მოსამსახურის ქალიშვილი.[14]
-ახლა რა იქნება? - გულმკერდზე მიესვენა გოგონა -ახლა,ვერ დაგიმალავა,ახლა ყველაზე დიდი სკანდალი იქნება,რომელიც კი როდესმე ჩემს ცხოვრებაში მომხდარა- მარიამ შიშის თვალებით გადახედა,მაგრამ მთელი დაძაბულობა მაშინ მოეხსნა,როესაც ლუკამ გაუღიმა- ნუ ღელავ,ფისო,ეს სკანდალი ჩვენი ქორწინებით დასრულდება- საკუთარ თავში დარწმუნებულმა ამოილაპარაკა ლუკამ და გოგონას კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები,ოვაციებით შეხვდნენ ახალ ამბავს ბექა და ელა,ელა,რომელმაც დაურეკა ლუკას.. -რა..?-აღმოხდა ფერწასულ გოგონას,იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი მისთვის -ჰო,ძვირფასო,იმედია ქორწილიდან არ გაიქცევი -არა,არ გავიქცევი..-წამით დადუმდა,შემდეგ თითქოს რაღაცას მიხვდაო და თავი ასწია- მოიცა, რა თქვი? ქორწილიდან? - ახარხარდნენ გოგონას გაურკვევლობაზე და მარიასაც გაეცინა. -ანუ გამოდის თანახმა ხარ?-ჩაეკითხა მამაკაცი -ვიფიქრებ მაგაზე- ეშმაკურად აუთამაშდა თვალები -ჰო? ანუ ასე არა? იცოდე წამიერა დაგაბრუნებ ოთხმოცდაათიანებში და მერე ვნახოთ ვის თვალებში ითამაშებენ ასეთი ეშმაკუნა ჭინკები - ცხვირზე დაჰკრა ხელი გოგონას -არც გაბედო,ლუკა! -საჩვენებელი თითი დაუქნია მამაკაცს მუქარის ნიშნად -თორემ? - გათამამდა ლუკა -თორემ? -ჰო,თორემ? -თორემ გიჩივლებ! -წამოიძახა დაუფიქრებლად მარიამ,ზევიდან გადახედა ლუკამ -როგორ ფიქრობ,მე ვინმე იქ გამაჩერებს? -გაგაჩერებენ! -საერთოდ იმაზე თუ გიფიქრია,შეძლებ კი ამის გაკეთებას?- წამით ჩაფიქრდა გოგონა,მერე გაეღიმა და მამაკაცს მოეხვია - ანუ თანხმობად ჩავთვალო? -რა თქმა უნდა,ლუკა..- წამოიძახა აღტაცებით გოგონამ და ახლა ნამდვილად დაიმსახურეს ოვაციები. -მოიცა,ძმაო,ბეჭედი სადღაა?- არ აცადა ბექამ -ბეჭედი?-ჩაფიქრდა ლუკა -დიახ,დიახ ბეჭედი - კვერი დაუკრა ელამ,მარიამ თვალებით ანიშნა გეყოსო,მაგრამ შეყვარებულს მაინც აჰყვა -ბეჭედი. ბეჭედი.. ბეჭედი.. აი,ბეჭედიც!- აღტაცებით წამოიძახა ლუკამ და შამპანიურს მიმაგრებული ლითონის მწვრილი მავთულისაგან ოვალური ფორმის ბეჭედი გააკეთა,ოთხივეს გაეცინა ლუკას გონება მახვილურ აზრზე,ლუკამ ერთი ფეხის კვირისტავი იატაკს შეახო,მას მაეყრდნო,შემდეგ მეორე მოხარა და მარიას მისი კრეატიული ნიშნობის ბეჭედი გაუწოდა,ყველამ მათ შეხედა,ყველას გაეღიმა მამაკაცის ბეჭედზე და წრე შემოარტყეს,ჯერ ყველა სულგანაბული უსმენდა,თითქოსდა მამაკაცისგან რაღაც ბიძგს ელოდნენ -მარია,თანახმა ხარ გახდე ჩემი მეუღლე?!- მიუხედავად იმისა რომ ლუკამ უკვე პასუხი იცოდა მაინც,ფორმალობისთვის დაეკითხა გოგონას,მარიას ბედნიერებისგან ცრემლები წამოუვიდა,დადუმდა,ვერაფერი უპასუხა,ამ დროს კი ირგვლივ შეძახილები გაისმა,რომლებიც გოგონას თანხმობისკენ მოუწოდებდნენ,მარიამ მათ გარეშეც იცოდა რომ ლუკა მის ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი იყო,რომელიც უყვარდა და რომელთანაც მთელი ცხოვრების გაგრძელება სურდა,უბრალოდ ამხელა ემოციებმა პირის გაღების საშუალება არ მისცეს,როდესაც ელამ ხელი კრა მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა გოგონა,ცრემლები მოიწმინდა და თავი დაუქნია -თანახმა ვარ,ჩემო არაორდინალურო მომავალო მეუღლევ! - წამოიყვირა და მამაკაცს მარცხენა ხელის არათითი გაუწოდა,ლუკამ თავისი ხელით დამზადებული ბეჭედი თითზე წამოანცო გოგონას და ხელში აიტაცა,აი ახლა ისევ გაისმა ირგვლივ მყოფთა ოვაციები და ელას თვალებზე ცრემლები წამოუვიდა... -აი,ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ - წამოიყვირა ბექამ -რა თქმა უნდა,უნდა ავღნიშნოთ! -დაეთანხმა ლუკა და ყველა აჰყვა, მთელი საღამო სვამდნენ და ერთობოდნენ,ერთმანეთით ტკბებოდნენ,თითქოს ყველა იარა მოშუშებოდა ლუკას,თითქოს არა,არცერთი ჭრილობა აღარ სტკიოდა,მარიას სიტყვებს შეწეხორცებინა ისინი,არც რამდენიმე საათის წინ მომხდარი ინციდენტი ახსოვდათ,მიუხედავად იმისა რომ გულის მიღმა იცოდნენ,რომ ხვალ ეს ამბავი სკანდალივით მოედობოდა ქვეყანას,მაგრამ ლუკამ ასევე იცოდა რომ ამ ყველაფერს მისი ქორწინების შესახებ ამბები გადაფარავდა,თითქოს ფიქრებში ჩაუდა მარია ლუკასო -ლუკა,ეს ყველაფერი მანამ უნდა ვუთხრათ მშობლებს,სანამ სხვისგან გაიგებენ.. -გეთანხმები,საყვარელო,ახლა ავდგეთ და მათთან მივიდეთ მაშინ -კარგი- თავი დაუქნია გოგონამ -მოდი ჯერ შენებთან მივიდეთ-მეყსეულად ანერვიულდა მარია -იქნებ..იქნებ ჯერ მაიასთან და ზურაბთან მივსულიყავით?-შეეწინააღმდეგა მარია -არა,როგორც წესია ისე მოხდება ყველაფერი! -იქნებ დღეს დაგვერღვია წესები..- კლავ ეწინააღმდეგებოდა მარია -მარია,რისი გეშინია? ჩვენ ხომ ერთმანეთი გვიყვარს და არა გვძულს,თან შენს გვერდით ვარ,ნურაფრის გეშინია-გოგონას ხელი თავისაში მოაქცია და რიგრიგობით დაუკოცნა თითები,გული გაუთბა მარიას,ყოველ წუთს რწმუნდებოდა თავისი არჩევნისა და გადაწყვეტილების სისწორეში -საოცარი ადამიანი ხარ,ლუკა,ყოველთვის შეგიძლია ჩემგან დაძაბულობის გაქრობა -შენ გამხადე ასეთ საოცრებად,მარია.- მხოლოდ გაუღიმა მარიამ,შემდეგ კი ერთად წავიდნენ ლუკას მანქანისკენ.. გზაზე მშვიდად იყო გოგონა,მაგრამ როდესაც სახლის მიუახლოვდნენ პანიკამ შემოუტია და ლუკას ხელზე მოუჭირა ხელი -ნუ გეშინია,ფისო,არაფერი მოხდება..-სხვანაირად უცქერდნენ ახლა ლუკას თვალები,მათში იმდენი ვნება და სიყვარული იყო,თან იმხელა რაოდენობით რომ ერთმანეთს წამის მეასედებში ენაცვლებოდნენ,გოგონას აღარაფერი უთქვამს,დაელოდა მოვლენების განვითარებას,მაშინაც კი ჩუმად იყო,როდესაც ლუკამ ზარი დარეკა,ლუკას განიერ მკლავებს ამოეფარა შეშინებული კნუტივით და შიშმა ტერფებიდან თხემამდე დაუარა,როდესაც კარი მაიამ გააღო,ლუკას დანახვაზე ფერი ეცვალა,განსაკუთრებით მაშინ ანერვიულდა,როდესაც მარია დაინახა მის უკან მდგარი -შემობრძანდი,ბატონო ლუკა.- ზრდილობის გამო შემოიპატიჟა სახლში ლუკა,თორემ ახლა მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული საერთოდ გააქრობდა ლუკას,თითქოს დედის გული წინასწარ გრძნობდა ყველაფერს -აქ სალაპარაკოდ მოვედით,ქალბატონო თია,იქნებ მამუკასთვის დაგეძახნათ?-წარმოსთქვა სერიოზული ტონით,როდესაც ოთახში შემოვიდა,მაგრამ მარიასთვის ხელი ერთი წამითაც არ გაუშვია,კიდევ უფრო დაეჭვდა თია,როდესაც მათი ხელები დაინახა ჩაჭიდებული,მაგრამ არ ჩაეძია,მამუკას ჩამოსვლას დაელოდა,მამუკამაც შემოაბიჯა მისაღებში და ლუკას მეგობრულად მიესალმა -გამარჯობა,ლუკა,რამ შეგაწუხა?- მერე თვალი მათი ხელებისკენ გაექცა და ანაზდად დასერიოზულდა -მოკლედ,ბატონო მამუკა,ქალბატონო თია,არ დავიწყებთ მიკიბვ-მოკიბვას,თქვენც კარგად იცით რომ მე და მარიას ერთმანეთი გვიყვარს და დღეს ხელიც ვთხოვე! - განაცხადა თამამად და გაიტრუნა,პასუხის მოლოინში, მარიამ თვალები დახუჭა,ეშინოდა მოსალოდნელი რეაქციის. -შვილო,ჯერ ხომ ცხრამეტი წლისა ხარ,იქნებ არ გეჩქარა? ოცის გახდები ერთ კვირაში,მაგრამ ხომ იცი როგორი დამოკიდებულებაც მაქვს ამ ნაადრევი ქორწინების მიმართ -არა,დედა,არ მინდოდა არასდროს შენს წინააღმდეგ წასვლა,მაგრამ ამ ჯერზწე დარწმუნებული ვარ რომ ათი წლის შემდეგაც ამ აზრზე ვიქნები,უბრალოდ ვფიქრობ ნაადრევი არ არის..-კიდევ უნოდოდა რაღაცის თქმა გოგონას,მაგრამ საუბარში ლუკა ჩაერია -მე ვიცი,ქალბატონო თია,როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტრადიციებთან დაკავშირებით და,ბოდიში მამუკა,მაგრამ ვიცი თქვენი წარსულის შესახებ,ამიტომ ჩვენ ერთმანეთის სიახლოვე არ გვექნება მანამ,სანამ ოფიციალურად არ გავხდებით ცოლ-ქმარი ღვთისა და ქვეყნის წინაშე! -თიას გული მეყსეულად გაუთბა ამ მამაკაცის მიმართ და მიხვდა თუ როგორი ღირსეული იყო იგი,ჩამოგორებული ობოლი ცრემლი მოიწმინდა და მამუკას პასუხს დაელოდა -მეგონა ცოტა ხანს კიდევ გავატარებდი ჩემს ახალ ნაპოვნ შვილთან,მაგრამ არაუშავს,იმედია მამიკოს არ დაივიწყებ,ისე როგორც მან დაგივიწყა შენ-გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა და თმებზე დაუწყო ფერება,მარია წამში მოეშვა და ახლა კი ცრემლების ზღვა გამოუშვა,ბედნიერი იყო ამ ყველაფრით,ბედნიერი იყო რომ ასე კარგად შეხვდნენ მშობლები მათ ურთიერთობას,მადლობელი იყო უფლის ამ ყველაფრისთვის,რაც მან უბოძა,მიხვდა რომ ამდენ ხნიანი ტანჯვა ღირდა ამ ყველაფრად,ერთადერთი რაც აღელვებდა ლუკას მამა და მისი რეაქცია იყო,ახლაც ლუკას წინაშე მარტო იჯდა და ღრმად სუნთქავდა,როდესაც ზურაბი ახსენდებოდა,ლუკაც მიუხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო,პირველადი ახმარების ყუთი განზე გადადგა და გოგონა მაგიდაზე ჩამოსვა -რა ხდება,ფისო? -არაფერი,უბრალოდ ზურაბზე ვფიქრობდი... -ნუ დარდობ,მარია,ამ ყველაფერზე,დაგპირდი რომ ცხოვრების ბოლომდე ბედნიერები ვიქნებოდით ერთად და ამ პირობას რადაც არ უნდა დამიჯდეს შევასრულებ -მპირდები? -გპირდები.-დაუდასტურა მამაკაცმა და გოგონა მისკენ დაქაჩა,რათა მონატრებული ტუჩები დაეგემოვნებინა. გოგონამ,როდესაც სისხლის გემო იგრძნო,მხოლოდ მაშინღა გაახსენდა ლუკას ჭრილობები და ძლივს-ძლიობით მოწყდა მამაკაცის ტუჩებს -ნუ სარგებლობ ყველანაირი მომენტით! მანახე ტუჩები -ლუკამ საკოცნელად გაუწოდა კვლავ ტუჩები,მაგრამ ამოიგმინა,როდესაც გოგონამ პირველადი დახმარების ყუთი კვლავ რომ გამოაჩოჩა,ბამბა სპირტით დაასველა და ტუჩზე დაუსვა,მამაკაცს მოულოდნელი დახშული კვნესა აღმოხდა,რამდენჯერაც დაიკვნესოდა ლუკა,იმდენჯერ კოცნიდა მარია,საბოლოოდ მიუხვდა მამაკაცს ოინებს და პირიქით,უფრო ძლიერად უჭერდა სპირტიან ბამბას. -კარგი,კარგი,გეყოს,მეტი აღარ არის საჭირო,თორემ გამაფრთხობიებ სულს-კვლავ დაიჭირა ლუკამ და აკოცა გოგონას -როგორი თავხედი ხარ! -შენ კიდევ სექსუალური ქერა,არ დაგავიწყდეს! - გაახსენა ბათუმში მომხდარი ამბები გოგონას და ანაზდად წამოაწითლა გოგონა,მერე მოშიშვლებულ კვირისტავზე დაუსვა თლილი თითები და გოგონას ეკლებმა დააყარეს,მამაკაცს ჩაეღიმა მის რეფლექსებზე,ყურთან მიიწია და უჩურჩულა -შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრა ეს შეგრძნება,შენი თითოული ბუსუსი მარწმუნებს იმაში რომ მხოლოდ მე მეკუთვნი- იმდენად ხრიწიანი და მწველი ხმით საუბრობდა მამაკაცი რომ ვერ გაუძლო ამ სითბოს მარიამ და გაწევა სცადა,თუმცა ლუკამ დაიჭირა და ლავიწზე გადაატარა ცხელი ტუჩები -ლუკაა...-აღმოხდა დახშული კვნესა გოგონას -შენგან ამ სახელის გაგონებაც მომენატრა.. ასეთი ინტონაციით - კვლავ მიმზიდველად განაგრძობდა მამაკაცი ქმედებასა და საუბარს,მაგრამ გოგონამ ძალა მოიკრიბა და ხელი კრა ლუკაას -ნუ გათამამდები,ძვირფასო,შენ სიტყვა გაქვს დადებული -შენ ჩემზე უკეთ იცი,თუ როგორ მოილტვის შენი სხეული ჩემსკენ,მაგრამ...-დადუმდა მამაკაცი და კვლავ კოცნა განაგრძო,შემდეგ მოწყდა გოგონას ტუჩებს და ამოიგმინა -ახლა წავალ,ზურაბს დაველაპარაკები და ხვალ ნიშნობის შესახებ ვისაუბროთ- გოგონას გააჟრჟოლა მომავალი დღეების წარმოდგენაზე და მამაკაცს მოხვია ხელები -ხვალ გამთენიისას მოდი,თორემ უშენოდ ვერ გავძლებ-ეშმაკური ღიმილი გადაჰკრავდა ორთავეს სახეზე -გპირდები,როგორც კი ფეხზე დავდგები მაშინვე შენსკენ წამოვალ- კვლავ დაუკოცნა სათითაოდ სახის ნაკვთები და ფეხზე წამოდგა,ოთახამდე მიაცილა გოგონა,საწოლში ჩააწვინა და ძილინებისა უსურვა -ძილინებისა,ფისო.. -ძილინებისა,ლუკა.-კოცნა დაუტოვა ანა-მარიას საფეთქელთან და ჩუმდად გავიდა ოთახიდან,ჩუმად აპირებდა სახლიდანაც გასვლას,მაგრამ მამუკა დახვდა სავარძელზე მჯდომი -ასე ჩუმად აპირებდი აქედან გაპარვას?-მოჩვენებითი სიმკაცრით მიუგო მამუკამ -გაპარვას საერთოდაც არ ვაპირებდი,უბრალოდ თქვენი გაღვიძება არ მსურდა,მეგონა გეძინათ -ჩემს ქალიშვილზე ძილინებისა რომ არ მესურვა,ისე მშვიდად როგორ შევძლებდი ძილს?-გაკვირვებულმა ჰკითხა ლუკას -მართალი ხარ,მამუკა.-გაუღიმა მამაკაცს -მართალი ვარ,მართალი,რომ იცოდე რამდენ რაღაცაში ვარ მტყუანი..-ამოიგმინა მამუკამ -ყველა ვცდებით,მამუკა,უცოდველი და უშეცდომო არავინაა -ჩემხელა სეცდომა კი დაუშვია ვინმეს?-მაინც არ დანებდა მამუკა -მთავარია სწორი გზა იპოვე,მამაუკა და დაუბრუნდი შენს ოჯახს -მაგაში კი მართალი ხარ,შვილო,იცი,როდესაც ერთხელ მოგკარით შორიან თვალი მაშინვე მივხვდი რომ ერთმანეთისთვის იყავით დაბადებული -მოიცა,შენ რა,აქამდე იცოდი ჩვენი ურთიერთობის შესახებ? -როცა გავიგე რომ მარია ჩემი ქალიშვილი იყო,გადავწყვიტე ყველაფერი გამეგო მის შესახებ,ამიტომ დავიქირავე ხალხი და ყველაფერი გავიგე,თქვენი თითოეული ფეხის ნაბიჯი,მაგრამ მივხვდი რომ აქ არაფერი იყო საშიში,ჩემი ქალიშვილი სანდო ხელში იყო,რომ მას ეს მამაკაცი სიცოცხლის ფასადაც დაიცავდა,თითოეული შენი ნაბიჯი ამტკიცებდა ჩემი გოგოსადმი სიყვარულს და მე მიხაროდა ეს ყველაფერი,ეცადე ეს სიყვარული უფრო გაადიდოთ,შვილო -აუცილებლად,მამუკა,მარია ჩემი ცხოვრების აზრია! -თამამად ჩაილაპარაკა ლუკამ და იქაურობას მოცილდა... მამუკა აუყვა კიბეებს და გოგონას ოთახში შეიხედა,გული დაუმშვიდდა,როდესაც მშვიდად მძინარე დაინახა,ახლოს მივიდა,შუბლზე აკოცა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.. მარიას სახლიდან გამოსული ლუკა პირდაპირ სახლის გზას დაუყვა და თან ტელეფონი მოიმარჯვა,რათა ზურაბისთვის დაერეკა,როგორც კი მამამისმა ტელეფონი აიღო,პირდაპირ მიაყარა -მამა,სახლში მოვდივარ,იმედია არ გძინავს,სალაპარაკო მაქვს... ------------- გამარჯობა,ბავშვებო,ვიცი დიდ თავს ელოდით,მაგრამ გამიგეთ,დღეს ბაბუა გამიხდა ავად და მისი შემყურე მეც ცუდად გავხდი,წნევა დამივარდა და გონებაც დავკარგე. საბედნიეროდ ახლა ჩემი ბაბუ კარგად არის, მიუხედავად იმისა რომ სუსტად და დაღლილად ვგრძნობდი თავს არ დაგაღალატეთ და რისი დაწერაც მოვასწარი დავწერე. მადლობა რომ გესმით ჩემი და რომ კითხულობთ. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.