შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[16]


4-03-2016, 02:54
ავტორი Nina))
ნანახია 5 734

888
-ლუკა,მორჩა,გეყოს..-მუჯლუნგი ჰკრა მამაკაცს და ეცადა მოეცილებინა მასზე აკრული მამაკაცი,თუმცა ვერაფერი დააკლო
-არა,მოიცა,დავტკბე შენით,ყოველ წუთს მენატრები ხოლმე..
-ასე ვერასდროს დატკბები,ამიტომ გეყოფა..-მამაკაცმა ყური არ ათხოვა გოგონას საუბარს და კვლავ განაგრძო სასურველი საქმის კეთება,მაგრამ მარიამ ქვედა ტუჩზე უკბინა და კოცნა შეაწყვეტინა- მშიააა..-ამოიკრუსუნა გოგონამ და საცოდავი თვალებით შეხედა
-ჯანდაბა,იცი რაც არ მიყვარს და იმას აკეთებ..-დატუქსა მამაკაცმა-ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით-მარია კი ჯინზე აგრძელებდა ისეთი თვალებით ყურებას- არ მნებდები არა?
-არა-გადაიკისკისა გოგონამ და კვლავ განაგრძო ყურება
-ესე იგი არა-გაუმეორა კითხვა მამაკაცმა
-არა-კვლავ დაუდასტურა,ლუკას თვალები ეშმაკურად აუციმციმდა,გოგონა ხელში აიტაცა და საწოლისკენ უკრა თავი,მერე ზევიდან მოექცა და ღიტინი დაუწყო,გოგონა თავიდან მოგუდული ხმით იცინოდა,რათა მშობლების ყურადღება არ მიექცია,მაგრამ ეს გრძნობა უფრო ძლიერი გახდა და ხმამაღლადაც დაიწყო სიცილი,მამაკაცი ვერაფრით გააჩერა,ურტყა,ეხვეწა,ემუდარა,შემდეგ კი კვლავ მოძებნა მისი შეჩერების ხერხი და ტუჩებს წვდა,მამაკაციც გაჩერდა,ახლა მარიამ იხელთა დრო და თვითონ მოექცა ზევიდან
-ესეც ასე,საყვარელო,მოგიგე-ჩაიქირქილა გოგონამ და ენა გამოუყო
-ჰო არა?
-დიახ,დიახ,ხომ გითხარი ვერ მომერევი-მეთქი!
-სულ დამავიწყდა,შენ ხომ ყველაზე ძლიერი ქალბატონი მყავხარ-მარიამ ამაყად ასწია თავი და გაიცინია
-ვგიჟდები,ბატონო ლუკა,თქვენს გონება მახვილობაზე-ლოყაზე აკოცა და ფეხზე წამოდგა,მამაკაცი მიშტერებოდა გოგონას სველ სხეულს და კვლავ ძველი ფიქრბი უტრიალებდა თავში,გოგონა,როდესაც მიუხვდა წადილს საჩვენებელი თითი დაუქნია
-არა,ახლა შეგიძლიათ გახვიდეთ ოთახიდან,თუ შეიძლება,უნდა მოვემზადო
-თქვენ ჩემი მომავალი მეუღლე ბრძანდებით,ქალბატონო ანა-მარია,იმედია გახსოვთ ეს
-დიახ,ძალიან კარგადაც მახსოვს,უბრალოდ თქვენ ვერ ჩაწვდით,ბატონო ლუკა,თქვენს წარმოთქმულ წინადადებას-საყელო გაუსწორა მამაკაცს,რომელიც არეოდა
-თუ შეიძლება,განმანათლეთ-ყვებოდა გოგონას ოხუნჯობას მამაკაცი და თვითონაც კარგად ხალისობდა
-თქვენ დაგავიწყდათ თქვენივე წარმოთქმული მომავალი,მომავალი მეუღლე,ბატონო ლუკა-ვნებიანად აკოცა მამაკაცს
-როგორც ჩანს მიწვევთ,ქალბატონო,იქნებ საწოლში გადაგვენაცვლა
-ლუკაა!-დატუქსა მამაკაცი
-მე რატომ მეჩხუბები?-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა-ორი წამის წინ შენ მკოცნიდი,მე ხომ მამაკაცი ვარ ძვირფასო,თავის შეკავება ძალიან მიჭირს ხოლმე..
-ჰო არა? და რამდენმაც არ უნდა გაკოცოს,ყველას ეს უნდა შესთავაზო?-ეჭვიანობისგან წამოწითლდა გოგონა
-ვიღაც აშკარად ეჭვიანობს...-გაეცინა ლუკას
-მეე? სულაც არა-თავი იმართლა მარიამ
-მე საერთოდაც არ მიგულისხმიხარ შენ,შენ თავზე რადგანაც მიიღე,ესე იგი,შენ ეჭვიანობ-ეშმაკური თვალებით გადახედა გოგონას
-ამ ოთახში სხვა არავინ არის,სხვას როგორ მიმართე?-თავი სწრაფად გამოიტანა გოგონამ და ახლა თვითონ გადახედა ეშმაკური თვალებით
-კარგი,ვაღიარებ მომერიე-გაეღიმა ლუკას
-გახვალ?
-მერე დედაშენს რა ვუთხრა,ახალი გამოსული იყო სააბაზანოდან და ამდენ ხანს ნახევრად შიშველთან ვიყავი-მეთქი? არა,თუ გინდა გავაკეთებ,მაინც მომავალი სიდედრია ჩემი-მხრები აიჩეჩა ლუკამ
-კარგი,მე გავალ,იცოდე არც გაბედო შემოსვლა
-უკაცრავად,თქვენს სააბაზანოს საკეტი არ უვარგა?-კვლავ არ წყნარდებოდა ლუკა
-ლუკაა! -კვლავ დატუქსა მამაკაცი და უჯრიდან ჯინსები ამოიღო,ლუკა უკნიდან მიუახლოვდა და მხარზე გადაუსვა თითები,მერე თითების ნაკვალევს ტუჩებით დაუყვა და ხან კბენდა,ხანაც კოცნიდა,მარია კი თანდათან კარგავდა ძალას-ლუკა..-ამოიკნავლა გოგონამ და მამაკაცს მიეუდა
-ერთხელაც რომ მაკოცო არაფერი მოხდება,სულ რამდენიმე წამის საქმეა,სულ რამდენიმე-იმდენად მომთხოვნი იყო მამაკაცის ხმა,რომ ვეღარ გაუძლო და აკოცა,კოცნა დიდ ხანს გაგრძელდა,ძალიან ვნებიანიც იყო და რომ არა მარია,ალბათ სხვა რამეშიც გადაიზრდებოდა და მათი პირობა დაკარგავდა ძალას.
-გვეყოს-გოგონა კარადისკენ მიბრუნდა და სანამ იმას მოძებნიდა რაც სჭირდებოდა მანამ ლუკამ აუფრიალა წინ
-ამას ეძებდი?-ხარხარებდა ლუკა და ხელში მარიას მაქმანიანი წითელი საცვალი ეჭირა,გოგონა წამოწითლდა და ხველება აუტყდა
-მომეცი-გადასწვდა მამაკაცს,მაგრამ ლუკამ უფრო ზევით ასწია
-არა
-მომეცი-მეთქი-ხმა გაიმკაცრა გოგონამ,მაგრამ,როდესაც კვლავ შეხედა ლუკას გაეცინა
-მაშინ მაკოცე
-არ გაკოცებ,მომეციი!-გაიწელა გოგონა,ლუკამ ხელი ლოყაზე მიიდო
-მაკოცე და მოგცემ
-კარგი,ჯანდაბას-გოგონა გაიწია ლოყაზე საკოცნელად და როდესაც უნდა ეკოცნა,მამაკაცმა ტუჩები მიუშვირა და ტუჩზე კოცნად გამოუვიდა,გოგონამ დასტაცა საცვალს ხელი და ერთი შეუღრინა
-უმადური ხარ!- თვითონაც გაეღიმა,საჭირო ნივთებს საბოლოოს დასტაცა ხელი და აბაზანისკენ გაემართა,ნარნარით,თან ნაზად არხევდა კურტუმოს
-რომ იცოდე როგორ მადის აღმძვრელად გამოიყურები ახლა-მიაძახა მამაკაცმა,თუმცა მარიას პასუხი აღარ გაუცია...


888
-როგორც ჩანს ყველა შევკრებილვართ-როდესაც დასხდნენ კუთვნილ ადგილებზე მიმართა სხვებს ლუკამ
-ჰო,შევიკრიბეთ და ვერ ვხვდები რას ვაკეთებ ახლა,როდესაც ექვს საათზე შენ სახლში უნდა ვიყო!- ჩაიდუდღუნა მარიამ
-რას აკეთებ კი არა,რას ვაკეთებთ,მალე მოგვიწევს,საყვარელო,ასე ყოფნა,ამიტომ ოჯახური იდილიის იმიტაციას ვაკეთებთ
-ჰო?-ქვევიდან ახედა ღიმილით მარიამ
-მეტსაც გეტყვი,ნახე როგორ გვიმუშავნია,აგერ ორი შვილი გვიზის,ერთი გოგონა,მეორე ბიჭი-ახარხარდა ლუკა და თან მარიაც აჰყვა
-როგორც ჩანს ქორწინება საერთოდ არ აჭკვიანებს ხალხს!- ჩაილაპარაკა ლუკას მიმართულებით ბექამ
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო,ბექა..
-ნახე,ლუკა,როგორ აღგვიზრდია შვილები,როგორ ესაუბრებიან მშობლებს!-აჰყვა მარია ლუკას
-შენც,რძალო?-გაიოცა ბექამ
-დიახ,დიახ,ესეც და საერთოდ არ მიკვირს!- დაუდასტურა შეყვარებულს ელამ
-კარგით,გვეყო,მშიაა..-ამოიკრუსუნა გოგონამ და საჭმელს მადიანად შეექცა
-მოკლედ,რაც აქამდე არ უჭამია ის უნდა აანაზღაუროს-ამოიგმინა ელამ- ქორწილამდე შეინარჩუნე შენი ფიგურა,მარია და მერე რაც გინდა ის ჭამე
-არაფერია,თუ არ მოვეწონე სავსე,მაშინ სხვა მოიყვანოს ცოლად - ტუჩის ბოლოში კრემი დარჩა მარიას,ლუკამ ცერა თითით მოწმინდა,შემდეგ შეჭამა და გოგონას მიუგო
-ნუ ღელავ,ასეთიც მომწონხარ და სავსეც მომეწონები.-თვალი ჩაუკრა მარიას და ახლა თვითონ მოსვა ფორთოხლის წვენი
-შენ ეს უნდა ნახო,მალე გაბერილი რო დაგადგება ღამის სამ საათზე თავზე და ისეთ რაღაცას მოგთხოვს რაც არ გექნებათ სახლში-აკისკისდა ელა,ლუკამ მარიას გადახედა და გაბერილი მარია წარმოიდგინა,უკვე ვეღარ ითმენდა,უნდოდა ენახა თავისი ცოლი მუცელ წამოზრდილი,რომლითაც მის შვილს ატარებდა,მარიამაც შეხედა ლუკას და თავისი ორსულობა წარმოიდინა,ერთმანეთს უყურებდნენ და დუმდნენ,თუმცა ეს ელასა და ბექასთვის,მათ თვალებით ჰქონდათ გამბმული კონტაქტი
-ნახე,ბექა,როგორ უყურებენ ეთმანეთს,საერთოდ აღარ ვაქცევენ ყურადღებას-გადაუჩურჩულა ბექას
-ახლა რომ ავდგეთ და წავიდეთ იმასაც ვერ შეამჩნევენ-გაეცინა ბექას
-ნუ ღელავთ,საყვარლებო,ყველაფერი გვესმის-გაეცინა მარიას
-ესენი ნახეთ რა,ცეზარი ხარ,რძალო?-გაკვირვებით იკითხა ბექამ და ყველას გაეცინა მის სულელობაზე...

888
-დედა,ლამაზად გამოვიყურები?-წრიალებდა მოუსვენრად მყოფი მარია და სარკეში ყოველ წამს იხედებოდა
-ძალიან ლამაზი ხარ,მარია,დაწყნარდი..-ამშვიდებდა თია ქალიშვილს,მართლაც რომ ლამაზად გამოიყურებოდა მარია,ძალიან უხდებოდა წითელი გულამოღებული კაბა,რომელიც ტანზე ჰქონდა მომჯდარი,მუხლებს ოდნავ ცდებოდა მისი სიგრძე და ეს კიდევ უფრო უკეთ კვეთდა გოგონას თლით ნაკვთებს,ფეხების სიგრძესაც არ ტოვებდა უყურადღებოდ,ყელზე ერთ თვლიანი ნაზი ყელსაბამი ეკეთა,ქერა თმები,რომლებიც ბოლოებში იტალღებოდა მაღლა ჰქონდა სადად აწეული და ნაზი მაკიაჟიც ამშვენებდა,დიდად არ იყო შეღებილი,ოდნავ ფერის შესაცვლელად ესვა კრემი სახეზე,კანზე ოდნავ მუქი ჩრდილი,რათა უკეთესად გამოკვეთოდა თვალები,მცირეოდენი ტუში და ტუჩის ფერი ტუჩსაცხი,რომელიც უფრო ვნებიანს უხდიდა ტუჩებს,ახლა რომ ლუკა აქ ყოფილიყო ალბათ დაავიწყდებოდა მისი პირობა და გოგონას კაბას ნაფლეთებად უქცევდა
-მართლა?-გულუბრყვილოდ გადახედა დედას
-დაუჯერე,მამი,მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურები-გულში ჩაიკრა მამუკამ ქალიშვილი...


888
-გამარჯობა,ზურაბ-მიესალმა მამუკა ზურაბს,შემდე მაიას და ბოლოსთვის ლუკა მოიტოვა,მაია მოეხვია მარიას,როდესაც იგი დაინახა,ლუკას კი წამოახველა,მისთვის ასეთი სექსუალური მარია სრულიად უცნობი იყო,მიუხედავად იმ ინციდენტისა,როდესაც იგი კლუბში და რბოლაზე დაინახა,მაინც არ წარმოედგინა ასეთი თუ იქნებოდა,სახეზე ოდნავ წამოწითლდა და როდესაც იგი გადაკოცნა ყურში უჩურჩულა
-დღითიდღე ამართლებ ჩემს წაოდებას,სექსუალურო ქერავ..-მარიამ მუჯლუნი კრა მოსაშორებლად და უხერხულად გაუღიმა ირგვლივ მყოფთს,მაია მიხვდა შვილის ოინებს და ოდნავ შესამჩნევლად აეპრეხა ტუჩი..
-რაღა დაგიმალო და ძალიან გამიხარდა,როდესაც ჩვენი შვილების ამბავი გავიგე,მამუკა,ძალიან მომწონს მარია და მიხარია რომ იგი ჩვენი ოჯახის რძალი ახდება,საერთოდ არ მიყვარს,როდესაც ვაჟის ცოლს რძალას ეძახიან,ამიტომ იმედია წინააღმდეგი არ იქნები დღეიდან შვილოთი რომ მოგმართო,არა?-მარიას გადახედა,გოგონას თვალები გაუბრწყინდა
-არა,რა თქმა უნდა.-გაუღიმა მამაკაცს,მერე ზურაბი მამუკას მიუბრუნდა
-იმედია შენც არ იეჭვიანებ-ყველას გაეცინა მამაკაცის ხუმრობაზე,მერე ზურაბი დასერიოზულდა და კვლავ განაგრძო-მოკლედ,რაც შეეხება ნიშნობას,მინდა იგი კვირის ბოლოსთვის გადავწყვიტოთ,რაც უფრო მალე იქნება ჩვენთვის მით უკეთესი,რადგან ქალიშვილი ყოველთვის გვინდოდა მე და მაიას
-თანახმა ვარ,ზურაბ,ჩვენც სწორედ ასე გვინდოდა მომხდარიყო,იმას არ ვგულისხმობ რომ მარიას სახლიდან გაგდება გვინდოდა-გაეღიმა მამუკას-უბრალოდ გაჭინაურება არ გვინდა
-კეთილი,მაშინ შევთანხმდეთ სად გაიმართება ნიშნობა
-როგორც ახალგაზრდებს სურს ისე იყოს,ჩვენ ცოტა დავბერდით,ამიტომ აჯობებს მათ გადაწყვიტონ-ლუკას მიუბრუნდა მამუკა
-მირჩევნია ჩვენს ახალ სახლში გადავიხადოთ-წამოჭრა თემა ლუკამ და ახლა არა მარტო მამუკას,არამედ ყველას ყყურადღება დაიმსახურა
-როგორ თუ ახალ სახლში-გაუკვირდა ზურაბს-ჩვენ ხომ სახლი არ გვიყიდია ამ წელს?
-არა,მამა,ეს შენ არ გიყიდია,მე უკვე ვიყიდე ჩემთვის და მარიასთვის ახალი სახლი
-ანუ გვტოვებ არაა?-იწყინა ზურაბმა-შენ იცოდი არა?-ცოლს მიუბრუნდა
-რა თქმა უნდა,ვიცოდი,ხომ გითხარი,დედებს უფრო სხვანაირი გონება გვაქვს განვითარებული-მეთქი?-გაეღიმა მაიას.
მარია გახევებული იჯდა თავის ადილას და აცრემლებული თვალებით უყურებდა მამაკაცს,რომელსაც სულ მალე მის ცხოვრებას დაუკავშირებდა და საერთოდ არ ეპარებოდა ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორეში,ეს ალბათ ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა,რომელიც მიუღია,დიახ,ეს ცრემლები ბედნიერების ცრემლები იყო...
-კარგი,რადგან ასეა გადავიხადოთ თქვენს ახალ სახლში-დასთანხმდა ზურაბი,მარიას კი გააჟრჟოლა,როდესაც სიტყვა "თქვენს" გაიგო,იმდენად უცხო და სასიამოვნო შეგრძნება იყო,თანახმა იყო ახლა ყველა გაექრო და დაუღალავად ეკოცნა მამაკაცისთვის-იმედია ვიწრო წრე არ გსურთ,რადგან როგორც შენთვის,ისევე ჩემთვის ერთადერთი შვილის ნიშნობაა და მინდა მთელმა სამაყარომ დაინახოს..
-კარგია რომ ერთ აზრზე ვდგავართ
-კეთილი,რადგან ასეა გადავინაცვლოთ მაგიდასთან და იქ განვაგრძოთ
-თქვენ წადით,მე და მარია,ჩვენს ახალ სახლს დავათვალიერებთ-წამოჭრა თემა ლუკამ და მარიას თვალები გაუბრწყინდა,არ გამორჩენია მაიას გოგონას ეს მზერა და როდესაც ზურამბა გააპროტესტა ვაჟის ეს მოთხოვნა სწორედ ამიტომ დაიცვა შვილი
-არა,ლუკა,ჩვენთან ერთად ივახშმეთ,მერეც მოასწრებთ სახლის დათვალიერებას
-შეეშვი,ზურაბ,ახალაზრდები არიან,მათთვის მთავარი საქმე მოიმთავრეს,ახლა კი დაუთმე მათ გზა-თვალი ჩაუკრა ლუკას,ლუკამ და მარიამ ბოდიშის მოხდით დატოვეს იქაურობა და როდესაც მისაღებიდან გავიდნენ ლუკამ ვერ მოითმინა და იქვე ერთ-ერთ ოთახში,რომელიც შემდგომ სამზარეულო აღმოჩნდა შეიყვანა გოგონა და მაგიდაზე ჩამოსვა,როორც იქნა დაეწაფა იმ ტუჩებს,რომელიც ასე მომთხოვნად და ვნებიანად იზიდავდნენ მთელი საღამოს განმავლობაში,თუმცა,როდესაც ფეხის ხმა შემოესმათ ორივემ შეწყვიტეს კოცნა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალნენ იქაურობას,მაიამ როდესაც ოთახში შეიხედა იქ ლუკას ტელეფონი და მარიას ბეჭედი დაინახა,რომელიც მომძვრალიყო,თავი გააქნია ქალმა და გაეღიმა,მერე ფორთოხლის წვენს ხელი დაავლო და ღიმილით გაიტანა მისაღებში...

-ძლივს გადავრჩით-დატუქსა გოგონამ და ღრმად განაგრძო სუნთქვა
-რომ არ მეკოცნა მოვკვდებოდი
-ჰო?-ეშმაკურად გადახედა მამაკაცს
-ჰო.-დაუდასტურა ლუკამაც
-სად მივდვართ?
-ჩვენს სახლში..
-ჩვენს სახლში..-გაიმეორა მარიამ და გაეღიმა...


888
-კვირის ბოლოსთვის მოემზადე
-როგორც იქნა,ფისო,თორემ უმოქმედობისან დავიღალე უკვე
-იცოდე ყველაფერი სწორად უნდა შეასრულო
-ეჭვს ნუ შეიტან ჩემში!


----------
მადლობა რომ კითხულობთ,მიყვარხაართ ძალიააან. love



№1 სტუმარი მარიამ ცარციძე

სასწაულია :***************

 


№2 სტუმარი Teo..

Ara ra,marias uwyoben raxacas.gavafren luka da Maria rom daitanjon.

 


№3  offline წევრი natia-natia

Vgijdebi shenze

 


№4 სტუმარი მიკა

ეს ბოლოში ინტრიგა შემოაგდე თუ რა ქენი?:დ

 


№5  offline წევრი Pepper

Dzalian dzalian kargi iyo ^^
Magram bolo dialoggi ar momewona vin ras xlartaaavs ? :\ vin movkla ?:d

 


№6  offline წევრი NataShka()()()

Dzalian kargia miyvars miyvars es istoriaa <3 da male dade vegar vitmen :D<3
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№7  offline მოდერი Nina))

ჩემო ტკბილებოო,ამაღამ აუცილებლად ავტვირთავ <3 მიყვარხდართ <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№8  offline წევრი lilearchvadze:)

^_^_^_^_^_^_^_^_^_^_^_^_^ <3 ძალიან კარგიხარ შენც დაისტორიაც!

 


№9  offline წევრი Goduadze Nano

Nina))
ჩემო ტკბილებოო,ამაღამ აუცილებლად ავტვირთავ <3 მიყვარხდართ <3

Nina))
ჩემო ტკბილებოო,ამაღამ აუცილებლად ავტვირთავ <3 მიყვარხდართ <3

სადარის ახალი თავი? :(( როგორ ველოდებოდიიიი (
--------------------
Nano

 


№10  offline მოდერი Nina))

Goduadze Nano
Nina))
ჩემო ტკბილებოო,ამაღამ აუცილებლად ავტვირთავ <3 მიყვარხდართ <3

Nina))
ჩემო ტკბილებოო,ამაღამ აუცილებლად ავტვირთავ <3 მიყვარხდართ <3

სადარის ახალი თავი? :(( როგორ ველოდებოდიიიი (


ვერ დავდე,მაპატიეთ,ახლა ვწერ და მალე დავდებ ^_^
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent