შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრეზია და კედარი (დასასრული)


4-03-2016, 23:28
ავტორი ani-ka
ნანახია 2 476

2 თვით ადრე.
თითქოს ყველაფერი ერთბაშად მოხდა...
ლექციების შემდეგ სახლში მეუღლემ წამომიყვანა. თურმე შინ რა სიურპრიზი გველოდა!
მისაღებში რომ შევედით მხიარულები, ჩახუტებულები, იქ ლალისთან მოსაუბრე ფერფლისფერთმიანი ქალი დაგვხვდა.
–ნაძია? შტო ტი ზდეს ძელაეშ?–სახე მოეღრიცა კანსტანწინს.
–მომენატრე, ძვირფასო.–მისკენ დაიძრა ნაძია და შემდეგ, ჩემ თვალწინ, კისერზე ჩამოეკიდა. უცებ ვიგრძენი ყველაფერი როგორ დატრიალდა გარშემო. თავი რომ შემემაგრებინა, სავარძლის საზურგეს დავეყრდენი.
–კონსტანტინე, ეს რას ნიშნავს?–ძალების მოკრებით ამოვღერღე ძლივს. მან დაბნეულმა შემომხედა.
–ყველაფერს მოვაგვარებ.–ამოიბუტყუნა და თავისი საყვარელი კაბინეტში წაიყვანა.
მიმავალთ თვალი გავაყოლე.
ისინი. ისევ ერთად...
არაფერი შეცვლილა მათ შორის...
ისევ ერთად იყვნენ.
მატყუებდა...
მათი სილუეტები თანდათან სიბნელემ შთანთქა... გონება დავკარგე.
* * *
გონს რომ მოვედი, ჩემ საწოლში ვიწექი. კონსტანტინე ჩემ წინ სავარძელში იჯდა. ჩასძინებოდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი ასე როგორ მექცეოდა. რატომ არ გააგდო ის ქალი. კიდევ ცალკე რატომ გაიყვანა სასაუბროდ. ნეტავ როგორ დამთავრდა მათი საუბარი. რა იყო ჩემი განაჩენი?
ფიქრებში ალბათ ისევ ჩამეძინა, რადგან შემდეგ უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა. ჭახუნის ხმა იყო. თითქოს მინას კენჭი მოხვდა.
ხმაური რომ განმეორდა, წამოვხტი და გარეთ გადავიხედე.
თვალებს ვერ ვუჯერებდი.
იქ მართლაც იყო ვიღაც.
შავ ქურთუკში, შავი კაპიშონით, დამნაშავესავით. და ის მართლაც იყო „დამნაშავე“. მაგრამ იქ რა უნდოდა? გრძელი ჟაკეტი მოვიხვიე და კიბისკენ გავქანდი.
კიდევ არ მჯეროდა, რომ ის იქ, გარეთ იყო.
კარის ურდული ძლივს ვიპოვე სიბნელეში და როგორც იქნა, გავაღე. თან იმედგაცრუებისგან თავდასაცავად ჩემ თავს ვუმეორებდი „იქ არავინაა, ალბათ მოგეჩვენა, გული ნუ დაგწყდება“. კარი გამოვაღე და გავედი...
იქ იდგა. მელოდა. დაბღვერილი მიყურებდა. ერთ წამს ყველაფერი დამავიწყდა, რაც მისი ბოლოჯერ ნახვის შემდეგ დღემდე გადამხდა თავს. მხოლოდ მისმა თბილმა მზერამ და ღიმილმა დაისადგურა ჩემ გონებაში.
–გიო...–ამოვიჩურჩულე და მისკენ გავქანდი დაუფიქრებლად. გაუაზრებლად.
დეჟა–ვუს გავდა. წინა ცხოვრების გახსენებას. მის თბილ მკლავებში დაბრუნების სურვილი... რომელიც ყველაფერს მავიწყებდა. ჩემ სტატუსსაც, მათ შორის.
–რატომ არ დამელოდე?–გიომ ხელით შემაჩერა მის წინ, ჩასახუტებლად გადახრილი. ცას მოვწყდი და რეალობაში დავბრუნდი. –მთელი ეს დრო მხოლოდ ის აზრი მაძლებინებდა, რომ შენამდე უნდა მოვსულიყავი და ეს კითხვა დამესვა. კითხვა, რომელიც მაწვალებდა და ცხოვრებას მიმწარებდა.–კბილებში სცრიდა ის სიტყვებს. მე კი ისე დავიბენი, რომ მხოლოდ ესღა აღმომხდა:
–როგორ მიხარია შენი დანახვა...
–რაღაც არ მგონია. ჩემი ნახვა რომ გდომოდა, იქ მომაკითხავდი. შენ კიდევ ვიღაც ფულიან ძიას გაყევი. აბა, უკვე იწექით ერთად?
მის თვალებში აღარ იყო ის სითბო, მე რომ მიყვარდა. უკუნეთს დაესადგურებინა იქ. თბილი ღიმილი სადღაც გამქრალიყო, სამაგიეროდ კი ავად აელვებდა კბილებს. ცოტათი შევშინდი კიდეც.
–შენ არაფერი არ გესმის.
–ნუცა!–მხარში უხეშად ჩამავლო ხელი და შემანჯღრია.–იწექი–მეთქი მასთან თუ არა?–მკითხა ისევ მომთხოვნი, უხეში ტონით. უცებ მივხვდი, ეს ის ადამიანი აღარ იყო. არ ვიცი, რა დაინახა ჩემ თვალებში, მაგრამ უცებ მოლბა. მზერა, ქორივით მტაცებლურად რომ ქონდა ანთებული, უცებ დაუწყნარდა. და მოულოდნელად გულში ძლიერად ჩამიკრა.
–ვერ წარმოიდგენ რა გადავიტანე შენი გათხოვების ამბავი რომ გავიგე... შენ არ იცი ეს რა გრძნობაა... იმ დროს იქ რომ მყოლოდი, მოგკლავდი და სხვას არ დავუთმობდი შენ თავს... ისე მენატრებოდი...–მთვარეულივით ლაპარაკობდა ის, მგონი უფრო თავისთვის, ვიდრე ჩემთვის.–ვერასოდეს დაგივიწყებ... ჩემი იქნები სულ...
–მარიკა? დაგავიწყდა?–წამომცდა უცებ და ამან წარმოუდგენელი გავლენა იქონია მასზე. ცივად მომიშორა და მკაცრად მომახალა:
–მისი სახელის ხსენების უფლება არ გაქვს. მან გადამატანინა ის უმძიმესი დღეები. შენ რომ მიმატოვე ის გვერდში ამომიდგა, თანაც სულ არაფერს ითხოვს. ნამდვილი ანგელოზია!–ხოტბის შესხმას რომ მორჩა ისევ მე მომიბრუნდა.–მაგრამ შენ მაინც არ არის ის... შენ მაინც სხვა ხარ.–ისევ მიმიზიდა და არც კი ვიცი კოცნას თუ რას აპირებდა, უცებ სახლის კარი რომ გაიღო და კონსტანტინეს ფიგურა დავინახე... არ ვიცი, სუსხიანმა ნიავმა მართლა დაუბერა თუ უბრალოდ ავი წინათგრძნობა იყო.
–ნუცა, სახლში შედი.–მომესმა მისი ხმა. თბილი, ოდნავ მბრძანებლური, მაგრამ მაინც უფრო ახლობელი ჩემთვის, ვიდრე ამ უცნობი შეშლილის, რომელიც ადრე სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. ხელი გავაშვებინე გიოს და სახლისკენ დავიხიე.
–აჯობებს წახვიდე.–ვუთხარი გიოს, რომელსაც თვალები ჩაუსისხლიანდა. მე აღარ მიყურებდა.
–ეს შენ წამართვი ნუცა?–ჰკითხა უცებ კონსტანტინეს. ჯიბისკენ ხელი წაიღო და მერე ყველაფერი ერთბაშად მოხდა– ვერ მოვახერხე მათი გაშველება, საბოლოოდ ჩემი ქმარი ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა ბარძაყში დაჭრა...
* * *

იყო სასწრაფო. იყო პოლიცია. გაქცეული გიო, რომელიც პირობით იყო გამოშვებული. თუმცა ეს არ მადარდებდა. მადარდებდა ჩემი ქმრის ჭრილობიდან გამომდინარე სისხლი და მისი გაფითრებული სახე, როცა მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და არ უნდა მენერვიულა.
ვცდილობდი მამაცი ვყოფილიყავი და საავადმყოფომდე გავუძელი. საოპერაციოში შეიყვანეს თუ არა, გონება ისევ დავკარგე.
გონზე მოსულმა საკუთარი თავი პალატაში აღმოვაჩინე. თურმე წინ კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა. თუმცა ამის შესახებ არავისთვის მომიყოლია. მეთვითონაც მიჭირდა როგორმე შევგუებოდი ამ ფაქტს.
კონსტანტინეს ოჯახმა მომიძულა– ნოდარი საერთოდ არ მცემდა ხმას, ლალი კი ჩემ არსებობასაც არ იმჩნევდა– ჩემ გამო ხომ კინაღამ მოკლეს მათი შვილი. კონსტანტინეც გაუცხოვდა ჩემ მიმართ, რადგან საავადმყოფოში წოლის პერიოდში, როცა გვერდში დგომა და მზრუნველობა სჭირდებოდა, მე სახლში ვიწექი წოლითი რეჟიმის წყალობით. თუმცა კი ვირუსებს და ავადმყოფობას ვიმიზეზებდი.
ყველამ ჩათვალა, რომ კონსტანტინე ფეხებზე დავიკიდე, რომ მეზარებოდა საავადმყოფოში ღამეების თენება და ავადმყოფობის არაფერი მეტყობოდა (და მართლებიც იყვნენ). ლიდაც კი ლიმონიანი ჩაი ან სადილი რომ შემოჰქონდა, ტუმბოზე მიდებდა და მაშინვე გადიოდა. რეალურად, არავის აინტერესებდა როგორ ვგრძნობდი თავს მე.
სამაგიეროდ, თურმე ნაძია ათენებდა მის პალატაში, თუმცა მე ეს მოგვიანებით გავიგე, როცა კანსტანწინი საავადმყოფოდან გამოწერეს და ხელგადახვეულნი დაბრუნდნენ სახლში.
არაფერი მითქვამს.
მხოლოდ წოლითი რეჟიმის დამთავრებისთანავე მოვძებნე პატარა ბინა, ვიქირავე და განცხადება შევიტანე ქორწინების გაუქმებაზე.
ერთ დღესაც, როცა კანსტანწინი ხელჯოხით და ნაძია მისი ხელკავით სასეირნოთ გავიდნენ, ჩემ ნაქირავებ სახლში გადავბარგდი. ისე, რომ არავინ არ ჩამიყენებია საქმის კურსში. ასე დამთავრდა პატარა კონკიას ამბავი, რომელსაც ვითომდა პრინცესად ქცევის შანსი მიეცა. გზის დასაწყისში საბრალო კონკიამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მის „პრინცს“ უკვე ჰყავდა უკრაინელი დედოფალი.
* * *
გამიკვირდა, რატომ იღიმოდა ასე ეშმაკურად?
–ორი წუთით კიდევ დაჯექი... რა სულელი ხარ.–მიღიმოდა თბილად. გაოცებული ჩამოვჯექი.– შენ ვერაფერსაც ვერ მიხვდი, საერთოდ ვერაფერს. თუმცა მაინც გიყვარვარ და ესაა ის, რაც მაბედინებს სიმართლე მოგიყვე.
–რა სიმართლე?–რატომღაც ჟრჟოლამ დამიარა მთელ ტანში.
–მე შენ პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი.–მითხრა თითოეული სიტყვის ხაზგასმით და გაჩუმდა. დრო მომცა ნათქვამის გასააზრებლად. მისი სიტყვები კიდევ კარგა ხანს ჩამესმოდა ყურებში, მისი ხმის ანარეკლი.–იქ, კატოსთან, გახსოვს? როგორ ვერ მამჩნევდი, რომ თვალებით გჭამდი? ისეთი სევდიანი იყავი, ბეღურასავით ფრთებჩამოყრილი.
–არაფერი მესმის...–პირი დავაღე.
–სანამ შენთვის ბრძოლას დავიწყებდი, ჩემთვის, ფიქრებში ვიყავი შენთან, გელოლიავებოდი. ვეძებდი შენთან დასაახლოებელ გზებს. ისეთ გზებს, რომ შენგან უარი არ მიმეღო, არ მინდოდა შენი „დატუსაღებული მარადიული სიყვარულის“ ჩრდილქვეშ ვყოფილიყავი.
ამასობაში კი ჩემმა მშობლებმა თავისებურად „მომიგვარეს“ ყველაფერი. ისე გავბრაზდი, დამავიწყდა როგორ მიყვარდი. თან ბრაზი მახრჩობდა. თან მიზიდავდი. იმასაც ვფიქრობდი, რომ შენც შემიძულებდი, რადგან ჩემზე გათხოვება გაიძულეს. ჩემი უხეშობა, სიცივე, გულგრილობა, მხოლოდ თავდაცვის საშუალება იყო. მუხლებზე რომ დავცემულიყავი შენ წინაშე და სიყვარულის მათხოვარი გავმხდარიყავი, უეჭველად შემიძულებდი, ფეხს მკრავდი და გადამივლიდი. ვიცი, ასე იქნებოდა. არ მიფიქრია, რომ ასე, ამგვარი ქცევით შეგიყვარდებოდი, მაგრამ თავს მაინც დავიცავდი შენი დამცირებისგან.
მას შემდეგ, რაც ჩემი ცოლი გახდი, თან დაგყვებოდი ყველგან. შორიდან გიცავდი რაც შემეძლო. იმ იდიოტს რომ გაყევი შაბათ–კვირას, კინაღამ ჭკუიდან გადავედი ეჭვიანობით. შენ ჩემი ხარ. მას შემდეგ, რაც დაგინახე. ჩემი ხარ.
–ჰოო?–ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება შოკირებულმა. მაგრამ მისი ნათქვამი არსებულ სიტუაციას არ ცვლიდა. ის მხოლოდ წარსულზე მიყვებოდა.–და ნაძია?
გაეცინა. ისე მიყურებდა, როგორც უფროსები უყურებენ სასაცილოდ გაბრაზებულ ბავშვს.
–ნაძია ჩემი მეგობარია. პარტნიორი. უკრაინაში ყოფნისას ერთ ბარში გავიცანი. გაუკვირდა მარტო რომ ვიყავი და არც არავის „შებმას“ არ ვცდილობდი და თვითონ გამეცნო. მე სიტუაცია ავუხსენი, რომ იყო ერთი გოგო, ჩემგან შორს, რომელთან დაახლოებაც მინდოდა, მაგრამ შესაფერის გზებს ვერ ვნახულობდი. შემდეგ მან მომიყვა თავის ცხოვრებაზე, რომ რთული პერიოდი აქვს, ქმართან გაურკვევლობაშია. ჰოდა, მეც ყურადღების გადასატანად, დასასვენებლად წამოვიყვანე. ისე გამოვიდა, რომ ის იყო ერთადერთი მესაიდუმლე, ვინც ყველაფერი იცოდა, საქმის მთელი არსი– რომ ცოლად დაუკითხავად შემრთეს გოგონა, რომელიც მიყვარდა. რაც მთავარია, არც იმ გოგოსთვის უკითხავთ რაიმე. მისი პირველი იდეა იყო, რომ ფულის და სიმდიდრის გამო დათანხმდი ამ ქორწინებას. მეც თანდათან მიმყარდებოდა ეს აზრი, როცა დაიწყე ამ ფულის და სიმდიდრის გამოყენება. მაგრამ ეს დროებითი დაბინდვა იყო ჩემი გონებისთვის. ვიცი, რომ ფული არ გაინტერესებს და რომ მე გიყვარვარ. ასეა?–ჩემი ხელი თბილ ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა. ცრემლებით მქონდა თვალები სავსე, ვეღარაფერს ვხედავდი. მხოლოდ მისი ხელების სითბოს ვგრძნობდი. –ნუცი, მე ახლახან ჩემი სული გავაშიშვლე შენს წინ... არაფერს მეტყვი?
–შენ ხომ ხელი მოაწერე განქორწინებას...–ამოვისლუკუნე.
–არ მომიწერია.
–არა?–ხელი გავაშვებინე და ცრემლები ამოვიწმინდე თვალებიდან.
–არა. ასე ვერ გავწირე ჩემი ეგოისტი თავი.–გამიცინა კიდევ და შემდეგ უკვე სერიოზულად გააგრძელა.–კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრა. მე არაფერი აღარ მაქვს. არც სახლი, არც ფული, არც სამსახური. არაფერი.–გაკვირვებულმა ავხედე.–არ მჭირდება არაფერი, მხოლოდ შენ მჭირდები. იმ სახლში ცხოვრება აღარ მინდა. არ მინდა შენ გარშემოც იყოს ის დაძაბულობა, რომელშიც მე გავიზარდე. ჩვენ უკვე ოჯახი ვართ ხომ ასეა?(მერედა როგორ, გავიფიქრე ჩემთვის) ცალკე ცხოვრება გვჭირდება, დამკვირვებლების გარეშე. სამსახურსაც ვიშოვი რაიმეს, მამიკოს დახმარების გარეშე. თუ საჭირო იქნება ნაგვის მანქანაზეც ვიმუშავებ, და გპირდები, ჩვენს პატარა ოჯახს არაფერი მოაკლდება.
-ნადია რატომ გავიწყდება? ნუთუ მხოლოდ იმისთვის იყენებდი, რომ მე მეეჭვიანა? ვერ დავიჯერებ. თუ ასეა, ძალიან კარგად თამაშობდა.
-დამიჯერე, ასე იმიტომ იქცეოდა, რომ მე ვთხოვდი. მან ყველაფერი იცოდა ჩვენზე და მხარს მიჭერდა. მეგობრულად მედგა გვერდში.
-კონსტანტინ, ის ჩემთან მოვიდა დასალაპარაკებლად. მეუბნებოდა, რომ შენ მატყუებდი ფულის მისაღებად, მერე კი მიმაგდებდი. ეს რაღა საჭირო იყო.
-ამის შესახებ არაფერი ვიცი. ის შენთან მოვიდა?
-გზაზე დამხვდა და მომთხოვა დავლაპარაკებოდი. მერე კი მითხრა, რომ მატყუებდი ყველაფერს და არ გამჩენოდა ილუზია, რომ სიმართლე იყო რაც ჩვენ შორის ხდებოდა. მითხრა, რომ ვეცოდებოდი და ამიტომ მეუბნებოდა სიმართლეს, შენგან დასაცავად.
-ვერ ვიჯერებ, რომ ნადია ასე მოიქცა. არ ვიცი რა ამოძრავებდა ამას რომ გეუბნებოდა. ალბათ შენი გრძნობების გამოცდა უნდოდა, მალე დანებდებოდი თუ არა. მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს.
თვალებში ჩავხედე, სუფთა, გულწრფელი მომეჩვენა. საბოლოოდ ავიყვანე თავი ხელში, თვალებში ჩავხედე და სერიოზულად ვუთხარი:
–დარწმუნებული ხარ, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ხარ? ეს დიდი პასუხისმგებლობაა. და გარდა ამისა, მომაბეზრებელი რუტინა. ოჯახურ ცხოვრებას ვგულისხმობ. არავითარი მრავალფეროვნება ქალებში, ერთფეროვანი საღამოები, გასუქება და ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა.–ისე გადაიხარხარა, რომ შევშფოთდი.
–ნუცი, იცი, როგორ მინდა შენთან ეგ მომაბეზრებელი რუტინა? და გასუქებაც, თუკი შენც გასუქდები ჩემთან ერთად.
–ჰმ... გასუქებასა და ჩვენს ოჯახად გადაქცევაზე გამახსენდა... მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი...
–რა?–ინტერესი აენთო თვალებში.
მის გვერდით გადავჯექი, მისი ხელი ავიღე და გამცემლურად წამოზრდილ მუცელზე დავიდე, რომელსაც მანამდე ქურთუკით ვფარავდი. თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი როგორ უნათდებოდა სახე მიხვედრილობისგან.
* * *
-ანუკა, ახლავე მოდი სახლში!-უთენია გააღვიძა ტელეფონის ზარმა გოგონა.
-რა მოხდა, მამა? -დაღლილი და ნამძინარევი ხმით უპასუხა.
-რა მინდა კიარა, გეყოს აქეთ-იქით წანწალი. დაბრუნდი სახლში.-ისეთი ხმით ეუბნებოდა, თითქოს პატიობდა რაღაცას.
-რა? შენ რაღაც ვერ გაიგე, მამა. მე მაგ სახლში აღარ დავბრუნდები, უკვე ჩემი ცხოვრება მაქვს და დროა შენც გაიჩინო შენი. მოშორდი ტელევიზორს და სამსახური მოძებნე!-გაცხარებულმა ანუკამ საერთოდ გამორთო ტელეფონი, რომ კიდევ არ დაერეკა მუქთახორა კაცს.
-რა მოხდა?-მხარზე აკოცა ილიამ, როცა დაინახა, როგორი აღელვებული სახე ჰქონდა მის შეყვარებულს.
-ეტყობა შემოაკლდა ჩემი დატოვებული საჭმელი და ფული და გავახსენდი. -დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა გოგონამ. შემდეგ ტელეფონი გადადო და უკვე შეცვლილი, გაბადრული სახით გადაბრუნდა ბიჭისკენ.
-სასწავლებელში წასვლამდე მთელი საათი მაქვს. რა ვაკეთოთ?
-მე მეკითხები, რა ვაკეთოთ? მე მეკითხები?-გაეცინა ილიას, გოგონა მკლავებში მოიმწყვდია და ისე შეუღიტინა, რომ ლამის ჩაბჟირდა ანუკა. გაუჩერებლად კისკისებდა, სანამ ბოლოს ბიჭმა არ დაინდო და მისი სიცილი კოცნით არ ჩაახშო.
* * *
-შენ ნივთებს როდის გადმოიტან?
-დღესვე, თუ ლიდა არ გადაირია.
-ჰმ, მგონი მართლა გამოპარვა მოგიწევს, თორემ წნევა აუწევს რომ დაგინახოს როგორ მოდიხარ იმ სახლიდან.-ჩემი საყვარელი მამაკაცის სუნთქვას ვგრძნობდი კეფაზე, ყურთან. არამარტო სუნთქვას, არამედ ტუჩებსაც დროდადრო. ხელები წელზე შემოეხვია და არცერთს არ გვინდოდა განძრევა, გარეთ გახედვაც კი იმის გასაგებად, გათენდა თუ არა.
-მისი გაზრდილი ვარ. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მან გამიწია დედობა.
-მოიცა, ლალი....
-რა თქმა უნდა, არ არის დედაჩემი. ლალი ნოდარის მეორე ცოლია.
-ყოველთვის ვეჭვობდი, მაგრამ არასდროს მომეცა საშუალება, რომ მეკითხა.
-უდედოდ გავიზარდე, ნუცი, ლიდა ყველანაირად მივლიდა და გამორჩეულად ვუყვარვარ, მაგრამ დედობრივი სითბო არასდროს მიგრძვნია. 4 წლის ვიყავი, რომ დავობლდი. დედის სახე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. მამაჩემსაც არასდროს ეცალა ჩემთვის. ფაქტიურად მარტო გავიზარდე. ამიტომ რაც მე მაკლდა ყოველთვის, რასაც ველოდი და ვერ ვიღებდი, ყველაფერი ექნება ჩვენ შვილს... ნეტავ, ბიჭი იქნება თუ გოგო?
-ვინც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ უბედნიერესი იქნება იმით, რომ მისი მამა შენ ხარ...-მივუბრუნდი და თვალებში ჩავხედე ჩემ დაკარგულ, ობოლ ბიჭს.
-დედიკო კი შენ.... ჩვენი პაწია...-მუცელზე ნაზად მომითათუნა ხელი. -თუ ბიჭი იქნება, სახელს შენ დაარქმევ. თუ გოგო- მე. შევთანხმდით?

* * *
სახლში იასამნების თაიგულით დავბრუნდი. მისი სურნელი სასიამოვნოდ მაბრუებდა. ჩემ კონსტანტასთან ყოფნას ისედაც კოსმოსში გაფრენამდე მივყავდი. მის ყურებას და იმის შეგნებას, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ მე ვიყავი და სხვა არავინ. მის თბილ თვალებში ჩახედვა მეც სითბოთი მავსებდა. არდადეგებამდე ბოლო ლექცია უკვე წავიკითხე. საგამოცდო პერიოდი ჩაივლიდა და მერე შვებულებაც დაიწყებოდა- გრძელი, მოსაწყენი საღამოები, რომელსაც სიყვარული და ჩემში მფეთქავი ცოცხალი არსება გამიფერადებდა.
თაიგულში ცხვირჩარგულმა ავიარე კიბეები. თან იმ პროდუქტებზე ვფიქრობდი თან რომ მიმქონდა, მინდოდა რაიმე გემრიელი დამეხვედრებინა ქმრისთვის.
კარებთან ატუზული ქალი გვიან შევნიშნე.
-შენ?!-მისი არსებობა გონებიდან ამოვშალე ბოლო დღეების განმავლობაში. კონსტანტინემ ამიხსნა სინამდვილეში რაც ხდებოდა, მაგრამ ნადიას დანახვა მაინც უსიამოვნოდ მოქმედებდა ჩემზე.
ქალი მე არ მიყურებდა. ჩემ გამომწვევად გამობზეკილ მუცელს ვერ აშორებდა თვალს. ნაძალადევად გამიღიმა და უსიამოვნოდ ცივი ხმით თქვა:
-არ ვიცოდი ასე სერიოზულად თუ იყო საქმე.
-ყველაფერი სერიოზულადაა, თან ძალიან. როგორ ხარ? კონსტანტინემ ყველაფერი მომიყვა თქვენზე.
-რა ყველაფერი?-თვალები ავად დაუწვრილდა. იყო რაღაც ამ ქალში ძალიან გამაღიზიანებელი. ან იქნებ მეჩვენებოდა?
-როგორ გაიცანით ერთმანეთი, რატომ წამოყევი საქართველოში და ა.შ. ქმართან როგორ მიდის საქმეები? არ დაგილაგდათ ურთიერთობა?-გასაღები მოვიმარჯვე და კარები გავაღე.
-კონსტანტინე არაა სახლში?-შეღებულ კარს მიღმა შეიხედა მან. ძალიანაც არ მეპიტნავებოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა- შევიპატიჟე.
-შემოდი, დაელოდე, ცოტა ხანში მოვა.
შემომყვა და კარიც მიხურა.
-ახლავე დავბრუნდები, ყვავილებისთვის ლარნაკს მოვიტან.-ვუთხარი, ქურთუკი გავიხადე და ლარნაკის მოსატანად გავედი.
რომ დავბრუნდი ჩემი და კონსტანტინეს სურათი ეკავა ხელში. სელფი იყო, ჩვენი ერთადერთი საერთო სურათი, რომელიც სულ რამდენიმე დღე იყო რაც დავბეჭდე.
-ესეიგი მაინც დაგაჯერა.-თქვა ბოლოს და მე უკვე თავი ამტკივდა ამ ხმის და ინტონაციის გაგონებაზე. ძლივს თითქოს ყველაფერი დალაგდა. და აი, ისევ...
-საიდან გაიგე ჩვენი მისამართი?-დაღლილი ხმით ვკითხე.
-არ იყო ძნელი. მის სახლში ყველას მოვწონვარ.-გამომწვევად მითხრა, მაგრამ ვეცადე არ ავყოლოდი მის სიტყვებს. მის საქციელს.
-ნადია, რა გინდა? რა არ გასვენებს?
-უსამართლობა, ნუცა! მან გამომიყენა და მიმაგდო! ახლა კი უცოდველი ანგელოზივით მოგიცუცქდა და შენც შეურიგდი! არაკაცია და არ მივცემ უფლებას ბედნიერი იყოს უჩემოდ!-ბოლოში ხმას ისტერიულად აუწია და მივხვდი, რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი. სავარძლის საზურგეს დავეყრდენი, თვალები დავხუჭე და ნებისყოფის დაძაბვით ვუთხარი მშვიდად:
-ნადია, წადი აქედან.
გავიგონე როგორ ჩაეცინა. თავისი ქურთუკის ასაღებად გაემართა. სწორედ ამ დროს კარი გაიღო.
-ნუუც!-ხმაურიანად შემოიჭრა ჩემი ქმარი. სტუმრის დანახვაზე ადგილზე გაშეშდა.
-ნადია? არ ვიცოდი, თუ მოსვლას აპირებდი.-გაკვირვებულმა უთხრა, მაგრამ ხელი მე გადამხვია და შუბლზე მაკოცა.
-რაშვებოდით, გოგოებო? ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
მე ნადიას რეაქციას ვაკვირდებოდი და თვალებით ვჭამდი. ისიც თავის მხრივ ჩვენ გვაკვირდებოდა. ცოტა შემცბარი მომეჩვენა. არ ელოდა კონსტანტინეს მოსვლას.
-ნადია თქვენზე მიყვებოდა.-ვთქვი მოკლედ.
-ჰოო? რას?-მომიბრუნდა ქმარი.
-გაიმეორე ნადია, რაც ცოტა ხნის წინ მითხარი. ჩემ ქმარს ძალიან დააინტერესებს.
-განსაკუთრებული არაფერი მითქვამს, ისეთი, რაც უკვე არ იცი.-კონსტანტინეს გაუყარა თვალი თვალში.-მე წავალ.-წასასვლელად გაემზადა, მაგრამ ვერ მივართვი!
-როგორ არა! რაღაც გვაქვს გასარკვევი!
-გასარკვევი არაფერია!
-ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი გასაგებია. როგორც ჩანს შენი ყოველი სიტყვა ტყუილია, რაც წეღან მითხარი.
-რა მოხდა აღარ მეტყვით?-კონსტანტინე ხან ერთს გვიყურებდა გაკვირვებული, ხან მეორეს.
-ნადია ფიქრობს, რომ გააცურე. მოატყუე. და მერე მიაგდე. -აღარ დავმალე და პირდაპირ ვთქვი.
-რა?-კონსტანტინემ ისეთი სახე მიიღო, რომ გულზე მომეშვა. მისი გამომეტყველება ყველა კითხვაზე სცემდა პასუხს. ნადიას მიაპყრო ახსნა-განმარტების მომლოდინე მზერა.
-კარგია, რომ შენი ფეხით მოხვედი და ეს საკითხი გაურკვეველი არ დატოვე.-აღმომხდა შვებით.
ნადიას კუთხეში მიმწყვდეული თაგვის გამომეტყველება დაედო სახეზე.
-ძალიან კარგი, ყველაფერი გავარკიოთ. -ქურთუკი გამომწვევად გაიხადა და უტიფრად დაგვიჯდა წინ- სავარძელზე.-მე და შენ ერთმანეთი გავიცანით.-პირდაპირ კონსტანტინეს უყურებდა თვალებში.-შენ საკუთარ თავზე გადამიშალე გული, მე ჩემ ცხოვრებაზე. ორივე მარტონი ვიყავით. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და შენ შემომთავაზე, რომ შენ ქვეყანაში გამოგყოლოდი. მერე ეს ნაჩქარევი ქორწილი ქალზე, რომელსაც თითქმის არ იცნობდი და რომელთან მარტო დარჩენასაც გაურბოდი. ცოლთან ყოფნის ნაცვლად ჩემთან გამორბოდი. გულს აყოლებდი ჩემთან საუბარში, ფეხს ითრევდი სახლში წასვლაზე. მე არ ვიცი შენ რას იფიქრებდი ჩემ ადგილას,-მომიბრუნდა თავხედური მზერით.-მაგრამ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა და მინიშნება იყო სხვანაირ ურთიერთობაზე გადასვლის სურვილზე. მერე კიდევ, თანდათან შეიცვალა სიტუაცია და უკლო ჩემთან ყოფნას, მარტო დამტოვა უცხო ქვეყანაში.
-ნადია, მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ გული გადაგეყოლებინა და მიგეღო გადაწყვეტილება ქმართან შერიგებაზე. მინიშნებაც კი არ მქონია იმაზე, რომ შენთან სხვანაირი ურთიერთობა მინდოდა. არ მეგონა ამაზე თუ ფიქრობდი.
-კანსტანწინ!-ყურებში ზარივით გაისმა ქალის ხმა.-შენ მე ვინ გგონივარ?! ქალსა და კაცს შორის მეგობრობა ვის გაუგია? ნუთუ ვერ ხვდებოდი რატომ გივლიდი ასე როცა დაჭრილი იყავი და ამ ქალბატონს შენთვის არ ეცალა?
-არ მეცალა კი არა, წოლითი რეჟიმი მქონდა. -ძლივს ამოვიღე ხმა. სახე წამომიხურდა და გულისცემაც პიკს აღწევდა ამ ქალის ხმა რომ მესმოდა.
-ნუცა, შენ დამშვიდდი. არაფერი ასაღელვებელი ამაში არაა. -ხელები ჩამჭიდა კონსტანტამ და დივანზე ჩამომსვა, ეტყობა სახეზე შემატყო, რომ ვეღარ ვგრძნობდი თავს კარგად.-უბრალოდ ნადიას რაღაცეები თავში აერია.
-კიდე მე ამერია? კიდე?! იქნებ ისიც უარყო, რაც კინაღამ იმ ბარში მოხდა! როცა გაგიცანი.-სხაპასხუპით მიაყარა ნადიამ, როგორც ჩანს დრო იხელთა. კონსტანტინეს შევხედე. უკვე ისიც მოთმინებას კარგავდა.
-არ უარვყოფ. ლამაზი ქალი ხარ და რადგან შანსი მომეცა ვაპირებდი გამომეყენებინა, მაგრამ ვერ შევძელი და გითხარი კიდეც რატომ. ამან გამოიწვია ის, რომ გული გადაგიშალე და ყველაფერი მოგიყევი.
-კონსტანტინე!-წამოვიძახე უცებ. თავი ვერ შევიკავე. ალბათ ძალიან შეშინებული სახე მქონდა, რადგან ისიც შეშფოთდა და ახსნა დამიწყო:
-ნუც, მაშინ არ ვიცოდი, რომ შენთან ყოფნის საშუალება მომეცემოდა! ძალიან გთხოვ, ამაზე არ ინერვიულო!-ჩამომიჯდა გვედით და თვალებში ჩამაცქერდა.
-არა, კონსტ, ეგ ვიცი. ხელი მომეცი.-ჯერ კიდევ ვერ ვწყნარდებოდი.
-რა ხდება?-ხელი გამომიწოდა გაკვირვებულმა. მისი ხელი ავიღე და მუცელზე დავიდე.
-გრძნობ?-თვალებში ჩავაცქერდი. ერთმანეთს ვუყურებდით და მე შიგნიდან ვგრძნობდი მოძრაობას, ის კი გარედან ხელისგულით. ერთობად ვიყავით ქცეულნი და მთელი ყურადღება ჯერ-ჯერობით უცნობ, მაგრამ უკვე უძვირფასეს არსებაზე გადაგვეტანა.
-რა? რაააა?-ყრუდ მესმოდა ნადიას წიკვინი, ბოლოს კი კარის ჯახუნის ხმაც გაისმა.
თვალები დავხუჭე, მხარზე ჩამოვადე თავი ჩემ მეუღლეს და იასამნის თაიგულის, ჩემი სუნამოს ფრეზიის და მისი სუნამოს კედრის სუნს მივენდე....



№1  offline წევრი natia-natia

Vaime sayvarlebi

 


№2 სტუმარი Mariami

Au guli damwyda Rom damtavrda..magram kargi iyo dzalian..

 


№3 სტუმარი ანი88

მომეწონა დასასრული :* ძალიან თბილი და საინტერესო ისტორია იყო და იმედია, კიდევ გვასიოვნებ შენი ისტორიებით :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent