შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს სწორედ ისაა რაც შენ გგონია პატარავ თავი 4


4-03-2016, 03:12
ავტორი diana.cherchuki
ნანახია 1 952

ხმაურმა გამაღვიძა და ლანძღვით ჩავედი სამზარეულოში, შესულმა თავი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე. საქმე იმაშია, რომ დავინახე ესმეს, რომელიც ერთიანად ფქვილში იყო ამოსვრილი, სახეზე რაღაც ყვითელი ეცხო (სავარაუდოდ თაფლი) და შიშით უყურებდა ტაფას, რომელიც გაზიდან გადმოუვარდა (ალბათ სწორედ ეს იყო ის ხმაური რამაც გამაღვიძა, ტაფა), როცა დამინახა დარცხვენილმა მითხრა:
-უი მია, უკვე ადექი? მინდოდა შენთვის საუზმე მომემზადებინა, ბლინებს გიცხობ.-დედასთან მივედი და ჩავეხუტე:
-კარგი რა ესმე, ხომ იცი არ გამოგდის სამზარეულოში არაფერი, იცი რა, ის გააკეთე, რაც ყველაზე კარგად გამოგდის, აქ თავს რამეს დაუშავებ, კიდევ კარგი რამე არ დაიწვი.
-ანუ?-მკითხა ესმემ.
-ანუ შოპინგზე წადი.
-კი მაგრამ ბლინები...-აბუზღუნდა ესმე
-მე თავად მოვიმზადებ.
-მმმ, ჰო მაშინ კარგი, ფრთხილად იყავი საყვარელო-და ესმე გამოსაცვლელად გავიდა. მე სიცილით ავიღე ტაფა და ცეცხლზე შემოვდგი.
უნდა ითქვას, რომ გემრიელად ვისაუზმე, ესმე ჯერაც არ დაბრუნებულა საყიდლებიდან, რა სულელი ვარ, ნეტავ მოსაცმელი დამებარებინა, ასე ნაკლებად სასიამოვნო გასეირნებას ავიცილებდი თავიდან, ნუ რაც არის არის.
მე მაინც მაფიქრებს კითხვა, ასე იაფად რატომ გაიყიდა ეს სახლი? აქ მართლა ვერ არის რიგზე რაღაც, უზარმაზარი სახლია, 18 ოთახით და დედამ იგი სულ რაღაც 14 000 დოლარად შეიძინა, მართლა ზალიან უცნაურია-გავიფიქრე და სახლის დათვალიერებას შევუდექი.
პირველ სართულზე საინტერესოს და საეჭვოს ვერაფერს წავაწყდი, აი მეორე სართულზე ავედი თუ არა, პირველი სართულის დერეფანში მდგარმა ტელეფონმა დარეკა. ,,ნეტავ ვინ უნდა იყოს?!"-გავიფიქრე-ალბათ ახლობელი არავინ იქნება, მე ხომ არავისთვის მიმიცია ქალაქის ქსელის ნომერი?! უკმაყოფილოდ ჩავედი ისევ პირველ სართულზე და ტელეფონს ვუპასუხე:
-ალო?...-ხმა არავინ ამოიღო-გისმენთ ილაპარაკეთ...-ისევ დუმილი-ალო რომელი ხართ?!-კვლავ დუმდნენ-ნახვამდის-მკვახედ ვუპასუხე და ყურმილი დავკიდე.
კიბე ავათავე თუ არა ისევ დარეკა ტელეფონმა, კვლავ დაბლა მომიწი ჩასვლა:
-დიახ?-ისევ არავინ ამოიღო ხმა, ყურმილი დავახეთქე და კიბისკენ წავედი, რა უცნაურია, რეკავენ და ხმას არ იღებენ, იდიოტები. კვლავ ზარის ხმა გაისმა,,მე თქვენ გაჩვენებთ" ვთქვი და ტელეფონს დავწვდი:
-ხმა ამოიღე იდიოტო...
-მია?-ესმეს ხმა იყო-რა მოხდა საყვარელო?
-უი ესმე შენა ხარ? ხმას რატომ არ იღებდი?
-რას გულისხმობ მია?-დავიბენი და ვკითხე:
-ამას წინადაც შენ არ დარეკე?
-არა, მხოლოდ ახლა დავრეკე გამეგო ისაუზმე თუ არა, ხომ კარგად ხარ?
-კი კი კარგად ვარ, ვისაუზმე, კარგი დედა წავედი საქმე მაქვს.-ყურმილი დავდე და სასწრაფოდ კიბე ავირბინე, რას ნიშნავდა ეს ყოველივე? თუ ესმეს არ დაურეკავს მაშ ვინ დარეკა ორჯერ? ან ხმა რატომ არ ამოიღო? უკვე მაშინებდა ეს სახლი, ნამდვილად რაღაც უცნაურობა ხდებოდა აქ, ამას ვგრძნობდი, თუმცა რა ჯერაც ვერ გამეგო. ჩემს ოთახში ავედი და კარი მაგრად ჩავკეტე, მერე ჩემოდანი ამოვალაგე, ტანისამოსს ადგილი მივუჩინე კარადაში და ფანჯარა გამოვაღე, ფრთხილად გადავიხედე, რადგან რაღაც ხმაური მომესმა ეზოდან და ფანჯრის ქვეშ ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, შიშისა დო მოულედნოლობისაგან შევხტი და წამოვიყვირე, ამ დროს ყელიდან მამას ნაჩუქარი ყელსაბამი მომძვრა და ქვემოთ ჩავარდა, ისე სწრაფად გაუჩინარდა ბუჩქებშორის ვერ დავინახე ზუსტად სად დავარდა, ბიჭმა ამომხედა:
-აჰ, მე ვიპოვი-დაიხარა და ძებნა დაუწყო, მეც არ ვმდგარვარ გულ-ხელდაკრეფილი და სასწრაფოდ ეზოში ჩავედი.
-აქ რას აკეთებ ამ დილა ადრიან და ვინ ოხერი ხარ?-შევუბღვირე ბიჭს.
-ოჰ მაპატიე, როგორც ვიცი ჯექსონვილში ეს ესაა ჩამოხვედი და ვიფიქრე არავის იცნობს და გაუჭირდება მეთქი, ხოდა მოვედი გაგეცნო, მე ნიკ მორგანი ვარ, შენ კი უეჭველად მია უოტსონი იქნები-გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
-გირჩევ თავი ჩემგან შორს დაიჭიროთ სერ ნიკოლას.
-ოჰო რა ოფოციალური გახდით მის მია. იქნებ დასაწყისისთვის ხელი მაინც ჩამომართვათ?!-ხელი გავუწოდე, ძლიერად ჩამომართვა და გამიშვა.
სამკაულის საპოვნელად დავიხარე, მანაც შემს წინ ჩაიჩოქა და ძებნა დაიწყო, მალე იპოვა და ადგა, გაბრაზებული წამოვვარდი და ავენთე:
-გულსაკიდი დამიბრუნე.
-ერთი პირობით.-სამკაულის წასართმევად გავიწიე და ზურგს უკან დამალა.
-არანაირი პირობა, ჩემი გულსაკიდე ახლავე დამიბრუნე თორემ...
-თორემ რა?-მკითხა ბიჭმა.
-თორემ მოგხვდება.
-კარგი ერთი-და გადაიხარხარა.-შენ მცემ?
-დამიბრუნებ გულსაკიდს შობამდე?-მოთმინების ფიალა მეწურებოდა.
-მმმ... იცი თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა ოქტომბერია და შობამდე დიდი დროა გეტყვი რომ იქამდე არ ვაპირებ სამკაული დავიტოვო უბრალოდ ჯადოსნური სიტყვა მჭირდება, მეტი არაფერი.
-შენ ხომ არ შეიშალე?! ახლავე დამიბრუნე ჩემი ნივთი, კონსტიტუციის მიხედვით ამის უფლება არ გაქვს.
-ახლა კანონებსაც ნუ მასწავლი ძალიან გთხოვ მია :)-გაცოფებული ვიყავი-მე მხოლოდ ჯადოსნური სიტყვა მჭირდება.
-მომისმინე ნეხვის გროვავ-ახლა უკვე ვეღარ მოვითმინე-არ ვაპირებ ჩემი ნივთი გთხოვო-ამ სიტყვებით ყელსაბამი ხელიდან გამოვგლიჯე და სახლში შევვარდი. ბიჭმა კი რეაგირებაც ვერ მოასწრო, მეორე სართულზე ავედი და ფანჯრიდან გადავიხედე, ისევ ქვემოთ იდგა და ფანჯარას უყურებდა.
-ვატყობ არ ხუმრობ მია.
-შენთვის მის მია ვარ იდიოტო-შევუბღვირე მას.
-კარგი, მის მია, უბრალოდ მინდოდა შენი მეგობარი ვყოფილიყავი, ახალი მეგობარი...-გავაწყვეტინე:
-მეგობარი არ მჭირდება.
-დამიჯერე დაგჭირდება. თანაც ამ სახლში მშვიდად ვერასოდეს იქნები, მოგინდება გული ვინმეს გადაუშალო...-ელდა მეცა,,ამ სახლში მშვიდად ვერასოდეს იქნები" გულში გავიმეორე მისი სიტყვები.
-ამით რისი თქმა გინდა?-ვკითხე ფანჯრიდან.
-რაა? შენ რა მართლა არ იცი ამ სახლის ისტორია? მართლა აზრზე არ ხარ აქ რა მოხდა?
-არა- ცოტა არ იყოს დამფრთხალმა მივუგე.
-ოჰ, გრძელი ამბავია-მითხრა და წასვლა დააპირა.
-არა არა ნიკ მომისმინე, დამელოდე ახლავე ჩამოვალ.
რამდენიმე წამში უკვე ქვემოთ ვიყავი.
-მისმინე მინდა მომიყვე რა მოხდა ამ სახლში, ძალიან მაინტერესებს.
-ბევრი უცნაურობა, ეს ძველი სახლია, ადრე რა მოხდა ამ სახლში არავინ იცის, მაგრამ ბოლო 6-მა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, უფროსწორად პოლიციამ თვითმკვლელობა დაარქვა და ნამდვილი ამბავი მიჩქმალა, მე მეეჭვება ყველას თავი მოეკლა.
-რაა? კი მაგრამ რატომ?
-იმიტომ რომ ვთვლი ეს სახლი დაწყევლილია, ბაბუა ამბობს ასე და მეც მჯერა.-ძალიან შევშინდი, ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია იყო?!
-ისე არ ვიცი ამას რატომ გიყვები, მაგრამ თუ რამე დაგჭირდა ოდესმე, შენს წინ ვცხოვრობ და შეგიძლია მომინახულო ხოლმე.
მაპატიე მია, ახლა უნდა წავიდე, ამსაღამოს გეწვევი-ლოყაზე მაკოცა და წავიდა.
მე ჩემს ოთახში ავედი, რას ნიშნავს ამ საღამოს მეწვევა? მგონი ამ ბიჭს თავში რაღაც რიგზე ვერ აქვს გავიფიქრე და საწოლზე წამოვწექი. არ გამიგია ესმე როდის დაბრუნდა, რადგან მეძინა, უცებ ანჯარას კენჭი მოხვდა და თვალები ვჭყიტე, ალბათ ამ უცნაურობებს გულისხმობდა ნიკი, გავიფიქრე დამფრთხალმა, კენჭის სროლა ისევ განმეორდა, ნეტავ არ გამღვიძებოდა, ფრთხილად მივედი ფანჯარასთან და გავიხედე, საოცრება დავინახე, ის ნიკი ამ დიდლით რომ გავიცანი ფანჯარასთან იდგა და ხელებს მიქნევდა, მანიშნა ფანჯარა გამოაღეო, არ ვიცი რატომ დავუჯერე, მაგრამ გავუღე და უკან გავიწიე, ის სწრაფად ამოვიდა ოთახში, მე კარები ჩავკეტე და ნიკთან მივირბინე:
-შენ რა ჭკუიდან შეიშალე? ამ შუაღამისას აქ რა ჯანდაბას აკეთებ?...


იმედი მაქვს მოგეწონებათ ))) რომ იცოდეთ როგორ თავს გიმზადებთ <3 დააფიქსირეთ თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ, რამ მიიყვანა ნიკოლას მორგანი მიას ოთახში შუაღამისას?
პატივისცემით, თქვენი ინტრიგანი ავტორი :*
პ.ს თხოვნა იყო თავები გაზარდეო და აი, გავზარდე, მიყვარხართ ყველა <3 :* დააკომენტარეთ თქვენი აზრი, ის სტიმულს მაძლევს :*



№1  offline წევრი cancara

Kaia gagrdzele

 


American Horror Story-ს მაგონებს ეს ისტორია :)

 


№3  offline წევრი diana.cherchuki

წკაპუნა მატატა
American Horror Story-ს მაგონებს ეს ისტორია :)

Ara sxvaa male naxav, sul ar maq eg ragac wakitxuli :D

nino araxamia
მაგარია :* :*..ნიკi გადარეული ვინმეა მია მასზე უარესი :D :* ..გააგრძელე კარგია :*

Ki aucileblad madlobaaaaa:*
--------------------
Onlinegirl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent