ეგ უბრალოდ ემოციით გამოწვეული ქმედება იყო და მეტი არაფერი, წამიერი სისუსტე... არ იფიქრო, რომ რამე გრძნობა მაქვს და მაგიტომ გაკოცე, უბრალოდ რომანტიული გარემო შევქმენი რამდენიმე წამით... ჩვენ ხომ ცხოვრებამ რამდენიმე მოულოდნელობა მოგვიწყო ერთად.. ბედიც გაგვეთამაშა და ასე უცნაურად შეგვახვედრა ერთმანეთს.. ჰოდა, რამე ზომა ხომ უნდა მიმეღო, ასე უბრალოდ ხომ არ გამოგიტყდებოდი ვინ ვიყავი... სახალისო იყო რა გინდა... ოოოჰ........... როგორ გავმწარდიიი... როცა მისი ცინიკური ღიმილი და ეშმაკური ღიმილი დავინახე.. უნდა გამეგრძელებინა რამე სპორტზე სიარული, მაგრამ ეჭვი მაქვს ამას რომ მოვრეოდი, „სუმო“ თუ მიშველიდა მხოლოდ, იმდენად ნავარჯიშები და დაკუნთული იყო.. ამიტომ ჩემი აზრი მაშინვე უკუვაგდე...
-მოგკლავ........ შემომაკვდები მუჯირო!!! გამომცრა კბილებში ჩემდაუნებურად ამ ფრაზამ და გამწარებულმა შევხედე.
-მიდი, სცადე... ისევ ირონიულად გამიცინა.
-იცოდე კიდევ ერ..... სიტყვა არ დამამთავრებინა ანას გამოჩენამ..
-აუუუ......... ვააააჩ........... სად გაქრიი, რამდენი გეძებე იცი?? მოკუნკულდა ჩვენთან ანა და ვაჩეს ჩამოეკიდა კისერზე. წამით დამავიწყდა ჩემი გაბრაზება და ჩავიფხუკუნე, თან საკმაოდ ხმამაღლა. რაც რა თქმა უნდა, არც ერთს არ გამოპარვია. -ვააჩ... თქვენ აქ რას აკეთებთ??? იკითხა მას შემდეგ, რაც ორივე აგვათვალიერა.
-რავი ანა, მე სუფთა ჰაერზე გამოვედი... ეს ქალბატონი, კი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ეძებდა, მაგრამ ცოცხზე შემომჯდარი გობლინი შემორჩა.. ამჯერად ვაჩემ ჩაიფხუკუნა და ანა უფრო მაგრად მიიკრა გულზე, შემდეგ კი გამომწვევად აკოცა ყელში. გული არ დამწყვეტია, გავბრაზდი, რომ მეთამაშებოდა და შურისძიების წყურვილით ავივსე. შურისძიება რომ გავიფიქრე გონებაში, რატომღაც ერთ-ერთი სერიალის გმირი „ტერეზა მენდოზა „ გამახსენდა და მისი ცნობილი ფრაზა: „მე ვარ სამხრეთის დედოფალი, მე ვარ ტერეზა მენდოზა“... უნებურად სიცილი ვეღარ შევიკავე და კარგა ხანს ვიცინე, მათ გაოგნებულ სახეებს კი არ ვუყურებდი.-არაა არ უნდა მეყურებინა მაშინ მაგ სერიალისთვის. გავიფიქრე და ცალი ხელით ცრემლები მოვიწმინდე, მეორეს კი ატკივებულ მუცელზე ვიჭერდი.
-რა გაცინებს? მკითხა ოდნავი ღიმილით ვაჩემ და დიდი ინტერესით მომაშტერდა.
-არაა ეგ შენი საქმე მუჯირო.. მივუგდე სიტყვები და ლამის მივაყოლე შენი ტრ...ის საქმე არაათქო. მაგრამ მაინც თავი შევიკავე. ამ დროს კი ანა სულ სხვა სამყაროში მიფრინავდა და სახეზე ეტყობოდა, რომ უკანასკნელი ჩვენი სიტყვები ვერ გაიგო.
-აუუუ......... ვააააააჩ........ „ა“ ასო ძალიან გაურძელდა და კიდევ ერთხელ ჩავიფხუკუნე. არა მიკვირდა, რატომ დავდექი ასეთი ცანცარის ხასიათზე. ორი წუთის წინ მაკოცა ბიჭმა, რომელიც ჩემი პირველი და მეორე სიყვარული იყო, პირველი-ბიჭი სახელად 66-33-XX, მეორე-დარტყმული.... აღმოჩნდა, რომ ეს ორი ტიპი ერთიანდებოდა ერთი სახელის ქვეშ-ვაჩე მუჯირის ქვეშ... ესაც ჩემი მესამე „შევასებული“... ჰოდა.. სამივემ ერთად მომპარა პირველი კოცნა და მერე მითხრა -გაგეღადავეო. აბა როგორ არ მეცინა?!! რომ არ გამეცინა, მაშინ ქვების სროლა უნდა დამეწყო და თავი შემეშვირა ქვეშ. შრამები საკმაო მქონდა, ამიტომ ისევ სიცილს დავჯერდი.... -არა რა........ მაგრად ევასება ცხოვრებას ჩემთან ღადაობა!!! გავიფიქრე და კიდეევ ერთხელ ავფხუკუნდი... ვაჩე კი გაოგნებული მიყურებდა დავერ მიმხვდარიყო, რატომ ვიცინოდი.. -ვაჩუნა........ რატომ არ მაქცევ ყურადღებაას?? აბუზღუნდა ანა.. -რაოო?? ვაჩუნაოო???? ვსო... იმ წამს ისიც რომ ეთქვათ, შენმა ძმამ შენი ყულაბა გატეხაო, ეგაც კი ვერ დამისერიოზულებდა ხასიათს... მაქსიმალურად ვცდილობდი სიცილის შეკავებას და ცრემლებს ხელით ვიწმენდდი.
-ჰოო.. რა გინდა ანა?? ჰკითხა ვაჩემ უხეშად, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
-რააა.. დააა.. აუ ვააჩ....... აი ის რომ თქვი რა წეღან... ცოცხიო... და გოლბინიო... ეგ გოლბინი რა არის??? ლამის სისხლი წამომივიდა ტუჩიდან ისეთი ძალით ვაჭერდი კბილებს, მაგრამ კბილები კი არა, ტანკიც რომ დაედოთ იმ წამს ტუჩებზე რა შემაკავებინებდა სიცილს, ჰოდა ვულკანივით ამოხეთქა ამდენ ხანს შეკავებულმა სიცილის სურვილმა და გულიანად ავხარხარდი.... ფეხზე ვეღარ ვიდექი და იქვე ჩავიკეცე. არც ერთს არ უცდია ჩემი წამოყენება.
-გოლბინი არა, ანა... გობლიანია ეგ, გობლინი. ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა ვაჩემ..-წამოდი შევიდეთ დარბაზში და იქ აგიხსნი, ხელი მოხვია ანას და შესასვლელისკენ მიაბრუნა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს და მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩემთან მოვიდა, ჯერ ისევ ჩამუხლული ვიყავი და ვიცინოდი... ახლოს მოიწია ჩემთან.. ამ მდგომარეობაშიც კი ჟრუანტელმა დამიარა, მისი სუნთქვა რომ ვიგრძენი, მაგრამ სიცილი არ შემიწყვეტავს.
-ამდენ სიცილს, გირჩევნია, ცოტა კოცნაში ივარჯიშო. საშინლად მოუხერხებელი იყავი... არ მეგონა, პირველი მე თუ ვიქნებოდი... ჩაიცინა , ირონიულად შემომხედა და წელში გაიმართა... სიცილი სახეზე შემახმა.. სანამ გონს მოვიდოდი, ვაჩე უკვე ანასთან იყო და ხელიხელ გადახვეულები მიიწევდნენ შენობისკენ....
-ვაჩე მოჯირო........ შემომაკვდები!!!! გეუბნები მე შენ... ვიყვირე გამწარებულმა , ისე რომ წყვილისთვის თვალი არ მომიშორებია.
-ჰოო ...ჰოო.. აბა რა!! ეგრე ქენი! მომაძახა ისე რომ , უკან არ შემობრუნებულა და მარჯვენა, დაკუნთული ხელი აწია დამშვიდობების ნიშნად. ისე, როგორც მაშინ პარკში... მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული ვიყავი, მაინც ჩამეღიმა.. -ვაიმე ღმერთო სულ გადავირიე მგონი. ჩავილაპარაკე ჩემთვის და ტელეფონი მოვიმარჯვე.

-უფროსო ლუიკო!!! სალამი თქვენ!!! ჩავძახე მთელი ხმით ტელეფონში.
-რა გაღრიალებს არანორმალურო!!! ბავშვს გამიღვიძებ. ადადღანდა ელა.
-პლედი. მზესუმზირა, რამე თავისუფალი და კომფორტული ტანსაცმელი და შავი ღვინო მოამზადე ძეტკა... ნახევარ საათში მანდ ვარ...
-ოჰჰ.. ფისოო.... მოგენატრე?? ამოიკრუტუნა ელამ...
-ოოო....... ნუ კრუტუნებ ტუტანხამონის კატასავით რა!!! ზაზას ვეტყვი იცოდე მე რომ მეკრუტუნები...
-კარგი ხოო!! დაწყნარდი. ჩაიცინა ელამ.. ზაზა მგონი მართლა ეჭვიანობს შენზე.
-უნდა იეჭვიანოს , თუ თავში ტვინი აქვს, აბა სად ნახავს კიდევ, ჩემისთანა მამას, თავისი შვილისთვის?
-მართალი ხარ!! ვერსად ვერ ნახავს. გოგო დღეს მე ვარ კაცი თუ შენ? მკითხა სერიოზული ტონით.
-აუ მოდი, ჯერ შენ იყავი კაცი და მერე ვნახოთ... მოსაყოლი მაქვს ბევრი .. ვუპასუხე მეც სერიოზულად.. და ორივეს სიცილი აგვიტყდა. -კაი წავედი, ჩანთას ავიღებ და ნახევარ საათში მანდ ვარ რა. ტელეფონი ისე გავთიშე, პასუხს არ დავლოდებივარ. დარბაზისკენ ავიღე გეზი და ჩემს მაგიდას მივაშურე, მაგრამ ვაჩე და ანა იქ აღარ დამხვდნენ. -ოჰ სად წაბრძანდა ბატონი 66-33-XX? ჩავილაპარაკე სიცილით და ადგილზე დავჯექი.
-მოიცა, გითხა ანუ?? თვალები გაუფართოვდა ლექსოს.
-დიახ, დიახ, მომახალა, რამდენიმე წამი წინ..გავიკრიჭე ისევ ყურებამდე. -შენ რომ იცოდი, ეგაც ვიცი, ელასთან ხომ ყველანი ერთად წახვედით... აი შენ თუ იცოდი ეგ ამბები, ის მაინტერესებს ქალბატონო... გამომცდელად ავათვალიერე ნატა..
-ისაა.. დამალვა არ მინდოდა, მაგრამ ბიჭებმა მკაცრად გამაფრთხილეს არაფერი უთხრაო და თქვენს საქმეში ვერ ჩავერეოდი ლილე, ბოდიში რა.. უხერხულად შეიშმუშნა ნატა.
-კარგი გოგო, ვიხუმრე რა გჭირს. ვერც მე ვიტყოდი ეგეთ რამეს. სადაა ის დარტყმული??? ვიკითხე, როცა კიდევ ერთხელ მიმოვიხედე გარშემო და ვერსად ვერ დავლანდე ვაჩე.
-ანა წაიყვანა სახლში. ჩაიბურტყუნა ლექსომ დარცხვენით და თავი დაბლა დახარა.
-ააჰ.... გასაგებია... ისე მაგარი რამეა ცხოვრება არა?? როგორ მინდა ხოლმე მეც რამე დავმართო, მეც რამე ვატკინო.. ვთქვი და ამჯერად უკვე მწარედ გამეღიმა. წყვილი კი უხერხულად შეიშმუშნა. -კარგით , ბავშვებო, მე წავედი, აბა თქვენ იცით. დღეისთვის მეტი ემოცია არ შეიძლება ჩემთვის. ექიმმა ამიკრძალა, დოზის გადამეტებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოსო... გავიღიმე და სკამზე მიგდებულ ჩანთას დავწვდი.
-მოიცა ლილე.. ჩვენ წაგიყვანთ. ვაჩემ მითხრა გაიყვანეოო.. ფეხე წამოგდა ლექსო.
-ლექსოო.. მაგ შენ დარტყმულ ძმაკაცსგადაეცი, რომ ძიძა არ მჭირდება და ურჩევნია თავის ბარბს მიხედოს, მისი IQ-20ზე მეტი არ მგონია იყოს, ასე რომ მარტო ნუ დატოვებს და ჩემზეც ნუ იღელვებს. მივაყარე მე, მაგრამ როგორც კი ლექსოს დარცხვენილ სახეს წავაწყდი, მაშინვე უკან დავიხიე.. -ლეე... შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ახლა მარტო მჭირდება ყოფნა და ცოტა ფიქრი, თორემ ხუმრობის გარეშე გეუბნები, ზედმეტად ბევრი ემოცია მივიღე ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში და მინდა რომ ცოტა დავწყნარდე, ტაქსამდე მიმაცილე და ის იქნება შენი გაცცილებაც კარგი?? მეგობრულად გავუღიმე და მხარზე ხელი დავარტყი მსუბუქად.
-კარგი. მითხრა აშკარა შვებით და გამიღიმა.
-კარგად ნატაა.. მოუფრთხილდი ამ პარაზიტს, მართლა კარგი ვინმე გყავს.. გადავეხვიე ნატას და გარეთ გამოვედი. ლექსომ ტაქსამდე მიმიყვანა, ფული გადაუხადა ტაქსის მძღოლს და იქამდე არ დაძრულა ადგილიდან, სანამ თვალს არ მივეფარეთ... ფანჯარას ჩამოვუწიე და გაზაფხულის ღამის სუნი შემოვუშვი მაქანაში, მუცელში პეპლები აცეკვდნენ ამ სუნის შეგრძნებისას. უცებ კი რადიოში coldplay –hymn for the weekend ჩაირთო და მომცელა.. მძღოლს ვთხოვე მუსიკისთვის აეწია და მე ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე. ისე მომწონდა ეს სიმღერა.. ისე ისე.. ჯერ ახალი შემოსული იყო და სანამ გაჰიტდებოდა და ყველაფერს მოედებოდა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა მისი მოსმენა... სიმსუბუქის განცდა მეუფლებოდა, გაზაფხულივით... ყველანაირი სტრესი მეხსნებოდა.. და სხვა განზომილებაში მივყავდი... თვალებს ვხუჭავდი და თითქოს თბილისში აღარ ვიყავი... ღმერთო როგორ მომწონს.. ნეტა არასდროს დამთავრდეს. იმ წამს არაფერი არ მსიამოვნებდა, როგორც ის მუსიკა და მანქანით სიარული ღამის თბილისში... -ნეტავ არ გაჰიტდეს, ნეტავ არ მოედოს ყველა კუთხე კუნჭულს, ნეტავ ყველა გადაცემის “track”-ი არ გახდეს, ნეტავ ყველა გამვლელის playlist-ში არ იყოს.. მუსიკაში ნამდვილი ეგოისტი ვიყავი.. არ მემეტებოდა კარგი მუსიკა ყველასთვის. არ მსიამოვნებდა, როცა ჩემი მუსიკა , რომელიმე უგემოვნო ბარიდან მესმოდა... დაახლოებით ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, თითქოს ლამაზ ბასეინში დიდი ხნის დაგუბებული და ბინძური წყალია, იმდენი ხალხი ბანაობს... მე კიდე ისეთ აუზში მიყვარს ცურვა, სადაც წყალი სულ ახალი გამოცვლილია და პირველი მე ვდგამ ფეხს... -ღმერთო, საიდან მომაქვს ასეთი აზრები.. სულ გავუბერე.. გავიფიქრე ჩემთვის და ჩემსავე თავზე გამეღიმა. აღმოჩნდა, რომ რადიოს სულაც არ უსმენდა მძღოლი და დისკზე ჰქონდა ჩაწერილი. პირველად გამიხარდა ასეთ ადგილას „ჩემი“ მუსიკის მოსმენა.. რა ეგოისტი ვარ... დღის განმავლობაში, ხომ ამდენი ადამიანი მგზავრობს ტაქსით და მე კიდევ მინდა, მხოლოდ მე ვუსმინო... ისევ გამეღიმა.. ჩანთა გავხენი და მძღოლს ვთხოვე კიდევ ევლო ასე უმისამართოდ, ფული გავუწოდე და გავაფრთხილე, რომ რამდენჯერაც დამთვრდებოდა მუსიკა, ახლიდან ჩაერთო... უცნაურად კი შემომხედა, მაგრამ როცა ჩემი აწყლიანებული თვალები დაინახა, თავი დამიქნია დასიჩქარეს უმატა.. მე კი თავი მივადე საზურგეს, თვალები დავხუჭე და თბილისიდან ძალიან შორს „წავედი“ ქოლდპლეისთან და გაზაფხულთან ერთად...
ნახევარი საათის ნაცვლად, საათნახევარში მივედი ელასთან.
-სად ჯანდაბაში ხარ აქამდე. ფეხი არ მქონდა სახლში შედგმული ისე მიმალანძღა.
-ტაქსის მძღოლმა მითხრა „შენ რა კარგი გოგო ხარ, უნდა გაკატავოო“ და ვისეირნეთ.. გავიკრიჭე ყურებამდე... ლუიკო სადაა?? ახლა ყველაფერს მერჩივნა ჩემი გოჭის მოფერება და მისი ბუთქუნა თითების , ჩემს საჩვემნებელ თითზე ჩაბღაუჭება.
-სძინავს და არ გამიღვიძო რა. ძლივს დავაძინე , რომ ლაპარაკი შეგვძლებოდა. ხმადაბლა თქვა ელამ.
-კარგი. ვთქვი მე, ფეხზე გავიხადე და თითისწვერებზე მივიპარე ჩემს ნათლულთან და ძალიან ფრთხილად ვაკოცე შუბლზე. ელა კი თვალს არ გვაშორებდა.
-ლილე, რა მოხდა?? მკითხა, როცა ოთახიდან გავედი.
-რა უნდა მომხდარიყო? მხრები ავიჩეჩე მე.
-სულ რომ მუხლისჩოქებზე დამდგარს მეთხოვა ლუი არ გააღვიძოთქო, მაინც აღვიძებ ხოლმე და იქამდე კოცნი , სანამ ბავშვი ტირილს არ იწყებს.. შემათვალიერა ელამ.
-არ ვიცი, შემეცოდა.. კაბა გავიხადე და იქვე მივაგდე. -სადაა ჩემი ტანსაცმელი?
-ახლავე. ელამ თავისი სპორტული შარვალი და 3 ზომით დიდი ზედა მომცა.. ახლა ზუსტად ეს მჭირდებოდა.
-ელა.. როგორ ძლებ?? როგორ უძლებ სიშორეს? ვკითხე ჩემს მეორე მეს და თავი კალთაში ჩავუდე , რომ თმაზე მომფერებოდა.. ხელში კი შავი ღვინით ნახევრად სავსე ჭიქა მეჭირა და შიგადაშიგ ვწრუპავდი..
-ვინ გითხრა მერე , რომ ვუძლებ? ვერ ვუძლებ ლილე.. მაგრამ პატარა სისუსტეც რომ გამოვიჩინო, ლუისაც დავტანჯავ და ზაზასაც, რომელსაც ახლა ჩემზე მეტაც უჭირს, მე აქ შენ და ლუიკო , მყავხართ, კიდევ ჩემი მშობლები. მაგრამ იმან რა უნდა ქნას, ვერც მე მხედავს, ვერც ლუიკოს.. მე ის მეცოდება და მე ზაზა მტკივა..თორეემ მე.... მისი ცრემლი დამეცა სახეზე... მას შემდეგ რაც ლუი ეყოლა , არ მინახავს რომ ეტირა... აღარ ტიროდა, თითქოს სხვა ადამიანი გახდაო... როგორ არ სტკიოდა, როგორ არ აწუხებდა, მაგრამ ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც... ხმა არ გამიცია... მერჩივნა რომ ეტირა და დაცლილიყო, ელასნაირ მგრძნობიარე ადამიანს აუცილებლად სჭირდება, ხანდახან გრძნობებისგან დაცლა. კარგა ხანს იტირა... მეც ძლივს ვიკავებდი თავს, მაგრამ იმ წამს მე ვიყავი კაცი და მე ვიკრავდი გულზე....
გული რომ იჯერა ტირილით მერეღა ამოიღო ხმა.
-მიდი ჰეე... მკითხე რაც გაინტერესებს... უკვე სიცილით მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-რა.. რაა?? არაფერი არ მაინტერესებს.. ავბლუყუნდი მე..
-ხოო არა?? კარგი მაშინ ჩემით მოგიყვები.. დაიწყო ელამ და ისე დაგვათენდა ვაჩეზე და ზაზაზე ლაპარაკში, რომ ვერც გავიგეთ... გამთენიისას ჩაგვეძინა მხოლოდ, მაგრამ მალევე ლუიკოს ჭყიპინმა გაგვაღვიძა....


იმ საღამოს შემდეგ ვაჩე აღარ გამოჩენილა. მეც რა თქმა უნდა მაქსიმალურზე უფრო მეტად დავიტვირთე თავი, რომ მასზე არ მეფიქრა. ამასობაში კონფერენციის დღეც მოვიდა და ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავდი. როგორც იქნა დაიწყო კონფერენცია, საბედნიეროდ, ჩემი სიტყვა წარმატებული აღმოჩნდა და დარბაზში მსხდომთა დადებითი რეაქცია გამოიწვია. იმაზე მეტი ხალხი მოვიდა , ვიდრე ველოდით, ამიტომ იმ ადამიანებთან შეხვედრა , ვისაც კონფერენციის დაწყებამდე ვერ მივესალმე, შემდეგისთვის მოვიტოვე და „საქმის“ შესრულების შემდეგ , მეც სტუმრებში გავერიე, რომლებიც სიამოვნებით აგემოვნებდნენ სასუსნავებს და წარმატებას მილოცავდნენ...
-გილოცავ.. მომესმა ზურს უკან ნაცნობი ხმა...
-ოჰ... დარტყმულო, დიდი მადლობა, მაგრამ შენ აქ ვინ დაგპატიჟა?? ვკითხე ინტერესით.
-ქალბატონმა თინათინმა, როგორც ჩანს დიდი პრივილეგიებით ვსარგებლობ, ასე არ ფიქრობ? ისეთი წარმატებული გამოვიდა წვეულება, რომ ასე ადვილად არ გამიშვებს შენი უფროსი ხელიდან... ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.. მაგრამ მე მისი სიტყვები უკვე ყრუდ მესმოდა..
-ჯანდაბა...ჯანდაბა.. ჯანდაბაა... ჩავილაპარაკე ჩემთვის , მერე კი ვაჩეს მივვარდი და ხელკავი გავუყარე, ამ უკანასკნელმაც გაოგნებულმა დამხედა და კითხვის დასმა ვერ მოასწრო, რომ ნიკა მოგვიახლოვდა, ლამაზ გოგონასთან ერთად.
-გამარჯობა ლილე, გილოცავ წარმატებას. მითხრა ახალმოსულმა და გადამკოცნა. ვაჩე ისევ დაჟინებით მიყურებდა და ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.
-გამარჯობა ნიკა. დიდი მადლობა . გავუღიმე მეც.
-ლილე , გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეაა-ელენე. მითხრა მან და გოგონას ხელი ჩაკიდა.
-ძალიან სასიამოვნოა. ვთქვი მეც და უფრო მეტად მივეკარი ვაჩეს.
-ეს ვინ არის?? არ გაგვაცნობ? მიმითითა ნიკამ ვაჩეზე. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და...
-ნიკა, ეს ჩემი ჩეყვარებულია-ვაჩე მუჯირი, წარმატებული პრ მენეჯერი და უკვე ბიზნესმენიც. წარმოვთქვი ამაყად და პირველად ავხედე ვაჩეს, რომელის გაკვირვებაც ეშმაკურ ღიმილს შეეცვალა.
-ძალიან სასიამოვნოა. ხელი გაუწოდა ვაჩემ და ძლიერად ჩამოართვა. -საიდან იცნობთ ჩემს გოგოს??
-ჩვენ ადრე დავაპირეთ რაღაც ურთიერთობა, მაგრამ სანამ რამეს სერიოზულად გადავწყვეტდით, ანუ დაახლოებით ერთ კვირაში გავაცნობიერე, რომ ლილე ჩემთვის სრულიად უინტერესო და უპერსპექტივო ადამიანი იყო , ამიტომ დავშორდი და არც შევმცდარვარ, რადგან მასთან დაშორებიდან ძალიან მალევე ვიპოვნე ჩემი ცხოვრების სიყვარული. თქვა ნიკამ და მოწყვეტით აკოცა ამაყ ელენეს. -როგორ დამცირებულად ვგრძნობდი თავს.. ნეტავმიწა გამსკდომოდა... რა იყო უარესი აღარ ვიცოდი, ის რომ ნიკამ ასე დამამცირა, თუ ის, რომ ეს ყველაფერი ვაჩემ გაიგო? არ ვიცი.. უბრალოდ მინდოდა იქიდან გავქცეულიყავი და ძალიან მაგრად მეტირა.. მოულოდნელად ვაჩემ უხეშად გამაშვებინა ხელი და ლამის მართლა ტირილი დავიწყე, მაგრამ ის ხელი რომელზეც წეღან ხელკავი მქონდა გაყრილი, წელზე შემომხვია და მთელი ძალით ამიკრო სხეულზე. ისევ ის საშინელიჟრუანტელი და ბუსუსები...... ოოოხ......
-აა.. ესეიგი ლილე შენთვის უინტერესო იყო ხომ?? ჰოო ... რავიცი.. რავიცი... აი ჩემთვის კი ყველაზე საინტერესო, სასურველი და სექსუალური ქალია.. ყველაზე წარმატებული და მიზანდასახული. არ შემიძლია არ გკითხო, რას საქმიანობს შენი მეუღლე? ღიმილით საუბრობდა ვაჩე, მაგრამ მის ხმაში ისეთი ლითონი ჟღერდა, ნიკას წამიწინ მომღიმარი სახე შიშმა შეცვალა.
-ჩემი მეუღლე დიასახლისია. ჩაილაპარაკა და თავი დაბლა დახარა..
-ააჰ.. ესეიგი პერსპექტივას შენ სახლში ჯდომაში ხედავ?? მაგრამ მართალია, შენნაირი კაცისთვის ქალი მხოლოდ „კუხნაშია“ პერსპექტიული ხომ?? აი ჩემი ლილე კიდევ წარმატებული ქალია. ბევრი 23 წლის გოგო გინახავს ამხელა კონფერენციის ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად?? მე არა. ბევრი გოგო გინახავს, რომ ამ ასაკში შემოთავაზებები აქვს საქართველოს ყველა ძვირათღირებული კომპანიიდან, რომ მათი ტრენერი იყოს? მე არა... ბევრი გინახავს რომ მისნაირი, მწვანე, უფროსწორად ჭაობისფერი თვალები ჰქონდეს?? მე ერთადერთი- და ეს ლილე ახვლედიანია. დიდი მადლობა შენ ჩემო ნიკა, რომ ლილე მიიჩნიე არაპერსპექტიულ, არასექსუალურ და უინტერესო ადამიანად. დამიჯერე, მთელი დარჩენილი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნები . დაამთავრა მონოლოგი ვაჩემ და როცა ჩემი გაოგნებლი თვალები დაინახა, დაიხარა და შუბლზე მაკოცა. მერე კი გულზე უფრო მაგრად ამიკრა და დაუმშვიდობებლად მოშორდა ახლად გაცნობილ ნიკას და მის მეუღლეს... ჯერ კიდევ გაოგნებული ვიყავი, მაგრამ როგორც კი მისი ეშმაკური გამოხედვა დავინახე, გამაჟრიალა. -შარში გაყავი ლილე ახვლედიანო თავიი.... გავიფიქრე, მაგრამ ხმის ამოღება კი ვერ მოვახერხე..,
-მაშ შეყვარებული ხო?? მკითხა და უარესად „გაუეშმაკდნენ“ თვალები.
-ხოოო.... მადლობა, მაგრამ იმ წამს სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ამოვიდუდღუნე და თავი დაბლა დავხარე. -ძალიან დამაჯერებელი იყავი სხვათაშორის.. ჩავილაპარაკე რამდენიმე წამის შემდეგ...
-ვაიმე ლილე, ამაზე ოცნების კოშკებს ნუ ააგებ.. რაც ვთქვი ყველაფერი ტყუილი იყო. კარგად იცი, რომ მე მხოლოდ სექსუალური ქალები მომწონს და არა შენნაირი „ღლაპები“ და არანორმალური ქაჯები. მითხრა ირონიულად და ორი თითით ნიკაპი ამაწევინა, რომ თვალებში შემოეხედა.
-საძაგელო, ნადირო, როგორ ვიფიქრე, რომ შენ ადამიანს მართლა დაეხმარებოდი. ვირო... უკვე ვგრგვინავდი მე..
-ჰოო ნუ მომაყარე ახლა.. დაწყნარდი. გაიცინა მან. ახლა კარგად მომისმინე. ჩემი დახმარება უსასყიდლო არ არის და შენ მოგიწევს ამის საფასურის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს რომ ნიკასთან მივბრუბდე და ვუთხრა , რეალურად რასაც ვფიქრობ შენზე.
-ფუ.. რა დარტყმული ხარ!! ნეანდერტალელო. გამომცრა კბილებში მე. -რა ჯანდაბა გინდა?
-რა და ხვალიდან მოყოლებული , 7 დღის განმავლობაში, რასაც გეტყვი, როცა გეტყვი, რამდენჯერაც გეტყვი , ყველაფერს მისრულებ გასაგებია?? ანუ მარტივად რომ ვთქვათ, 1 კვირა ჩემს განკარგულებაში ხარ. მითხრა და გამომცდელად შემომხედა თვალებში.
-შენ შეშინებული ხომ არ ხარ.. რას ქვია ყველაფერს გისრულებ, კონკრეტულად რას გულისხმობ?? ეჭვის თვალით ავხედე ვაჩეს.
-ნუ ღელავ, უკვე გითხარი , რომ ქალად ვერ აღგიქვამ და სულ ტიტველმაც რომ ირბინო ჩემს წინს, ისეთს მაინც ვერაფერს ვიფიქრებ, ჩავთვლი რომ სამი წლის ბავშვი დატანტალებს და ეგაა... გაეცინა როცა ჩემი დამანჭული სახე დაინახა. -ისეთს არაფერს ნუ ღელავ... მაგრამ ხვალიდან მოყოლებული შენ ჩემი ხარ!! ასეთია ჩემი პირობა და შენი საზღაური წეღაანდელი დახმარებისთვის და კიდევ, ნამდვილი კაცი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას და იმედია, შენ უკან არ დაიხევ. მკითხა გამომწვევად და თვალი ჩამიკრა.
-მეტი საქმე არ მაქვს, უკან დავიხიო... მოსულა!!! ვუთხარი მე და ხელი გავუწოდე!
-ხოდა ძალიან კარგი. მანაც შემომაგება თავისი გიგანტური მარჯვენა და ჩემი ხელი შიგნით მოიქცია. მერე უცებ საათს დახედა . 00:03.. აჰააა... დაიწყოოო... ჩაიღიმა ეშმაკურად. მე კი უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა...-იდიოტი ხარ ლილე ახვლედიანო!! იდიოდიიი... ჩავიბურდღუნე ჩემთვის.
-მიდი ახლა ლილე, გამომიტანე ჩემი ქურთუკი და სახლში წამიყვანე, მეძინება ძალიან, საჭესთან დაჯდომა კი მეზარება. ჩაიცინა მან ..--დროზე მოცუნცულდი, დიდხანს ლოდინი არ მიყვარრს... მომაძახა თითქმის კარში შესულს.
-შემომაკვდები შე დარტყმულოო... შევუღრინე მე და კარს მიღმა გავუჩინარდი. გასაღები გამოვიტანე და ისე ავუარე გვერდი, ზედ არ შემიხედავს. ერთი ჩაიფხუკუნა და უკან გამომყვა. გზაში ხმას არ ვიღებდით არც ერთი. მერე კი უცებ ისევ ვაჩემ დაიწყო საუბარი.
-ეე.. არანორმალურო, რა გინდა ყველაზე მეტად?? ვა.. ვითომ ჩემზე რამე აინტერესებს? თუ ისევ მემაიმუნება? გავიფიქრე მე, წამიერად დაეჭვებულმა შევხედე და ისევ გზისკენ მივატრიალე თავი.
-არ დაგცინი, ამჯერად მართლა გეკითხები , მითხრა მან.
-მმმ... რა მინდა ყველაზე მეტად და მინდა, ბებია მყავდეს. ვუთხარი და მთელი ამ დროის განმავლობაში , მგონი პირველად გავუღიმე თბილად.
-რაა?? რა უცნაური ხარ.. ჩაეღიმა ვაჩეს. -არ გყავს ბებია??
-არა, დედის დედა 9 წლის რომ ვიყავი მაშინ დაიღუპა, მეორე ბებია კი 2 წლის წინ დამეღუპა... იცი როგორ მენატრება.. ოღონდ ისეთი ბებოები მიყვარს მე, სოფელში რომ ცხოვრობენ, გრძელი ჭაღარა თმა კოსად რომ აქვთ აკეცილი, კეთილ თვალებთან უამრავი ნაოჭი და ხელებიც მუშაობისგან დაღლილი რომ აქვთ ხოლმე.. მუდამ ახალგამომცხვარი პურის სუნი რომ ასდით და სულ რომ ცდილობენ ძალით გაჭამონ.. იცი როგორი წესი გვქონდა?? შემოდგომით რთველის დროს ჩავდიოდი, თხილის ჩურჩელები მიყვარდა და სულ მიკეთებდა ხოლმე. ორ ხელს ერთმანეთის საპირისპიროდ მაჭერინებდა და ზედ სქელ ძაფს მახვევდა, დაახლოებით 100 წრეს არტყამდა, ანუ 100 თხილის ჩურჩხელა მელოდა იმ წელს, პარალელურად კი ჩემს ამბებს მეკითხებოდა. ყოველ წელს ასე ვაკეთებდით, ბოლო ორი წლის გარდა.. სევდიანად ჩავიღიმე... ახლაღა დავუკვირდი, რომ ამ დარტყმულს მოვუყევი, ის, რასაც საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ხოლმე... გაოგნებული მიყურებდა, მერე ოდნავ ჩაეღიმა.
-კარგი, სად გიყვარს ყველაზე მეტად ყოფნა? გააგრძელა დაკითხვა მუჯირმა, მაგრამ ამჯერად უკვე თბილი ხმა ქონდა.
-მმ... სვანეთში.. იცი რა ლამაზია.. მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ნაკლებად ვახერხებ იქ ჩასვლას. ჩემები ახლაც იქ არიან ერთი კვირით, მაგრამ მე ვერ წავყევი, საქქმეების გამო. სახლი გვაქვს უშგულში, მაგრამ მას მერე, რაც ბებო დამეღუპა, დაკეტვა მოგვიწია და აღარ დგას ისეთი სითბოს და სიმყუდროვის სუნი, როგორც აქამდე. --ეეე ლილეე... ძალიან ხომ არ მოუშინაურდი ამ დარტყმულს?? გავიფიქრე მე და ამასობაში ვაჩეს სახლსაც მივუახლოვდით. მანქანიდან გადმოვედი და გასაღები ვაჩეს გავუწოდე, ის იყო წასასვლელად მოვტრიალდი, რომ მკლავში ჩამავლო ხელი და ისევ მანქანაში ჩამტენა, ღვედი თვითონ შემიკრა და სანამ მე გონზე მოსვლას მოვასწრებდი, მანქანას შემოურბინა და საჭესთან დაჯდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?? ვიყვირე გამწარებულმა.
-სვანეთში მიმყავხარ, მიპასუხა და მხრები აიჩეჩა.
-შენ მართლა თავი ხომ არ დაარტყი რამეს? სად სვანეთში მიგყავარ, ღამის პირველი საათია. ამოვიგმინე მე.
-ჰოდა ზუსტად მაგიტომ, რომ ღამის პირველი საათია დღეიდან შენ ჩემი ხარ და რასაც გეტყვი და როცა გეტყვი უნდა შემისრულო, ხომ არ დაგავიწყდა?? მითხრა და გამომცდელად შემომხედა.
-კი... მაგრამ, ამ შუაღამისას რა სვანეთი აგიტყდა??
-დილით უკვე იქ ვიქნებით. სვანეთში არ ვარ ნამყოფი და მომინდა დავათვალიერო, მაგრამ გიდი ხომ მჭირდება და ღამის გასათევვი ადგილი, ხოდა ჩემი სურვილი იქნება, რომ გიდობა შენ გამიწიო და შენთან მაცხოვრო უახლოესი ერთი კვირა.
-ვაჩე მუჯიროო.... არ გაცოცხლებ, ჩემი ხელით მოგკლავ გეუბნები..... ვიყვირე ბოლომდე, და ჩემმა ხმამ მე თვითონ მატკინა ყურები. ის კი რატომღაც ისევ იცინოდა...
-მიდი ახლა შენ დაიძინე, თორემ დიდი გზაა და შეიძლება კიდე რამე სურვილი გამიჩნდეს, ასე რომ არ გირჩევ ფხიზლად ყოფნას. მეც შეშინებულმა თავი მაშინვე საქარე მინაზე მივდე, ფანჯარას ოდნავ ჩავუწიე და ტუჩები გავბუსხე. ხმამაღლა გაეცინა ჩემს რეაქციაზე, მაგრამ მე ხმა აღარ გამიცია და მანაც მუსიკა ჩართო... წამის მეასედში ამოვიცანი -coldplay-humn for the weekend… ჩამეღიმა... მისთვის და ამ გარემოსთვის მემეტებოდა ეს მუსიკა... თვალები დავხუჭე და მართლაც წავედი თბილისიდან შორს, გაზაფხულის ჰაერით, მუსიკით და ვაჩეთი გაჟღენთილი.........



№1  offline წევრი ირინა

გოლბინი :დ ბარბია, რა ქნას :დ

 


№2  offline წევრი BvBArMy

მალე დადე რა შემდეგი. ძალიან კარგია. <3
--------------------
I Hate Everything About You

 


№3 სტუმარი lile

shemdegi xo male ikneba au dzaan magaria ♥♥♥

 


№4  offline წევრი ელლ

აუ რა კარგი იყო. ტკბილი და სასაცილო ერთიანად. ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის ვიხილავ

 


№5  offline წევრი Pepper

Au ra saxalisoebi arian orive <3
Kargi iyo <3

 


№6 სტუმარი Black

Kargi da tbili tavi iyo iro,velodebi shemdeg tavs<3

 


№7  offline წევრი ირინა

იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ მეშვიდე თავით :) ამ წამს დავამატე და ვნახოთ როდის აიტვირთება, ახლავე გავაგრძელებ მერვე თავს :) და 12 ის მერე დავდებ

 


№8 სტუმარი lile

ერთი არ დაგედოს თორმეტის მერე მერვე თავი :D :D :D :D <3

 


№9  offline წევრი ირინა

auu icit ra maintereaebs meshvide tavi xo gadavgzavne da damaviwyda miwera meshvide romaa araeri mimiweria da atvirtaven mainc?

 


№10 სტუმარი lile

kai dacynardi sacyenad ar mitkvams ubralod gavixumre ♥♥♥

 


№11  offline წევრი ირინა

არაა :დ მე უხეშად არ მითქვამს :დ კითხვა დავსვი, ხომ არ იცით, რომ არ იტვირთება მაგის ბრალია თუ არათქო, რომ თავის მიწერა დამავიწყდა :D :D :D

 


№12 სტუმარი lile

:-D:-D:-D kai ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent